მოურჯულებელი თავი 16
კიბეებზე მიაბიჯებდა და ხანდახან ზურგს უკანაც აპარებდა მზერას. ეს გოგო საიდანღაც ეცნობოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან. ქალს თავისზე 2 ზომით დიდი ყელიანი სვიტერი და მოტკეცილი შავი ჯინსი ეცვა, ფეხზე კი მუხლამდე ჩექმები. ამ ტანსაცმელშიც კი შეამჩია თორნიკემ თუ რა მოხდენილი სხეული ჰქონდა. ფიქრებში გაერთო და წარმოიდგინა თავის მკლავებში მოქცეული გოგო ტანზე გამოყვანილ მუხლს აცდენილ კაბაში, მერე კი ასევე თავის მკლავებში ოღონდ ახლა საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი. აი, აქ კი უცებ გაჩერდა და თავდახრილი ქალი პირდაპირ მკერდით შეასკდა. -მაპატიე, ჩავფიქრდი, - ძლივს ამოღერღა თორნიკემ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. გოგომ მხოლოდ წამით შეხედა, მერე კი სახე გვერდით მიაბრუნა და კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებს გაუსწორა მზერა. თორნიკემ კი დრო იხელთა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქალი და ანასტასიას კარზე მიუკაკუნა. -ანა, შენთან არიან, - თავი შეყო ოთახში და საწოლზე გაშოტილ ბიძაშვილს დააკვირდა. -ვინაა? - ბალიშიდან თავი არც აუწევია, ისე ჰკითხა ტასომ. -ამბობს, რომ შენი მეგობარია და შენთან საქმე აქვს. -მერე, რას დაყუდებულხარ კარში, შემოუშვი, - საწოლიდან წამოდგა და კარისკენ გაიხედა. თორნიკემ უკან დაიხია და გვერდით მდგომ ქალს ანიშნა ოთახში შესულიყო. -ლიკა? - თვალები გაუფართოვდა ანასტასიას, - ლიკა, შენ ხარ? არ მჯერა! - წამოიძახა ტასომ და მთელი ძალით მოეხვია მონატრებულ მეგობარს. -მომენატრე ანა, - გოგონამაც შემოხვია ხელები და ცოტა ხანს ასე იდგნენ. ბოლოს გონს ისევ ტასო მოეგო, კარებში მდგარ გაკვირვებულ თორნიკეს უცნაური მზერა შეავლო, მერე კი გვერდით მდგარ მეგობარს გადახედა. -თოკო, მოდი, ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნო, - ხელი დაუქნია და ოთახში შეიპატიჟა ბიძაშვილიც, - ლიკუნა, გაიცანი ეს თორნიკეა, ჩემი ბიძაშვილი. თოკო, ეს კი ლიკა ასათიანია, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. -სასიამოვნოა, - გაიღიმა კაცმა და ქალის წვრილი ხელი თავის ტორში მოიქცია. თითქოს ორივეს დენმა დაარტყაო, მაშინვე გაუშვეს ერთმანეთს ხელი და გვერდით გაიხედეს. -ჩემთვისაც, - ამოილუღლუღა ლიკამ. -თორნიკე ახლა დაგვტოვებს და მე და შენ მშვიდად დავილაპარაკებთ, - სიტუაცია განმუხტა ტასომ და ბიძაშვილს კარისკენ უბიძგა, - კარი გაიხურე, თოკოო. კაცმა ოთახი დატოვა, მაგრამ არსადაც არ წასულა. იქვე რეზის ოთახში შევიდა და გაოცებული ძმაკაცი ხელის აწევით გააჩუმა. ტასო კი ამ დროს ლიკასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე და გოგოს კიდევ ერთხელ მოეხვია. -არ მჯერა, კიდევ არ მჯერა, რომ საქართველოში, მითუმეტეს, აქ ხარ, - ოდნავ უკან გასწია და ისე დააკვირდა მეგობარს. -ხო, 2 კვირაა რაც დავბრუნდი, - გაიღიმა ლიკამ, - ახლა კი აქ სერიოზულ თემაზე სალაპარაკოდ მოვედი. -რამე ხდება? არ მითხრა, რომ თხოვდები და ჩემს თორნიკეს უპატრონოდ მიტოვებ! - შეიცხადა ტასომ და მეგობრის აწითლებულ ლოყებზე გაიცინა. -რა ვთხოვდები, გოგო, გადაირიე? და ის არაფერ შუაშია, - ნიკაპით იქითკენ ანიშნა, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ კაცი იდგა. -უჰ, მომეშვა გულზე, - ამოისუნთქა ტასომ, - წარმომიდგენია, რა დაგემართებოდა ის რომ ნახე, თან ჩემს ოთახამდეც მაგან ამოგაცილა. -კარიც მაგან გამიღო, - თავი ჩახარა ქალმა, - ხმა ძლივს ამოვიღე, რომ დავლაპარაკებოდი. -ვაიმე, ჩემი საწყალი გოგო, - ისევ გულში ჩაიკრა დაქალი და თავზე მოეფერა, - როგორ დამიტანჯა იმ დეგენერატმა! გინდა, ყურებს დავაჭრი. ლიკამ გაიცინა და უთხრა: -არა, რა ყურებს დააჭრი, ანა, გაგიჟდი? მომწონს მე მაგის ყურები! -ვაიმეე, - ახლა ტასომ გაიცინა, - პირველად მესმის გოგოსგან, რომ ბიჭის ყურები მოსწონს! ახლა ცუდად გავხდები! -კარგი, მოიცა, სირცხვილია, რამხელა ხმაზე იცინი! - შეიცხადა ლიკამ. -მართალი ხარ, - უცებ დასერიოზულდა ტასოც, - თანაც ის კედელი ძალიან თხელია და ერთი სულიერის ოთახში გადის ხმა. -ანასტასია, რაღაც მინდა გითხრა, აქ ტყუილად არ ამოვსულვარ. -გისმენ, ლიკუნა. არა, კი ვიფიქრებდი, თორნიკეს სანახავად ამოვიდოდა-მეთქი, მაგრამ შენ საერთოდ არ იცოდი, საქართველოში თუ იყო ვაჟბატონი! -კარგი, მაცადე, - შეუბღვირა ლიკამ, - მოკლედ, ვიცი ეს ადრევე უნდა მეთქვა შენთვის, მაგრამ ვერ გავბედე. თან არც ვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა. -ვაიმე, ლიკა, ნუ დამტანჯე! -ანასტასია, გახსოვს, მე და შენ 2 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. მაშინ მე უკვე რაღაც უცნაური ამბავი მქონდა თავს გადახდენილი. ჩვენს გაცნობამდე 1 წლით ადრე, მე აქ ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ვიყავი სტუმრად ზაფხულში. უკან ვბრუნდებოდით, როცა გზაზე უგონოდ მყოფი ბიჭის სხეულს წავაწდით. მთლიანად სისხლში ცურავდა და დამწვრობებიც ეტყობოდა. არ ვიცი, იმ გზაზე საიდან აღმოჩნდა. პირდაპირ საავადმყოფოში წავიყვანეთ. ნახევარი წელი იწვა საქართველოში. კომაში იყო. მერე კი რაღაც გართულდა. ზუსტად არ ვიცი, რა. ამერიკაში მოგვიხდა მისი გადაყვანა. მას შემდეგ, რაც ამერიკაში გადავიყვანეთ, ვეღარ მოვახერხეთ მისი ნახვა. დუბაიში მომიწია გამგზავრება საქმეებზე მთელი 2 წლით, ჩემი მეგობარი კი საქართველოში დაბრუნდა. მერე კი გავიგე, რომ ის ბიჭი კომიდან გამოვიდა და აღმოჩნდა, რომ საერთოდაც შენი ტყუპისცალი ძმაა. ტასო თავიდან გაოცებული შეჰყურებდა მეგობარს, მერე კი სახიდან ნელ-ნელა მისდიოდა ფერი. ლიკა გაჩუმდა და დამნაშავესავით ჩახარა თავი. -ანასტასია, გეფიცები არაფერი ვიცოდი. მხოლოდ მაშინ გავიგე მისი ვინაობა, როცა ამერიკაში ჩავედი და ვიკითხე, - ლიკას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და მუშტით შეიმშრალა. -ნუ ტირი, - ძლივს მოახერხა ხმის ამოღება გოგომ და ლიკას ჩაეხუტა, - ტყუილად ნუ ტირი. საპატიელებელი არაფერი გაქვს. პირიქით, მადლობა როგორ გადაგიხადო, არც კი ვიცი. შენ ანდრეა გადამირჩინე და ახლა აღარაფერს დავეძებ. -მართლა? არ ბრაზდები ჩემზე, აქამდე რომ არ გითხარი? - იმედიანი თვალებით ახედა ლიკამ. -არა, რატომ უნდა გავბრაზდე? - გაიღიმა ტასომ. -საუკეთესო ხარ და ვამაყობ, რომ შენი მეგობარი ვარ, - სრუტუნით ჩაეხუტა დაქალს. -ხო, ჩემი მეგობარი და რძალი, - სიცილით უთხრა ტასომ და გოგო ერთიანად ააწითლა. -სისულელეა, - ამოიოხრა ლიკამ, - არამგონია, ოდესმე დავაინტერესო. საერთოდ ვერ მამჩნევს. -შენ მაგაზე ნუ იდარდებ. მე მოგხედავთ ორივეს. -იცი, ვფიქრობ, რომ მაგის დრო საერთოდ არ გექნება. ახლა უფრო მნიშვნელოვან ამბავს გეტყვი, - ღრმად ჩაისუნთქა და ამოსუნთქვას სიტყვებიც ამოაყოლა, - ვახო ისევ შენს გატაცებას გეგმავს. ამჯერად ნამდვილად გემუქრება საფრთხე. აქ შენს გასაფრთხილებლად მოვედი. -ჰაჰ, - ირონიულად ჩაიცინა ტასომ, - იცი, რამდენჯერ სცადა ჩემი მოტაცება და თავისი უფროსისთვის მიყვანა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი? მითუმეტეს, ანდრიას გარ... გაქრობის შემდეგ გააქტიურდა. -არა, ანა, მასე ადვილად ნუ უყურებ ამ ყველაფერს. ახლა მართლა აღარ აპირებს შენს ხელიდან გაშვებას. -რაც უნდა ის უქნია, - ხელი აიქნია ტასომ. -ანასტასია, მომის... მაგრამ სიტყვა კარების, რასაც ჰქვია, შემოგლეჯვამ გააწყვეტინა. ტასომ ჯერ ლიკას გადახედა, მერე კი მკვლელი თვალები შეანათა უკვე ოთახში შემოსულ ბიჭებს. -აქ რა ჯანდაბას აკეთებთ? - ყინულივით ცივმა ხმამ გაიჟღერა და სათითაოდ აათვალიერა თითოეული მათგანი. -ტასო, - წამოიწყო ანდრეამ, - მართალია, რაც გავიგეთ? -და რა გაიგეთ, მაინც? -ის, რომ გიორგი არ გეშვება და ვახოს ისევ გიგზავნის? -ეგ არც ერთ თქვენგანს არ ეხება, - გაბრაზებას ვერ მალავდა ტასო, - საერთოდ ვინ მოგცათ უფლება, ჩემს ოთახში შემოვარდნის? კარგი, ანდრეა ძმაა და მესმის, მაგრამ თორნიკე ან ეს... ეს არსება რაღას აკეთებენ აქ? -არა, რაა, ნამდვილად ღირსი ხარ, რომ ვახომ მოგიტაცოს, - თავი ვეღარ შეიკავა რეზიმ. -ეეე, სიძე, რას ბოდიალობ შენ? - სიცილით იკითხა თორნიკემ და რეზის მხარზე ხელი დაჰკრა. -რა უწოდე ამ არსებას? - წამოდგა ფეხზე და თორნიკეს წინ დაუდგა ხელებგადაჯვარედინებული. -უი, უი, - ხელი მიირტყა ტუჩებზე თორნიკემ და ჩაიცინა, - მგონი ზედმეტი წამომცდა. -ტასო, მოეშვი თორნიკეს და მითხარი რა ჯანდაბა ხდება, - ჩაერია ანდრეა და გაკაპასებული დისგან იხსნა ბიძაშვილი, რომელსაც თვალები დივანზე დასკუპებული ლიკასკენ გაურბოდნენ. -ხომ გითხარი, არა? - ამოიბუზღუნა ანასტასიამ, - სანერვიულო არაფერი. ვიღაც ვახოს ნამდვილად არ მივცემ ჩემი დაჩაგვრის უფლებას. -ხო, ვიღაც ვახო იყო, მაშინაც მკლავში რომ დაგჭრა და ჩემი მისახედი გახდი, - ისევ ამოიღო ხმა რეზიმ და ჯიუტად შეხედა ტასოს. -რა ქნა? - თვალები შუბლზე აუვიდა ანდრეას და დას მიეჭრა, - ანასტასია, ახლავე მომიყევი ყველაფერი! -ვიღაცებს ენა დაგრძელებიათ, - ამოისისინა გოგომ და ჰიტლერივით გაიშვირა ხელი კარისკენ, - სამივე მიბრძანდით აქედან, ახლავე და მაცადეთ ლიკასთან ლაპარაკი და ისე, რომ იცოდეთ, სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა. -მაპატიე, ძმა, მაგრამ, - რეზიმ ანდრეას შეხედა, მერე კი უცებ მიტრიალდა ტასოსკენ, გოგო მხარზე ჩანთასავით გადაიკიდა და კიბეებისკენ წავიდა. -რა... - გაოცდა ტასო და მაშინვე აფართხალდა, - დამსვი, იდიოტო! -საკუთარი თავი დაადანაშაულე იმაში, რაც დაგემართება, - შეუღრინა ბიჭმა და მისაღებში მსხდომ გაკვირვებულ სახეებს გაღიმებულმა შეხედა, - ბოდიშს გიხდით, ირაკლი ბიძია, ჩემი ასეთი საქციელისთვის, მაგრამ... -მამაა, მამაა, მიშველეე, - გამწარებული ყვიროდა ანასტასია, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა, - ანდრეა, ძმა არ ხარ? შენ მაინც ქენი რამე! - კიბეებზე ჩამომავალ ძმას ახედა, რომელიც ეშმაკურად უღიმოდა, - თორნიკე, ლაშა, დათო! სანდრო, იცოდე სიძედ დაგბრაკავ! - ბოლო ძალებით იძახდა და ფართხალებდა. -ვერაფერსაც ვერ მიზამ, - ენა გამოუყო სანდრომ და ნინის მიეხუტა, - მე ნინი დამიცავს! -ცოცხალი გადავრჩებოდე და მოგხედავთ მერე! - უკვე ეზოდან ყვიროდა. რეზიმ სწაფად შესვა თავის მანქანაში ტასო და მაშინვე კარებები ჩაკეტა, რომ არსად გაჰქცეოდა. მერე სახლში შებრუნდა, ქურთუკები აიღო, ირაკლის რაღაც უთხრა, დანარჩენებს თავის დაკვრით გამოემშვიდობა და მანქანაში თავისი ადგილი დაიკავა. ძრავა აამუშავა და ადგილს მთელი სისწრაფით მოსწყდა. ამ დროს კი გაოცებული ლიკა ჩამოუყვა კიბეებს და მისაღებში შეკრებილ ხალხს როგორც კი მოავლო მზერა, მაშინვე თვალები შუბლზე აუვიდა, როცა თორნიკეს უკან მდგარი ქალი შეამჩნია. არადა, მოსვლისას აქ არ დაუნახავს. -სოფიო დეიდა, თქვენ აქ რას აკეთებთ? - გაკვირვებულმა შესძახა და მასსავით გაოცებულ ქალს გადაეხვია. -ლიკა, ჩემო ლამაზო, შენ რა გინდა აქ? - გოგო გულში ჩაიკრა, მერე კი უკან გასწია და კარგად შეათვალიერა, - ღმერთო, რამხელა გაზრდილხარ და როგორ გალამაზებულხარ! -არც თქვენ გეტყობათ რაიმე, ისევ ისე გამოიყურებით, - გაუცინა ლიკამ და ქალს მოშორდა. -დედა, - ძლივს ამოიღო ხმა თორნიკემ, - არ გვეტყვი, რა ხდება? -კი, კი, ახლავე, - ქალმა ხელი გადახვია ლიკას და მასთან ერთად დაჯდა დივანზე, - დასხედით, რა ყვავებივით გვადგახართ თავზე. -შოკში ვართ, სოფო ბიცოლა, - გაიცინა ანდრეამ და კესოს მიუჯდა გვერდით, - ჩემს სიცოცხლეს რაიმე ხომ არ უნდა? - ჰკითხა და წელზე შეუცურა ხელი. -არა, - საყვარლად გაუღიმა კესომ და თავი მხარზე ჩამოადო, - ანასტასიას რა მოუვიდა? ხო მშვიდობაა? -თავის თავს დააბრალოს, - ბოროტულად ჩაიცინა ანდრეამ და მამამისს ახედა, - კარგი, რაა, მამა, ნუ გაქვს მასეთი სახე. -ერთი შენი შვილი წაეყვანა სიძობის კანდიდატს ისე, როგორც ანასტასია წაიყვანა რეზიმ და მერე ვნახავდით, შენ რა სახე გექნებოდა! - შეუბღვირა კაცმა და მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში, - ეს გოგო გადამრევს მე! -მისი პატარაობიდანვე ვხვდებოდით ორივე, რომ ანასტასიას თავს რაღაც მსგავსი მოხდებოდა, - ღიმილით უთხრა ირაკლის ცოლმა და სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარმა თავზე ნაზად გადაუსვა ხელი, - ჩემი გიჟი გოგო, რა მეგონა ერთ წელიწადში ყველა შვილს თუ დავაოჯახებდი. -კი, კი, როგორ არა, - გაიცინა ნინიმ, - გზაში თუ არ დახოცეს ერთმანეთი, მაშინ შეიძლება კიდევ რაღაც გამოვიდეს. -ეჰ, ჩემი საწყალი ქვისლი, - დანანებით ამოიოხრა სანდრომ, - წარმომიდგენია რა დღეში ჩააგდებს ანასტასია და იმედია, საღამოს ერთის მორგში მიკითხვა, ხოლო მეორის ციხიდან გამოყვანა არ დაგვჭირდება. -ნუ სულელობ, ერთი რაა, - გაიცინა დათომ და სოფოს მიუჯდა გვერდით, - დე, არ გაგვაცნობ ამ ლამაზ არსებას, თავი ანასტასიას მეგობრად რომ წარგვიდგინა? -დამაცადეთ? - გაიოცა ქალმა და ლიკას მიეფერა ოდნავ აწითლებულ ლოყებზე, - ისე, არ ვიცოდი, ანასტასიას თუ იცნობდი. -მე კი წარმოდგენაც კი არ მქონდა, ანასტასიას ბიცოლა თუ იყავით, - საყვარლად ამოილაპარაკა გოგომ და თავი დახარა. -კარგი, რახან ყველა ასე ძალიან მთხოვთ, მინდა გითხრათ, რომ ეს მშვენიერი გოგონა ჩემი მეგობრის შვილი, ლიკაა, - ამაყად თქვა სოფომ და თბილად გაუღიმა გოგოს, - ლიკუნა, ესენი კი ჩემი ბიჭები არიან თორნიკე და დათო. გახსოვს, პატარაობაში ერთადაც კი თამაშობდით. თორნიკეს ამის გაგონებისას თვალები შუბლზე აუვიდა და გაოცებულმა შეხედა თავის ძმას. -რატომღაც არ მახსენდება, - შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა ლიკამ და თორნიკეს მზერას სახე აარიდა. -დაფიქრდი და გაიხსენებ. სულ ჩხუბობდით შენ და თორნიკე. დათო კი პატარა იყო, მაგრამ მაინც გაშველებდათ-ხოლმე. ერთხელ მახსოვს... -მანდ გაჩერდი და აღარ გააგრძელო, - ერთდროულად წამოიძხეს დათომ და თორნიკემ და ოთახში შეკრებილების სიცილიც გამოიწვიეს. -არა, რატომ, მოყვეს, მე მაინტერესებს, - სიცილით თქვა ანდრეამ. -აუუ, მეც, მეც, - აცმუკდა ნინიც. -ისე, ჩვენც გვაინტერესებს, - თავი წამოყვეს სანდრომ და ლაშამაც. -თქვენც, ბრუტუსებო? - შეიცხადა თორნიკემ და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. -ამას ვერ გადავიტან, - წამოხტა დათო და ზურგი აქციათ. -იცი, მგონი, აჯობებს წავიდე, - წამოდგა ლიკა. -რას ამბობ, ლიკა, - არ დაანება სოფომ, - ასეთ ამინდში არსად არ გაგიშვებთ! თანაც ჩვენი ანასტასიას მეგობარი ხარ და ჩემი მონატრებული გოგო! შენთვის ოთახი აუცილებლად გამოიძებნება. -იცით, არ მინდა შეგაწუხოთ, - მორცხვად მოავლო თვალი ოთახს და წამით მზერა თორნიკეზე გაუშეშდა. -ლიკა, ახლა უკვე მაბრაზებ, - გაუბრაზდა სოფო. -მართალია სოფო, შვილო, - ირაკლიც ჩაერთო საუბარში და წამოდგა, - ანასტასიას ოთახში მოისვენებ, მაინც არაა დამბრუნებელი უკან დღეს არც ერთი. -მე აქ მხოლოდ ანასტასიას სანახავად ამოვედი და უკან ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ აქ ანასტასია აღარაა და... -კარგი რაა, ლიკა, - ჩაერია ანდრეა, - ტასიკო თუ არაა აქ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მასზე უკეთესები და მხიარულები არ ვართ და შენს გართობას ვერ შევძლებთ. -მე ეგ არ... -ოოოო, ლიკა, - ჩაერია თორნიკეც და მისგან წარმოთქმულმა თავისმა სახელმა ტანში სასიამოვნო ტალღების გავრცელება გამოიწვია, - დარჩი, არ ვიკბინებით. „შენგან შეჭმაზეც თანახმა ვარ“ - გაიფიქრა ლიკამ და თავისივე ფიქრებმა შეაკრთო. „ღმერთო, სულ გადამრევს და გადამიყვანს ჭკუიდან ეს ბიჭი“. -კარგი, დავრჩები, მაგრამ მხოლოდ დღეს, ხვალ აუცილებლად უნდა დავბრუნდე თბილისში. -ძალიან კარგი, - ტაში შემოჰკრა ნინიმ, - წამოდი, ცოტა შეჭამე რამე და მერე დაიძინე. დაღლილი იქნები. თან ხვალ თბილისში თორნიკეც მოდის და ერთად წადით. -მართლა? - გაუკვირდა გოგოს და ნინის სამზარეულოსკენ გაჰყვა. ცოტა ხანში ყველას დაემშვიდობა და ანასტასიას ოთახში ავიდა. სწრაფად მოიშორა ტანიდან ტანსაცმელი და სააბაზანოში შესული ცხელი წყლის ქვეშ დაეყუდა. დროის აღქმა სრულიად დაკარგა და მთელი დღის დაღლა მის ტანზე მოთარეშე წყლის წვეთებს გაატანა. მხოლოდ მაშინ გადაკეტა ონკანი და ტანზე პირახოცი მოიხვია, როცა თითები სულ მთლად დაუნაოჭდა და დაუწითლდა. ცოტა ხანს დაყოვნდა სააბაზანოში და თმები ნახევრად გაიშრო, მერე კი ასე პირასხოცშემოხვეული, რომელიც ძლივს უფარავდა საჯდომს, ოთახში გავიდა და თავისი ტანსაცმლისკენ აიღო გეზი, მაგრამ ადგილზე გაშეშდა და ოდნავ წამოიკივლა, როცა საწოლზე ჩამომჯდარი სილუეტი შენიშნა, რომელიც ხარბად უთვალიერებდა სხეულს და, რასაც ჰქვია, თვალებით ჭამდა და აშიშვლებდა. -აქ რას აკეთებ? - შემცბარი ხმით იკითხა ლიკამ და პირსახოცი უფრო მჭიდროდ აიკრა სხეულზე. -დედამ გამომაგზავნა, რამე ხომ არ სჭირდება, გაიგეო, - უპასუხა თორნიკემ და დინჯად წამოდგა საწოლიდან, მერე კი გოგოსკენ წავიდა. -არა, მადლობა, არაფერი მინდა, - ჩამწყდარი ხმით ძლივს ამოილაპარაკა გოგომ და უკან დაიხია, - ხომ გაიგე, რაც გინდოდა. შეგიძლია წახვიდე, - ზურგით კედელს აეყუდა და ბიჭის სიახლოვით და სურნელით გაბრუებულმა თავი გვერდით გადახარა. -არა, - თქვა ბიჭმა დაბოხებული ხმით და კიდევ უფრო მიუახლოვდა გოგოს. -რას... - სიტყვა ვეღარ დაასრულა ლიკამ, როცა წელზე მოხვეული მწველი ხელების შეხება იგრძნო. -ახლა ეს თუ არ გავაკეთე, მოვკვდები, - თავისკენ დაქაჩა ქალის სუსტი სხეული და ტანზე აიკრო. მერე კი მთელი სიველურით დაეწაფა ლიკას ბაგეებს. მონდომებით უკოცნიდა ჯერ ქვედა, შემდეგ კი ზედა ტუჩს და მთლიანად თიშავდა მასზე აკრულ ქალს. ძლივს მოსწყდა ლიკას ათრთოლებულ ბაგეებს და ცერა თითი დაწითლებულ და დასიებულ ტუჩებზე გადაატარა. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, როცა შეიგრძნო თუ რამხელა ზეგავლენას ახდენდა ქალის სხეულზე. -თვალები გაახილე, - დაბოხებული ხმით უთხრა გოგოს და ყელში აკოცა. ლიკამ დაპროგრამებულივით შეასრულა ბრძანება და თავისზე 1 თავით მაღალ კაცს ამღვრეული თვალებით ახედა. -თორნიკე, შენ... -ჩუ, - ორი თითი მიადო კაცმა ტუჩებზე და გაუღიმა, - რეზის საძინებელში გადმოვბარგდი და თუ რამე დაგჭირდება, არ მოგერიდოს, შემოდი, ამ ოთახის გვერდითაა, - მომაკვდინებლად გაუღიმა, მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და ოთახიდან აორთქლდა. -ღმერთო, რა იყო ეს? - ამოილაპარაკა ლიკამ და დაბნეულმა გადაიტარა დასიებულ ტუჩებზე თითები, - კარგად აღარ მხსომებია, ასეთი გასაგიჟებელი კოცნა რომ იცის. ცოტა ხანს ისევ გაბრუებული დადიოდა, მერე კი პირსახოცი მოიშორა ტანიდან, საცვლები ამოიცვა და ასე შეწვა საწოლში. გათბობის მიუხედავად, ვერანაირად ვერ ჩათბა და აკანკალებული ხან საით გადაბრუნდა და ხან საით. -ჯანდაბა, რატომ ცივა ასე ძალიან? - ამოიბურდღუნა თავისთვის და წამოდგა. ნახევრად შიშველ სხეულზე სწრაფად გადაიცვა თავისი თბილი სვიტერი, რომელიც კაბასავით ადგა ტანზე და, მართალია, მის გრძელ ფეხებს ვერა, მაგრამ საჯდომს ფარავდა, კარი გამოაღო. ფრთხილად დააკაკუნა მეზობელი ოთახის კარზე და ყოველგვარი პასუხის დალოდების გარეშე შევიდა. თორნიკე საწოლში იწვა და საბანი მხოლოდ წელამდე ეფარა. თანაც ზემოდანაც არაფერი ეცვა. „ რა იყო, ღუმელი გაქვს ჩამონტაჟებული კანში თუ პინგვინი ან თეთრი დათვი ხარ? მე იქ ვიყინები და ამას აქ ასე სძინავს! შენ რა სპორტდარბაზში ცხოვრობ?! რატომ გაქვს ასეთი მიმზიდველი და ნავარჯიშები სხეული? არა, ხომ უნდა ჩაგქოლოს კაცმა ასეთი სიმპატიურობისთვის!“ - თავისთვის ფიქრობდა ლიკა და მხოლოდ მერეღა შეამჩნია, რომ კაცს სულაც არ ეძინა. პირიქით, გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა და ტუჩის კუთხეც შესამჩნევად ჩატეხა. -აბა, რამ შეგაწუხა, ლიკუნა? - ღიმილშეპარული ხმით ჰკითხა კაცმა. -ანასტასიას ოთახში ყინავს და ზედმეტი საბანი ხომ არ გექნება, რომ მათხოვო? - აკაწკაწებული კბილებით ძლივს ამოთქვა და მერეღა დააკვირდა, რომ შიშველი ტერფები ნელ-ნელა უცივდებოდა და კანკალს უმატებდა. -მოდი აქ, - ბიჭმა ხელით თავისკენ ანიშნა და გოგომაც დაუფიქრებლად გადადგა ნაბიჯი მისკენ. მოულოდნელად ლიკას საყრდენი გამოეცალა და ვერც კი გაიაზრა ისე აღმოჩნდა თორიკეს სხეულზე მოქცეული. გრძელი თმა სახეზე ჩამოეშალა და ფარდასავით დაეკიდა. თმის ბოლოები ბიჭს სახეზე ეცემოდა და მათი სურნელი მთლიანად თიშავდა. -თორნიკე, რას აკეთებ? - აღმოხდა ლიკას და კაცის მკლავებისგან გათავისუფლება სცადა. -შენს გათბობას ვცდილობ, - წარბშეუხრელად უპასუხა ბიჭმა და ხელებით უფრო მჭირდოდ აიკრა სხეულზე, - და ნუ ფართხალებ, არაფერს დაგიშავებ. როგორ გაყინულხარ, გოგო! როცა იგრძნო, რომ ლიკა ოდნავ მოეშვა და მოდუნდა, ოდნავ წამოიწია, ხელი იქვე სკამზე დადებულ თავის მაისურს დაავლო და თვალისდახამხამებაში ჯერ ის მისი სვიტერი გადააძრო ქალბატონს, მერე კი თავისი მაისური ჩააცვა. ეს ისე სწრაფად გააკეთა, რომ ლიკამ გაპროტესტებაც კი ვერ მოახერხა. -რა? - გაიოცა თორნიკემ, - დაგცხებოდა იმაში, - გაუცინა და გვერდიდან აიკრო ქალი. ლიკას თავი მკერდზე დაიდო, ცალი ხელით საბანი გადააფარა, მერე ზურგზე მოხვია და გახურებული ტუჩები შუბლზე მიაკრა. -დაიძინე ლიკუნა, აღარ მგონია, შეგცივდეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.