მომავალი ბედნიერება {5 თავი}
ყველანაირმა გრძნობამ ერთიანად დამიარა ჟრუანტელივით. ნაწილობრივ მიხაროდა და ნაწილობრივ არა. ეს იმიტომ რომ მეთვითონაც არ ვიცოდი, მსურდა თუ არა ალექსის ნახვა. როგორც კი ნენემ დაასრულა საუბარი ალექსთან დაწვრილებით ყველაფერი გამოვკითხე. ნენე კი მეუბნება: -ალექსმა, საღამოს სასეირნოდ წავიდეთო. ამთავრებს და მოჭუტული თვალებით მიყურებს. -ჰო რაიყო რა, არსადაც არ მოვდივარ. ვუთხარი და ქვემოთ ჩავედი ბებოსთან. ნელი ბოსტანში იყო, საქმიანობდა. მე კი ეზოში გავედი და ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა. თუმცა ესეც იყოს დიდი წვეულება ან რაიმე, ან რატომაც არ უნდა წავიდე დასამალი რა მაქვს. თავი ვინ ჰგონი ალექს??! მასზე მეტი ჯიუტი და ნაგლი ვინც არის მალე მაგასაც ვაჩვენებ. თავისთავადი ფიქრებიდან კი ლიზის გამოვყავარ. -ანამარია, ნელი სად არის? -ბოსტანშია, ლიზ. -ჰმ! და საღამოს არ წამოხვალ? თითქოსდა თავისი ჭკუით შემოპარებას ცდილობდა. -კი! რატომაც არა! ვინ თქვა არ მოვდივარო!. ვეუბნები ლიზის და ენას ვუყოფ. როდესაც ნელი, ბოსტნიდან გამოვიდოდა, ვიფიქრეთ დაღლილი იქნებოდა, ამიტომ გოგოებმა საჭმელი გავამზადეთ და სუფრა გავაწყვეთ. როდესაც ნელიმ დაამთავრა საქმე, სახლში შემოვიდა და გაწყობილი სუფრა რომ დაინახა ძალიან გაუხარდა. -ბებო, ეს თქვენ გააკეთეთ?. -კი ნელი, ვიფიქრეთ დაღლილი იქნებოდი და ცოტას დავასვენებთ მეთქი. ეუბნება ნენე და თბილად უღიმის. -ძალიან გამახარეთ ბებო, მაგრამ რატომ შეწუხდით, მე გავაკეთებდი, თქვენ დაიღლებოდით, აქ ხომ დასასვენებლად ჩამოდით და არა სამუშაოდ. -არა რა შეწუხებაა ბებო!. ვეუბნები ნელის და ვეხუტები. ყველამ სუფრას მივუჯექით. ძალიან მომწონდა ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად დროის გატარება, მშობლების სითბოს და სიყვარულს ალბათ ეს ანაცვლებდა. მაგრამ რაც არ უნდა იყოს დედას და მამას ამქვეყნად ვერავინ ჩაანაცვლებს. მალევე ჭამასაც მოვრჩით. უკვე საღამო იყო. მე ლიზი და ნენე გარეთ აივანზე გავედით. -სად არის ალექსი, რატო არ მწერს?. წუწუნებს ნენე. -და რატომ უნდა მოგწეროს? ვეკითხები ინტერესით. -სასეირნოდ გასვლას რო დავაპირებ მოგწერო!. -ხოდა ალბათ არ მიდის ან წასულია უკვე. ვეუბნები და ჩემთვის ვიღიმი, რადგან მეგონა რომ არ წავიდოდით, მაგრამ სიხარულიც არ დამაცადეს. -აი მომწერა, აქვე ახლოს პატარა ბაღი ყოფილა და იქ მოდითო. ამბობს ნენე და სიხარულისგან იკრიჭება. ყველამ მომზადება დავიწყეთ. მე მოკლე შორტი, თეთრი ზედა და თეთრი კეტები ჩავიცვი, პლედი ავიღე და ქვემოთ ჩავედი გოგონებთან. -კარგი წავედით. ამბობს ლიზი და ნელის ემშვიდობება. -ბებო, თბილად იყავით, არ გაცივდეთ. ამბობს ნელი და გვაცილებს. მე პლედი მოვიხვიე და ისე წავედი. როდესაც გზაში მივდიოდი, გული საშინლად მიცემდა, ვიცოდი რომ იქ ალექსი იქნებოდა და არა მარტო ალექსი, ასევე მისი სამეგბრო. -პრივეტ ალექს, ამბობს ნენე. -გამარჯობა ბიჭებო, დაამატა ლიზიმ. მე კი ერთ ადგილს გაშტერებული ვუყურებ, და მათკენ არც კი ვიხედები. -პრივეტ ანამარია. მეუბნება ალექსი და მის მწვანე თვალებს მანათებს. მე კი ლამისაა და დავდნე ისეთი საყვარელია, მაგრამ არა არაფერსაც არ შევმჩნევ, დაე ეგონოს რომ არაფერსაც არ ნიშნავს ჩემთვის. -პრივეტ ალექსანდრე! ვეუბნები და ვცდილობ ყველანაირი რეაქცია ერთ ღიმილში მოვაქციო. -გოგონებო გაიცანით, ეს ჩემი მეგობრები გეგა და ლუკაა. ამბობს ალექსი და არე-მარეს გაჰყურებს. -სასიამოვნოა. ვეუბნებით და მათკენ ვიხედებით. -აბა რაღაც იდეა მაქვს! აბობს ლუკაა. -რა ? ეკითხება ალექსი. -მოდით, ხის ნაფლეთები შევაგროვოთ და კოცონი დავანთოთ. -მემგონი კარგი იდეაა. ვამბობ და ლუკას ვუღიმი. -კარგით აბა შევუდგეთ მაშინ. ამბობს გეგა და ფიჭვების მოსაძებნად მიდიან ახლო-მახლოში. ხუთი წუთიც და ყველანი კოცონის წინ ვიყავით. ყველამ კოცონის ირგვლივ მოვკალათდით და თამაშის დაწყება გადავწყვიტეთ. ნუ რათქმაუნდა ეს იდეა ნენემ მოგვაწოდა. -სიმართლე თუ მოქმედება, გინდათ? -ჰო! აბა ესე უაზროდ რამდენ ხანს უნდა ვიყოთ!. ამბობს ლიზი და ნენე იწყებს. -აბა ალექს, სიმართლე თუ მოქმედება?. -სიმართლე! ამბობს და ლოყა ეტეხება. სიგარეტის კოლოფს იღებს, ერთ ღერს აძვრენს და უკიდებს. -მმმ.... გიყვარს ვინმე? ეკოთხება ნენე და პასუხს ელოდება. ალექსმა გაიღიმა და სიგარეტის კვამლი გააბოლა. -არაა.... ეხლა კი ჩემი ჯერია. ამბობს და მე მიყურებს. ეს ბიჭი ერთ დღესაც ჭკუას დამაკარგვინებს, ვფირობ ჩემთვის და ველოდები მას. -ანამარია! ამბობს და ვშეშდები ადგილზე. -ბიჭისთვის გაქვს ნაკოცნი? ასრულებს კითხვას და ტაში ცხელმა ლავამ გამიარა. მეგონა უკვე მკვდარი ვიყავი, მაგრამ მისმა ცინიკურმა ღიმილმა, გამბედაობა მომცა რომ სიტყვა ამომელუღლუღა. ამავე დროულად კი ჩემს თავს შევპირდი რომ სინაზის რაიმე წყაროსაც კი არ გამოვიჩენდი მასთან.ამიტომ სიცილი დავიწყე და უფრო გამბედავად ვთქვი. -არა, არასდროს, არასოდეს.., მივაყარე ერთად. რაზეც მან ძალიან საყვარლად გამიღიმა. მაგრამ მე ვეცადე რომ მის მიმართ სიძულვილი გამომეჩინა. ლიზი და ნენე და არა მარტო ესენი არამედ გეგა და ლუკაც თავისთვის ჩუმათ იცინოდნენ. -ვაიმე ჩემი მობილური! ამბობს უეცრად ლიზი და ადგილიდან მოწყდა. -რა მიბილური? ვეკითხები გაკვირვებული. -მობილურს ვერ ვპოულობ, მგონი დავკარგე. -კარგი ყველამ სხვადასხვა ადგილში ნახეთ. ამბობს ალექსი და ძებნას უდგება. -იქნება სახლისკენ გზაში დაგივარდა? ამბიბს გეგა და გზას გაჰყურებს. -არვიცი რანაირად დავკარგე. პასუხობს ლიზი და ნენესთან ერთად ეძებს. ლუკა და გეგა კი სხვა მხარეს წავიდნენ. მე კი ალექს უკან მივყვებოდი. დიდხანს ვეძებეთ, მაგრამ უეცრად რაღაც ნივთზე ფეხი ამიცდა, რაზეც თავი ვეღარ შევიკავე, ხელი ალექს გავკარი და მასთან ერთად ძირს აღმივჩნდი. მე არაფერი მტკენია, რადგან ალექსმა ხელები მომხვია, მიმიხუტა და თვითონ ზურგით დაეცა. ლამისაა და იქვე შევწუხდი. სახეები ერთმანეთზე გვქონდა მიწებებული, რაზეც მთელ სხეულში მახურებდა. ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა. სანამ ალექსმა არ გამომიყვანა ფიქრებიდან. -პატარავ, ჰო არაფერი იტკინე? მეუბნება და სიტყვა პატარაზე, ერთიანად ვწითლდები, სიტყვებს ვეღარ ვაბამ თავს და ბლუკუნს ვიწყებ. -მე...მე აა.. არააფერი. ვბლუკუნებ და მის თვალებს ვუყურებ, ის კი წამითაც არ მაცილებს თვალს. შემდეგ კი ჩემს სიტყვებზე ეცინება და მეუბნება. -ცოტა ხანს ესე ვიყოთ პატარა. ამბობს და გაუკვერვლად ვიწყებ ფართხალს რომ მის მკლავებიდან დავძვრე. ძალიან შემრცხვა ამ დგომარეობის. სიტყვა პატარაზე კი ჩემთვის ვიღიმოდი, რაც მის თვალს არ გამორჩენია. უეცრად კი ნენემ მომწერა. -სახლისკენ გზაზე დამვარდნია ვნახე. ამ სიტყვების წაკითხვაზე კი სიცილს ვიწყებ და ალექსი მეკითხება. -რა ხდება? -ნენემ ტელეფონი იპოვა.... კარგი, მე წავედი. ვეუბნები ალექს და ვემშვიდობები. -კარგი წამოდი მე გაგაცილებ. ამბობს და უკან მომყვება. მთელი გზა ჩუმად ვიყავით, არცერთ ხმა არ ამოგვიღია. როდესაც მივედი სახლთან დამშვიდობებას ვაპირებდი როცა, უეცრად ხელით დამიჭირა. მისკენ მიმაბრუნა და მაკოცა.... ყველამ თქვენი აზრი დაწერეთ. შეცდომებისთვის ბოდიში❤️❤️❤️ მადლობა❤️❤️ :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.