ვინუჟდენში დაქორწინებულები 9
ალექსმა აუზს შემოუარა და მის მეორე მხარეს მდგარი ხის სახლისკენ გამიძღვა. -ეს მოკრძალებული ქოხი ჩემი საცხოვრებელია-მითხრა მან ცალმხრივი ღიმილით. ქოხიო? ამ სილამაზეს ქოხი უწოდა? -კი მაგრამ... აქ რატომ ცხოვრობ?-მხოლოდ ეს ვკითხე ხმამაღლა. -განდეგილი ვარ.-მიპასუხა ყველანაირი ირონიის გარეშე და სახლის კარი შეაღო. მის შიშველ ზურგს თვალს ვერ ვწყვეტდი. ქოხი კი არა, სამოთხე იყო აქაურობა! ხო, ნამდვილი სამოთხე! გრილ, მყუდრო მისაღებში მოვხვდი. შემეშინდა ჩემი სველი სხეულითა და ჭუჭყიანი კედებით, იდეალურად სუფთა, ფუმფულა ნოხი არ დამესვარა. ამიტომ წუთით კარში შევდექი. ალექსმა თავით მანიშნა ერთ-ერთ კარზე კოლიდორში და მეც დაუფიქრებლად შევყევი ოთახში. აქაურობა სულაც არ გავდა თინეიჯერი ბიჭის ოთახს. ზედმეტად მინიმალისტური, ცარიელი, მაგრამ სუფთა იყო. არც პოსტერები ჩანდა, არც ნახატები და მითუმეტეს არც სურათები. ოთახში დიდი, თანამედროვე სტილის, ორკაციანი, იდეალურად გასწორებული საწოლი იდგა. მოზრდილი ტანსაცმლის სარკეაკრული კარადა და კომფორტული სავარძელიც ამშვენებდა ამ მინიმალისტურ სივრცეს. საწოლის გვერდით კი წიგნებით სავსე თარო იწონებდა თავს. ერთ-ერთ კედელში გამავალი კარები, სავარაუდოდ სააბაზანოსი უნდა ყოფილიყო. ალექსი კარადასთან მივიდა და კოხტად დაკეცილ ტანსაცმელში, ჩემთვის შესაფერისის ძებნას შეუდგა. -აი ეს-მითხრა და შავი მაისური გამომიწოდა- რეცხვაში დაპატარავდა, მაგრამ შენ ალბათ მაინც დიდი გექნება. -გმადლობ-ვუთხარი და მაისური გამოვართვი. -შენ ამ საშხაპით ისარგებლე-კარზე მანიშნა-მე მეორეს გამოვიყენებ. თავი დავუქნიე. ოთახიდან გადიოდა, თუმცა მოულოდნელად შეჩერდა, უზომოდ სერიოზული სახით შემომხედა და მითხრა: -ისე... თუ გინდა ერთი საშხაპით ვისარგებლოთ- ეშმაკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე. სახეზე სისხლი მომაწვა. -გაეთრიე ალექს!-ვუყვირე. -ალბათ დაგავიწყდა, შეგახსენებ-ეს ჩემი ოთახია.-გაიცინა მან. ერთი შევუბღვირე, აბაზანაში შევედი და კარი მაქსიმალურად მოვაჯახუნე. კარის მეორე მხრიდან მისი ჰაეროვანი სიცილი მესმოდა. სააბაზანოს ინტერიერიერი შავ-თეთრ ფერებში გადაეწყვიტათ. მალე გავიხადე სველი ტანსაცმელი, ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოვიღე და საშრობზე გადავკიდე. ჩემი ყელსაბამიც იქვე დავდე. აქაურობა სავსე იყო ალექსის პირადი ჰიგიენის ნივთებით. თბილი შხაპის ქვეშ შევედი და სიამოვნებისგან გავიტრუნე. თვალები დავხუჭე და გონება გავთიშე. თბილი წყალი იკვლევდა გზას ჩემს სხეულზე. იქაურობას თვალი მოვავლე და როგორც კი ალექსის შხაპის გელი დავინახე, უყოყმანოდ დავტაცე ხელი. ჯერ დავყნოსე(საოცრად სასიამოვნო სურნელი ჰქონდა), შემდეგ კი ნაზად დავიწყე მთელს სხეულზე წასმა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვინებივრე აბაზანაში, თუმცა საბოლოოდ გამახსენდა სად ვიყავი და თავი დავაღწიე თბილი, სურნელოვანი წყლის ტყვეობას. ფლოსტები ჩემდა საბედნიეროდ იქვე ეწყო. შიშველმა დავიწყე პირსახოცების ძებნა. დიდი წვალება არ დამჭირვებია, მეორე უჯრაშივე ეწყო უნაკლოდ დაკეცილი თეთრი პირსახოცები. ერთ-ერთი მათგანით სხეული შევიმშრალე, მეორეთი კი თმა. შემდეგ ჩემი საშრობზე გადაკიდებული ტანსაცმელი შევამოწმე. ყველაფერი ისევ სველი იყო, მხოლოდ საცვალი შემშრალიყო ცოტა. ჩემი ტანსაცმლიდან მხოლოდ საცვალი ჩავიცვი, ზევიდან კი ალექსის მაისური გადავიცვი. მართალი აღმოჩნდა, მართლაც დიდი მქონდა. თუმცა ასე მერჩივნა. დუნდულებს ძლივს მიფარავდა და ასეთ ფორმაში ცოტა მეუხერხულებოდა ბიჭთან გასვლა, მაგრამ შემდეგ ცოტა ხნის წინ ნანახი ბიკინებიანი გოგოები გამახსენდნენ და ყველანაირი უხერხულობის გრძნობა უკვალოდ გაქრა. ჯერ გაუბედავად გამოვაღე კარი. როცა დავრწმუნდი, რომ ოთახი ცარიელი იყო, გაბედულად შევაბიჯე საძინებელში, თუმცა კი არ ვიცოდი ასე ჩაცმულს სად უნდა მეტანტალა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მისაღებში ასეთ ფორმაში გასვლა არ მინდოდა, ამიტომ წიგნების თვალიერება დავიწყე. ცოტა დავიბენი. წიგნები არც ჟანრით გავდა ერთმანეთს, არც საუკუნე ქონდათ საერთო და და არც ერთი მწერლის დაწერილი არ იყო. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ. აქ იყვნენ ცნობილი კლასიკოსი მწერლები და უცნობი ახალბედები. ზოგიერთი წიგნი იმდენად გაცრეცილი იყო, რომ სათაურიც კი არ ჩანდა გარეკანზე. წიგნებს ნაზად გადავუსვი ხელი. მტვრის ნასახსაც თუ ვერ ნახავდით მასზე. ერთ-ერთ გაცვეთილ წიგნს მოვკიდე ხელი, როცა უკნიდან ჩახველება მომესმა. შემკრთალი შებრუნდი და ნაცნობ ცისფერ თვალებს გადავაწყდი. დახეული შავი ჯინსის შარვალი და დიდი ნაცრისფერი ზედა ეცვა, რომელიც მის გამხდარი სხეულზე ისე ეკიდა, რომ ბიჭს ლავიწის ძვალი უჩანდა. შავი თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და ლამაზ კულულებად ეფინა შუბლზე და საფეთქლებზე. ისიც მე მათვალიერებდა. ფეხებიდან სახემდე ნელა ამაყოლა თვალი და ერთი დიდი ნერწყვი გადაყლაპა. -მინდოდა მეკითხა... რას შეჭამ?-მკითხრა მისთვის შეუფერებელი დაბნეულობით. მისგან ასეთი დაბნეულობის გამო გავოცდი. -მე... რა ვიცი... ყველაფერს.- ვუთხარი ასევე დაბნეულმა. ალექსმა კიდევ ერთხელ მტყორცნა მწველი მზერა და შებრუნდა. მეც უკან მივყევი. მყუდრო მისაღებში გავედით, რომელსაც პატარა სამზარეულოსგან, მხოლოდ ბარი ჰყოფდა. ალექსი სამზარეულოში შევიდა და მზარეულობას შეუდგა. მე ბარის სკამზე მოურიდებლად შემოვჯექი. მაისური ოდნავ ამეწია, მე კი ისევ დაბლა ჩავქაჩე და ალექსს დავუწყე ყურება. მოხერხებულად მოძრაობდა სამზარეულოში. ჯერ პომიდორი დაჭრა ლამაზ, ბრტყელ ნაჭრებად, შემდეგ ყველი გახეხა. დანას ისე ხმარობდა, როგორც გამოცდილი შეფ-მზარეული. მოფუსფუსე ბიჭის ყურება, ძალიან სასიამოვნო იყო. თვალს ვერ ვაშორებდი მის გრძელ თითებს, რომლებიც მოხერხებულად ატრიალებდნენ წითელი ბოსტნეულს. -რას აკეთებ?- ვკითხე ინტერესით. -ომლეტს- მიპასუხა ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. გული მომეწურა. გაუაზრებლად შევეხე ყელსაბამს ჩემს კისერზე და მოგონებებმაც არ დააყოვნეს. -აბა რა გავაკეთო?- მკითხა სათნო ღიმილით და ყავისფერი თვალები შემომანათა. -საიდუმლო რეცეპტის ომლეტი!- წამოვიძახე აღტაცებულმა და გახარებულმა მუშტები მაღლა ავწიე. -საიდუმლო არაა -გაეცინა მამას- ყველა ინგრედიენტი იცი. -ვერ ვიმახსოვრებ- შევჩივლე ბავშვივით- ესეიგი საიდუმლოა! -მერე დაიმახსოვრე - უფრო გულიანად გაიცინა- როცა მე შენთან არ ვიქნები, ვინ უნდა გაგიკეთოს? -შენ სულ ჩემთან იქნები - ვუთხარი დარწმუნებით და ყურებამდე გავიკრიჭე. მამა ტუჩის კუთხე ჩატეხა, ჩემკენ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა. მე ხელები შემოვხვიე წელზე, თავი მხარზე მივაყრდნე და გავინაბე. -ჩემო პატარავ - აღმოთქვა სიყვარულით სავსე ხმით და ოდნავ მომშორდა - პომიდორს შენ დაჭრი? -ვეცდები- შევღიმე და დანას დავავლე ხელი. წარსულში დაბრუნების შემდეგ თვალები ამიწყლიანდა, თუმცა მალე ავიყვანე თავი ხელში და ისევ ალექსის ყურება განვაგრძე. ბიჭი გაზქურასთან იდგა. საოცარი სუნი დადგა ოთახში. ალექსმა ხელი გამწოვის ჩამრთველისკენ წაიღო. -არ ჩართა!- ოდნავ შევყვირე. გაკვირვებული მომიბრუნდა. მამა არასდროს არ რთავდა გამწოვს, ამიტომ ჩვენს სამზარეულოში საოცარი სუნი ტრიალდებოდ ხოლმე. მეგონა ბიჭი კითხვებს დამაყრიდა, მაგრამ მან მხოლოდ თავი დამიქნია და გაზქურას მიუბრუნდა. რამდენიმე წუთში, ბარზე ორი სურნელოვანი ომლეტით სავსე თეფში და ალუბლის წვენი გაჩნდა. ალექსი ჩემს გვერდზე შემოსკუპდა და მშვიდად, უხმაუროდ შეუდგა ჭამას. პირველი ლუკმა მორიდებით, ოდნავი ეჭვით ჩავიდე პირში. გემრიელი აღმოჩნდა. მამაჩემს აუცილებლად ეყოლებოდა კონკურენტი, ალექსის სახით. ომლეტის ჭამაში იმდენად ვიყავი გართული, რომ ვერც კი შევამჩნიე ალექსი, რომელიც თვალს არ მაშორებდა. -დაგიმატო?- მკითხა მან ირონიის გარეშე. ,,ძველი მე'' აუცილებლად დაიმორცხვა და და ზრდილობიანად იტყოდა უარს. ,,ახალმა მე''-მ კი მოურიდებლად დაუქნია თავი ბიჭს. ალექსმა ჩაიღიმა, მაშინვე მოხერხებულად წამოდგა ფეხზე და ომლეტი გადმომიღო თეფშზე. -მოგეწონა არა?- მკითხა ღიმილით. -მეხუმრები?- კითხვა შევუბრუნე- საზიზღრობა!- გამოკვეთილად ვუთხარი და ჭამა განვაგრძე. ბიჭმა უფრო ფართოდ გაიღიმა. -როცა დავქორწინდებით, ყოველდღე მოგიმზადებ. -მართლა?- ვკითხე იმედით, გახარებულმა. -თუ გინდა...?- ეშმაკური ღიმილით აიჩეჩა მხრები. უცებ გაშრა. მეც გავშრი. ღიმილი სახეზე შეახმა. ჩემი სიხარულიც გაქრა. ჩვენ ჩვენს ქორწინებაზე ვლაპარაკობდით! სრულიად ნორმალურად, ნორმალური ადამიანებივით. და ეს იმდენად ალოგიკური იყო... ჩვენ, მე და ალექსი, ორივე გარე ფაქტორების გამო ვქორწინდებოდით. ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. რეალურად ეს ქორწინება ორივეს გვძულდა. ორივე წინააღმდეგები ვიყავით. მაშინ რატომ ვლაპარაკობდით ასე მშვიდად მასზე? როდიდან გახდა ჩვენი ერთობლივი ცხოვრება ჩვეულებრივი თემა? როდის შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ერთად ცხოვრება მოგვიწევდა?! როდის შევეგუოთ ერთმანეთს? ვხედავდი, რომ ალექსი იგივეს ფიქრობდა. ისიც გრძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. -რომელი საათია?- ვიკითხე ამ სიტუაციიდან თავის დასაძვრენად. ტელეფონი ამოაძვრინა შარვლის უკანა ჯიბიდან და ეკრანს დახედა. -თითქმის რვაა. -უნდა წავიდე.- გამოვაცხადე. -ასეთ ფორმაში სად აპირებ წასვლას?- მკითხა და თვალები აუგიზგიზდა. არ გამომპარვია, წამით როგორ გააპარა ისინი ჩემი მკერდისკენ, რომელსაც მხოლოდ მისი თხელი მაისური ფარავდა. გავწითლდი. -ჩემი ტანსაცმელი არ გაშრებოდა? საშრობზე გადავკიდე. -საშრობი გაფუჭებულია- გაეცინა ალექსს. -რამე მათხოვე-პანიკა და ბრაზი ერთდროულად მომაწვა. -უკვე გათხოვე - არ წყვეტდა ჩემს ნერვებზე თამაშს. -ყველაფერი შენი ბრალია! რატომ გადავაგდე აუზში?- შეტევაზე გადავედი. -მოდი დღეს აქ დარჩი - შემომთავაზა მოულოდნელად- დედაშენს მე დავურეკავ და გავაფრთხილებ. მისი შემოთავაზებით გაკვირვებულმა ავხედე. -არა. ვერა. დედაჩემი არ დაგთანხმდება - მოვიფიქრე მიზეზი მაშინვე. -დარწმუნებული ვარ, მის დარწმუნებას შევძლებ.- ეშმაკურად გაიღიმა. -მაინც ვერა.- გავჯიუტდი. -შენ არ გინდა დარჩენა?!- ბრალდებას ჰგავდა და მისი ტონი. -ხო - ვუპასუხე გულწრფელად. -რატომ? არ მენდობი? - ხელოვნურად გაიკვირვა. -არა!- ტყუილის თქმა არც კი მიცდია. -ანა, ჩვენ უნდა დავქორწინდეთ და თვეების მავლობაში, ერთ სახლში ვიცხოვროთ, ერთმანეთის გვერდიგვერდ. ახლა არ მენდობი?- აშკარად დამცინოდა - და მერე როგორ უნდა მენდო?! მისი არგუმენტი იმდენად ძლიერად მომეჩვენა, რომ კონტრარგუმენტი ვერ მოვიფიქრე. -აქ არ დავრჩები, მორჩა და გათავდა.- ვუთხარი მტკიცედ. -კარგი - მხრები აიჩეჩა, ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში ჩააწყო და რეცხვას შეუდგა. -რა კარგი?!-ბარის სკამიდან ჩამოხტი და გვერდით ავეტუზე. გაბრაზებულმა ხელები გადავაჯვარედინე - ტანსაცმელი მათხოვე! -მე არაფერსაც არ გათხოვებ თუ გინდა წადი შენ ასეთ...- კიდევ ერთხელ შემათვალიერა აგიზგიზებული თვალებით- სექსუალური ფორმაში-დაასრულა წინადადება. სახეზე სისხლი მომაწვა. -ალექს, მომეცი ტანსაცმელი!-სიმშვიდეს ძლივს ვინარჩუნებდი. -რა ვალდებული ვარ ჩემი ტანსაცმელი მოგცე?-მკითხა გამომწვევად და ცალი წარბი ასწია. -აუზში შენ გადამაგდე, ასერომ დიახ, ვალდებული ხარ! -შენ გამომიწვიე პატარავ! შენს თავს დააბრალე.-ირონიას ვერ მალავდა ხმაში. მანდ კი უკვე ჩამოინგრა ჩემი ძლივს ნაშენები სიმშვიდის კედელი. ის იყო პირი გავაღე, რომ ავფეთქებულიყავი და მისთვის ბოლო ხმაზე მეყვირა, როცა საბედნიეროდ მან დამასწრო: -კარგი, გათხოვებ ჩემს ტანსაცმელს. გამიკვირდა მისგან ასეთი სულგრძელობა. მივხვდი საგიეროდ რაღაცას მომთხოვა. -თუ...?-ჩავეკითხე. -თუ მაკოცებ!-ცალმხრივად გაიღიმა, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, ცისფერი თვალებით ჩამაშტერდა ჩემს ყავისფერში და ტუჩზე იკბინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.