შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განგსტერების სამოთხე (30)


30-04-2018, 01:43
ავტორი truelove
ნანახია 2 417

და აი დადგა ის დღეც რომელსაც მე პირადად ასე მოუთმენლად ველოდი და ისეთი ამბები დატრიალდა გული გამიჩერდა,რომ წავიკითხე..მოკლედ ვიწყებთ მეგობრებო..

განგსტერების სამოთხე თავი 30

დემეტრე ელენეს მიუბრუნდა და სერიოზული ხმით უთხრა..
-მოემზადე,რადგან ომი იწყება!
ელენე,რომლის თვალებშიც მოუთმენლობის ნაპერწკლები ცვიოდა თავს უქნევდა გასვიანს და სამომავლო გეგმებს აწყობდა..
-ჩემზე რას იტყვით?-ლაპარაკში კესო ჩაერთო,რომელმაც ამ კითხვის დასასმელად შემონახული სიმამაცე მოიკრიბა-მე დისკს ბლოკი მოვხსენი..ახლა თავისუფალი ვარ?
-ჯერ არა.-უპასუხა დემეტრემ-დარწმუნებული უნდა ვიყო,რომ ჩემს გეგმას პოლიცია ვერ გაიგებს ან იმ ინფორმაციას არ გაავრცელებ რაც აქ ნახე.
-მ-მაგრამ მე არ ვაპირებდი..-დაიწყო გოგონამ,მაგრამ დემეტრემ ტონის ამაღლებით შეაწყვეტინა.
-ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა!
კესომ თავი ჩახარა და ჩაიჩურჩულა..”ესეიგი პატიმარი ვარ”
ელენე თანამშრომლის დამშვიდებას ცდილობდა...
-გპირდები,რომ არაფერი დაგიშავდება,მას უფლებას არ მივცემ...-ელენემ კესოს მხარზე ხელი დაადო და ცალი თვალით დემეტრეს გახედა.
ამ ლაპარაკს გიორგი კიკვაძეც ისმენდა..
-ბიჭებს შევკრიბავ..-ესღა თქვა ამ უკანასკნელმა და ოთახი დატოვა...
დემეტრემ გოგონები დააიგნორა და კარში გავიდა..ელენე მას დაედევნა და კარი მოიჯახუნა,რომ კესოს არაფერი გაეგო..დემეტრეს ხელში წვდა და მისკენ შეატრიალა...გასვიანის და ლაშხის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ..ორი განსხვავებული ადამიანი ერთმანეთს ჯიქურად უყურებდა თვალებში..
-ინანებ იმისგამო რაც თქვი..ჩემი სიტყვები დაიმახსოვრება-ლაშხის ხმამ ცარიელ დერეფანში გაიჟღერა.
-ხელი გამიშვი. წყნარად უთხრა გასვიანმა.
ელენემაც ნელა გაუშვა და მწარედ ჩაიბურტყუნა.
-რაიყო? შენსთავს კიდევ ატყუებ,რომ შენთვის პირველი არ ვყოფილვარ და ახლა მე არ მეკუთვნი?-გასვიანმა ტუჩის კუთხე ჩატეხა-საწოლში ჩამიგორდი..იმედები გამიცრუე დეტექტივო.
ელენე სიბრაზისგან აკანკალდა..
-შე უბედურო ბოროტო ადამიანო! დაუყვირა გასვიანს!
დემეტრე მიტრიალდა და წავიდა..ელენეს ცრემლები ჩამოუგორდა..ინანებ დემეტრე გასვიანო! შენ სიტყვებს ინანებ!..ცრემლები მოიწმინდა და ყალბი ღიმილი აიკრო,რადგან კესოსთან შესვლისას არაფერი შეტყობოდა.

დემეტრე ამაყად მიაბიჯებდა დერეფანში,მაგრამ იქამდე სანამ ელენეს თვალთა ხედვის არედან არ გაქრა..მერე თითქოს ძალა გამოეცალა და კედელს აეყრდნო თავში ის სცენა უტრიალებდა..როგორ უხსნიდა ელენე გიორგის,რომ ყველაფერი ისე არიყო,როდესაც ის ელენეს ოთახიდან გამოვიდა..გაახსენდა გიორგის სიყვარულით და ეჭვიანობით სავსე თვალები,რომელიც ელენესკენ იყო მიმართული..გასვიანმა მუშტები შეკრა და თავს ძალა დაატანა,რომ არ წაქცეულიყო...გაახსენდა,როგორ მიახვედრა გიორგიმ ელენე,რას გრძნობდა მის მიმართ...გაახსენდა,როგორ უთხრა გიორგიმ,რომ ელენე მას ისე ვერ შეხედავდა როგორც დემეტრეს..ამის შემდეგ კი ელენეს ტირილის ხმა გაიგონა..გაახსენდა ის მომენტიც,როცა საშინელი რამ უთხრა ელენეს..”და შენ? იმისგამო,რომ შენთან ვიწექი გგონია შეგიძლია მიმითითო რა გავაკეთო?!” ან თუნდაც ორი წუთის წინ რაც უთხრა..”
რაიყო? შენსთავს კიდევ ატყუებ,რომ შენთვის პირველი არ ვყოფილვარ და ახლა მე არ მეკუთვნი?-გასვიანმა ტუჩის კუთხე ჩატეხა-საწოლში ჩამიგორდი..იმედები გამიცრუე დეტექტივო.”
ელენეს ტირილიც გაიგონა მისი სიტყვების გამო..
-ჯანდაბა! ჩაიჩურჩულა გასვიანმა და თავის ოთახში შევიდა..
-ასე უკეთესია..ორივე ჩვენგანისთვის დემეტრე საკუთარ თავს ეჩურჩულებოდა..და თან პერანგს იხდიდა..სააბაზანოში შევიდა..და წყლის ქვეშ დადგა..მისი ფიქრებიდან ელენეს ნამტირალევი სახე არ ამოდიოდა..მისი ცრემლები მუდამ გასვიანის ტვინის კუნჭულში იქნებოდა..ეს საუკეთესო არჩევანია ჩემო მწვანე თვალება..შენ კვლავ შეგიძლია ამ სამყაროდან გახვიდე,როდესაც ჩვენი შურისძიება დამთავრდება..შენც და გიორგიმაც,უნდა დამტოვოთ და თქვენი ცხოვრებით იცხოვროთ..ერთად..ბედნიერად..ამის გაფიქრებისას გული შეეკუმშა..სააბაზანოდან გამოვიდა და ტანსაცმლის ოთახში შევიდა..სარკეში ჩაიხედა და პრრანგი შეიკრა..ზემოდან პიჯაკი მოიცვა და უკან ოთახში დაბრუნდა..სადაც დათა დახვდა.
-გამარჯობა,უფროსო! მზის სხივივით გამოიყურები-გაიცინა დათა.
-მოკეტე დათა!
-ბოდიში.ნუ,გიორგიმ გვითხრა,რომ გეგმის განხირციელებას მალე დავიწყებთ. და ახლა რა გავაკეთოთ?
-გიორგი და ბიჭები დაცვას მოამზადებენ და შენთვის არაჩვეულებრივი დავალება მაქვს..
-ოჰო?
-იტალიაში წახვალ..დანტეს და ენზოს შეხვდები და ეტყვი,რომ ომს ვიწყებთ ლევანის წინააღმდეგ..უთხარი,რომ მათი დახმარება გვჭირდება.
-რათქმაუნდა,არდადეგწბიც მჭირდებოდა. წავალ ნივთებს ჩავალაგებ.
-იქ გასართობად არმიდიხარ იდიოტო! მინდა,რომ ის ტიპიც წაიყვანო ლევანის კაცი,რომ გვგონია,ოღონდ გეგმები არ გაუმხილო უთხარი,რომ ნარკოტიკების თემაზე ხარ ჩასული.
-გასაგებია.
-კარგი გათენდება თუ არა წავალთ.
-ძალიან კარგი,შეგიძლია წახვიდე. ასევე გიორგის და მათეს უთხარი,რომ ჩვენი ხალხი შეკრიბონ,ბაბუაჩემთან მივდივართ,სალაპარაკოდ. გიგი აქაურობას მიხედავს.
-კარგი ვეტყვი..დათა ოთახიდან გავიდა.

30 წუთის შემდეგ.

გიროგი კვლავ შოკში იყო იმისგამო რაც დემეტრემ თქვა..
-ყველაფერი მზადაა შეგვიძლია წავიდეთ.
დაიყვირა მათემ...დემეტრემ გიორგის შეხედა და მისი განწყობა შეამჩნია.
-ძალიან კარგი. წავედით..ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.

უფროსი გასვიანის სახლი:

დემეტრე მანქანიდან ჩამოვიდა და სახლში შევიდა..უკან მათე და გიორგი მიყვებოდნენ..მისაღებ ოთახში შევიდნენ სადაც უფროსი გასვიანი დივანზე იჯდა..
-ჰმმ..ჩემო ძვირფასო შვილიშვილო..ასეთი მოულოდნელი ვიზიტი რას მივაწერო?..უფროს გასვიანს გვერძე სალომეს მამა ედგა..
-ბაბუა ბოდიშს ვიხდი მოულოდნელი ბიზიტისთვის,მაგრამ მნიშვნელოვან თემაზე უნდა დაგელაპარაკო.
-ჰმმ..გისმენ.
-ეს ლევანის ეხება!
-ისევ ეს თემა?-ამოიხვნეშა თემო გასვიანმა-დემეტრე,მე შენ აგიხსენი,რომ მას ვერაფერს ვუზავ,ჩვენ არგვაქვს დამამტკიცებელი საბუთი,რომ მან მოკლა ირაკლი და დედაშენი.
-მე მაქვს დამამტკიცებელი საბუთი!
-გაქვს?
-გიორგი მოიტანე!
გიორგიმ ლეპტოპი დემეტრეს მისცა..მან გამოართვა და ვიდეო თემოს და სალომეს მამას აჩვენა.
-ბაბუა,მე დაგპირდი,რომ დამამტკიცებელ საბუთს ვიპოვიდი ხოდა ვიპოვე. ახლა..მინდა ვიცოდე ჩემს მხარეს ხარ თუ არა?
თემომ მძიმედ ამოიხვნეშა.
-ამ წლების განმავლობაში არმინდოდა დამეჯერებინა,რომ ლევანიმ ეს მართლა ჩაიდინა.ჩვენს ოჯახში,წესებს ყოველთვის ვიცავდით,ოჯახის ყველაფერზე წინ იდგა,მაგრამ ლევანიმ ეს ფიცი გატეხა..ახლა წინ ის მიდევს რასაც ვეღარ დავაიგნორებ. ლევანი პასუხს აგებს იმისთვის რაც გააკეთა.
-ანუ თანახმა ხარ,რომ პასუხი უნდა აგის..ერთი პირობაც მაქვს.
-გისმენ?!
-ეს ჩემი შურისძიებაა ასერომ შენ და შენი ხალხი იმას გააკეთებთ რასაც მე ვიტყვი.
-ძალიან ამბიციური ხარ ჩემობიჭო-თემო სიამაყით ლაპარაკობდა-შენ ის ლიდერო ხარ,რომელიც ამ ორგანიზაციისთვის მინდოდა.მამაშენიც შენნაირი,რომ ყოფილიყო ის ახლა აქ იდგებოდა..ჩვენთან ერთად..
-პატივცემულო დემეტრე..თუ ბრძოლას ლევანის წინააღმდეგ ახლა ვიწყებთ..მინდა,რომ რაღაცას დამპირდეთ..-ლაპარაკში სალომეს მამა ჩაერთო.
გასვიანმა გამომცდელი მზერა მიაპყრო.
-იმისშემდეგ რაც ლევანის დავამარცხებთ...მინდა დამპირდეთ,რომ ჩემი ოჯახი დაცული იქნება და ასევე კარგ თანამდებობასაც დაიკავებს ორგანიზაციაში.
-ყველა ვინც ლევანის დამარცხებაში დამეხმარება..დასაჩუქრდება.
-ამას არ ვგულისხმობდი...წლებია ბაბუათქვენის მარჯვენა ხელი ვარ..მე თქვენ ერთგულ მეგობრებზე-მზერა გიორგის და მათეს მიაპყრო-ბევრად გამოცდილი ვარ,და ვიცი ეს სამყარო როგორ ბრუნავს.
დემეტრე წყობრიდან გამოვიდა.
-როგორც თქვი შენ ბაბუაჩემის მარჯვენა ხელი იყავი და ახლაც ხარ..ასერომ კმაყოფილი იყავი იმით რაც გაქვს..მე ჩემი მარჯვენა ხელი მყავს.!
-მე თქვენი მარჯვენა ხელობა არმინდა ბატონო დემეტრე..მე ჩემი სერვისი შემოგთავაზეთ.
-მე შენ დახმარება გთხოვე ბრძოლაში და არა რჩევა.
კაცი გაბრაზდა.
-დიახ სერ,მაპატიეთ.
-თქვენს ვაჟს ორგანიზაციაში კარგი ადგილი უჭირავს ასერომ დარდის მიზეზი არგაქვთ არც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და არც პრესტიჟულ ადგილთან.
კაცმა ამოიხვნეშა.-დიახ მართალიხართ.მაგრამ მე მხოლოდ ჩემს ვაჟზე არ ვღელავ..მე სხვა შვილიც მყავს.
გასვიანმა ირონიით იკითხა-და რაგინდათ,რომ გავაკეთო სალომესთან დაკავშირებით? ორგანიზაციის ლიდერად დავნიშნო?-ჩაიცინა დემეტრემ.
-რათქმაუნდა არა.ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია იმისთვის,რომ საფრთხეში ჩავაგდო.
-თქვენ ორმა შეწყვიტეთ..ლაპარაკში უფროსი გასვიანი ჩაერია.
-დემეტრე,ვფიქრობ მას გარიგება უნდა თქვენ ორს შორის..დემეტრე შენ შეგიძლია სალომეზე დაქორწინდე.
დემეტრეს სიბრაზისგან კანკალი დაეწყო და თვალები ჩაუვარდა.
-ამით შენ ჩემი მარჯვენა ხელის ნდობას მოიპოვებ ის კი ხალხს დაგახმარს ომში..
-გეთანხმებით თქვა კმაყოფილმა მამაკაცმა.
დემეტრემ კარგად იცოდა ყველაფერი რაც ამას მოყვებოდა,მაგრამ თუ ლევანის წინააღმდეგ გამარჯვება სურდა სალომის მამის ხალხის გარეშე და ამ გარიგების გარეშე ამას ვერ მოახერხებდა..ყველაფერი კარგად აწონდაწონა..გვერდიდამ გიორგის მზერა იგრძნო,რომელიც აფრთხილებდა,რომ ფრთხილად და ზუსტად ეფიქრა...მისი ხალხი ჩემს შურისძიებას მალე დამასრულებინებს და ეს უკეთესია ჩემთვის..და ელენე..მან ეს სამყარო რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს. გასვიანმა მძიმედ ამოიხვნეშა..
-რას იტყვი დემეტრე? კითხა თემურმა.
ხუთი წამო დუმდა შემდეგ კი ხელი ჩამოართვა სალომეს მამას..
-შევთანხმდით...

დემეტრე სახლიდან გამოვიდა და ლიმუზინში ჩაჯდა..ბიჭებიც უკან მიყვნენ.
ფანაჯარაში იყურებოდა და დუმდა..დუმილი გიორგიმ დაარღვია.
-როგორ ფიქრობ სწორი არჩევანი გააკეთე?
-სხვა გზა არ მქონდა..ეს უთხრა და კვლავ ფანჯარაში გაიხედა.

შემდეგი დღე:
კაბინეტში გიორგი,მათე,ნიკუშა,ერეკლე,ისხდნენ ოთახში დემეტრე შევიდა.
-კარგია,რომ ყველანი აქ ხართ,ახალ გეგმას გაგაცნობთ...

ელენე დერეფანში მიდიოდა..გადაწყვიტა კესო მოენახულებინა,რომ თავი პატიმარივით არ ეგრძნო..მიმოიხედა და უამრავი დაცვის ბიჭი,რომ დაინახა იფიქრა რეპტილიამ ისევ ახალი გეგმა დააწყო და ისევ მიმალავსო..და მაინც არც გასვიანი და არც ბიჭები ამ ბიჭებს შორის არ იყვნენ..სავარაუდოდ დემეტრეს კაბინეტში იყვნენ..სიმართლე რო ითქვას ელენესთვის ახლა ასე ჯობდა..გიორგის თვალებში ვერ შეხედავდა გასვიანის ნათქვამის გამო..მაგრამ უნდა დარწმუნებულიყო,რომ გეგმაში მობაწილეობას იღებდა იმის მიუხედავად,რომ დემეტრეს ნახვა არსურდა...მისი კაბინეტის აიღო გეზი,როცა უკნიდან ხმა შემოესმა.
-ახლა ასე უნდა იდგე და უყურო როგორ ერთობიან?
შეტრიალდა და ანანო დაინახა.
-ანანო..დიდი ხანია არმინახიხარ.
-სიურპრიზი! არ მოგენატრე? ბოროტულად,მაგრამ მაინც საყვარლად ჩაიღიმა გოგონამ.
-მეგონა დასასვენებლად და გასარუჯად იყავი კუნძულზე..სვავდი და საყიდლებზე დადიოდი.
ანანომ კვალვ ჩაიცინა.
-ეს ისარის რაც ჩემმა ძმამ იცოდა.
-ოჰ? შენი ძმის ზურგს უკან რაღაცეებს ხლართავ? ეს ნამდვილად არ მოეწონება.
-გგონია პირველად ვაკეთებ ისეთ რამეს რაც დემეტრემ არ იცის?
-შენ რა დამჯერი თინეიჯერი არხარ?!
-არამგონია დამჯერობაზე მორალის წასაკითხად შესაბამისი ადამიანი იყო.
-ვერ შეგეწინააღმდეგები. ხელები აწია ელენემ და გაიცინა.
-და სად იყავი თუ არა დასასვენებლად?
-შენი საქმე არაა..მაგრამ უბრალოდ ვთქვათ,რომ შემდეგ ჯერზე უფლებას არ მოგცემ,რომ შენ გადამარჩინო. ახლა შემიძლია სახე იმაზე მალე მიგიჟეჟო ვიდრე ადრე..-ანანო მიტრიალდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-ვნახავთ..მოუთმენლად ველი..
-ჩემი ძმის კაბინეტში მიდიხარ,რომ გეგმიდან არ ამოგაგდოს ხო?
-ოჰ..გცოდნია და რაღას მკითხები.
-რათქმაუნდა ეს ხომ ჩემი სახლია..ვარ თუ არა მაინც ვარ!
-ჰმმ.
-ისევ აქ რატომ დგახარ? წამოდი ბიჭებს უფლება არ მივცეთ,რომ გეგმა მარტოებმა დააწყონ დარწმუნებული ვარ ქალის ხელი ჭირდება ამ საქმეს..
ელენემ კაბინეტის კარი შეაღო და გოგონები ოთახში შევიდნენ.
-რამე გამოვტოვეთ? იკითხა ანანომ.
დემეტრემ ცალი თვალით გახედა ორივეს.
-ელენე?..ანანო?-გაუკვირდა გიორგის.
-ოჰ..ნუთუ ეს ამ სახლის ორი ყველაზე ულამაზესი ქალბატონია? გაიღიმა ერეკლემ.
-თქვენ ორნი აქ რას აკეთებთ? თქვა დემეტრემ
-ნუთუ გეგონა,რომ უმოქმედოდ ვიჯდებოხი სანამ შენ აქ მისი განადგურების გეგმას აწყობ? მეც მინდა ბრძოლა.-თქვა ანანომ.
-არც კი იფიქრო,რომ გეგმიდან ამომშლი..დაამატა ელენემ.
-ძალიან შემაწუხებელი ხარ.კარგი,ლაშხო შეგიძლია იბრძოლო შემდეგ კი რაც შეიძლება სწრაფად წახვიდე შენ გზაზე.
-კარგი. *ახლა გინდა,რომ თავიდან მომიშორო? ვინ გაგიგებს როგორიხარ ან რაგინდა? შენთვითონაც არ იცი* ფიქრობდა ელენე.
-შენ კიდე,ანანო..ამ ყველაფრისგან შორს დაიჭერ თავს და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.
-რა?! რატომ? ბავშვივით ნუ მექცევი!-დაიყვირა ანანომ.
-თუ ბავშვივით მოიქცევი მეც ასე მოგექცევი. სად იყავი ამ დროის განმავლობაში? ხომ იცი,რომ ახლა სახიფათოა სახლიდან გასვლა! შენ თქვი,რომ მალდივებზე იქნებოდი დასავენებლად მაგრამ სასტუმროშიც არ ყოფილხარ!
-მაგრამ იქ ვიყავი!
-აზრი არაქვს. ამ საქმისგან თავს შორს დაიჭერ!
-ეს ჩემი საქმე არარის,მაგრამ ვფიქრობ,რომ უსამართლოდ ექცევი..-ლაპარაკში ელენე ჩაერია.
-როგორც თქვი,ეს შენი საქმე არარის.და შენ არშეგიძლია ვინმეს მიუთითო ვის ექცევა უსამართლოდ მითუმეტეს მე..ხოარგინა,რომ შენც შორს იყო ამ საქმიდან?
-გეყოს ისე მოქცევა თითქოს შენწყვეტდე ვინ იქნება ამ საქმისგან შორს და ვინ არა! ყველანაირი ძალა გჭირდება ლევანის დასამარცხებლად,იქნება ეს კაცი თუ ქალი!
-ეს გადაწყვეტილება გენდერის გამო არ მიმიღია,ეს იმიტომ გადავწყვიტე,რომ ის ჩემი დაა და ისევ ბავშვია.
-შეიძლება მართალი ხარ,მაგრამ ის იმსახურებს ამ საქმეში ყოფნას ეს მასაც ეხება ისევე როგორც შენ და მე. ლევანიმ მასაც მოპარა ბედნიერება და ბავშვობა...ვერხვდები როგორ უნდა,რომ მისით იამაყო? ვერხედავ როგორ ემზადებოდა იმ დღისთვის,როცა შურს იძიებდა მისი მშობლების გამო?
-მწვანეთვალება.. ანანო ელენეს ნათქვამით გაკვირვებული იყო..
დემეტრემ ელენეს უცნაურად გადახედა.
-შენ იკითხე სად იყო ის ამ დროის განმავლობაში და რას აკეთებდა..ის ვარჯიშობდა! ვარჯიშობად ძლიერად,რომ დაეცვა საკუთარი თავი ლევანისგან და ახლა შენ მას ამ საქმიდან აგდებ,გგონია,რომ სამართლიანად იქცევი? ეს არის შენი სამართალი ბატონო დემეტრე გასვიანო?
ბიჭები მათ მიშტერებოდნენ..
*ძალიან საინტერესო ჩანს* გახედა ერეკლემ ელენეს.
-თქვენ ორნი როდის დამეგობრდით?! დემეტრე უცბად გამოფხიზლდა და ანანოს გახედა.
-ამაში მონაწილეობა ნამდვილად გინდა?
ანანომ თავი დაუქნია..დემეტრემ მძიმედ ამოიხვნეშა და თავი ხელებზე ჩამოდო.
-კარგი..
-მართლა? მადლობა! ამას არ ინანებ! ანანო დემეტრესთან გაიქცა და ჩაეხუტა.
-იმედიმაქვს..ხელები მოხვია პატარა გასვიანს და მონატრებული და გულში ჩაიკრა.
*ვერ ვიჯერებ,რომ ელენემ შეძლო და აზრი შეაცვლევინა* აქეთ იქით იყურებოდა გიორგი.
-დემეტრე პირველი ნაბიჯი რაიქნება? იკითხა მათემ.
-დღევანდელ შეხვედრაზე გადავწყვეტთ.
-გავიგე,რომ ბაბუაც დაგვეხმარება ეს კარგია..თქვა ანანომ.
-რა?! ბაბუაშენი?! ელენეს გაახსენდა ის შემზარავი კაცი მეჯლისზე,რომ ნახა.
-კი,დაგვეხმარება თავის ხალხთან ერთად..
-გასაგებია..უნდა ვინერვიულო იმისშესახებ,რომ მათგან ერთერთს ჩემი მოკვლა უნდა? იკითხა ელენემ.
-არა..ვერავინ ვერგაბედავს ამას! მუშტები მოკუმშა გასვიანმა.
-ბედნიერი ვარ,რომ მალე ოჯახი გავხდებით “ძმაო”..ლაპარაკი დაიწყო ერეკლემ.
დემეტრემ მას ახედა..გიორგიმ კი ელენეს.
ელენე შოკში იყო..ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ან ხვდებოდა და არ იცოდა რა ექნა.
-დემეტრე რაზე ლაპარაკობს? იკითხა ანანომ..პასუხის მოლოდინში ყველა გაჩუმდა.
გასვიანი ვერაფერს ამბობდა..
-ჰმმ...ესეიგი მათთვის არაფერი გითქვამს?-ბოროტულად გაიღიმა ერეკლემ-დემეტრე წინააღმდეგი ხომ არხარ,რომ მე ვუთხრა? ან თუ გინდა შენ თქვი “ძმაო”
-მე ცოლად სალომე მომყავს.
ჩუმად თქვა გასვიანმა.
-რა?! დაიყვირა ანანომ.
ელენე მიტრიალდა და კარისკეკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა..ფეხებში სისუსტე იგრძნო..ცივმა ოფლმა დაასხა..გული 100 ჯერ უფრო სწრაფად უცემდა..თვალს ძვლივს ახელდა..
-ელენე სად მიდიხარ?-კითხა ანანომ.
დემეტრემ ელენეს გახედა და თავი ჩახარა.
-გ-გამახსენდა,რომ რაღაც საქმე მაქვს..უკაცრავად. ძვლივს ამოიბურტყუნა და კაბინეტიდან გავიდა.
დერეფანში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ჩაიკეცა..თავი მუხლებში ჩარგო და მოურიდებლად გადმოყარა ცრემლები..არ წყდებოდა..პირზე ხელი აიფარა,რომ მისი ტირილი არ გაეგოთ..სუნთქვა აღარ შეეძლო ცრემლები ახრჩობდა..მასში ბედნიერი ტკივილი ბუდობდა..გასვიანი მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და ტკივილი იყო..კანკალებდა და ცრემლებს იშორებდა,მაგრამ უშედეგოდ..ცრემლები არ შრებოდა...მარტივი არარის გიყვარდეს..და მან სხვა აირჩიოს ცხოვრების მეგზურად..მარტივი არარის თავმოყვარეობას გადააბიჯო და შეგიყვარდეს კრიმინალი დეტექტივს..მარტივი არარის ყველაფერი კარგად იყოს და ერთ წამში ყველაფერი თავზე დაგემხოს.
და იქ დერეფნის სხვა კუთხეში კედელს ბიჭი მიყრდნობოდა რომელიც ამავე გრძნობით იტანჯებოდა..ის ბიჭი კი გიორგი კიკვაძე იყო.

პ.ს რიავიცი რიავიცი რა გითხრათ?როთ გაგახაროთ? დავიგრუზე ძალზედ :/ კომენტარებში შეფასებებს ველოდები..



№1 სტუმარი ))))

Ertt tviani lodinks mere cota poaatara da mshrali iyo sabolooo jamshi araushavda...

 


№2  offline წევრი truelove

))))
Ertt tviani lodinks mere cota poaatara da mshrali iyo sabolooo jamshi araushavda...

რამხელაც იყო და როგორიც იყო ისე გადავთარგმნე

 


№3 სტუმარი სტუმარი Waka

Me dzalian momewona simartle rom gitxra dzalian gamixarda roca davinaxe saitze axali tavi, au giorgis megona ratomgac rom keso moswonda... ar minda elenee ro uyvardes minda elene da demetre ertad iyvnen ra :-( xo vici kriminali da detektivi ar sheebameba ertmanets mara yvelaze magari wyvili egeni arian

 


№4  offline წევრი truelove

სტუმარი Waka
Me dzalian momewona simartle rom gitxra dzalian gamixarda roca davinaxe saitze axali tavi, au giorgis megona ratomgac rom keso moswonda... ar minda elenee ro uyvardes minda elene da demetre ertad iyvnen ra :-( xo vici kriminali da detektivi ar sheebameba ertmanets mara yvelaze magari wyvili egeni arian


getanxmebi mec dzalian minda eg wkvili ❤️

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

ეს რა იყო?! რეები მოხდაა დავიშოკეეე ლევანთან მიმართებაში რომ ბრძოლა დაიწყეს კარგია თუმცა..... სიყვარულს არაფერი ეშველა ჯეერ მესმის დემეტრეს ელენეს დაცვა უნდა ამიტომ ექცევა ასე არუნდა საფრთხეში ჩავარდეს ამიტომ უშვებს მიუხედავად დიდი ტკივილისა გიორგიც მეცოდებაა:( არვიცი როგორ განვითარდება მაგრამ ბედნიერებას ყველა იმსახურებს❤❤❤

 


№6  offline მოდერი ენემი

ვაიმეეეე heart_eyes აუ გიო არ მინდა რომ იტანჯებოდეს რა sob არც დემეტრემ არ მინდა რო სალომე მოიყვანოს ცოლად sob იმედია მალე გაგვახარებ ახალი თავით.

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კაი იყოო ძალიან იმედიაა მალე დაგვიბრუნდება ახალი თავით

 


№8 სტუმარი ))))

ღარ დადო იმ დედმამა დალოცვილმააა ვაააჰ თითქმის ერთი თვე გავიდა გაჩერრდა გული :(

 


№9 სტუმარი ))))

truelove
))))
Ertt tviani lodinks mere cota poaatara da mshrali iyo sabolooo jamshi araushavda...

რამხელაც იყო და როგორიც იყო ისე გადავთარგმნე


არც გეეინაღმდეგებიიი :დდდ უბრალოდგამოვხატე ჩემი აზრი ეესაა და ეს.,მე ჰო არ მითქვამს შენი ბრალიათქო?? :დდ

 


№10  offline წევრი truelove

))))
ღარ დადო იმ დედმამა დალოცვილმააა ვაააჰ თითქმის ერთი თვე გავიდა გაჩერრდა გული :(


შენ არიცი მე როგორ ველოდებოდი და ეხა ვნახე დადო დავწერ და დავდებ ეგრევე <3

 


№11 სტუმარი ))))

truelove
))))
ღარ დადო იმ დედმამა დალოცვილმააა ვაააჰ თითქმის ერთი თვე გავიდა გაჩერრდა გული :(


შენ არიცი მე როგორ ველოდებოდი და ეხა ვნახე დადო დავწერ და დავდებ ეგრევე <3

ვაიმეეეე მალეეეე მალეეე დავფრინააავ ისე გამიხარდა :D

 


ახალ თავს როდისთვის ველოდო?

 


როდის დადებ?((((((((

 


№14 სტუმარი Tako

Au rato ar Deb?

 


№15  offline წევრი truelove

ბავშვებო ახალი თავი მართლა ძალიან დიდი ახლა ვამთავრებ თარგმნას და 10 წუთში დავამატებ ბაზაში კიდევ ერთხხელ ბოდიში <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent