შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სახე (დასასრული)


20-04-2018, 13:36
ავტორი ოფოფი
ნანახია 1 787

6
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა თომა..
- რას ამბობ, პირიქით.. გმადლობ, რომ წამოხვედი - გაიცინა თომამ.. შემდეგ ელენეს ჩამოყრილი თმა ყურზე გადაუტანა და ისევ აკოცა ტუჩებზე.. მხოლოდ ეს კოცნა სულ სხვანაირი იყო.. უფრო მეტი ვნებით და სიყვარულით სავსე.. წონა კოცნისგან განსხვავებით, ახლა არც ელენეს ტუჩები ყოფილა უმოქმედოდ.. მაგრამ გოგონამ ძალა მოიკრიბა.. სიმართლეს ვერ ეტყოდა, ამიტომ სხვანაირად უნდა გასულიყო თამაშიდან..
- თომა.. მინდა, რომ ამის შემდეგ აღარ შევხვდეთ.. არ მკითხო, რატომ.. ასე უკეთესი იქნება ორივესთვის.. - მშვიდად თქვა ელენემ და მანქანიდან გადავიდა.. თომამ გვიან გაანალიზა ყველაფერი.. ელენემ შესასვლელში შეასწრო, სადაც კარს კოდი ედო, რომელიც თომამ არ იცოდა..
..
ელენე სახლში შევიდა და სიბნელეშიც კი შეამჩნია ადამიანის სილუეტი.. შუქი აანთო..
- ნოდარ?
- მე შენთვის სათამაშო კი არ მომიცია.. როცა გინდა ითამოშო, მოგბეზრდება და მიაგდო.. - მკაცრი ჩანდა ნოდარი
- მე ამის გაგრძელებას აღარ ვაპირებ - მტკიცე ჩანდა ელენე..
- მართლა? - და კაცმა ელენესკენ პატარა კონვერტი გააცურა.. ელენემ გახსნა და, მისდა გასაოცრად, იქ მისი და თომას ფოტოები იყო, კაფე-ბარის წინ გადაღებული, ფოტოზე წყვილი ერთმანეთს კოცნიდა..- თუ ამ ფოტოს მარინას ვაჩვენებ?
- ეს არაფერს ნიშნავს.. სულ ერთია, მან იცის რომ თქვენი დავალებით ვმოქმედებდი..
- მაგრამ მაინც, მას ხომ ავადმყოფი გული აქვს.. - თავდაჯერებული ჩანდა ნოდარი - აქ ხომ მისი სარძლო, რომელიც შვილივით უყვარს, მისი შვილის მკვლელს კოცნის.. დაგიკავშირდები.. - ელენეს უკვე სძულდა ნოდარის ხმა, აღარც მასთან ერთად მოქნედება სურდა, მაგრამ მარინას რომ მართლა რამე დამართნოდა?.. ნოდარი კარიდან გავიდა და ლიფტით დაბლა ჩავიდა... ელენემ კი თავი ვერ შეიკავა და ატირდა..
..
მანქანაში დარჩენილი თომა სრულ გაურკვევლობაში იყო.. მანქანიდან გადავიდა და დაიცადა.. ცოტა ხანში შესასვლელი გაოღო და იქიდან ქალი გამოვიდა.. თომამ ისარგებლა შემთხვევით და შევიდა.. ლიფტთან მივიდა, რომელიც იგვიანებდა.. ლოდინს არ აპირებდა, ამიტომ ფეხით ავიდა მეხუთე სართულზე, სწორედ ამ დროს ასცდნენ ერთმანეთს ის და ნოდარი. ბიჭმა ელენეს კარზე დააკაკუნა..
-ელენე.. გააღე გთხოვ.. ელენე..
- თომა.. ახლა არა რა - ძლივს გასცა პასუხი გოგონამ..
- შენ მხოლოდ მითხარი.. ხვალ შევხვდებით? ელენე ხვალ შევხვდებით?- კარზე ბრახუნს არ წყვეტდა თომა..
- შევხვდებით - ამოთქვა ელენემ..
- კარგია.. - კარს თავი მიადო თომამ.. - ახლა მექნება მიზეზი გასაღვიძებლად -უფრო თავისით ჩაილაპარაკა და დამშვიდდა
...
დილა გათენდა.. ნახევარი დღე უაზროდ გავიდა.. ელენემ ხმის ჩანაწერი დაამუშავა და ახლა თომას ტელეფონში უნდა გადაეწერა, მაგრამ მანამდე კიდევ იყო რაღაც რაც დავალებული ჰქონდა..
...
თომა და რეზი ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ და მშვიდად საუბრობდნენ.. ამ დროს თომას ტელეფონზე ზარი გაისმა..
- ალო თომა.. - მოისმა ელენეს ხმა - როგორ ხარ..
- კარგად, შენ ელენე? - თომას ხმაზეც კი ეტყობოდა, რომ გოგონას ხმის გაგონება სიამოვნებდა..
- თომა მინდა რათაც გთხოვო...
- ხომ იცი, ყველაფერი შეგიძლია მთხოვო..
- მე ძალიან მერიდება.. მაგრამ სხვად ვერავის ვთხოვ.. ბებიას სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდება.. საქმე ძალიან დიდ თანხას ელოდება.. ოპერაცია კი სასწრაფოა
- და მოსარიდებელი რა არის? ხომ იცი, შენთვის არ მენანება არაფერი.. თანახა?
- 50 ათასი..
- საღამოსვე მოგიტან.. შენ მხოლოდ არ ინერვიულო, კარგი?
- კარგი.. - ელენეს ეს ბინძური თამაში გულს ურევდა უკვე,..იცოდა, რომ საკუთარი თავი თვითონ ჩაითრია ამ წუმპეში და ამაზე უფრო მეტად ბრაზობდა.. ის კი, რითაც ყოველთვის თავს ირწმუნებდა ხოლმე( მკვლელია, უნდა დაისაჯოს), ახლა საერთოდ არ აწყნარებდა.. სინამდვილეში ეს ის თანხა უნდა ყოფილიყო, რომელსაც ვითომ თომა ქილერს უხდიდა ნოდარის მკვლელობისთვის.. ეს უკანასკნელი ბრძანება იყო.. შემდეგ კი ელენეს რაიმე გეგმა უნდა მოეფიქრებინა, რათა დანაშაული გამოესყიდა..
.....
კარზე ზარი გაისმა.. ელენემ იცოდ, რომ თომა იყო და კარი სწრაფად გაუღო.. ბიჭი ჩვეული ღიმილით შევიდა ოთახში და მაგიდაზე ჩანთა დადო..
- აი აქ საკმარისი თანხაა - კუპიურები ამოიღო თომამ.. - და, კიდევ.. - ახლა ლამაზი ყვავილები ამოიღო და ელენეს მიაწოდა.. გოგონამ მადლობა გადაუხადა, ყვავილები გამოართვა, კარადასთან მივიდა და საყვავილე აიღო.. შემდეგ სააბაზანოსკენ წავიდა..
- წყალი ხომ აქაც გაქვს?
- სხვა საქმეც მაქვს იქ - უხერხულად გაიცინა გოგონამ.. სააბაზანოში შევიდა. სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავი შეებრალა.. ხოლო იმ იმედით, რომ ყველაფერს მაინც გამოასწორებდა, გეგმას შეუდგა.. ონკანს მოსაშვები მოაძრო და შემდეგ იმის იმიტაცია გააკეთა, თითქოს დაეცა
- ვაიი - დაიკივლა ელენემ და თომა ძალან მალე გაჩნდა მასთან.. გოგონა ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა..
- კარად ხარ? ექიმთან წავიდეთ..
- არა.. ექიმი არ მინდა..
- იქნებ და მოიტეხე ელენე- ღელავდა თომა..
- არა.. არ მომიტეხავს.. დამშვიდდი.. უბრალოდ გადამიბრუნდა.. მალე გამივლის.. აი ონკანი კი გავტეხე.. მას მოვეჭიდე და გატყდა.. შეაკეთებ?
- არასოდეს მიცდია, მაგრამ მემგონი დროა.. შენ ხომ კარგად ხარ?
ელენემ ძლივს დაამშვიდა თომა... ბიჭმა საჭირო ნივთები აიღო და სააბაზანოში გავიდა.. ელენემ შეძლო და თომას მობილურში დამუშავებული საუბარი გადაიტანა.. ბიჭი მალე გამოვიდა..
- ყველაფერი რიგზეა.. შევაკეთე.. შენ როგორ ხარ?
- კარად.. უბრალოდ, ხვალ თანხა უნდა წამეღო.. ბიძაშვილთან.. ახლა კი..
- მე წავიღებ.. შენ უბრალოდ მითხარი სად..
- სადგურზე.. მე-18 შემნახველ საკანში
- კარგი..
თომა ისევ დარჩა ელენესთან.. მას ჩაი გაუკეთა და გვერდით მიუჯდა
- გასინჯე..
- შეგიძლია წახვიდე.. კარგად ვარ..
- არა. არ შემიძლია მარტო დაგტოვო..
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ შემიძლია დავტოვო შენნაირი მშვენიერი არსება, როდესაც რამე სტკივა.. თან მემგონი ძალიან მიყვარხარ...
- მე რატომღაც ძალიანაც არ მიყვარს ჩემი თავი ამ ბოლო დროს..
- ნაცნობი გრძნობაა.. რაღაცას მოგიყვები, რომელიც მხოლოდ მე ვიცი... ცოტა ხნის წინ ავარია შეგვემთხვა..
-თომა..
- არა.. ნუ გამაწყვეტინებ - ნერვიულად მოსვა ჩაი- მე ნასვამი ვიყავი.. ჩემს ყოფილ შეყვარებულს მოვყავდი.. როგორც ყოველთვის, ვკამათობდით.. ის კი პარკირებულ მანქანას დაეჯახა და ახალგაზრდა კაცი დაიღუპა..
- რაა? ანუ საჭესთან შენ არ იყავი?
- არა.. ლიკა იჯდა.. ის პროფესიით ავტო კასკადიორია.. ავარიაზე რომ გაეგოთ გაათავისუფლებდნენ.. ის ისტერიკაში ჩავარდა.. ყვიროდა, ტიროდა და მთხოვდა მეთქვა, რომ საჭესთან მე ვიჯექი.. ასეც მოვიქეცი.. მართალია, საჭესთან არ ვმჯდარვატ, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ და ეს გრძნობა არასოდეს განელდება.. ეს იქნება შავი ლაქა ჩემს ცხოვრებაზე.. - ძალიან ემოციური იყო თომა
- თომა.. ეს არ იცი რას ნიშნავს - აღფრთოვანებული ჩანდა ელენე.. სწრაფად წამოიწია და თომას მაგრად მოხვია.. აღუწერელმა სიხარულმა მოიცვა.. - ხვალ არსად წახვიდე კარგი? - უთხრა და უფრო ძლიერად მოეხვია.. ეს პირველი შემთხვევა იყო ამ ბოლო ჟამს, როცა თავი მშვიდად და კარგად იგრძნო.. ამ ჩახუტებაში ელენე უზარმაზარ სიყვარულს გამოხატავდა.. თომამ თავი ვერ შეიკავა და ისევ დასწვდა ელენეს ტუჩებს.. ამ ჯერად გოგონას თავი აღარ შეუკავებია.. არც მაშინ, როდესაც თომამ ჩუმად შეაცურა ხელი მის წელზე და არც შემდეგ, როდესაც მაისური გახადა..

......
ელენემ უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გაიღვიძა.. მას გვერდზე თომა აღარ ეწვა, მაგრამ მაინც ბედნიერად გრძნობდა თავს.. წინა ღამემ თითქოს ყველაფერი დაავიწყა.. რეალურ სამყაროში მობილურის ხმამ დააბრუნა
- ელენე.. - ტატიანა იყო.. ის ძალიან აღელვებული ჩანდა.. -თომა მანდაა?
- აქ იყო.. რა ხდება..
- ნოდარი.. ის მოკლეს და ახლა აქ პოლიციაა.. თომას ეძებენ..
- დაგირეკავთ - ხმა ჩაუწყდა ელენეს..
"მოკლეს? ის ხომ არ უნდა მოეკლათ.. ე.ი. იყო ვიღაც მესამე, რომელმაც გეგმას გადაუხვია, ღმერთო.. თომა საფრთხეშია. " - ფიქრობდა ელენე.. ახლა თომას ნომერი აკრიფა
- თომა.. სად ხარ?
- ჩემი მზეც ამოსულა.. სადგურზე ვარ..
- თომა.. არაფრის მიტანა არაა საჭირო.. ახლავე აქ მოდი რა..
- არა.. მე თითქმის... - და კავშირი გაწყდა.. თომა აიყვანეს..
აქამდე ბიჭმა ისიც კი არ იცოდა, რომ ნოდარი მოკლეს.. მის მიერ არცერთმა ნათქვამმა სიტყვამ შეძლო გამომძიებლის დარწმუნება და ის წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს..
...
ელენე სწრაფი ნაბიჯით შევარდა თამაზის კაბინეტში..
- ჩემი აზრით თომა დამნაშავე არაა.. ეს უბრალოდ მახეა..
-ეჰ.. ელენე.. ნეტავ დამტკიცება შეგვეძლოს..
-შეგვიძლია.. - მტკიცედ თქვა გოგონამ - აი, მაგალითად ეს ფოტო.. ამ დღეს თომამ ამ კაცთან იჩხუბა.. ამის დამტკიცება დაცვას შეუძლია..
- ახლა კი ასეთი ჩანაწერების გაკეთება ყველას შეუძლია.. ჩემი შვილი მართალია.. ყველაფერი გააკეთე მის გამოსაყვანად - შეუბრუნდა თამაზი ადვოკატს..
ადვოკატმა მართლაც კარგი გამოძიება ჩაატარა.. დაცვამ დაადასტურა თომასა და რატის ჩხუბი.. და მან დაარწმუნა მოსამართლე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულო იყო... რომ რიგი მტკიცებულებები, უბრალოდ, ხელოვნურად იყო შექმნილი.. თომა დარბაზიდან გაათავისუფლეს..მაგრან ეს ყველაფერს არ ნიშნავდა.. ის მაინც ეჭვმიტანილი იყო.. გამოძიება კი გრძელდებოდა..
სასამართლო ეზოში უამრავი ჟურნალისტი იყო და მოვლენებს აშუქებდა.. ელენე თომას გამოსვლას მანქანასთან ელოდებოდა.. თომა რომ დაინახა პირდაპირ მისკენ გაექანა და შემოეხვია.. შემდეგ კამერებმა გააშუქა, როგორ აკოცა მან თომას.. ამ სიუჟეტს კი მარინაც უყურებდა..
- წამოდი, რაღაც რეცეპტი ვისწავლე და მინდა ვახშამი მოვამზადო შენთვის - გახარებული იყო ელენე...
- არა.. თომა.. ჯერ კომპანიში წამოდი.. რაღაც საქმეა და მერე სადაც გინდა - ჩაერია რეზი.
- მაგრამ მეე - აშკარად ელენესთან ერჩია თომას
- კარგი..მე მოვამზადებ და შენ მერე მოდი - გაეცინა ელენეს..
წყვილი ერთმანეთს დაემშვიდობა..
როცა თომამ და რეზიმ რაღაც საქმე მოაგვარეს, თომა სწრაფი ნაბიჯით გაემართა ელენესკენ, მაგრამ რეზიმ გააჩერა
- არასოდეს გიფიქრია, რომ ელენეს დაგებულია ეს მახე? - მშვიდად ჰკითხა ძმას..
- რა? რა სისულელეს იძახი.. მე და ელენეს ყველაფერი სერიოზულად გვაქვს..
- მაგრამ მას შეეძლო ყოფილიყო შენს კომპიუტერთან ახლოს, თანაც ფულის იქ მიტანაც მან გთხოვა..
-და სწორედ მან დაარწმუნა მამა ჩემს უდანაშაულობაში..
- თომააა.. ელენეს ბებია იცი რამდენი ხნის წინ გარდაიცვალა? - ახლა კაფეში წაიყვანა რეზიმ ძმა..
- შეიძლება სხვანაირი ბებიაა, შორეული - არ ტყდებოდა თომა..
- ახლა დამშვიდდი და უყურე, ეს ავარიასთან დაკავშირებული ვიდეოა - და ტელეფონი გაუწოდა თომას.. ბიჭმა ჩართო ვიდეო და უყურა.. ვიდეოზე ჩანდა, როგორ მივიდნენ მარინა და ელენე სასამართლოზე.. თომამ ერთი სიტყვაც არ თქვა ისე ადგა და ძმა დატოვა..
- თომა სათვალეე - მიაძახა ძმამ, მაგრამ აღარ მიბრუნდა..
...
ელენეს მაგიდა უკვე გაეწყო და ტანზეც მშვენიერი, ცისფერი კაბა მოერგო.. ამ დრის კარზე ზარი გაისმა და ოთახში თომა შემოვიდა.. ხელში ლამაზი ყვავილების თაიგულით. ელენემ ყვავილები საყვავილეში ჩადო და მაგიდაზე დადგა..
- ახლა როგორ გრძნობ თავს..- ერთ ადგილზე იდგა თომა..
- ფეხი აღარ მტკივა..
- არა.. მას შემდეგ ვიგულისხმე, რაც შური იძიე და ეს ყველაფერი მომიწყე - ელენე ადგილზე გაშეშდა - ეს სიმართლეა? ელენე ეს სიმართლეა?- ეს ხმა იმ ადამიანის ხმას გავდა, რომელიც უკანასკნელ იმედს ხავსივით ეჭიდება, რათა დინებამ არ წაიღოს.. გოგონამ თავი დახარა..
- თომა.. - ცოტა ახლოს მივიდა გოგონა - მაშინ საერთოდ არ გოცნობდი.. ნიკას დედამ კი თვითმკვლელობა სცადა.. რაღაც უნდა გამეკეთებინა.. - თავის მართლება სცადა ელენემ, თუმცა იცოდა, რომ თავს ვერანაირად გაიმაეთლებდა..
- შენ არ არსებობ.. მე შენ გამოგიგონე.. -ბიჭმა თითქოს თმაზე გადაუსვა ხელი, მაგრამ მაინც არ შეეეხო გოგონას .. შემდეგ მტევანი მომუშტა და უკან დაიხია.. მისი მზერა იმედგაცრუებული ადამიანის მზერას გავდა.. როცა თვალები გეცრემლება, მაგრამ ყოველ ცრემლს უკან აბრუნებ და ყლაპავ უსიტყვოდ, რადგან არაფერი აღარ დაგრჩა სათქმელი..
- თომა - სცადა ხელზე შეხებოდა, მაგრამ ბიჭმა არ დააცადა და ცივად გაბრუნდა.. - საშუალება მომეცი დაგეხმარო - მიაძახა ელენემ, მაგრამ ის არ მობრუნდა..
......
- ეს რა არის?-ჰკითხა ელენემ მარინას, კუთხეში მიდგმულ ჩემოდანზე
- შენი ნივთები - ცივად უპასუხა ქალმა
- რა?
- უცოდველ კრავს ნუ თამაშობ.. შენ ჩემი შვილის მკვლელს კოცნიდი.. სიუჟეტს ვუყურე.. უბრალოდ წადი
ამ დროს ელენემ მისთვის ძვირფასი მეორე ადამიანიც დაკარგა... გოგონა ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას და ჩემოდანს მიაგორებდა.. შემდეგ იმ სკვერში შეიარა, სადაც მას და თომას პირველი პაემანი ჰქონდათ.. ნაცნობ სკამზე ჩამოჯდა, საზურგეს მიეყრდნო, თავი მაღლა ასწია და ღრმად ჩაისუნთქა..
ამ სკვერში თომა ხშირად დარბოდა.. ახლაც იქ იყო.. უეცრად თვალი მოკრა ელენეს.. ხეს მიეფარა, კაპიუშონი მოიხსნა და თმა აიჩეჩა.. გული ერთ მხარეს ექაჩებოდა, სიამაყე კი მეორე მხარეს.. ის იყო უნდა გადაედგა ნაბიჯი, რომ ელენე ადგა და წავიდა.. თომაც, თითქოს გონზე მოვიდაო, თავის გზაზე წავიდა...
ელენე სახლში დაბრუნდა( ნოდარის მიერ ნაყიდ სახლში) და ნივთები ამოალაგა.. მან საკუთარ ჩემოდანში შენიშნა ტანსაცმლით სავსე პატარა პარკი.. გაახსენდა, რომ ეს ნივთები ნიკას ეკუთვნოდა.. ის ელენეს საავადმყოფოში გადასცეს..
გოგონამ გახსნა პარკი და ნიკას ქურთუკი ამოიღო.. ფრთხილად გადაუსვა ხელი და ჯიბეში რაღაც შენიშნა.. ამოიღო და გაშეშდა.. ეს ისეთივე საშვი იყო, რომელიც მასაც გადასცეს, როდესაც კომპანიაში დაიწყო მუშაობა..
- ისიც იმ ოფისში მუშაობდა? ღმერთო ჩემო.. ის.. ნუთუ განზრახ მოკლეს? - ხმამაღლა თქვა ელენემ და გველნაკბენივით გაიქცა..
.
- თომასთან მოვედი - უთხრა რეზის და სახლში შესვლას ეცადა ელენე..
- მას ისედაც ბევრი რამე დაუშავე.. წადი აქედან.. - მკაცრად თქვა რეზიმ
- ვიცი, რომ არ მენდობი.. უბრალოდ, გავიგე, რომ ნიკა თქვენი კომპანიისთვის მუშაობდა.. ეს კი უბრალო დამთხვევა არაა..
- რა გარანტიაა, რომ ისევ მახეს არ უგებ? უბრალოდ თავი დაანებე, კარგი? აქ აღარ მოხვიდე - და ზურგი შეაქცია გოგონას რეზიმ..
...
ლიკა საგრიმიოროში იჯდა და მაკიაჟს იშორებდა..
- ლიკა აქ ერთ-ერთი შენი ფანია.. ავტოგრაფისთვის მოვიდა..- მოახსენეს მას.
- შემოვიდეს.. -თქვა ლიკამ ამპარტავნულად.. მასთან ელენე შევიდა.. - მოკლედ კასკადიორისგან ადვილია ავტოგრაფის მიღება -ირონია გაურია ლიკამ და ხელი მოუწერა ბლოკნოტში, რომელიც ელენემ გაუწოდა.
- მე თქვენი დიდი ფანი ვარ.. განსაკუთრებით მომხიბლა ერთმა ავარიამ.. - ლიკა ყურადღებით უსმენდა.. - მაინტერესებს, როგორ გათვალეთ დარტყმის სიმძლავრე ისე, რომ პარკირებულ მანქანაში მყოფი ადამიანი დაიღუპა, მძღოლი და მგზავრი კი უნაკაწროდ გადარჩა -მშვიდად ჰკითხა ელენემ
- აქედან გადი - ლიკამ ვიზაჟისტი გარეთ გააგდო.- თომა - ამოიოხრა მან.. -ის ძალიან მიმზიდველი და სასურველი კაცია არა? განსაკუთრებით საყვარელია, როცა ამბობს, რომ შენამდე არავისთან გაუმართლა..
- მე აქ თომაზე სასაუბროდ არ ვარ მოსული... სიმართლე მინდა გავიგო...
- განა თომა საჭესთან ვინმეს დასვამს? ის უბრალოდ დაეჯახა - ემოციურად ყვებოდა ლიკა - შემდეგ კი მთხოვა მეთქვა, რომ მე ვიჯექი საჭესთან - ახლა ცრემლები დააყოლა - დავთანხმდებოდი, რომ არა ჩემი სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს..
- პროფესია არასწორად აგირჩევია.. შენგან მშვენიერი მსახიობი დადგებოდა- ზიზღით შეხედა ელენემ და ოთახი დატოვა..
- შენ ჯერ არ იცი, ვისთან დაიჭირე საქმე - ჩაილაპარაკა ლიკამ, მაგრამ ეს ელენეს არ გაუგია.. შემდეგ კი დარეკა
- შენ თქვი რომ ავარიაზე ვერავინ გაიგებდა.. მოაგვარე- მხოლოდ ეს თქვა და გათიშა..
....
ელენე მარინასთან წავიდა... მას მოუყვა, რაც აქამდე გაიგო ავარიის შესახებ და სთხოვა ნიკას კომპიუტერთან მიეშვა.. მარინა დათანხმდა...
- რა კარგია.. ნიკა ყოველთვის აწესრიგებდა ფაილებს.. ყველაფრის ადვილად მოძებნაა შესაძლებელი.
ელენემ ცოტა ხნის შემდეგ აღადგინა მიმოწერა, რის შედეგადაც გაიგო, რატომაც მოკლეს ნიკა...
- აი თურმე რა - აღმოხდა გოგონას..
- რა ხდება?
- როგორც ჩანს ნიკა განზრახ მოკლეს.. მან გაიგო, რომ კომპანიაში ვიღაც ფულს იპარავდა და არ აპირებდა გაჩუმებას.. აქ ანგარიშიცაა, სადაც ფული ირიცხებოდა.. უნდა წავიდე.
- არა.. მე უკვე დავკარგე ვაჟი, ქალიშვილსაც ვერ დავკარგავ..- ცრემმორეულმა მარინამ შეაჩერა გოგონა
- თქვენ არ გესმით.. თომა გასაჭირშია..
-აი რა.. - ელენემ წასვლა დააპირა, მაგრამ ქალმა შეაჩერა - მოიცადე, აი ეს აიღე - თმის სამაგრი გაუწოდა გოგონას.. ელენემ თავი ვერ შეიკავა და მთელი ძალით ჩაეხუტა მარინას...
...
ელენე სახლში დაბრუნდა..ფანჯარა ღია იყო და ფარდას აფრიალებდა.. ლეპტოპის ეკრანი აწეული იყო.. ელენე სწრაფად მივიდა და კომპიუტერი შეამოწმა.. რამდენიმე წამში ეკრანზე დიდი ლათნური შრიფტით დაეწერა "გინდა სიცოცხლე? დატოვე ქალაქი"..

.....
დილით ელენე თამაზთან შევიდა..
- იცი რა? შენს ადგილზე, ალბათ მეც მასე ვიზამდი - სათვალე გაისწორა თამაზმა..
- მისმინეთ.. მე გავიგე, რომ ნიკა განზრახ მოკლეს.. მან გაიგო, რომ ვიღაც ფულს იპარავდა..
- მე თომას გრძნობებზე პასუხისმგებელი არ ვარ ელენე..
-ამისთვის არ მოვსულვარ-მშვიდად უპასუხა გოგონამ
- ჩვენ მაინც არ ვიცით მკვლელი ვინაა..
- მკვლელი ის ადამიანია, ვინც ფულს იპარავდა..
- და მაინც ვინ? ეს ხომ არ ვიცით- აღელვებით ამბობდა თამაზი
- ვიცით.. - წინ იმ ანგარიშის ნომერი დაუდო, რომელიც ნიკას კომპიუტერში იპოვა..
თამაზმა ვიღაცას დაურეკა და ანგარიშის ნომერი უკარნახა.. რამდენიმე ციფრის შემდეგ გაჩერდა
- შეეშვი - გასძახა მობილურის მეორე მხარეს და დადუმდა
- ეს თომას ანგარიშია - ხმა ჩაუწყდა კაცს.. ელენემ კი ფურცელს დაავლო ხელი- ეს მე თავად გავუხსენი.. თომა ამბობდა, რომ ფული არ სჭირდებოდა, როგორც ჩანს მაინც დასჭირდა
-შეუძლებელია
- ასეა.. ამიერიდან მას აღარ დავეხმარები - გაწბილებული ჩანდა კაცი..
ელენემ ოფისი დატოვა და თომას სახლში წავიდა.. კარი ღია იყო
- თომაა - იძახდა ელენე, მაგრამ პასუხი არ იყო.. ის ის იყო უნდა შესულიყო, რომ თომა მოვიდა..
- გინდა ძმას დაუძახე, გინდა პოლიციას, აქედან არ წავალ, მანამ არ ვისაუბრებთ.. -უთხრა ელენემ და ლოყებზე მოკიდა ხელი.. ასე აიძულა სახეში შეეხედა..
- როგორც ჩანს ნიკა განზრახ მოკლეს.. ვიღაც თქვენი კომპანიიდან ფულს იპარავდა და ანგარიშზე რიცხავდა, აღმოჩნდა, რომ ეს შენი ანგარიშია.. ამიერიდან არც მამაშენს სჯერა შენი - ამ დროს თომამ ხმა გაიგონა.. ეს პოლიციის ხმა იყო და ელენე თავისთან მიიხმო..
თომა მალე გავიდა გარეთ.. მას ხელში დანა ეჭირა, რომელიც ელენეს ყელზე ჰქონდა მიბჯენილი.. პოლიციამ მას წასვლის საშუალება მისცა..
...
- დამეხმარე, დიდი მადლობა.. ახლა შეგიძლია წახვიდე - უთხრა თომამ ელენეს
- არა.. უბალოდ მომეცი საშუალება დაგეხმარო..
- რატომ? მე ხომ ცივსისხლიანი მკვლელი ვარ. ორი ადამიანი მოვკალი.. - ირონიით თქვა ბიჭმა..
- მე ასე არ ვთვლი.. ვგრძნობ, რომ უდანაშაულო ხარ..
- როდიდან ხარ ასეთი მგრძნობიარე ელენე? - შემდეგ გოგონას შეხედა და დაამატა- იქნებ ისევ მახეს მიგებ.. ამ დროს ელემემ ლეპტოპი გახსნა.. თომამ კი წარწერა შეამჩნია..
- ეს რა არის? - ჰკითხა გოგონას
- სისულელეა
- ან ყველაფერს მეტყვი, ან არაფერს - მკაცრად თქვა თომამ
- ეს, გუშინ ვიღაც შემოიპარა და შეტყობინება დამიტოვა..
- წამოდი, კაფეში ვისაუბროთ -თომამ კაფეში წაიყვანა გოგონა.. ელნემ ყველაფერი მოუყვა და აბგარიშის ამონაწერიც აჩვენა თომას..
- თომა.. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ.. ეს ყველაფერი მე გავაკეთე, მახეში გაგაბი.. მაგრამ, მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი.. მერე კი მინდოდა რომ დამემთავრებინა ეს თამაში.. ნოდარმა კი დამაშანტაჟა.. მითხრა, რომ მარინას ფოტოებს აჩვენებდა, სადაც ერთად ვართ.. მაგრამ ახლა სულ ერთია.. გადაცემაში ნახა როგორ ვაკოცეთ ერთმანეთს...
- როგორაა?
- კარგად..
- შენ.. საერთოდ აღარ გიყვარვარ? - ხმის კანკალით იკითხა გოგონამ..
- არ ვიცი - ამოიხვნეშა თომამ..
- რა გავაკეთო, რომ მაპატიო?
- ქალაქიდან წადი - მტკიცეს თქვა თომამ..
- არა..
- რატომღაც ვიცოდი, რომ ამას იტყოდი.. აი - ტელეფონში ჩანაწერი ჩართო, რომელიც ახლახან გააკეთა(ელენეს აღიარება).. ან წახვალ, ან ეს ჩანაწერი მოხვდება პოლიციაში..
- იცი, შენც არ არსებობ.. მეც გამოგიგონე.. გამოვიგონე, რომ თომას პატიება შეეძლო.. მე ხომ მანამდე გაპატიე, სანამ გავიგებდი, რომ საჭესთან არ იჯექი.. - თომა ამ დროს პატარა ფურცელზე რაღაცას წერდა.. როცა მორჩა ელენეს შეხედა და უთხრა
- წავიდეთ შენთან.. ნივთები შეაგროვე და მერე სადგურზე.. - ელენეც დაემორჩილა...
...
ავტოსადგურზე თომამ ელენეს ბილეთი აუღო და მისი ბარგიც თავადვე შეინახა მარშუტკის უკანა ნაწილში. შემდეგ კი წავიდა....
მძღოლს მანქნა უნდა დაექოქა, მაგრამ მას რაღაც დაემართა და საერთოდ არ დაიძრა.. მგზავრებს სთხოვეს, რომ სხვა მარშრუტში გადამსხდარიყვნენ .. როცა ელენემ საკუთარი ჩემოდანი აიღო მასთან მძღოლი მივიდა..
- ელენე ხომ? - გოგომ თავი დაუქნია- ეს თქვენ რომ მოგაცილათ იმ ბატონმა დაგიტოვათ - პატარა წერილი გადასცა ელენეს.. ელენემ სასწრაფოდ წაიკითხა წერილი
"შენ მკითხე, ისევ მიყვარხარ, თუ არა.. მე შენ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.. არ არსებობს რაღაც, რასაც ვერ გაპატიებდი.. მე შენ უკვე გაპატიე.. ასე კი იმიტომ მოვიქეცი, რომ არ მინდა ამ ამბებში გაგხვიო და საფრთხეში ჩაგაგდო.. მე გიპოვი, როცა ყველაფერი დასრულდება" - გოგონას ბედნიერების ღიმილი დაემჩნა სახეზე და შვებით ამოისუნთქა...
.....
სადგურიდან გასულმა თომამ პატრული დაინახა და უკან დაიხია.. ის ვიღაცას შეეჯახა.. სწრაფად შებრუნდა და რეზი დაინახა..
- მობილური გამორთე, გეძებენ. - თომამ უფროსი ძმის მითითება შეასრულა..- წამოდი. ვიცი, სადაც ვერ გიპოვიან.. - დაამატა რეზიმ და ძმას მანქანისკენ გაუძღვა..
გზად რეზის მობილურმა დარეკა, ელენე იყო..
- რეზი.. ვიცი, რომ არ მენდობი, მაგრამ თომას ვერ ვუკავშირდები.. შენთანაა?
- კი - მოკლედ უპასუხა ბიჭმა..
- გთხოვ, უთხარი პირველად სადაც შევხვდით იქ მოვიდეს
- კარგი - ისევ მოკლედ უპასუხა რეზიმ და გათიშა.. - შეყვარებული - მოატყუა ძმას და გზა განაგრძო...
ცოტა ხანში მართლაც მივიდა ელენესთან ვიღაც, მაგრამ ეს თომა არ ყოფილა..
...
მეორე დილით რეზი ადრე მივიდა ძმასთან.. საჭმელი და ერთი ბოთლი შამპანიური მიუტანა.. ძმებმა ერთად ისაუზმეს.. შემდეგ კი რეზიმ რაღაც მიზეზების გამო თომა დატოვა.. არ იყო რამდენიმე წუთი გასული, რომ თომამ ხმა გაიგო და კართან მივიდა.. ფრთხილად გააღო კარი და ძირს პატარა ფლეშკა იპოვა.. კომპიუტერს მოუერთა და ჩართო.. იქ მხოლოდ ერთი ვიდეო იყო.. ვიდეოზე ელენე ჩანდა.. ის ხელბორკილებთ იყო მიბმული მაღალ ბოძზე და საუბრობდა..
" მე მძევლად ამიყვანა თომა ელიავამ და ის მოითხოვს, რომ დაუყონებლივ მიუტანოს მისმა ძმამ 200 000 დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომკლავს.. . თომა.. ამ ვიდეოს პირველ ნახევარს პოლიციაში გაგზავნიან.. გამტაცებელს უბრალოდ შენი აქ მოტყუება უნდა. გთხოვ ეს არ გააკეთო.. არ მოხვიდე" - მხოლოდ ეს იყო და ვიდეო შეწყდა.
მალე რეზი დაბრუნდა ძმასთან.. მას უკვე გაეგო ვიდეოს ამბავი..
- რას აპირებ?
- ელენეს დავეხმარები.. შემდეგ კი ჩანაწერს მთლიანად ვაჩვენებ პოლიციას..
- გაგიჟდი? მათ ურჩევნიათ მოკლან, ვიდრე ახლი დამნაშავე ეძებონ.. დღეს მითხრეს, რომ მათთან ვითანამშრომლო..
- რაა?
- დავთანხმდი.. დამშვიდდი.. უბრალოს იმიტომ, რომ წინასწარ გავიგო რას გეგმავენ.. შენ კი აიღე ეს- და თომას იარაღი მიაწოდა
- სროლას არ ვაპირებ.. - იუარა თომამ
- ამით გაქცევის მცირე შანსი მაინც გექნება.. მეც იქ ვიქნები და თუ მიხვდი, რომ ვერაფერი გამოგდის მძევლად ამიყვანე... ის საღო თომამ თეთრად გაათენა.. ათასი გეგმა შეიმუშავა, მაგრამ არ იცოდა რა მოხდებოდა მეორე დილით..
...
პოლიცია მთელი მონდომებით ეძებდა თომას.. ვიდეოს ნახვის შემდეგ მათ ოპერაციისთვის მზადება დაიწყეს.. მხოლოდ ერთმა ოფიცერმა შენიშნა ელენეს გზავნილი ვიდეოში და უფროსის წინააღმდეგობის მიუხედავად გაშიფრა.. ამ საღამოს არც ამ ოფიცერს ეძინა.. ქალბატონი მართა მთელი მონდომებით შიფრავდა იმას, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი იყო..
...
- მინდოდა ამ ყველაფრის შემდეგ პაემანზე დამეპატიჟე, მაგრამ შენ ყველაფერი აურიე - რეზი სველი ხელსახოცით უსუფთავებდა ელენეს ხელებს.. შემდეგ ის ჭიქა მიაწოდა, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ თავად სვამდა თომასთან ერთად..( თომას ჭიქა, თეფში და დანაც მაგიდაზე იდო)
- უბს.. - ხელიდან გაუშვა ელენემ ჭიქა...- რატომ გძულს თომა ასე?
- და შენ რატომ გიყვარს... მამას რატომ უყვარს?
- სიყვარულს, სიძულვილისგან განსხვავებით, მიზეზები არ სჭირდება..
- დარწმუნებული ვარ მამაჩემმა ის 51% მას დაუტოვა, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ბიზნესი არ აინტერესებს..
- ამიტომ ააცრუებინე მამაშენს გული თომაზე? ფულის გამო?.
- ნოდარს გენერალური დირექტორის ადგილს დავპირდი და მაშინვე დამთანხმდა.. თავიდან ის საბანკო ანგარიში უნდა ყოფილიყო მოტივი მკვლელობის, მაგრამ მაშინ გამოჩნა პატიოსანი პროგრამისტი .- თითქოს არაფერი გაუგია, ისე დაიწყო რეზიმ..
- და მოკალი არა.. - ელენემ რეზისკენ გაიწია, მაგრამ ბორკილებმა დააკავეს..
- მე ვცდილობდი.. ვცდილობდი მშვიდად მოვლაპარაკებოდი.. მაგრამ ის ზედმეტად პატიოსანი აღმოჩნდა.
- ორი გვამი.. მხოლოდ შენი არასრულფასოვნების კომპლექსის გამო...
- ჯერ ორი.. ხომ იცი.. კარგ ფილმებში მთავარი გმირები ყოველთვის იხოცებიან.. - ისე საუბრობდა რეზი, თითქოს საქმე ადამიანების სიცოცხლეს კი არა, ვირთხებს ეხებოდა(თუმცა შეიძლება ვირთხაც კი შეებრალოს ვინმეს.) ხვალ.. ხვალ დილით ყველაფერი დასრულდება ელენე.. თომა მძევლად ამიყვანს და მას ესვრიან.. შენთვის კი უფრო საინტერესო ფინალი მოვიფიქრე.. - ამ დრის რეზიმ თომას სათვალე ამოიღო, ხელთათმანები ეცვა, რათა ანაბეჭდი არ დაეტოვებინა.. ამავდროულად, იქ არსებულ ჭიქებსა თუ ნივთებზე თომას დნმ იყო, რაც შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ბიჭი იქ იყო..
"როდის დავბრმავდი ასე, რომ ამ ბიჭში ეჭვიც არ შემპარვია.. მისი ირონიული საუბრები, მინიშნებები.. რამ დამაბრმავა ასე, რომ ვერ შევამჩნიე? მაშინ, როცა ერთი მეგონა დამნაშავე, აღმიჩნდა რომ მეორე ყოფილა.. როგორ დავუშვი, რომ ნოდარის და ამ ამაზრზენი კაცის მარიონეტი გავხდი.. ღმერთო.. სადამდე მოვედი.."- ამ ფიქრებში იყო ელენე და ვერც გაიგო, როდის წავიდა რეზი.. უცებ გაახსენდა, რომ ჯიბეში მარინას ნაჩუქარი თმისსაგრი ედო.. ძლივს ამოიღო და მისი შესაკრავით ბორკილის გახნას ეცადა, თუმცა უშედეგოდ.. მან მცდელობა არ შეწყვიტა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.. ღონე მიხდილს მალევე ჩამოეძინა..
..
მშვიდი დილა გათენდა.. თუმცა აპრილი იყო, მაგრამ ჰაერში მარტის სუსხი ისევ იგრძნობოდა.. მთვარე ჩაესვენა და მზის პირველმა სხივებმა ოქროსფრად შეღება ცის კალთა.
თომას სულ რამდენიმე წუთით ჩათვლიმა და მზის სხივებმა მაშინვე გამოაფხიზლეს.. დივნიდან შემართებით წამოდგა და მალულად გაიპარა იქ, სადაც ელენე და მისი გამტაცებელი ეგულებოდა.. პოლიციაც მობილიზებულიყო.. თომა ახალი შესული იყო შენობაში, როდესაც პოლიცია რეზის ბრონირებულ ჟილეტს აცმევდა..
- თუ მძევლად აგიყვანს, ვესვრით.. - თქვა უფროსმა ოფიცერმა
- არამგონია ასე მოიქცეს - თქვა რეზიმ.. ამ დროს მათთან მართა მივიდა..
-უფროსო, აი რა აღმოვაჩინე.. - ფურცელი გაუწოდა გოგონამ..
- ახლა არა მართა.. - მიმართა მკაცრად უფროსმა და რეზი შენობისკენ გაუშვა.. ახლა მართამ სხვა ადამიანს მიმართა და სიტუაცია აუხნა.. შუახნის მამაკაცი ოფიცერს მიუახლოვდა და ფურცელი აჩვენა..
- ჰმ.. აი თურმე რა.. ახალი გეგმა და რაციაში თანამშრომლებს ინფორმაცია გადასცა..
...
- რეზი აქ ხარ? - მაშინვე შენიშნა თომამ ძმა..
- თუ რამეა მძევლად აგყავარ გაიგე? იარაღი ხომ გაქვს თან?
- კი, მაგრამ არ ვაპირებ სროლას.. მათ სრულ ვიდეოს ვაჩვენებ..
- ხომ გითხარი, ურჩევნიათ მოგკლან, ვიდრე ახალი დამნაშავე ეძებონ-მეთქი.. სხვა გზა არ გაქვს..
- თომა.. მაგას არ უსმინო - უცებ გამოვარდა ელენე, რომელსაც ხელები გაეთავისუფლებინა - ეს მაგან მომიტაცა და სარდაფში მან ჩამკეტა..
- რა? - ვერაფერი გაერკვია თომას..
- მაგას არ მოუსმინო.. ეს გოგო გამუდმებით გატყუებდა.. მე კი შენი ძმა ვარ.. - დამაჯერებლად ცრუობდა რეზი..
- არა, დამიჯერე, არ გატყუებ - ხმა აუკანკალდა ელენეს..
- ახლავე.. ახლავე.. - ჩაილაპარაკა რეზიმ და ელენესთან ახლოს მივიდა.. უცებ ჯიბიდან შპრიცი ამოიღო და ელენეს ყელთან დაუმიზნა..- ეს იცი რა არის? გულისშეტევას იწვევს.. იფიქრებენ, რომ გოგონას გულმა ვერ გაუძლო - თავი გათქვა რეზიმ.- ახლა კი, იარაღი ამოიღე და დამიმიზნე.. დამიმიზნე- მეთქი..- შეჰყვირა ძმას
- არა თომა.. არ დაუჯერო.. მაშინვე გესვრიან.. მე ვერაფრით მიშველი, მოწმეებს მაინც არ დატოვებს..- შეეხვეწა ელენე..
- იარაღი დამიმიზნე - ისე თქვა რეზიმ, რომ თომამ მართლა აღმართა იარაღი..- ახლა მესროლე- თომას ხელი უკანკალებდა, მას ხომ არასოდეს უსვრია..
- არა თომა, არა.. აზრი არ აქვს.. - ისევ მუდარა ისმოდა ელენეს ხმაში...
- ხო თომა.. მაგრამ შანსი გაქვს იმ კაცს ესროლო, ვინც ყველაფერი ეს დაიწყო, მანამ სანამ მოკვდები.. ან შენ მომკლავ მე, ან მე ელენეს.. ვინ უფრო სწრაფი იქნება.. - სიძულვილი ისმოდა რეზის ხმაში.
თომამ ბევრი აღარ იფიქრა და ჩახმახს ხელი გამოკრა.. თუმცა იარაღი დატენილი არ აღმოჩნდა და არ გაისროლა..
- ელიავა ალყაში ხარ, დაყარე იარაღი და გამოდი - გამოაცხადა ოფიცერმა.. თუმცა ამას არავისზე უმოქმედია..
- გადატენე - მჭახე ხმით თქვა რეზიმ.. თომა ახლაც დამორჩილდა და როდესაც ჩახმახს ხელი უნდა გოეკრა, გასროლის ხმაც გაისმა.. რეზის შპრიცი ხელიდან გაუვარდა და აუტანელი ტკივილი იგრძნო ფეხში. სნაიპერმა რეზი დაჭრა... ელენე სწრაფად გაიქცა თომასკენ და ჩაეხუტა..
ბიჭმა მაგრად მოხვია გოგონას ხელები და მისი სურნელი ჩაისუნთქა.. შემდეგ შეამოწმა ყელზე ნანემსარი, ან ნაკაწრი მაინც თუ ქონდა და როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა, გამალებით დაუწყო კოცნა.. ჯერ ყელზე, შემდეგ კი სახეზე..
- ყველაფერი დამთავრდა, წამოდით - ოფიცერმა წყვილი გარეთ გაიყვანა..
- იმედი აღარც მქონდა, რომ მინიშნებას გაიგებდით..- მშვიდად თქვა ელენემ..
- სინამდვილეში ყველაფერს ამ გოგონას უნდა უმადლოდეთ - მართაზე ანიშნა ოფიცერმა..
- ვუყურებ ვიდეოს და ვხედავ ფეხს აბაკუნებ.. პაუზა, შემდეგ ისევ აბაკუნებ. მე უბრალოდ ამოვწერე რამდენჯერ დააბაკუნე თითო ჯერზე.. აღმოჩნდა ტელეფონის ნომერი.. შევამოწმე და რეზის ეკუთვნის.- სიხარულით ყვებოდა მართა-. შემდეგ, ამ დილით ეს ნომერი გამოვიკვლიე, აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე ხანს ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.. სულ ეს იყო. თანაც მისი ალიბი ნოდარის სიკვდილის ღამეს არასანდოა.. .. ხო.. რითი გაითავისუფლე თავი?- ჰკითხა მართამ ელენეს..
- აი ამით - აჩვენა თმისსამაგრი ელენემ
- ძალან ლამაზია- გაუღიმა უმცროსმა ოფიცერმა და წყვილი მარტო დატოვა..
. ..
-თქვენ მხოლოდ ხუთი წუთი გაქვთ.. - გააფრთხილა მეთვალყურემ თამაზი და რეზისთან შეუშვა.. საწყალი კაცი ცოცხალ-მკვდარივით მიაბიჯებდა.. უცებ გულზე ხელი წაივლო
- მამა - წამოდგა რეზი, მაგრამ მოხუცმა ხელით ანიშნა დამჯდარიყო.. შემდეგ უფრო მიუახლოვდა რეზის და ორი ფარატინა ქაღალდი მის თვალწინ გადახია, სახეში მიაყარა და უსიტყვოდ დატოვა..
რეზიმ დახედა ფურცლებს.. ერთ-ერთი მისი დაბადების მოწმობა იყო.. მეორე კი ანდერძი.. მან შეაერთა ქაღალდები, სადაც დიდი ლათინური შრიფტით ეწერა "რეზი ელიავას 51%, თომა ელიავას 49%".. აღმოჩნდა, რომ მან სულ ტყუილად გააკეთა ყველაფერი. ის, რასაც ეძებდა, ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ მაშინ გააცნობიერა, როცა საბოლოოდ დაკარგა..
ელენემ პირობა შეასრულა. ნიკას მკვლელი მართლაც ჩაასმევინა ციხეში.. სწორედ იმავე დღეს მიაკითხეს ლიკასაც..
...
ახლა წყვილის ბედნიერებას ხელს არაფერი უშლიდა.. ყველა საიდუმლო, ყველა გაუგებრობა და წყენა უკან დარჩა, წარსულში.. ახლა დადგა ის დრო, როცა თომამ და ელენემ მთელი თავიანთი წარსული დროს დაუტოვეს..
თომამ ისევ ჩასჭიდა ხელი ელენეს.. ახლა გოგონა უკვე კარგად იდგა გორგოლაჭებზე.. წყვილი თავისუფლად და ბედნიერად მიგორავდა სწორ გზაზე.. შემდეგ კი ხიდის სიბნელეში გაუჩინარდნენ...


......

დავამთავრე.. იმედი მაქვს მოგეწონათ :))



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian momecona dasaruli da aseve isic rom ar gaachianure zaliann, yochaggg

 


№2  offline წევრი ოფოფი

Qeti qimucadze
Zalian momecona dasaruli da aseve isic rom ar gaachianure zaliann, yochaggg

გმადლობ <3

 


№3  offline მოდერი N1penguin

ვაიმე, გული მიფანცქალდებდა კითხვისას sweat_smile ამდენი ინტრიგა ერთ თავში როგორ ჩაატიე? scream გამიხარდა თომას უდანაშაულობა რომ გავიგე <3 კარგად დამთავრდა heart_eyes

 


№4  offline წევრი ოფოფი

N1penguin
ვაიმე, გული მიფანცქალდებდა კითხვისას sweat_smile ამდენი ინტრიგა ერთ თავში როგორ ჩაატიე? scream გამიხარდა თომას უდანაშაულობა რომ გავიგე <3 კარგად დამთავრდა heart_eyes

მიხარია, რომ მოგეწონა.. დიდი მადლობა, რომ კოთხულობდი და აზრს გამოხატავდი..

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი ისტორია იყო ნამდვილად. მაგრამ გავრცობა უფრო მოუხდებოდა, ემოციების უფრო ნათლად გამოხატვა. ძალიან სწრაფ-სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები და იმდენად მძაფრად ვერ აღვიქვი. ჩემი აზრით, როგორც იტყვიან მეტი ელენე და მათე უნდა დაგენახა ჩვენთვის, მათი საოცარი სიყვარული. წერით არაჩვეულებრივად წერ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში მე ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია

 


№6  offline წევრი ოფოფი

Chikochiko
კარგი ისტორია იყო ნამდვილად. მაგრამ გავრცობა უფრო მოუხდებოდა, ემოციების უფრო ნათლად გამოხატვა. ძალიან სწრაფ-სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები და იმდენად მძაფრად ვერ აღვიქვი. ჩემი აზრით, როგორც იტყვიან მეტი ელენე და მათე უნდა დაგენახა ჩვენთვის, მათი საოცარი სიყვარული. წერით არაჩვეულებრივად წერ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში მე ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია

შემდეგისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნებს.. გმადლობ..

 


№7  offline წევრი goddess

არაჩვეულებრივი ისტორია არის,მალევე ველოდები ახალ ისტორიას

 


№8  offline წევრი ოფოფი

goddess
არაჩვეულებრივი ისტორია არის,მალევე ველოდები ახალ ისტორიას

გმადლობ.. ვეცდებიი <3

 


№9  offline წევრი lile-eli

ახლა წავიკითხე ყველა თავი და მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგი, სასიამოვნო და დძაბული იყო. კარგად გადმოსცემ სიუჟეტს და გრძნობებსაც ცოტა მეტი ემოცია მიამატე ხომლმე...
ველოდები შემდეგ ისტორიას. წარმატებებს გისურვებ!!

 


№10  offline წევრი ოფოფი

lile-eli
ახლა წავიკითხე ყველა თავი და მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგი, სასიამოვნო და დძაბული იყო. კარგად გადმოსცემ სიუჟეტს და გრძნობებსაც ცოტა მეტი ემოცია მიამატე ხომლმე...
ველოდები შემდეგ ისტორიას. წარმატებებს გისურვებ!!

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent