ერთჯერადი სტუმარი 18+ (თავი 9)
უკვე ერთი თვეა რაც ნანო გერმანიაშია, ანუ ერთი თვეა რაც ალექსანდრესთან ვცხოვრობ, სწორი იყო, რაც გამოცდები ჩააბარა და ოფიციალურად გახდა გამომძიებელი, სახლში მართლაც ღამე მოდის, ამჯერად ბარში მხოლოდ დამიანესთან საჭორაოდ მივდივარ, თუ ალექსანდრეს არ ცალია, მის რომელიმე მეგობარს მაინც ვხედავ ჩუმად კუთხეში მიყუჟელებს. რამდენი ვიჩხუბეთ ამ თემაზე ვერაფერი შევასმინე, მაგრამ ამ ბოლო დროს ხასიათი ისე შემეცვალა და ისეთი შიში დამჩემდა ხმასაც არ ვიღებ. ნანოს ერთი ოპერაცია გაუკეთდა, ორ დღეში მეორე უნდა გაიკეთოს და შემდეგ ვარჯიშს დაიწყებს. ახლაც ალექსანდრეზე მიხუტებული იატაკზე შიშვლები ვართ და გული უეცრად ისე ამეწვა ხელი მოვიკიდე. ალექსანდრეს შეშინება არმინდოდა, ამიტო წყალი მოვიმიზეზე და სამზარეულოში გავედი. მთელი სხეული მიცახცახებდა, ვერაფრით დავწყნარდი სანამ უკნიდან ალექსანდრე არ მომეხვია. -უშენოდ შემცივდა. -დღეს ორი თვე გახდა რაც ერთად ვართ. -ერთად ვართ? რაღაცნაირად ჟღერს ერთად ვართ როცა ერთად ვცხოვრობთ. -ვერ მივხვდი... -რას ვერ მიხვდი ნინელი? მე რეგიონში გაზრდილი ვარ, თბილისური „სვეცკობები“ და შეყვარებულების ერთად ცხოვრება საჩემო არაა, როცა აქ გადმოსვლა გთხოვე ჩემთვის ეს შენთვის ცოლობის თხოვნის ტოლფასი იყო, სამსახურში ცოლიან კაცად მთვლიან და რადგან ოფიციალური საბუთი არ გვაქვს იმას არ ნიშნავს რომ ჩემთვის უბრალო შეყვარებული ხარ._პირი დავაღე ხმა რომ ამომეღო, მაგრამ არ მაცალა_ ხო ვიცი ახლა უნდა მითხრა რა დროს ცოლობაა ორი თვეა გიცნობ და ასეთი ცხოვრება მაქვსო, მაგრამ მხოლოდ ორ შეკითხვას დაგისვამ და რას მიპასუხებ დაფიქრდი... რას ხედავ როცა მიყურებ? განსაკუთრებით თვალებში და რას გრძნობ როცა გეხვევი?_მაგიდაზე შემოჯენილი დამტოვა და ოთახისკენ წავიდა. ვა ი მე. მეთითონვ ვგრძნობდი ჩემს გაფართოებულ თვალებს ისე მტკიოდა. მე და ცოლი. ნინელი და ცოლი? მე გარყვნილი მე*ავობამდე მისული ქალი და ცოლი. გაბრაზებულმა შევიჭმუხნე წარბები და ოთახისკენ გავირბინე. კარადასთან იდგა და იცმევდა. -რა უფლება გაქვს მითხრა ჩემი ცოლი ხარო, მერე გამოიქცე და ჩაცმა დაიწყო?_გაკვირვებულმა ამომხედა ჩემ ყვირილს არ ელოდა. არც მე -ნინელი... -რა ნინელი რა? ტვინი ამირიე, თავი შემაყვარე, შენს გარდა თუ კაცი არსებობს ვერც კი ვამჩნევ და მერე უცებ დგები და მიცხადებ ცოლი ხარო? სულ გინდა გამაგიჟო? -მე რმ გამაგიჟე?_ნელა მომიახლოვდა და ცალ კუთხეში ჩაეცინა. -ჯანდაბა, გვერდულად ნუ მიცინი._წუთის წინ ჩანაცვამი მაიკა წამში მოვაძვრე სხეულიდან და ხელები მოვხვიე. მე ისედაც შიშველი ვიყავი, ამიტომ თავისუფლად დამაგდო ლოგინზე და ზემოდან მომექცა. თითებით რომ მკერდზე წრეების მოხაზვა დაიწყო უკვე ვკრუტუნებდი. აი ხელები რომ ტუჩებით ჩაანაცვლა და *უძუს თავი კბილებში მოიქცია და ენით წაეთამაშა სრულიად გავითიშე. არვიცოდი ეს ახალ ახალი იდეები საიდან მოქონდა, მაგრამ ყოველდღე მიმტკიცებდა რომ მის ბავშვობაზე შევცდი. რატომ ტოვებს ადამიანი კომპიუტერს ჩართულს როცა ქმართან ერთად მარტო ცხოვრობს? ხომ შეიძლება ვინმემ დაურეკოს უცხოეთიდან და ხელი შეუშალოს? ისე სიამოვნებით ვპასუხობდი ალექსანდრეს ბიძგებს ჩემს სხეულში სკაიპის ზარი მხოლოდ მაშინ გავიგეთ როცა ნანო თურმე უკვე მესამედ რეკავდა. ლამის გინებით წამოხტა ალექსანდრე ფეხზე ვინ არ ჩერდებაო, მაგრამ როგორც კი ნანოს სახელს მოკრა თვალი მაშინვე უპასუხა და საწოლისკენ წამოვიდა. -ჰალოოო, როგორ ხართ? -ოჰ გერმანულს ვსწავლობთ ქალბატონო? _გამეცინა. ალექსანდრემ კი ნანოს მშვიდი ხმა რომ გაიგონა მიხვდა საჭორაოდ რეკავსო და ამოიხვნეშა: -ქალბატონო ცოლის დავ, როცა წყვილი ცალკე განმარტოებით ცხოვრობს და საჭორაოდ ურეკავ, იქნებ და ჯერ მესიჯი მიწერო, ზარით რაიცი რა დროს დარეკავ_ბუზღუნით გავიდა სააბაზანოსკენ და კარი მიიჯახუნა. სიცილით გადავიცვი პერანგი და ნანოს თვალი ჩავურთე. დამფრთხალი მიყურებდა. -ეს ისაა რასაც მე ვფიქრობ? -ხო ისაა, ზუსტად შუა პროცესში_მისი სახე რომ დავინახე ხარხარი დავიწყე და ცრემლებიც კი მოვიწმინდე. მერე უცებ თვალები გაუდიდდა და ხელები წინ გაასავსავა. -მოიცა მოიცა, ალექსანდრემ წეხან რა დამიძახაა? -ცოლის და. -ისადა? როგორო? რა ხარო? -მისი ცოლის და_გამეცინა. ხანდახან მე და ნანო ისე ვგავდით ერთმანეთს. -გთხოვ დაო მითხარი რომ ჯვარი უჩემოდ არ დაიწერეთ რა_საცოდავად ამომხედა ნანომ. -არა ნან, აქ რომ გადმოვედი ავტომატურად ცოლად მთვლის თურმე და მე ეს ყველაფერი დღეს გავიგე. -ღმერთო ახლა მოვკვდები რა საყვარელიაა, ვინმე მისნაირი მეც მინდა რა, სანამ ჩამოვალ გამიმზადეთ._ჩემი გული მთელი პირით იღიმოდა ნანოს ბედნიერ სიცილს რომ ხედავდა. -შენ როგორ ხარ? ოპერაციისთვის ემზადები? -აღარ მჭირდება_ეშმაკურად გამიღიმა ნანომ -ვერ გავიგე? -დილით შეგრძნება დამიბრუნდა. -რააა? შენ რა ხუმრობ? ვაიმე ნანოოოო, ალექსაანდრეეეეე_ბოლო ხმაზე გავკიოდიდა აბაზანის კარს ვუყურებდი. ისევ სიცილი ამიტყდა სულ სველი საპნიანი ალექსანდრე დაფეთებული რომ გამოვარდა და იარაღისკენ აპირებდა გაქცევას მოხარხარე რომ დამინახა და შედგა. -მკლავ ნინელი? -ნანოს შეგრძნება დაუბრუნდა ალექსანდრე, სიარულს შეძლებს_მთელი ძალით გავექანე და ალექსანდრეს წელზე შემოვახტი. -თქვენ აღნიშვნა გააგრძელეთ ჩემთან ექიმი შემოვიდა და წავედიიიი_ბუნდოვნად ჩაგვესმა ნანოს ხმა. -ნუ თუ აღნიშვნა უნდა გავაგრძელოთ გაწყვეტილი საქმის გაგრძელებაზე რა აზრის ხარ? მაგალითად სააბაზანოშიი? -არ უნდა იყოს ბატონო გამომძიებელო ცუდი აზრი. კაბინამდე კოცნით მიმიყვანა, ზურგით გაყინულ კედელს ამაკრა დუშის ქვეშ და ფეხები მის თეძოზე შემომადებინა. ამ წუთებში გონებას ისე მაკარგვინებდა აღარაფერი მახსოვდა. მაშინ გამოვფხიზლდი პირსახოცი რომ შემომახვია და პატარა ბავშვივით რწევით გამიყვანა ოთახამდე. -ისე შენი და რომ ჩამოვა ჯვარი არ დავიწეროთ? -ჯერ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და მერე ვიფიქროთ მაგაზე. -უკვე წარმომიდგენია ჩვენი შვილი როგორ ირბენს ყოველ დილით ჩვენი საწოლიდან გთავის ოთახში_სიცილით გაწვა ლოგინზე და ვერ შეამჩნია როგორ გავშეშდი. ღმერთო მას ნორმალური ოჯახი, ცოლი და შვილები უნდოდა. მაგრამ მე? მე უკვე დიდი ხანია ამაზე არ მიფიქრია და მითუმეტეს მას შვილს ვერ გავუჩენდი, ეს ხომ თავიდანვე იცოდა? -შვილები გინდა? -რა თქმა უნდა მინდა ნინელი, რომელ კაცს არ უნდა შვილები? სამსახურიდან დაღლილი კარს რომ ცოლი გაგიღებს და შვილი ფეხზე შემოგეხვევა მამიკო რა მომიტანეს ძახილით. ეს ვის არუნდა? -მე. -ვერ გავიგე?_უცებ წამოჯდა ალექსანდრე და დამაკვირდა. -ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? -რაზე ნინელი? არცერთ დიალოგში გითქვამს შვილი არ მინდა. -არ მინდასა და არ შემიძლიას შორის განსხვავებაა. შენ ჩემი ტრავმა იცი ალექსანდრე, იცი რომ შვილი არ გვეყოლება და ჯვრისწერაზე და საოცნებო ოჯახზე დამიწყე ლაპარაკი, როცა მეც მთელი ცხოვრება მაგაზე ვოცნებობდი და ერთ საათში წამერთვა ყველაფერი. იცი რა ეს ყველაფერი შეცდომა იყო, არაფერი გამოგვივა, რასაც შენ ეძებ მე იმას ვერ მოგცემ და სანამ ისე შეგვიტოპავს რომ უკან დასახევი გზა აღარ გვექნება ჯობია ახლა მოვრჩეთ._ხმის ამოღებაც არ ვაცალე ისე გავიქეცი დამიანესკენ. ახლა რომ არ დამელია არვიცი თავს რას ვუზამდი. ლამის მე დავჯექი ტაქსის მძღოლად სწრაფად რომ მივსულიყავი. ბარი როგორც ყოველთვის გადაჭედილი დამხვდა, მაგრამ დახლთან ჩემს ადგილს ყოველთვის ვიპოვიდი. -დამიანე, რამე ძლიერი._გაუკვირდა მაგრამ უხმოდ შეასრულა. -ოჯახი და შვილები უნდა წარმოგიდგენია? ღმერთო რა უიღბლო ვარ, დამიანე მითხარი რა მჭირს? ასე როგორ შემიყვარდა და თან ვშორდებით. ჯანდაბა ფხიზელი ვერ გავუძლებ, მეორეც დამისხი_ბევრი ვისაუბრეთ, ჩემი დამშვიდება ვერ შეძლო, თუმცა გულის გადაშლამ ცოტა მიშველა. დამიანემ ხელი ჩამჭიდა ტაქსამდე რომ მივეყვანე, მაგრამ კართან გახედვისას ისეთ ადამიანს მოვკარი თვალი, გავშეშდი, გონება გადამეკეტა, სისხლის სწრაფ მოძრაობას ვგრძნობდი ვენებში, მთელი სხეული გამეყინა და ბოლოს რაც მახსოვს მისი ირონიული გაღიმება და გვერდული ჩაცინება იყო. ------------------------------------------- მაპატიეთ მეგობრებო რაღაც ეს თავი ისეთ ექსტრემალურ პირობებში დავწერე იმედი მაქვს ჩავარდნად არ ჩამითვლით, დიდი მადლობა თქვენი თბილი კომენტარებისთვის :))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.