შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი კაშნე(სრულად)


28-04-2018, 13:33
ავტორი კეროლაინი
ნანახია 5 848

შუა დღე იყო თვალები რომ გაახილა, ზოზინით წამოდგა ლოგინიდან და სააბაზაოსკენ წავიდა.გუშინ მისი საუკეთესო მეგობარი ნიცა გიგაური გათხოვდა,მეჯვარე თვითონ იყო,საშინლად დაიღალა,სახლში გამთენიისას მივიდა.
ნიცა მისი ბავშვობის მგობარია, ერთ სკოლაში სწავლობდნენ ბათუმში და თბილისში რომ ჩააბარეს ბინაც ერთად იქირავეს, მერე ნიცამ ლეო გაიცნო,ერთმანეთი შეუყვარდათ და ისიც გათხოვდა. არა არ ამბობს,რომ ლეო ცუდი ბიჭია, პირიქით ძალიანაც მოწონს,მაგრამ რა ქნას მიუხედავად იმისა,რომ ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა მაინც საშინლად ენატრება მისი დაქალი.
...
სააბაზანოდან მალე გამოვიდა და ყავის გაკეთებას შეუდგა.
დღეს არ ქონდა უნივერსიტეტი ამიტომ თავს უფლება მიცა ამ დღით დამტკბარიყო. ნიცასთან დარეკვა უნდოდა,მაგრამ ახალ დაქორწინებულებს ხომ არ შეაწუხებდა არა? რაღაც უნდა მოეფიქრებია,ეს დღე მარტო უნდა გაეტარები და თანაც სახალისოდ.
ბევრი არ უფიქრია სად უნდა წასულიყო, მაღალ წელიანი ჯინსის შარვალი, თეთრი, გამჭვირვალე პერანგი ჩაიცვა, კეტები ამოიცვა და სახდლიდან გავიდა.
მაღაზიების დასალაშქრად მიბრძანდებოდა ქალბატონი,გიჟდებოდა შოპინგზე,ეს იყო მისთვის გართობის,განტვისთვის და დროის გაყვანის საუკეთესო საშუალება.
...
მოკლედ ეს ნატა ლიჩელია,ექიმი მეგი ხიმშიაშვილსა და ადვოკატი მიშა ლიჩელის ქალიშვილი, ნატას ძმაც ჰყავს უტა ,მაგრამ ის წლებია საქართველოში არ ცხოვრობს, პატარ-პატარა ბიზნესები აქვს საფრანგეთში.
გიჟდებოდა თავის ოჯახსე ნატა, საშინლად ენატრებოდა ხოლმე,მაგრამ უნივერსიტეტს ხომ არ მიატოვებდა არა? ბათუმიდან აქ ,საცხოვრებლად 3 წლის წინ ჩამოვიდა, მალევე შეეწყო აქაურობას და მეგობრებიც გაიჩინა,მაგრამ არდადეგების უმეტეს ნაწილს მაინც თავის მშობლებთან ატარებს.
....
როგორც ვთქვით ქალბატონმა დალაშქრა მაღაზიები და დაახლოებით ოცი ცელოფნით ხელში,დატოვა შენობა.
ნელა მიდიოდა,სახლისკენ, არსად ეჩქარებოდა. ფიქრებში იყო გართული მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა, სიხარულისგან თავბრუ დაეხვა, როცა ტელეფონზე მისი ნომერი იცნო.
- ნიცაა,ჩემო პატარა როგორ ხარ? ახლა ჩემთვის გცალია? რატომ მირეკავ? ნიცა თუ ლეომ გაგაბრაზა არ დამიმალო მითხარი იცოდე! თქვენ რა უკვე მოასწარით ჩხუბი? კარგ...
- ნატა გეყოფა!-შეაწყტვეტია დაქალმა ქოთქოთი.-არაფერი მომხდარა და ძლაიან კარგად ვარ,უბრალოდ დაგირეკე, მოგიკითხე
- აუ მე კიდევ რეებზე წავედი.-სიცილი აუტყდა ნატას-კარგად ვარ.ნიცა მომენატე.-მოიბუსა ნატა
- მეც მომენატრე ნატა, ხვალ დილით მივფრინავთ იტალიაში,მალე ჩამოვალ და გნახავ რა, დღეს ვერ მოვახერხებ,იქიდან დარეკვასაც სავარაუდოდ ვერ შევძლებ...
- კარგი არაუშავს, მიხედე საქმეებს და მიდი მიმიხედე სიძეს! უთხრა და სიცილით გაუთიშა ტელეფონი. მერე დედასთან დარეკვა გადაწყვიტა, ისე იყო "ჩამძვრალი"ტელეფონში ვერც მიხვდა როგორ მოხვდა შუა ტრასაზე,როგორ აინთო მოულოდნელად წითელი და როგორ აღმოჩნდა ჰაერში...
....
თვალები,რომ გაახილა თავზე ვიღაც ედგა, ირგვლივ მიმოიხედა ეს აშკარად არ გავდა საავადმყოფოს, წივილ-კივილის თავი არ ჰქონდა, ოდნავ წამოწია თავი და მშვიდად იკითხა:
-სად ვარ?
-გამარჯობა,მე გაგა ვარ..
ეტყობოდა ბევრს ფიქრობდა რა ეთქვა გოგონასგვის, ან როგორ ეთქვა,რომ მისმა ძმაკაცმა მანქანით გაიტანა,მერე ხელი დაავლო და მასთან წამოიყვანა.-მოკლედ აგიხსნი რა.. წითელზე გადადიოდი და ვერ შენიშნე მანქანა,თვითონავ ვერ შეგნიშნა და...
-და დამეჯახე?!
ხმა გაუმკაცრდა ნატას
-მე არა, ჩემი ძმაკაცი დაგეჯახა და აქ წამოგიყვანა
-აქ რატომ წამომიყვანა და არა საავადმყოფოში? ან სად არის ეგ შენი ძმაკაცი?
ხმას აუწია ნატამ
-არ უნდოდა პოლიციასთან ზედმეტი უთანხმოება, ისეთი არაფერი გჭირს და თანაც მე ექიმი ვარ, თორნიკე კი რაღაც წამალის მოსატანად გავუშვი
უთხრა გაგამ და ნაზად გაუღიმა.
-სახლში წასვლა მინდა!
თქვა ნატამ და წამოდგომა დააპირა.
-არა არა,არ შეიძლება ადგომა დაწექი რა, თან თორნიკე მომკლავს,რომ გაგიშვა
სიცილით უთხრა გაგამ და დაეხმარა,ისევ დაწოლილიყო. ოდნავი თავბრუს ხვევა იგრძნო ნატამ,აღარ გაუპროტესტებია და ლოგინში ჩაძვრა.
-თავიდან დავიწყოთ რა-გაუღიმა ბიჭმა-მე გაგა მოსიშვილი ვარ.
-ნატა ლიჩელი.
-ბოდიშს გიხდი მის მაგივრად,თავადაც რომ მოვა ასე მოიქცე...
-არ მჭირდება ბოდიშები, მითუმეტეს მისი!რამე რომ დამმართნოდა?
ისევ აქოთქოთდა ნატა-როგორც კი ოდნავ უკეთესად გავხდები წავალ!
-რა თქმა უნდა,მაგრამ ახლა დაისვენე,გამოიძინე და მერე თუ კარგად იქნები წახვალ.
პასუხს აღარ დალოდებია გაგა, ოთახში შუქი ჩააქრო და ნატას საშუალება მიცა მორფეოსის სამყაროს სტუმრებოდა.
...
ხმაურმა გამოაღვიძა ,გაგას ხმა იყო,ვიღაცას ესაუბრებოდა და ხმამაღლა რაღაცას უხსნიდა, ბევრი არ უფიქრია გოგონას, ნელა წამოდგა და ოთახიდან გავიდა,ხმა ქვემოდან ისმოდა, ნელა დაუყვა კიბეებს და როგორც კი ქვემოთ ჩავიდა ადგილს მიეყინა, გაგას წინ ერთი თავით მაღალი სხეული,რომ დაინახა, "ენა გადაყლაპაო" ხომ გაგიგიათ? აი ის დაემართა, ასეთი რამ პირველდ იგრძო, ტანში ჟრუანტელმა დაუარა,მუხლები აუკანკალდა და მოაჯირს მაგრად დაეყრდნო. გაგამ მალევე შენიშნა გოგონა და საყვედურით ჰკითხა:
-რატომ ადექი?! შენთვის ადგომა არ შეიძლება,მერე თითქოს რაღაც გაახსენდა დაამატა -ეს თორნიკეა- და თვალებით მისკენ ანიშნა.
თორნიკემ ცივად აათვალიერა გოგონა, კოპებ შეკრული მისკენ წავიდა და ბოხი ხმით უთხრა
-თორნიკე ახვლედიანი.
-ნატა ლიჩელი
ხმა უთრთოდა ნატას
-მოკლედ ბევრი,რომ არ გაგავრძელოთ სანამ გამოკეთდები აქ იქნები! როგორც კი ექიმი იტყვის,რომ უკეთ ხარ წახვალ!მგონი გასაგებია ხომ?
-მე თავს კარგად ვგრძნობ თან უნდა წავიდე მელოდებიან
იცრუა ნატამ
-ვინ გელოდება მარტო არ ცხოვრობ?
კითხა ირონიული ღიმილით თორნიკემ
-შენ რა იცი რომ მე..
-გაგამ მითრხა სახელი-გვარი და იმფორმაცია მოვიძიე შენს შესახებ,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას?! ბევრს ნუ ილაპარაკებ ზევით ადი საჭმელს და წამლებს იქ ამოგიტანს გაგა.
-მგონი ბოდიში უნდა მომიხადო!
გაბედა და ხმას აუწია ნატამ
-მეორედ აღარ გაბედო და ხმას აღარ აუწიო ჩემთან! ბოდიშს კი არ მოგიხდი,შენი დაუდევრობის გამო მოხვდი აქ და კეთილი ინებე და წესიერად მესაუბრე!ეს დღეები შენ შენთვის იქნები,მე ჩემთვის გაგა მოგხედავს არ ინერვიულო კარგი ექიმია!
აუხსნა ცივად თორიკემ და ზემოთ ავიდა-გვიანია უნდა დავიძინო დაამატა და ოთახში შევიდა.
გაქვავებული იდგა ლიჩელი ერთ ადგილას,ბრაზი ახრჩობდა,ხელში მოგორებული ბურთი ძლივს გადააგორა და ისევ საძინებელს მიაშურა.
ცოტა ხანში კარზე კაკუნის ხმა გაიგონა, გაგა იყო, ხელში წამლები და თეფში ეჭირა.
-გაგა არაფრის ჭამა არ მინდა
ამოილუღლუღა საცოდავად
-არა ნატა უნდა ჭამო!ხომ გინდა მალე წახვიდე არა? ძალიან ცოტა რაა გთხოვ
თბილად ეუბნებოდა -მერე ეს წამალი დააყოლე კარგი?
ისე ესაუბრებოდა გაგა გოგონას,ვეღარ შეეკამათა და ასე ვთქვათ ხათრიც ვერ გაუტეხა, თეფშს დასწვდა და ჭამა დაიწყო. რაღაცნაირად ენდობლდა გაგას,ხვდებოდა და გრძნობდა,რომ კარგი ადაიანი იყო, რამოდენიმე ლუკმა შეჭამა
-მეტი აღარ მინდა.
-კარგი,ახლა ეს წამალი დალიე.
წამალი გაუწოდა.-აპატიე რა უხეშობისთის ის ასეთია,გაუციარი ხელმწიფე!
ორივეს ხმამაღლა გაეცინა.
-არაფერია,არაუშავს.
თქვა მერე.
-კარგი ახლა დაიძინე, მე გავალ.
საბანი შეუსწორა გოგონას და ოთახიდან გავიდა.
.....
დილით ადრე გაეღვიძა,სააბაზანო ოთახში ჰქონდა. მოწესრიგდა და,რომ გამოვიდა და ჩემოდანი დაინახა,სადაც მისი ტანსაცმელი ეწყო თვალები ზემოთ აუვიდა. უცებ გადაიცვა ტანზე და ქვემოთ ჩავიდა
-ვა ნატა გაიღვიძე?
შეეგება ღიმილით გაგა
-დილა მშვიდობისა.
-თავს როგორ გრძნობ?
-უკეთესად,უნივერსიტეტში უნდა წავიდე
-აპაპაპ! არავითარ შემთხვევაში ეს დღეები შენ მხოლოდ უნდა იწვე და დაისვენო!კატეგორიულად მოვითხოვ როგორც ექიმი!
-კარგი რა გაგა მართლა კარგად...
დასრულებული არ ქონდა წინადადება ისე დაეცა ძირს.
გული წასვლოდა,მისთვის ჯერ ადგომაც კი არ შეიძლეოდა და ამან უნივერსიტეტში წავალო.. მოკლედ მალე მოასულიერა გაგამ და კატეგორიულად აუკრძალა ადგომა! ქვემოთ გამოუყეს ოთახი.ასე უფრო მარტივი იყო.
თორნიკე ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა,რაღაც შეხვედრაზეა ქალაქ გარეთ წასულიო უთხრა გაგამ,იმის მერე არც მოუკითხავს.
...
-ადექი ახლა სუფთა ჰაერზე გაგიყვან 20 წუთით
თავი შემოყო ოთახში გაგამ
-კარგი ახლავე
ისე ქონდა სახლში ყოფნა მობეზრებული ამ 20 წუთზეც თანახმა იყო,სასწრაფოდ მოიცვა მოსაცმელი,კეტები ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
ეზო უშველებელი იყო,მარტო ოცი წუთი მთელ სახლზე ერთი კრუგის მორტყმაში გავიდოდა.
ნელა დაიწყეს ეზოში სიარული, უცებ ჭიშკარი გაიღო და შავი ჯიპი შემოვიდა, იქიდან კი თორნიკე გადმოვიდა, ოფიციალურ ფორმაში იყო,უხდებოდა მუქი ლურჯი პიჯაკი და თეთრი პერანგი, გაგა ძმაკაცისკნ წავიდა, ნატაც მას გაჰყვა.
-აბა როგორ მიდის საქმეები?
იკითხა თორნიკემ-როგორ ხარ ნატა? -კითხა დამთფარი ხმით.
-კარგად შენ როგორ ხარ?
-არამიშავს.
მერე გაგას მიუტრიალდა-საშიში ხომ არაფერია?
-საშიში არა,მაგრამ ჯერ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული,რომ ისევ არ წაუვა გული ან ცუდად არ გახდება,უმჯობესია კიდევ ცოტახანს თუ დავიცდით
თორნიკემ თავი დაუქნია და სახლისკენ დაიძრა, ნატა და გაგაც მას გაჰყვნენ.
-ახლა უნდა ისადილო ნატა
უთხრა გაგამ
-კარგი რაა, არ მშიაა
თვალები აატრიალა და ამოიფრუტუნა.
-რომ გეუბნებიან უნდა ისადილოო ესე იგი უნდა ჭამო! საჭმელს შეჭამ და მერე წამლებსაც დააყოლებ!-საუბარში ჩაერთო თორნიკე.
-არ მინდა და არ შევჭამ!
გაეჭიმა ნატა
-როგორ არა,შეჭამ!
უთხრა ირონიულად ბიჭმა
-არ შევჭამ!
კვლავ გაებრძოლა ნატა
-ნატა ისედაც დაღლილი ვარ! ნერვებს ნუ მიშლი და პატარა ბავშვივით ნუ იქცევი!
-ნატა უნდა ჭამო
უთხრა ნაზად გაგამ. ნატას აღარ გაუბრძოლია
-კარგი
ჩაიფრუტუნა და ჭამა დაიწყო.
-აჰა ესე იგი ჩემი სიტყვა არაფერს ნიშნავს შენთვის არა?!
კითხრა ხმამაღლა თორნიკემ
-რა თქვი?!
გაოცდა ნატა
-მე გითხარი შეჭამე მეთქი და "მეჭიმებოდი" აქ !გაგამ კიდევ გითხრა თუ არა უსიტყვოდ დაიწყე ჭამა!
ხმას ვეღარ აკონტროლებდა თორნიკე.
-ხო იმიტომ რომ გაგა ადამიანურად მექცევა!
ვეღარ მოითმინა ნატამ და ასეთივე ტონით "მიახალა"ბიჭს
-ადამიანურად გექცევა არა?! გაგა წადი!
-რაა? სად უნდა წავიდე?
ვერ მიხვდა გაგა
-გაგა სახლში წადი, დღეიდან მე მივხედავ და მოვუვლი ადამიანურად!
ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვას. მერე მშვიდად უთხრა-გაგა მადლობა ყველაფრისთვის ახლა კი სახლში წადი თუ რამეა დაგირეკავ.
ნატა შოკირებული იდგა და ხმას ვერ იღებდა.
-კაი ძმობას გაფიცებ რა,ცოდოა გოგო შეხედე რა სახე აქვს!
-გაგა წადი თქო რა, ნახავს როგორ მოვექცევი
-გაგა არ წახვიდე!
იყვირა უცებ ნატამ-თუ წახვალ მეც წამოვალ!
-შენ აქ დარჩები და დღეიდან მე მოგივლი,სანამ არ გამოჯანმრთელდები.ახლა წადი შენს ოთახში-უთხრა შედარებით თბილი ხმით.
ნატამ გაგას შეხედა,მან გაუღიმა და თავით ანიშნა წადიო,ისიც ადგა და ოთახში შევიდა, მერე ესმოდა,როგორ ბუტბუტებდნენ ბიჭები მეორე ოთახში.
ცოტა ხანში კარი გაიღო და გაგა შემოვიდა
-ესეიგი ნატა-დაიწყო მან-მე მივდივარ, თორნიკეს ყველაფერი ავუხსენი, კარგად მოგივლის ნუ გეშინია თუ რამე ეგრევე დამირეკავს,არ ინერვიულო რა.
-იმ არაადამიანმა გაგაგდო არა?
კითხრა შეცვლილი ხმით
-არა ნატა და ის არაადამიანი არ არის, არც მწყენია მისი ასეთი ქცევა. ბავშვობიდან ასეთია,თან მეც სამსახური მაქვს და ლანაც არ მინახავს ეს დღეებია.
ნატა სახეზე საშინლად აწითლდა,ძალიან შერცხვა,როცა მიხვდა,რომ ამდენი ხანი გაგა თავიდან არ მოშორებია და არსად გასულა
-მადლობა გაგა,უღრმესი მადლობა
უთხრა და მოეხვია,გაგამ შუბლზე აკოცა
-მოვალ ძალიან ხშირად და ლანასაც გაგაცნობ,ჩემი საცოლეა,ყველაფერი იცის შენზე,გაუგებთ ერთმანეთს.ახლა უნდა წავიდე
-კარგად და კიდევ ერთხელ გმადლობ,ყველაფრისთვის!
-არ გრცხვენია?აბა თქვენ იცით.
ფეხზე წამოდგა და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა.
...
აღარ შეეძლო ოთახში გაჩერება,სახლს დავათვალიერებო იფირა და ოთახიდან გავიდა, ულამაზესი ორ სართულიანი სახლი იყო.
პირველი სართული,რომ შემოიარა ახლა მეორეზე ავიდა,გარეთ თორნიკეს მანქანა,რომ ვერ დაინახა იფიქრა წავიდაო და უდარდელად დააბიჯებდა აქეთ-იქით, ყველა ოთახი დაათვალიერა, ბოლოს კი აშკარად თორნიკეს ოთახში მოხვდა,სწრაფად მოათვალიერა იქაურობაც და ის იყო გამოსვლა დააპირა,რომ ცივმა ხმამ ადგილზე გააშეშა
-აქ რას აკეთებ?
-გეძებდი.
იცრუა ნატამ
-გისმენ
წარბები ზემოათ აწია ბიჭმა და ხარბად აათვალიერა.ნატას მუხლები უკვე მეორედ აუკანკალდა და მშვიდი ხმით უთხრა:
-რადგან აქ უნდა ვიყო კიდევ რამოდენიმე დღე..არ მინდა ცუდი ურთიერთობა გვქონდეს,მინდა თავიდან დავიწყოთ ყველაფერი!
-ოჰოო..ეს უკვე მომწონს,კარგი რა თქმა უნდა. მე მხოლოდ ის მინდა,რომ დამიჯერო და ბავშვივით არ მეკამათო!
-კარგი,შევთანხმდით
უთხრა და ხელი გაუწოდა,ბიჭმაც ღიმილით ჩამოართვა ხელი და ოთახის კარი გააღო.
-ქვემოთ ჩადი,გამოვიცლი და სადღაც მინდა წაგიყვანო
-ჩემთვის შეიძლება?
-ჩემთან ერთად კი,ჩადი ქვემოთ
ნატა სირბილით ჩავიდა ქვემოთ და მოუთმენლად დაიწყო ლოდინი,მალე ჩამოვიდა თორნიკე,მანქანის გასაღები აიღო და გარეთ გავიდნენ.
-სად მივდივართ?
ვეღარ მითმინა ნატამ
-მივალთ და ნახავ,ჩაჯექი.
მთელი გზა ხმა არცერს ამოუღია,ბოლოს ძლივს მიაღწიეს დანიშულების ადგილას,სწრაფად გადავიდა ნატა მანქანიდან,სადღაც ტყესთან იყვნენ,. ირგვლივ მხოლოდ ორი აშენებული და ერთი მშენებარე სახლი იყო.თორნიკე წინ წავიდა,ნატა უკან გაჰყვა,და როგორც კი მარჯვნივ შეუხვიეს წინ ისეთი სილამაზე გადაეშალა ცრემლები წამოუვიდა.
-აქ ხშირად მოვდივარ,მიყვაერს ეს ადგილი,რაღაცნაირად მამშვიებს
დაიწყო თორნიკემ
-ულამაზესია,საოცრებაა,ასეთი სილამაზე არასოდეს მინახავს
სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ნატა
-ჩშ!-ტუჩებთან თითი მიადოო თორნიკემ-უბრალოდ დატკბი ამ სილამაზით.
გაოცებული უყურებდა ყელაფერს ნატა,რამდენიმე საათი ასე უბრალოდ იდგა და ტკბებოდა ამ სილამაზით,მხოლოდ მაშინ გადაწყვიტეს წასვლა,როცა მზემ ჩასვლა დაიწყო,თან ნატასთვის დიდ ხანს გარეთ ყონა არც შეიძლებოდა.მთელი გზა ქოთქოთებდა ნატა,უბრალოდ ეს ემოციები ვინმესთვის,რომ არ გაეზიარებინა მოკვდებოდა.
-იქ რომ სახლი შენდებოდა, ხომ დაინახე
-კი
თავი დაუქნია
-მე ვაშენებ.
-ძალიან მაგარია.
-ხო მეც მიხარია
რაღაც სხვანაირი იყო თორნიკე,პირველად,რომ ნახა ნატამ ისეთი გულქვა და უხეში ეგონა ლამის ატირდა,ახლა კი ასეთ თორნიკეს,რომ უყურებდა ბედნირებისაგან ფრინავდა.
...
მომდევნო სამი დღე ისეთი არაფერი მომხდარა,გაგა იყო მოსული ლანასთან ერთად, როგორც ივარაუდა,გოგონებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს და მომდევნო შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.
დროზე ჭამდა,იძინებდა და სეირნობდა,ყველაფერს ისე აკეთებდა,როგორც თორნიკეს მოწონდა,მოკლედ ყველაფერი კარგად მიდიოდა.
..
-ნატ როგორ გეძინა
ოთახში თავი შემოყო თორნიკემ.ტანში ერთიანად დაუარა როცა ასე მიმართა
-კარგად მადლობა.
თბილდ გაუღიმა ნატამ
-კარგი ადექი ვისაუზმოთ.
