შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 6


23-04-2018, 19:09
ნანახია 2 594

ბიჭებისთვის არაფერი უთქვამს ბაბუცას ზარის შესახებ პირდაპირ მის სანახავდ წავიდა მას შემდეგ რაც კატო ნინისთან დატოვა . უკვე წლები იყო იმ დანგრეული შენობისთვის არ მიუკითხიათ ბიჭებს , სადაც ყოველთვის იკრიბებოდნენ ხოლმე საქმის გასარჩევად. გაეღიმა დანელიას , ერთიანად ამოუტივტივდა გონებაში ყველა მოგონება. შევიდა შიგნით და ბაბუცა დაინახა როგორ გაყურებდა სივრცეს ჩაფიქრებული .
-ისევ პუნქტუალური ხარ დანელია.
-როგორც ყოველთვის .
-მარტო მოხვედი.
-შენც მარტო დამხვდი.
-ხოოოოო . სიგარეტს გაუკიდა და მიაჩერდა ნიკას.
-რა გინდა ბაბუც . რამ გაგხსენა ძველი მეგობარი?
-ეხლა ჩემს დას გადაეკიდე?
-შენც კარგად იცი რო არავის გადავკიდებივარ არც მაშინ და არც ეხლა. რა ჩემი ბრალი იყო თუ თბილისის ყველაზე მაგარი გოგოები შენი ახლობლები იყვნენ.
-ბიჭო ბავშვია, პედოფილი ხარ ამის დე******?
-ეხლა შეურაწყოფას მაყენებ და დასარტყამად მიხდი საქმეს.
-მიდი მერე რაღას ელოდები. ერთ ხანს დაფიქრდა დანელია, როგორ უნდოდა დაერტყა , ხელები ეფხანებოდა ,მაგრამ ჯერ კატო გაახსენდა , მერე დუდუ და თავი შეიკავა.
-მომისმინე. ჩემი***************** შენ დასთან თუ რამე მსგავსი თემა მქონდეს. დასავით ვუყურებთ , დუდუ დაგვიბრუნა და მაგრად გვიყვარს . ტვინს ნუ მომიტ******** ტყუილად რა / 18 წლის ბიჭები აღარ ვართ. შეეშვი კიდე მაგ გოგოს, შენზე მეტი ჭკუა ეხლავე აქვს თავში.
-იცოდე დანელია, არ მომწონს თქვენთან რომ ვხედავ , არ მინდა რომ თქვენთან იყოს და მაგ ლამაზი ცხვირპირის გაერთიანებაც რო მომიწიოს მაგაზეც არ ვიტყვი უარს . არ დაგინახო კატოს გვერდით.
-გამახსენე როდის მერე იყო შენ მითითებებს ვასრულებდი.? ეგ კატოს გადასაწყვეტია, თვითონ იცის რასაც იზამს, როგორც იტყვის ისე იქნება.
- იტოკში ტრაკს არ აჩერებთ რააა
- შენ უფრო აქნევ მერე მაგ ტრაკს ვიდრე ჩვენ ! არ გვცხელა სიყვარულისთვის , დუდუს თემებში ვართ და ნუ გადაგვეყრები რააა .
ეს დღე შეძლებისდაგვარად მშვიდად დამთავრდა . თუმცა როდის იყო თბილისში სიმშვიდე დიდხანს გრძელდებოდა.....
კატო 17 წლის გახდა . როგორც იქნა მისი ნაანატრი დაბადებისდღეც მოვიდა. საერთოდ უყვარდა მას თავისი და ნინის დაბადებისდღე, ორივეს თვითონ გეგმავდა ხოლმე და ყოველთვის ისეთი გამოდიოდა როგორსაც ყველა ინატრებდა. თავისნაირი სადა და უბრალო იყო ყველაფერი მაგრამ სწორედ ამისგან იღებდა ის სიამოვნებას. მოსწონდა ღია ცის ქვეშ პიკნიკი , ბუშტები და თავისი საყვარელი ადამიანები , კლასელები ბიძაშვილ-მამიდაშვილები და ნინი. არავითარი ბრჭყვიალა ნივთები და ძვირფასი რესტორნები , არავითარი საღამოს კაბები და ქუსლიანი ფეხსაცმელები, კლუბები და ასე შემდეგ.
ამჯერად რას აპირებდა კატო? გაგიკვირდებათ და არაფერს , ამჯერად არაფერი უნდოდა მხოლოდ ნინი რომელსაც მთელი დღე თავისთან დაიტოვებდა და სახლში არც ღამე გაუშვებდა. ასეც მოიქცა გამოაცხადა რომ ამჯერად არ უნდოდა არაფრის გაკეთება საერთოდ არაფრის.
-გილოცავ კატო .დღეს რას აპირებ? ამჯერად გამოელაპარაკა გიორგი ამდენხნიანი დუმილის შემდეგ.
-მადლობა გიორგი არაფერს.
-და რატო?
-არ მინდა და იმიტომ.
-და რატოთქო ?
--არ მინდა გიორგი , სურვილი არ მაქვს , საერთოდ არ მაქვს სურვილი ეხლა რამის აღნიშვნის და გაკეთების.
- ძალიან შეიცვალე და არ მომწონს.
-არც მე მომწონს რომ ჩემი ძმა არ მელაპარაკება იმის გამო რომ მას და მის ძმაკაცებს საშინელი გარდატეხის ასაკი ჰქონდათ და სრულიად ვერას გადაეკიდნენ.
-გაიმეორე რა თქვი?
-ხო რა იყო ვიცი ყველაფერი , გეგონდა ვერ გავიგებდი? და უფრო მომეშალა ნერვები , არ ვიცი როგორ შეგიძლია სკოლის პერიოდში გაკეთებულის სისულელეების გამო ამდენი მტერი გაიჩინო.
-გეგაზეც გაიგე ?
-ხო გავიგე , არც ეგ მესმის ეგეთი გაუგებარი როგორ ხარ რომ ვერ ხვდები გეგას ავარია შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი.
-ენა ჩაიწყვიტე . დაიღრიალა გიორგიმ და მოქნეული ხელი სახეში გაარტყა კატოს.
-ყოჩაღ ბაბუციძე, აი ეხლა ნამდვილად ბაბუცა ხარ . ისეთი ხმა ჰქონდა კატოს , გეგონებოდათ ახლახანს სულიც კი ამოგლიჯესო. არც უტირია არც უყვირია , ეტკინა მაგრამ ლოყა კი არა , საეერთოდ ყველაფერი აწითლებული ლოყის გარდა. შიგნით ყველაფერი ჩაეწვა , ვერც გულს გრძნობდა ვერც ხელს , ვერც ფეხს ,საერთოდ ვერაფერს. ეგონა ვეღარც კი სუნთქავდა. ბევრ რამეს იტანდა ხოლმე გიორგისგან მაგრამ მსგავსი გრძნობა არასდროს გამოუცდია, არ ყოფილა არასდროს კატო ისეთი ბავშვი რომ დედამისისგან ან ძმისგან ხელის გარტყმა მიეღო , პირიქით ყოველთვის უგებდა მათ და ცდილობდა შენიშვნა არ დაემსახურებინა , ეხლა კი იმის გამო მიიღო რომ სიმართლე უთხრა გიორგი ბაბუციძეს.
გიორგი გაშტერდა. მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა , მიხვდა რომ ეგ არ უნდა გაეკთებინა, ისიც იცოდა რომ ამჯერად მართლა დაკარგა კატო, ის იშვიათად ბრაზდებოდა და იშვიათად იჩერებდა გულში წყენას , მაგრამ თუ ეგ იშვიათი შემთხვევა ხდებოდა შეიძლებოდა არასდროს დამთავრებულიყო , არასდროს ეპატიებინა !
-კატოოო
-არც გაბედო მეორედ ხმა გამცე გიორგი ბაბუციძე .
მშვიდად და აუღელვებლად გავიდა კატო ოთახიდან და სად წავიდოდა თუ არა კლინიკაში პაპასკირთან .
„ესეც შენი ძმა და საჩუქარი კატო ბაბუციძე , მეტის ღირსი ხარ ! “ თავის თავს ელაპარაკებოდა გამწარებული . ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა.
-ხო ლაშა
-კატო როგორ ხარ ?
-კარგად შენ როგორ ხარ ? ეხლა კლინიკაში მივიდოდი მანდ ხართ?
-კიიი მოდი მოდი დაბადებისდღის საჩუქარი გვაქვს სენთვის , ხო მართლა გილოცავ .
-მადლობა . 15 წუთშიი მანდ ვარ .
ისეთი ხმა ჰქონდა ლაშას გეგონებოდათ დუდუმ გაიღვიძაო .

დუდუ პაპასკირი კომიდან გამოვიდაო ! არაფერი ახსოვსო, ვერ დადის და ალაბთ ვერც გაივლისო . ხმა მაშინვე გავარდა თბილისში , ვერაზე სადაც გაივლიდით ყველა მასზე ლაპარაკობდა. არ გაუღვიძია ექიმები იმედსაც არ იძლევიანო ზოგი ამასაც ამბობდა.
სიმართლეე ერთი იყო . დუდუმ გაიღვიძა. ! არც მეხსიერებასთან გჰქონდა პრობლემა და არც მოძრაობასთან . სუსტად იყო , მაგრამ კომის მერე ეგ ლოგიკურიც იყო. დრო დასჭირდებოდა რეაბილიტაციისთვის თუმცა , ის ხომ დუდუ იყო , მალე დადგებოდა ფეხზე.
- რა იყო ამდენი ძილი გაგიტკბა? ეცა მაშინვე რეზი .
-ნელა ბიჭო მეტკინა.შეიშმუშნა დუდუ.
-იზვინი რაა , იმდენი ხანია აქ გელოდებით რო არ მჯერა შენძმობას ვფიცავარ .კინაღამ დაგვავიწყდა როგორი ხარ !
-კაი ხო ნუ მოთქვამ მეძინა რა აქ არ ვიყავი ?
-გახსოვს ვაფშე რა მოხდა ? ირაკლი ფეხებთან ეჯდა დუდუს , კვდებოდა ისე უნდოდა სიგარეტი მაგრამ ვერ გადიოდა პალატიდან, დუდუს ვერ ტოვებდა , ეგონა რომ დაბრუნდებოდა ისევ მძინარე დახვდებოდა და ვერ თმობდა. არადა უკვე აკანკალებდა.
-რა იყო ბიჭო რა გაკანკალებს , რას დამტირიხართ ვერ გავიგე კარგად ვარ რაა. მახსოვს ყველაფერი მახსოვს .
-მეწევინება .
-მერე მოწიე .
-დამაცადე ძმაო რო გიყურებ მიხარია .
-ეხლა არ მითხრათ რო მოგენატრეთ.
-ღადაობ კიდეც ? კინაღამ გავგიჟდით , გაბრაზდა ნიკა.
-კარგი ვიხუმრე იზვინი რა , ამის მერე ღამეც აღარ დავიძინებ.
-ყველაფერი გახსოვს ?ჩაერთო ლაშა
-ხოოო როსტოვსკის ხალხი იყო .
-ვიცით ვინც იყო , მივხედავთ ვეძებთ უკვე ,შენ ის მითხარი აქ ვინ მოგიყვანა ის თუ გახსოვს ?
-კატო იყო მგონი არა ? ბოლოს კატოს სახე დავინახე და გავითიშე კიდეც.
აი ექიმიც მოვიდა.
-აბა როგორ ხარ ბატონო დუდუ.
-თავი მტკივა ისე არამიშავს რაა. გვერდებიც მტკივა როდის ავდგები?
-დღეს არა და ხვალიდან ადგები და მერე თუ კარგად იქნება ყველაფერი სახლშიც წახვალ.. გახსოვს რამე?
-ყველაფერი
-უცნაურია , არ ახსოვთ ხოლმე , არაუშავს ესეც ხდება , ყველას სხვადასხვანაირი ორგანიზმი აქვს და სხვადასხვანაირად რეაგირებს რაღაცებზე, მთავარია კარგად ხარ .
წავალ ეხლა და ექთანს გამოვგზავნი , გემოგლობინი გქონდა დილას დაბალი , ვიტამინებს გადაგისხამთ.
ექიმი ისევ ისე გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა.
ამ დროს კატოც გამოჩნდა პალატის კართან და სიტყვა პირზე შეაშრა წამომჯდარი დუდუ პაპასკირი რომ დაინახა .
-ლაშა ის ის . ენა აებლანდა , ვერ იჯერებდა რომ გაიღვიძა , ვერც იმას იჯერებდა რომ ასეთი იყო დუდუ, ასეთი თვალები ჰქონდა და საერთოდ ნამდვილი რომ იყო.ეხლა გაიაზრა რომ მთელი ეს დროს დუდუ უბრალოდ სხეული ეგონა , მეტი არაფერი ,ე ხლა რომ უყურებდა ეგონა თოჯინა დაინახა რომელსაც უცბად ადამიანივით დაეწყო მოძრაობა და ლაპარაკი,. შეეშინდა თითქოს მოჩვენებას ხედავდა . მერე უცბად გაიაზრა ყველაფერი და საშინლად გაუხარდა .
-გამოვიდა კომიდან , ახარა ლაშამ.
-ვხედავ
-გამარჯობა კატო
-გამარჯობა გახსოვარ ? გაუკვირდა კატოს.
-ყველაფერი მახსოვს. მადლობა გავიგე შენი წყალობით ვარ ცოცხალი და აი არც ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა რა . დუდუც 15 წლის ბიჭივით ბლუყუნებდა, იმიტომ კი არა რომ ავად იყო და უჭირდა , უბრალოდ კატო აბნევდა . ამასობაში ბიჭებიც გაიკრიფნენ პალატიდან ისე რომ ვერცერთმა შეამჩნია . მარტო დატოვეს დუდუ და მისი გმირი.
- არაფერს რა მადლობა გაგიმართლა რომ იქ ჩამოვიარე.
-ვიცი .
-იცი , ხშირად მოვდიოდი და გელაპარაკებოდი , გესმოდა?
- არა არ მესმოდა. მაგრამ ვგრძნობდი.
=-ეგ როგორ?
-არ ვიცი ვიცოდი რომ აქ იყავი.
-უცნაურია. მართლა მე კატო ბაბუციძე ვარ .
-ვიცი ვინც ხარ ! დუდუ პაპასკირი ვარ .
-მეც ვიცი ვინც ხარ . ბიჭებმა მითხრეს , უფროსწორად მომიყვნენ რაღაცებს , ბაბუცაზე და შენზე , მე მისი და ვარ , მიხვდი ალბათ, მოკლედ ბევრს ვლაპარაკობ , მაპატიე დავიბენი და თან მიხარია რომ გაიღვიძე. უკვე ჭარხალივით იყო კატო . საშინლად დაიბნდა და შერცხვა.
საერთოდ ამდენს არ ვლაპარაკობ მაგრამ ეხლა არ ვიცი რა დამემართა.!
წავალ თორე ალბათ ძაან გავწითლდი.
-კატო მოიცადე ერთ წუთს , რაღაც უნდა მოგიყვე .
- მე? სხვა დროს რომ იყოს?
-არა ეხლა უნდა მოგიყვე .
-კარგი მაშინ .
-მოდი აქ დაჯექი რა .
-კატომ თავისი სკამი მიაჩოჩა და ზუსტად ისე დაჯდა როგორც ადრე ჯდებოდა ხოლმე.
-მოკლედ , სანამ ეს დამემართებოდა სამი - ოთხი თვით ადრე გნახე რაა, შენ არ გემახსოვრები ,ვერ დამინახავდი მაგრამ მე გნახე და მაგრად მომეწონე. მერე გავიკითხე გამოვიკითხე და გავიგე რო გიორგის და იყავი , მერე ისიც გავიგე რო ჩემზე ბევრად პატარა იყავი და სკოლაში დადიოდი. აი დას გეფიცები გამიტყდა რაა , ბევრად დიდი ვარ შენზე და ვიფიქრე სერიოზულად არც აღიქვამს ამ ყველაფერს მეთქი, შენ კიდე ვაფშე არ გეტყობა . ნერვიულად ეცინებოდა დუდუს თან მოყოლას აგრძელებდა , მოკლედ ჯერ ვიფიქრე არ ღირდა მარა მერე თავიდან ვერ გიგდებდი რაა , აი ხო იცი რაღაცაზე რო ფიქრობ სულ და ვერ ივიწყებ რა არ შეგიძლია პროსტა აი ეგრე ვიყავი.
კატო გაშეშებული უსმენდა. ყოველ ახალ წინადადებაზე თვალები უფართოვდებოდა და სუნთქვა ეკვროდა.
მერე რო გავიაზრე ბაბუცას და იყავი , უფრო გამიტყდა მარა ეგ უკვე გულის ამბავი იყო, რაა მარტო თავში კი არა აქაც იყავი, გულში და ვერ გეშვებოდი. მერე უკან დაგყვებოდი, სკოლასთან ვიდექი და გელოდებოდი რო დამენახე . ბოლოს რო მივხვდი რომ შარში ვიყავი და მაგრად მიყვარდი ბიჭებსაც ვუთხარი რააა. ფიქრი რომ დავიწყეთ იმაზე რა მექნა , შენამდე როგორ მოვსულიყავი და მეთქვა ყველაფერი , ისე რომ არ შემეშინებინე ეს დამემართა და მაშინაც ბოლო შენ დაგინახე , დას გეფიცები აი მაშინ რო მოვმკვდარიყავი მაგაზეც თანახმა ვიყავი . თავზე მედექი და მეხვეწებოდი თვალები არ დახუჭო ჩემთან დარჩიო , და მუცელზე მაწვებოდი რო სისხლი გაგეჩერებინა. კატო არაფერს მეტყვი? ხო ბაზარი არაა უცნაურად გამოვიდა ყველაფერი , დღეს გავიღვიძე და უკვე სიყვარულზე ვლაპარაკობ , არა კი არ მოვითხოვ შენგან რამეს , პროსტა მინდოდა რომ მეთქვა თორე მერე ვერ გეტყოდი , ეხლაც დებილივით ვბურტყუნებ ხო ხედავ .
კატო ხმას ვერ იღებდა. უყურებდა და მხოლოდ თვალებს ახამხამებდა, გეგონებოდათ არც სუნთქავსო.
-შეგეშინდა არა ?
-ანუ რა გამოდის რომ გიყვარვარ ? ძლივს ამოღერღა.
დუდუს არ უპასუხია. კატოც იჯდა გაშტერებული , სიტყვებს ვერ პოულობდა ვერ იაზრებდა. მერე ადგა და გავიდა. ბიჭები კი დაბარებულებივით
შელაგდნენ პალატაში .
-რა მოხდა რატო გაიქცა? ნიკამ იკითხა მას შემდეგ რაც კატომ ჩაუქროლა .
-ვუთხარი ყველაფერი და გაიქცა.
-მოიცა რა უთხარი რო გიყვარს? დააღო პირი რეზიმ.
-ხო
-სულ გააფრინე? გოგოებს რომანტიკა იზიდავთ შე ქლიავო , პალატაში ფერდაკარგული წოლა რომანტიკა არ არის , მე უნდა გასწავლო? დავიჯერო ვერაფერი ისწავლე დანელიასგან ?
-ეე მე რო არ წამკბინოთ არა ? მაგ ამბავს რომანტიკა კი არა გულწრფელობა უნდა , რას ერჩით ამ კაცს. მე შენკე ვარ დუდუჯან. კვერი დაუკრა ნიკამ.
-ნუ შე******* ეხლა , ლექცია სიყვარულზე რო ავდგები მერე . ეხლა როსტოვსკიზე მითხარით აბა რა ხდება?
- რა და როგორც კი ცოტა აზრზე მოვედით მაშინვე ფიქრი დავიწყეთ , ბაბუცა გამოირიცხა , ვიცოდით რო ეგ მარტო შენზე არ იყრიდა ჯავრს , აი დანელია რო ყოფილიყო კიდე ხო ან ორივე ერთად, მერე გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ და გამოიცანი ვინ იყო ჩამონ******** მაშინ თბილისშიი???
-როსტოვსკი.
-ზუსტად , იტოკში ბევრი რო აღარ გავაგრძელოთ მეორე დღესვე გაქრა ტიპი თავის ს***ებთან ერთად ეხლა რუსეთშია , არ იცის რო ვეძებთ . პროსტა ვერ მოვიფიქრეთ რა ვქნათ რაა . რა უნდა ვქნათ ვიცით მარა როგორ ეგ ვერ მოვიფიქრეთ, ცალკე ეს გამომძიებელი ბურღავს ტვინს დაგვდევს უკან . ლაშამ წარმოდგენა შეუქმნა დუდუს ყველაფერზე.
-კაი აქედან როგორც კი გამოვალ მოვიფიქრებთ რამეს რა , ეხლა კატოს მეტზე მაინც ვერაფერზე ვფიქრობ. სამსახურში რა ხდება .
- ის ტენდერი მოვიგეთ შენ რო დაიწყე , ამ თვის ბოლოს დაიწყება მშენებლობა , სახლი კიდე ერთ კვირაში მთავრდება რა . ავეჯი უნდა მარტო და ეგაა.
- კაროჩე უთქვენოდ რას ვიზამდი ეე? მადლობა რააა
-ნუ ახურებ ეხლა , კატოზე რას აპირებ?
-არ ვიცი თავი ამტკივდა .
-დაიღალე ეტყობა, წავალთ ჩვენ შენ დაისვენე . დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
ამ ხნის მანძილზე პირველად წავიდნენ სახლში მშვიდად. ლოდი მოეხსნათ, გახალისდნენ, წარმოიდგინეთ რა მაგარი გრძნობაა როცა ის გიბრუნდება რაც გაკლდა , როცა ივსები და გგონია რომ უკვე ძლიერი ხარ და ბარიერი უკვე აღარ არსებობს , ყველაფრის გადალახვა შეგიძლია. ზუსტად ასე იყვნენ იმ დღეს ბიჭები , განა იმიტომ რომ მხოლოდ დუდუ ავსებდა მათ, იმიტომ რომ ერთმანეთს ავსებდნენ , პაზლის ნაწილები იყვნენ და რომელიმე მათგანის გარეშე სრულყოფილი ვერ გახდებოდა მათი ცხოვრება.
ამ დროს რა ხდებოდა კატოსთან? სრული პასუხისმგებლობით გეტყვით რომ იმაზე დიდი არეულობა რაც მაშინ კატოს თავს ხდებოდა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო . ჯერ გიორგიმ გაარტყა ხელი, მერე კლინიკაში მივიდა და დუდუ გაღვიძებული დახვდა და გაიგო რომ კაცი რომელიც გადაარჩინა და რომელთანაც ამდენი ხანი კლინიკაში დადიოდა და ათას სისულელეზე ელაპარაკობდა თურმე ადრეც იცნობდა და უფრო მეტიც ახლა უკვე სიყვარულს უხსინდა . ამაზე დიდი შემთხვევითობა წარმოუდგენელი იყო , მასზე შეყვარებული ადამიანი გადაარჩინა , მაგრამ თვითონ არც კი იცოდა. თურმე ბიჭებსაც სცოდნიათ, როგორ არცეთხელ წამოსცდათ, როგორ არ უთხრეს , ან თვითონ როგორ ვერ მიხვდა. უამრავი რამ ამოუტივტივდა გონებაში, გაახსენდა სკოლის წინ მდგარი შავი მანქანა და ნინის სიტყვები , ნინი მართალი ყოფილა და დამთხვევა სულაც არ იყო.
სახლში ისე შევიდა არც დედამისისთვის და არც გიორგისთვის ზედაც არ შეუხედავს. ბრაზობდა ძალიან . არ იცოდა როდის გადაუვლიდა , ან თუ გადაუვლიდა საერთოდ.
-კატო დედა რატომ არ ჩამოხვედი ქვემოთ, ჭამე რამე.
-არ მშია დედა, დაღლილი ვარ დაძინება მინდა. მოკლედ მოუჭრა კატომ და გადაბრუნდა თითქოს მართლა იძინებდა.
-მოხდა რამე?
-არაფერი ისეთი რაც აქამდე არ მომხდარა , მართლა ძალიან მეძინება.
-კარგი დედა.
მასაც აწყენინა, იცოდა დედამისი არაფერ შუაში იყო მაგრამ მაინც ბრაზობდა მასზე. ხვდებოდა რომ უქმროდ დარჩენილს მარტო შვილების გაზრდა უჭირდა, მერე გიორგი რომ გაიზარდა და პასუხისმეგბლობა მან აიღო თავის თავზე მოეშვა და არც უცდია იმის მერე რამეში ჩარეულიყო, ისე იყო როგორც გიორგი იტყოდა , სწორედ ეს არ ესმოდა კატოს, სწორედ ამიტომ ბრაზობდა .
ძილი კი მოიმიზეზა მაგრამ თვალიც ვერ მოხუჭა. ახლა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რამე უნდა გაეკეთებინა , უნდა გაეაზრებინა პაპასკირის სიტყვები და სიტუაციის სირთულე. დუდუ პაპასკირი , მხოლოდ ეს სიტყვები უტრიალებდა გონებაში მისი თვალებიც მარტო მას ხედავდნენ, სხვაზე ვერაფერზე ეფიქრებოდა. ცოტახანში ნინიც შეუვარდა თავისი ბარგით ოთახში.
-კატუსია ჩემო სიყვარულოოოოო.
-მოდი ნინი
- გამოიცანი რამდენ დღიანი ვიზა მაქვს შენთან დასარჩენად გამზადებული?
-არარსებობს !
-ხოოო სამი დღით ჩემები სოფელში წავიდნენ და იმ პირობით დამტოვეს რომ შენთან დავრჩებოდი.
- ვგიჟდები მე შენზე.
-ვიცი ლამაზო. აბა მოყევი რატომ ხარ საკუთარ დაბადბეისდღეზე აქ გამოკეტილი ? არა კი გაგვაფრთხილე არაფერს ვაპირებო მაგრამ ეგ მე და შენ არ გვეხება. მოიცა რა გჭირს? არ ცხრებოდა ნინი.
კატო დეტალურად მოუყვა ყველაფერს და შერლოკ ჰოლმსივით ჩაფიქრებულ ნინის კალთაში ჩაუდი თავი.
-აიიიიი ხო ვამბობდი არა ? მეც ვამბობ ხოლმე ხანდახან ჭკვიანურს. ანუ ეგ იყო და ანუ უყვარხარ .ეხლა რა იქნება? შენ რას ფიქრობ მოგწონს? გიყვარს? ან რანაირად? მერე ბაბუცა?
-ნინიიიი , რა მომწონს და რა მიყვარს რაებს ბოდიალობ? ვერ გაიგე რა გითხარი?
-კარგად გიცნობ კატო, რადგან ასე ნერვიულობ ესეიგი მიზეზი გაქვს, ეგ მიზეზი კიდე პაპასკირია ეგ ორივემ კარგად ვიცით, აი ბაბუცა კი ნაღდად მოკლავს ამჯერად.
-ნუ სულელობ. ნიინი რა ნუ მიშლი ნერვებს წადი ყავა მოიტანე .
უკვე ერთი კვირა გავიდა მომხდარიდან. დუდუ სახლში გაწერეს და უკვე ფეხზეც დამდგარიყო, მოძლიერებულიყო და მუშაობასაც შედგომოდა . ნელ-ნელა მაგრამ მაინც ცდილობდა აბა ისე რა გააჩერებდა. კატო არ გამოჩენილა ამ ხნის განმავლობაში. მარტო ბიჭების ზარებს პასუხობდა, მოიკითხავდნენ ერთმანეთს და ზარიც მაშინვე სრულდებოდა.
პაპასკირს მოთმინების ფიალა ევსებოდა, ახლა იმაზე მეტად უნდოდა კატო ვიდრე მანამდე მაგრამ ვერც ვერაფერს აკეთებდა , მშვენივრად ესმოდა რომ დრო სჭირდებოდა იმის გასააზრებლად რაც გაიგო და დუდუც აძლევდა დროს .
კატოს გიორგისთვის ხმა არ გაუცია მას მერე რაც ხელი გაარტყა. დედასთან თითქოს ცოტა დაუთბა ურთიერთობა მაგრამ ბაბუცასთან შერიგებას არ აპირებდა, ის უფრო აცოფებდა რომ გიორგი ბოდიშის მოხდასაც არ აპირებდა, პირიქით ამაყობდა კიდეც ალბათ თავისი საქციელით.
ცოფდებოდა იმაზეც რომ დუდუ არ ჩანდა , გიჟდებოდა ისე უნდოდა მისი ნახვა, უნდოდა ეგრძნო რომ უყვარდა და მისთვის იბრძოდა.
- ჰა აბა რა ვქნათ როსტოვსკიზე? ძაანაც ნუ გავწელავთ , სულ არ დაიკარგოს ის დე#### ვეღარ ითმენდა ნიკა.
აი რაც შეეხება როსტოვსკის , რუსეთში მოღვაწე წარმოშობით , ქართველი რეციდივისტი რომელსაც დუდუ პაპასკირი ჭირის დღესავით ეზიზღებოდა.
მას შემდეგ დაეძაბათ სიტუაცია რაც დუდუმ ნარკოტიკების საქართველოში შემოტანაზე უარი უთხრა. იდეალურად აწყობი მექანიზმი შესთავა პაპასკირს. წამალი იმისი იქნებოდა , შემოტანა და გასაღება დუდუზე უნდა ყოფილიყო , მოგება კი 50-50ზე . შემოტანა და გაყიდვა დუდუს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, იქიდან გამომდინარე რომ მანქანებით ვაჭრობდა და მანქანებთან ერთად ადვილად შემოაპარებდა, გასაღებაც არ იქნებოდა პრობლემა ავტორიტეტული პიროვნება იყო , ფლობდა კლუბს და ადვილად გაყიდდა.
გეგმა ნამდვილად გააზრებული და კარგად გათვლილი იყო მაგრამ დუდუსგან და ბიჭებისგან კატეგორიული უარი მიიღო რასაც აშკარად არ ელოდა. როსტოვსკიმ სხვა პარტნიორი მალევე იპოვა . თავიდან უპრობლემოდ შემოჰქონდათ , მერე ერთ-ერთი პარტიის შემოტანისას საზღვარზე სპეცოპერაცია მოუწყვეს და მთლიანი ტვირთი ჩამოართვეს. სერიოზული ზარალი ნახეს მაშინ მან და მისმა პარტნიორებმა.აშკარა იყო რომ როსტოვსკი ჩაუშვეს და მანაც მაშინვე ეჭვი პაპასკირზე და მის ხალხზე მიტანა და რატომღაც დარწმუნდა კიდეც რომ ნამდვილად დუდუმ ჩაუშვა ,თუმცა პაპასკირი არაფერ შუაში იყო . იმის მერე გადაეკიდნენ ერთმანეთს. ყოველთვის იცოდნენ ბიჭებმა რომ ეგ ამბავი ეგრე არ ჩაივლიდა, იმიტომ იყო რომ არც უძებნიათ დამნაშავე და მალევე გავიდნენ როსტოვსკიზე.
- მუშტერბის ქნევას არ დავიწყებ ნოკაუტი მჭირდე3ბა ეგრევე . გუშინ გავაშელს ველაპარაკე , ისიც რუსეთშია , იციან ყველაფერი , ის არ იციან როსტოვსკი სად ჯანდაბაშია, არ ჩანსო. როგორც იმან მითხრა იმ საქმის ჩავარდნის მერე ბევრი გადაუმტერებია , ვალები აქვს და ვერც იხდისო, დიდი პარტია ჩამოურთმევიათ.
იტოკში უნდა გავიგოთ აქ ვინ ჩაუშვა სხვანაირად ვერ მოვიშორებთ , მარა მანამდე ისე უნდა გავუერთიანო ის ცხვირპირი რო თვითონ ვერ იცნოს თავისი თავი .
-ბაზარი არაა მარა ჩვენ როგორ გავიგებთ მაგაზე გიფიქრია?
-აი დანელიას ხო ყავს სამინისტროში ნაშები და საქმის დეტალებში ჩაგვაჭყიტონ , ჰა ნიკუშ რას იტყვი მოაგვარებ?
-ვეცდები მაინც.
-მიდი მიაწექი რაა და მერე ჩავაკითხოთ იმ ს***** და სახე გავაძროთ.
ყელაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნა შეძლებისდაგვარად რათქმაუნდა. სექტემბერი მალევე მოვიდა და კატოს სკოლა დაეწყო. დანელია მთელი ძალებით ცდილობდა გაეგო ვინ დააჭერინა როსტოვსკი . დუდუ უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა და როგორც იქნა გადაწყვიტა კატოსთან მისულიყო.
უკვე ერთი კვირის დაწყებული ჰქონდა კატოს სწავლა , საღამო დროს ვერაზე , მასწავლებლისგან მოდიოდა დუდუს რომ აესვეტა მანქანით წინ.



№1  offline წევრი mia15

კარგი ისტორია ძალიან .ველი შემდეგ თავს

 


mia15
კარგი ისტორია ძალიან .ველი შემდეგ თავს

მადლობა დიიიდი დიიიდიი <3 მალე იქნება შემდეგიც :*

 


№3 სტუმარი სტუმარი Waka

Ra kai dros shewyvite ra iyo ar gecodebit :-D :-D momewona kai tavi gamovida ... momwons dudu da kato ... mara babucas cota zedmeti mosdis mtlad ar unda gaertya distvis :(

 


სტუმარი Waka
Ra kai dros shewyvite ra iyo ar gecodebit :-D :-D momewona kai tavi gamovida ... momwons dudu da kato ... mara babucas cota zedmeti mosdis mtlad ar unda gaertya distvis :(


:D :D არ არის ბაბუცა ცუდი ბიჭი უბრალოდ ცოტას ურევს ხოლმე :D
მადლობა <3

 


№5  offline წევრი marikuna18

სულ მოულოდნელად ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡ მაგარი გოგო ხარ♡♡♡

 


marikuna18
სულ მოულოდნელად ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡ მაგარი გოგო ხარ♡♡♡


<3 <3 მე კიდევ შეფასებას ველოდები ხოლმე მოუთმენლად :* :* მადლობა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent