შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზისა და მთვარეს შორის (2)


28-04-2018, 17:24
ავტორი april
ნანახია 1 176

მშობლების ძალით დახვეწილი ელიტარული ცხოვრება მალევე დაინგრა როდესაც ჩემი უფროსი ძმა ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა ისევე როგორც ჩემი ბაბუა.დედამ სმა დაიწყო მამამ მოწევა და წამალზე შეჯდა.თბილისში სახლის გაყიდვა მოუწიათ და საცხოვრებლად წყნეთში აგარაკზე გადავიდნენ 2 წელია რაც უკან დაბრუნდნენ და ეხლა ვერაზე თავიანთ ,მშვიდ, ცხოვრებას აგრძელებენ.ბავშვობიდან ბებოსთან ვიზრდებოდი ნახალოვკაში.როცა ყველაფერს იკიდებ ესეც უკვე არაფერს ნიშნავს.ცხოვრება გავაგრძელე იმის მიუხედავად რომ მშობლებს მაგარი ვეკიდე ეხლა მე ისინი.ფიქრები..ამათი დედაც .რა დროს დაგატყდებიან თავს არ იცი.მარის მძინარე სახეს მივაშტერდი .ობოლია ,ჩემსავით.ბავშვობიდან მასთან ერთად გავიზარდე ერთმანეთისთვის ყველაფერი ვართ.ამით მაინც ვარ ბედნიერი.
სახლში შესვლისთანავე დათო მიდგება წინ.
-რა მოხდა?
-კარგადაა,უბრალოდ ბევრი დალია .გადაუვლის გამოძინება სჭირდება მეტი არაფერი.
-კარგი.
-ჩემს ოთახში შეიყვანე მასთან დარჩი.
-შენ?
-მე უნდა გავიდე.
-როდის მოხვალ
-1 საათში.
მანქანით წასვლას ფეხით წასვლას ვამჯობინებ.ვაკეში ჯავახიშვილში საქმეებს ვაგვარებ .ლექტორი დედაჩემის დაქალია ამიტომ შეღავათებს მიწევს .ამაში მაინც გამომადგა.
ნახევარ საათში უკვე ვერის ბაღში ვარ.მობილურს ვაკვირდები.10 წუთი კიდევ დაველოდები .დაიმსახურა.
-გამარჯობა ლიზი
საბას სახე სახეში მეჯახება .უკავ ვიხრები და გაკვირვებული ვუცქერ.ისევ ისეთი გალანტურია როგორც 1 წლის წინ როცა ერთმანეთს ვხვდებოდით.
-გაგიმარჯოს.
ტუჩს ლოყაზე ოდნავ შესამჩნევლად ვახებ
-როგორ ხარ
-როგორც უწინ
-ანუ ისევ წამალზე ხარ
ოდან ეღიმება
-კარგად ხუმრობ.საქმეზე გადავიდეთ
-როგორი პირდაპირი ხარ
-წინააღმდეგი ხარ?
-არანაირად
-მაშინ
ხელს მისკენ ვიშვერ
-მომეცი
-1200 ?
-რამდენიც გაქვს
-ზუსტად 1200
-ლარი?
-დოლარი
პაკეტს ვართმევ და ქურთუკის ჯიბეში ვიდებ
-მადლობა
-მოიცა
ხელს მკლავზე მახებს და მისკენ ინერციით ვიხრები
-რა იყო
-კიდევ გნახავ?
-არამგონია
-იმედი მქონდეს?
-შენ ადგილზე მე არ მექნებოდა
მკლავიდან ხელს ფრთხილად ვაღებინებ მადლობას კიდევ ერთხელ ვუხდი და ბაღის გასასვლელისკენ მივდივარ.ეს თანხა რამეში მაინც გამოადგება.მეტროთი ნახალოვკაში გავდივარ და ბებოს სახლისკენ მივემართები ავტობუსით სიარულს ფეხით სიარულს ვამჯობინებ
-ბებო
კარს გასაღებით ვაღებ ის ისევ მე მაქვს.ერთადერთი ადამიანი ვარ ვისაც მას ანდობს
ოთახი მოკრძალებულად მუქ ფერებში აქვს მოწყობილი ფარდები ყოველთვის გაწეული მზის სხივები სახეზე რომ შეეხოს და იგრძნოს როგორი თბილია ის.
-ლიზი
სახეზე ღიმილი ესახება.
-როგორხარ ბებო
შუბლზე მკოცნის როგორც ყოველთვის მერე კი გულში მიკრავს
-უკეთ ბებო შენ როგორ ხარ?
-ძველებურად.იცი მეტის შოვნა ვერ შევძელი მაგრამ ეს თანხა შეინახე
ქურთუკიდან ფულით სავსე პაკეტს ვაძლევ
-ისევ აგრძელებ ჰო
-არა უბრალოდ შენ გქონდეს მე დამეხარჯება
-მაგიდაზე დატოვე
-კარგი
-ისვე ისეთი გიჟი ხარ
-ხო იცი ჩემი გამოსწორება რთულია
-უფრო შეუძლებელი
-კიბატონო
-ნათელა ხო არ შეგხვედრია
-არა რა იყო
-ოხ ეგ ჭორიკანა
-ისევ იჩხუბეთ
-არა
ბავშოვიბადნ ერთად არიან მათი ცხოვრება ისეა ერთმანეთს გადაჯაჭვული როგორც არავის ცხოვრება არასდროს არ ყოფილა მაგრამ როცა ჩხუბობენ მაშინ მესამე პირი ზედმეტია
ჩუმად ვიღიმი
-ნუ იცინი
-სულაცაარა
-როგორ არა
-კარგი რა
-გამასწარი
თვითონაც ეღიმება მაგრამ არ იმჩნევს
-კაი ჰო
ვკოცნი და ოთახიდან სიცილით გავრბივარ
-იცოდე ვეტყვი რაც მასზე თქვი
კარის უკავ ვეძახი,მაგრამ სიცილი ჩემს ხმას ფარავს
-ლიზი თქო
კიბეებზე ჩავრბივარ გარეთ ცივი ნიავი მხვდება სახეზე ,სასიამოვნოა.
-ლიზი?
ჩემი სახელის გაგონებაზე გვერდით ვიხედები
-დიახ
-ლიზი შენ ხარ
-კი
-წამომყევი
-ვინ ხარ
-წამოდი მეთქი
ორივე ხელს მკლავებზე ძლიერად მახებს და მანქანისკენ მიბიძგებს
-გამიშვი... გამიშვი, არცც კი იცი რას აკეთებ
-მაინც რას ?
მანქანაში რამდენიმე ტიპი მხვდება
სახეების გარჩევა ადვილია როცა უმეტეს მათგანს იცნობ
-იაკობ?
გაკვირვებული მის სახეს ვაშტერდები მაშინ როცა ვიცი შეიძლება უბრალოდ ვიღაცაში მერეოდეს .თვალს არც ის მაშორებს.როცა ვასკვნი რომ ხმის ამოღებას არ აპირებს მეც ვჩუმდები.
ეს როგორაა შესაძლებელი
კითხვებს გულში ვიკლავ კითხვას აზრი მაინც არ აქვს.
1 საათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა ჩერდება იგივე ტიპი ვინც მანქანაში ჩამსვა გადასვლაში მეხმარება მაგრამ ამჯერად უფრო თავაზიანად.
-იაკობ
როცა მის სახეს უფრო გარკვევით ვხედავ გაჩუმებას ვეღარ ვახერხებ
-ხო ლიზი მე ვარ
-რანაირად
-რანაირად ვარ ცოცხალი?
-ხო ზუსტად
-შენმა ძმამ ააცდინა
-და ის
-არა ის მკვდარია
-და შენ რატო ხარ ცოცხალი არ მესმის
-მთავარი ის კი არ არის რატო ან რანაირად მთავარია რისთვის ვარ აქ
-და რისთვის ხარ?
ორი წამი ჩუმდება და უკან იხედება



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

auu ra momentze gawyvitee♥♥♡ oseti sainteresoa ro raviii. male dade raa♥♥♥♥

 


№2  offline წევრი talia

Idumalebit moculi dialogebi,momwons,male Dade gtxov. Da iqneb lamazi satyuarac gagegrzelebinat paralelurad? zalian gtxovt.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent