პაემანის დღიურები. ეპიზოდი 15. რთული არჩევანი
მისმინე, - ვჩერდები და ვეხუტები. - მისმინე! გთხოვ, არ ვიცი, რა მჭირს, გაორებული ვარ. ხან შენი დანახვა არ მინდა; როცა ვერ გხედავ, სულ არ ვფიქრობ შენზე; როგორც კი მიახლოვდები, მეხვევი, მაშინ მხოლოდ შენ გირჩევს ჩემი კანი, ჩემი სხეული, მაგრამ ტვინი, გონება არა! არა, ასე არ შეიძლება! - ვთავისუფლდები ნახევრად გადაწოლილი. სავარძლიდან ვცდილობ, წამოვდგე, ექვს ნომერს ვუძალიანდები, რომ კიდევ ერთხელ არ ჩამითრიოს ვნების მორევში, კიდევ ერთხელ არ... ხელს მიშვებს და ისიც სწორდება. მეც ვდგები, კაბას ვისწორებ, თმასაც და კვლავ სიგრეტს -0:14 ვწვდები. - წავიდე? მითხარი, რომ წავიდე და გეფიცები, მამის სულს გეფიცები, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შენ გინდა! - ხო, უნდა წახვიდე! - ვიღებ გადაწყვეტილებას და ვბრუნდები კედლისკენ, რომ ჩემი ცრემლები არ დაინახოს. ვხვდები, რომ ამ სიტყვებს ძალით ვამბობ და ამ სიტყვებს მიჰყვება ყველაფერი, ჩემი სული, გული. როგორ მტკივა. თითქოს ვგრძნობ, როგორ მიხმება, მიპატარავდება შიგნით რაღაც. - არა! არადა, არ მინდა, ასე რომ მოიქცეს! ჩემთან მინდა იყოს! დარჩეს და ამის მაგივრად ვაგდებ! - ვის გამო? რის გამო? ღმერთო, რატომ ვფიქრობთ ადამიანები ასეთ დროს რაღაც დადგენილ მორალსა და ნორმებზე, როცა საქმე საკუთარ ბედნიერებას ეხება, რატომ ვიუბედურებ თავს? აი, ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, ჩავეხუტო და არსად გავუშვა. - სესი, სესი, ვის ატყუებ შენ? ექვსი ნომერი გიყვარს! - ვეუბნები ჩემს თავს და ღაპაღუპით წამსკდარ ცრემლს ვიწმენდ. კვლავ ზურგით ვდგავარ, რომ არ დაინახოს ექვსმა ნომერმა ჩემი სახე, არ დავინახო მე ექვსი ნომერი, რომ არ შევცვალო გადაწყვეტილება! - წავალ, კარგი, წავალ. რადგან შენ გინდა, წავალ შენი ცხოვრებიდან! - თითქმის ჩურჩულით ამბობს და ოთახიდან გადის, სახლიდან და ცხოვრებიდანაც. ძალიან მტკივა რაღაც, გული არა, ალბათ სული, არსი. მთელ სხეულში რაღაც მტკივა. მინდა, გავიქცე, გადავეკიდო კიბეებზე და დავუძახო, ვიხმო, ვთხოვო, რომ დაბრუნდეს. მე კიდევ არ ვიძვრი ადგილიდან. უბრალოდ, ჩუმად სლუკუნის მაგივრად ხმამაღლა ვღრიალებ. ღმერთო, რატომ ვკარი ბედნიერებას ხელი? ნერვები მეშლება ჩემს თავზე და კედელს სიმწრით ვურტყამ მუშტს. ეგებ სულიერი ტკივილი ფიზიკურმა გადამატანინოს. შვიდს აკლია 15 წუთი. მისაღებში ვწევარ უაზროდ, გათიშული. ვიხუტებ ჩემი საძინებლიდან გამოტანილ ბალიშს. თითქოს ის უსულო ბუმბულის ნაკრები ჩემი სიზმარმჭერი და ფიქრების მესაიდუმლე იყოს ჩემი ერთადერთი მხსნელი, მშველელი. ტელეფონი რეკავს. არ ვუყურებ ნომერს, ისე ვპასუხობ - შუშაა, ჩემს სახლთან დგას. ვეუბნები სართულს და ვუთიშავ. კარი ღიაა ისედაც. რამდენიმე წუთში ამოდის. კარი ნახევრად ღიაა. შემოდის და მხედავს ასეთ მდგომარებაში, მეხვევა, მერე გადის სამზარეულოში და მოაქვს წყალი. მეკითხება, თუ რა მოხდა, რა მჭირს. ახლა მე ვდუმვარ და იმ ყავის ლაქას, რომელსაც რამდენიმე საათის წინ ექვსი ნომერი უყურებდა, მე ვარ მიშტერებული. რამდენნაირი ფიგურა შეიძლება დაინახო თურმე ლაქაზე, რომელიც დაიღვარა და გახმა. - სესი, რა მოგივიდა, რა ხდება? ვინ გატირა? - მეკითხება გუგა და დაბნეული წრიალებს. ვერ გადაუწყვეტია, ჩამეხუტოს თუ უბრალოდ მიყუროს. - გუგა, ძალიან ცუდად ვარ! - ჰო, ვხედავ. რა მოგივიდა? რა მოხდა? - დაბნული იყურება გუგა. - რა მოხდა და არ ვიცი. მოკლედ, მგონი, დროა, ყველაფერი მოგიყვე! - ყავის ლაქას თვალს ვაშორებ და ახლა მე ვუყურებ გუგას სახეში. ისიც მიყურებს. Image result for girl cry tumblr მერე მოვიკრიბე გამბედაობა და ყველაფერი მოვუყევი. ის, რაც იცოდა, ის, რაც დავუმალე და ბოლოს ექვსი ნომრის სახელიც გავუმხილე. მის სახეს ვაკვირდებოდი, უტიფრად ვუყურებდი. ახლა მე მსიამოვნებდა მისი ტანჯვის და გაოგნებული სახის მიმიკების ყურება. დავიჯერო, ასე ადვილად და მალე ბოროტდება სიყვარულგაგდებული, სიყვარულ- დაკარგული ქალი? რომელსაც უკვე სულ ფეხზე ჰკიდია, მეორეს რამდენად ეტკინება მისი საქციელი, მისი მონათხრობი? - ნაძირალა!!! - ამოიღრიალა გუგამ. - არ შევარჩენ ასეთ საქციელს ელენეს მიმართ! - ვერ მალავდა სიბრაზეს. მწარედ გამეცინა. ელენა, ელენა, დასწყევლოს ღმერთმა!! იმის მაგივრად, რომ ჩემზე გაბრაზდეს, რომ მას ვხვდებოდი და პარალელურად სექსი მქონდა ექვს ნომერთან, იმის მაგივრად, მე მიყვიროს და გამლანძღოს, ეს ექვს ნომერზე გაბრაზდა და ისიც იმიტომ, რომ ელენას აწყენინა! და მე სად ვარ, მე? იმ ქალის გამო, რომელმაც თავის დროზე არც კი დამინდო და დაიბრუნა ექვსი ნომერი, ისიც კი არ უთხრა, გუდაურში წადი, რამე უთხარი იმ საცოდავს, რომ ნუ გელოდებაო... ამ დროს მე ვზრუნავ, რომ მის შვილს მამაც ჰყავდეს და არც კარგი მეგობარი დაკარგოს, იმის ნაცვლად, რომ ჩემს თავზე ვიფიქრო. გუგა წყნარდება, უკიდებს სიგარეტს და ახლა მე მიბრუნდება: - ისე, არც შენგან ველოდი ეგეთ ქაჯობას. რაღაცნაირი სუფთა, კარგი, ადამიანური გოგო მეგონე და არა ასეთი გამწარებული და შურისმაძიებელი. ახლა რას აპირებ? როგორც ჩანს, მოახერხე და დაიბრუნე შენი პრინცი. მე რა შუაში ვარ აქ? რატომ მომიყევი ეს ყველაფერი? - გააგრძელა გუგამ კითხვები და როგორც ჩანს, იმდენი ვეძახე შუშა, რომ ტვინიც გაუშეშდა. - მოიცა, ათი წუთის წინ რა გელაპარაკე? ვერაფერი გაიგე, გარდა იმისა, რომ ექვსმა ნომერმა ელენა მიატოვა? ვერც ის გაიგე, რომ მე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, თურმე მიყვარს ის ბიჭი, მაინც გავუშვი, მაინც ვუთხარი, რომ არ მჭირდება და წასულიყო? ამის მაგივრად კიდევ მე მაბრალებ მათი ოჯახის დანგრევას? შანტაჟზე და ბავშვის გამო ძალად შეწებილი ურთიერთობის დარღვევას? მე ყველაზე უფრო არაფერ შუაში ვარ. პირველად სექსი რომ მქონდა, არაფერი ვიცოდი, შენც კი არ გხვდებოდი და როგორც მეგობარს, ისე გიყურებდი! ხოლო მეორედ კი, მეორედ ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ, არასწორად მოვიქეცი, რადგან მეორე შეხვედრაზე უკვე ბავშვის ამბავიც ვიცოდი და შენთანაც დავდიოდი პაემნებზე და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთხელ გაგიმეორე, მაინც მე გამოგყავარ დამნაშავედ? - კი, შენი ბრალია, რა კარგი სპექტაკლი დადგი ელენასთან! ცრუ ქალი ხარ, შენი დანახვა არ მინდა! - მიყვირა შუშამ. ამაზე ავენთე და ხმას ავუწიე. - თუ შეიძლება, ნორმალურად მელაპარაკე! - წამოვდექი ფეხზე. - ნორმალურად ნორმალურ ქალებს ელაპარაკებიან და არა შენნაირ ძუკნებს და ბოზებს! - ამ სიტყვების გაგონებაზე გონება გადამეკეტა. ვეცი გუგას და სილა გავაწანი. - მოიხადე ბოდიში!!- ვუკიოდი და სულ ფეხებზე მეკიდა, გაიგებდნენ თუ არა მეზობლები ჩემს ხმას. გუგამ მკლავში ჩამავლო ძლიერად ხელი, მერე ახლოს მოიწია, თითქოს უნდოდა, რომ დაერტყა, მაგრამ უცებ ვიღაცამ დაითრია ზურგიდან და ხელი გააშვებინა. ექვსი ნომერი იყო. ეგ საიდან გაჩნდა, არ ვიცი. გამიხარდა და უცებ ძალიან შემეშინდა. უკვე ერთმანეთში ჩხუბობდნენ და ახლა მეზობლებს ვინ ჩივის, ავეჯი, სკამები, ყველაფერს ხრიგინი და ბრაგუნი გაუდიოდა. თავი ფილმში მეგონა, არადა, ზუსტად ვიცი, მე რომ მეკივლა, მალე პატრულიც გამოცხადდებოდა, მეზობლები გამოიძახებდნენ. რამე უნდა მეღონა. ერთადერთი გამოსავალი კიდევ გულის წასვლის ინსცენირება იყო. სანამ ერთმანეთს საბოლოოდ დაასისხლიანებდნენ, მანამდე კიდევ გიორგის მივწერე, რომ მოსულიყო და ეშველა. სამზარეულოში გავიქეცი და წყალი ავავსე. მერე კი გავედი და იატაკზე გაგორებულ ბიჭებს შევასხი. იმოქმედა. როგორც კი ერთმანეთს შეეშვნენ, ექვს ნომერთან მივვარდი. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ტუჩიც გახეთქილი ჰქონდა, მე კიდევ არანაირი ბინტი და ბამბა არ მაქვს სახლში. ამიტომ ჟაკეტი გავიხადე და იმით მოვუწმინდე. - ორივენი ერთმანეთს შეეფერებით! - წამოიძახა გუგამ და სანამ კიდევ გახეთქავდნენ ერთმანეთს ცემაში, ვიკივლე: - გაჩერდით და გადით ამ სახლიდან, არც ერთი არ დამენახოთ არასდროს! ჩემი ტელეფონი რეკავდა. დავხედე, გიორგი იყო. გავთიშე. გუგა უკვე ფეხზე იდგა - არც მე მაქვს სურვილი, შენნაირი უნამუსო დედაკაცი ვნახო ოდესმე!! - გამოსცრა კბილებში და ოთახიდან გავიდა. მე და ექვსი ნომერი დავრჩით. სამზარეულოში გავიქეცი, ჩემი ჟაკეტი დავასველე წყლით და კვლავ მასთან მივედი, სისხლი მოვუწმინდე. - რატომ დაბრუნდი? - იმიტომ, რომ სხვანირად არ შემეძლო! - მიპასუხა ექვსმა ნომერმა. - მიყვარხარ! - ვუთხარი მე. - მიყვარხარ! - გამიმეორა იგივე ექვსმა ნომერმა. ტელეფონი რეკავდა. ახლა ვუპასუხე. გიორგი იყო. მისამართი ვუთხარი და ვთხოვე, რომ მოსულიყო. Image result for girl cry tumblr - ვინაა? - მკითხა. - მამაჩემი, - ვუპასუხე, პირველი რაც მომადგა ენაზე და მაშინვე ვინანე, რადგან შემეშინდა, არ ეკითხა, კი მაგრამ, მამაშენმა არ იცის შენი მისამართიო? არაფერი უთქვამს. - გუგასთან რამე გქონდა? - მხოლოდ ეს მკითხა. - არა, არაფერი. ერთხელ ვაკოცე მარტო, - ვუპასუხე გულწრფელად. - სესილი, რა ვქნათ? - ჩამხედა თვალებში ექვსმა ნომერმა. მეც შევხედე მის ნაცემ სახეს. - არ ვიცი, წავიდეთ აქედან. - სულ? -კი, ფეხებზე , სხვა რას იტყვის! - კიდევ კარგი, მიხვდი, - გაიღიმა ექვსმა ნომერმა და წამოდგა. სიარულიც უჭირდა. - ახლა წადი, გთხოვ, წადი და დაგირეკავ, კარგი? - არ მინდოდა, გიორგის დახვედროდა და ახლა, რადგან ყველაზე ძალიან, გიორგის რჩევა-დარიგება და დამშვიდება მჭირდებოდა. - სამუდამოდ? - შეეცვალა ხმა. - არა, დროებით. ხვალ ან რამდენიმე საათში დაგირეკავ. ექვსი ნომერი მეხუტება და მკოცნის. ვპასუხობ. მართლა მიყვარს. ჰო, ახლა მთელი სხეულით ვგრძნობ რაღაცის ადუღებას და სითბოს, ტკბილ და მწარე განცდას, უეცარ მონატრებას. - სესილი, სიგიჟემდე მიყვარხარ! -მეც! ვეხვევი და ვკოცნი ლოყაზე. კართან ვართ. ვაცილებ. გიორგის ყველაფერი მოვუყევი. სანამ მე აკანკალებული და ემოციებში დეტალებს აღვიდგენდი, გიორგი მშვიდად მისმენდა. Image result for girl cry tumblr - მდაა, ვერ მოგსვლია კარგი ამბავი. სესი, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. დარწმუნებული ხარ, რომ მართლა გიყვარს ექვსი ნომერი? - კი, ყველაზე უფრო! - დრო გინდა და სიმშვიდე, - მეუბნება გიორგი და თან ტელეფონში რაღაცას წერს. მერე მეკითხება, მაქვს თუ არა საზღვარგარეთის პასპორტი. მერე მთხოვს, ვაჩვენო. გამომაქვს და ვაწვდი ზედმეტი კითხვების გარეშე, მერე კი ვკრეფ იატაკიდან ჭიქის ნამსხვრევებს და ვყრი. სახლი დალაგებულია, მხოლოდ ორი ჭიქა შეეწირა წეღანდელ ჩხუბს. გიორგი მაწვდის პასპორტს. - ახლა ჩაალაგე ბარგი და წავედით. - სად? - ვეკითხები გაოცებული. - ბარსელონაში. ექვს საათშია ფრენა, სამი საათით ადრე უნდა იყო აეროპორტში. ბოდიში, რომ მარტო გიშვებ. ფულს ანგარიშზე გადმოგირიცხავ და სანამ წავალთ, ნომერსაც დაგიჯავშნი. - გაოცებული ვუყურებ. - მოიცა, რატომ უნდა წავიდე? - იმიტომ, რომ დაისვენო და გამოერკვე. - არ ვაპროტესტებ. თავს ვუქნევ და საძინებელში შვდივარ, გარდერობის თაროდან პირდაპირ ზურგჩანთაში ვყრი ტანსაცმელს. მერე კი გამოვდივარ - მზად ვარ. არაფერზე ინერვიულო. სამსახურში მე მოგიგვარებ. რომ ჩახვალ, მომწერ, დამირეკავ. მეილზე გამოგიგზავნი სასტუმროს ჯავშანს, თუ ახლავე მეტყვი მისამართს, - მეილი ვუთხარი. ტელეფონმა გაიწკრიალა. მომივიდა. არ გამიხსნია. თავი ისედაც სიზმარში მგონია, ყველაფერი დამენგრა და შეიცვალა. ყველა გეგმა თავდაყირა დამიდგა! მე კიდევ ბარსელონაში მივდივარ. - ექვს ნომერს ვუთხრა? - მხოლოდ აეროპორტში. იქიდან დაურეკე ან მისწერე. ეგ შენ უკეთ იცი. - და შუშა, ელენა, ქეთენო? - რომ არ შევეჩერებინე გიორგის, პირველ სართულზე მცხოვრებ მეზობლამდე ჩავიდოდი ალბათ კითხვებით. - ყველა დაიკიდე, ახლა შენ ხარ მთავარი! აი, ტაქსიც მოვიდა, - მეუბნება და დგება სკამიდან. გავდივართ სახლიდან. თვითმფრინავი მოწყდა მიწას და ახლა ჰაერში ვარ. არ ვიცი, მადლიერი უნდა ვიყო ცხოვრების თუ უმადური; არ ვიცი, სწორად მოვიქეცი, რომ ყველაფერი მივატოვე და გავრბივარ. ზუსტადაც რომ ეს იყო ყველაზე სწორი გამოსავალი. ექვს ნომერს ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ამიტომ მესიჯად მივწერე, რა გავაკეთე. უკან რომ დავბრუნდები, ახალ ცხოვრებას დავიწყებ! - შევპირდი ჩემს თავს და ბორტგამცილებელს ერთი ჭიქა ვისკი ვთხოვე. გაგრძელება იქნება სამშაბათს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.