'შუგას დღიური'-4-ე თავი!
როგორც შევთანხმდით მე ჯიმინის შეტყობინება მივიღე და ცხრა საათისთვის სახლიდან გამოვედი....როდესაც ადგილზე მივედი, ერთი ჩვეულებრივი სახლი დამხვდა (გამიკვირდა რადგან ვიცოდი რომ მისი მშობლები მდიდრები იყვნენ) კარზე დავაზარუნე და გაისმა ჯიმინის ხმა--ახლავე,მოვდივარ... ჯმ------შუგა!!! კარგია რომ არ დააგვიანე...შემოდი... მეც შევედი და ჯიმინს გავყევი...მე სახლს ვათვალიერებდი ისკი მე...შემდგომ ტელევოზორის წინ დიდ დივანზე დავჯექით....მის წინ პატარა ხის მაგიდა იდგა სადაც პოპკორნი და გაზიანი სასმელები ედო.... ჯმ-------აბა როგორ მოგწონს ჩემი სახლი შაქარო?!ასე არ გეძახიან? შგ-----არა...ასე მხოლოდ ჰოსეოკი და ნამჯუნი მომმართავენ(ეს კი საერთოდ არ მომწონდა(იცინის და მეუბნება) ჯმ-----კარგი,კარგი ასე აღარ დაგიძახებ შგ------კარგი სახლია, პატარა და კომფორტული.... ჯმ-------მალე უფრო კომფორტული გახდება...(თვალებში მიყურებს და მიღიმის)ვერ გავიგე მისი ეს ნათქვამი და ამიტომ მეც ჩავიცინე! ჯკ------კარგი მოდი ფილმს ჩავრთავ...იცი რატომღაც ღამეა და მომინდა საშინელებათა ჟანრის ამერჩია...(მე გამიკვირდა...არმეგონა თუ ასეთებსაც უყურებდა..ისხომ ბავშვური და მიამიტია...ანდა იქნებ ასე ასაღებს თავს?!)ფილმი ჩართო და პოპკორნიც მომაწოდა... ფილმი არცისე საშინლად მომეჩვენა მაგრამ მალევე დაიწყო ბნელი და შემზარავი კადრები...მე მართალია მშიშარა არვარ თუმცა მაინც არ მომწონს ასეთი ფილმები(მითუმეტეს ღამით)ჯიმინმა შეამჩნია ჩემი უცნაური სახე.. ჯმ------შუგა, ხომარ გეშინია?! შგ-----არა რათქმაუნდა... ჯკ------თუ შეგეშინდება გაიხსენე რომ მე შენთან ვარ...შენს გვერდით.(ამაზე თვითონვე გაეცინა, თუმცა მალევე თვითონვე შეშინდა და მოიბუზა)...ისეთი საყვარელი იყო ამ დროს...მინდოდა მოვხვეოდი..(თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო, უეცრად შეხტა და მითხრა)... ჯმ-----შ...!შუგა...გთხოვ ჩამეხუტე (ისევ ისეთი ტკბილი და საყვარელი თვალებით შემომხედა...მეც უთქმელად ცალი ხელი მის მხარზე გადავწიე..მეორე ხელი კი მუცელზე შემოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე...) ჯმ------მადლობ!იცი მინდა რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ...(ამის გაგონებაზე შევკრთი და ეს მანაც შენიშნა...თუმცა ვუპასუხე...) შგ-----კარგი...დღეიდან სულ ერთად ვიქნებით(ცალი ხელი სახეზე შევახეცდა თავი ჩემს მხარზე დავადებინე)...ფილმი ცოტა ხანში დასრულდა და პოპკორნის ჭამასაც მოვრჩით...როდესაც უეცრად ჩემმა მობილურმა დარეკა...ნომერი მეცნო, ისევ ის რეკავდა ვინც დილით... შგ----ჯანდაბა!ხომ ვუთხარი აღარ დაერეკათ... ჯკ----შუგა ვინარის...რაუნდათ? მეც აღარ დავაყოვნე და სწრაფადვე მობილურს ვუპასუხე... შგ-----ჰარი გქვიათ ხომ?რა ჯანდაბა გინდათ?!(ბოლო ხმაზე ვიღრიალე..მგონი ჯიმინიც შევაშინე)... ჰრ----ჰო მე ჰარივარ,უკვე ჩემი სახელიც დაგიმახსოვრებია....მოკლედ გეტყვი,თუ გინდა მოგეშვათ, მაშინ ის ფული დამიბრუნე...სასწრაფოდ..დრო აღარ არის!!! (ვერაფერი გავიგე რაზე საუბრობდა) შგ-----რა? ...რა ფული? რაზე საუბრობ..ვერვხვდები... ჰრ-----აჰაამ გასაგებია, ესეიგი არაფერი არ გცოდნია...ასეა ხომ?!ეს ძალიან სამწუხაროა... (ჯიმინი ჩუმად იდგა და შეშინებული გვისმენდა) შგ-----უკვე მომბეზრდა ეს ტელეფონზე საუბრები...ამიტომ მომწერეთ სად მოვიდე და შეგხვდები...(გაბრაზებული ვიყავი და თავს ვეღარ ვაკონტროლებდი)... ჰრ------კარგი, ასე იყოს...ახლა თორმეტი საათია ამიტომ პირველზე უკვე მისამართზე იყავი(მისამართი მითხრა..ცოტააროყოს შორი იყო..ამიტომ ახლავე უნდა გავსულიყავი..მეც წასვლა გადავწყვიტე...ტელეფონი რომ გავთიშე შეცამჩნიე ჯიმინი ისევ ისე იდგა და მიყურებდა.ეტყობოდა ჩემზე მეტად იყო შეშინებული) შგ------ჯიმინ...მე....მე უნდა წავიდე, სასიამოვნო საღამო გავატარე, ამისთვის მადლობა ჯმ-----არა, გთხოვ შუგა...არგინდა.მოეშვი მათ... შგ----უკვე გვიანია, მათ დავპირდი რომ მივიდოდი და პირობას ვეღარ გავტეხავ(ეს ჩემი სტილი არიყო) ჯიმინი ამ სიტყვების შემდეგ მომიახლოვდა და მომეხვია...ისე მაგრად მეხვეოდა რომ ვეღარ ვსუნთქავდი...თუმცა მეც არანაკლებ ვეხვეოდი...ჯმ----შუგა...მაშინ ფრთხილად იყავი..კარგი?! შგ---კარგი...ვეცდები...(თვალებიდან ისევ ცრემლები წამომცვივდა და ამიტომ ჯიმინიც ავატირე...) როდესაც უკვე კარის ზღურბლს ვაბიჯებდი, ჯიმინმა დამიძახა ჯმ-----იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის...და მინდა იცოდე რომ...რომ ....მე შგ-----მივუახლოვდი....სახე ძალიან ახლოს მივუტანე(უკვე მის მხურვალე სინთქვას ვგრძნობდი)მაშინ რა ჯიმინ?! ჯმ----მაშინ იცოდე რომ...რომ მე უფრო მეტი მინდა! ჰო უფრო მეტი ვიდრე მეგობრობა...მე...მე...(აღარ დავაცადე სიტყვის დასრულება და უეცრად ვაკოცე....ეს საუკეთესო გრძნობა იყო????...მისი მხურვალე ტუჩები ჩემს გაყინულ გაბეებს შეეხო....თან ორივე ვტიროდით...შემდგომ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და ჯიმინს დროებით დავემშვიდობე,სანამ ჰორიზონტს არ გავცდი, სახლში არ შევიდა, ისევ მე მიყურებდა... მივდივარ იმ ადგილას სადაც დამიბარეს...თან გზაში ხან ჯიმინზე ვფიქრობ, ხანდა იმ ფულზე რომელსაც მთხოვენ....ნუთუ მამაჩემი ცუდ საქმეში იყო გარეული?!თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა(დედაჩემს არაფერი უთქვამს მამაჩემზე და ამიტო მასზე არაფერი ვიცოდი)...მივუახლოვდი იმ ადგილს...ჩაბნელებული, საშიში ტყე იყო(ისეთი როგორც ფილმში, ცოტა ხნის წინ ჩემს უკვე შეყვარებულთან-ჯიმინთან ერთად რომ ვუყურე)გადმოვედი მანქანიდან...ავიღე ტელეფონი და შეტყობინება მომივიდა...იმ უცნობისგან იყო...ჰარი ქვია თუარვცდები(ეწერა რომ ტყის დასაწყისში იყო ბილიკი და იმას უნდა გავყოლოდი...ამის შემდეგ მალევე ქოხს მივადგებოდი სადაც რამდენიმე დაცვა იდგებოდა და უფროსთან ანუ მასთან მიმიყვანდნენ)მეც დავინახე ბილიკი და გავყევი...გზაში ცოტაარიყოს შიშმა შემიპყრო...როგორც კი შემეშინდებოდა,ყურადღება რომ გადამეტანა მაშინვე ჯიმინზე და ჩვენს პირველ კოცნაზე ვფიქრობდი....ვფიქრობდი ნეტავ ახლა როგორ არის ანდა რას აკეთებს?!(იმაში კი დარწმუნებული ვიყავი რომ მთელს დედამიწაზე ახლა მხოლოდ ის ფიქრობდა ჩემზე...ეს იმას ნიშნავდა რომ მე ამხელა სამყაროში მარტო აღარ ვიყავი...და რატომღაც ეს ფიქრები მამშვიდებდა და ძალას მმატებდა) ბოლოს დასრულდა ბილიკი და პატარა განათებული ქოხიც გამოჩნდა...დაცვა მართლაც იდგა მის გარშემო,...შემდეგ ერთ ერთი მომიახლოვდა, ხელების შეკვრას ცდილობდა...მე ვუძალიანდებოდი ამიტომ მეორე კაცსაც დაუძახა და როგორღაც მოახერხეს და ხელები შემიკრეს,უეცრად კი თავზე ნაჭერი გადამაფარეს...ძალიან შემეშინდა...მე ვყვიროდი-ჯანდაბა რაგინდათ ჩემგან,!!...ხელები მაინც გამიხსენით-თუმცა არცერთი იღებდა ხმას....ვიგრძენი რომ სადღაც შევუხვიეთ და სკამზე დამსვეს...შემდგომ ვიღაცის ხმა გავიგე(ალბად მათი უფროსი-ჰარი იქნებოდა) ჰრ----შეგიძლიათ წახვიდეთ... დაცვა----მაგრამ ბატონო..ისხომ ჰრ----უკვე გითხარით დაგვტოვეთთქო,არაფერი არ მოხდება, თან იარაღი მაქვს და შეგიძლიათ გახვიდეთ...(დაცვაც ერთხმად დათანხმდა და კარის მოჯახუნების ხმა გავიგე)უეცრად თავზე ამხადეს თუმცა ხელები ისევ შეკრული მქონდა....თვალები ფართოდ გავახილე და რაღაც ხის ოთახში, შუაგულში ვიჯექი...წინ კი ვიღაც ტიპი მეჯდა,მიყურებდა და იცინოდა...(ამაზე გავბრაზდი და დავუყვირე) შგ----ვერვხვდები რაარის აქ სასაცილო!!!!ახლავე გამიხსენით ხელები!!! ჰრ-----მშვიდად ბიჭო...მშვიდად...როგორც ჩანს ეს სიბრაზე მამაშენისგან გერგო...თუ დამაცდი მოგიყვები მამაშენზე და იმ საქმეზე რისთვისაც აქ დაგიბარე! შგ------ჰარი ხომ?!(მისი სახელი გავიმეორე)და აქედან რომ წავალ მაშინვე პოლიციას რომ შევატყობინო მერე რასიზავთ?!(ისევ ვბრაზობდი და ამ დროს უკონტროლო ვხდები ხოლმე) ჰრ----გირჩევ ასეთ საუბარს მოეშვა და ტონიც შეცვალო თორემ ისე სწრაფად მოკვდები ჯიმინის თქმასაც ვერ მოასწრებ(შემზარავად ჩაიცინა) ჯიმინის სახელი რომ ახსენეს ამაზე უფრო გავმწარდი და თან შემეშინდა კიდეც... შგ-----რა?ეს მეორედ აღარ გაიმეორე გესმის!!!ჯიმინის სახელი აღარ ახსენოს შენმა ბინძურმა პირმა თორემ.... ჰრ-----თორემ რა?!(და ისევ იცინის) მოკლედ უკვე თავი მომაბეზრე, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ!მამაშენი...ის სანამ მოკვდებოდა,მედა მას ერთად რაღაც საქმე გვქონდა კონტრაბანდასთან დაკავშირებით...იმედია ხვდები რომ ნარკოტიკებს ვგულისხმობ...იგი სანამ მოკვდებოდა მისი და ჩემი წილი ფული სადღაც გადამალა,დაახლოებით ნახევარი მილიონი გვერგებოდა თითოს...ხოდა მინდა ჩემი წილი უკან დამიბრუნო...მან გამაცურა და მოტყუებით ფული მომპარა...შეგიძლია შენი ნახევარი დაიტოვო და რაშიც გინდა იმაში გამოიყენო მაგრამ მე ჩემი უნდა მივიღო..გესმის თუ არა?!!! (ამ ყველაფრის გაგონებისას შევშინდი, არ მეგონა თუ მამაჩემი ასეთ საქმეში იქნებოდა გარეული...წარმოდგენილი მყავდა თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო იგი სიცოცხლეში, თუმცა ამას ვერ წარმოვიდგენდი...ის დამნაშავე და მატყუარა ყოფილა)შგ------არა...მე არ მჭირდება თქვენი ბინძური ფული... ჰრ-----ესეიგი არ მოძებნი ხომ?!(შევამჩნიე რომ სიბრაზისგან სახე წაეშალა თუმცა უნდოდა სიბრაზე დაემალე) ჰრ----მაშინ იცოდე გულს მოგიკლავ, იმას მოვკლავ ვინც გიყვარს. შგ------მაინც ვის?!(ცინიკურად დავუსვი კითხვა) მამაჩემი მკვდარია...ისევე როგორც ჩემი ძმა, ხოლო დედაჩემი კაცმა არიცის სადაა და რომელ ქვეყანაში და სიმართლე რომ გითხრათ არც მანაღვლებს!! ჰრ----ჰაჰჰ..მგონი ვიღაც გამოგრჩა!!ის შენი პატარა მეგობარი...უუპს უკვე შეყვარებული(ისევ გადაიხარხარა...ამ სიტყვებზე კი შევკრთი, ჩემში შიშმა დაისადგურა, ნუთუ ჯიმინს რამეს დაუშავებდნენ თან ჩემს გამო...თვალებზე ცრემლები მომადგა და ეს ჰარიმაც შეამჩნია) ჰრ----აბა ახლა შეასრულებ დავალევას?მომიტან ჩემს ნახევარს?თორემ ხომიცი ვისაც მოვკლავ?!ვხედავ რომ ჯიმინი ძალიან შეგიყვარდა ამიტომაც...(სიტყვა გავაწყვეტინე და დავუღრიალე)... შგ----მოკეტე!!!გესმის მოკეტე...მისი სახელი აღარ ახსენოთქო...მეორედ აღარ ახსენო თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ..!!. ჰრ-----აბა!მოიფიქრე?!შეასრულებ დავალებას?(არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მხოლოდ ის ვიცოდი რომ ჯიმინს საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი...ამიტომ სწრაფადვე დავთანხმდი) ჰრ----ძალიან კარგი!!ხედავ რა კეთილივარ?!მე ხომ მხოლოდ ჩემს წილს ვითხოვ...აი შენი წილი კი ფეხებზე , რაშიც გინდა იმაში გამოიყენე...თუგინდა ჯიმ...(შეჩერდა და მიხვდა რომ მისი სახელი არ უნდა ეხსენებინა თორემ ისევ წამოვფრინდებოდი)თუგინდა შენს შეყვარებულთან ერთად იმოგზაურე...(ისევ შემზარავად იცინოდა და თვალებში მიყურებდა) შემდგომ დაცვას უხმო და ჩემი წაყვანა დაავალა...თან უკან მომაძახა რომ ჩემს ძველს სახლში მომეძებნა ფული და რაიმე საეჭვო საბუთს ანდა მცირედს მაინც თუ ვიპოვიდი მაშინვე მისთვის დამერეკა...თან ვადაც მომცა...დრო მხოლოდ 15 დღე მქონდა(ეს ძალიან ცოტაა)... დაცვამ მანქანამდე მიმაცილა და როგორც იქნა ხელები გამიხსნეს... მე მაშინვე დავქოქე მანქანა და იმ ადგილს სწრაფად მოვშორდი...გულში ისევ შიში მქონდა ამიტომ ჯიმინზე ფიქრი დავიწყე...გზაში მის სახელს ვიმეორებდი-ჯიმინ...ჯიმინ შენ არაფერი მოგივა!...არაფერი!!!(უეცრად კი ჯიმინი გამახსენდა...ტელეფონზე დავიხედე და მისგან უამრავი გამოტობებული ზარი დამხვდა...მაშინვე გადავურეკე ... გავიგონე მისი აკანკალებული ხმა) ჯმ-----შუგა?!...შუგა შენხარ?!(ხმა ჩამივარდა და სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს)--გთხოვ მიპასუხე../ შგ----ხო....ხო მევარ პატარავ! ჯიმინ მაპატიე რომ ასე განერვიულე, მე კარგად ვარ დამშვიდდი...კარგი?! ჯმ----შუგა მითხარი გთხოვ რა უნდოდათ შენგან...მოდი...ისევ ჩემს სახლში და ყველაფერი მომიყები! (მეც დავთანდი რადგან ახლა მის გვერდით ყოფნა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მინდოდა)... ----------------------------------------------------- ესეც მეოთხე თავი!!იმედია მოგეწონათ!როგორც გითხარით წინ ბევრი თავგადასავალი გელოდებაათ #YoonMin |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.