შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სახე -5-


18-04-2018, 18:49
ავტორი ოფოფი
ნანახია 1 363

....
მომდევნო დავალება ასეთი იყო, ელენეს უნდა მოეპოვებინა ხმოვანი ჩანაწერი, სადაც თომას მუქარა ისმოდა.. გოგონას უკვე აღარ შეეძლო მეტი.. ყველაფერმა დაღალა.. დაღალა თომამ, რომელზეც ნელ-ნელა ეცვლებოდა შთაბეჭდილება.. დაღალა მარინას ისტერიკებმა და ნოდარის "ბრძანებებმა".. ამ სამი ადამიანიდან ვის ედარდებოდა რა ხდებოდა მის თავს? ნოდარს? - ნამდვილად არა.. ელენეს არ უკითხავს, თორემ თავიდანვე მიხვდა, რომ ამ კაცს თავისი გეგმები ჰქონდა და მას უბრალოდ იყენებდა, უფრო სწორად, თავად ელენე აძლევდა უფლებას გამოეყენებინა.. მარინას? - რატომაც არა.. ადარდებდა ელენე, მაგრამ ახლა ისე დარდობდა საკუთარ უბედურებაზე, ალბათ ვერც ფიქრობდა ელენეს გრძნობებზე.. თომა? - თომაზე ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნდა.. ელენეს მიაჩნდა, რომ თომა საკუთარ თავში გაურკვეველი ადამიანი იყო.. შეიძლება იმიტომ, რომ არ იცნობდა.. თანაც ის ფაქტი, რომ თომა იყო დამნაშავე ნიკას სიკვდილში, ისევ სულს უწამლავდა.. ყოველ წამს, როდესაც გაიფიქრებდა, რომ თომა სხვანაირი იყო, ნიკა ახსენდებოდა.. ძალიან დიდ სინდისის ქეჯნას გრძნობდა, მაგრამ, მაინც ფიქრობდა, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო თომა, ის სასჯელს მაინც იმსახურებდა მკვლელობის გამო. ამიტომ ძალა მოიკრიბა და თომას ნომერი აკრიფა.. ბოლოს და ბოლოს, ეს ერთადერთი გზა იყო თომას საუბრის ჩასაწერად.. შეეძლო ხმა დაემუშავებინა და ჩანაწერი ისე გაეკეთებინა..
"- აბა, რას შვრები? - მხიარულად ჩასძახა გოგონამ
- ელენე, ეს შენ ხარ, თუ რაღაც მელანდება ჰა? - სიცილითვე უპასუხა თომამ.. - რაც შეეხება კითხვას, ვცდილობ ბუხარი ავანთო.. ხო ისე.. რამ გაგახსენა ჩემი თავი? - ერთი ამოსუნთქვით ჩაილაპარაკა ბიჭმა..
- ისე, უბრალოდ.. საუბარი მომინდა შენთან - წამში იცრუა ელენემ.. - ვფიქრობ, რომ ერთმანეთს არც ისე კარგად ვიცნობთ.. იქნებ ვისაუბროთ რაიმეზე?..
- კარგი, რითი დავიწყოთ?- სიხარულით დათანხმდა თომა...
- მაგალითად, მომიყევი რა არის შენი ჰობი.. რა გიყვარს ყველაზე მეტად?
- ჩემი ჰობი, გასართობი თუ ყველაფერი სპორტია..
- მართლაა? კალათბურთი ალბათ? - ფიზიკური მონაცებით მსჯელობდა ელენე..
- არა.. კრივი..
- კრივი? რაღაც სახეზე არ გეტყობა.- გაიცინა გოგონამ..
- ხო.. ამბობენ..
- როდის დაინტერესდი კრივით?
