შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს გინანებ... (III ნაწილი )


23-04-2018, 17:17
ნანახია 1 386

ერთ დღეს,როდესაც თორნიკე ჩემთან ამოვიდა ვიცინოდით,ვერთიბოდით, ვხუმრობდით და აღარც კი გვახსოვდა ჩვენს სიყვარულა, რომ ებრძოდნენ. სრულიად მოულოდნელად მკითხა:
-ანანო შენთან გადმოვალ საცხოვრებლად,რას იტყვი ამაზე?
-ამაზე არ მიფიქრია,მერე ეს რა იქნება ქორწინება? ისინი ხომ ჩვენი ქორწინების წინააღმდეგნი არიან...
-ერთად ვიცხოვროთ,რაც გინდა დაარქვი ამას.
-და როდის გადმოხვალ თუ დაგთანხმდი?
-თუ დამთანხმდი ხვალვე.
-თანახმა ვარ.ვთქვი და ჩავეხუტე.
მერე მითხრა:
-წავალ,ჩავალაგებ ბარგს.ხვალიდან კი ვეღარსდ გამაგდებ,სულ შენთან ვიქნები... მაკოცა და ბეშნიერი ღიმილით დაეშვა კიბეებზე.კარი მივხურე,ზურგით მივეყრდენი და დავფიქრდი. სწორედ მოვიქეცი, რომ დავთანხმდი.ალბათ სწირდ მოვიქეცი. მეც არ შემეძლო თორნიკეს გარეშე ცხოვრება. გავუღიმე საკუთარ ფიქრებს და დასაძინებლად დავწექი. უკანასკნელი ღამე იყი მარტო, რომ ვიძინებდი. ხვალიდან თორნიკეს გვერდით დავიძინებდი და აღარასოდეს,აღარ გამეღვიძებოდა მარტოს..
კარგად გამოძინებულს კარგ ხასიათზე გამეღვიძა.შაბათი დღე იყო.საათს რომ დავხედე
ათი საათი იყო დაწყებული.თორნიკე გადმოდის დღეს. წამოვიწიე საწოლიდან და
ფანჯარაში გვიხედე.მზე ანათებდა.ამან კიდევ უფრო გამახარა.წამოვხტი,კარადის
უზარმზარ სარკის წინ დავტრიალდი,მერე საკუთარ გამოსახულებას გავუღიმე და
გავიფიქრე, „მართალი უთქვმთ,ქალს სიყვარული ალამზებს". კმაყოფილი სამზარეულოში
გავეშურე, ყავა ჩავყარე ჯეზვეში და ტელეფონის მოსატანად გავედი ისევ
საძინებელში.თორნიკეს არც ნარეკი დამხვდა არც მესიჯი.ალბათ ეძინა ისევ.ამასობაში
ყავა ადუღდა ,ჩემს საყვარელ ფინჯანში დავისხი და გაციებას დაველოდე.დილით
ერთგვარი რიტუალი მქონდა ყავის სმის, პიჟამოებით სამზარეულოში ფანჯრის რაფაზე
შემომჯდარი ვსვავდი ყავას,გავყურებდი ქუჩას და ვაწყობდი დღის გეგმებს. ამ ყველაფრის
მერე,ენერგიით სასვე ვიწყებდი დილას.ეს დღეც ასე დავიწყე. მერე შხაპი მივიღე
მოვწესრიგდი და კარადაში თორნიკეს ნივთებისთვის ადგილის გათავისუფლება დავიწყე.
აქამდე თითქოს ვერც ვატებდი ჩემს ნივთებს ,დღეს კი ნახევარშიც მშვენივრად დავტიე.
ამასობაში თორნიკეც მოვიდა.კარი რომ გავაღე მის დანახვამდე, ორი დიდი ჩემოდნი
დავინახე. ამან გულიანად გამაციმა. მიხვდა რატომაც ვიცინოდი და თვითონაც ამყვა.მერე
ოთახში შევიტანეთ ჩემოდნები და ამოვალაგეთ,თაროები ერთმანეთის მიყოლებით
ივსებოდა. მიხაროდა ეს დღე,ეს წუთები.ეს შეგრძნებები. კაეადის კარი დავხურე,თორნიკე
საწოლზე იყო ჩამომჯდარი.მივედი გვერდით მივუჯექი,ხელები მოვხვიე,თავი მხარზე
დავადე და ჩავილაპარაკე. დღეიდან შენთან ერთად,შენით ვიწყებ
ცხოვრებას.გავუღიმე,მერე ყელში ვაკოცე და ვუთხარი „დროა ვიზრუნო თქვენზე,სადილად
დპატიჟებთ".ჩავკიდე ხელი და გეზი სამზარეულოსაკენ ავიღე.გემრიელად ვისადილეთ.უსაზღვროდ ბედმიერი ვიყავი მასთან ერთად.მთელი დღე მხიარულად
გავატარეთ,ვიციოდით ყველაფერზე,ყველაზე და ერთმანეთზეც კი.დრო ისე გაგვეპარა ვერც გავიგეთ,
სამზარეულოში გავედი,კართოფილის თლა დავიწყე,ის კი ლეპტოპთან დავტოვე.ზუსტათ 2 წუთში
ლეპტოპთან ერთად დამადგა თავზე.ჩვენი საყვარელი სიმღერა ჩართო და შემომთავაზა მოგეხმარებიო.
დავთანხმდი ჩემდა გასაკვირად,არ მიყვარს როცა რაღაცას ვაკეთებ და მეხმარებიან,ამ დროს უფრო
ხელს მიშლიან და ეს მაღიზიანებს,დღეს კი დავთანხმდი თორნიკეს.ესეც ჩემი პირველი ცვლილება ჩემში.
კარტოფილი შევწვი,მაცივარშიც მქონდა რაღაცეები და მაგიდა გავაწყვე.გემრიელად ვივახშმეთ,მერე მე
ჭურჭელი დავრეცხე,ის კი ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი მიყვებოდა ხან რას,ხან რას. სამზარეულოდან
მისაღებში, დივანზე მოვკალათდით,მე ვიჯექი მას კი ჩემს კალთაზე ედო თავი აგრძელებდა მხიარული
ამბების მოყოლას.ამდენი სიცილისგან დაღლილს დამამთქნარა.თორნიკე წამოიწია მომაშტერდა და
გაოცებული სახით მკითხა: „შენ რა გეძინება უკვე?!" ვუთხარი რომ არ მეძინებოდა,მაგრამ მისმა
სიტყვებმა გამახსენა რომ საწოლისთვის თეთრეული უნდა შემეცვალა.საძინებელს მივაშურე და საქმეს
შევუდექი.მერე კარადიდან ტანის ტილო გამოვიღე და თორნიკეს გავუტანე, რომელიც ცოტხნისწინ
მთხივა.აბაზანაში შევიდა,მე კი დივანზე ჩამოვჯექი, ფიქრებში წავედი,ჩვენი პრობლემა გამახსენდა.საშინელი შეგრძნებაა,როდესაც შენი საყვარელი ადამიანის მშობლებისთვის
არასასურველი ხარ. იმდენად არასასურველი, რომ საკუთარ შვილსაც შორდებიან ამის
გამო. ხანდახან ვფიქრობ,რომ დაინტერესებულიყვნენ და თუნდაც ერთხელ, ერთად
ვენახეთ მე და თორნიკე იქნებ საერთოდაც შესცვლოდათ აზრი. ფიქრებიდან თორნიკეს
ნათქვმმა გამომარკვია. ძალიან მიყვარხარ, მითხრა და შუბლზე მაკოცა. დივანზე გვერდით
მომიჯდა და ჩამეხუტა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს პირველად ჩამეხუტა.
დამბურძგლა, მთელი სხეული გამითბო,რაღაც უცნაურმა შეგრძბენებმა.უფრო მეტად
მივეხუტე ,სუნთქვა გამიხშირდა , საკუთარ შეგრძნებებს და სურვილებს დავყევი.დივნიდან
თორნიკეს კალთაში გადავინაცვლე და თორნიკეს თბილ ტუჩებს შევეხე ოდნავ. რამდენიმე
წამში ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი. ყველგან თორნიკეს თითებს,ტუჩებს,ხელებს
ვგრძნობდი. მოულოდნელად ჰაერში აღმოვჩნდი.თორნიკეს ხელში აყვანილი ვყავდი,სულ
ვფიქრობდი,რომ ასეთ მომენტში დავარდნის შემეშინდებოდა. ახლა კი თორნიკეს
მკლავებზე ისე დაცულად ვგრძნობდი თავს როგორც არასდროს. საძინებლის კარი გააღო
მივხვდი, და საწოლზე ისე ფრთხილად დამსვა, თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყავი.
საერთოდ დავკარგე რეალობის აღქმის უნარი.მხოლოდ თორნიკეს ხელებს,ტუჩებს,ყურში
მოჩურჩულე სიტყვებს და ყველაზე ჭკუიდან შემშლელს, თორნიკეს სუნს ვგრძნობდი. ის
ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი. თორნიკეს ჩავეხუტე და ჩამეძინა.
გამეღვიძა და თვალების გახელამდე,ჩემს ზურგს უკან თორნიკეს მშვიდი სუნთქვა ისმოდა. ეს
ყველაზე იდეალური დილა იყო ჩემს ცხოვრებაში. მთელს სხეულზე ისევ მის თითებს
ვგრძნობდი.ჩემს სხეულს მისი სუნი ასდიოდა,ის იყო ერთადერთი ურომლისოდაც სიცოცხლე
არ შემეძლო. მისი ერთი ღიმილი სამყაროს მიფერადებდა. გულს მითბობდა,ყველაფერს
მავიწყებდა და მხოლოდ მისთვის ცხოვრებას მანდომებდა. მე ის სიგიჟემდე,ჭკუიდან
გადასვლამდე მიყვარდა ვგრძნობდი. გადავბრუნდი მისკენ და ტუჩის კუთხეში
ვაკოცე.გაეღიმა,თვალები გაახილა და გულში ჩამიკრა. ბევრს არასდროს
ლაპრკობდა.თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი რას ფიქრობდა,რა უნდოდა,რას
გრძნობდა. მისი უსიტყვოდ მესმოდა. ის ჩემი ნაწილი იყო მე მისი. ჩვენი ყოველი დღე
პირველს ჰგავდა,ჩემი ყოველი დილა თორნიკეთი იწყებოდა და მისითვე
მთავრდებოდა.საუზმედ,სადილად,ვახშმად მხოლოშ იმას ვამზადებდი რაც მას უყვარდა.
ისე გადავანაწილე სამსახური და პირადი ,რომ დროის უმეტესი ნაწილი მე მეკუთვნოდა,მე
ასე შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით.გვიხაროდა ერთმანეთი და ერთად. ჩვენამდე მოდიოდა ამბები,თუ როგორ ვძულდი თორნიკეს დედ-მამას.როგორ ამბობდნენ ჩემზე,რომ მათი ცხოვრების კოშმარი გავხდი. ვიგებდი,მესმოდა ,მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო. ჩემს ბედნიერებას არაფრის და არავის გამო არ დავთმობდი.
ერთ დღეს ჩემი და თორნიკეს სამეგობრო შეიკრიბა ჩვენთან.მხიარული და სასიამოვნო საღამო იყო. სამზარეულოდან შემოვედი ტკბილეული მეკავა,ინსტინქტურად ოთახში თორნიკე მოვათვალიერე,ვერ ვიპოვე. თვალი გავაყოლე სილუეტებს და თორნიკე ჯაბასთან ერთად აივანზე ვიპოვე. ჯაბა თორნიკეს ბავშობის მეგობარის,ხშირად გვსტუმრობდა და მეც ძალიან შემაყვარა თავი. დავინახე თუ არა,უკვე ოთახისკენ წამოვიდნენ ორივე. თორნიკეს სახეს შევხედე და გავშეშდი,მის თბილ სახეს ტკივილი,დარდი და საოცარი სასოწარკვეთა ეწერა ერთდროულად. იმ წუთასვე მივხვდი რაღაც ისე არ იყო,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
ყველა წავიდა.ოთახი მივალაგე,თორნიკე სააბაზანოში შევიდა,მეც შევყევი.
-რა გჭირს? რა გითხრა ჯაბამ?
-დედაჩემი ცუდად გამხდარა,ექიმთან წასულა და სარკომა აღმოაჩნდა.ჯაბამ შემთხვევით გაიგო დღეს დილით და წეღან მითხრა.
-მერე ადექი და წადი,ნახე და დაელაპარაკე. მიუხედავად ყველაფრისა დედაშენია.
-და შენ არ გეწყინება? საოცრად სევდიანი თვალებით შემომხედა.
-არა,არ მეწყინება.თუ გინდა ეხლავე წადი.
-არა,ხვალ წავალ და ვნახავ.
დილით მე სამსახურში წავედი,თორნიკე კი დედამისთან წასასვლელად ემზადებოდა. სახლიდან გასვლის წინ ვაკოცე,ჩავეხუტე და საღამომდეთქო დავემშვიდობე ჩემი ჩვეული ღიმილით.მანაც გამიღიმა,მაგრამ ეს ღიმილი იძულებითი იყო. ღამითაც სულ წრიალებდა,ეს მისთვის უჩვეულო იყო.ღამითვე მივხვდი რამდენად განიცდიდა ამ ამბავს.
საღამოს თორნიკე სახლში დამხვდა,როდესაც დავბრუნდი.
-რაო,როგორაა დედაშენი? კარი გავაღე თუ არა პირველი ეს ვკითხე.
-ცუდად.ქიმიას იკეთებს უკვე და რამოდენიმე ქიმიის შემგედ,ისევ ანალიზებს გაიკეთებს.
- როგორ შეგხვდა? ხომ არ იჩხუბეთ?
-არა არ გვიჩხუბია. კარგად შემხვდა, არ მელოდა,გაუხარდა რომ დამინახა.
-ძალიან მიხარია. კარგად იქნება არ ინერვიულო.მივედი ვაკოცე და ჩავეხუტე. მეც და თორნიკესაც ჩახუტება ყველაზე მეტად გვამშვიდებდა როცა რაღაცა გვიჭირდა,განვიცდიდით და ვნერვიულობდით.
ასე ყოველ დღე დადიოდა თორნიკე დედასთან,საღამოს კი ჩემთან,ჩვენს სახლში ბრუნდებოდა. ყველაფერი რიგზე იყო თითქოს.არაფერი შეცვლილა,ჩვეულ რიტმში ვცხოვრობდით.
ერთ დღეს თორნიკე გამოცდიდან დაბრუნდა და მითხრა:
-დღეს საღამოს გვიან მოვალ,დედაჩემს უნდა გავყვე ქიმიაზე.
- კარგი,დაგელოდები.გავუღიმე და ჩემი საქმე განვაგრძე,რასაც ვაკეთებდი. თორნიკე გავიდა თუ არა,რაღაცნაირად თითქოს სუნთქვა გამიჭირდა. სადღაც სულთან თუ სულში ვიგრძენი ტკივილი. მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო. ყოველი წამი ჩემი ცხოვრების,მისით იყო სავსე და ფერადი.
გვიან დაბრუნდა მართლაც. მე უკვე მეძინა. ჩუმად დადიოდა,რომ არ გავეღვიძებინე, მაგრამ მე გავიგე მისი ნაბიჯების ხმა.ფრთხილად დაწვა,რომ არ მეგრძნო მოძრაობა,გადმოვბრუნდი მისკენ და გავუღიმე.
-რაო?როგორაა?
-კარგად. ბოლო ქიმია იყო.
-ხო ვიცი.იმდღესაც მითხარი ,რომ ერთი ჰქონდა დარჩენილი.
-ძალიან დავიღალე,დავიძინოთ.მაკოცა და თვალები დახუჭა. მეც ჩამეძინა..
ყოველი დღე ერთნაირი იყო.მე სამსახურში,თორნიკე ჯერ უნივერსიტეტში,მერე დედასთან,საღამოს კი ჩემთან მოდიოდა.ათი დღის შემდეგ ანალიზებზე წაიყვანა დედამისი.საღამოს რომ მოვედი დივანზე იჯდა სრულიად წაშლილი სახით.
-რა გჭირს? რატო ხარ ასე?
-ქიმიამ შედეგი ვერ გამოიღო.
-უი... გავშრი,ვერაფერი ვერ ვთქვი მეტი.
-აზრი აღარ ააქვს ცდას კიდევ სხვა ქიმიის შედეგის. ექიმმა თქვა უარესად დააჩქარებს პროცესს ზედმეტი ქიმიის დოზაო.
-ანუ?
-ანუ ის რომ ვერაფერს შევცვლით.თქვა და თვალები მოუცრემლიანდა.მიჩედი ჩავეხუტე და მეც ტირილი დავიწყე.
-ანანო დედაჩემს უნდა,სანამ ცოცხალია მეც მის გვერდით ვიყო.იქ დავრჩები ზოგჯერ,შენ ხომ არ გეწყინება?!
-არა,არ მეწყინება.რატომ უნდა მეწყინოს.
-ვიცოდი გამიგებდი.მითხრა და ჩამეხუტა.
დადიოდა თორნიკე ისევ დედასთან.ხან ორი დღე ისე გადიოდა ვერ ვნახულობდი,მაგრამ როგორღაც ვეგუებოდი,ეს ხომ ჩემი არჩევანი იყო. მე დავთანხმდი ამ ყველაფერზე,ასე რომ ყოფილიყო.
ერთ საღამოს როცა ჩემთან დარჩა,რაღაცნაირად ნერვიულობდა.
-რა გჭირს? აფორიაქებული ხარ.
-მე ხვალ ჩემს ზოგ ნივთს სახლში წავიღებ,წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-არა... ვთქვი და შინაგანად გავიყინე.
-ორი თჩე დარჩაო,ექიმმა თქვა და მთხოვა ყოველი წამი ერთად გავატაროთო.
-კარგი.არ არის პრობლემა.იმედია ეს ორი თვე სიმართლე არ აღმოჩნდება და კიდევ დიდხანს იცოცხლებს. გავუღიმე მაგრამ ,ვაი ამ გაღიმებას.
თორნიკე მეორე დილით წავიდა.ჩაალაგა და წავიდა. ჩემი სული,გული და ნახევრი სიცოცხლე თან გაჰყვა.უნდა შევგუებოდი ამ განშორებას ვერაფერს შევცვლიდი.ეს იყო ჩვენი სიყვარულის გამოცდა.უნდა გამეძლო,მისი არ ყოფნისთვის.თუნდაც რამოდენიმე თვე.ეს არც დაშორება იყო არც ერთად ყოფნა.არც კი ვიცი რა იყო. ერთადერთი შეგრძნება მქონდა,სიცარიელის.
სამსახურს უმიზეზოდ ვერ გავაცდენდი,დავდიოდი მაგრამ აბსოლიტურად გათიშული ვიყავი. არ ვჭამდი,არ მეძინა,არ ვრეაგირებდი არაფერზე.ერთადერთი წყალი იყო ჩემი მასულდგმულებელი.
ორი დღე გავიდა ისე ვერც გავიგე. მესამე დღეს რაგაც შინაგანმა სიცხოვლემ გამაღვიძა.თვალები გავახილე და ყველაფერი დატრიალდა. წამოვხტი და საპირფარეშოში გავიქეცი. მაღებინა, მაგრამ არც არაფერი ამოდიოდა ნერწყვის და წყლის გარდა. ნერვიულობის დროს ასე მჩვევია,სპაზმი მაქვს და ღებინება მეწყება. დღის განმავლობაში ოთხჯერ მაღებინა.საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი. შაბათი დაემთხვა და არც წამოვმგარვარ საწოლიდან.კვირასაც იგივე დამემართა.ავდექი,ჩავიცვი და აფთიაქში ჩავედი.ვთხოვე რაიმე მოეცათ ღებინების საწინააღმდეგო.ფარმაცევტმა კი გადმოიღო წამალი, მაგრამ თან დააყოლა ,იქნებ ორსულობის ტესტი გეყიდათ.იქნებ სხვა მიზეზით გაღებინებთ.
პატარა ნაწილებად დამეშალა თითქოს სხეული ისე ვიგრძენი.დიახ მომეცით ტესტიც.ძლივს ამოვილუღლუღე.სახლში ამოვედი და პირდაპირ საპირფარეშოში შევედი.5 წუთი ხუთ საუკუნედ იქცა.ამ დროში მილიონი კითხვა დავსვი და ვუპასუხე. ტესტზე დაშტერებულს თვალები ამიჭრელდა.ძლივსღა ვხედავდი. საათს დავხედე ,დრო გასულიყო. ხელები გაყინული მქონდა,მთელი სხეული მიკანკალებდა. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. არც ვიცი უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა.ერთადერთი ვიცოდი, უნდა დამეძინა რომ დამშვიდებული გონებით მეპოვა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან...



№1  offline მოდერი ენემი

არ დააშორო რა

 


გმადლობთ,რომ კითხულობთ. გთხოვთ გამიზიაროთ შთაბეჭდილებები :)

ენემი
არ დააშორო რა

ცხოვრება ვის რას მოუტანს არავინ ვიცით :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent