არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (10 თავი)
-ალექს?!მმმ.ბატონო ალექს აქ რას აკეთებთ? -ვქარგავ!რას უნდა ვაკეთებდე სპორტულ დარბაზში?! -მეგონა ქალაქგარეთ იყავით. -დღეს ჩამოვედი. -კარგად დაისვენეთ? -მეგობართან და მის საცოლესთან ერთად ვიყავი,ცხენებით ვისეირნეთ და ღვინის მრავალი სახეობა დავაგემოვნეთ. -აუუუ...მომენატრა ჯირითი. -ჯირითობთ კიდეც?-გაეცინა. -კი, რა თქმა უნდა და ძალიანაც მიყვარს. იატაკზე გაწოლილმა ბიჭმა წამოიკვნესა. -უი,დამავიწყდი.-პირზე ხელი დემონსტრაციულად მივიფარე. ფეხი ავიღე,ბიჭი კი წამოდგა და წამში გამეცალა,მე რგოლისკენ წავედი და პირვანდელ ფორმას დავუბრუნდი. -ხანდახან მგონია,რომ ეს ასე რამეს მოიტეხავს.-მიკა გამოჩნდა,რომელმაც ჩემს დანახვაზე თავის ქნევა დაიწყო. -მე კი მეგონა უკვე შევეჩვიე—მეთქი და ყოველ ჯერზე ახალი რაღაცეები მოსდის თავში. -აბა! არ თქვა,ორი წლის წინ ხიდის კიდეზე იჯდა...ისე იცი რომ მოაჯირებზე ჯდომა უყვარს?-ჰკითხა მიკამ ალექსს. -კი,რომ დავინახე გული გამისკდა. -შენ მე მკითხე!...ხო და იმ ხიდიდან წყალში ჩავარდა და ხელი მოსტყდა. -რაა? -ხო და შემდეგ ისე იძახდა არაფერია გადავიტანო თითქოს იმ წამს უბრალოდ ეკალი შეერჭო თითში. -შემდეგ?-ალექსი აშკარად დაინტერესებული ჩანდა,მე ამოვიგმანე და ჩარევა ვცადე. -კარგი გეყოთ,ხელი ვის არ მოუტეხავს. -ხო აბა რაა,ხშირია შენნაირი ჩვევების მქონე ხალხი.-მიკამ თვალები გადაატრიალა. -მორჩა—თქო.-რგოლიდან ჩამოვხტი. გასახდელში შევედი რომ გამომეცვალა,კარის გაღების ხქმა რომ გავიგე,ვიფიქრე რომ მიკა იქნებოდა,ამიტომაც ისე დავიწყე ჩხუბი არც კი შევბრუნებულვარ. -რეებს ყვები გოგო,ან საერთოდ რამ გადაგაწ...-წელზე ძლიერი ხელები შემომეხვია და ყურში ჩამჩურჩულა. -მომენატრე... იმ წამს ვეღარაფერზე ვრეაგირებდი,ალექსი კი იგა და მეხვეოდა. წამში მოვედი გონს და თავს შევუძახე.„მარიამ!მოშორდი,ეუხეშე, რამე უთხარი". -ხელები.-ხელებზე დავარტყი. -მერი... -ვიცვლი ბატონო ალექს და თუ შეიძლება გაბრძანდით.- შემოვბრუნდი. უცნაურად შემომხედა. -რა დავაშავე? -შენი აზრით?!აბა მომენატრე და ხელის შემოხვევები რა იყო? -თავიდან ვიწყებთ? -რას? -კარგი როგორც გნებავთ,ქალბატონო მერი.-ალექსი ოთახიდან გავიდა. გაბრაზებული იყო აშკარად,რადგან როცა გავედი წასული დამხვდა. -რა უთხარი გოგო ასეთი?-მომვარდა მიკა. -ვის? -რა ვის!ალექსს!გიჟივით გამოვარდა და წავიდა. -ვუთხარი,რომ ზედმეტები მოსდიოდა. -და რა გააკეთა ასეთი? -მითხრა მომენატრეო. -მერე?მორთე ისტერიკა?ბავშვივით იქცევი! -მეე?არაფერიც!მე უკვე გადავწყვიტე,რომ არაფერი არ მოხდება, მე უფროსი ვარ ის კი ჩემი პარტნიორია,მეტი არაფერი. -ნეტა შენი სიტყვების თავად მაინც გჯეროდეს. -დიახაც მჯერა. -კარგი გვეყო,წამო რა ჩემთან დარჩი.-მთხოვა მან. -წამო. ის ღამე მიკას სახლში გავატარე,ჯერ ფილმს ვუყურეთ, შემდეგ ორი საათი ვისაუბრეთ გაუთავებლად,ბოლოს ორივეს ჩაგვეძინა.მეორე საღამოს მიკას დავემშვიდობე და სახლში წავედი,მისაღებში დივანზე მჯდარი ალექსი დავინახე,სახე ხელებში ჩაერგო თავიდან შევშფოთდი,შემდეგ მივედი და სიბნელეში გვერდით მივუჯექი. -მერი...-თვალცრემლიანმა შემომხედა და მომეკრო. -ალექს?!რა გჭირს?!ცუდად ხარ? -მე არა...ჩემი მეგობარი საავადმყოფოშია...ავარიაში მოყვა და მძიმედაა.-ალექსი ხმამაღლა მოთქვამდა. -ალექს,ალექს შემომხედე.მიყურე,ყველაფერი კარგად იქნება.-სახე ხელებით დავუჭირე და ვაიძულე,რომ შემოეხედა. -არ ვიცი,ყველაფერი ცუდადაა,გუშინ დარბაზიდან რომ გამოვედი დამირეკეს და შემატყობინეს,რომ საავადმყოფოში იყო და სასწრაფოდ უნდა მივსულიყავი. -ოჰ ალექს. -მაპატიე...მაპატიე აქ არ უნდა მოვსულიყავი,წავალ.-თითქოს იმ წამს გონზე მოეგო და ადგომა სცადა,მაგრამ დავიჭირე და არ გავუშვი. -არა,ალექს. არ წახვიდე იყავი,კარგია რომ ჩემთან მოხვედი. -არა მერი,შენ არ გესმის,მე აქ არ უნდა ვიყო.ასეთს არ უნდამხედავდე. -მაგრამ აქ ხარ და ახლა უკვე აღარ გეკითხები,რჩები,მორჩა და გათავდა დღეს აქ დაიძინე. ალექსი მოწესრიგდა,შხაპი მიიღო და გამოიცვალა,მე ჩაი მოვამზადე, წყნარად დავსხედით დივანზე,ფეხები ავიკეცე და კომფორტულად მოვკალათდი. -მომიყევი. -რაზე? -შენს მეგობარზე,როგორ გაიცანით ერთმანეთი? -ჩვენი მამები მეგობრობდნენ და პატარაობიდან ვიცნობდი, ყოველ ზაფხულს მივდიოდი მასთან,ახლა თვითონ ჩამოვიდა და თან თავის საცოლეც ჩამოიყვანა. ალექსი ხშირად დგებოდა და საავადმყოფოში რეკავდა. -გამარჯობა,როგორაა?...არ ვიცი...შენ როგორ ხარ...წადი სახლში და ახლა მე მოვალ...არ რა პრობლემა...კარგი,როგორც გინდა,კარგი, კარგად. ძირითადად ასეთი საუბრები იმართებოდა მასა და მისი მეგობრის საცოლეს შორის. -როგორაა?-ვკითხე მე. -ისევ ისე. -კარგი და ახლა რა ვქნათ? -რა ვიცი შენ მითხარი. -მოდი რამე წავიკითხოთ.-შევთავაზე უცებ. -ერთად? -კი. -კარგი. წიგნი გადმოვიღე და მას ვთხოვე წაეკითხა,გაუკვირდა,როდესაც მისი ხელი ავიღე და შემოვიხვიე. გავინაბე და მის ხმას ვუსმენდი, არ ვიცი რამდენ ხანს ვისხედით ასე, ბოლოს უკვე ორივეს ღრმად ჩაგვეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.