- ერთხელ მამამ ლონდონში გამგზავნა, რათა ბიზნეს კურსები ამემაღლებინა.. მე კი შემთხვევით ვნახე ორთაბრძოლა და მომინდა მეცადა.. ვცადე, გამომივიდა და დავინტერესდი.. შემდეგ სულ მივატოვე ბიზნესის სწავლა და ვარჯიში დავიწყე, რა თქმა უნდა, მამაჩემისგან მალულად.. მაგრამ, ნოდარმა გაიგო და მამასთან დამაბეზღა.. მერე მამამ დამირეკა და მითხრა: "თომა მაგ საქმეს თუ არ მოეშვები, ჩემს თავზე ვიღებ მოგვარებას".. და ეს არ ყოფილა პირველი ა უკანასკნელი ჩხუბი მასთან.. შენთან ალბათ სხვანაირად იყო არა, ალბათ მამიკოს გოგო იყავი? -ახლა ელენეს დაუბრუნა კითხვა..
- საერთოდაც, სამი წლის ვიყავი, როცა მამას სამსახური შესთავაზეს სხვა ქალაქში.. ის სუშაოდ წავიდა და იქ ახალი ოჯახი შექმნა.. მიგვატოვა.. მას შემდეგ არც მინახავს.. უცნაურია.. ეს ჯერ არავისთვის მომიყოლია ..- გაეღიმა ელენემ..
- შენ შეგიძლია ყოველთვის ყველაფერი მომიყვე..
- ხო.. შენც - საკმაოდ გულწრფელი ჩანდა ელენე.."
ამის შემდეგ სულ ცოტა ისაუბრეს და დაიძინეს... ელენეს ჩანაწერი უკვე ჰქონდა.. ასე მარტივად თუ შეძლებდა არ მოელოდა..
.....
- დიახ ბატონო ნოდარ - მობილურს უპასუხა ელენემ.. ახლა მის მიერ წარმოთქმული "ბატონო" ისეთივე ირონიული ჩანდა, როგორც ადრე თომას მიერ ნათქვამი..
- ჩანაწერი გააკეთე?
- დიახ.. დამუშავებაღა დარჩა..
- ეგ ჯერ არ მეჩქარება.. იცი, ჩემი აზრით შენ და თომა ცოტა დროს ატარებთ ერთად. დროა შეყვარებულთან უფრო დაახლოვდე.. დღეს საღამოს მასთან დარჩი..
- რაა? - ელენეს ხმაში გაკვიევება და შიში გამოიკვეთა..
- ეს შემდეგი ნაბიჯისთვისაა საჭირო.. მის ნოუთბუქთან ახლოს მისვლას რომ შეძლებ დამირეკე და გეტყვი რაც უნდა გააკეთო..
- კარგი.. - ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ დათანხმდა ელენე..
გოგონა მთელი დღე ვერ ისვენებდა.. რამდენჯერმე თომას ესაუბრა.. მარინასთან ერთად სადილი მოამზადა, მაგრამ ვერაფროთ დამშვიდდა.. ვერაფრით გაიგო საიდან მოდიოდა ეს მღელვარება, ან რატომ..
მოსაღამოვდა, მარინა ისევ ნიკას ოთახში შევიდა და იქიდან აღელვებული გამოვიდა.. ელენემ შეატყო, რომ მთლად კარგად ვერ იყო..
- მარინა, კარგად ხართ?
- არა ელენე.. ჩემი წამალი მომაწოდე - ელენემ სწრაფახ მიაწოდა წამალი და წყალი.. შემდეგ ქალი საძინებელში შეიყვანა და დააწვინა..
- დღეს ღამე სახლში არ ვიქნები- დაუბარა გოგონამ, მაგრამ უკვე ძილმორეულ ქალს თოთქმის არაფერი ესმოდა.. გასვლისას ელენეს თვალი ოდნავ გაღებული გარდეროვიდკენ გაექცა.. გარდეროვის ბნელი სივრციდან გარკვევით ჩანდა მისი საქორწინო კაბა.. გოგონა გაბედული ნაბიჯით მიუახლოვდა, აიღო კაბა და მოუნდა თავიდან მოიშორებინა, ამიტომ დაკეცა და სანაგვეში გადააგდო.. .. შემდეგ სწრაფად მოემზადა და თომასთან წავიდა...
....

- ელენე? - გაუკვირდა თომას.. - აბა აქ რა გინდა?
- თუ გოგონა მამაკაცთან მიდის, ე.ი. მას რამე უნდა აუცილებლად? წავიდე?
- არა, არა ,რა თქმა უნდა.. ბოდიში.. შემოდი - და სწრაფად შეიყვანა გოგონა, შემდეგ ქურთუკის გახდაში დაეხმარა და შინ შეუძღვა...
- ელენე, მართლა ხომ კარგადაა ყველაფერი - ცოტა ხნის შემდეგ კვლავ იკითხა თომამ..
- კი.. აბსოლიტურად - გაიღიმა გოგონამ..
- იცი რა? კარგ დროს მოხვედი.. უნდა მევახშმა და მარტო საშინლად მეზარებოდა..
- შენ რა ამ დროს ჭამ? - გაუკვირდა ელენეს..
- ნუ.. არ მეტყობა, თორემ, მე სულ ვჭამ - გაიცინა ბიჭმა.. ელენეს ხელი ჩასჭიდა და სამზარეულოსკენ წაიყვანა - აი, აქ დაჯექი - ადგილი მიუჩინა გოგონას და მაცივრიდან რაღაც-რაღაცეები გამოიღო.. ცოტა ხანში ლანგარზე რამდენიმე ტოსტი იდო, რომლებიც საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა..
- თუ გინდა დავლიოთ რამე.. - შესთავაზა გოგონას..
- არა.. მე არ ვსვამ.. - თქვა ელენემ და ტოსტის უკანასკნელი ლუკმაც შეჭამა
- ეგ კარგია.. ე.ი. ჯანმრთელი შვილები გვეყოლება.. - გაიცინა თომამ.. ელენე კი უეცრად დასერიოზულდა..
- მე მგონი დროა დავიძინოთ, არა?.. - გოგონა ეცადა ღიმილით ეთქვა
-კარგი.. წამოდი - ოთახისკენ გაუძღვა გოგონას.. ოთახში თომას ტანსაცმელი უწესროგოდ ეყარა და ბიჭმა სასწრაფოდ წამოკრიფა.. ელენე ამ დროს ფანჯარასთან იდგა და ბნელ სივრცეს უყურებდა..
- იცი, მე გათხოვებას ვაპირებდი - დაოწყო გოგონამ - მაგრამ ჩემი საქმრო დაიღუპა.. საქორწონო კაბა კი ისე დარჩა გარდეროვში დაკიდებული.. დღეს მე ის გადავაგდე..
- ვწუხვარ.. მე არ ვიცოდი.. მე.. მე.. არ გკითხავ რა მოხდა - სწრაფად ამოთქვა კაცმა
- ავარია.. - მოკლედ მოუგო ელენემ და თვალი თვალში გაუყარა თომას.. მამაკაცმა შეგროვებული ტანსაცმელი დივანზე დააწყო..
- მე დაგელოდები - ახლოს მივიდა ქალთან და მხარზე ხელი დაადო
- კართან? - ირონია მოისმა ელენეს ხმაში.
- დაგელოდები მანამ, სანამ საჭირო იქნება - მშვიდად უთხრა ელენეს და ჩამოშლილი თმა გაუსწორა.. - ძილინებისა - ესღა თქვა და ოთახი დატოვა..
როდესაც თომამ დაიძინა, ელენე მოქმედებაზე გადავიდა..
- ნოდარ, ნოუთბუქთან ვარ.. რა გავაკეთო..
- რამდენიმე მესიჯი უნდა მისწერო ქილერს.. შემდეგ კი ისე წაშალო, რომ ნებისმიერ პროგრამისტს გაუადვილდეს კვალის პოვნა..
- დიახ - და ელენე საქმეს შეუდგა.. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი მზდად იყო და ოთახში სინათლეც ჩაქრა..
დილით ელენე ადრე ადგა და მოემზადა.. კიბეზე ჩაირბინა და უეცრად დაინიხა თომა, რომელიც, მისდა გასაკვირად, კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილიყო.. ელენემ თავი ვერ შეიკავა და გაოცება გამოხატა
- ვაუ.. პიჯაკში პირველად გხედავ.. საით?
- ოჯახური სადილი და რამე.. - პიჯაკი შეისწორა ბიჭმა
- ძალიან გიხდება
- ელენე, მამაშენს აპატიე? - თითქოს
თომამ ვერ გაიგო კომპლიმენტი
- არა.. შენ?
- არ ვიცი.. მე იმდენად არ მინდოდა მას დავმსგავსებოდი, რომ პიჯაკსაც კი არ ვიცვამდი.. ყოველთვის მინდოდა, რომ მამა არ მყოლოდა.. ახლა კი, როცა მართლა აღარ მეყოლება ძალიან მტკივნეულია..
- რა? - ძალიან გაუკვირდა ელენეს და გული დაწყდა.. რატომღაც ძალიან განიცადა თომას წუხილი - მამაშენი.. ის? - სიტყვა ვეღარ დაამთავრა ელენემ..
- ხო.. მაგრამ ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ რა.. და კიდევ.. - თომა შებრუნდა და მაგიდიდან ლამაზად შეფუთული კაბა გაუწოდა გოგონას..- შენც მოდიხარ..
- რა? არა. მე არა.. ოჯახური სადილი არაა ჩემთვის.. მართლა..- იუარა ელენამ, მაგრამ სადღაც ერთ საათში ის, თომა და ბიჭის მთელი ოჯახი მაგიდას ესხდნენ..
- აბა პური ხომ არ უნდა ვინმეს? - ეს თომას დედა იყო, ტატიანა.. მეტად სასიამოვნო ქალბატონი, რომელსაც ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა..
- არა გმდლობ - იუარა თომამ..
- შეიძლება დავლიო?
- მხოლოდ წვენი - ბოთლი გაუწოდა დედამ..
- იცი ელენე.. შენ ერთადერთი ხარ, თომას შეყვარებულებს შორის, რომელიც ნამდვილად მომეწონა.. - თქვა თამაზმა..
- კარგი რა მამა.. შენ მათ არც კი იცნობდი - გაეცინა თომას..
- საბედნიეროდ, ღმერთმა დამიფარა - გაიხუმრა კაცმა და ყველამ ერთდროულად გაიცინა.. - ხო, რას ვამბობდი - გააგრძელა თამაზმა.. - ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ ელენე.. ეს დირექტორთა საბჭოზეც შევნიშნე.. სხვათა შორის, შენი მოხსენების მე-6 და მე-8 პუნქტებს გამოვიყენებთ წარმატებით..
- სასიამოვნოა - გაიღიმა ელენემ.. მას ამ ხალხთან ურთიერთობა ძალიან სიამოვნებდა..
-თომას გაუჭირდება მასზე ჭკვიან ქალთან.. საკუთარი გამოცდილებით ვიცი.. 26 წელია მეც ჩემზე ჭკვიან ქალთან ვცხოვრობ - ისევ გაიცინა თამაზმა..
- მაგრამ ჭკვიანი ქალი უფრო მეტად საშიშია, ვიდრე საყვარელი - მრავალმნიშვნელოვნად თქვა რეზიმ..(ძმა) - თქვენ არ გიგულისხმეთ - შეხედა ქალბატონებს და გაუღიმა..
- სამზარეულოში გავალ - ძალით გაიღიმა ტატიანამ
- მეც მოგეხმარებით - ღიმილით გაყვა ელენე..
თამაზი ადგა და სავარძელში გადაჯდა და შვილები მიიხმო
- მოდით აქ ორივე - ბიჭებიც მალევე მივიდნენ.. - თქვენ იცით, რომ ჩემი ანალიზები სახარბიელო ნამდვილად არაა.. ამიტომაც ანდერძი შევადგინე. ხოლო იმისთვის, რომ დაპირისპირება არ იყოს კომპანიის მართვაში, გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი თქვენგანი მიიღებს აქციები 51%-ს მეორე კი 49%-ს.. ხოლო რომელი რომელს, ამას მხოლოდ ჩემი სიკვდილის მერე გაიგებთ.. აბა, შეძლებთ ამას ჩემთვის?
- ნუ, მე ხომ პიჯაკი ჩავიცვი შენთვის - ხუმრობა სცადა თომამ - მაგასაც ვეცდები მამა..
- ჩემთვის კომპანია მეორე სახლია და პირნათლად შევასრულებ ჩემს მოვალეობებს - დაამატა რეზიმ..
- ძალიან კარგი.. ახლა ქალებს დაველოდოთ..
......

- ელენე, რეზის ნუ მიაქცევ ყურადღებას.. მას მწარე ენა აქვს, მაგრამ გული კეთილი.. - მშვიდად თქვა ტატიანამ და ნამცხვრის დაჭრას შეუდგა.. ელენე მისკენ ზურგით იდგა და ტატიანას მომზადებულ ლიმონათს ჭიქებში ასხამდა.. - 26 წელია აქ ვარ და ისევ ვერ შემეჩვია..
- ის თქვენი შვილი არაა?
- არა.. ჩემი ქმრის შვილია პირველი ქორწინებიდან.. მაგრამ როგორც საკუთარი, ისე მიყვარს.. ნუ.. ხო... ჩვენი ოჯახის კაცები მთლად ტაქტიანები ვერა, მაგრამ მაინც კარგები არიან..
- მისმინეთ.. რატომ თქვა თქვენმა ქმარმა, რომ აქამდე თომას არცერთი შეყვარებული არ მოსწონდა..
-მას მეც ვეთანხმები.. თომას გვერდით ისეთი ადამინი სჭირდება, რომელიც მას გაუგებს და ისეთს მიიღებს, როგორიც არის სინამდვილეში თავისი პლუსებით და მინუსებით.. შეიძლება თომა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ საბოლოოდ ის ამას ყოველთვის საშინლად განიცდის და როდესაც საქმე იმ ადამიანს ეხება, ვინც უყვარს, ყველაფერს იზამს მისთვის.. ის ძალიან ემოციურია.. ამიტომ სჭირდება გვერდით ისეთი ვინმე, ვინც უბრალოდ მის გრძნობებს გაუფრთხილდება.. - ქალმა მეტი აღარ გააგრძელა.. ნამცხვარი გაიტანა და ელენე მარტო დატოვა.
გოგონას მართლაც სჭირდებოდა მარტო დარჩენა.. ფიქრობდა და ადგილიდან ვერ იძვროდა.. თვალი გადაავლო თავის მოქმედებებს აქამდე და საკუთარი თავი შესძულდა.. რა სისულელეებს აკეთებდა? როგორ მისცა ნოდარა უფლება ეს მტკივნეული თემა მისი მანიპულაციის საგნად ექცია?.. ასეთი სუსტი როდის გახდა? რამდენჯერ უთქვამს ამაყად: "მე საკმარისად ძლიერი ვარ, რათა სიმართლე ვთქვა".. ახლა კი საკუთარ თქვს აღარ გავდა..- "მე მინდოდა თომა დანაშაულისთვის დასჯილიყო, მაგრამ მე რითი ვარ მასზე უკეთესი.. მე რა სასჯელს ვიმსახურებ"- განაგრძობდა ფიქრს..- "თანაც ახლა, როცა თომა ახლოს გავიცანი, ის სულაც არაა ისეთი, როგორიც წარმომედინა.. ის თბილი და, მართლაც რომ, ემოციური ადამიანია.. სასჯელის გარეშეც ძალიან იტანჯება სინდისის ქეჯნით.. თანაც მის მიმართ გულგრილიც ნამდვილად არ ვარ.. თუნდაც სამყარო მოვატყუო.. საკუთარ თავს რას ვუზამ. თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად არ დასრულდებოდა.. ახლა კი რაც მალე გავალ თამაშიდან მით უკეთესი იქნება ჩემთვის და თომასთვის.."
ბოლოს ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მობილურის ნომერი აკრიფა
- ალო.. ბატონო ნოდარ.. მე თამაშიდან გავდივარ
- რა მოხდა?
- არაფერი.. უბრალოდ მე ყველაფერი დავასრულე.. - გოგონამ არ აცალა კაცს ხმის ამოღება და გათიშა..

....

ბოდიში დაგვიანებისთვის.. ეს ბოლოს წინა თავია..აღარ დავიგვიანებ, თითქმის დავწერე ბოლო თავი.. მინდოდა ერთად დამედო, მაგრამ ვერ მოვითმინე.. რას ფიქრობთ?



№1  offline მოდერი N1penguin

მეშინია ცუდი რამე არ მოხდეს შემდეგ თავში, ნამდვილად ვერ გადავიტან scream მომეწონა ეს თავი. ვიცოდი, რომ თომა არ იქნებოდა ისეთი საშინელი ადამიანი, მაგრამ მგონია, რომ ელენემ უკვე საკმაოდ შეტოპა ნოდართან ერთად. იმედია დაიჭერენ ნოდარს ან როგორმე დასჯიან

 


№2 სტუმარი ნაინა

შესანიშნავია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent