შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები 7


24-04-2018, 15:22
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 3 923

-კარგი რა?! მეხუმრები?-ალექსი წუთით გაჩუმდა. მის ყურზე მიდებული მობილურიდან გაურკვეველი ზუზუნი ისმოდა. ბიჭმა ცისფერი თვალები გადაატრიალა და მე შემომხედა-კარგი, კარგი. ავიტან ამ ალქაჯს ცოტა ხანს.-თქვა მან და ტელეფონი ტყავის ჯიბეში ჩაიდო.
,,ამ წამს ალქაჯი მიწოდეს თუ მომეჩვენა?''
-რა მოხდა?-ვკითხე ხმამაღლა, მაგრამ პასუხი ისედაც ვიცოდი.
-წავიდა-ამოიოხრა ბიჭმა- მთელს კლუბში გეძებეთ და რომ ვერ გიპოვეთ, წავედიო.
-სოფის დაშორდა? - ვკითხე ინტერესით.
-კი. თურმე ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონია.-გაეღიმა ალექსს- ბოლო წამამდე ვერ იჯერებდა, რომ მიატოვეს.
-ლუკა როგორაა?
-კარგად. თავისუფლებით ვტკბებიო.
-ახლა რა ვქნათ?-ვკითხე.
ალექსი წუთით ჩაფიქრდა.
-ბარში წავიდეთ!-მოაფიქრდა ბოლოს.
-რატომ?-გავიკვირვე მე.
-სალაპარაკო გვაქვს.-მიპასუხა და ტაქსის ხელი აუქნია.

ბარი ზუსტად ისეთივე იყო როგორიც მახსოვდა. დღეს ბენდი არ უკრავდა და სიჩუმე სუფევდა, რომელსაც მხოლოდ აქა-იქ ჩუმი ლაპარაკი არღვევდა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ბარი ნელ-ნელა იცლებოდა. ბარმენმა გაგვიღიმა. ალექსს აქ როგორც ჩანს ისედაც ყველა იცნობდა, იმ საღამოს შემდეგ კი მეც გამიცნეს.
თავისუფალი მაგიდა დავიკავეთ თუ არა, თავზე ნაცნობი ოფიციანტი წამოგვადგა. ნამდვილი მკვლელის სახით მიყურებდა.
-რას ინებებთ?-ჰკითხა ალექსს ღიმილით.
-ჩემთვის მარტინი მოიტანე. შენ რა გინდა?-ცისფერი თვალები შემომანათა.
მიმტანი უხალისოდ მომიტრიალდა.
-იგივე, რაც ჩემს საქმროს-ვთქვი და საკუთარი თავით კმაყოფილი ღიმილი შევანათე ბიჭს.
მიმტანი ადგილზე გაშრა. სახეზე ახალი ინფორმაციით მიღებული შოკი აღბეჭვდოდა. საშინელი კმაყოფილება ვიგრძენი, როცა ალექსის ბრაზიან თვალებს მოვკარი თვალი. გაბრაზებულიც კი როგორი ლამაზი იყო!
მიმტანი გოგო მალე მოეგო გონს და შეკვეთის მოსატანად, არეული ფეხით წავიდა.
-ჯარდაბა! არადა როგორ მომწონდა!-ამოიოხრა ბიჭმა.
-სამაგიერო გადახდილია.-ვუთხარი დამცინავი ღიმილით.
-სამაგიერო რისთვის?-ოსტატურად გაიკვირვა.
-იმისთვის, რომ პირდაპირ ჩემს ძველ სამეგობროში დაიწყე გოგოზე ნადირობა.- მივახალე გაბრაზებულმა.
-ეგ შენმა საყვარელმა კრისმა გითხრა?-სარკაზმი არ დააკლო სიტყვებს.
-ჯერ ერთი-ჩემი საყვარელი კრისი არ არის და მეორე-არ მითხრა რომ სიმართლე არაა!
-დიახაც, არაა! იმ გოგოს კი არ ვეფლირტავებოდი, ვთაფლავდი.
-იქნებ ამიხსნა ამ ორ შორის რა განსხვავებაა?
-ვფლირტაობ მაშინ, როცა ღამის პარტნიორი მჭირდება და ვთაფლავ მაშინ, როცა ინფორმაცია მჭირდება. ამ ორ შორის, დიდი განსხვავებაა.-ამიხსნა მან და სკამზე გადაწვა.
-ინფორმაცია?-პირი დამიშრა და ცივმა ოფლმა დამასხა- რა ინფორმაცია?
-აი მაგალითად, რას წარმოადგენდა შენი ძველი სამეგობრო...-ცალმხრივად გაიღიმა ალექსმა.
-მაინც რა გაიგე?-ვკითხე გულის ფანცქალით.
-მაგალითად ის, რომ მაგ ოთახს ,,კაიფის ოთახს'' ეძახიან. ზუსტად გავარკვიე - რატომ. ისიც გავიგე, რომ ადრე მათთან მეგობრობდი, მაგრამ მერე მოულოდნელად წამოსულხარ.
-თითქმის ყველაფერი გაგირკვევია.
-თითქმის.-შავი თმა უკან გადაიყარა ბიჭმა-ერთ რაღაცას ვერ ვხვდები... რატომ წამოხვედი?
ღრმად ჩავისუნთქე.
-იქ ჩემი ადგილი არ იყო-ვუპასუხე მარტივად.
-რაში გამოიხატებოდა?-ჩამეძია ალექსი.
-მათნაირი არ ვიყავი... ვერ ვიყავი. მთელს სამეგობროში მე ერთადერთი ვიყავი, ვინც კაიფზე უარს ამბობდა. არც მათსავით მაღალ საზოგადოებაში ტრიალის მოყვარული ვიყავი. არც კლუბები და ხმაური მხიბლავდა. თანაც... ბოლოს... ისინი ჩემში ზიზღის მეტს ვერაფერს ვეღარ იწვევდნენ.
-მაშინ მათთან საერთოდ რატომ მეგობრობდი?
-თავიდან დედას გამო. სულ იმას მიმეორებდა, მათთან იმეგობრე, კარგი ბავშვები არიანო - ტკივილნარევი ირონიით ჩავიცინე-არადა რეალურად, ის ბავშვები კი არა, მათი მშობლების ფულები უფრო ადარდებდა. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე მათ. განსაკუთრებით კრისთან ვმეგობრობდი. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყეს. მათთან შეხვედრას მუდმივად თავს ვარიდებდი. კრისს თითქმის სულ ჩამოვშორდი. შემდეგ კი სიყვარულშიც გამომიტყდა... ჯანდაბა! რამე ძლიერი შეუკვეთე რა!
ალექსი პირდაპირ თვალებში ჩამაჩერდა. მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა მზერით მიყურებდა. მის თვალებში აღარ იყო აღარც სარკაზმი, არც დაცინვა და არც ირონია.
-სწორად მოიქეცი, რომ წამოხვედი.-მითხრა თითქმის ჩურჩულით.
გაკვირვებულმა ავხედე.
-რას გულისხმობ?
-ეგ ადამიანები... ჭაობში ჩაგითრევდნენ. მიხარია, რომ მათ თავი დააღწიე.
გულში რაღაც თბილი და სასიამოვნო ჩამეღვარა. ალექსს ნაზად გავუღიმე. თვითონაც ჩატეხა ტუჩის კუთხე.
და ჩვენი ნაცნობობის ისტორიაში პირველად ვუღიმოდით ერთმანეთს გულწრფელად.
-თქვენი მარტინი...-მიმტანმა მარტინი მაგიდაზე დაგვიდგა, თუმცა ეს ის მიმტანი არ იყო, რომელიც წეღან მოგვემსახურა.
-იმ გოგოსთან რა ურთიერთობა გქონდა? - ვკითხე, როგორც კი მიმტანი ჩვენს მაგიდას გაეცალა.
-არაფერი სერიოზული, ხანდახან ვერთობოდით ხოლმე.-მიპასუხა და თავისი მარტინი მოსვა.
არ მინდოდა წარმომედგინა, რას გულისხმობდა გართობაში, ამიტომ მეც მარტინი მოვსვი გაუბედავად.
