შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის დასაწყისი (თავი მეთერთმეტე)


29-04-2018, 17:35
ავტორი K.mariam
ნანახია 2 316

- რაა ?
- ხო, ვერ შევძელი, არ შემიძლია, არ შემიძლია ასე მოვექცე ჩემ პატარას
- როგორ გამახარე შენ ხოარ იცი ჩემო ლამაზო, და გიორგის რატომ არუთხარი
- მე, მე ვაპირებდი, მაგრამ...
- კარგი, ადექი დამშვიდდი, ჩაის დავლიოთ და მოყევი ყველაფერი....
ტირილისგან თვალებდასიებულს მალევე დამეძინა, თუმცა ღამის ოთხ საათზე ირაკლის მოსვლამ გამომაფხიზლა, მე და სოფო დაფეთებულები წამოვხტით
- ირაკლი სად იყავით - პირველი სოფო შეეგება
- გიორგი ? გიორგი სად არის ? - ძლივს ამოვილუღლუღე
- ანა არვიცი რაგითხრა, გიორგის ბავშვობიდან ვიცნობ და ჯერ ესეთი არასდროს არმინახავს, ყველაფერი მომიყვა, მერე ისედაც მთვრალმა ისევ ბეევრი დალია, სახლში ყველაფერი დალეწა, ჭიქა რო ჭიქაა, ისიც კი აღარ არის მთელი, ბოლო ხმაზე ღრიალებდა მერე ადგა და სადღაც წავიდა, არცკი გაბედო და არ გამომყვეო
- ჩემზე, ჩემზე თქვა რამე ?
- არა - ჩუმად, მორიდებულად გამცა პასუხი
- ირაკლიიი
- ანა, ხომ იცი, რომ უყვარხარ, გადაუვლის, ახლა გაბრაზებულია
- ირაკლი რათქვა ?
- არასდროს მინახავს გიორგის ვინმეზე ესეთი ზიზღით ელაპარაკოს - ამის გაგონებაზე, ვეღარ შევიკავე თავი, მუხლები მომეკეცა, თვალთ დამიბნელდა და მოწყვეტით დავეცი იატაკზე.
- ანაა, ანაა, გამოფხიზლდი - სოფოს ხმამ გამომაფხიზლა, რომ გავიღვიძე უკვე საავადმყოფოში ვიყავი
- რამოხდა ? აქ რამინდა ? - წამოდგომა ვცადე
- არა, არ ადგე - გული წაგივიდა, შემეშინდა და აქ მოგიყვანე
- ბავშვი ? ის ხომ კარგად არის ?
- ბავშვი კარგად არის არინერვიულო, ახლა კი დაიძინე, დასვენება გჭირდება, ვიცი ადვილად სათქმელია, მაგრამ ეცადე მაინც, რომ არ ინერვიულო შენი შვილის გამო მაინც
- სოფო ირაკლისთვის ხომ არაფერი გითქვამს ?
- არა
- არ უთხრა, ძალიან გთხოვ
- კარგი ჩემო ლამაზო.
საღამოს უკვე სახლში ვიყავი, სოფო გვერდიდან არ მშორდებოდა, სალომეც მოიყვანა და გულის გადასაყოლებლად ყველაფერს მიხსნიდა, რაც ჩემი პატარას დაბადების შემდეგ დამჭირდებოდა. რამდენიმე დღე გავიდა, გადავწყვიტე გიორგისთან წავსულიყავი სალაპარაკოდ, ცოტა დავმშვიდდი და მეგონა გიორგიც ასე იქნებოდა, მაგრაამ
- შენ აქ რასაკეთებ ?
- გიორგი მე სალაპარაკოდ მოვედი - მისი დანახვისას გული დამეწვა, იმხელა ტკივილს ვგრძნობდი მის თვალებში
- არა, წადი აქედან, ვერ გიყურებ, არ შემიძლია გესმის, ჩემი საყვარელი ქალი იყავი, გენდობოდი გესმის, შენსგამო ყველაფერს გავაკეთებდი, შენ კი რაგააკეთე ? ღირსადაც კი არ ჩამთვალე რამე გეთქვა, ფეხებზე დამიკიდე, ჩემი არსებობა დაივიწყე და ყველაზე საშინელება ჩვენი შვილი მოკალი, გაეთრიე აქედან, წადი ნეტა იცოდე, როგორ მეცოდები, ხო გინდოდა კარგი კარიერა არაა ? ხოდა წადი, აიწყე კარიერა, რაც გინდა ისქენი, არაფერს არ იმსახურებ, საერთოდ არაფერს, ხომ გაიგიგია არა სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო ? აი ზუსტად ეგ მოხდა ჩემ შემთხვევაში, ეხლა კი წადი, შენი დანახვაც არმინდა, მთელი გულით მიყვარდი, აი ეხლა კი ქალბატონნო ანა მთელი გულით მეზიზღებით - პასუხის თქმა არცკი დამაცადა, ცხვირწინ მომიჯახუნა კარები.
თითქმის 1 თვე გავიდა, დრო ჩვეულებრივად გადიოდა, დავდიოდი სამსახურში, შემდეგ სახლში, სოფო გვერდიდან არ მშორდებოდა, სულ თავს დამტრიალებდა, გიორგი არ გამოჩენილა არც სამსახურში არც ისე, ირაკლისაც არ ეხმიანებოდა, არც მე ვცდილობდი, მინდოდა დრო მიმეცა მისთვის
- რას შვები ჩემო გაბერილო ?
- კარგი რა სოფო, რა გაბერილო, ერთი თვისაც არვარ ჯერ
- მისმინე, აპირებ დღეს გიოსთან ლაპარაკს ?
- კი, რათქმაუნდა, ესე როდემდე უნდა ვიყოთ, დრო მივეცი, რომ დამშვიდებულიყო, ახლა კი დროა ორივემ გავარკვიოთ ურთიერთობა
- წარმატებები და დაიმახსოვრე, არაფერზე არაფერზე არ ინერვიულო.
საღამოს, უკვე გიორგის ახალი სახლის კარებთან ვიდექი, გული გამალებით მიცემდა, ისე მომენატრა, ისე მინდოდა მისი სურნელი შემეგრძნო, ისევ შემოეხედა სიყვარულით სავსე თვალებით....
- ანა ? აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო - ანა , ანაააა, როგორ ნერვები მეშლებოდა საკუთარ სახელზეე, მის ხმაში ისეთი ირონია იგრძნობოდა, ძვლივს შევიკავე თავი იქვე არ ავტირებუყლიყავი
- გიორგი, შენთან სალაპარაკო მაქ და არ წავალ, სანამ არ მომისმენ
- კარგი, მოდი
- სხვათაშორის ლამაზი სახლია - თვალი მოვავლე მის ახალ სახლს, 16 სართული იყო და ქედან საოცარი ხედი იშლებოდა, უზარმაზარ მისაღებში კედლების ნაცვლათ შუშები იყო, კიბეებით მეორე სართულზე ადიოდი, ფანჯრებიდან მთელი თბილისი ჩანდაა
- მადლობა, დალევ რამეს ? - ვისკით სავსე ჭიქა გამომიწოდა
- არა, მე არვსვავ - ვუთხარი მორიდებულად
- რატომ რაა, ორსულად ხომ არხაარ ? - ამის თქმაზე ირონიულად გაიცინა, რაზეც გული დამეწვა, ასეთი ჩემთან არასდროს არ ყოფილა - კარგი ბევრი დრო არ მქავს მითხარი რაგინდა და წადი
- გიორგი იცი მე - ვერ დავასრულე წინადადება, კარზე ზარის ხმა გაისხმაა, ჯანდაბა ახლა ამის დრო იყოო ? ჯერ იმაზე მომეშალა ნერვები, რომ ვიღაც იდიოტმა არდამაცადა ლაპარაკი, ახლაკი... ჯანდაბა ხატიას აქ რაუნდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი, როცა კარებში ხატია დავინახე
- მოდი ხატია - ხატია ოთახში შემოვიდა, მე მოშორებით ვიდექი თუმცა ბართან მდგარი, უზარმაზარი სარკე იმის საშვალებას აძლევდა, რომ დავენახე, ჩემი დანახვისას ისიც ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან, თუმცა გიორგისთან ეს არ შეუმჩნებია, მასთან ისიც არ შეუმჩნევია, რომ მე დამინახა
- გიორგი, რაღაც უნდა გითხრა - ჯერ ბოლომდე შემოსულები არყოფილან სასტუმრო ოთახში, რომ ეშმაკური სახით შემომხედა და შემდეგ გიორგის მიუტრიალდა - მოკლედ ორსულად ვარ, მეორე დღეა გადამიცდა, არმინდოდა პანიკების ატეხვა, და არც შენი დაიმედება, მაგრამ დღეს ეს ექიმმაც დამიდასტურა, რომ 2 კვირის ფეხმძიმე ვარ - გიორგი გაუცებული უყურებდა ხატიას, თვალები გაუბრწყინდა, ხატია ხელებში აიყვანა და დააბზრიალა, ამი დანახვისას ვერც კი წარმოიდგენთ რა დამემართა, ახლა მივხდი გიორგისთვის შვილი რამდენს ნიშნავდა, არქონდა მნიშვნელობა, რომ მისი შვილის დედა მეკი არა ხატია იქნებოდა, მაინც ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო
- ვაიმეე, ექიმო ანა თქვენც აქ ხართ ვერ შეგამჩნიეთ ისე ვიყავი გახარებული ამ ამბით - მუცელი გამობზიკა და ხელი ნაზად მოისვა
- გილოცავ ხატია - ურექაციოდ ვუთხარი, ისკი თვითკმაყოფილი მიყურებდა
- ხატია, მაღლა ადი და მეც ახლავე მოვალ - ხატიას უთხრა და შემდეგ მე მომიბრუნდა, ამდენი ირონიის შემდეგ მის თვალებში სინანული და სევდაც შევამჩნიე, რომლითაც მე მიყურებდა
- გილოცავ, როგორც იქნა აიხდინე ოცნება
- რა იყო რამეზე გაბრაზებული ხოარხარ ანა ? - ისევ ანა და ისევ ირონია
- კი, გიორგი ვარ, 1 თვეც არ გასულა, შენკიდე უკვე ღალატიც მოგისწრია
- რა ღალატი, წინა შეხვედრისას არ გითხარი, რომ ყველაფერი მორჩა ?
- ხატია არ გიყვარს შენ, თავს რატომ იტყუებ ?
- არა არ ვიტყუებ, მართალი ხარ არმიყვარს, მაგრამ მე ჩემი შვილი მიყვარს, ჩემი შვილის დედას კი ყველანაირად გავაბედნიერებ, ახლა შეგიძლია წახვიდე.
გიორგის სახლიდან გამოვეედი თუარა, მაშინვე ტირილი ამიტყდა, სოფოს დავურეკე, რომ მოსულიყო და წავეყვანე
- მოიცა არ უთხარი ?
- არა, უფროსწორად ვერ მოვახერხე, მაგრამ არც ვნანობ რო არვუთხარი
- რაა ? ეს ყველაფერს დაალაგებდა
- ხატია ორსულად არის
- ღმერთო ჩემო ნამდვილი ბრაზილიური სერიალიაა, რატო არ უთხარი გოგო ?
- შენ არიცი, როგორ ზიზღით მელაპარაკებოდა, ისე სიძულვილით, ისე ირონიულად, ჩემსა და გიორგის შორის მორჩა ყველაფერი, ბავშვი ჯერ მე მეკუთნის ჯერ ჩემს მუცელშია, მანამდე გიორგის ახლოსაც არ გავიკარებ, შემდეგ ვიქნები მარტოხელა დედა, ბავშვს ეყოლება ნახევარძმა, მამა, და მამიკოს ცოლი
- არ გიფიქრია იმაზე, რომ ხატია შეიძლება იტუებოდეს ?
- არა ეგეთი მონსტრიც არარის
- ხოო იმედია.
მეორე დღეს გიორგი და ხატია სამსახურში ერთად მოვიდნენ, გვერძე ისე ჩამიარეს თითქოს კედელი ვიყო, თუმცა ჩემი პატარა არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ახლა მათზე მეფიქრა, როგორი უცნაურია არა ცხოვრება ? ერთ პატარა რაღაცასაც როგორ შეუძლია ყველაფრის შეცვლა, ერთი თვის წინ ამ ბავშვის მოშორებას ვაპირებდი, ახლა კი მზად ვარ მის გამო ყველას დავუპირისპირდე
- რა შვებით ჩემო გოჭუნიებო
- ოპერაციაზე არიყავი? აქ რაგინდა ?
- გოგო არა ეკა შევიდა
- მეკიდე გიორგისთან ერთად მაქ ოპერაცია, და მთელი 4 საათი ბედნიერ წყვილს უნდა ვუყურო, წავედი არმინდა დავაგვიანო
- კაი მიდი და გახსოვდეს
- ვიცი სოფო, მახსოვს არ ვინერვიულო - ვგიჟდები ამ გოგოზე, დედის, დის, ქმრის ნუ ნაწილობრივ, დაქალის როლს ერთად ითავსებს.
მთელი ოპერაცია ჩუმად მიმდინარეობდა, ერთმანეთ არ ვესაუბრებოდით მე და გიორგი, არც კი ვუყურებდით და ვიმჩნევდით ერთმანეთის არსებობას
- მშვენიერია - თქვა კახიმ, ჩვენა ტრავმატოლოგმა, თუმცა უცბად ყველა კომპიუტერმა ერთად დაიყწო წრიპინი
- ნახშიროჟანგის დონე 34დან 32ზე ჩამოვიდა - თქვა ჩემმა ინტერნმა
- მკერდიდანაც ცუდი ხმა ისმის
- ხო მართალი ხარ ანა, შეამოწმე - კახა ანერვიულდა, იცოდა ამას რაც მოყვებოდა
- გულში ჰაერის ემბოლია აქვს
- ფიზიოლოგიური ხსნარით შეავშეთ
- კარდიოლოგი გამოიძახეთ და მკერდის ღრუსთვის ინსტრუმენტები მოამზადეთ- საუბარში გიორგიც ჩაერთო
- რენდელენბურგის პოზაში დააწვინეთ ჰაერს მე გამოვიღებ - ვიცოდი ამაზე გიორგი არ დამთანხმდებოდა მაგრამ მაინც ვცადე
- არა კარდიოლოგს დაველოდოთ და მიზეზი გავარკვიოთ
- არა, მხოლოდ 30 წამი დამჭირდება, კარდიოლოგი კი შეიძლება საათნახევარში მოვიდეს, ვიცი რასაც ვაკეთ...
- ექიმო ანა, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ
- რა სისულელეა, დროს ვკარგავთ, როცა შეგვიძლია გულის პრობლემა ახლავე მოვაგვაროთ
- პროტოკოლს ვერ დავარღვევთ, კარდიოლოგი უკვე მოდის, მანამდე ემბოლიის მიზეზი უნდა დავადგინოთ - გიორგი ძალიან მკაცრად მელაპარაკებოდა
- ფეხებზე მკი*** პროტოკოლი - პაციენტს მეორე მხრიდან მივუდექი და ხელსაწყოები ავიღე
- ექიმო ანა, შენ ზოგად ქირურგი ხარ, ამ საქმეში კომპეტენტური არ ხარ
- მკერდის ღრუს ვხსნი
- ანა ამას მართლა აპირებ ? - ლაპარაკში კახაც ჩაერთო
- ფლოროსკოპი ჩართეთ
- ექიმო ანა - გიორგი უკვე ყვირილზე გადავიდა
- ფლოროსკოპი ჩართეთ თუარგინდა, რომ ბრმად გავაკეთო
- ექიმო ანა დადე სკალპელი- გიორგი უკვე მთელ ხმაზე მიყვიროდა, ჩემ ინტერნს გავახედე, რომელმაც ფლოროსკოპი ჩამირთო
- გმადლობ
- ანაა - მის ხმას ყურადღებას არ ვაქცებდი, მკერდის ღრუ გავხსენი
- მაკრატელი
- ანაა - პაციენტის გულიდან ჰაერი ამოვიღე, ვიცი პროტოკოლი დავარღვიე მაგრამსხვა გზა არმქონდა, ამით პაციენტი გადავარჩინე
- ექიმო ანა, ახლავე დატოვეთ ჩემი საოპერაციო, რამდენიმე საათში კი ჩემ კაბინეტში გელოდებით - საოპერაციოდან გაცეცხლებული გამოვედი, იმის მაგივრად რო კმაყოფილი ყოფილიყო, აქეთ კაბინეტში მიბარებს.
- ვაიმე ანა, ნამდვილი გიჟი ხარ, წარმომიდგენია გიორგის სახე - სიცილით კვდებოდა სოფო
- სამსახურიდან თუ გამიშვა მერე ნახე შენ, კაი წავედი ვნახო უფროსი
კარებზე დაუკაკუნებლად შევედი და მოურიდებლად დავჯექი გიორგის წინ სკამზე
- კარებზე დაკაკუნება არ გასწავლეს ექიმო ?
- მე მაპატიეთ ბატონო გიორგი - ხმაში მეც ირონია გავურიე
- არაუშავს სხვა დროისთვის გაითვალისწინებ, ახლა მომისმინე, კიდევ მსგავსი შემთხვევა მოხდება და სამსახურს დაემშვიდობე, ხო გაიგე ?
- ასე რატომ მექცევი?
- ექიმო ანა მე მოვრჩი
- ამით მსჯი ხო ? - თვალები ცრემლით ამევსო და არც ვცდილობდი რომ ტირილი შემეჩერებინა
- ანა გთხ... ექიმო ანა აქ მსგავსი სცენები არ მჭირდება ნუტირი
- როგორც იტყვით ბატონო გიორგი.
მისი კაბინეტიდან გამოვედი და სოფოს შევეჩეხე, აი ახლა მართლა ტირილი ამიტყდა და სამორიგეო ოთახში შევედით, დავმშვიდდი ცოტა და მაშინვე ოპერაციზე შევედი, ეს ერთადერთი ადგილი იყო სადაც ვმშვიდდებოდი და ყველაფერს ვივიწყებდი. სოფო ასეთს რო მიყურებდა ბრააზდებოდა, გიორგიზე ბრაზობდა, თუმცა ვერც ამტყუნებდა, მას მაინც ეგონა, რომ თუ გიორგის ბავშვის შესახებ ვეტყოდი, ყველაფერი დალაგდებოდა, სოფო გიორგისთან სალაპარაკოდ მის კაბინეტში შევიდა
- როგორ ხარ ?
- კარგად სოფო, შენ ?
