"შუგას დღიური"-6-ი თავი!
დღეები სწრაფად გადიოდა დრო კი აღარ რჩებოდა...მხოლოდ 10 დღეღა მქონდა დარჩენილი, რომ ის მამაჩემის გადამალული ფული მეპოვნა,რომელიც თურმე სხვას ეკუთვნოდა(ჯერ ესეც არ ვიცოდი ზუსტად)....როგორც ჰარიმ,იმ ბანდის მეთაურმა მითხრა, შესაძლოა რაიმე მინიშნება ჩემს ძველ სახლში ყოფილიყო, რომელშიც ბავშვობის შემდეგ არ ვყოფილვარ....ის ძველი სახლი, ძველი მოგონებებით იყო დატვირთული, რისი გახსენებაც არ მინდოდა....იმ სახლის ხსენებაც აღარ მინდოდა რადგან ვიცოდი რომ მაშინვე ჩემი არ(ვერ) შემდგარი ოჯახი გამახსენდებოდა...ამ ფიქრებში გართული ვიჯექი ოთახში, როდესაც უეცრად ჯიმინი შემოვიდა და სასაუზმოდ მიხმო.... ...(მე საერთოდ არ მშიოდა და ამიტომ გადავწყვიტე ახლავე წავსულიყავი ძველ სახლში)ეს ჯიმინს რომ ვუთხარი, მანაც მოინდომა წამოსვლა...მეც დავთანხმდი რადგან წინა დღეებში შევთანხმდით, რომ ერთად, ვიმოქმედებდით...სახლიდან გამოვედით,მანქანაში ჩავჯექით და დავიძარით მიტოვებული სახლისკენ. ჯიმინი ხვდებოდა რომ რაც უფრო ვუახლოვდობოდი იმ ადგილს,მით უფრო მტკიოდა გული,ამიტომ რადგან სიტუაცია განემუხტა,ჩემი გამხიარულება სცადა ხან ხუმრობებს მიყვებოდა ხანაც რაღაც საშინელ სახეებს იჭერდა... ...და მივადექით იმ ადგილს,მანქანა გარეთ დავაყენეთ...ეზოში რომ შევედით მუხლებამდე ბალახი დაგვხვდა...წინ კი ძველი და ნახევრად ჩამონგრეული ხის სახლი იდგა,დიდი ფანჯრებით...(გარედანვე შემზარავად გამოიყურებიდა) შგ----ჯიმინ თუ გინდა გარეთ დამელოდე...(ეს ვკითხე რადგან სახეზე ეტყობოდა არც მას უნდოდა სახლში შესვლა) ჯმ----არა!მინდა შენს გვერდით ვიყო და ერთად დავიწყოთ ძებნა... მეც დავთანხმდი და უკვე დამპალი და ნესტიანი ხის კარები ძლივსძლიობით გამოვხსენით...კარის ზღურბლს როგორც კი გადავაბიჯე,მაშინვე გამახსენდა ჩემი ''ვერ''შემდგარი ოჯახი...გულზე ლოდი მომაწვა... ჯმ-----შუგ...ეს შენი ველოსიპედი იყო?!(ღიმილით მკითხა ჯიმინმა,) გავიხედე და იქ მართლაც ჩემი ძველი,ბავშვობის ველოსიპედი დავინახე...ძლივსღა იდგა ისე იყო დაჟანგებული როგორც მთელი ეს სახლი... შგ----ჰო ეს ჩემი იყო...მოდი დავიწყოთ ძებნა...(ძიება პირველი სართულიდან დავიწყეთ, ყველაფერი ობობის ქსელებში იყო გახვეული და ირგვლივ სხვადასხვა მწერები და ვირთხები დარბოდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ მაინც ყველა ადგილი გადავქექეთ თუმცა მტვრის გარდა ვერაფერი ვნახეთ....მეორე სართულზე ორი ოთახი იყო...ერთი "მშობლების" (თუ მათ შეიძლება ეს უწოდო) და მეორე ჩემი და ჩემი ძმის(მისგან ცოტა რამ მახსოვს,მაგრამ ვიცი რომ ის ჩემზე პატარა იყო თუმცა უფრო მაღალი. ...მშობლების ოთახშიც ვერაფერი ვნახეთ..ჩემს ოთახს რომ მივადექით,მიჭირდა იქ შესვლა...ვიცი გამახსენდებოდა ბავშვობის კოშმარები რომლებიც სინამდვილეში ხდებოდა...ვიცოდი გამახსენდებოდა დედა,მამა და ჩემი ძმა ბეი....მართლაც ასე მოხდა (ჯიმინმა შეამჩნია რომ ოთახში შესვლისას თვალებზე ცრემლი მომადგა და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს გულს ხელით ვიჭერდი, რომ ქვემოთ არ ჩამოვარდნილიყო ...ჯიმინი წინ დამიდგა, გადამეხვია და ტირილი დაიწყო(ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი კეთილი იყოს და ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდეს...სწორედ ეს მიყვარდა მასში)... ოთახი კარგად დავათვალიერეთ თუმცა არც იქ იყო არაფერი გარდა დასვრილი კედლების და ორი საწოლისა...როდესაც ოთახიდან გამოვდიოდით ჯიმინმა მკითხა რაიმე ხომ არ უთქვამს მამაჩემს ისეთი ჩემთვის რაც საეჭვო და ორაზროვნად მომეჩვენა... შგ----ვფიქრობ მაგრამ არაფერი მახსენდება...ძალიან გავბრაზდი რომ არაფერი გამოგვდიოდა.... სახლიდან გამოვედით და ისევ ბალახების ზღვაში შევაბიჯეთ რომელიც ცოტაც და დაგვფარავდა...უეცრად კი წამოვიძახე.: შგ-----რაღაც გამახსენდა...მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია... ჯმ-----რა? რა გაგახსენდა? მითხარი იქნებ მოვაგვაროთ საქმე? შგ----ერთლეხ მამაჩემმა საქანელა გამიკეთა (და გავიხედე ორი თოკისკენ რომელზეც ძლივსღა ეკიდა პატარა ხის ნაჭერი...) მან მითხრა რომ თუ რაიმე გამიჭირდებოდა მომავალში და ეს აუცილებლად მოხდებოდა, ის თუ არ იქნებოდა ჩემს გვერდით,მე ძმასთან მივსულიყავი და მას ეცოდინებოდა თუ როგორ დამხმარებოდა...(მახსოვს სწორედ ასე, სიტყვა სიტყვით მითხრა) ჯმ----ეს კარგი ამბავია...! ხომ შეიძლება მამაშენს სცოდნოდა რომ როდესაც წამოიზრდებოდი,ადრეთუ გვიან ამ ფულზე მოგაკითხავდნენ... შგ----ჰო მაგრამ მან ერთი რამ ვერ გათვალა, ის რომ მოსი სიკვდილის შემდეგ ძმაც ცოტა ხანში დამეღუპა.. (ჯიმინმა კი ამ დროს ის კითხვა დამისვა,რაზე პასუხი არც მე ვიცოდი...თუმცა ამის გაგება ახლა ძალიან მჭირდებოდა) ჯმ----და შენი ძმა...?ის როგორ გარდაიცვალა?(ვუპასუხე რომ არ ვიცოდი, ერთხელ მამაჩემის სიკვდილის შემდეგ , ცოტა ხანშივე დედასთან ვიღაც ტიპები მივიდნენ, დედამ ისინი ცალკე ოთახში გაიყვანა და ესაუბარა...ხოლო დედა იქიდან თვალცრემლიანი გამოვიდა და მალევე მითხრა რომ ჩემი ძმა მამასთან წავიდა და აღარ დაბრუნდებოდა(თავიდან პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი ამის მნიშვნელობას რომ ის მოკვდა, თუმცა მალევე გავიგე რადგან იმის შემდეგ ჩემი ძმა ბეი აღარ მინახავს...) ჯმ----მას ბეი ერქვა?! შგ-----ჰოო (ჯიმინმა კი ახლა ის თქვა რაზეც მთელი ცხოვრება მქონდა ეჭვი) ჯმ-----და იქნებ ის....ის არ მომკვდარა?!იქნებ ცოცხალია და მას შენც მკვდარი გონიხარ?!შენ ისიც კი არიცი როგორ და სად მოკვდა ანდა ახლა სადაა დამარხული... (ჯიმინი მართალი იყო...ეს აუცილებლად უნდა გამერკვია) შგ----მაშინ ჯობია ამ სახლს მოვშორდეთ და გავარკვიოთ ბეი ნამდვილად გარდაცვლილია თუ არა... ჯმ----და ეს სიმართლე რომ აღმოჩნდეს?!ის ცოცხალი რომ იყოს...მერე რა მოხდება ამაზე გიფიქრია?! (მისმა ამ კითხვამ მართლაც დამაფიქრა... ასე რომ იყოს ყველაფერი მოგვარდებოდა, შესაძლოა სცოდნოდა სადაა ფული და რაკარგი იქნებოდა ძმა რომ მყოლოდა)სახლიდან წამოვედით და გზაში ფულის მაგივრად ჩემს ძმაზე ბეიზე ვფიქრობდი)... აუცილებლად უნდა გამერკვია ის თუ როგორ გარდაიცვალა რადგან ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა და მართლაც შეიძლებოდა იგი ცოცხალი ყოფილიყო).... ------------------------------------------------------- შემდეგს დღესვე დავდეეებ როგორ მოგწონთ მოთხრობა და მოვლენების განვითარება?!დაწერეთ კომენტარებში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.