ბედისწერა 3
-წამო მეორეზე.-მითხრა ელენემ. -მეორეზე?-ეშმაკურად გავიმეორე და წარბები ავუთამაშე. -მაგ წარბებს ნუ ათამაშებ, თორემ ერთხელაც მოგაგლეჯ! -წამო.წამო.-კიდევ ერთხელ ავუთამაშე წარბები და ჩავიცინე. -მარიამ!-თავში წამომარტყა ელენემ, რადგან უკვე მესამედ შევხვდით ალექსანდრეს და ყოველ ჯერზე დიდი მცდელობის მიუხედავად მეღიმებოდა ან მეცინებოდა. -რა ვქნაა?!-სიცილით ავიფარე პირზე ხელები.-ამ დღეებში ალექსანდრეზე იმდენს მელაპარაკები, რომ მისი დანახვისას ასე მემართება. -მიხვდება... -წესით უნდა მიხვდეს კიდევაც. ოღონდ მთავარია, არ ეგონოს, რომ მე მაქვს მასზე "ქრაში" და მაგიტომ ვიცინი.-ხუმრობანარევი ხმით ვუპასუხე. ბოლო-ბოლო ელენემ აღიარა, რომ ალექსანდრე მოსწონს. მე და დიანამ ეს უკვე ვიცოდით, მაგრამ თავად ელენემ ახლახანს აღმოაჩინა :დ მე კი უკან-უკან მივდიოდი....ნიკას არც გავცნობივარ და როდესაც დერეფანში ერთმანეთს ვეჩეხებოდით, მე ვაიგნორებდი და ისე ვაჩვენებდი თავს, თითქოს ერთი ჩვეულებრივი სკოლელი იყო (ნუ ვცდილობდი მაინც ასე გამეკეთებინა). რომ ვუკვირდები, ისე ვიქცევი, ვითომ აქამდე არ მყვარებია... და ეს დაბნეულობა ძალიან მაღიზიანებს! ელენე კი მაჯავრებდა: "შეხედე აქ ვინ არის!" "რა საყვარლად შემოგხედა!" მე კი პატარა ბავშივით, ცოცხალი თავით არ ვუყურებდი.მის მწველ მზერას ხშირად ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი თუ თვალებში შევხედავდი ისევ დამადებილებდა, რაც ძალიან არ მინდოდა. ყურადღების გადასატანად კი ისევ ელენეს ქრაშის ძებნას და ნამიოკების ჩარტყმას ვაგრძელებდი. ასეთ მომენტებში საშინლად უხერხული ადამიანი ვხდები! შაბათი. ელენესთან სახლში. -აღარ შემიძლია!-აღმომხდა, როცა ჩანთა სავარძელზე მივაგდე და მეც გვერდით დავემხე. -შენ შვილო სახლი არ გაქვს?-ირონიულად წამკბინა ელენემ. სრულიად დავაიგნორე და თვალებით გიოს ძებნა დავიწყე. -მე მეძებ?-უკნიდან მომეპარა გიო და ისეთი წამომაკივლა, რომ მეზობლები შემეცოდა. -დამპალო! ჰო იცი, რომ ეგეთებზე გული მისკდება!-სიცილით ჩავანათე გიოს. ჩემს უცნაურ ამოკივლებაზე სამივეს გაგვეცინა. -აუ მშია!-დავიწუწუნე. -ჰო ვამბობ რა, უპატრონოა!-მრავალმნიშვნელოვნად გადახედა გიოს ელენემ.ჩემს დაქალს დავემანჭე და გიოს მომლოდინე მზერით შევხედე. -პიცაზე რას იტყვით?-თქვა გიომ. ელენე.-იესსს!!! მე. -მინდაა!! -მე შუვუკვეთავ.-ტელეფონი მოიარჯვა ელენემ. -მე კიდევ ფილმს ავარჩევ!-აღტაცებულმა ავიღე ტელევიზორის პულტი და NETFLIX ჩავრთე. სანამ სამივეს მოსაწონი ფილმი ვიპოვე პიცაც მოვიდა. საბოლოოდ ისევ "სახის გარეშე" (სამივე ვგიჟდებით მაგ ფილმზე და მილიონჯერ გვაქვს ნაყურები) ჩავრთეთ და პიცას გემრიელად შევექეცით. ორშაბათი დილა. სკოლაში მივდიოდი და თან ელენეს ველაპარაკებოდი. ამ დროს ზუსტად ჩემს გვერდით ძალიან სწრაფად მომავალმა მანქანამ ძლიერად დაამუხრუჭა. ცერად გავხედე, ისე რომ ელენესთან ლაპარაკი არ გამიწყვეტია. სწორედ იმ მომენტში, როცა მანქანას გავხედე, პატრონმა ფანჯარა ჩამოწია და აი აქ კი ნამდვილად დამებნა აზრი და ლაპარაკი მონოტონურად შევწყვიტე. ძნელი გამოსაცნობი არაა, თუ ვინ იმყოფებოდა საჭესთან....ნიკა. -დაჯექი.-მშვიდად, უდარდელად მითხრა ნიკამ. -ელენე გადმოგირეკავ.-ტელეფონში ხმადაბლა გადავულაპარაკე და დათას გაკვირვებული სახით შევხედე. -არ მინდა, მადლობა. სკოლა ისედაც ახლ.... -დაჯექი. მისმა მბრძანებლურმა ტონმა ძალიან მომიშალა ნერვები. -არ-მი-ნდა.-დამარცვლით მივუგე და გაგულისებულმა განვაგრძე გზა. ნიკამ კი ვითომ აქ არაფერი ზუსტად ჩემს გვერდით დაძრა მანქანა და ზოზინით გამომყვა. -რას აკეთებ? წადი. არაფერი მიპასუხა. ხალხი კი გაკვირვებული გვაყოლებდა თვალს. -სირცხვილია..-კიდევ ერთხელ ვცადე ჩემი გამეტანა. მაგრამ ნიკამ "შენი აზრით, ძალიან მადარდებს?" სახით გამომხედა. ამოვიოხრე და მანქანაში ჩავჯექი. -არც კი გიცნობ... -ნიკა. -მარი. -ვიცი. მისმა პასუხმა დამაბნია. მანქანაში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. აღარ ვიცოდი საით გამეხედა. ამიტომ ხან ფანჯრიდან ვიყურებოდი, ხან საკუთარ თითებს დავხედავდი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ნიკასკენ გავაპარე თვალი. არ მიყურებდა, ამიტომ უფრო თამამად შევაბრუნე მისკენ სახე და ისე დავაკვირდი. მართლა ძალიან სიმპატიური იყო. გამოყვანილი ნაკვთები და სასწაული აღნაგობა ქონდა. სრულიად იდეალური გარეგნობა ქონდა და ვერ წარმომედგინა, რომ მას ახლა სკოლაში მივყავდი. სკოლასთან მანქანა დააყენა. -...მადლობა.-ჩავიბურტყუნე სანამ მანქანიდან გადმოვიდოდით. მან კი უსიტყვოდ, ცალყბად ჩაიღიმა. "რატომ ლაპარაკობს ასე ცოტას..." ვიცოდი, რომ ამ შემთხვევას სკოლაში დიდი აყალმაყალი მოყვებოდა, ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე და ნიკას ჩამოვშორდი. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დააყენა თავისი მთელ-სკოლაში-ერთ-ერთი-უმაგრესი-მანქანა, ამიტომ ბევრმა დაგვინახა. ელენე და დიანა გულხელდაკრეფილები მელოდნენ. მათ სახეზე იმდენად ბევრი ემოცია ისახებოდა, რომ ჩამოთვლაც ზედმეტია. "შარში ვარ!" აჭარხლებული მივუახლოვდი გოგონებს. თვალებშიც ვერ ვუყურებდი. ვიცოდი კარგ დღეს არ დამაყრიდნენ. -რამე ხომ არ გაქვს სათქმელი?-დიანამ მკითხა. -რა თქმა უნდა აქვს!-ელენე ჩაერთო.-მაშინვე მივხვდი როცა შუა ლაპარაკის დროს გამოდებილდა! -კაი! კაი! სკოლაში შევიდეთ თორემ ისედაც ყველას ყურადღება მივიქციეთ.-ამოვიოხრე და გოგონებმა შენობაში შემათრიეს. ყველაფერი მოვუყევი და დასასრულს ორივემ გაოცებულმა შემომხედა. -მოწონხარ.-ორივემ ერთი და იგივე მითხრა. -ოო კარგით რაა!!-თვალები გადავატრიალე.-შეუძლებელია. -შესაძლებელია!-მომიჭრა ელენემ. -100%-ით.-დაამატა დიანამ. ამის უარყოფისთვის საიმედო არგუმენტი, იმის გარდა, რომ პოპულარული იყო და ცოტა "გაჩითული" გოგო შეეფერებოდა, არ მქონდა...ამიტომ უსიტყვოდ გავაგრძელეთ კლასისკენ გზა. ჩანთების დასადებად კლასში ასულებს კი ჩემს მერხზე წამოსკუპებული, ფეხი-ფეხზე გადადებული ნინანო დაგვხვდა,რომელიც კლასის ნომერ პირველი ჭორიკა და მწარე ენის პატრონი იყო. მისი ეს გამომწვევი მდგომარეობა დავაიგნორეთ, ჩანთები ელენეს მერხზე დავაწყვეთ და დიანას კლასისკენ ავიღეთ გეზი. ნერვებმოშლილი ნინანო კი ჩემი მერხიდან ჩამოხტა და დაიწყო: -დღეს ნიკამ რატომ მოგიყვანა სკოლაში? -დილა მშვიდობისა.-ირონიულად ჩავუგდე. -კითხვაზე მიპასუხე!-აწიკვინდა. -მოდი, საკუთარ ტონს მიხედე, კაი?-დიანამ ცერად გახედა და კლასიდან გავედით. -აუუ, ახლა ამის სალაპარაკო გავხდები.-ამოვიხვნეშე. -როდის არ იყავი?-სიცილით მითხრა ელენემ. ამაზე სამივეს გაგვეცინა. -რაში გადარდებს ეგეთი ადამიანი რას იტყვის შენზე?-დიანამაც ელენეს აუბა მხარი. -ჰო რავი..-სულელივით გავიკრიჭე და დერეფანში გავედით. -ელე.-ისევ მე წამოვიწყე ლაპარაკი. -ჰოუ. -რას შვებით აბა, შენ და ალექსანდრე? -ამ...რავი...არაფერს.-მისმა გაწითლებულმა სახემ მისი სიტყვები თვალნათლივ გადახაზა. -არ არსებობს!- მე და დიანამ პირი დავაღეთ.-მოყევი! -ეს დღეები მე და ალექსანდრე ერთმანეთს ვწერდით და... კვირას კინოში ვიყავით... -რააააა?!-ისევ ერთად წამოვიძახეთ მე და დიანამ. -ვაიმეეე!!-სიხარულისგან სახეგაბრწყინებულმა ცმუკვა დავიწყე.-აქამდე რატომ არაფერი თქვი? -დღეისთვის ვგეგმავდი თქმას... -ოო fuck-გაშტერებულმა დიანამ ამოთქვა.-ბედიც ამას ქვია! -რა?-მე და ელენემ გაკვირვებულებმა გავხედეთ. დიანამ კი თავით წინ მიგვანიშნა. ჰომ. რა თქმა უნდა. ნიკა და ალექსანდრე იყვნენ. თავიდან ცოტა უხერხულად მივუახლოვდით ერთმანეთს. ვცდილობდი ისევ ჩვეულებრივად მოვქცეულიყავი, ანუ დათა დამეიგნორებინა, მაგრამ ჩემმა ახალმა, სულელურმა ჩვევამ ალექსანდრეს შეხედვისთანავე სახეზე ჯერ ღიმილი შემაპარა, შემდეგ კი სიცილი დამაწყებინა. არ ვიცი ეს ნერვული სისტემის მოშლამ გამოიწვია, სიხარულმა, თუ ამათმა დაბდურობამ, როცა პაემანზე არიან ნამყოფები და შემდეგ დღეს ერთმანეთს წესიერად გამარჯობასაც რომ ვერ ეუბნებიან. ალექსანდრესაც გაეღიმა. აბა რა იქნებოდა, წარმოიდგინეთ იმ გოგოს (რომელიც მოწონს) დაქალი ყოველ შეხვედრაზე სიცილს იწყებს, თან იმდენსაც ახერხებს, რომ გარშემო ყველას აღიმებს. აი ნიკა კი, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გამოვაშტერე. გაკვირვებულმა ჯერ მე გამომხედა, რადგან პირველად დამინახა მომღიმარიც, და მოცინარიც, შემდეგ კი ეჭვის თვალით ალექსანდრეს გახედა. ამაზე კი უფრო მეტად დავიწყე სიცილი. ალექსანდრეც დიდი თავშეკავების მიუხედავად ფართოდ იღიმოდა. ელენე თავჩახრილი (და ზუსტად ვიცი რომ გაწითლებულიც) მოდიოდა. დიანა კი აღტაცებით მირტყამდა იდაყვს. უმაგრესი სიტუაცია იყო. ყველა თავის სტიქიაში და გაუგებრობაში გაჭედილიყო. ეს ერთი შეხვედრა გავატარე და მხოლოდ ელენეს წვალება ვიკმარე. შემდეგ შესვენებაზე ელენეს ვუბრძანე რომ მესამე სართულზე დამლოდებოდა, მე კი ერთი მზაკვრული გეგმა ჩავიფიქრე. მეორე სართულზე ჩავედი და ნიკას და ალექსანდრეს კლასთან მივედი. ორივე ზუსტად კლასის წინ იდგა. ვანიშნე "მოდი"თქო. ორივე ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ ნიკას ძლივს შეკავებული სიმშვიდით, სწერვულად ვუთხარი: -ამმ...მარტო ალექსანდრესთან მაქვს საქმე. კიდევ ერთხელ გავაოცე ნიკა. მე და ალექსანდრეს ერთხელ ცივი მზერა შემოგვატარა და იმედგაცრუებული უკან გაბრუნდა. -რატო აწვალებ?-სიცილით მკითხა ალექსანდრემ. -ღირსია.-ღიმილით მივუგე.-მაგრამ მაგისთვის არ დამიძახებია, ალბათ მაგას შენც ხვდები. წამო. მესამეზე ავედით. -აბა ეხლა ორივემ დაყაჭეთ კვირას რა მოხდა!-წელზე დოინჯი შემოვიდგი და წარბაწეული დაველოდე პასუხს. -კინოში....-დაიწყო ელენემ. -არა ეგ ვიცი. მე ის მაინტერესებს კინოს მერე რა მოხდა.-წარბები ავათამაშე და ელენეს მზერით კარგად მივხვდი, რომ სასიკვდილო სვლა გავაკეთე. -ჯერ არაფერი.-ეშმაკურადვე მიპასუხა ალექსანდრე. -ვაიმეე რა მაგარიააა!!!-ისევ ფანგოგომ გაიღვიძა ჩემში.-იცოდეთ, რომ ორივეს გშიფავთ! ახლა კი მარტო დაგტოვებთ. დიდი დასვენებაა.-ორივეს მივაყარე, თვალი ჩავუკარი და კმაყოფილი გავემართე დიანასკენ ჩემი მისიის წარმატებით შესრულების სახარებლად. მაგრამ მესამე სართულზე ნიკას წავაწყდი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ აზრზე არ იყო რა ხდებოდა და კმაყოფილი ღიმილით ჩავუარე. მაგრამ როგორც კი ოდნავ გავცდი მაშინვე მკლავში ხელი ჩამავლო, შემომაბრუნა და სადღაც წამათრია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.