-ნუ ღელავ-გაიცინა ალექსმა-ამჯერად მართლა მარტინია.
-არ ვღელავ.-ვუთხარი და სასმელი ერთი ამოსუნთქვით ჩავცალე.
ვხვდებოდი, რომ რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ არ იცოდა როგორ ეკითხა.
-ანა... მამაშენი...-წამოიწყო ალექსმა.
თავი დავუქნიე.
-გარდაიცვალა, ექვსი თვის წინ.
არაფერი უთქვამს. არც მჭირდებოდა. ახლა სიჩუმე ჩემთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე გაცვეთილი, შაბლონური სიტყვები.
-რა მოხდა?-მკითხა დიდ ხნიანი სიჩუმის შემდეგ.
-სუპერ ბანალური მიზეზი... საგზაო ავარია. მთვრალი მძღოლი დაეჯახა. ის გადარჩა, მამა ვერა.-სიმწრით ჩავიცინე.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
-და...- ისევ წამოიწყო ალექსმა- ჩემზე რატომ ქორწინდები?
თვალებში შევხედე. ვფიქრობდი უნდა მეთქვა, თუ არა.
-მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, კომპანიამ გაკოტრება დაიწყო. თქვენს კომპანიასთან გაერთიანება, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსია.
-ჩემზე იმიტომ ქორწინდები, რომ კომპანია გადაარჩინო?
-უნდა გამიგო... არ შემიძლია მამაჩემის მთელი სიცოცხლის ნაწვალები, ასე მარტივად გავატანო ქარს.
-მესმის - მიპასუხე. რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.
-მე...- დაიწყო ისევ და თვალებში ჩამხედა- ყველანაირად ვცდილობდი შენთვის თავი შემეზიზღებინა, რომ ქორწილზე უარი...
-ვიცი ალექს! - შევაწყვეტინე თვალების ტრიალით.
თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა.
-საიდან იცი?- ხმაშიც ვერ ფარავდა გაკვირვებას.
-შენი და ლუკას საუბარი მოვისმინე- ვუთხარი.
ცოტა ხანს ისევ მიყურებდა თვალებგაფართოვებული. შემდეგ კი სარკასტულად გამიღიმა. ძველი ალექსი დაბრუნდა.
-ამიტომაც მეთამაშებოდი არა?-მკითხა ირონიით.
-მხოლოდ თამაშში აგყევი.-მხრები ავიჩეჩე ფეხი ფეხზე გადავიდე, თუმცა მაგიდის სიმაღლე ვერ განსაზღვრე და მუხლი ავარტყი. ტკივილისგან უცნაური ხმები რომ არ გამომეცა, ტუჩზე ვიკბინე.
ალექსი უცებ დასერიოზულდა. ისეთი სახით შემომხედა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-ასე აღარასდროს აღარ გააკეთო-მითხრა სერიოზული, კატეგორიული ტონით-თორემ თავს ვეღარ შევიკავებ.
კბილებს შორის მოქცეული ტუჩი გავანთავისუფლე, უკან გავიწიე და ალექსს შიშნარევი მზერა შევაგებე.
ბიჭმა ჩემს გამომეტყველებაზე თავი ვეღარ შეიკავა, თავი უკან გადააგდო და ბოლო ხმაზე ახარხარდა. უკვე ავღნიშნე როგორი სასიამოვნო სიცილი ჰქონდა...
მისმა სიცილმა გონზე მომიყვანა. წინ გადავიხარე, მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი და მოთმინებით დაველოდე, როდის მორჩებოდა ჩემს დაცინვას.
-კარგი რა პატარავ?!- აღმოთქვა ბოლოს-ხომ გითხარი, შენ არანაირად არ მიზიდავ.
სახეზე სისხლი მომაწვა. თავი შეურაწყოფილად ვიგრძენი.
-არა ხო? მაშინ პრობლემა არ უნდა გქონდეს! - ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვიკბინე ტუჩზე.
სახიდან ისევ გაუქრა ღიმილი. ჩემს ტუჩებს მიაშტერდა. გამიკვირდა. ნუთუ ასეთ ზემოქმედებას მე ვახდენდი მასზე?
ალექსის ცისფერი თვალები ისევ ჩემს ტუჩებს ჭამდნენ მზერით.
-ანა მგონი... ტუჩ... - ბლუყუნებდა -ტუჩთან... - სიტყვებს სპეციალურად წელავდა- ტუჩთან მუწუკი გაქვს.
ჩემი თავდაჯერებულობა დომინოს კოშკივით ჩამოიშალა.
თვალები გადავატრიალე.
-არ წავიდეთ? - ვკითხე ბიჭს.
-სასტუმროში?- არ დააკმაყოფილა პასუხი - ასე გეჩქარება?
-ალექს! -ბრაზი მომერია, მაგრამ მალე გამახსენდა თამაში-მართალია ოცნება სასიამოვნოა, მაგრამ ეგრე ღრმადაც ნუ შეტოპავ, თორემ მერე იმედები გაგიცრუვდება! თავიდანვე შეეგუე, თუ არ გინდა, რომ გული გაგიტყდეს.
-მართლა როგორი უკარება ხარ!-სარკასტულად ჩაიცინა- პირველად ვნახე გოგო, რომელზეც ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ვახდენ. ძალიან მიმზიდველი გამოწვევაა.
-აზრი არ აქვს ალექს, ტყუილად არ ეცადო. მამაჩემის გარდა, არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი არ მყვარებია და მისი სიკვდილის შემდეგ, ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ შევძლებ ვინმე შევიყვარო, მითუმეტეს შენ!
-რას მიწუნებ?-მოჩვენებით იწყინა.
-არ მჯერა, რომ შენნაირ ტიპებს სიყვარული შეუძლიათ!
-ეგ არც მე მჯერა.-ცისფერი თვალები წამით დახარა, თუმცა მალე დაიბრუნა ჩვეული ღიმილი-კარგი, წავიდეთ.
გაოცებული ვუცქერდი ბიჭს და ვერ ვხვდებოდი რა დასკვნა უნდა გამომეტანა მისი სიტყვებიდან.
ანგარიში გაასწორა და ღამის სიგრილეში გამიძღვა. ჩემკენ არ იხედებოდა. მე კი თვალებით ვჭამდი მის ზურგს. გარეთ გასულმა სასიამოვნო სიგრილე ვიგრძენი. საკმაოდ გვიანი ჩანდა. ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო. ტელეფონი ამოვიღე და შევამოწმე. პირველი საათი და 23 წუთი რომ მიჩვენა, თვალები შუბლზე ამივიდა. მაშინვე გამოტოვებული ზარები შევამოწმე. დარწმუნებული ვიყავი, რომ უამრავი დამხვდებოდა დედასგან. ძალიან გამიკვირდა, როცა არც ერთი არ დამხვდა.
ლუკამ თავისი მანქანა წაიყვანა, ამიტომ ფეხით გავუყევით ქუჩას. არც ერთი არ ვიღებდით ხმას, რაც ძალიან უცნაური იყო.
ალექსს გავხედე. მოზრდილი შავი თმა ასწეწვოდა. ცისფერი თვალებით თითქოს უსასრულობაში იყურებოდა. სავსე ვარდისფერი ტუჩები უპრიალებდა. პროფილიც იდეალური ჰქონდა. უცნაურია, საერთოდ არ ჰგავდა გეგას და დენიელს.
-ალექს-დავარღვიე სიჩუმე- მამაშენს რატომ მიმართავ სახელით?
თვალებგაფართოებულმა ალექსმა მხარს ზემოდან გადმომხედა. მისმა დაბნეულმა გამომეტყველებამ ჩემს ეჭვებში მეტად დამარწმუნა.
-ვერ ვხვდები, ამას რატომ მეკითხები.-მიპასუხა ცივად და ისევ სივრცეს მიაშტერდა.
-შენთან ერთი ნებისმიერი კითხვის უფლება მაქვს, რომელზეც გულწრფელად უნდა მიპასუხო, გახსოვს? ვიყენებ.-გამახსენდა მოულოდნელად.
ალექსმა ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. ხელები შეუმჩნევლად უკანკალებდა. ვხედავდი, რომ სტკიოდა რაღაც შიგნით და ჩემი ეჭვები საბოლოოდ იქცა რეალურად.
ბიჭმა რამდენჯერმე გააღო პირი და ისევ დახურა. ვერანაირად ვერ ახერხებდა ამ სიტყვების თქმას.
-გეგა მამაჩემი არ არის.-განაჩენივით გაიჟღერა მისმა სიტყვებმა სიჩუმეში.- მიშვილეს.
გაჩუმდა.
დუმილით მივუყვებოდით უსასრულო ქუჩას.
-თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყოველთვის ვიცოდი. ყოველთვის პრობლემური ბავშვი ვიყავი. უამრავ რაღაცას ვაფუჭებდი. გეგასთვის ნამდვილი თავის ტკივილი ვიყავი... ვარ. -ბოლო სიტყვა ჩურჩულით დაამატა.-მაგრამ მას არასდროს შეუქცევია ჩემთვის ზურგი. მუდამ მხარში მედგა და ჩემს გაფუჭებულს ასწორებდა. ისევე როგორც მისი ცოლი...
-მისი ცოლი?-ჩავეძიე.
-გარდაიცვალა. შვიდი წლის წინ, კიბოთი.-იმხელა ტკივილი ჩანდა მის თვალებში, რომ ვეღარ მოვითმინე, ხელი მის ხელს ჯერ გაუბედავად, შემდეგ კი უფრო გაბედულად ჩავჭიდე. არ შევიმჩნიე ელექტროენერგია, რომელმაც შეხებისას დამიარა. არც ალექსის გაკვირვებული მზერა. ძალიან თბილი და ნაზი ხელი ჰქონდა. თავიდან გაკვირვებული მიცქერდა. შემდეგ კი ოდნავ ჩაიღიმა და ხელი ოდნავ მომიჭირა.
არ ვიცი რამდენ ხანს მივდიოდით ასე, ხელი-ხელ ჩაკიდებულები. ერთმანეთის ტკივილს ვიზიარებდით და ხმას არ ვიღებდით.
-ანუ მაინც წავიდეთ სასტუმროში?-ბოლოს სიჩუმე დაარღვია ბიჭმა.
-ღმერთო, ალექს!-შევუყვირე და ხელი გამოვტაცე.
-ღმერთი არ ვარ, გარწმუნებ-ირონიულად გაიღიმა ბიჭმა.
ძველი ალექსი დაბრუნდა. ისევ. მართლაც როგორი უდარდელი ბიჭის ნიღაბი ჰქონდა მორგებული. და შინაგანად... რამხელა ტკივილს განიცდიდა.
აი თურმე რა... ამ სარკაზმითა და ირონიით, მხოლოდ საკუთარ შინაგან განცდებს მალავდა. რეალურად, მას გაცილებით უფრო სტკიოდა სული, ვიდრე უამრავს მის გარშემო. ის კი მაინც ახერხებდა ხალხისგან ეს დაემალა.
-ალექს... შენ ყველაზე... -ყოყმანით დავიწყე.
-სიმპატიური?-სიტყვის შეშველება სცადა.
თავი გავაქნიე.
-ყველაზე ნარცისი ადამიანი ხარ, მათ შორის ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
გვერდითა ქუჩაზე გადავუხვიეთ.
-და ყველაზე სიმპატიურიც ხო?-დაამატა.
რა თქმა უნდა, ეგეც სიმართლეს შეესაბამებოდა, მაგრამ ამას არასდროს ვაღიარებდი ხმამაღლა.
გზაზე ტაქსი გამოჩნდა. გავაჩერეთ და შიგნით ჩავსხედით.
-ქორწილი ალბათ რამდენიმე კვირაში გვექნება.-მითხრა ალექსმა, ისე, რომ ჩემსკენ არ გამოუხედავს.
-ანუ დანებდი?-ჩავიცინე.
-რავიცი... ცოტას გავერთობი რა...-შემომიტრიალდა და ცალი წარბი დამცინავად ასწია.
-ოცნება უფასოა და არც მოგკლავს-ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და თავი ფანჯარას მივაყრდნე.
ჩემს სახლამდე ხმა აღარ ამოგვიღია. გადასვლისას შევუტრიალდი და დავემშვიდობე:
-ნახვამდის მომავალო ქმარო!
-ქორწილამდე საცოლევ!



№1  offline წევრი ეირინ

მაგარია ძაან, საინტერესო იყო, ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუ ეს ისტორია მიყვარს ძალიააააან... იმედია არ გაბანალურდება ... ველი მოუთმენლააად

 


№3  offline წევრი ubraloooo tipi

ეირინ
მაგარია ძაან, საინტერესო იყო, ველოდები შემდეგ თავს

დიდი მადლობა ❤️

ანი ანი
აუუუ ეს ისტორია მიყვარს ძალიააააან... იმედია არ გაბანალურდება ... ველი მოუთმენლააად

მიხარია რომ გიყვარს ❤️არ გაბანალურდება დამიჯერე :DD პირიქით, ძალიან ბევრი სიურპრიზი გელოდებათ ❤️❤️

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგი იყო მაგრამ მე გადამრევს ამ იჭის ცვალებადი ხასითი არადა ესეთი სიმპატიჩკას გაჯეჯვა მენანება.ასე უკეთესია ცოტა გაიხსნან,დაალაგონ ურთიერთომა

ძაააააააააააააააააააააან კაი იიყო

როგორც ყოველთვის ველოდი შენს კომენტარს ❤️ და როგორც ყოველთვის მაბედნიერებს რომ მოგეწონა ❤️ ხო, მართალი ხარ, ალექსს ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვს, მაგრამ ეს ჩემი აზრით იმითაა განპირობებული, რომ მას საკუთარი გრძნობების წარმოჩენა არ შეუძლია და მუდმივად მის დაფარვას ცდილობს.

 


№4  offline მოდერი Someone wandering

კიდევ დიდხანს მინდა ეს ირონიუული ალეექსიიი. დაა კიდევვ დიხანსს არ მინდაა რომ გამოუტყდნენ გრძნობებშ. ნუ ჯერ ერთმანეთი არც უყვართ.. ძალიან კარგიაა, ინტრიგებს ველიიი და ეჭვიანობის სცენებსს

 


№5  offline წევრი ubraloooo tipi

MaaiKoo
კიდევ დიდხანს მინდა ეს ირონიუული ალეექსიიი. დაა კიდევვ დიხანსს არ მინდაა რომ გამოუტყდნენ გრძნობებშ. ნუ ჯერ ერთმანეთი არც უყვართ.. ძალიან კარგიაა, ინტრიგებს ველიიი და ეჭვიანობის სცენებსს

მეც ეგ მინდა ზუსტად ❤️ მაგაზე ნუ იღელვებ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ირონიული ალექსის ატანა❤️

 


№6  offline მოდერი D-roni

მიყვარს ეს ორი და ბევრს ველი ამ ისტორიიისგან!
ხო და კიდევ ბევტი ტუჩზე კბენები და აშლილი ვნებები ამათ!
პირველი ისტორია და წყვილია ვისზეც მგონია რომ ძალიან ანასთეიშა და გრეი არიან!
მიყვარს ორივეე! ❤️

 


№7  offline წევრი ubraloooo tipi

D-roni
მიყვარს ეს ორი და ბევრს ველი ამ ისტორიიისგან!
ხო და კიდევ ბევტი ტუჩზე კბენები და აშლილი ვნებები ამათ!
პირველი ისტორია და წყვილია ვისზეც მგონია რომ ძალიან ანასთეიშა და გრეი არიან!
მიყვარს ორივეე! ❤️

მადლობა ძალიან დიდი❤️ აშლილი ნერვები რომ კიდევ ბევრჯერ იქნება ამას მე გპირდები ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი Lika

Ai dges ro ar dado sheileba shevwuxde yochag Ai dzalian sisakvarleaaa

 


№9  offline წევრი ubraloooo tipi

სტუმარი Lika
Ai dges ro ar dado sheileba shevwuxde yochag Ai dzalian sisakvarleaaa

ვერ ვასწრებ სორი :(( მაგრამ ხვალ ნამდვილად დავდებ ❤️

 


№10 სტუმარი mariami

am istoriiit agfrtovanebuli davrchi ❤ es gansakutrebuli iko da bolomde chamitria ❤ moutmenlad veli shemdeg tavs ❤ dzalian sasiamovnoa am istoriis mosmena ❤ sauketesota shoris sauketesoa ❤ veli am wyvilis amagelvebel utiertobas ❤

 


№11  offline წევრი ubraloooo tipi

mariami
am istoriiit agfrtovanebuli davrchi ❤ es gansakutrebuli iko da bolomde chamitria ❤ moutmenlad veli shemdeg tavs ❤ dzalian sasiamovnoa am istoriis mosmena ❤ sauketesota shoris sauketesoa ❤ veli am wyvilis amagelvebel utiertobas ❤

Wow! არ მეგონა ასე თუ მოგწონდათ! უღრმესი მადლობა ❤️ თქვენი ასეთი სიტყვები ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორია ❤️

 


№12 სტუმარი ana

აუ დღეს დადე რა????????????????

 


№13  offline წევრი ubraloooo tipi

ჟიზელი
დღეს არ იქნება? :/

ana
აუ დღეს დადე რა????????????????

თუ გინდათ დავდებ დღეს, მაგრამ პატარაა და არამგონია გეყოთ ❤️

 


№14 სტუმარი ana

სამი დღეა უკვე ველოდები, ისეთი პატარაა რო დადებაც არ ღირს?

 


№15 სტუმარი სტუმარი Autumn

კარგი ხარ ავტორო <3

 


№16  offline წევრი teengirllove

shemiyvarda ukve es storyy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent