ექიმები (თავი მეხუთე)
ცხოვრება დიდი ორმოა, რომელშიც დაბადებისთანავე ვვარდებით და მერე მთელი ცხოვრება ვცდილობთ მისგან თავის დაღწევას. ლევანი აბაზანაში შევიდა, ცივი შხაპ მიიღო, გამოსაფხიზლებლად აზრზე ვერ მოდიოდა, რა მოხდა, ან როგორ, ეს მას რატომ უნდა დამართნოდა, დაუჯერებელი იყო ლიზას სიკვდილი ლევანისთვის. თუმცა რეალობისთვის თვალი უნდა გაესწორებინდა. დილა კვლავ ტასოსთან მოსიყვარულებაში გაატარა და სამსახურში ისე წავიდა ვითომ არაფერი მომხდარა, თითქოს ჯერ კიდევ გუშინ სამყაროს არ მოსწყდა და სხვა პლანეტაზე არ გადავარდა. თუმცა არ იცოდა რომ სახის ყველა ნაკვთი გაყინვოდა, სუსხიანი ამინდიც კი ვერას აკლებდა. თითქმის არავის ესაუბრებოდა ერთი სული ქონდა სახლში დაბრუნებულიყო შვილთან. ლიზა სასწრაფო წესით, გაუხმაურებლად დაკრძალეს. ლევანი ყოველდღე დადიოდა მის საფლავზე და იქ პოულობდა თავის წილ სიმშვიდეს. თავისო ისტორიაც კი შეთხზა, რომ ამ სამი წლის მანძილზე ლიზა ელოდა, რომ გადაერჩინა. თავს დამნაშავედ თვლიდა და საკუთარ თავს სჯიდა ლიზას სიკვდილისთვის. აქ, საფლავის ქვასთან ყველა ნერვი უშიშვლდებოდა, ყველა ჭრილობა ეხსნებოდა, ყველა გრძნობა სააშკარაოზე გამოჰქონდა, თვლიდა რომ შეცდომა დაუშვა, რომ არ იმსახურებდა ბედნიერებასა და წარმატებას. *** მიუხედავად დიდი მცდელობისა ლევანის გაუსაძლისი ტანჯვა ყველასთვის შესამჩნევი გახდა, თამთას უნდოდა მისულიყო ენუგეშებინა, გაემხნევებინა თუმცა არ იცოდა რა მოხდა ან რა რეაქცია ექნებოდა ლევანს ამიტომ შორიდან აკვირდებოდა, როგორც მონადირე "მოსანადირებელს", თავს იკავებდა და უკან იხევდა. ლევანისგან ელოდებოდა პირველი ნაბიჯის გადადგმას და თითქოს მართალიც იყო. ცხოვრება კი თამთასთვის ჩვეულებრივად მიდიოდა პაციენტებით, მეგობრებით და ოჯახით გარშემორტყმულ თამთას მხოლოდ ერთი რამ ადარდება, ტანჯავდა და შიშს გვრიდა. დაკარგულ პაციენტებზე მტკივნეული ამპუტირებული ხელი თუ ფეხი იყო, თამთა თითქოს საკუთარი სხეულის ნაწილს კარგავდა. ღამე ესიზმრებოდა კიდურებდაკარგული პაციენტები, ეს სიზმრებიც და რეალობაც ძნელი იყო თამთასთნაირი მგრძნობიარე ადამიანისთვის. ერთერთი კოშმარული ღამის შემდგომ ნერვები ვეღარ მოთოკა თამთამ. -გახსოვს რას დამპირდი?-გაცეცხლებული მივარდა ლევანს -რამეს დაგპირდი და არ მახსოვს?-თვაუღებლად და უხეშად უპასუხა ლევანმა. -მოკლედ-აზრებს და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა თამთა- მე ძალიან განვიცდი და მინდა ამ საღამოს დასალევად დაგპატიჟო. -რას განიცდი? გლობალურ დათბობას თუ დოლარის კურსს? -ხუმრობის ხასიათზე ხარ? გითხარი რომ მე გეპატიჟები. -იცი? არ მცალია სულელურ თემებზე სასაუბროდ. -ლევან! გიბრძანებ ამ საღამოს ჩემთან ერთად წამოხვიდე!-ყველა მას უყურებდა, პატარა ბავშვივით იდგა კამფეტს რომ ითხოვს დაჟინებით. -ნეტა შენი თავი დაგანახა შორიდან-სიცილს ვერ იკავებდა ლევანი-სიბრაზე არც გიხდება და არც გამოგდის- ახლა უკვე გაიცინა და წამოდგა- კარგი თანახმა ვარ, თუ შენ იხდი-და ოთახიდან გავიდა. თამთა სამორიგეოში ჩაიკეტა და წინდაუკან დაიწყო სიარული, ბოლთასცემდა, თავისთავს ელაპარაკებოდა. "ეს რა გავაკეთე, ეს, ეს მე როგორ... რამ გამოგაშტერა თამთა, უბრზანებ? რა სულელი გოგო ხარ" კიდევ დიდხანს ლანძღავდა საკუთარ თავს თამთა. საღამოც მოვიდა და აფორიაქდა, უხერხულობის განცდამ შეიპყრო, რა უნდა ეთქვა, როგორ ემართლებინა თავი, სულელური ქცევისთვის , რატომ თხოვდა ასე დაჟინებით შეხვედრას, მისი სულელური შიშები უნდა გაემხილა? მაგრამ ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო და უკან დასახევი გზა არ ქონდა. უკვე ზამთარი დამდგარიყო, ჰაერი გაცივდა და სიოც ისეთი სუსხიანი იყო სახის კანს წვავდა. ჯობდა ეთოვა ასე უფრო მოლბებოდა ბუნება. მაგრამ, არა თითქოს ასეთი სიმკაცრით ლევანს სჯიდა. ნატას ბარშიც წავიდნენ, ნატაც მუდმივი მხიარულებითა და სიხარულით შეხვდა. პირველი სამი ჭიქა ხმაამოუღებლად დალიეს, მერე კი ერთმანეთს ლაპარაკს აღარ არცდიდნენ როგორც ხდება ხოლმე. -კოშმარები მტანჯავს, კიდურებმოკვეთილი ადამიანები მესიზმრება და როცა რეალურად მე მიწევს ადამიანებს ვამცნო რომ რომელიმე კიდურს კარგავენ, თითქოს მეც ვკარგავ ჩემს ნაწილს. ხანდახან თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობ, რომ ვერაფერი შევძელი მათი სრულფასოვნების გადასარჩენად. -იცი, შენ ზედმეტად ეჯაჭვები პაციენტებს, ასეთი გულმოდგინებაც არ არის საჭირო, რათქმაუნდა კარგია, გულისხმიერი და მზრუნველი ექიმი მაგრამ არა იმ დოზით რომ ღამე გესიზმრებოდეს. რაღაცები, რაც გარდაუვალია, რაც ბედისწერაა და რისი შეცვლაც შენ არ შეგიძლია, იქ უნდა შეჩერდე. ნუ ამძიმებ საკუთარ თავს სხვისი ტრაგედიებით. ცხოვრებაში ბევრად წუდი რაღაცებიც ხდება. -ხო, ხო ვიცი მაგრამ თავს ვერ ვერევი ამას ვერ ვაკონტროლებ, მუდმივ სინდისის ქენჯნასა და აფორიაქებას თავს ვერ ვაღწევ.-ლევანს ისტერიული სიცილი აუტყდა თითქოს თამთას დასცინოდა თუმცა, არა ნერვიულობის დასაფარად იქცეოდა ასე,-რა გაცინებს გაგიჟდი? -ჰო! გავგიჟდი, ან როგორ გინდა არ გაგიჟდე ამ ისედაც შეშლილ სამყაროში- ეს თქვა და გაჩუმდა სადღაც შორს წავიდა ფიქრებით, მისი გონება აქამდე არც მოჰყოლია და აღარაფერს ამბობდა, თამთას ცოტა შეეშინდა ვერ გაეგო რა მოხდა, აშკარად არ უსმენდა არცერთ მის სიტყვას ლევანი, ფიქრებით სხვაგან იყო, ამას გრძნობდა ხედავდა როგორ ტანჯავდა რაღაც ძლიერი შიგნიდან. -მემგონი რაღაც გაწუხებს და ცოტა უსამართლობაა ჩემი ასეთი გულახდილობის შემდეგაც რომ არაფერს ამბობ. -ადამიანები ხშირად ცდებიან არასწორად იქცევიან და როცა ამას გააცნობიერებენ უკვე გვიანია, აღარაფერი რჩება გამოსასწორებლად, როცა გული სამუდამოდ ჩერდება, მას ვეღარ დააბრუნებ, დროს ვერ დააბრუნებ. სასაცილოა არა? ექიმები ვართ და მაინც არ შეგვიძლია ყველას დავეხმაროთ, არ შეგვიძლია ყველა გულის ფეთქვა შევინარჩუნოთ.-თამთამ ვერაფერი გაიგო ამ არეული თხრობიდან, ეჭვისთვალით უყურებდა ლევანს-ჰო, ვიცი სენთვის ეს უცნობია, და საერთოდ ყველასთვის უცნობია რას განვიცდი, რა მიჭამს შინაგან სამყაროს, მაგრამ მე ვიცი, მე ხომ ვიცი რომ ვერ გადავარჩინე, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი მის გვერდით არ ვიყავი, ვერ დავეხმარე.- ლევანს ცრემლები წასკდა და თითქოს ცხელმა მარილიანმა წყალმა გამოაფხიზლა სწრაფად მოიწმინდა სველი თვალები- მაპატიე ეს შენ არ გეხება. ეს მხოლოდ ჩემი ჯვარია, მე უნდა ვატარო მარტომ ეს ტვირთი. მოდი დავლიოთ ხელში ჭიქა აიღო და წამში გადაკრა. -მისმინე, შეგიძლია მომიყვე რა გაწუხებს. იქნებ დაგეხმარო. -დამეხმარო? არა ეს აღარავის შეუძლია ის ცივ მიწაში წევს. მე მაშინ ვერ დავიცავი როცა აქ იყო, როცა სუნთქავდა, როცა არსებობდა. ახლა კი ყველანაირი იმედი და თანაგრძნობა ფუჭია. -თუ გინდა რომ ილაპარაკო კარგი, მაგრამ მეც მინდა ვიცოდე რას ყვები. -კარგი, მოკლედ ყველაფერი ასე იყო... ამ ისტორიას ადრე ვწერდი აქ, იმედია დაგაინტერესებთ და წაიკითხავთ, ველოდები თქვენს შეფასებას. :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.