ნატა ოთახიდან მალე გავიდა და სამზარეულოდან ქალის კისკისის ხმა,რომ მოესმა აცახცახდა,ნელა მიუახლოვდა სამზარეულოს და ვიღაც ქერა,მაღალი ქალი,რომ დაინახა ერთიანად ჩაწყდა ყველაფერი
-გამარჯობა
ამოილუღლუღა ნატამ
-გამარჯობა. _ფეხზე წამოდგა ქალი-ეს ნატაა ხო? შეხედა თორნიკეს და მან თავი,რომ დაუქნია განაგრძო-მე ლინდა ვარ თორნიკეს...
-მეგობარი
დაასრულა ბიჭმა
-კარგი რა პატარა
გაიწელა ქალი და თორნიკეს ტუჩთან ახლოს აკოცა.
-ლინდა..
ქალმა სათქმელი არ დაასრულებინა ისე დაეძგერა ტუჩებზე, თორნიკეც აყვა, ისე თითქოს იქ მხოლოდ ორნი იყვნენ. ნატა სირბილით გამოვიდა ოთახიდან,ლოგინზე დაემხო და ხმადაბლა ატირდა, თვითონაც ვერ ხსნიდა რა დაემართა, ან რას ელოდა,თორნიკე ხომ ჩვეულებრივად ექცეოდა,მაგრამ მაინც ეწყინა,გაბრაზდა და თვითონაც არ იცოდა რატომ. ტირილით გული,რომ იჯერა გასეირნება გადაწვიტა.
ფრთხილად გამოაღო სახლის კარები და გარეთ გავიდა,ცოტა ხანს იარა,მერე კი მასთან მომავალი თორნიკე დაინახა,ისევ ააცახცახა მაგრამ ახლა სიბრაზისგან.
-თავს როგორ გრძნობ?
კითხა ბიჭმა
-არამიშავს შენ?
ეცადა ჩვეულებრივად ეკითხა და წყენა არ დასტყობოდა
-არაჩვეულებრივად
"ხო რატო არ იქნება ვითომ,იდიოტი!''ფიქრობდა გულში
-ისაუზმე?
ახლა კი გაოცებისგან მართლა ჩამოუვარდა ყბა გოგონას,წეღან სამზარეულოში ისეთი ამბები ტრიალებდა და ამან ისაუზმეო?!
-არა
-კარგი წამოდი,ახლა ისაუზმებ.
-არა!
-რა თქვი?
-მე ვთქვი არა. არ მშია!
-ნატა არ გამაბრაზო,წამოდი და ჭამე.
-ხვალ სახლში წავალ,უკვე კარგად ვარ
-ჯერ ერთი არსად არ წახვალ და მეორე ახლა დროზე წამოხვალ და შეჭამ გასაგებია?!
-ვერ გაიგე?არ მინდა ჭამა!
-შენ გოგო ნორმალური თუ ხარ?!
დაიყვირა განრისხებულმა,მკლავში სწვდა და ძალით შეათრია სამზარეულოში.
-არ მინდა თორნიკე
თვალები ცრემლებით აევსო
-ხელი მოკიდე ჩანგალს და ჭამე!
-არ მინდა!
-მე მინდა!
ყვიროდა ახვლედიანი
-არა!
-რა გჭირს შენ დღეს?
-არაფერი უბრალოდ არ მშია და ვინ გეკითხება შევჭამ თუ არა
-ეს დღეები როგორც გეტყვი ისე მოიქცევი მეთქვი ვის ვუთხარი?!-როცა ამ სახლიდან წახვალ რაც გინდა ის გააკეთე!სულ მშიერი მოკვდი თუ გინდა, მაგრამ ახლა იმას გააკეთებ რასაც ვიტყვი!
ისევ ღრიალებდა თორნიკე, ეს უკვე მეტისმეტი იყო,ვეღარ მოითმინა ნატამ და ცხარე ცრემლებით ატირდა.
ცრემლების დანახვაზე თორნიკე მოლბა. ახლოს მივიდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში,ნატას შეწინაღმდეგების თავი არ ჰქონდა,თავადაც მოხვია ხელები და ცრემლებიც შეუშრა.
-ნატ არ იტირო რა,არ ვიცი დღეს რა დაგემართა,მაგრამ უნდა ისაუზმო ასე არ შეიძლება, ჭამე და იმ ადგილას წავიდეთ.
უთხრა ნიშნის მოგებით
-რაა? მართლა წამიყვან?
-კი ოღონდ ჭამე კარგი?
უეცრად სევდა,ბედნიერებამ შეუცვალა, ჩანგალს ხელი დაავლო და რამოდენიმე წამში თეფშზე არსებული საჭმელი სულ შეჭამა. ეცინებოდა თორნიკეს ამის დანახვაზე და თან უხაროდა, მისი საყვარელი ადგილი ნატასაც ასე რომ შეუყვარდა.
....
უკვე ერთი კვირა სრულდებოდა რაც ნატა თორნიკეს სახლში იყო,ჩვეულებრივად ხდებოდა ყველაფერი, არავისთვის არაფერი უთქვამს.
თავსაც ძალიან კარგად გრძნობდა და ხვდებოდა,რომ მალე წასვლა მოუწევდა,მაგრამ რაღაცნაირად ისე შეეჩვია აქაურობას გული წყდებოდა.
თორნიკეც ძალიან თბილად ექცეოდა,გაგაც ხშირად დადიოდა ლანასთან ერთად და ძალიან მხიარუობდნენ..
...
მაგრამ ყველაფერი ხომ უნდა აირიოს არა?!
თავის ოთახში იყო ნატა როცა ისევ მოესმა ქალის კისკისი,რთული მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო ვის ეკუთვნოდა ეს ხმა,ტანში თითქოს ჭიანჭველებმა დაუარეს,ძალიან გაბრაზა,მაგრამ მაინც გავიდა ოთახიდან.
რა თქმა უნდა ჯობდა არ გასულიყო იმიტომ,რომ სცენას,რომელსაც შეესწრო ერთიანად ჩაუკლა ყველა იმედი.
თორნიკეს კალთაში ეჯდა ლინდა,ხელით თმაზე ეფარებოდა და მხეცივით კოცნიდა. ვერცერთმა დაინახა ოთახში მყოფი ნატა.
გოგონას თვალები ცრემლებით აევსო, უნდოდა თორნიკე! უნდოდა და მოწონდა! მოწონდა? მგონი უყვარდა?! კი,კი გაგიჟდა! აბა ასე მოკლე დროში როგორ შეიძლება შეყვარებოდა ადამიანი,რომელიც მხოლოდ "მოვალეობის" მოხდის მიზნით "უვლიდა".
ისევ ააცახცახა,ისევ სიბრაზიზსგან,ისევ გადააგორა უზარმაზარი ბურთი და ოთახიდან შეუმჩნევლად გასვლა გადაწყვიტა,მაგრამ ნატა რის ნატაა?! ცრემლებით დაბინდული თვალებით,უკან მაგიდაზე მყოფი ლარნაკი საერთოდ ვერ შენიშნა,შემთხვევით ხელი ჰკრა და ძირს დაახეთქა.
წყვილი მხოლოდ ახლა მოეგო გონს,ერთდროულად გახედეს "კაცის მკვლელი თვალებით" ნატას.
-აუუ ეს კიდე აქ არის?
გაიწელა ლინდა-გოგონი დაგვტოვე!
-გოგონი არა ნატა მქვია!
ზიზღით მიუგო ნატამ
-ხო ნუუ რა აზრი აქვს,დაგვტოვე თქო ვერ გაიგე?
-წესიერად მელაპარაკე ლინდა!
-თორემ რა?!
ცინიკურად აათვალიერა ლინდამ გოგონა
-თორემ საკუთარი ხელებით გამოგჭრი ყელს,თან არც შემეცოდები და მერე ვნახავ როგორ გაიწელები! შენ სილიკონებიანო კახპა!
-ნატა!!!
დაიღრიალა თორნიკემ
ნატამ ვერაფერი თქვა,ოთახი სირბილით დატოვა და ოთახში შევარდა,კარი გადაკეტა და საწოლზე დაემხო.
დიდ ხანს ტიროდა. ტკიოდა თორნიკეს ასეთი საქცილი,გულის სიღრმეში იმედი ქონდა,რომ თორნიკეც იგივეს გრძნობდა მის,მიმართ მაგრამ ახლა ყველა იმედი გაუქრა..
ამდენი ტირილისგან თვალებ დასიებულს ჩაეძინა,კარზე ბრახუნის ხმამ გამოაღვიძა,შეშინებული ელვის სისწრაფით წამოხტა და კარი გააღო.
წინ თვალებ ჩაწითლებული,ძარღვებ დაბერილი თორნიკე იდგა.
-რას გავდა შენი საქცილი!
ღრიალებდა ბიჭი
-რაიმე არასწორად ვუთხარი?
არ ჩამორჩა ნატა-მე ვარ დამნაშავე?!
-ნატა არ გაქვს უფლება ასე ელაპარაკო!
-და მას აქვს?! გეკითხები ასეთი ლაპარაკის უფლება აქვს?!
ყვიროდა ნატა
-გოგო შენ ხო არ უბერავ! ჯერ ერთი მერამდენედ გითხარი ჩემთან ხმას ნუ უწევ თქო, მერე გოგოს სილიკონებიანი პახპა უწოდე! გეკითხები ეს სწორი საქციელია?! მიპასუხე!
-თვითონ გამომიწვია!
-ეგ არის პასუხი?!
თორნიკემ ხელი მკლავზე ისე ძლიერ მოუჭირა,ნატას ტკივილისგან თვალებში ცრემლები ჩაუდგა.
-თორნიკე მტკივა
ამოილუღლუღა საცოდავად.
თორნიკემ ნელა შეუშვა ხელი.
-კეთილი ინებე და წესიერად მოექეცი! გასაგებია?
-დღესვე წავალ აქედან!
-აბა გაბედე და ფეხი გაადგი!
-უკვე კარგად ვარ,წასვლა მინდა!
-არა მეთქი ნატა!
-უნივერსიტეტში უნდა წავიდე.
-ხვალ მე თვითონ წაგიყვან და მერე ისევ აქ მოგიყვან!
-აქ არ მინდა!
-მე მინდა!
-წავალ და ხელსაც არავინ შეგიშლით შენ და შენს ლინდას
თქვა ჩურჩულით გოგონამ
-არ გვიშლი,უბრალოდ მინდა წესიერად მოექცე
გაეღიმა თორნიკეს.-ახლა უნდა წავიდე,ნატ იცოდე ფეხი არ გაადგა არსად! მალე მოვალ,შენ დაიძინე,ფილმს უყურე ან რამე ქენი რა,მოკლედ წავედი.
....
თორნიკე შუა ღამით დაბრუნდა,ფრთხილად შევიდა ნატას ოთახში და მძინარეს დახედა,ჟრუანტელმა დაუარა,ისე გამომწვევად გამოიყურებოდა გოგონას გაბუშტული ტუჩები,ულამაზესი იყო, საშინლად მოუნდა ეკოცნა,მაგრამ თავი შეიკავა.
მოწონდა ნატა! ხო,ხო ახლა ზუსტად იცოდა,რომ მოწონდა! ლინდა მისთვის არავინ და არაფერი იყო! ნატა უნდოდა,მაგრამ უნდოდა ცოტახანს კიდევ ეწვალებინა და გოგონა თავად გამოეტეხა გრძნობებში.
...
დილით,როგორც დაპირდა, ნატა უნივერსიტეტში დატოვა,თავად კი სამსახურში წავიდა.
ყველა დიდი სიხარულით შეხვდა ლიჩელს ,ნატასაც ძალიან უხაროდა მონატრებული კურსელების ნახვა.
ყველაზე მეტად ნატას გამოჩენა ტიტე დოლიძეს უხაროდა,მას ნატა უკვე მეორე წელია მოწონდა,მაგრამ ჯერ თქმას ვერ უბედავდა.
-ნატუკა მოსულაა
მოეხვია გოგონას
-როგორ ხარ ტიტე?
-მე კარგად,შენ როგორ ხარ?
-ასევე
-მოგვენატრე
-მეც მომენატრეთ
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ტიტე,მაგამ აუდიტორიაში ლექტორი შემოვიდა და საუბარიც შეწყდა.
ლექცია ორ საათამდე გაგრძელდა,სწრაფად გამოვიდა შენობიდან და ეზოში თორნიკე,რომ დაინახა ძალიან გაუკვირდა და თან ძალიან გაუხარდა.
-თორნიკე აქ რას აკეთებ?
-ხომ გითხარი მოგაკითხავ მეთქი,ჩაჯექი.
ნატა უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში
-თავს როგორ გრძნობ?
კითხა მზრუნვლი ხმით
-კარგად,არაფერი აღარ მაწუხებს
-კარგია
თბილად გაუღიმა ბიჭმა
-რადგან კარგად ვარ,შემიძლია წავიდე
-ნატა უნდა ვიჩხუბოთ?!
-არა უბრალოდ არ ხარ ვალდებული მივლიდე,თან არ მინდა გაწუხებდე
-არ მაწუხებ და გეყოს რა! მაინც საშიშია და საფრთხე კიდევ არსებობს! იჯექი ახლა ჩუმად და გთხოვ ამ თემაზე აღარ გააგრძელო რა.
ნატას ხმა აღარ ამოუღია,ერთმანეთისთვის არც კი გაუხედავთ ისე მივიდნენ სახლში.
ისადილეს და ნატა მეცადინეობას შეუდგა,ბევრი სასწავლი დაგროვებოდა გაცდენების გამო.
მისი ფანჯრიდან ეზო კარგად ჩანდა,მეცადინეობას,რომ მორჩა ფანჯრიდან გაიხედა და კიდევ ერთხელ აეწვა გული,როცა ერთმანეთზე გადახლართული ლინდა და თორნიკე დაინახა მანქანში.
დაინახა,როგორ გადმოვიდნენ იქიდან.
თორნიკემ გოგონას ხელი კისერზე გადახვია და ისე წამოვიდნენ სახლისკენ,ნატა აღარ გასულა ოთახიდან არ უნდოდა ხელი შეეშალა "წყვილისთის".
აი თორნიკე კი ელოდა ნატას გამოჩენას,მოწონდა როგორ ბრაზდებოდა,ეჭვიანობდა და არაფერს იმჩნევდა.
მაგრამ ეს "გეგმა" წყალში ჩაეყარა, ნატა ოთახიდან არ გამოსულა.
....
ლინდა მალე გაუშვა და თავად შეაკითხა ოთახში. ნატა ლოგინზე იწვა და ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა. "კაი ნიც დამირეკე,მერე როგორც კი მოახერხებ რა", "ხო,ხო სახლში ვარ"' "კაი მიდი გკოცნი" .
გოგონამ ვერ შეამჩნია,როგორ მიუხლოვდა ბიჭი საწოლს,მაგრამ რომ დაინახა ისე შეეშინდა,კინაღამ გადმოვარდა.
-შეგაშინე?
კითხა ღიმილით თორნიკემ
-კი,ვერ გავიგე როდის შემოხვედი.
-ხო..უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი?
-კარგად ვარ.წავიდა ლინდა?
-კი
-კარგი
-გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?
-ლინდასთან ერთად რატომ არ უყურე?
ვეღარ მოითმინა გოგონამ
-ნატ ლინდას არ უყვარს ფილმების ყურება
-არც მე მიყვარს!
მოკლედ მოუჭრა ნატამ
-ხოო?
თალები მოჭუტა და წარბები აწია თორნიკემ
-ხო!
უთხრა უხეშად
-რატომ მიღრენ ნატ?
კითხა თბილი მზერით, უხაროდა,რომ ნატა ეჭვიანობდა.
-არ გიღრენ უბრალოდ დავიღალე და მეძინება!
-აჰამ მაგის გამო არა?
ცინიკურად უღიმოდა თორნიკე
-შეგიძლია გახვიდე? უნდა დავიძინო
თალები აატრიალა და გადაბრუნდა
-კარგი, ხვალ ისევ მე წაგიყვან
უთხრა რა კარებისკენ წავიდა
-არ არის საჭირო ტიტე გამომივლის
თორნიკეს,ძარღვები დაეჭიმა და ნელა მოტრიალდა ნატასკენ, ეცადა მშვიდად გამოსვლოდა:
-ტიტე ვინ არის?
-ჩემი კურსელი.
მშვიდად საუბრობდა ნატაც
-ხოდა ახლავე დაურეკავ შენს კურსელს და ერტყვი აღარ გამოგიაროს!
ნატას თვალები სიბრაზისგან აენთო
-რაა?!
იკითხა ღრენით
-ვერ გაიგე? დაურეკავ ან საერთოდ არ წახვალ!
ხმას აუწია თორნიკემ
-შენ საერთოდ ვინ გეკითხება? ზედმეტის უფლებას აძლევ შენს თავს! შენს საქმეებს მიხედე და ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი!
ბოლო ხმაზე აყვირდა ნატა
-მე შენ მერამდენედ გაგაფრთხილე ხმას ნუ უწევ მეთქი?!
თვალები განრისხებისან უელავდა თორნიკეს.-ხვალ ფეხს ვერ გაადგამ ვერსად ჩემს გარეშე! ნატა გეფიცები არ დავინახო ის ბიჭი აქ მოსული თორემ გპირდები ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ!
უთხრა,ოთახიდან გამოვიდა და კარები მაგრად მოაჯახუნა.
ნატა გაქვავებული და გაავებული იდგა ერთ ადგილას,გადაწყვეტილი ქონდა დღესვე წასულიყო აქედან!
კარადასთან მივარდა, ჩემოდანი გამოიღო,გახსნა და ტანსაცმელების ჩაყრა დაიწყო, სწრაფად დაკეტა ჩანთა და ოთახიდან გავარდა, სახლის კარი სწრაფად გააღო,მთელი ძალით მიაჯახუნა და ცრემლიანი თვალებით გავარდა გარეთ.
-ნატა!!!
მოესმა უკნიდან ხმა,არ შებრუნებულა, გზა გააგრძელა .
-ნატა მეთქი!!!
მკლავში წვდა თორნიკე და მისკენ შეატრიალა.
-რა გინდა?
უთხრა გრძნობებისგან დასუსტებული,ათრთოლებული ხმით
-სად მიდიხარ?!
-სახლში!
-ნატა სახლში შედი,ჯერ ისევ ცუდად ხარ!
-არა თორნიკე! კარგად ვარ! ძალიან კარგად! სახლში მივდივარ და შენ ვერ შემაჩერებ!
-ნატა გთხოვ,სახლში შედი
მშვიდად,მზრუნველობა შეპარული ხმით უთხრა თორნიკემ-ჯერ ისევ სუსტად ხარ,ცოტაც და მალე წახვალ.
-ახლა მინდა!
პოზიციას არ თმობდა ნატა
-ამის დედა შევ**ი იმის გამო ბრაზდები მე წაგიყვან მეთქი რომ გითხარი გოგო?!! ბაზარი არაა წაგიყვანოს იმ ვიღაცა ტიტემ! ეგ გინდა ხო?! ესე გინდა ხო?! ხოდა წაგიყვანოს!პროსტა ახლა სახლში შედი და დაიძინე! ტიტე გინდა? გყავდეს ტიტე!
უთხრა და ჩემოდანი ხელიდან გამოგლიჯა,ნატას არაფრის თავი აღარ ქონდა,დაპროგრამებულივით გაყვა უკან.
ოთახში შევიდა,მოწყვეტით დაეცა ლოგინზე და მალევე ჩაეძინა
...
დილით ტიტემ მართლა გამოუარა ნატას.
ნეტავ ცალი თვალით მაინც დაგანახათ რა დღეში იყო თორნიკე! ეგეთი ანერვიულებული?! ჯერ არავის უნახავს.
სამსახურში არ წავიდა,"სამაგიეროს" გადახდა მოინდომა და მთელი დღის ლინდასთან ერთად გატარება დაგეგმა
...
ნატა სახლში ტიტემ მოაცილა,მართლა ვერ უყურებდა ამ ბიჭს სხვანაირად,მხოლოდ მეგობრობა სურდა.
-საღამოს მოდიხარ ხო?
-სად?
-ნეკას დაბადების დღეზე?
-არ ვიცი,ვნახოთ
-რა არ იცი კაი რა?! გავერთობით, გამოგივლი საღამოს და ერთად წავიდეთ.
-არ ვიცი ტიტე,მოგწერ პასუხს
უთხრა და მანქანიდან გადავიდა
....
თორნიკე მოსული დახვდა, ვერ გაძლო ლინდასთან ერთად მთელი დღის გატარება და სახლში წამოვიდა. ნატა არ ელოდა ასეთ დროს და რაღაცნაირად გაუხარდა კიდეც
-მოხვედი ნატ? დღემ როგორ ჩაიარა?
კითხა ისე თითქოს საერთოდ არ დაუნახავს მანქანით ვინ მოაცილა
-ძალიან კარგად,შენმა?
-ასევე.-დღეს სავახშმოდ ლინდა აპირებს მოსვლას და შენც მინდა,რომ იყო ერთად ვივახშმოდ.
-ჩვენ სამმა ერთად ვივახშმოთ?
წამოენთო ნატა-არ მცალია დაბადების დღეზე მივდვარ საღამოს!
-მართლა?
კითხა ეჭვნარევი ხმით
-ხო ჩემი კურსელის დაბადების დღეა.
-სად იხდის?
-ბანქ-ქლაბში
-ნატ ჯერ შენთვის არ შეიძლება..
-თორნიკე უნდა წავიდე დამპატიჟა და უხერხულია,თან ტიტე წამიყვანს
თორნიკეს ძარღვები დაეჭიმა,საშინლად გაბრაზდა, თქმით კი მხოლოდ "კარგიო" უთხრა და ზურგი აქცია
....
საღამოს ნატამ გამოყვანილი ლურჯი კაბა ჩაიცვა,თმა დაისწორა და მცირე მაკიაჟი გაიკეთა,მართლა ძალიან ლამაზი იყო.
თორნიკემ მაგიდა ორ კაცზე გაშალა და მოთმინებით ელოდა ლინდას გამოჩენას,უნდოდა ნატას ეეჭვიანა და ამიტომ დაპატიჟა.
ნატა,რომ დაინახა წამით სუნთქვა შეეკრა.
-ნატ ულამაზესი ხარ,სახლში მალე მოდი კარგი?
მხოლოდ ეს უთხრა, გოგონამ თავი დაუქნია და გარეთ გავიდა.
რაღაცნაირად გული ჩაწყდა თორნიკემ რომ არ იეჭვიანა,ეგონა გაბრაზდებლდა,როცა გაიგებდა რომ ტიტესთან ერთად მიდიოდა,მაგრამ მისმა ასეთმა რეაქციამ გული ატკინა.
ტიტე გარეთ უცდიდა,თვალები გაუფართობდა ნატას დანახვაზე.
...
ნეკას დაბადების დღეზე იჯდა,ფიქრებით კი თორნიკესთან იყო.
"არა როგორ გაბედა და მითხრა სამივემ ერთად ვივახშმოთო", "ან საერთოდ რატომ დაპატიაჟა" ფიქრობდა გაწიწმატებული.
-ნატუკ კიდევ დაგისხა?
ფიქრებიდან მისი კურსელის-ბექას ხმამ გამოიყვანა
-კი
უთხრა ღიმილით. ბევრის დალევას აპირებდა,იცოდა,რომ არ შეიძლებოდა,მაგრამ ისე ეშლებოდა თორნიკეზე ნერვები მაინც გადაწყვიტა დალევა.
ცოტახანში იგრძნო როგორ მოეკიდა სასმელი და როგორ ეპატარავა სივრცე,თითქოს ჰაერი აღარ ყოფნიდა
-ცოტა ხნით გავალ
თქვა და ფეხზე წამოდგა.
-ნატუკ ცუდად ხარ?
უკან დაედევნა ტიტე
-მგონი ზედმეტი მომივიდა
-ხო მეც
ჩაეცინა ტიტეს-მოდი დამეყრდენი უთხრა და ხელები მხრებზე დაადო
-არა ტიტე არ არის საჭირო
ხელი გააშვებინა გოგონამ
-ნატა იცი როგორ მომწონხარ?-განაგრძო ტიტემ და მკერდზე მიიხუტა
-ტიტე ხელი გამიშვი!
დაიყვირა მან.
ამის მაგივრად ხელები წელზე მოხვია,თავი დაუჭირა და საკოცნელად მოემზადა
-ტიტე გთხოვ არ გინდა! შემეშვი,ძალიან ნასვამი ხარ!
საცოდავად იძახდა გოგონა
-შენ არ გესმის უარი რომ გითხრეს ?! -იღრიალა უკნიდან ვიღაცამ
ნატას თველებიდან სიხარულის ცრემლები წამოუვიდა.
-თო..თორნო..თორნიკე. შენ.. შენ აქ..
ლუღლუღებდა იგი
-ჩშ ნატ! მოდი ჩემთან
მიუახლოვდა და მთელი გრძნობით ჩაეხუტა.
-შენ მერე გაგისწორდები!
უთხრა ღრენით ტიტეს,აკანკალებულ ნატას ხელი მოკიდა და იქიდან წაიყვანა
....
მეორე დღეს ტიტე უნივერსიტეტში დალურჯებული მივიდა და ნატა ეგრევე მიხვდა რაშიც იყო საქმე.
ბიჭი ახლოსაც არ გაკარებია და თვალის არიდებასაც ცდილობდა.
...
-რა უქენი ტიტეს კარგი რაა
უთხრა მანქანაში ნატამ
-ხომ არ შეგეცოდა? მეტის ღირსი იყო ეგ ა*ვარი,საერთოდ რომ არ მოვკალი მადლობა მითხრას! ოდნავადაც,რომ მოგეკაროს ეგრევე მითხარი კარგი?
-აჰამ
ჩაეღიმა ნატას
...
თორნიკე სამსახურში იყო.
ნატა მეცადინეონდა უცებ კარზე კაკუნი რომ შემოესმა, იფიქრა თორნიკე დაბრუნდაო და სიხარულით გაიქცა კარებისაკენ,მაგრამ კარი,რომ გამოაღო და ლინდა დაინახა ბრაზიზსგან სხეული ერთიანად დაეჭიმა.
-თორნიკე სახლში არ არის
მიახალა ცივად
ლინდამ კარებში მდგარი ნატა ხელით გაწია და სახლში შევიდა
-მე თორიკესთან არ მოვსულვარ,შენთან მოვედი.
-ჩემთან?
გაოცდა ნატა
-ხო შენთან! უთხრა და იქვე ჩამოჯდა-მოკლედ მინდა აგიხსნა სიტუაცია,მე და თორნიკე უკვე წლებია ერთად ვართ,ამდენი ხანია ჩუმად ვარ,მაგრამ როგორც ჩანს შენით ვერ ხვდები,რომ წასვლის დროა და უაზროდ მეღობები წინ! თუ თორნიკე რომ თბილად გექცევა ამან "აგაბლატავა" ?მოკლედ აქედან წახვალ და აღარ ჩაერევი ჩემი და თორნიკეს ურთიერთობაში! მგონი გასაგებად აგიხსენი ხო?!
-შენ საერთოდ ვინ გეკითხება?
ზიზღით კითხა ნატამ
-მალე თორნიკე ცოლად მომიყვანს და მისი თითოეული ნაბიჯი მეც მეხება!
-თორნიკე რომ მოვა მერე ვილაპარაკოთ ლინდა
-მაინდამაინც უნდა მათქმევინო,რომ მაგ ბიჭს კიდიხარ?
-ლინდა წადი!
უყვირა ნატამ
-მე კი არა შენ წადი! როგორ ფიქრობ რატომ გივლის?! იმიტომ,რომ ეშინია პოლიციაში არ წახვიდე,ცოტახანიც და თვითონ მოგისვრის აქედან,სანამ მას გაუგდიხარ წადი!
-ეს თვითონ გითხრა?
ყბა აუცახცახდა ნატას
-სიტყვა სიტყვით! "ნატა მაგრად ,გამოჯანმრთელდება და აქიდან მოვისვრი,უბრალოდ ახლა პოლიციასთან უთანხმოება არ მაწყობს და ცოტა ხანს ჩემთან იქნება"-ეს მისი სიტყვებია ნატა.
-ლინდა გაეთრიე აქიდან!
იღრიალა ნატამ,მერე ოთახში შევარდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო.
საშინელი იმედგაცრუება იგრძნო,ჰაერი აღარ ყოფნიდა,ცრემლები ახრჩობდა,თავბრუც ეხვეოდა,მაგრამ მაინც დიდი მონდომებით განაგრძობდა ჩანთაში ტანსაცმლის ჩაყრას
-ნატა რას აკეთებ?
დაიყვირა თორიკემ და მისკენ წავიდა
-არა!!! არ მომაკარო შენი ბინძური თითები! მეზიზღები თორნიკე! მძულხარ არ მომეკარო!
ბოლო ხმაზე ყვიროდა ნატა და თან ცრემლებს საშუალებას აძლევდა შეუჩერებლად ედინათ
-ნატა რა მოხდა?!! ამიხსენი რა ხდება!
ხმა ვერც თორნიკემ გააკონტროლა
-ახსნა გჭირდება?! ნატა მაგრად გკიდია,გამოჯანმრთელდება და მოისვრი არა?!
-გოგო ვინ გითხრა ეგ სისულელე?!
იღრიალა ბიჭმა
-ვინ?!! შენმა მომავალმა საცოლემ!
-ვინ მომავალმა საცოლმ ნატა რაზე მელაპარაკები ამიხსენი და დადე ეგ ჩანთა!
-ლინდამ ყველაფერი მითხრა!
-ანუ ეგ სისულელეები მან გითხრა და შენც დაუჯერე ხომ?!
მაჯაში წვდა გოგონას.-იმ დედა მო***ულს დაუჯერე არა?
მთელი ძალით უჭერდა ხელს თორიკე,- გოგო ეგ როფორ იფიქრე?! როგორ იფიქრე მეთქი გეკითხები!
ღრიალებდა თორნიკე
-თორნიკე მტკივა
ამოილუღლუღა და მაჯის განთავისულებას შეეცადა
-გეტკინოს ნატა! მეც მატკინე გული! იმის მაგივრად,რომ ჩემთან მოსულიყავი მას ენდე არა? ამის მეტ ნდობას არ ვიმსახურებ არა?
-გთხოვ თორნიკე,მართლა ძალიან მტკივა..
ნელა შეუშვა ხელი თორნიკემ
-მადლობა ნატა,მადლობა ნდობისვის! შეგიძლია წახვიდე!
უთხრა და ოთახიდან გავიდა.
ნატა ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა,უყვარდა თორნიკე! მართლა ძალიან უყვარდა, მასთან უნდოდა,სიგიჟემდე უნდოდა!
თავადაც გავიდა ოთახიდან და თორნიკეს ოთახში შევიდა
ბიჭი ფანჯარაში იყურებოდა.
-რა გინდა?
კითხა ცივი ხმით,არც შემოტრიალებულა მისკენ
-მისმინე...არ მინდოდა ასე გამოსულიყო..
სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ნატა
-ნატა რა გინდა?!
ნელა შემოტრიალდა თორნიკე
-მაპატიე,ვიცი უნდა მეკითხა
თავი დახარა ნატამ და პატარა ბავშვივით ატირდა
-ნუ ტირი!
უთხრა ცივად და ნატამ მის ხმაში ცოტაოდენი სითბოც,რომ ვერ იგრძნო ეს ჩერჩეტი გოგო უფრო ხმამაღლა ატირდა.
თორნიკე ჯობეებში ხელებ ჩაწყობილი,კოპებ შეკრული უყურებდა გოგონას,მერე ელვის სისწრაფით მიუახლოვდა,თავი ააწევინა და ჩახრეწილი ხმით უთხრა
-თქვი რომ გიყვარვარ ნატა!
-მიყვარხარ თორნიკე!მთელი არსებით მიყვარხარ! ვიცი,რომ ეს გრძნობა ორმხრივი არ არ...
-ჩშ!-არ დაასრულებინა თორნიკემ ისე დააცხრა ბაგეებზე,ნატაც აყვა და ახლა ეს ორი ადამიანი მთელი ვნებით და სიყვარულით კოცნიდნენ ერთმანეთს
-მიყვარხარ და არსად აღარ გაგიშვებ!
უთხრა და მთელი ძალით ჩაიკრა ათრთოლებული გოგონა გულში.
....
-რაღაც მინდა გაჩუქო
უთხრა და პატარა ყუთი გაუწოდა
-რა არის?
-გახსენი და ნახავ
ფრჩილად მოხსნა ნატამ ყუთს თავი და შით ისეთი ლამაზი ყელსაბამი დაინახა წამით სუნთქვა შეეკრა.
-ულამაზესია თორნიკე მადლობა
უთხრა გოგონამ და ჩაეხუტა
-მინდა რომ სულ გეკეთოს.
თმა გადაუწია და ყელსაბამი კისერზე გაუკეთა-არასოდეს მოიხსნა კარგი?
ნატამ თავი დაუქნია და ლოყაზე მაგრად აკოცა
-ლოყაზე ნიცას აკოცე!
შეუბღვირა და მთელი გღძნობით დაეწაფა ნატას ბაგეებს.-ისე ამ გახსენებაზე როდის ჩამოდის რომ გავიცნო?
-არ ვიცი,ალბათ მალე.
...
-ჩვენ ადგილას წავიდეთ?
-კი რა ჩავიცვამ და გავიდეთ
თვალები სიხარულისგან გაუბრწყინდა ნატას.
...
-ეს სახლი ჩვენი იქნება,მინდა გასახები შენც გქონდეს
-თორიკე არ მინდა,აქ შენს გარეშე ამოსვლას მაინც არ ვაპირებ
უთხრა მორცხვად
-მე მინდა რომ შენც გქონეს,მარტო ჩემი სახლი არაა ეს სახლი ჩვენია! ისე მოაწყე როგორც გაგიხარდება
-თორნოკე დღითიდღე უფრო მაოცებ,მიყვარხარ! ყველაზე ძალიან მიყვარხარ!
-ჩემი ანგელოზი ხარ,პატარა ფერია..
სახეს უკოცნიდა თორნიკე.
...
ნატა წასვლას აღარ ჩქარობდა,მოწონდა თორნიკესთან ერთად ცხოვრება,უნივერსიტეტში მას დაყავდა და თვითონვე აკითხავდა მერე.მოკლედ ყველაფერი ისე მიდიოდა,როგორც მათ უნდოდათ და უხაროდათ.
-თორნიკე იცი რა მაინტერესებს?
-აბა
-იმ ღამეს კლუბში საიდან გაჩნდი? მაშინ ვეღარ გკითხე, არ მქონდა მაგის თავი
-შეგაგვიანდა ნატ და ავნერვიულდი
-ლინდა?
-რომ წახვედი დავურეკე არ მოსულიყო,არ შემეძლო....
-კიდევ კარგი მალე მოხვედი...
-გავგიჟდებოდი ნატა! გავგიჟდებოდი სხვას რომ ეკოცნა შენთვის!
ძარღვები დაეჭიმა თორიკეს
-კარგი აღარ გვინდა მაგ ამბის გახსენება.
ჩაეხუტა ნატა
-არ ვიცი შენამდე როგორ ვცხოვრობდი..
მიეფერა თორნიკე სახეზე
-მეძინება.
-კარგი წადი,დაიძინე
აკოცა და ოთახის კარებამდე მიაცილა
...
შხაპი მიიღო და პირსაცოხ შემოხვეული გამოვიდა ოთახში,თორნიკე,რომ დაინახა შიშისგან შეხტა
-შეგაშინე?
უღიმოდა და თვალებში ჭინკები უხდოდა
-არ გელოდი_ამოილუღლუღა ნატამ-გადი უნდა ჩავიცვა
-კარგი ერთს გაკოცებ და წავალ
მკლავებში მოიმწყვდია და ნაზად დაუწყო კოცნა
-აბა მხოლოდ ერთს გაკოცებო?
თორნიკეს თითქოს არ გაუგონია ისე განაგრძო ალერსი.
-ჩემი მინდა გახდე ნატ!
ნატა გრძნობდა,როგორ იძირებოდა ვნების მორევში,გონს მხოლოდ მაშინ მოეგო,როცა თორნიკემ პირსახოცი შეუხსნა
-არა..არაა. ახლა არა თორნიკე
ბუტბუტებდა,მაგრამ მის ბაგეებს ვერ შორდებოდა
-ნატ უბრალოდ მენდე... ნუ გეშინია!
უჩურჩულა თორნიკემ.
მეტჯერ შეწინააღმდეგება აღარც უცდია უბრალოდ აყვა და თავისი უმანკოებაც მას ჩააბარა.

...
გადიოდა დრო.. წამებს წუთები მისდევდა,წუთებს დღეები,დღეებს კვირა,კვირას თვეები და ამასობაში ერთი წელიც გავიდა.
ამ ერთ წელში იმდენი რამ მოხდა ვინ დათვლის. თორნიკემ ნატას მშოლები და ნიცა გაიცნო, მეგობარსაც და მშობლებსაც ძალიან მოეწონათ თორნიკე. ნატამაც სკაიპის საშუალებით გაიცნო ამერიკაში მცხოვრები ბიჭის დედ-მამა. სახლი "მათ ადგილას" უკვე აშენდა.
ნატა თორნიკესთან ცხოვრობდა,მართალია დანიშნულები ჯერ არ იყვნენ,მაგრამ ერთად ისე მოწონდათ ვერც კი წარმოედგინათ ცალ-ცალკე ცხოვრება,დაქორწინებას კი ჯერ არც ერთი ჩქარობდა.
იცით რა კარგად იყვნენ?! ძალიან კარგად! მათი სიყვარულის ამბავი ყველას პირზე ეკერა,ყველას უხაროდა,მაგრამ.....ხო ეს მაგამ რომ არა გაცილებით უკეთ იქნებოდა ყელაფერი!...
....
მაგრამ ცხოვრებას ხომ ყველაზე ბედნიერ დროს მოუნდება თამაში? ყველაზე ბედნიერი როცა ხარ მაშინ ხომ უნდა აირ-დარიოს ყველაფერი? მაშინ უნდა გაგამწაროს და დაგანახოს,რომ ის სასტიკი და დაუნდობელია!
და შენც უძლური ხარ,ძალაც აღარ გაქვს,ვეღარ უძლებ,ერთადერთ გამოსავალს გაქცევაში ხედაც და შენც გარბიხარ!...
...
თბილი საღამო იყო,ზაფზული დგებოდა წყვილი ვერანდაზე ყავას მიირთმევდა,უცებ თორნიკეს ტელეფონი აწკრიალდა სამსახურიდან ურეკავდნენ,მთელი ერთი საათი გაუჩერებლად ესაუბრებოდა უცხოელ ბიზნსმენებს,ნატა მოუთმენლად ელოდა საუბრის დასრულებას და შემდეგ კითხა
-ხომ მშვიდობაა?
-კი ხვალ სერიოზული შეხვედრა მაქვს,ფაქტობრვად ჩემი კომპანიის ბედი წყდება
-ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულო რა
თბილად გაუღიმა
-ხო მაგრამ ხვალ გვიან დავბრუნდები,ხომ არ გეშინია?
გოგონა სკამიდან ააყენა და კალთაში ჩაისვა
-არა,უბრალოდ ვერ დავიძინებ სანამ არ მოხვალ
ნატა მაგრად მოეხვია ბიჭს
-ჩემი მზრუნველი გოგო..
ნაზად ეფერებოდა გოგონას თმაზე და ეღიმებოდა
....
მეორე დილით თორნიკე სახლიდან ადრე გავიდა,ნატამ ნიცასთან წასვლა გადაწყვიტა.
მერე დრო რამით ხომ უნდა გაეყვანა?! აბა თუ გამოიცნობთ სად წავიდა?! რა თქმა უნდა მაღაზიებში, დალაშქრა თბილისის ყველა მაღაზია და ახლა ყავის დასალევად ერთ-ერთ ბარს მიაშურა
ღიღინით შეაღო ბარის კარები ,მაგრამ იქ დანახულმა სცენამ აიძულა ერთ ადგილას მიყინულიყო.
თორნიკეს წინ ვიღაც ქალი იჯდა და რაღაცაზე ესაუბრებოდა. ეს ვიღაც ქალი იცით ვინ იყო? ლინდა...!
თვალებ დაბინდული გამოვიდა უკან,ცრემლები გაუჩერებლივ სდიოდა,დაპროგრამებულივით იქცეოდა,ვერ აზროვნებდა,ვერაფერს ფიქრობდა.
იცით რას გრძნობდა ? სიტყვებით რომ შეუძლებელია ახსნა.
იმ წამს მოკვდა თორნიკე მისთვის! იმ წამს დამარხა ყველა მოგონება და იმ წამს იგრძნო ყველაზე დიდი ზიზღის გრძნობა ადამიანის მიმართ,რომლის გარეშეც ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ ვერ ძლებდა.
სახლში მივიდა უკვე აღარც ტიროდა, ფრთხილად ჩაალაგა ტანსაცმელი და ბარგი კარებთან დადგა.
თორნიკეს ნახვის გარეშე არ წავიდოდა! უნდოდა ბოლოჯერ ენახა და ეთქვა,რომ ყველაფერი იცოდა,იცოდა რა საქმეზეც იყო წასული და რატომ დაბრუნდებოდა გვიან...
დილის ოთხი საათი იყო თორნიკემ კარი,რომ შემოაღო.
ბარგი,რომ დაინახა გული აუჩქარდა,მერე იქვე დივანზე მჯდომი ირონიული ღიმილით მომღიმარი ნატა,რომ შენიშნა ააკაკალა.
-ნატაა ამ ჩანთებს აქ რა უნდათ?! ან შენ რა გინდა რატომ არ წევხარ!
-დასამშვიდობებლად მოვედი
უთხრა ნატამ ძალიან მშვიდი ხმით
-რა თქვი!-ხმა გაუმკაცრდა ბიჭს-სად მიდიხარ?!
-შენგან მივდივარ თორნიკე
უღიმოდა ნატა
-გოგო შენ ხო არ გააფრინე?! ამიხსენი რა ხდება!!
აყვირდა თორნიკე
-დაგინახე დღეს რა საქმიან შეხვედრაზეც იყავი, ისიც ვიცი რატომ მოხვედი გვიან!
-რააა?!!!-ნატა მოიშორე ეგ ღიმილი და გთხოვ პირდაპირ მითხარი რა ხდება? რა შეხვედრაზე!
-თავს ნუ ისულელებ რა! ლინდასთან ერთად დაგინახე ბარში, ეს საქმე გქონდა არა?!!
-ნატა ყველაფერს აგიხსნი..
ნელა მიუახლოვდა თორნიკე-კი შევხვდი ლინდას,მაგრამ...
-არაფერი თქვა თორნოკე!-იყვირა ნატამ-არ გაბედო რამის თქმა! არ გაბედო თავის მართლება უაზროდ!! არც გამოყოლა გაბედო და არც ჩემი შეჩერება სცადო! მივდივარ და შენდა ლინდას ბედნიერებას გისურვებთ!
-შენ ისევ არ მენდობი არა? ისევ არ გაგჩენია სურვილი მოსულიყავი და გეკითხა რატომ შევხვდი არა?!
მშვიდად ჰკითხა თორნიკემ
-ნდობა?! მართალიხარ აღარ გენდობი!
-ხოდა მაშინ მართლა უნდა წახვიდე!ნდობის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია.კარგად იყავი ნატა!
უთხრა ბიჭმა და კიბეებს აუყვა.
ნატა კი დატოვა ერთ ადგილას გაშეშებული.ცოტა ხანს ასე იდგა,მერე გონს მოეგო "ყველაფერი დასრულდა,სამუდამოდ" თქვა და გარეთ გავიდა.
ტაქსი გამოიძახა და სახლში წავიდა.
...
მონატრებია სახლი,რამდენი ხანია აქ არ ყოფილა.
მოათვალიერა იქაურობა, მერე საძინებელში შევიდა და საწოლზე დაემხო.
უეცრად იგრძნო სულში სიცივე,იგრძნო,რომ მარტო იყო,ისევ მარტო უნდა ეცხოვრა.. ცრემლები მისდაუნებურად სდიოდა,მუშტით იწმენდდა,არ უნდოდა ეტირა..
მერე ყელსაბამი მუჭში მოიქცია და აკოცა. "მიყვარხარ თორნიკე" "მაინც მიყვარხარ" ბუტბუტებდა იგი.
მერე მალევე ჩაეძინა.
....
თონიკე საშინლად იყო გაბრაზებული,ყველაფერს ამტვრევდა რაც ხელში მოყვებოდა. ბრაზობდა ნატაზე.რატომ არ მოუსმინა?! იქნებ რის თქმას აპირებდა! მთელი ღამე არ უძინია,თვალი ვერ მოხუჭა,მასზე ფიქრობდა! წინ მისი სახე ედგა,ენატრებოდა..ძალიან ენატრებოდა!
...
ამასობაში კი ორმა კვირამ განვლო.
ნატა ისევ ისე იყო,რობოტივით აკეთებდა ყველაფერს.თორნიკე სახლიდან არ გასულა, იჯდა და თავის ტელეფონში გადაღებულ ნატას სურათს უყურებდა..
უცნაურები არიან არა? როგორ ენატრებათ ერთმანეთი,როგორ უყვართ,მაგრამ სიამაყე! ორივე ერთმანეთზე ამაყი.
არც ერთი არ აპირებდა პირველი ნაბიჯის გადადგმას და ორივე ერთმანეთისგან ელოდა ამას..
მაგრამ..კიდევ ერთი მაგრამ! ამას არც ერთი არ აკეთებდა და რომ გეკითხათ არც არასდროს გააკეთებდნენ.
....
ნატას ასეთი ყურება გაუსაძლისი,რომ გახდა ნიცამ ნატას ძმას-უტას დაურეკა, ყველაფერი მოუყვა და დახმარება სთხოვა.
საღამოს ნატას ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა,უტა იყო
-როგორ ხარ დაიკო?
მხიარულად ჩასძახა ყურში
-არამიშავს შენ როგორ ხარ?
უემოციოდ უპასუხა ნატამ
-მოკლედ ნატუკა ნიცა მელაპარაკა რა...
-და..
-აქ მინდა რომ ჩამოხვიდე
-მანდ რა მინდა?
-რადა აქ გააგრძელებ სწავლას,იმუშავებ თან ჩემთან იქნები.. იცი როგორ მომენატრე!
-მეც მომენატრე უტა.. მაგრამ არ ვიცი..
-რა არ იცი გოგო?! მანდ ყოფნა შენთვის ახლა უფრო რთულია,ჩამოდი რა
-დავფიქრდები უტა
-კარგი მიდი გკოცნი და გამაგებინე რას იზამ
....
მეორე დღეს ნატა თვითმფრინავში ჩაჯდა და საფრანგეთში გაფრინდა. აი ასე უბრალოდ ადგა და წავიდა,არავის დამშვიდობებია,არავინ გაუფრთხილებია,უბრალოდ ბარგი ჩაალაგა,ბილეთი იყიდა და წავიდა.
...
მერე გავიდა დღეები
თვეები..
2 წელი..
ნატა საფრანგეთში კარგად მოეწყო,შეუყვარდა იქაურობა,მუშაობაც დაიწყო,ბევრ იქაურს მოაწონა და შეაყვარა თავი,მაგრამ განსაკუთრებით იქ მცხოვრებ ქართველ დანიელ აბაშიძეს უყვარდა.
თავიდან მეგობრობდნენ,მალე მათი მეგობრობა მოწონებაში გადაიზარდა,მერე კი სიყვრულში. არც ერთხელ დაურეკია თორნიკეს,არც ერთხელ მოუკითხავს. გგონიათ მის მიმართ გრძნობები გაუქრა? თვითონ ამბობს კიო,მაგრამ რატომ ატარებს მის ნაჩუქარ ყელსაბამს,რატომ იხუტებს ხოლმე გულში.. გრძნობები გაუქრა? თქვენით განსაზღვრეთ.
...
თორნიკემაც გაიცნო არაჩვეულებრივი გოგონა კესო. მასაც უყვარდა, ამბონდა ნატას მიმართ გრძნობები გამიქრაო,განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაიგო,რომ საფრანგეთში ვიღაც შეუყვარდა.. გრძნობები გაუქრა? მაგრამ რატომ უყურებს ყოველ ღამით ნატას სურათებს?...ესეც თქვენით განსაზღვრეთ
...
ამასობაში ოთხი წელიც გავიდა.
დანიელმა ნატას დაურეკა და ერთ-ერთ რესტორანში თხოვა მისვლა,ნატაც წავიდა. ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული დახვდა,მერე წინ რაღაც განათდა.
სანთლებით ეწერა "გამომყვები ცოლად"? მერე დანიელი გამოვიდა ბეჭდით ხელში
-თანახმა ხარ?
-რა თქმა უნდა!
უცებ დათანხმდა ნატა
...
მეც კი გამაოცა ამ გადაწყვეტილებამ!! რატომ დათანხმდა?!! მერე თორნიკე?!!

....
-ნატა ჩამოდისსს.. ლეოო ნატა ჩამოდის,თხოვდებაა!! ღმერთო როგორ მენატრებაა!
შუა ქუჩაში წიოდა ნიცა
-კარგი ხმადაბლა-გაუღიმა ლეომ-როდის ჩამოდის?
-5 დღეში!! და მეჯვარე მე ვარ!! გაიგონე რა ვთქვი?!! ნატა ჩამოდისს!ჩემი ნატა თხოვდება!!
აგრძელებდა წიკვინს ნიცა
-გამარჯობა ნიცა
მოესმა უკნიდან ძალიან ნაცნობი,ბოხი ხმა.ნიცა შეხტა
-გამარჯობა თორნიკე
-როგორ ხარ ?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-არამიშავს,გაიცანი ჩემი საცოლე კესო
გოგონამ თბილად გაუწოდა ხელი და ჩამოართვა
-სასიამოვნოა.
-რაც მომესმა მართალია?
-რა მოგესმა?
გაიკვირვა ნიცამ
-ნატა ჩამოდის? და თხოვდება?
-კი,მაგრამ შენ რატომ მეკითხები?!
-ისე გეკითხები ნიცა უბრალოდ,დამშვიდდი
გაეცინა თორნიკეს-ერთ კვირაში მეც ვქორწინდები
-კარგია გილოცავ
...
დიახ დიახ, ნატას უყვარდა დანიელი,დანიელს ნატა;თორნიკეს უყვარდა კესო,კესოს თორნოკე. და თქვენ გჯერთ ამის? არც მათ ჯერათ.
თავს არწმუნებენ თორემ...აბა ვის წარმოუდგენია ნატა თორნიკეს და თორნიკე ნატას გარეშე!
...
აეროპორტში მშობლები,ნიცა და ლეო დახვდა.
ნატა ოთხი ,დანიელი 5,უტა კი 8 წელია საქართველოში არ ყოფილან.. ცრემლები სდიოდათ.
ნიცამ ისე იკივლა მთელი აეროპორტი შეარყია.
მერე სახლში წავიდნენ.
თბილისში ფეხის დადგმის პირველივე წამიდან სხვანირად უცემდა გული.. თან ნიცამ უთხრა ცოლი მოყავსო... გული შეეკუმშა.. არა თავადაც ხომ თხოვდებოდა აბა რა ეგონა?!! მაგრამ,მაინც ეწყინა რაღაცნაირად..
...
ზეგ ქორწილი იყო,ნერვიულობდა,ახლა მარტო ყოფნა სჭირდებოდა. უნდოდა დამშვიდებულიყო.. იცით სად წავიდა? "მათ ადგილას". რატომღაც ძალიან მოუნდა იქ მისულიყო და ის საოცრება კიდევ ერთხელ ენახა.
სახლის გასაღები, რომლსაც მუდამ თან დაატარებდა აიღო და წავიდა.
სახლში ფეხი შედგა თუ არა თორნიკეს სუნი იგრძნო,ერთიანად დაუარა მთელ ტანში, აქ მყოფბა უფრო იგრძნო მონატრება,პირველად დაფიქრდა.. უნდოდა კი დანიელზე ექორწინა?! ფანჯრიდან ულამაზეს ხედს უყურებდა და მისდაუნებურად სდიოდა ცრემლი.
გაახსენდა თითოეული წამი..
როგორ მოხვდა მასთან სახლში,როგორ უვლიდა,როგორ ანახა პირველად ეს ადგილი..
ცუდად გახდა.. რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ ეტირა ახლა აინაზღაურა, სლუკუნებდა ყელსაბამს ხელს უჭერდა და გულში იხუტებდა..
"კარგი ნატა დამშვიდდი,ზეგ ქორწილი გაქვს!" "მასაც მოყავს ცოლი, ბედნიერია..." ბუტბუტებდა ჩუმად,მაგრამ მეტი ვეღარ გაუძლო,აღარ შეეძლო აქ გაჩერება, სირბილით გავარდა გარეთ... და სიჩქარეში ვერც იგრძნო,როგორ მოშორდა მის მხრებს კაშნე და როგორ დაეფინა ძირს.
....
ზეგ ქორწილი ქონდა,რატომღაც ნატას გარდა თავის მეუღლედ ვერავის წარმოიდგენდა ხოლმე,მაგრამ... რას ვიზამთ ცხოვრება ასეთია, მოულოდნელობით სავსე.
ძალიან მოუნდა სადმე მშვიდ ადგილას მარტო წასულიყო, ბევრი არ უწვალია ასეთი ადგილის ძებნაზე .. გასაღებს ხელი დაავლო და წავიდა.
სახლში ფეხი შეადგა თუ არა ნატას სუნი იგრძნო,გაეღიმა, სიხარულისგან გული შეეკუმშა, მაგრამ გული სულ გადაუტრიალდა და გონება დაებინდა,როცა იქვე დაფენილ წითელ კაშნეს მოჰკრა თვალი.
ნელა მიუახლოვდა,ხელის კანკალით აიღო, მიხვდა ვისაც ეკუთვნოდა..ცხვირთან მიიტანა, მისი სუნი შეიგრძნო და ცრემლები წამოუვიდა..
დიახ დიახ, თორნიკე ახვლედიანი იდგა და ტიროდა!
თვალწინ გაუცოცხლდა ყველა მოგონება,ტანში თითქოს ჭიამჭველებმა დაუარეს..
"დამშვიდდი თონიკე,ვეღარაფერს შეცვლი, ზეგ ქორწილი გაქვს" წაიბუტბუტა,კაშნე აიღო და სახლიდან გავიდა.
....
მეორე დღეს მონატრებული ქალაქის დათვალიერება გადაწყვიტა.
ისევ მარტო წავიდა. დანიელი და ნიცა მთელი დღის განმავლობაში ურეკავდნენ,მაგრამ არცერს პასუხობდა,რატომღაც მარტო უნდოდა ყოფილიყო და დაესვენა,ხვალ ისედაც მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა.
ქალაქი,რომ მოიარა ყავის დალევა გადაწყვიტა, იქვე ერთ-ერთ ბარში შევიდა და კაპუჩინო შეუკვეთა,ლოდინით გართულმა ვერც კი შეამჩნია წინ როგორ დაუჯდა ვიღაც...მაგრამ,როცა ამ "ვიღაცაში" ლინდა ამოიცნო გაბრაზებისგან
ერთიანქდ ააცახცახა
-გამარჯობა ნატა
დაიწყო საუბარი ლინდამ.
-გამრჯობა
გაუღიმა მთელი ცინიზმით
-როგორ ხარ?
-შენდა საუბედუროდ კარგად
თვალები გადაატრიალა ნატამ
-გავიგე შენი და თორნიკეს ამბავი...
-ძალიან გეწყინა არაა?!!
-ნატა ისე რატომ მელაპარაკები თითქოს ამაში დამნაშავე მე ვიყო?
-აბა ვინ არის ლინდა?!
ხმას აუწია ნატამ-ესე უნამუსოდ როგორ იქცევი?! იმ დღეს შენთან ერთად,რომ არ დამენახა,რომ არ შეგხვედროდა არაფერი მოხდებოდა..
-რააა??!!
-რა გაგიკვირდა?!!
-როდის შევხვდი?!
-როდის და 4 წლის წინ, მეორე ქუჩაზე,რომ ბარია იქ.. გაგახსენდა?!! ,შეხვედრზე მივდივარო და შენთან მოვიდა.. და საერთოდ რატომ გიხსნი შენ რაღაცეებს ვერ ვხვდები იცი? რაც გინდოდა ხომ გააკეთე! შეგიძლია წახვიდე! ყავის მშვიდ გარემოში დალევა მინდა.
-4 წლის წინ იმ ბარში... გამახსენდა....
დაიწყო სევდანარევი ხმით...-კი.. მართლა შევხვდი,მაგრამ არა იმ მიზეზით რაც შენ იფიქრე.. იმ დღეს ჩემი ყოფილი ქმარი მომივარდა დანით... თორნიკეს,რომ ვხვდებოდი გაუგია და ორივეს მოკვლით მემუქრებოდა, დანა ხელზე დამისვა...
მაისური მკლავზე აიწია და ნაიარევი გამოაჩინა.. ნატას თავბრუ დაეხვა
-რაა...რააა?!!
ამოილუღლუღა
-ხო,ხოო .. სასოწარკვეთილი ვიყავი,ძალიან ცუდად გავხდი..სასწრაფოდ თორნიკეს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე.. უნდა მენახა ისე არ შემეძლო.. მითხრა საქმიან შეხვედრაზე ვარო,მაგრამ რომ ავუხსენი რა ხდებოდა, იმ წამსე მოვიდა.. ადამიანური ფაქტორია,მეტი არაფერი..
თქვა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელის გულით შეიმშრალა..
ნატაც ვერ მიხვდა,როდის აუვარდა ტირილი, ვერაფერს ხედავდა თავჩაღუნული სლუკუნებდა.
გონს მხოლოდ მაშინ მოეგო,როცა ზურგზე თბილი ხელების შეხება იგრძნო..
ლინდა გვერდით ეჯდა და ეხუტებოდა..
-არ იტირო რა.. გთხოვ..
უთხრა ძალიან მზრუნველი ხმით
-ლინდა შენ ახლა იცი რა მითხარი?!!!
-მაპატიე ნატა თუ რაიმე არასწორად ვთქვი რა..გთხოვ მაპატიე და არ ინერვიულო,წადი და დაელაპარაკე!
-ვის დავლაპარაკო?! ან როგორ.. ხვალ ორივეს ქორწილი გვაქვს.
უფრო უმატა ტირილს..
ლინდას გაკვირვებისგან წამით თვალები გაუფართოვდა და უფრო მიიხუტა ნატა..
-მადლობა ლინდა.
მხოლოდ ეს თქვა ,ადგა და ბარიდან გავარდა..
....
არაფრის შეცვლა აღარ შეეძლო! თორნიკეს უყვარდა კესო.. მას კი დანიელი ელოდა..
...
იმ ღამით უბრალოდ,რომ ეკითხა.. უბრალოდ პასუხი,რომ მოესმინა..
საშინელებაა! ..საშინელება,რომ ადამიანებს არ შეგვიძლია,არ გვინდა დავსვათ კითხვები.. ასეთები ვართ! ჩვენით გამოგვაქვს დასკვნა,შეკითხვებისთვის თავს არ ვიწუხებთ და მერე გვწყინს.. გვწყინს ცხოვრებისგან,საკუთარი თავისგან და ვიძულბთ სამყაროს!
უბრალოდ საკუთარი დასკვნების გამოტანის გარეშე, რომ დავსვათ ერთი პატარა შეკითხვა...წარმოიდგინეთ რა ბედნიერები ვიქნებოდით,როცა გავიგებდით,რომ ჩვენი "დასკვნა" მცდარია და რეალურად ყველაფერი უფრო მარტივად და გაცილებით უკეთაა !
....
თვალებ დასიებული მივიდა სახლში, დანიელი უტასთან ერთად სადღაც იყო წასული.
აღარ დალოდებია,შხაპი მიიღო და დაიძინა.
დილიდან მასთან ერთად იყო ნიცა,ჯერ სალონში იყვნენ ,მერე დიზაინერთან კაბა წამოიღეს და სახლში წავიდნენ ..
...
ნიცა ოთახიდან გააგდო,კაბას ჩავიცვამ და გამოვალო.
რამდენიმე საათი რჩებოდა ქორწილამდე.
უყურებდა თავს სარკეში და არ ჯეროდა რომ თხოვდებოდა..დანიელ აბაშიძის ცოლი ცდებოდა..
-როგორ ხარ ნატა?!
გაიგონა უკნიდან ყველაზე მონატრებული,ნაცნობი ხმა და სანამ მიტრიალდებოდა კინაღამ მოკვდა
-შენნ..შენნ აქ რა გინდა? მელანდები ხომ?
-არა.
უთხრა მშვიდად და ოთახის კარი გადაკეტა
-აქ რას აკეთებ?
თავბრუ დაეხვა ნატას.-როგორ შემოხვედი?
-ეს დაგრჩა და დასაბრუნებლად მოვედი
უთხრა და კაშნე გაუწოდა.. სულ დიაბნა ნატა.. სულ აირია! ვეღარ მიხვდა რა გაკეკეთებინა.. გული,რომ არ წასვლოდა საწოლის კუთხეზე ჩამოჯდა
-თორნიკე უნდა წახვიდე! შენც ქორწილი გაქვს!
უთხრა თავჩაღუნულმა.. ვერ უყურებდა თვალებში,არ შეეძლო!
-ნატ ბედნიერი ხარ?
ჰკითხა მოულოდნელად
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის?
-მითხარი!
-კი!
-მართლა ბედნიერი ხარ?! შემომედე!
მიუახლოვდა და თავი ააწევინა-თველებში შემომხედე და მითხარი, გიყვარს?! გინდა,რომ გაყვე თავი დაიტანჯო და ისიც დატანჯო?!
კოპებ შეკრული,მაგრამ მაინც თბილი მზერით უყურებდა
-თორნიკე მეე...
თვალები ცრემლებით აევსო ნატას..-შენ აქ რატომ ხარ?! ქორწილი არ გაქვს?!
-არა ნატა! არ შემეძლო ტყუილში მეცხოვრა! წამოვედი..
-რააა?!! ქორწილი ჩაშალე?!!!
თვალები გაუფართოვდა გოგონას
-არ მეტყვი?! გიყვარს? გინდა მასთან ერთად ცხოვრება?! მითხარი და თუ ასეა წავალ.. გპირდები ვეღარასოდეს მნახავ!
-მე.. თორნიკე ხომ იცი,რომ მხოლოდ შენ....
-რა მე ნატ?
-მე შენ...
-გიყვარვარ?!
დაასრულა ბიჭმა და გაეღიმა
-კი,მაგრამ ახლა..
-ახლა ჩემთან ერთად წამოხვალ!
-რაა??
-დღეს მეორე ქორწილი ჩაიშლება!
-არა.. თორნიკეე მე ამას ვერ გავაკეთებ.. მათ ამას ვერ გავუკეთებ! ყველა მელოდება.
-ნატა მიყვარხარ! ერთხელ უკვე გაგიშვი..დაგკარგე! მეორედ ამას აღარ გავაკეთებ! შენც ხომ გიყვარვარ?!
-კი მაგრამ...
"ნატაა გამიღე კარი.არ წავედით?" კარზე კაკუნის ხმამ გააწყვეტია საუბარი
-ქვემოთ,ქუჩის შესახვევში დაგელოდები.
....
იმ დღეს ლაშხებისა და ლიჩელების ოჯახში დიდი აურზაური ატყდა.
"ეს რა გააკეთა?" "ასე როგორ მოიქცა?"
დიდხანს ისმოდა ეს ფრაზები..
....
"-გოგო გაიგე ნატა ლიჩელმა და თორნიკე ახვლედიანმა ქორწილები ჩაშალეს და გაიქცნენ
-კაიიიი... სად წავიდნენ?
-ვერავინ ხვდება,აორთქლდნენ!"

"-გაიგეთ ქორწილები რო ჩაშალეს?!
-კიი.. აზრზე ხარ როგორ უყვარდათ ერთმანეთი!
-უეჭველი წინასწარ ქონდათ მოფიქრებული!"

"-ნატა და თორნიკო ისევ ერთად? არ არსებობს! ამდენი ხნის მერე?!"
-ხო ქორწილები ჩაუშლიათ!
-ვაიმეე რა მაგარიაა ... საყვარლები"
....
კიდევ დიდხანს.. ძალიან დიდხანს ჭორაობდა მთელი ქალაქი მათზე, თავად კი იყვნენ ერთად.. სად იყვნენ? სად წავიდნენ? როგორ გაიპარნენ? არავინ იცის.. ალბათ ოდესმე დაბრუნდებიან და იტყვიან კიდეც..მაგრამ ახლა ერთმანეთი ყავთ.. მხოლოდ და ერთმანეთი!



№1 სტუმარი სტუმარი მწვანეთვალებაგოგო

ძალიან, ძალიან კარგი იყო❤ მადლობა დიდი ამ სასიამოვნო ნაშრომის დაწერისთვის❤❤ მ-ა-დ-ლ-ო-ბ-ა-!❤❤❤

 


№2  offline წევრი კეროლაინი

სტუმარი მწვანეთვალებაგოგო
ძალიან, ძალიან კარგი იყო❤ მადლობა დიდი ამ სასიამოვნო ნაშრომის დაწერისთვის❤❤ მ-ა-დ-ლ-ო-ბ-ა-!❤❤❤

მადლობა თქვენ ❤️❤️❤️❤️ გამიხარდა
რომ მოგეწონათ❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი mariami

აუ რა საყვარლობა იყოოო. ძალიან მაგარია heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი კეროლაინი

mariami
აუ რა საყვარლობა იყოოო. ძალიან მაგარია heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️ გამიხარდა რომ მოგეწონათ ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი weird

ემოციებით სავსე ვარ.....საუკეთესოა❤️

 


№6  offline წევრი კეროლაინი

weird
ემოციებით სავსე ვარ.....საუკეთესოა❤️

ბედნიერი ვარ რომ მოგეწონათ❤️❤️❤️ დიდი მადლობა❤️❤️

 


№7 სტუმარი salomesalome123

თითქოს ჩემს ფიქრებსა და ოცნებებში იყავი ????????????????????????

აუუუ რაკარგი იყოოო. ❤️ ტკბილაად დამეძინება. ხშირად წერე რაა!!

 


№8  offline წევრი კეროლაინი

salomesalome123
თითქოს ჩემს ფიქრებსა და ოცნებებში იყავი ????????????????????????

აუუუ რაკარგი იყოოო. ❤️ ტკბილაად დამეძინება. ხშირად წერე რაა!!

ძალიან ძალიან დიდი მადლობაა❤️❤️❤️❤️ არ იცით როგორ გამახარეთ ❤️❤️❤️❤️❤️ ბედნიერი ვარ რომ მოგეწონათ ❤️❤️

 


№9 სტუმარი Kiladzemarika

მაგარიააააა ❤

 


№10  offline წევრი კეროლაინი

Kiladzemarika
მაგარიააააა ❤

დიდი მადლობა❤️

 


№11 სტუმარი ti_45

ორჯერ წავიკითხე ვერ ველევი ❤️

 


№12  offline წევრი კეროლაინი

ti_45
ორჯერ წავიკითხე ვერ ველევი ❤️

უღრმესი მადლობა❤️❤️❤️❤️

 


№13  offline წევრი Mtirala

ძალიან საყვარლობა იყო,
მე მომეწონა heart_eyes
მაგრამ...
მეტი შრომა, მეტი მონდომება და მეტი ყურადღება relieved
წარმატებები kissing_heart
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№14  offline წევრი კეროლაინი

Mtirala
ძალიან საყვარლობა იყო,
მე მომეწონა heart_eyes
მაგრამ...
მეტი შრომა, მეტი მონდომება და მეტი ყურადღება relieved
წარმატებები kissing_heart

რა თქმა უნდა❤️❤️ მადლობა❤️❤️

 


№15 სტუმარი natia otiashvili

emociebit savse var ????????????❤sauketeso iyooo ????????????❤❤❤

 


№16  offline წევრი კეროლაინი

natia otiashvili
emociebit savse var ????????????❤sauketeso iyooo ????????????❤❤❤

უღრმესი მადლობა❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№17 სტუმარი დვალი ენრო

მომეწონა <3 <3 <3 კარგი იყო

 


№18  offline წევრი კეროლაინი

მადლობა ❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი krafinka114

????????❤️❤️❤️❤️❤️ძალიან მომეწონაა❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№20  offline წევრი კეროლაინი

krafinka114
????????❤️❤️❤️❤️❤️ძალიან მომეწონაა❤️❤️❤️❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა ❤️❤️

 


№21  offline წევრი samudamod tqventan

ვაიმე რა კარგი იყო საყვარლები ჩმეი ლამაზები მიყვარს მე ესენი

 


№22  offline წევრი კეროლაინი

samudamod tqventan
ვაიმე რა კარგი იყო საყვარლები ჩმეი ლამაზები მიყვარს მე ესენი

დიდი მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent