ექიმები (თავი მერვე)
თითქმის 24 საათი ეძინა თამთას გამოუღვიძებლად ახლა აღარ აწუხებდა უცნობ პაციენტებზე დარდი, აღარც კოშმარები ტანჯავდა, მეტიც, ამდენხნიანი ძილისას სიზმარიც კი არ უნახავს, მიუხედავად იმისა რომ თითქმის არასდროს ჰქონდა უსიზმრო ღამეები გამთენიისას ტელეფონის ხმამ გააღვიძა. ლევანი იყო, სწრაფად გამოერკვა ბურუსიდა და იმ რამდენიმე წამის მანძილზე რაც ტელეფონზე პასუხს მოანდომა უამრავი საშინელი აზრი დაუტრიალდა თავში. -გისმენ...-კითხვის დასმა თუ როგორ იყო ლუკა ვერ გაებედა, იმედნად შეეშინდა პასუხის წარმოდგენაზე. -როგროგ ხარ ?- მშვიდი ხმით მიუგო ლევანმა. -კარგად, რამე მოხდა ? თუ ამ დილაა ადრიან რამ შეგაწუხა ? -არა, არაფერი მომხდარა უბრალოდ გუშინ აღარ გამოჩნდი და მაინტერესებდა როგორ ხარ . რამე ხომ არ გჭირდება?-ტუჩი მოიკვნიტა რომ ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა. -არა უბრალოდ ძალიან დაღლილი ვიყავი და ამ დრომდე მეძინა, ლუკა როგორ არის? -კარგია თუ დაისვენე და გამოიძინე, ისეა როგორც დატოვე არაფერი შეცვლილა, იმედია მალე მომჯობინდება. -იმედია, და შენ რატომ არ გძინავს ამ დროს ? -არვიცი ვერ დავიძინე მთელიღამე, და ვერც დავიცადე გათენებამდე რომ დამერეკა.-სახე დამანჭა ლევანმა, ამის თქმა საჭირო აღარ იყოო გაიფიქრა და მერე გაახსენდა რომ ნათქვამი სიტყვა გასროლილი ტყვიის ტოლფასია.- მინდოდა შენი ხმა გამეგო -დაუფიქრებლად თქვა ლევანმა და როცა გააცნობიერა რა წამოროშა გათიშა. თამთამ ტელეფონს დახედა უკვე დილის 6 საათი იყო რამდენიმე წამი გაღიმებული უმოქმედოდ დაყურებდა ლევანის ნომერს "სულელი, მშიშარა" თქვა და გადაიხარხარა. გადაურეკა მაგრამ ლევანს უკვე გამოერთო ტელეფონი. "იდიოტი, პატარა ბავშვივით იქცევა ამხელა კაცი, მანიაკი." ვერც კი მიხვდა როგორ დაიწყო ოთახში წინდაუკან სიარული და ვერც ხმა გააკონტროლა, იმდენად ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ მამაც კი გააღვიძა. - თამთა, რა ხდება? კარგად ხარ?-კარზე მიუკაკუნა გოჩამ. -კი მამა ყველაფერი კარგადაა,ბოდიში რომ შეგაწუხე. -იქნება კარი გაგეღო -ღიააა მამა შემოდი. -თამთა გაგიჟდი შვილო? შენთვის ლაპარაკობ? -არა მამა, ჩემს თანამშრომელს ვესაუბრებოდი. -თანამშრომლებს ეგრე ლანძღავ? -ყოველთვის არა-სიცილით უთხრა თამთამ და მამას აკოცა. -კარგი, მე დავიძინებ. და თანამშრომლები აღარ გალანძღო-სიცილით მიაღახა ოთახიდან გასულმა გოჩამ. თამთამ ძილი ვეღარ შეიბრუნა, სანამ ბოლომდე გაახელდა ცა თვალებს ფანჯარაზე ჩამოჯდა თავში უამრავი აზრი უტრიალებდა, ფიქრობდა თავის უდროოდ დაღუპულ ძმაზე, მძიმედ მყოფ მეგობარზე და ლევანზე, მის ყოველ გაფიქრებაზე კი ილანძღებოდა. "ეს როგორ გამიბედა? ტელეფონი როგორ გამითიშა? იდიოტი" როგორც იქნა ქალაქში მანქანების ხმაური გაისმა თამთა მოწესრიგდა და კლინიკაში წავიდა, შესვლისთანავე მატონი თამაზი შეხვდა. -თამთა აქ რას აკეთებ? გეყო ერთი დღე დასასვენებლად? -არა, სამუშაოდ არ მოვსულვარ ბატონო თამაზ, ლუკას სანახავად მოვედი. -ჰო, რათქმაუნდა, იმედია მალე გამოჯანმრთელდება შენი მეგობარი. -მადლობა ბატონო თამაზ პალატაში გაბედულად შეაბიჯა, ლუკას დედა ღიმილით შეეგება და ზურგით მდგარი ლევანი უცებ შეცბა, მობრუნდა, სახეზე დაბნეულობა შეეტყო და თამთას ცივად მიესალმა ლუკას დაემშვიდობა და პალატიდან გავიდა. "ეს კაცი ნორმალური არ უნდა იყოს" ჩუმად ჩაილაპარაკა თამთამ და ლევანისკენ წავიდა. -აბა დღეს როგორ ხარ ? -გამუდმებულ ტკივილს და უძრაობას თუ არ ჩავთვლით კარგად. -იცი რა? არ ვიცი რა რეაქცია გექნება მაგრამ ვფიქრობ ფსიქოლოგთან კონსულტაცია დაგჭირდება -თამთა კიარ გადმოვმხტარვარ, გადმოვვარდი. -ვიცი, ვიცი, მაგრამ ხშირია პოსტრამვული სტრესი და მინდა თუ ეს პრობლემა გაქვს დაწყებისთანავე აღმოვფხვრათ. -ჩუ, მოეშვი, დამშვიდდი, არ მაქვს შიშისა და შფოთის განცდა უბრალოდ მინდა ფეხზე მალე დავდგე. -ვიცი რომ არ გაქვს და სწორედ ამაზე ვხელავ, უნდა გამოუშვა ის რაც ტვინში გაქვს დალექილი რომ მომავალში არ შეგაწუხოს. -მეც ვეთანხმები თამთას, კარგი იქნება თუ მართლაც გაესაუბრები ფსიქოლოგს.-გაუბედავად თქვა ელისომ და თამთას გაუღიმა. -შენც დედა? აი რაში მჭირდება? არ მაქვს შიშის განცდათქო ხომ ვამბობ არა? -დედი, ამაში სასირცხვილო არაფერია, თუ პრობლემა გაქვს მოვაგვაროთ. -აღარ მორჩებით ჰო? -არა! მოკლედ ჩვენ აქ ძალიან კარგი ფსიქოლოგი გვყავს და კონსულტაცუას გაივლი. -როგორც ჩანს ვერ გადაგათქმევინებთ, მაგრამ ერთი პირობით. -ოჰ პირობები წამოყენებაც დაიწყე? აბა გისმენ. -ქალბატონო თამთა, ახლა კარგად მოკალათდები სავარძელზე და მომიყვები რატომ შფოთავს შენი ხმის გაგონებისას ლევანი. -იმიტომ რომ არ დადის ფსიქოლოგთან-სიცილით უთხრა თამთამ -ნუ სულელობ, სერიოზულად, გპირდები ძალიან არ ვატკენ. -ჩუმად ჯერ კიდევ მის ხელში ხარ.-ჩურჩულით უთხრა თამთამ- მე უნდა გავიდე მაგრამ მალე დავბრუნდები.-პასუხი აღარ დაანება ლუკას და პალატა დატოვა ექიმების ოთახისკენ გაემართა ლევანს ეძებდა მაგრამ იქ არ იყო, არც კაფეტერიაში დახვდა, ოპერაციაც არ ქონდა. მიმღებში ჩაირბინა და მხოლოდ ახლა დაინახა ის, მოურიდებლად მივარდა და გულზე ორივე ხელი მიარტყა. -შენ რა გააფრინე? -მე კი არა შენ გააფრინე, გგონია ეგრე მოიქცევის უფლება გაქვს? -ცოტა ვერახარ იცი? ყველა შენ გიყურებს, შეგრცხვეს, ბოლო-ბოლო ექიმი ხარ -და შენ ვინ ხარ გოგოებს ეუბნები რომ მათი ხმა გენატრება და მერე მანიაკივით იქცევი? -მორჩი წიკვინს-ლევანმა ძლიერად მოუჭირა ხელი მკლავზე და ცარიელ ოთახში შეიყვანა-რა გაყვირებს გგონია ყველაფრის უფლება გაქვს? -არა მგონია რომ შენ არ გაქვს ყველაფრის უფლება, არ გაქვს უფლება დილაუთენია დამირეკო ამაფორიაქო, მერე ტელეფონი მოისროლო და ზედაც კი არ შემომხედო. გგონია მარტო შენ ხარ გრძნობამორეული და მარტო შენ ხარ ცხოვრებით დატანჯული? გგონია სხვების გრძნობებს ფეხქვეშ გათელავ ისე რომ მათ არც მოუშმენ. ჭკუა სულ დაკარგე?-ლევანი თავს ძლივს იკავებდა რომ არ ჩახუტებოდა ამ ციცქნა გოგოს ჩხუბისას რომ ფეხისწვერებზე იწეოდა. -მორჩი? -კი მოვრჩი-ლევანმა გულიანად გაიცინა და მიიღო კიდეც კვლავ პატარა მუშტები მკერდზე. -დამცინი არა? დამცინი ჰო? გგონია სასაცილო ვარ? -ხანდახან, ცოტათი ხარ კიდეც, მაგრამ ამასთან ერთად თავბრუდამხვევად კარგი ხარ. იმიტომ ვერ გაგისწორე თვალი რომ შემეშინდა დილანდელზე არ გეკითხა, რადგან პასუხი არ მქონდა. ახლა კი მაქვს და შემიძლია თვალიც თამამად გაგისწორო, შენ ჩემს გონებაში შემოიჭერი და დიდხანს ნანატრი ქარიშხალი დაატრიალე, სუნთქვა მეკვრის როცა შენს სიახლოვეს ვარ.- თამთამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ჰაერი არ ყოფნიდა უთახი უჭერდა ერთი სული ჰქონდა აქედან როდის გაიქცეოდა. მაგრამ არცერთი კუნთი ემორჩილებოდა.-შენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და გზა გამინათე- როგორც იქნა ლევანმაც ამოისუნთქა მათ შორის მანძილი შემცირდა ლევანის სუნთქვა თამთას სახეზე ეჯახებოდა თვალები დახუჭა, ტუჩები ოდნავ გაეხსნა ელოდა აპოკალიფსს მის სხეულში, ლევანი ოდნავ დაიხარა ტუჩები ყურთან მიუტანა-გაკოცებდი მაგრამ დაბალი ხარ.-ყურში ჩაჩურჩულა, გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. --- თქვენი აზრის მოსმენა არ მაწყენდა. თუ მოგწოთ ჰო კარგი და თუ არ მოგწონთ, რა არ მოგწონთ იქნებ მითხრათ. :)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.