ბედისწერა 6
ამასობაში კარგად ჩამობნელდა. ქალაქი კი ათასნაირი სინათლით აბრდღვიალდა. ბულვარში კარგა ხანს ვისეირნეთ. მაქსიმალურად ვცდილობდი დრო გამეწელა, რადგან ღამე ზღვაში ჩასვლის ძალიან მეშინოდა. ნიკასთან თავის მაგრად მოჩვენება მინდოდა. მაგრამ ახლა უარესი შედეგი იქნება. აღტყინებულმა ელენემ ზღვისკენ პირველმა გასწია. მე კიდევ სულ ბოლოს მოვჩანჩალებდი. -რამე ხომ არ გაწუხებს?-გასართობის პოვნით ნასიამოვნებმა ღიმილით მკითხა ნიკამ. "ამას მგონი ჩემი წამების ყურება ნამეტანი სიამოვნებს!" გავიფიქრე და ვუპასუხე: -არა, არაფერი. "ეჰ, რაც არის, არის." ტანსაცმელი გავიძრე. ყველამ იგივე გაიმეორა და წყალში შეცვივდნენ. საკმაოდ ბნელოდა, ამიტომ სახეებს კარგად ვერ ვამჩნევდი. არც იმისთვის მცხელოდა, რომ ვინმეს დავკვირვებოდი. ლოგიკურად მივხვდი, რომ ალექსანდრე ელენესთან ერთად ცურავდა. უცებ ფეხზე რაღაცის შეხება ვიგრძენი და წამოვიკივლე. -აა! გიო!!ფეხზე რაღაც შემეხო!-და ჩემს გვერდით მდგომს მივეკარი. -რომ გკითხო, არ გეშინია.-ისევ ირონიულად გაისმა ნიკას ხმა. ჰოომ. გიოს ნამდვილად არ ვეკრობი...უკვე აღარ ვიცოდი ჩემი თავი რა სიტყვებით შემემკო. -ასეთ სიბნელეში როგორ არ უნდა შემეშინდეს.-ჩავიბურტყუნე. მეგონა ჩუმად ვთქვი, მაგრამ ნიკას ჩაცინებამ საპირისპირო დამიმტკიცა. -კარგი. აქ მოდი.-ხელი მომკიდა და მთვარის სინათლისკენ შემაბრუნა. კიდევ კარგი ეს მაინც მაძლევდა რამის დანახვის საშუალებას. -არ მინდა, იყოს.-დაბნეულმა ვთქვი. -რატომ ხარ ასეთი ჯიუტი.-საყვარელი ღიმილით შემომხედა და თავისკენ მიმიზიდა. -დაბადებიდან ასე ვარ.-ასეთ სისულელეებს მხოლოდ ნიკასთან თუ ვახერხებ, რომ ვთქვა. -მჯერა.-კვლავ მიპასუხა. -ეი, თქვენ, ნომერ მეორე წყვილო, იქნებ ჩვენთვისაც მოიცალოთ?-გიო იმწამსვე ჩვენთან გაჩნდა. -აცადე, ბიჭო, რა იცი იქნებ ეშველოთ!-სიცილით გამოსძახა ალექსანდრემ. -ჩვენ წყვილი არ ვართ.-დაბნეულმა ამოვთქვი. -ჯერ-ჯერობით.-ცალყბად ჩაიღიმა ნიკამ და წყალში უფრო ღრმად შეცურა. მეორე დღეს. ხუთივე პირველ სართულზე, სასტუმროს სასადილოში ჩავედით. სასადილოს გვერდით კი აუზი იყო. ალაფურშეტიდან ბურგერები და კოლები გამოვზიდეთ და აუზთან მდგარ მაგიდასთან დავსხედით. ელენე უკვე საკმაოდ ნერვებმოშლილი იყო. სულ იმას მეჩიჩინებოდა, რომ მე და ნიკა ტყუილად ვიყავით ერთ ადგილას გაჭედილები. ეგ პრობლემა მეც მაწუხებდა, მაგრამ ამ დროისთვის არაფრის შეცვლა შემეძლო. -წავალ კიდევ მოვიტან ბურგერებს.-ალექსანდრე წამოდგა. როგორც კი თვალს მიეფარა, ელენემ მაშინვე მოაღო პირი. -ვაიმე, მარ! ახლა არ გაიხედო, მაგრამ ბართან ძალიან სიმპატიური ტიპი დგას და რასაც ქვია, თვალს არ გაშორებს. ამის გაგონებაზე უხერხულად შევიშმუშნე. ხოლო ტელეფონში ჩამძვრალი ნიკა კი მაშინვე შესამჩნევად დაიძაბა. ტელეფონს კი ჩაჰკირკიტებდა, მაგრამ აშკარა, იყო უბრალოდ ეკრანს მიშტერებოდა და სადაც იყო, მზერით ჩაწვავდა. -ჰოო?-ნიკას ვუყურებდი და უინტერესოდ ვიკითხე, იმ ტიპისგან კი, რაც შემეძლო, ზურგშექცევით დავჯექი. -ჰოო გოგო! არ გინდა ბართან მიხვიდე და რამე სასმელი აიღო? -არა. -აუ კაი რა! მიდიი! ორი მოჰიტო მოიტანე. თქვენ ჰო არაფერი გინდათ ბიჭებო?-ზრდილობის გამო იკითხა ელენემ. -არა.-ნიკას და გიოს პასუხი ერთი იყო. გიოს ლეკვის თვალებით შევხედე, მაგრამ ვიცოდი, რომ როცა ელენე რაღაცას დაიცემებდა, იქ ვერც გიო მოახერხებდა მისი აზრის შეცვლას. ამიტომ მორჩილად ამოვიღე ფული და წამოვდექი. -გინდა, მე მოვიტან.-შემომთავაზა ნიკამ. -კი! -არა!-ელენემ ამ პასუხით ყველა გზა მომიჭრა. -კაი. მივდივარ.-ამოვიოხრე და მძიმედ გავეშურე ბარისკენ. -გამარჯობა!-შეკვეთას ველოდი და ფეხს მოუთმენლად ვაბაკუნებდი, როცა იმ უცნობმა დამიწყო ლაპარაკი. -გამარჯობა.-უხალისოდ მივუგე. -შენთვის უთქვამთ, რომ გასაოცრად ლამაზი ხარ? ფლირტის უნიჭო მცდელობაზე მობეზრებულმა გავხედე ჩემ მაგიდას და ჯერ ელენეს თვითკმაყოფილი ღიმილი დავინახე, შემდეგ ჩუმად მოხითხითე გიოს და დაძაბულად მომზირალ ნიკას შევავლე თვალი. -კი. ბევრჯერ. -გასაკვირი არაა. ძალიან მიმზიდველი ხარ. ამ არსების თითოეული სიტყვა გულისრევის შეგრძნებას მგვრიდა. მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე ამეღო სასმელი და ამ ტიპს აღარასდროს შევხვედროდი. ვერ უარვყოფ, მართლაც კარგი ტანის პატრონი იყო, მაგრამ მისი გამოხედვა და ქცევები მასზე სრულ წარმოდგენას მიკარგავდა. -თქვენი 2 მოჰიტო.-მომმართა ბარმენმა. -მადლობა!-გახარებულმა მომაჯადოებლად გავუღიმე და სასმელს ხელი დავავლე. -არ გინდა შენი ნომერი მომცე?-თავისი ტორი მკლავში უხეშად ჩამავლო და გამაჩერა. -არა. მეჩქარება.-ამ ჟესტით გაკვირვებულმა, უცბად მივუგე და მის ტორს დავხედე იმ იმედით, რომ გამათავისუფლებდა. -პასუხი არასწორია.-მაინც არ მეშვებოდა. -უკაცრავად. არ გინდა, ხელი გამიშვა?-მოუთმენლობისგან უკვე წარბი ავწიე. -ჰმმ.-თითქოს ჩაფიქრდა.-ნომერს თუ მომცემ, მხოლოდ იმ შემთხვევაში. "ეს რა მომაბეზრებელი ტიპია!"გაღიზიანებულმა გავიფიქრე. -ვფიქრობ ხელის გაშვება მაგის გარეშეც უნდა იყოს შესაძლებელი. -მმ. ძალიამ მიზიდავს შენნაირი გოგონები. -აი, მე კი, საერთოდ არ მიზიდავს შენნაირი უზნეოები. -კარგი, რა. უბრალოდ, შენი გაცნობა მინდა.-ეს სიტყვები კი წარმოთქვა, მაგრამ ტონი აშკარად შეეცვალა და ხელი ოდნავ შესამჩნევად მომიჭირა. -მარიამ, რამდენ ხანს უნდა იდგე ერთ ადგილზე?-თავზე წამოგვადგა ნიკა, რომელსაც მამისმკვლელი გამომეტყელება ჰქონდა. -...მოვდივარ.-მისმა გაბრაზებულმა ტონმა და გამომეტყველებამ დამაჩლუნგა. უცნობიც გვარიანად დაფრთხა და ხელი გამიშვა. სანამ მაგიდამდე მივიდოდით მანამდე ვითმენდი, რადგან ის ტიპი გვიყურებდა. და როცა შებრუნდა, გონს მოვეგე და დავაყარე: -რანაირი ტონით მელაპარაკები?! ძალიან ჰომ არ გაგიტკბა ყველაფრის შენს გემოზე კეთება?-უფრო იმაზე ვბრაზობდი, რომ ნიკა ჩემზე ძალიან ძლიერად ზემოქმედებდა. -არც შენ იქცევი ჩემზე ნაკლებად.-უკმეხად მიპასუხა. მოჰიტო მაგიდაზე დავდე და შენობაში შევედი. ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს თითი მივაჭირე და ფეხის მსუბუქი ბაკუნით დაველოდე. ვიმედოვნებდი რომ ნიკა არ გამომყვებოდა და ძალიან გამეხარდა, როცა ლიფტის ჩამოსვლისას მარტო ვიყავი. ლიფტში შევედი და თავი თითქმის სამშვიდობოს ვიგრძენი, როცა ლიფტში ნიკამ შემოაჭრა. -ვერსად გაიქცევი.-გვერდულად ჩაიღიმა ნიკამ და მასა და ლიფტის კედელს შორის მომიმწყვდია.-სალაპარაკო გვაქვს. -რასთან დაკავშირებით? -ჩვენთან. -არ მინდა ლაპარაკი. ლიფტის კარები გაიღო თუ არა მინდოდა ჩემს ნომერში შემესწრო, მაგრამ ნიკამ ხელი მტაცა და მხარზე გამიდო. -დამსვიი! რას აკეთებ?! ნიკა ჩემს წივილს და ფართხალს ყურადღებას არ აქცევდა ისე შეატასავა თავის ნომერში და მის საწოლზე დამაგდო. -ცოტა ფრთხილად მაინც!-ისევ ჩემსას მივერეკებოდი. -მისმინე.-ხელებგადაჯვარედინებულმა მითხრა.-მე და შენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გაურკვეველი და თუ ერთხელ და სამუდამოდ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ, ორივე გამოთაყვანებულები დავრჩებით. ასე უცებ ამ თემაზე ლაპარაკს არ ველოდი. -კარგი...ვილაპარაკოთ. ნიკამ ჩაისუნთქა და დაიწყო: -არ მინდა, რომ ბანალურად, ან ზედმეტად რომანტიკულად გამომივიდეს, მაგრამ მაკდონალსში რომ დაგინახე, მაშინვე მომეწონე. ძალიან მომხიბლე და ვერც წარმოიდგენ რა დამემართა, როცა ერთმანეთს სკოლაში შევხვდით. შენს სანახავად სკოლაში ყოველდღე მოვდიოდი და წამიერი თვალებში შემოხედვაც მაკხარებდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ ჭკუიდან მშლი. ერთადაც კი არ ვართ და შენ მაინც მოახერხე ჩემი შეცვლა. შეიძლება თვითკმაყოფილი იდიოტი ვარ, რომელიც მუდამ დარწმუნებულია საკუთარ თავში, მუდამ ინარჩუნებს სიმშვიდეს და ირონიას, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ისეთი ადამიანი იმალება, რომელიც ჩვენი კოცნის შემდეგ სულ მაგ კოცნაზე ფიქრობს და ყოველ გახსენებაზე თინეიჯერი გოგოსავით უფართხალებს გული. ვიცი, რომ ამდენი შენი თანდასწრებით არასდროს მილაპარაკია, მაგრამ 1 თვეა არ მინახიხარ და გიოს რომ არ მოეფიქრებინა ეს სიურპრიზი ალბათ გავგიჟდებოდი. მე შენზე ვგიჟდები და მთელი გულით ვიმედოვნებ რომ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ. მისი ახურებული სახით და დაკარგული სიმშვიდით გაოგნებულმა სიტყვა ვერ დავძარი. წამოვდექი, სწრაფად გავექანე და მთელი სულით და გულით ჩავეხუტე. მანაც ძლიერად შემომაჭდო ხელები და გულში ჩამიკრა. -მიყვარხარ!-ამის თქმაღა მოვახერხე და ნიკას აჩქარებულ გულისცემას მივუგდე ყური. -მეც მიყვარხარ!-გაისმა პასუხი, რომელიც ჩემ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.