შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭების სასტავი (თავი მეოთხე)


18-04-2018, 15:33
ავტორი Mariami 1408
ნანახია 3 706

ლექციებმა ზლაზვნით ჩაიარა. ლექტორი ისე მოსაწყენად ლაპარაკობდა ბავშვები უკვე დაძინებას ვაპირებდით
-თქვენი აზრით რა არის სიყვარული?-ამ კითხვაზე ყველა გამოფხიზლა მათ შორის მეც რადგან ძალიან მაინტერესებდა პასუხები
-მე ვფქირობ რომ გაურკვეველი რამაა, რისი მნიშვნელობაც ვერაცინ გაიგო-თქვა ერთმა გოგომ
-მე ვფიქრობ რომ სიყვარული ყ*ეობაა, სრული ს*რობა რაღაც საშინელი გრძნობა-თქვა იმ გოგომ რომელიც დემეტრეს კერავდა
-მოკეტე რა-ვუთხარი მოთმინებიდან გამოსულმა
-და რომ არ მოვკეტო რას იზამ
-ხო ხედავ რომ არავის მოწონს ეს შენი ლაპარაკი, გაითვალისწინე რომ გოგო ხარ-ვუთხარი და თვალები გადავატრიალე.
-მომისმინე გოგო ეხა შე...
-მაკა გაჩერდი-შენიშვნა მისცა ლექტორმა-ამ შემთხვევაში ანის სრულიად ვეთანხმები,ხომ ხედავ რომ არავის მოწონს შენი საუბრის მანერა და კიდევ სიტყვებს დაუკვირდი, ეხლა კი ჩვენს თემას დავუბრუნდეთ-თქვა წყნარად ბატონმა ვახომ და ლექცია განაგრძო. აი რატომ მიყვარს ეს კაცი, ყველაფრის ახსნა მშვიდად აუღელვებლად შეუძლია და ყოველთვის მართალის მხარეს არის.
ლექცია დასრულდა თუარა გარეთ გამოვედი და გარემოს თვალი მოვავლე, დემეტრე და მისი საძმაკაცო სტადიონთან იდგნენ და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ.
რა უნდა გამეკეთებინა დავადექი სახლის გზას და თან ჩემი ფიქრები ცოტახანი დავივიწყე. ტელეფონი ამოვიღე ყურსასმენები გავიკეთე და charlote cardin-main girl ის მოსმენა დავიწყე.
-რა არის სიყვარული-დასვა შეკითხვა ლექტორმა. რა არის სიყვარული? გრძნობა? ბედნიერება? სიხარული? დაავადება? თუ რა არის საერთოდ? შესაძლოა სიყვარული შენს საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა არის
-მაინც რა გაურკვეველი რამაა ეს სიყვარული-ისევ ხმამაღლა წამომცდა ფიქრები. ვიღაცის ცხელი სუნთქვა ვიგრძენი კისერთან, ცალი ყურსასმენი მოვიძვრე და ჩემს უკან მდგომის სიტყვებს ჩავუღრმავდი
-სიყვარული არის გრძნობა, გრძნობა რომელსაც შენი საყვარელი ადამიანი გჩუქნის-მიჩურჩულა ხმამ. გავბრუნდი უცნობისკენ და ხელში დემეტრე შემრჩა
-რაღაც არა მგონია შენ სიყვარულის აზრი ან არსი იცოდე, შენ ხომ ყოველდღე უნივერსიტეტის სხვადასხვა ძუკნასთან იჭერ საქმეს-შესაძლოა ცოტა უხეშად გამომივიდა, თუმცა რაც სიმართლეა ის ვუთხარი
-შენ ასე ფიქრობ?-მკითხა დემეტრემ
-დიახ ასე ვფიქრობ-ვუთხარი და აზუზუნებულ ტელეფონს ვუპასუხე
-ხო სიხარულო-დემეტრეს გასაგონად ვუპასუხე თოკას
-რას შვება ჩემი დებილი გოგო?(თოკა)
-რავი ეხლა გამოვედი უნივერსიტეტიდან
-კაი დღეს შენთან მოვალ და სახლში დამხვდი
-კაი სახლში ვიქნები
-მიყვარახარ
-მეც მიყვარხარ სიყვარულო-ვთქვი უფრო ხმა მაღლა რომ დემეტრეს უფრო კარგად გაეგონა
-ვინ იყო?-მკითხა წყობიდან გამოსულმა დემეტრემ
-რა შენი საქმეა-ვუთხარი და ჩავლას ვაპირებდი როდესაც ხელზე მწვდა და იქვე მდგარი შენობის კედელზე ამაყუდა
-ვინ იყო მეთქი-დაიღრიალა უფრო ხმა მაღლა
-შენ ვიმ გეკითხება, ვინმემ დახმარება გთხოვა?-ვუთხარი სრულიად წყნარი სახით რომ უფრო მოშლოდა ნერვები
-ანი მომისმინე უკვე გითხარი რომ ასე ლაპარაკს ჩემს გარდა ვერავინ შეძლებს და ჩაიბეჭდე ეს ყველაფერი თავში
-და ვინ ხარ შენ ჩემთვის ან ვინ ვარ მე შენთვის?-ვუთხარი შედარებით მაღალი ტონით
-შენ მე მეკუთვნი, არ მაინტერესებს სხვისი აზრი
-წადი რა შენს ძუკნებს მიხედე, მოიწყენდნენ შენს გარეშე ან ვინმე არ გყავს საცემელი?-ვუთხარი ზედმეტად უხეშად
-ზედმეტი არ მოგივიდეს ანი-თქვა და მუშტი კედელს დაარტყა ნეტა არ ეტკინა მაინც?
-რა იყო ტყუილს ვამბობ? შენ და შენი საძმაკაცო ყოველდღე ვიღაცას ცემთ, ყოველ დღე ვიღაცას ამცირებთ, ყოველ დღე ვიღაცას ცხოვრებას უნგრევთ და ეს თქვენ კარგი ბიჭობა გგონიათ. რას ფიქრობთ ამით რამეს მიაღწევთ? ან ყველაზე ცუდი ბიჭების სასტავი რომ გქვიათ რამეში წაგადგებათ?
-ეგ შენი საქმე არ არის, ეხლა ვლპარაკობ ჩემზე და შენზე
-მე და შენ არ ვარსებობთ-დავუღრიალე ბოლო ხმაზე
-ჯერ, ჯერ არ არსებობს თორე მომავალში აუცილებლად იარსებებს-თქვა ერთი ჩამხედა თვალებში და უნივერსიტეტისკენ გაუხვია.
ერთი ამოვისინუთქე და გზა გავაგრძელე. მთელი გზა დემეტრეზე ვფიქრობდი, თითქოს გული მისკენ მექაჩება მაგრამ გონება მაინც ადგილზე მტოვებს..
სახლის კარი შევაღე თუარა ჩანთა იქვე მივაგდე და ჩემს ოთახში ავედი. გამოვიცვალე საშინაო ტანსაცმელი ჩავიცვი და ლოგინზე დავწექი. ისევ დემეტრეზე ფიქრები დამიბრუნდა. რა უბდა ამ ბიჭს რატომ არ მანებებს თავს, ასე მგონია რომ სულ ჩემთან არის სულ ჩემს გვერდით დგას, გონებაში მუდამ ის მიტრიალებს, სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი და თითქოს ჩემი ნაწილი გახდა...
ერთი ორი საათი წავიმეცადინე შემდეგ კი საჭმელი ვჭამე.
დაახლოებით 6 საათი იყო გვანცამ რომ დამირეკა
-გოგო სად ეგდე დღეს რატო არ იყავი?
-გოგო... ანუ..დასასვენებლად წავედი...ვაჩესთან ერთად-თქვა დამარაცვლით გვანცამ
-რააააააააააააააა????-იმხელა ვიკივლე ტელეფონში დარწმუნებული ვარ გვანცას ყური აღარ უვარგა-გაგიჟდი გოგო? შენ ნორმალური ხარ? ვაჩესთან ერთად დასასვენებლად? ვაიმეეეე გულის შეტევა ღმერთო კაპლი მომიტანეთ, დაქალი გამიგიჟდა ვაიიი ვუიიი-დავიწყე მოთქმა ჩემებურად
-კაი გოგო ნუ მგლოვობ არ გავგიჟებულვარ ჯერ უბრალოდ შეყვარებული ვარ
-დედაააა ვაიიი რაღა ვქნა რა მეშველება ეხლა ვაიიიიიიი, შენ გაუბერე გოგო? ნორმალური თუ ხარ? რა გიყვარს რის გიყვარს? იცოდე გვანცა ცოლად არ გაყვე და თუ გაყვები დამირეკე მეჯვარე მე ვარ
-აუუ რა გეშველება შე საწყალო-დაიწყო კაკანი გვანცამ-აბა შენ და დემეტრე რას შვებით?
-არავითარი მე და ის იდიოტი, მე დედოფალი ვარ და მეფეს ვიმსახურებ-დავიფასე თავი
-ეხ მე რომ ნეირო ქირურგი გავხდები ჩემს დაქალს ტვინი უნდა გადავუნერგო თორე ნამეტანი ცუდი რაღაცა მოხდება-თქვა კაკანით გვანცამ
-ოხ ნეირო ქირურგიო, მე კიარა შენ გადაინერგე ჯერ ტვინი იქნებ ცოტა ჭკუა მოგემატოს
-შენ არ იღელვო დაოო მე ჭკუა საკმარისად მაქ
-მე ჩემს ტვინს გაგინაწილებ დაოოო, იქნებ გვეშველოს და ცოტა ფილოსოფოსის აზრები გადაგედოს-უფრო ავკაკანდი მე. ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცინეთ, საუბარის დასასრულს კი გვანცას პირობა დავადებინე რომ თუ ვაჩე სგაყვება ცოლას მეჯვარე მე ვიქნები.
მოსაღამოვდა და სახლში ისევ მარტო ვიყავი დედამ და მამამ სულ დამივიწყეს წავიდნენ ბიცოლასთან და აღარ მოვიდნენ. თოკამ ვერ მოვალო და დავრჩით მე და ჩემი ლოგინი . დავწექი თუ არა მაშინვე გადავეშვი მორფეოზის სამყაროში.
მეორე დღეს უნივერსიტეტეში არ წავედი, მიუხედავად იმისა რომ სახლში მარტო დარჩენა მეშინია (ბავშობიდან მგონია რო ურჩხულები დამესხმება თავს) მაინც დამეზარა. დილით ვისაუზმე და ტელევიზორს მივუჯექი, არანაირი საქმე არ მქონდა ეხლა ვიგრძენი პირველად თუ როგორ დამაკლდა ჩემი უნივერსიტეტი.
დაახლოებით 2 სააათი იყო. სახლში წყნარად ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი როდესაც სამზარეულოდან რაღაც ხმა შემოისმა. მე მგონი ჩემი ბავშობის შიშები გამართლდა. იქვე დადებული ვაზა ავიღე და სამზარეულოსკენ დავიძარი..
შევედი თუარა ეგრევე მოვიქნიე ჩემი მკვლელობის იარაღი, თავიდან მეგონა ის რაღაც მოვკალი მერე მეგონა რო ვაზა გადავამსხვრიე და ბოლოს თვალები რომ გავახილე და ჩემს წინ მდგომი დემეტრე რო დავინახე ვაზა კივილით დამივარდა ძირს.
-შენ შენ აქ რა გინდა
-უნივერსიტეტში რო არ მოხვედი დამაინტერესა მიზეზმა-თქვა და ნამსხვრევები ფეხით გვერძე გადაწია
-ჩემი სახლის მისამართი რანაირად გაიგე
-პირადი კავშირები ხომ გესმის არა?
-შენ აქ არ უნდა იყო, წადი ჩემი სახლიდან-ვითხარი და ხელი კარებისკენ გავიშვირე
-უნივერსიტეტში რატომ არ იყავი?
-ვინმემ რამე გკითხა ან გთხოვა მიზეზის გაგება? არ მინდოდა შენი იდიოტური სახის დანახვა-ვუთხარი და გვერდი ავუარე
-სხვათაშირის ფანჯრიდან გადმოვძვერი და კისერი ვიტკინე-მოისაწყლა თავი
-ვაიმეე დამეწვა ფეხი
-ყველაზე გულქვა ადამიანი ხარ ვინც კი შემხვედრია ცხოვრებაში-თქვა დემეტრემ
-შენ კიდე ყველაზე თავდაჯერებული იდიოტი
-ეგ კომპლიმენტი იყო არა?-მკითხა და გაიკრიჭა
-დემეტრე რაღაცას ვერ ვგებულობ, მთელ უნივერსიტეტს შენ მოწონხარ, ყველა გოგოს შენთან უნდა ყოფნა, ყველას სურს რომ შენი შეყვარებული გახდეს დაა ეხლა აქ რას აკეთებ? რატომ მოხვედი აქ?
-ძალიან გაინტერესებს?-მკითხა და კედელთან მიმიმწყვდია თან სახე ძალიან ახლოს მომიტანა
-დემეტრე-ერთი ამოვიჩურჩულე და რომ არა ზარის ხმა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდნენ.
ეხლა მხოლოდ ისაა გასარკვევი იმ კარის უკან ვინ დგას...



№1 სტუმარი Nnn

Kargiaaa malee dadeda gazarde tavebii

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

Kargia kargia kargiaa.ara dzalian kargia <3

 


№3 სტუმარი მარი. ელ❤

ძაან ვხალისოობ საყვარელი წყვილიაა დემე მაგარიაა:) მალე დადეე❤❤❤

 


№4  offline წევრი მარიმარიამი

ძალიან მომეწონ ეს ისტორია kissing_heart

 


№5  offline წევრი Avrora-Gallagher

ძალიან კარგი სტილი გაქწერის ✌️✌️✌️????????????????????????????????❤️

 


№6  offline წევრი skida

ძალიან კარგი ისტორიააა. მალე დადე !!!

 


№7 სტუმარი მია

ვოუ ყოჩაღ <3 მალე დადე ! innocent

 


№8  offline წევრი mariam m.k

Lamazia da chamzvdomi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent