მომეცი ხელი ...7...
ვერაფერს ვახერხებდი. ალბათ დაახლოებით 5 წუთი მოვანდომე იმის გააზრებას, რომ რამოდენიმე დღე ვერ ვნახავდი, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ეს რამოდენიმე დღე ბოლოს რამდენი გამოვიდოდა არ ვიცოდი. ტელეფონი ხელში მოვიმარჯვე და ზუმერის გასვლას დაველოდე. -გაგახსენდი ქალაქელო?-გავიგე მონატრებული, ბავშვურიდან უკვე კარგად გასული, მაგრამ არც მთლად დაბოხებული ხმა -მომენატრე და მე სულ მახსოვხარ! ბოროტო-ვიწყინე -კაი რა იყო, კარგად ვართ, მეც, დედაც, მამაც და დეაც. შენ რა გიჭირს? -აუ მათეე! -ახლა უკვე მისმა მიხვედრილობამ გამაბრაზა -რა მათე გოგო, აბა შენ რომ უბრალოდ მოსაკითხად დაგერეკა, მე კი არა დედას ან მამას დაურეკავდი და მერე ეტყოდი "დამალაპარაკე ის უხსენებელი"-ო -რაღაც უნდა გკითხო- ფარ-ხმალი დავყარე და პირდაპირ საქმეზე გადავედი -სმენის პროცესში ვარ -გაინაბა -მათე, ჯარში კარანტინი რამდენ დღიანია?-ისე ნელა ვკითხე ვეჭვობ ვერც გავაგებინე. ჯერ რამდენიმე წამიანი სიჩუმე მპასუხობდა, შემდეგ კი ინება ხმის ამოღება -ნუ, მასე კონკრეტული რიცხვი რომ არ არსებობს ხომ იცი?! 10 დღე, ორი კვირა ან ერთი თვე... ნუ უფროსი მთლად სწორტვინიანი თუ ყავთ თვეზე მეტიც შეიძლება -სწორტვინიანი რა შუაშია?-სერიოზულად გავიკვირვე -მოიცა ერთი თვე რა ამბავია? -გოგო ნუ მიკივი, მე კი არ წამიყვანია! -ვინ? -ვისაც კარანტინი გამოუცხადეს. -მათეეე-ღრმად ჩავისუნთქე -ვიცი რომ თუ გინდოდა ოჯახს გაეგო, მამასაც დაურეკავდი და მათ კითხავდი. ნუ ღელავ "ზმეიკა"-ს ვიდებ პირზე, ბოდიში ელვას. ქალაქელთან ვსაუბრობ მაინც... -მათე... რომ გნახავ, ქალაქისხელა მუშტები მოგხვდება, ისედაც გოგრა თავში და მერე არ მითხრა: "გაფრთხილება არ იცი"-ო-ჩავყვირე -კაი ხო, მაინც ვერაფერი გიშველა მაგ დიდმა სოფელმა. აქაც ჩხაოდი და მანდაც იგივეს აკეთებ. წავედი დამღალე უკვე. -ისე მომათიშა ტელეფონი გააზრება ვერ მოვახერხე. ეს როგორი მომენტია იცით?! აი ვისაც დედ-მამიშვილი ყავს, ის უეჭველად გამიგებს. შენი და-ძმა რომ მსოფლიოს გირჩევნია და მაინც რომ ყველაზე მეტს მათ ეჩხუბები იმიტომ, რომ ისინი ზუსტად ისეთს გიცნობენ, როგორსაც საკუთარი-მე. ზუსტად მაშინ გიშლიან ნერვებს, როცა გჭირდება და ზუსტად მაშინ გამშვიდებენ, როცა გიყურებენ.ხო გიყურებენ, რადგან მათი ხილვა იმედს გიასმაგებს. სულიერად გამდიდრებს. აი ნერვების მოშლა და ყვირილი კი ყველას ჭირდება, გარკვეულ მომენტებში. უფრო განახლებულად რომ შეხედო ყველაფერს. ეს კი მათ გარდა, სხვას არავის გამოსდის ასე. ინსტიქტურად ჩავიცვი ტანსაცმელი და გარეთ გავედი. არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა, ალბათ ფიქრი მჭირდებოდა. ამიტომ ტრანსპორტს, ფეხით სიარული ვამჯობინე. იცით როგორი შეგრძნება მქონდა? გულზე თითქოს რაღაც მძიმეს ვგრძნობდი, რაღაც ისეთს, ჩუმად რომ გასევდიანებს და გფარავს. მიზეზი ვიცოდი, მაგრამ ის არ ვიცოდი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. იქნებ ასე უკეთესიც ყოფილიყო, იქნებ გავრკვეულიყავი და ეს "თავბრუს ხვევა" გამეჩერებინა. პირველ დღეს თვალებით ვეძებდი, მიუხედავად იმის, რომ ვიცოდი სამსახურში არ იყო. მეორე დღეს, დილით პირველი იმედი ისევ ტელეფონი იყო, თუმცა ეკრანი მოსულ მესიჯს არ მაუწყებდა. მთელი დღე უღიმღამოდ , სექციებს შორის ტრიალი და ნათიას მერამდენედ ნათქვამ გაიღიმეზე, ნაძალადევი თავის დაკვრა. ლექსოს დანახვაზეც კი რეაქცია ნულს ქვემოთ მქონდა. მესამე დღეს ჩემს თავთან იმაზე ფიქრი, რომ არ უნდა მენატრებოდეს სამი დღის უნახავი ადამიანი. არ უნდა ვეძებდე ყველგან, სადაც გავიხედავ და არ უნდა მესმოდეს მისი ხმა გამუდმებით. მეოთხე დღეს უკვე ეგოისტურად იმაზე ფიქრი, რომ ლექსო მარკეტში არხეინად დაიარება, ნიკას ნახვა კი კარანტინის გამო არ შემიძლია. აი აქ მივხვდი, რომ უკვე უაზრობებს ვფიქრობდი, ამიტომ ჩემი თავი ხელში ავიყვანე და იძულებით მაინც დავიწყე თეოსთან ლაპარაკი. -თეო რას შვები?!- გვერდით დავუდექი -რავი... შენ? -დაკვირვებით შემომხედა -კარგად ვარ რა იყო?! -ოდნავ გავუღიმე და მოშორებით მდგარ,მოცინარ ლექსოს გავხედე -შენი ნეგატივი იმაზე დადებითად მოქმედებს- სიცილით მანიშნა თეომაც -მერე არ ეყო ამდენი პოზიტივი? წავალ აბა მოვიკითხავ- თვალი ჩავუკარი და ბიჭისკენ დავიძარი. არ ვიცი მე მჭირდებოდა თუ ლექსოს მაგრამ მასთან "საუბარი" ალბათ ცოტას დამავიწყებდა ნიკას. -ლექსუს რავა ხარ?-გვერდით დავუდექი და ხელები გადავაჯვარედინე -კარგად...-დაკვირვებით ამათვალიერა -შენ როგორ ხარ? გადაგიარა დეპრესიამ?-ტუჩის კუთხე საგრძნობლად ჩატეხა -ასე შეგაწუხე ჩემი უხასიათობით? დაგაკლდი? -ეგ ისეთი კითხვაა, ცოტა უნდა დავფიქრდე-თვალი ჩამიკრა. თავი უიმედოდ გავიქნიე და რუსაც მოვიდა. ისე ეს გოგო აღარც მახსოვდა, არადა არ შეიძლება ხალხის ასე დავიწყება,დიდი საყვედური გავუგზავნე საკუთარ თავს და ოდნავ გავიღიმე -როგორ ხართ გვრიტებო? შერიგდით? -ეს გოგო და თავის ინტერესი -არა რუსკა ვჩხუბობთ და არ გვაცდი- ირონია არ დააკლო ლექსომ -ისეთი კარგი წყვილი იქნებით, თქვენ როგორ უნდა გაჩხუბოთ. ჩემი მადლიერი უნდა იყოთ ორივე, მე რომ არა ახლა შეიძლება ერთმანეთსაც არ იცნობდეთ. -თავის თავს უფრო ებურდღუნებოდა- ცისა! ისე ჩემი წერილის დამსახურებაა ნიკამაც რომ ყურადღება მოგაქცია, მაგრამ ეგ ამბავი კიდევ გაირკვევა- ნიკას ხსენებაზე ავტომატურად დავჭიმე ყურები. არა რა, რუსას ლოგიკა და აზროვნების უნარი ბოლოს მომიღებდა. მისი ამ 10 წუთიანი ლაპარაკით უფრო დავიღალე ვიდრე მთელი დღით. მობეზრებულმა ავატრიალე თვალები და მზერა ლექსოსკენ მივმართე. -ლუკაზე რა აზრის ხარ რუსა? -მთელი მონდომებით კითხა -რავი ისე რა, ნორმალური ტიპია- მე კიდევ აზრზე არ ვიყავი ვისზე საუბრობდნენ -არ მოგწონს? გუშინ დაგინახეთ ერთად. -მშვიდად განაგრძობდა კითხვების დასმას -ხომ არ ეჭვიანობ ლექსო?-თვალები ისე ააფახურა უნებლიედ გამეცინა -ვეჭვიანობ?! -თვალები ლამის გადმოცვივდა ბიჭს. " რომ ეჭვიანობდე, მინიმუმ უნდა ცოტა სხვა კუთხით გაინტერესებდეს ან მაქსიმუმ "გიჟად" ითვლებოდე ", გამახსენდა ნიკას ნათქვამი. ოდნავ, სევდიანად გამეღიმა. ნეტავ თუ მართლა გრძნობდა ლექსო მის მიმართ რაიმეს?! ჩემი დაკვირვებით მეეჭვებოდა რუსა გართობის გარდა სხვა მხრივ დააინტერესდეს, მეორე მხრივ კი ვერც მთლად გიჟსაც ვერ ვუწოდებდი. თუმცა მაინც არ ვიცოდი... მე კი არ მინდოდა მათ შორის რაიმე გრძნობა ყოფილიყო. უბრალოდ ეგოისტურად არ მინდოდა. -შენზე რომ ვინმემ იეჭვიანოს, აზრობ რამდენს უნდა ნიშნავდე? -მეგობრული ჟესტებით დაუსვა მომდევნო კითხვა -კი ლექსო, ეჭვიანობენ მასზე, ვინც უყვართ-ჩაარაკრაკა ფრიადოსანი მოწაფესავით -მერე მე სიყვარულში გამოგიტყდი და არ მახსოვს?!-ოდნავი ჩახველებით გაუცინა -აუ ლექსო... მეც ისე მიყვარხარ როგორც შენ! ნიკა სადაა არ იცი?!- პირფერობა მოწყინდა როგორც ჩანს. -აუ რუსკა... მეც ისე მაინტერესებს ეგ, როგორც შენ! -იგივე ინტონაციით გასცა პასუხი ჩემს გვერდით მდგომმაც. იცით რას ვერ ვიგებდი?! სრულიად უცხოსაც რომ მოესმინა მათი დიალოგი იფიქრებდა, რომ მათ ერთმანეთი, რბილად რომ ვთქვათ არ მოწონთ, მაგრამ ერთმანეთის ატანა რაღატო უწევდათ ვერ ვხვდებოდი, თუმცა ახლა ამაზე უფრო ძალიან, ის მაინტერესებდა ლექსომ რატომ არ იცოდა ნიკას ასავალ-დასავალი, ის ხომ მისი მეგობარი იყო. ვითომ მომატყუა? უთქმელად გავშორდი წყვილს და ჩემი სექციისკენ დავიძარი. მეხუთე დღეს უკვე ტვინში შემომძვრალ, ერთი შეხედვით საფუძვლიან ეჭვს ვებრძოდი. მთელი გულით მინდოდა დამეჯერებია რომ ჯარშია და არ მოვუტყუებივარ. ჩვენი დიალოგი გავიხსენე, მიტოვება-დატოვებასთან დაკავშირებით და გულწრფელად გითხრათ, გამაცივა. მაშინ არ დავფიქრებულვარ რატომ მეკითხებოდა მსგავსი შინაარსის თემებზე, მაგრამ ახლა... ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები რომ მასზე ფიქრს ამდენ ხანს ვუთმობდი. მეექვსე დღეს თითქოს შევეჩვიე უიმისობას და აბა თუ გამოიცნობთ რატომ? იმიტომ, რომ მათეს თქმით, კარანტინი შეიძლება ყოფილიყო ათ დღიანი, აქამდე კი სულ ოთხი დღე რჩებოდა... მინის კარებს მივაწექი და ჩემი გაღიმებული მზერით ყველა "მოვიარე". ბოლო სუბიექტს მზერა გავუსწორე და მისკენ დავიძარი. -ჩემო სიცოცხლის ნაპერწკალო-გაბადრული სახით, ხელებგაშლილი მივუახლოვდი -აუ დაიწყო- უკმაყოფილო რეჟისორივით დამანჭა სახე -ჩემო იმედო და გახარებავ- არ ვეშვებოდი -ცისა რამ აგაღფრთოვანა მასე? არავის ველაპარაკები, ჩემთვის, წყნარად ვდგავარ- გაიჯგიმა -მერე მასე წყნარი რომ ხარ, მაგიტომ მიყვარხარ დღეს ასე ძალიან- სიცილით ავიწიე ფეხის წვერებზე და ლოყები გავუწელე -გოგო სირცხვილია რეებს აკეთებ. გეფიცები უსაბუთო გიჟი ხარ. ხასიათი ვერ აგიწყე, საუბარი ვერ აგიწყე, ვაფშე და რა ტიპი ხარ ეგეც ვერ გავიგე -ლექსუს მისმინე! რომ გაიგო უნდა მოისმინო და შესაბამისად უპასუხო. მე რომ გეტყვი ჩემო სიცოცხლე-თქო, შენ უნდა მითხრა ჩემო ცხოვრებაო, გაიგე? -ჰაჰ, გამაცინე -მასეთი პატენტი და მეორადი სიცილით რუსას გაუცინე. მე ნაღდი მინდა, აი რეალური. აბა მიდი სცადე-ხელები ისევ ლოყებისკენ ავწიე, მაჯებში რომ მწვდა -აუ გეფიცები, ნიკა კი არა შენ უნდა წასულიყავი კარანტინში. იქნებ მოგხდენოდა რამდენიმე დღიანი იზოლირება -სადაა ნიკა? რამდენ დღიანია?-დამთავრებული არ ქონდა მივაყარე -კარანტინში. 10 ალბათ -ვრცლად მიპასუხა -ვაიმე ხომ ვამბობ ოქრო ხარ-თქო, ბაჯაღლო... აუ "პროსტა" ვინც შენ ხელი ზედმეტად დაგაკაროს... აი "იმენა" ჩემთან გამოუშვი, მე მოვუგვარებ რა -ისე გამეხარდა, რას ვლაპარაკობდი არც მე მესმოდა და სავარაუდოდ არც ლექსოს,ისეთი გაფართოებული თვალებით მიყურებდა. მე კიდევ ემოციების კონტროლი მიჭირდა. -ცისა ცუდად ხარ?!-ცოტა ხმამაღლა მკითხა -არა სიყვარულო, შენ ისეთი... კარგი ხარ-უცბად დავამთავრე იდეაში "შენ ისე გამახარე" ტექსტი. -ხოო? და რატომ ვარ კარგი?-აციმციმებული თვალებით გვერდულად შემომხედა. -რავიცი აბა-მკერდზე ოდნავ დავკარი გაშლილი ხელი და დაძაბულ გარემოებას გავერიდე. მეშვიდე დღეს უკვე ვატყობდი რომ მიჭირდა. ერთი სმს, მხოლოდ ერთი სმს მჭირდებოდა იმის გასაგებად რომ კარგად იყო და ვახსოვდი. მერვე დღეს, ათი დღიდან ორი დღით ადრე, უკვე სერიოზულად ვფიქრობდი იცით რაზე? ასე გაცნობილი რომ უკვე ამგვარად მოქმედებდა ჩემზე და სადღაც გონებაში დავუშვი ის ფაქტიც რომ მომატყუა. ხომ შეიძლება?! კი. მერე რა უნდა მექნა? არაფერი... ალბათ ერთი კვირა კიდევ ვიფიქრებდი, ვინერვიულებდი და ვსო. გაქრებოდა შარშანდელი თოვლივით. ისე რამდენი რამის გადაწყვეტა შეუძლია ფიქრს და ენას! აი საქმის გაკეთება და სისრულეში მოყვანაა რთული. მეცხრე დღეს ტუჩებს ვიჭამდი იმის გამო, რომ ლექსოსთან მისვლა და ნიკაზე რაიმეს კითხვა არასწორი იქნებოდა. მეათე დღეს სრული ეიფორია მქონდა. ისე ვიყავი თითქოს პატარა ბავშვს თავის სანატრელ კანფეტს ან კაბას, შოკოლადს, სათამაშოს ყიდულობენ და ერთი სული აქვს ხელი შეახოს. მთელი ცხრა დღე ფიქრებით რომ მასთან ხარ და ბოლო მეათე დღეს ყველაზე მეტად გიჭირს. თავს ვანუგეშებდი, ცხრა დღე ითმინე და ეს ერთი რაღაა-თქო. აი ეს ერთი დღე იყო ყველაფერი. აქვე კიდევ ვიტყვი, რომ შეიძლებოდა არ მოსულიყო, არც იქნებოდა დამნაშავე, ჩემთვის მომავალი არ დაუხატავს, არცერთ ტონალობაში. კოშკი კი არა, ქოხიც არ წარმოუსახავს ჩემს გონებაში და მართლაც რომ უბრალოდ, ჩვეულებრივ დავეტოვებინე, მე ვიქნებოდი ალბათ ყველაზე მეამიტი? -არა. მიმდობი?-არა! დებილი? -აი ეს შეიძლება. დებილი, რომელსაც ჯერა და რომელიც ენდობა. ვიქნებოდი, ან იქნებ, მართლაც ვარ?! მეთერთმეტე დღეს თვალებმა ლამის მიჩივლეს, აი გონება კი არც დაფიქრებულა ისე მოიმარჯვა "ქვეყნის ყველაზე მიმდობი სულელი"-ს იარლიყი. იცით რა ცუდია როცა ვიღაცას გულით ელი და იმედი გიცრუვდება?! როცა საუბარს გაურბიხარ, მაგრამ ფიქრი და გონება მუდამ მის სახეს და სახელს გაყვირის?! როცა გული ვერ ელევა დასავიწყებლად და ღამე მასზე სიზმრებს ნახულობ?! რომ სადღაც უშვებ იმის ალბათობას, შეიძლება ვეღარ ნახო და სუნთქვა გეკვრება? აქამდეც ვფიქრობდი, მაგრამ უკვე იმედიც რომ გეფერფლება, უფრო ძლიერად, დეტალურად ფიქრობ იმ განვლილ დღეებზე და აღმოაჩენ, რომ თურმე ერთი წუთიც არ დაგვიწყებია. ამ თერთმეტი დღის მანძილზე კენტად არასოდეს გივლია... იცით კიდევ რას ვაცნობიერებ?! ყველამ ვიცით მონატრება როგორია, მაგრამ ცოტამ თუ ვიცით ამგვარ მონატრებას როგორი ფასი აქვს... როგორც სიყვარულია მრავალფერი, მრავალმხრივი ისე ყოფილა მონატრებაც. აი ამ მონატრებას კი სხვა ფერი, სხვა სიტკბო და სხვა ტკივილი აქვს... მეტორმეტე დღეს უბრალოდ სახლში დავრჩი. ცხელ ჩაისთან და რომანტიულ მელოდრამებთან ერთად რომლებზეც ყველგან ჩემს თავს წარმოვიდგენი, რა თქმა უნდა ჩემს იარლიყთან ერთად.შეიძლება ბანალური იყოს, მაგრამ მეორე ანუ მეცამეტე დღეს ისიც კი წარმოვიდგინე ახლა შემოაღებს კარს-თქო. მერე ჩემს ფიქრებზე თავად გამეღიმა და ნერვებიც მომეშალა. ჩემს სისუსტეზეც დავფიქრდი და მივხვდი, რომ ვინც ყველაზე ძალიან გვაინტერესებს, გვენატრება, გვინდა და გვჭირდება, ის ხდება ჩვენი სისუსტეც. ალბათ ძალიან უმადური ვიქნები, რომ არ გამოვხატო მერის გამამხნევებელი სიტყვებით, ოდნავ მოგვრილი შვება და სევდიანი ღიმილი. კიდევ კარგი სახლში იყო ხოლმე, ხანდახან კი მინდოდა მარტო ყოფნა, მაგრამ მაინც მისი უხმოდ სახლში მოძრაობაც იმედი იყო. მეთოთხმეტე დღეს საკუთარ თავს შევუძახე რომ ამით არაფერი მთავრდება და ამაზე გაცილებით უარესებიც გადაუტანია ხალხს. ბოლოს და ბოლოს ვინ იყო ჩემთვის? იყო არა, არის! სულ არაა ვალდებული ჩემს ირგვლივ იტრიალოს. ეს მე დავაჯერე ჩემი თავი რომ იდეალურია. მიუხედავად იმის, რომ თავი გავიმხნევე, სამსახურში მისვლა მაინც არ მოვინდომე. ლევანს დავურეკე, ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და ჩემმა გამგებმა უფროსმაც რა თქმა უნდა უფლება მომცა სახლში დავრჩენილიყავი. მე კი ბოტასები თამამად მოვირგე, მერი გავაფრთხილე, ლოყაზე ვაკოცე და სასეირნოდ გავედი. ერთ საათიანი ფეხის და გონების ხეტიალის შემდეგ ძლივს "მივაგენი" სახლს. მისაღებში მოწყვეტით დავეცი დივანზე და ვერც გავიგე, ისე ჩამეძინა... გაღვიძებულს კი უკვე საღამო დამხვდა. სახეზე ხელი გადავისვი და კართან მდგარ მერის გავხედე. -ცის... პური არაა - მოწყენილი ხმით ააწკარუნა კოვზი ფინჯანში -ამ ღამე რა დროს პურია, ან რომელ მაღაზიას ექნება?! -აქვთ, ჩვენს მოპირდაპირედ. -მერე თუ ქვევით იყავი, ამოგეტანა ბარემ-თვალები ავატრიალე და წამოვჯექი -არ ვიყავი ქვემოთ. დავრეკე და გავიგე.-გვერდით მომიჯდა -არ მითხრა რომ იმ ქალის ნომერი ჩაიწერე. რად გინდა?-ყურებს არ დავუჯერე -ოოო, აბა ტყუილად ხომ არ ჩავიდოდი რა. ამას წინათ გამოვართვი, რომ დამჭირდეს რამე, დავურეკავ. თუ ექნება ხომ კაი თუ არადა ტყუილად აღარ ჩავალ ხოლმე-აბუზღუნდა. -კაი, წადი მერე- გვერდულად გავხედე -ჩაი გამიცივდება. მიდი შენ რა... -ჩაი?! ცხელს დაგახვედრებ მერიემ-თვალი ჩავუკარი. -ოოო მეზარება ადამიანო, მეზარება. მეცი პატივი რა იყო?-აბობოქრდა -ხო კაი, კაი. წავალ. -ადე მერე, გაყიდის... -გოგოო! ორსულად ხარ და არ ვიცი? დავიჯერო იზამდი მასე? -ეჭვის თვალით გავხედე -იქნებ შენ ხარ და მე არ ვიცი? -შემომიტია გაფართოებული თვალებით -ოჰ... მერიემ! ხო, ვარ და გარეთ მელოდება ჩემი შვილის მამა. შენ ვერ გაგაცნობ, მეშინია არ დამიფრთხო- ირონიულად ჩავიცინე და კარები გამოვიხურე. მოწყვეტით დავეშვი კიბეებზე და მოპირდაპირე მაღაზიისკენ გავეშურე. ღიმილით შევვარდი მაღაზიაში და გამყიდველ ქალს უკვე გამზადებული პური გამოვართვი -ის არ ჩამოვიდა შვილო?-ღიმილით მკითხა. ჯერ გავშრი, გავშეშდი... რამდენიმე წამიანი სიჩუმის მერე მივხვდი მერიზე მკითხა და მხრები ოდნავ ავწიე ღიმილით. -ხომ გაიცანით უკვე ნაზი დეიდა-ღიმილით მივაწოდე ფული და გამოვტრიალდი. ისევ სირბილით ავირბინე კიბეები და მაღლიდან მომავალ შავებში ჩაცმულ მამაკაცსაც, საოცრად ძლიერ გავკარი მხარი. -უკაცრავად. -აშკარა იყო, მასაც ეჩქარებოდა. არც შემოუხედავს ისე ჩაილაპარაკა და ჩაირბინა კიბეები. ხმა და მოძრაობა კი დატოვა თოთქოს ნაცნობის. თავი გავიქნიე და ოთახში შევედი. -ინებეთ ქალბატონი-კარებიდან დავუყვირე და დავაყოლე -ნაზიმ მოგიკითხა "მაგ უსაქმურმა ფეხი მაინც გადადგას ზედმეტადო" -გავაბუქე -იქნებ შემოიხედო და ისე მითხრა-დამიყვირა მანაც. ფეხზე გავიხადე და მისაღებისკენ დავიძარი. თხელ, სიფრიფანა სხეულს ვეძებდი, რომელმაც რაც არ უნდა გვიან ჭამოს, მაინც არაფერი ეტყობა, თუმცა თვალი ოთახის კუთხისკენ მდგარ სავარძელში დამჯდარი სილუეტისკენ გამექცა, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, არ მეცნო. -უკაცრავად... -გაიცანი, ჩემი კურსელია ბაჩო-ღიმილით, თვალებგაბრწყინებულმა გამაცნო -მერიი... იმედია რაზეც ჩემი წასვლის წინ ვილაპარაკეთ...-ოდნავ ჩავახველე და გაფართოებული თვალები მერის მივაპყარი. მან კი მხოლოდ გამიღიმა. მხოლოდ ორი წუთი მიღიმოდა შემდეგ კი ისეთი ხმით ატეხა ხარხარი უნებლიედ შემეშინდა. -გამისკდა გოგო გული!- დავუყვირე -ბაჩოოო.... ჩემი მომავალი შვილის მამობის კანდიდატი ხარ. -ისევ გააგრძელა არაამქვეყნიური ხარხარი. ცოტა სული რომ მოითქვა გააგრძელა-მოკლედ ეს არის, იმის ძმაკაცი! -ხელი ჩემსკენ გამოიშვირა. დაბნეული სწრაფად მივტრიალდი უკან და მოულოდნელი "კედლის" გააზრებისას ოდნავ წავბარბაცდი. -ცის, როგორ ხარ?- თავისი, ლამაზი, გახუნებული თვალებით შემომხედა. მონატრებული,მღელვარე მზერით... იმდენად აღარ ველოდი, რომ ვერაფერი ვთქვი. მხოლოდ ვუყურებდი და მიკვირდა, იმდენად ჩემიანი გამხდარიყო. თვალები ამიბრჭყვიალდა გამჭირვალე სითხით... უთქმელი სიხარული გიგრძვნიათ? ნდობის გამართლების სიამაყე? მწარე, ტკივილიანი მონატრების გემო?! -მაპატიე რა -თბილად გამიღიმა და ორივე ხელით სახეზე ოდნავ მომეფერა. -მე... რომ მომენატრე?!- ვუთხარი ათრთოლებული ხმით, რომელიც ჩემსას არ გავდა. ერთად მოვიდნენ ცრემლები და ნიკას ტუჩები ჩემს ლოყებზე. მე კი ძლიერად, ძალიან ძლიერად ჩავეხუტე... ასე არავის უყვარდება. . . ასე არ ხდება. . . ასე არავინ ელოდება. . . ასე არავის ენატრება. . . და მაინც ასეთ სიყვარულს, მონატრებას და ჩახუტებას, სულ სხვანაირი, სხვა სიძლიერის გემო აქვს. . . ________ აზრზე არ ვარ რა გამომივიდა :დდდდ თავჩაღუნულმა ისე ვწერე, რა დავწერე არ ვიცი :)) ერთხელ გადავიკითხე და ვდებ... იმედია მოგეწონებათ. ❤❤❤ მიყვარხართ და მიხარიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.