- რავიცი კარგად
- სალომე როგორ არის ? ამ დღეებში გამოგივლით ისე მომენატრა
- ხოო იზრდება და ცელქობს, გიო შენთან სალაპარაკო მაქვს
- ხოო მეც მინდოდა შენთან ლაპარაკი, ვიცი, რომ ანასტასია ყველაფერს გიყვება, მისმინე არმინდა მას ასე ვტკენდე, დღეს ჩემ კაბინეტში მისი ცრემლები, რომ დავინახე, ძლივს შევიკავე თავიი გესმიის, არმინდა ასეთს ვხედავდე
- მერე რატომ არცდილობ გამოსწორებას არაფრის
- არა სოფო, ჩვენ აღარ ასებობს, ასე უბრალოდ ამის დავიწყება არ შემიძლია, უბრალოდ გთხოვ დაელაპარაკე და უთხარი, რომ ჩემზე აღარ იფიქროს, ხატია ორსულად არის, ვიცი გამიჭირდება მისგან შორს ყოფნა მაგრაამ ყოველი მისი დანახვისას ჩვენი შვილი მახსენდება, და გული მტკივა ის სიყვარული რაც მის მიმართ ვგრძნობ სიძულვილით მეცვლება
- გიორგი...გიო ანასტასიას აბორტი არ გაუკეთებია, ვერ შეძლო
- რაა ?
- ხოო
- ამას შენ რატომ მეუბნები
- გიორგი შეიძლება ?
- ამას სოფო რატომ მეუბნება - გაკვირვებული ვიდექი კარებში ვერ ხვდები, იქ სოფო რას აკეთებდა ან მე რაუნდა მეთქვა
- როდის აპირებდი ამის ჩემთვის თქმას ?
- ეხლა, სწორედ ეხლა ვაპირებდი ამის თქმას
-და უნდა დაგიჯერო ? აქამდე რატომ არმითხარი
- დაიჯერებ თუ არა ეგ შენი საქმეა
- რამდენი ხანია რაც იცი, როდის გაიგე ან, რამდენი ხნის ფეხმძიმე ხარ
- 7 კვირის
- სანამ ვიჩხუბეთ იქამდე იცოდი ?
- კი ვიცოდი, მაშინ ეზოში რო ვიჩუბეთ, თქმას ვაპირებდი, მერე სახლში მოგაკითხე არმომისმინე ბოლოსკი ხატიამ დააგვირგვინა ყველაფერი
- ხატია ორსულად არარის
- რაა ?
- ხო, როცა ეს მითხრა მაშინვე ვიცოდი, რომ არიყო
- კიმაგრამ ?
- მასთან სექსი ერთხელ მქონდა, იმ ღამეს, როცა ერთმანეთს დავშორდით, მისმერე არ მივკარებივარ მან კი თქვა რომ 2 კვირის ორსული იყო, რაც შეუძლებელია, მაგრამ ახლა ხატიაზე არვლაპარაკობთ რატომ არ მითხაარი , კი არდაგაცაადე, მაგრამ რომ გდომოდა მეტყოდი
- გიორგი შენთვითონ თქვი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა, იმ თვალების დავიწყება მე არშემიძძლია, როგორითაც მიყურებდი - მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჩემზე გაბრაზებული იყო, მანც ვიგრძენი, როგორ გაუხარდა ის რომ ბავშვი არ მომიშორებია, თვალები გაბრაზების დროსაც კი უბრწყინავდა
- ახლა რა იქნება ?
- გავაჩენ ბავშვს და ვიქნები მარტოხელა დედა, შენ მამა გახდები, თქვენს შორის ჩადგომას მე არვაპირებ.... გიორგი, მეე დასვენება მინდა
- რა ?
- 2 თვით შვებულების აღება მინდა
- კარგი - ჩვენი ეს დიალოგი ძალიან უაზრო იყო, ვერ ვხვდებოდით ორივე ერთმანეთისთვის რაუნდა გვეთქვა, სახლში მივდიოდი და სოფოზე ვბრაზობდი ერ რატომ გააკეთა, სოფო უკვე ჩემთან სახლში დამხვდა და ბოდიშების ხდა დამიწყო
- მაპატიე გთხოოვ, უბრალოდ
- რა უბრალოდ სოფო რაა ? გენდობოდი, მეშნოდა ირაკლისსთან არ წამოცდესთქო შენკიდე პირდაპირ გიორგის უთხარი - დიდხანს გაგრძელდა ჩვენი ეს საუბარი თუმცა სოფოსთვის ვიცი რასვნიშნავდი მე და ისიც ვიცოდი რომ ცუდს არაფერს გამიკეთებდა, ტყუილად აღარ გამიწელია ეს საუბარი და ერთმანეთთან ჩახუტებით დავასრულეთ
- 2 თვიანი შვებულება ავიღე
- სადმე მიდიხარ ?
- ვაპირებ
- სად ?
- ჯერ არვიცი
- ბრაზილია
- რაა ?
- ბრაზილიაში წავიდეთ
- წავიდეთ ?
- ხოო, დასვენება არ გვაწყენს - მე და სოფო 1 კვირაში ბრაზილიაში გავფრინდით, გიორგი უარზე იყო არუნდოდა ასე შორს წავსულიყავი, მაგრამ სოფომ აუხსნა, რომ ახლა მისგაან და ამ პრობლემებისგან შორს ყოფნა ჩემთვის ყველაზე კარგი იქნებოდა. როგორ ვატარებდით დღეს ? მზე, ზღვა, ბუნება და ბავშვები, ბრაზილიაში ერთ-ერთ სასტუმრო UXUA Casa Hotel and Spa ­_ში უამრავი დამსვენებელი იყო ბავშვებით, მათი შემხედვარე ვეღარ ვითმენდი, როდის გავიდოდა ეს 9თვე, უფროსწორედ თითქმის 7, უკვე 1 თვე და 1 კვირაა რაც აქვართ, გიორგი სოფოს ყოველდღე ურეკავდა და ჩემ ამბავს ეკითხებოდა, დღეს არ ტოვებოდა, რომ არ დაერეკა
- ბედნიერია
- რა ?
- ბედნიერია, რომ კარგად ხარ
- კარგია
- აუუუ, ანსტასია მუცელი დაგეტყო უკვე, ახლა ხომ შემიძლია გაბერილი დაგიძახო
- ხოო, 2 თვის ვარ უკვე, აბა სწორი მუცელით რამდენი ხანი უნდა მევლო
- ანა ანა ანა - მოვიდა ერთ ერთი დამსვენებლის 3 წლის გოგონა ოლივია - თევზები, წამოდი
- რაოო ჩემო ლამაზო თევზები ნახეე ?
- კიი კიი
- წამიყვან ? მეც მინდა რომ ვნახო
- კიიიი
- ახლავე მოვალ სოფო - როგორცკი ოლივიას გავყევი მაშინვე გიორგიმ დარეკა
- სოფო როგორ ხართ ? ანასტასია როგორ არის ? ბავშვი
- გიორგი დაწყნარდი, ირაკლი არყოფილა ასეთ დღეში შენ რაღა გჭირს
- ხო მაგრამ არც შენ და არც სალომე არ ყოფილხართ ასე შორს, თან თქვენი უერთიერთობა...
- კარგი, მაპატიე
- მანდ არის ?
- ჩემთან არ ზის მაგრამ ვხედავ
- მომენატრა
- მასაც მოენატრე
- დამანახე
- რაა ?
- ფოტო გადაუღე და გამომიგზავნე, მუცელი დაეტყობოდა უკვე , 1თვეა არმინახავს და უკვე ისე მენატრება, ყოველდღე თავს ვიკავებ, რომ არ ჩამოგაკითხოთ
- არა გიორგი, ის კარგადაა, წყენა და გაბრაზებაც უნელდება, 3 კვირაში ჩამოვალთ
- 3 ? ძალიან ბევრიია
- გიორგი
- კარგი ხოო
- ფოტოს ველოდები, და უთხარი, რომ ძალიან მიყვარს
___________
ესეც ახალი თავიიიი <3 <3 ველოდები შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმეე როგორ გამახარეე უმაგრესი იყოოო მალე ველიდებიიი შემდეგსსს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent