მარგიანის სასტავი. (3)
ერთი საღამო ვერ გავატარე ისე ელენე კეკელია , რომ არ ჩამეთხაროს და კონკიას ზღაპარი მახინჯ იხვის ჭუკად, რომ არ მიქციოს! ახლაც, მე და მარგიანი შევდივართ თუ არა ყველა ჩვენსკენ იყურება და გული მკარნახობს ყველა გოგოს მაგრად უნდა ტირილი, ახლა დეპრესიაში ჩავარდებიან, მერე სახლში მივლენ , ნაყინებს ჩახეთქავენ და საახალწლოდ იმხელები გახდებიან ოჯახმა ხორცის მაგიერ თუ დაკლა არ გაგიკვირდეთ.. მარტივად ვპოულობთ ერთ მაგიდასთან მჯდარ ჩვენს ბავშვებს და მათკენ მივიწევთ, ეს უკვე პროგრესია, ჩვენი-თქო ვთქვი , თუმცა ჩვენი კი არა მე და მარგიანის! ნინა და სანდრო ზედმეტად ახლოს ზიან ერთმანეთთან, სანდრო რაღაცეებს ეჩურჩულება და ნინაც სიცილით კვდება, იმენა დედისმსერავი წყვილი იქნებიან ესენი! ლიზა და ანდრია შედარებით უფრო დასტოინად ზიან და ისე გამოიყურებიან , თითქოს იმაზე საუბრობდნენ რომელ წელს გამოიგონეს კომპიუტერი, ტელეფონი ან საერთოდაც კანალიზაცია როდის გაჩნდა! მე და მარგიანის დანახვაზე ჩვენსკენ იყურებიან და ჩვენც გვერდით ვუსკუპდებით გეგის, რომელიც თავის სტიქიაშია და გვერდითა მაგიდასთან მჯდარ გოგოს კერავს. -ბევრი არ დავლიოთ თორემ შენი სიმთვრალე, რომ ვიცი ცოლად მომიყვანეო მთხოვ და მეც ვერ გაგიტეხავ და ესე შემომეტენები და ჯობია ლიმონათი დალიო.-ლუდი ამაცალა და ფორთოხლის ლიმონათი დამიდო წინ, ლუდის კასრი კი თავისკენ მიიზიდა. -შენ სულ პირველ ღამეზე როგორ ფიქრობ კი, მაგრამ?! შემოგაკლდა ქალები, მარგიანო?-ვეკითხები და თეფშზე მწვადის ნაჭერს ვიდებ, რა სისულელეა , რომ ბიჭთან არ უნდა ჭამო გემრიელად?! ნუ ჩემი ჭამით თუ ვიმსჯელებთ მალე დავაფრთხობ და წავა თავს მოიკლავს , მაგრამ თავს იმით გავიმხნევებ , რომ მარგიანი საკუთარ თავს ვერაფერს დაუშავებს და მეც სინდისი აღარ შემაწუხებს. -რავი, მე მეგონა ცეზარს შეჭამდი, ჩემთან გოგოს მწვადი არასოდეს უჭამია,-ირონიულად მიყურებს და ჩემს დასანახად თვითონ იდებს თეფშზე ცეზარს. -მეც მეგონა , რომ ამ კვირას ძალიან მშვიდად გავატარებდი და ვიღაც გარეულ აფთარს არ ავიკიდებდი , რომელიც სექსის გარდა არაფერზე ფიქრობს, მაგრამ ხომ იცი მოლოდინი ყოველთვის არ მართლდება ასე, რომ სიურპრიზი,-ვუღიმი და კილაძეც ეგრევე მოიწევს ჩვენი მაგიდისკენ, ეს გოგო ძაღლია , მარგიანი დაყნოსა და სადაცაა ყველგან პოულობს თუ რა ჯანდაბაა?! -მაათეე, როგორ ხარ?-თავის ისედაც აფლაშულ ჭიპამდე კაბას ხელით ეხება და უფრო მაღლა იწევს , როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს მარგიანი ანკესზე არ ეგება და თვალი სულ ოდნავადაც კი არ გაურბის მისი კაბის ქვემოთ! -კარგად ვართ,-თ?! კარგი რავიცი, მიხარია მეც , რომ მკითხე! -ხო , მეც,-შენთვის არ უკითხავს, წაკლავ! -ნიცა გეძებდა ფული გაქვს დასადები ივენთის და აი იქ დგას მიდი გელოდება,-თავიდან იშორებს მარგიანი და მე მიბრუნდება. -კარგად ვარ"თ"-ო , რომ უთხარი რა იყო ეგ? -კაი რა იყო, მაგრად ვღადაობ წყვილებზე ერთში ორს , რომ გულისხმობენ ანუ ერთი , რომ ამბობს ორივეს ნაცვლად რამეს, აი მაგალითად ვინმე დაუკომენტარებს სოციალურ ქსელში ფოტოზე სადაც ფოტო გადაღებული აქვთ მინდვრის ყვავილებთან , საშინლად მოსაწყენ და უაზრო რომანტიულ გარემოში,-თვალებს ატრიალებს რომანტიული გარემოს ხსენებისას, ვაი, მგონი ჩემნაირი ვიპოვე!-მერე ვიღაც დაუწერს, სანთლები რა ლამაზად გაქვთ დაწყობილი ნელა ცეცხლი არ წაეკიდოს და მანდვე არ ჩაიბუგოთო.. -მაგას არავინ დაუწერს,-მეცინება-რომანტიულობაში მე მგავხარ. -ხოდა მერე ესენი უპასუხებენ შევეცდები"თ" არ დავიწვათო..ხო, რომანტიულობა სრული იდიოტიზმია, რათქმაუნდა რაღაც დოზით საჭიროა, მაგრამ მე აღგრძნებული აფთრების წყვილი უფრო მომწონს ვიდრე კინოში მჯდომი ორი მოსაწყენი ადამიანის ემოციები, გოგო ფიქრობს , რომ ფილმი ძალიან მაგარია და უხარია, რომ ბიჭსაც აინტერესებს, ამ დროს ბიჭი ნიკოლას სპარკსს აგინებს ასეთი მტანჯველი ფილმის გადაღებისთვის და ერთი სული აქვს ამ გოგოს ტანსაცმელს როდის გახდის, ასე რომ გულწრფელი წყვილები ჯობია ისეთ წყვილს , როგორებიც კინოში მჯდომნნი არიან,-მონოლოგს ამთავრებს და ნინასა და სანდროს უყურებს-აი ნინას და სანდროს, რომ შეხედო ეგრევე მიხვდები, რომ ნამდვილად რაღაც აფთარულ თემაზე ლაპარაკობენ-ტუჩის კუთხეს ტეხავს მარგიანი. -მერე ყველა გოგო , რომ შენ დაგსდევს დავიჯერო რომანტიკა უნდათ შენგან?-მეცინება და შამპანიურის ჭიქას ვიმარჯვებ. -ოჰ, ეგენი მოსაბეზრებლები არიან,-ხელს იქნევს , თითქოს აბეზარი ბუზების მოშორებას ცდილობსო-მე ისეთი გოგოებით ვინტერესდები, რომლებიც ჩემით არ არიან დაინტერესებულნი,-გამჭოლ მზერას მაპყრობს. -ეგეთები არსებობენ?-ვითომ ვერ მივხვდი რა იგულისხმა ისე ვეკითხები. -კი, წინ მიზიხარ. -შეეშვი მაგ ქვედა ტუჩს თორემ შენი ტუჩების დაბერვის ფულს მე არ გადავიხდი და არც მე დამაბრალო მერე კიმ კარდაშიანის საჯდომისნაირი ტუჩები, რომ გექნება.-ჰო, ფაქტია უკვე ნასვამი ვარ რაებს ვფორთხავ? -მე ბევრად უკეთესი ტუჩები მაქვს,-ბავშვური გულწრფელობით ისვამს ტუჩებზე ხელს და რომ არ ვიცოდე ვინცაა ვიფიქრებდი ეწყინა და საშინელება ვაკადრე-თქო. -კარგი მსახიობი ხარ. -შეიფშიფტერი ვარ. -ანუ? -შემიძლია სხვადასხვა ადამიანი ვიყო ნებისმიერ დროსა თუ ნებისმიერ სიტუაციაში, როგორიც დამჭირდება ისეთი, საერთოდ სხვადასხვა ადამიანი ვარ ყველა სიტუაციაში. -და ახლა ვინ ხარ? -ახლა შეიფშიფტერობის ნიჭს არ ვიყენებ, ისეთი ვარ როგორიც ვარ, აი უბრალოდ მათე ,რა.-ბოხი ხმა კიდევ უფრო უბოხდება, პასუხის გაცემას ვაპირებ ელენე კეკელია , რომ გვიახლოვდება, დასაწყისში ხომ გითხარით ყველაფერში ეთხრება და სიცოცხლეს არ მაცდის-თქო?! -აუუ, რა კარგი წყვილი ხართ!-ხარ-თ-ო გვეუბნება , მაგრამ რატომღაც მხოლოდ მათეს უყურებს, მათე მხრებზე ხელს მხვევს და მიხუტებს: -კი, ძალიან. ისევდაისევ ყველას ყურადღება ჩვენსკენაა, მაგრამ არანაირი რეაქცია არ მაქვს , ვზივარ ძალიან ჩვეულებრივად და ვცდილობ ავყვე მარგიანს თამაშში, რომელიც სრულიად უმიზეზოდ გამოიგონა და მოუწევს მალე დაასრულოს! ნუ , 1 თვეში მაინც. -გავალ და მოვალ,-ვეუბნები და მარტო ვტოვებ ზოოპარკიდან გამოქცეულ მაჩვთან, ხომ უნდა დავრეკო ზოოპარკში და გავაფრთხილო , რომ დედამიწაზე საშიში არსება დაძრწის?! მარგიანი თვალებით მეხვეწება არ დამტოვო ამ ენა ალესილ არსებასთანო, მაგრამ ტელეფონს ხელს ვკიდებ და აივანზე გავდივარ. ვრეკავ ნომერზე, რომელზეც დაახლოებით 3 წელია არ დამირეკავს. მესამე ცდაზე ყურმილს იღებს, მისი სუნთქვის ხმა მესმის შემდეგ კი ლაპარაკსაც იწყებს: -რომელი ხარ? პასუხი არ არის. -სალი ხარ ხო? პასუხი ისევ არ ისმის. -ვიცი, რომ შენ ხარ. ისევ სიჩუმე. -შენი ბრალი არ არის ის , რაც მოხდა. არც არასდროს გაბრალებდი. ის, რომ ცოცხალი იყოს..არც ის დაგაბრალებდა რამეს, დარწმუნებული ვარ ახლა გვიყურებს იქიდან და ნერვები ეშლება , რომ მისი წასვლის შემდეგ ნაწიბურებად დაიშალე. იგივე მისამართზე ვცხოვრობ, ვერ გავბედე ჩემი და ერეს სახლის გაყიდვა. შენ ხომ იცი..ხომ იცი რამდენი მოგონებაა. ერთადერთი, რაც დარჩა მხოლოდ მოგონებებია. გახსოვს , სულ ერთად ვიყავით ჩვენ სამნი. ყველაფერი ამ სახლიდან დაიწყო და არ შემიძლია ყველა ის მოგონება გავუშვა სალი, არ შემიძლია. შენთან ლაპარაკი მინდა, უნდა მოხვიდე, ვიცი , რომ მოხვალ და სწორედ ამიტომ არ დამირეკავს შენთვის , დროს გაძლევ. ბავშვებს მოენატრე. გაბმული ზარი გაისმა, ტელეფონი გაითიშა. ვერ ვნახავ სახლს, არ შემიძლია ვაიძულო საკუთარი თავი დავბრუნდე იქ სადაც ჩემთვის ყველაფერი ჩაკვდა.. ასე იდგა ცოტახანს. აივნის კარებიდან მარგიანი გამოვიდა. -არ გცივა? არაა, რას ამბობ, ვერ ხედავ რა მზე ამობრწყინდა?! -არა. -აუ სალი, ნუ ხარ ასეთი ამაყი!-თვალებს მიბრიალებს და მოსაცმელს მაწვდის. -უხ, მარგიანი, შენი ჯენტლმენობა არ გაიშვა ამ აივანს იქით. -სადღაც გამიგონია გოგო თუ მუდმივად ნერვებს გიშლის ანუ გიჟდება შენზეო ხოდა.. -მაგ რწმენით იცხოვრე მთელი ცხოვრება და დაგეწევი მეც,-ქოჩორზე ხელს ვუტყაპუნებ და შესვლას ვაპირებ მაჯაში ხელს ნაზად , რომ მკიდებს და ისევ თავდაპირველ ადგილს ვუბრუნდები. -გაჩუმებაზე რამე გსმენია? ხანდახან ადამიანები ცდილობენ კარგი მომენტები შეაჩერონ, შენ კიდევ ისიც არ გინდა შეირგო!-თვალებს ატრიალებს და მაჯიდან ხელს მიშვებს. -მერე ეს კარგი მომენტია?! ნამდვილად ბოცვერთან ერთად ვდგავარ აივანზე, ამას პლუს ყინავს და წინ იმდენად გადარეული ბოცვერი მიდგას, რომელიც წინა ცხოვრებაში უეჭველია სერიული მკვლელი იყო, ან პროსტიტუციით დაკავებული, რომ კაცმა არ იცის აქედან რამდენად გავალ ცოცხალი! -აი ისევ! გ ა ჩ უ მ დ ი ! ორი წამით მაინც არ შეგიძლია?-მიბღვერს ისევ. -მეცნიერებმა დაადასტურეს , რომ ადამიანი საშუალოდ წამში ამბობს ს.. -სალი, გაგაჩუმებ იცოდე! -როგორც ჩანს ეს უკვე გცოდნია, მაშინ გეტყვი, რომ მათ კიდევ დაადასტურეს, რომ თუ ადამიანს გაჩუმება არ უნდა ან უბრალოდ ეს არ შეუძლ.. -ჰო, დაადასტურეს , რომ ამ შემთხვევაში მათემ უნდა ჩართოს თავისი ტაქტიკაო,-ლუციფერული ღიმილი უნათებს სახეს. -ეეე, ეგ არსად წერია,-გაბუსხული ვეუბნები. -ხოდა გაჩუმდი თორემ წაკითხვა არ დაგჭირდება პირდაპირ გაზიარებ ნიუტონის ჭეშმარიტ კანონს. -რომელ კანონს? -მეოთხეს, -სხვათაშორის ნიუტონი ცნობილია .. -სალი! -მაცადე! ცნობილია იმით, რომ თავში დაეცა ვაშ.. სიტყვა შუაზე მიწყდება, რა უკულტურობაა?! ლაპარაკი მაინც დაეცადა! მეცა ნამდვილი გარეული აფთარივით და აასრულა ის ჯოჯოხეთური მეოთხე კანონი! ნუ, რომ გითხრათ ცუდი გრძნობაა , აღარ მინდა გამეორება , სახეს მივუჩექმავ , რომ მორჩება კოცნას და ვცემ-თქო მოგატყუებთ. ეს ნამდვილად საუკეთესო შეგრძნებაა. -ასე ძალიან თუ გინდოდა ჩემი კოცნა გეთქვა აქამდე , კიარ მცხვენოდა,-ირონიით მეუბნება მარგიანი, -ვიწვოდი კელაპტარივით, უბრალოდ ხომ იცი როგორი მორცხვი ვარ და,-არც მე ვაკლებ ირონიას. -გემრიელი ტუჩები გგონია, პატარავ. -აააპ, აააპ, ძალიან ნუ გათამამდი შენ! -კარგი, პატარავ. პასუხის გაცემის ნაცვლად ერთი მაგარის შემორტყმას ვაპირებდი ისევდაისევ კეკელიამ , რომ გამოგვიღო დარაბები: -სასტუმროს დაგიჯავშნით და ეს ამბები იქ გააგრძელეთ ახლა შემოდით, ჩხუბია და მალე აქ პოლიცია გაჩნდება. ხომ ვთქვი პოლიციის მოსვლის გარეშე არ არსებობს ივენთი-თქო?! ხოდა , საბოლოოდ დღევანდელი დღიდან ერთი ავთანდილ შოშიაშვილისებრული გამონათქვამი შევადგინე: ვისაც ზრდილობა არ აქვს ის უზრდელია. 1-0 მარგიანის სასარგებლოდ! მგონი გამოვსწორდი ხალხნო, აღარ ვაგვიანებ :დ სიმართლე გითხრათ, მეგონა მარტო ჩემს დაქალს მოწონდა ეს "კალმით ნახატი" ისტორია, თუმცა კიდევ ბევრნი ყოფილხართ და მადლობის მეტი რა მეთქმის მე :დ უი თუ არ ვცდები და საკუთარი თავი არ მატყუებს შემდეგ თავში ვერურულ ამბებს იხილავთ:დდ არა კაცო ცუდი არაფერი იფიქროთ სავარაუდოდ ბევრს იცინებთ , ხოდა მხოლოდ ის ქმნის პრობლემას , რომ ზეგ მაქვს შემაჯამებელი წერა და ხვალ უნდა გადავიმეორო მთელი გრამატიკის წიგნი და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავში ისედაც დარწმუნებული ვარ და ყველაფერი ვიცი , მაინც მომიწევს ტანჯვა ასე , რომ ალბათ ხვალ ვერ დავდებ და თუ ვერც ზეგ დავდე მაშინ პარასკევს დავდებ ათმაგად დიდ თავს, წინასწარ ბოდიში .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.