შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს წერილებს გიტოვებ სამახსოვროდ (4)


23-04-2018, 00:55
ავტორი Vakhelsmn
ნანახია 1 076

კვირას თავი ძლივს ავწიე. ორგანიზმი დილით ადგომას იმდენად იყო მიჩვეული, ძალაუნებურად რვა საათზე მეღვიძებოდა. თავი ვაიძულე, რომ ცოტახანს კიდევ დამეძინა, რომ ჩემს აუტანელ ცხოვრებაში ასე მარტივად ისევ არ ჩავფლულიყავი. დიდხანს მაინც არ დამცალდა. ვიცი, ხშირად აუტანელნი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს კონტროლს უწევენ. მგონია, რომ უაზროდ გაფლანგული წუთიც კი, დაკარგული ცხოვრების ნაწილია, ამიტომ დროსაც ხშირად ვაკონტროლებ. თერთმეტი იყო დაწყებული რომ ოთახში შემოსულმა მზის სხივებმა თვალები მომჭრა.
- ისევ? დედა! - საწოლზე წამოვჯექი და თვალების ფშვნეტას მოვრჩი თუ არა, დედაჩემს გაბრაზებული მზერით მივაშტერდი.
- ის, რომ არდადეგები გაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ დიდხანს უნდა გეძინოს, - თან თავისი უნიფორმის საყელოს იწვალებდა.
- ყავა გამიკეთე? - ვეკითხები. ვცდილობ მის ნათქვამს წავუყრუო, თორემ ერთი კვირა ან მე ჩავიკეტები ოთახში, ან ის აღარ დამელაპარაკება.
- მეძინება, ნინა. ღამენათევი ვარ. სხვათაშორის, შეგიძლია საკუთარ თავს შენთვითონ მიხედო.
ტაში. მაგარი რამე აღმოაჩინა. თუმცა ის ავიწყდება, ვისზე ლაპარაკობს. საწოლსაც არ ვალაგებ, პიჟამას ამარა, რომელიც უკვე სიცხისგან სულს მიხუთავს, დაბლა ჩავდივარ და დენის მადუღარით წყალს გასაცხელებლად ვდგამ. სანამ ადუღდებოდეს, ზემოდან ტელეფონი სატენზე შესაერთებლად ჩამომაქვს. წუხელ, ფილმის ყურებისას დამიჯდა და თავიც აღარ შემიწუხებია, რომ დასატენად ავმდგარიყავი. ამისკენ არც ფილმმა მიბიძგა. გული მერეოდა უკვე ფილმების გახსენებაზე. მიყოლებით სამ ისეთ ფილმს ვუყურე, ყოველდღე ვნანობ მათში რომ დრო დავხარჯე. ჭიქაში ყავას ორ კოვზ ცხელ წყალს ვასხამ და ლამის ძირის გავარდნამდე ვთქვეფ. წყალს რომ ვამატებ, კმაყოფილი სახით ვუყურებ მაღლა მოგდებულ ქაფს. სხვა რომ არაფერი, ყავას მაინც კარგი გამომდის. რაც გიყვარს, იმას ხომ უფრო მეტი გულმოდგინებით აკეთებ.
გულმოდგინება არა ჯანდაბა. ასე მგონია, ეს დღეებია ზომბი დავაბიჯებ.
ტელეფონი რომ ირთვება, შეტყობინებებს მიყოლებით მომდის. მიჩვეული ვარ. ხშირად უმეტესობას არც ვამოწმებ ხოლმე. უცხოების მონაწერებს განსაკუთრებით.
“rogor xar kamazo” და ასეთები. ატანა არ მაქვს.
ლინა ტელეფონის აფეთქებას მიპირებდა. გამოტოვებული ზარები და მესიჯები მაგას მოწმობს. არცერთს არ ვხსნი. პირდაპირ ვურეკავ.
- რა ჭია შეგიძვრა ამ დილაუთენია, - ვეკითხები სიცილით. ღმერთო, ბროდვეიზე რომელიმე მაგარ თეატრში გამაჭენე!
- ნინა, ჩემი წერილები შეამოწმე, - მითიშავს. ასეთები არ სჩვევია. ნერვიულობას ხელების კანკალით ვიწყებ.
მოგვიანებით როცა ვამოწმებ, ყველა ერთნაირი შინაარსის ტექსტს მწერს და ლინკს მიგდებს. ერთ-ერთზე გადავდივარ.
„სისხლიანი დაპირისპირება გოგიძეზე; დაშავებულია ერთი არასრულწლოვანი“
სტატიას არ ვკითხულობ. ვერ. დედაჩემთან ავრბივარ.
- დედა, დედა... - ვეძახი გაუჩერებლად სანამ კიბეებს ვახტები, რომ გაღვიძებული დამხვდეს. გონში ძლივს ვაგდებ, - საავადმყოფოში დაშავებული არასრულწლოვანი ხომ არ მოუყვანიათ?
ფხიზლდება, წამით მგონია რომ ხმას არ გამცემს, შემდეგ ისე, რომ ბალიშიდან თავს არც წევს, მპასუხობს:
- 17 წლის ბიჭი, შელაპარაკების შედეგად დაჭრილი მოგვიყვანეს, - ურეაქციოდ იძახის. ყველა საავადმყოფოში მომუშავე, დროდადრო გულგრილი ხდება ასეთი ფაქტების მიმართ. სად მქონდა ამის დრო, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ უცებ გავიფიქრე, მე რომ მსგავსი რამ მომსვლოდა, თუ შეძლებდა დაძინებას და ასე ურეაქციოდ ყოფნას-თქო.
- როგორ არის? - ფეხები მიკანკალებს.
- წარმოდგენა არ მაქვს, ახლა როგორაა, რომ შემოიყვანეს, უგონოდ იყო. გავარკვიო? შენი ნაცნობია?
არაფერი მითქვამს. უკან გამობრუნებისას კარადის კუთხეს ფეხი მაგრად წავარტყი. ტკივილს მას შემდეგ ვგრძნობდი, რაც პატარა დალურჯებად მექცა. ალბათ ნახევარი დღის შემდეგ.
ოთახამდე აკანკალებულმა მივაღწიე. იმდენს ვტიროდი, მეგონა ცრემლები აღარ შემიწყდებოდა. ვნატრობდი, ნეტავ ყავა არ დამრჩენოდა დაბლა-თქო. რაღაც მაგარი მჭირდებოდა, რომ გამოვეფხიზლებინე. თავგზა ისე მქონდა აბნეული, რისი გაკეთება მინდოდა მეც წარმოდგენა არ მქონდა.
შელაპარაკების შედეგად, გიორგი დაშავდა. ერთადერთი ეს ვიცოდი და არც მჭირდებოდა, რომ ზედმეტი ინფორმაცია მქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ მჯეროდა, ჩვენ ვერასოდეს ვიქნებოდით ერთად, ხომ ვიყავით. ცოტა ხნით მაინც, ხომ მქონდა იმის განცდა, რომ მთელი ცხოვრება ერთად გავატარებდით დროს. უაზროდ შეყვარებულებს რომ უყალიბდებათ ხოლმე რწმენა, ისე.
უბრალოდ, მინდოდა მცოდნოდა, რომ კარგად იყო, მაგრამ, იმდენად მინდოდა მენახა, მთელს ოთახში ბოლთას ვცემდი. ბოლოს, როდესაც საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი, დედაჩემმაც დააკაკუნა. იცის, როდის უნდა შემოვიდეს. იცის, რომ არ მიყვარს, მიყუროს ისტერიკების ქვეშ. ამ დროს, რაც არ უნდა ეცადოს, ვერაფრით დამაწყნარებს მისი ჩემს გვერდით ყოფნა.
- შემოდი, - ვუთხარი მას შემდეგ რაც ნამტირალევი ყელი ჩავიწმინდე.
- ნელის დავურეკე, - დაიწყო შემოსვლისთანავე. ნელი მისი თანამშრომელია და ეს მისი სახელი სულაც არ არის, დიდი ისტორია აქვს, - გონზე არ არის. უფროსწორად, ჯერ არ გამოფხიზლებულა. სასიცოცხლო ნიშნები აქვს. უბრალოდ, ბევრი გამაყუჩებელი გაუკეთეს. მალე გაიღვიძებს. შენი ვინაა? - მეკითხება და თვალებში მიყურებს.
- არავინ, - ვეუბნები, - აღარავინ.
არაფერს ამბობს. ესმის და ეს მახარებს. რომ გადის, თან ფეხდაფეხ მივყვები და უკვე გაციებულ ყავასა და ტელეფონს ვიღებ. ლინას ვთხოვ, რომ მაშინვე გამაგებინოს, თუკი რამეს შეიტყობს. ბოლოს, როდესაც არანაირი სიახლე არ ისმის, გადაწყვეტილებას ვიღებ. ღია ცისფერ ჯინსს, ნაცრისფერ ტოპს და კონვერსის კეტებს ვიცვამ, ზურგჩანთაში ჟაკეტს დაუკეცავად ვაგდებ. რა მინდოდა, ეს ჩანთა რას მიმქონდა.
ტაქსების გაჩერებასთან ფეხით მივდივარ. ერთ-ერთში ვჯდები და საავადმყოფოს გზას ვადგები. ამ ხანმოკლე გზის მანძილზე, გამუდმებით ვფიქრობ, რომ სადაც მივდივარ, იქ და ახლა, ჩემი ადგილი არაა. არ დამიფასებს, ეგ არის და ეგ. ბოლოს და ბოლოს, მე თვითონ დავამთავრე ის ურთიერთობა, რომელიც სინამდვილეში არც ყოფილა თურმე.
მაგრამ რადგან მე დავასრულე, იქნებ შემიძლია კიდეც, რომ აღვიდგინო.
„არა, საკუთარ თავს, ასე არ დაიმცირებ!“ მკაცრად ვეუბნები საკუთარ თავს. უბრალოდ, ადამიანობა მავალდებულებს, რომ მივიდე და მოვიკითხო. სხვებისთვის ხომ იდეალურები ვიყავით ერთად ყოფნის პირველივე დღიდან.
ჯერ კიდევ ეძინა, როცა მივედი. იმდენ ხანს დავყურებდი ზედ და იმდენ ხანს ვებრძოდი მის ტუჩებში კოცნის სურვილს, მეგონა საუკუნე გავიდა და უკან მისმა გაღვიძებამ დროის მანქანასავით გადმომისროლა. ღრმად სუნთქავდა, ქშენდა და ჩემს სახელს იმეორებდა.
- ნინა... ნინა... - შემდეგ გაურკვევლად დაიწყო საუბარი და რომ მიხვდა, საკუთარ სიტყვებში იკარგებოდა, ხმას აუწია, მაგრამ იმდენად ჩახლეჩოდა, ხშირად უწყდებოდა, - კას, მიყვარხარ, შე ძუკნა, თავი დაანებე საკუთარი სხეულის წვალებას, ხომ იცი, შენისთანა ქალი აქ მეორე არ დადის, - დიალოგის ნაწილს ამბობდა ბუკოვსკის ნოველადან „ყველაზე ლამაზი გოგო“. გამეცინა, - ნინა, ყველაზე ლამაზი გოგო, - ამბობდა ღიმილით.
- ეგ კასია და თავის ოთხ დასთან შედარებით იყო ყველაზე ლამაზი, - ვეუბნები მკვახედ და ამაზეც ეღიმება.
- მოხვედი. აბა, რა. მოხვედი. მოხვიდოდი კიდეც.
- გიორგი, რა მოგივიდა? რა მოხდა... - ვეკითხები.
- ანუ არ იცი... რა თქმა უნდა არ იცი... - მეუბნება და საწოლიდან წამოწევას ცდილობს.
ადგილზე ვქვავდები. რა უნდა ვიცოდე.
- მეგონა ყველა ამაზე ილაპარაკებდა, - აგრძელებს.
- ლაპარაკობს კიდეც.
- აჰ. შენ არ უსმენ, მათ, ნინა. ყველაზე ლამაზო გოგო.
მეტირება.
- იცი როგორ მიჭირდა უშენოდ! - ვეუბნები, - გამომიყენე. მეგონა გიყვარდი. მე ახლაც მიყვარხარ. ხო, მერე რა. მიყვარხარ. არ მაქვს უფლება ვინმე მიყვარდეს? - ისეთი შეგრძნება მქონდა, აუცილებლად ვინმეს უნდა გავეჩერებინე, თორემ ჭკუიდან შევიშლებოდი.
- შენ არაფერი იცი.
- მაშინ მითხარი! - მუდარით სავსე ხმით ვევედრები, რომ მითხრას ის, რის თქმასაც ცდილობს.
უცბად ხველება უტყდება და სისხლს პირდაპირ მის საბანზე აღებინებს. უკან ვარდება და თვალის გუგები მაღლა უტრიალდება. კრუნჩხვაში ვარდება. ექიმების მოსახმობად გავრბივარ. მგონია რომ ნაწილებად დავიშლები...



№1  offline წევრი nqv

Vaime intrigashivar ra daemaetaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent