შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუროგატი დედა.თავი 2


5-05-2018, 13:45
ავტორი zia-maria
ნანახია 3 091

-დილა მშვიდობის გიორგი.
-დილა მშვიდობის ძია თომა.
-გუშინდელმა დღემ დაძაბულად,მაგრამ საინტერესოდ ჩაიარა.
-მე მეტს ველოდი გუშინდელი დღიდან.
-რატომ?გაუკვირდა ბატონ თომას
-იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი მისი შესაძლებლობების შესახებ.
-კარგი ვიცი მეტს რომ ელოდი,მაგრამ მაინც წინ ხარ შენს საქმეში და ამ ყველაფერს მარტომ მიაღწიე,ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი გიორგი.
-მეტი მინდა,მეტი და ის რაც ჩავიფიქრე,აუცილებლად გავაკეთებ.თომას ჩაეცინა მოწონების ნიშნად,მაგრამ არ დაანახა გიორგის მისი კმაყოფილი სახე და სულ სხვა თემაზე გაუბა საუბარი.
-გიორგი დღეს ჯემალი უნდა გაუშვათ სამსახურიდან.
-ჯემალი?რატომ,ის ხომ საუკეთესო თანამშრომელია.გაუკვირდა გიორგის თომას მოთხოვნა.
-არა,შენ ვერ გამიგე შვილო.ჯემალი მხოლოდ დღეს უნდა გავანთავისუფლოთ,მეუღლე დააწვინა საავადმყოფოში მგონი ტყუპებს ელოდებიან ქორწინებიდან 18 წლის ლოდინის შემდეგ.
-არ ვიცოდი,ეს ხომ დიდი ბედნიერებაა.თუ რამე კომპანიის სახელით დაეხმარეთ და გაუკეთეთ საჩუქარი ახალშობილებს.აქ თუ არის ჯერ,დაუძახეთ შემოვიდეს ჩემთან.მალე ფრთხილი კაკუნი გაიგონა კარებზე და ფეხზე წამოდგა,წინ შეეგება ტყუპების მამას და ღიმილით მიულოცა.
-იმედია ავღნიშნავთ პატარების დაბადებას ბატონო ჯემალი.
-ჯერ მშვიდობით დასრულდეს ყველაფერი უფროსო და შემდეგ გპირდები ერთი კვირა ვიქეიფოთ.გიორგიმ ჯიბიდან საფულე ამოიღო და რამდენიმე 50-ათ ლარიანი ჩაუდო ხელში ჯემალს.
-არ შემიძლია დღეს მოგაკითხოთ საავადმყოფოში,მაგრამ დამპირდით,რომ თუ რამე დაგჭირდებათ დაუფიქრებლად მირეკავთ.
-არ მინდა შეგაწუხოთ უფროსო.
-მე არ შევწუხდები,პირიქით გამახარებთ და მინდა ყველა ვინც ჩემთან მუშაობს თავისუფლად იყოს ჩემთან,მეც ხომ ჩვეულებრივი თქვენსავით უბრალო ადამიანი ვარ.ამ თანხით კი პირველი საჩუქარი უყიდეთ პატარებს,მეც მოვიცლი როგორმე და ამ დღეებში მეც გინახულებთ.
-მადლობა,დიდი მადლობა უფროსო.
-დღეს ხუთშაბათია,ორშაბათანდე განთავისუფლებ მიხედე მეუღლეს და ოჯახს.
-არ ვიცი როგორ გადაგიხადო ეს სიკეთე.
-გადამიხდი,თქვენი ერთგულებით და დაუღალავი შრომით.რადგან აქ ხარ,რა მინდა შეგეკითხო,მინდა კიდევ ორი-სამი სათბური დავდგა და მინდა თქვენ იყოთ ხელმძღვანელი ამ ყველაფრის.რა თქმა უნდა ხელფასის მომატებით,რადგან თქვენ მართლა სანდო პირი ხართ.
-კარგი აზრია,მე ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული.
-ვიცი და მეც დიდი იმედი მაქვს,რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველაფერი გამოგვივა.აბა, ორშაბათამდე აქ არ დაგინახოთ მოსული.
-მადლობა,გიორგი ოქროს გული გაქვს და ფრთხილად იყავი არ გატკინონ ისე ძალიან,რომ ის ნაწილებად დაიმსხვრეს.
-გავუფრთხილდები,მაგრამ იმ ხალხს როგორ გავუფრთხილდე ვინც არ იცის სიყვარულის ფასი.
-მაგას,თავად გული გეტყვის გიორგი გული.ჯემალი წავიდა,თომამ შეხედა გიორგის და ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ვერ გაებედა.გიორგიმ მიუხვდა და თავაუღებლად უთხრა.
-გისმენ,თქვი რა გინდა რომ მითხრა.მაინტერესებს ისე როდის მერე გახდი მორცხვი,რომ გრცხვენია და ვერ ამბობ სათქმელს?
-შეამჩნიე,რომ ეს დღეები მიშა მიმინოშვილი არ გამოჩენილა ჩვენს სიახლოვეს?
-დამასწარი,ჩემს გულში ზიხარ. მეც სწორედ ახლა მინდოდა მეკითხა,სად არის?
-როგორც გავიგე,პრობლემები აქვსო.
-რა პრობლემები,შემიძლია დავეხმარო?
-ვიცი შენი კეთილი გულის ამბავი,რომ უკან არ დაიხევ დახმარებაზე,მაგრამ მე ერთ რჩევას მოგცემ.გიორგი თავი შორს დაიჭირე მისგან და მისი ოჯახისგან.
-რატომ,რა ხდება არ შეიძლება გასარკვევად ამიხსნა?
-როგორც გავიგე სიძედ უნდებხარ,უნდა რომ ქალიშვილი მოგათხოვის.
-ეს როგორ,რა ბიზნეს გარიგებაა თუ გასაყიდია და ვიყიდი.შენ ყველაფერი იცი და მითხარი,მინდა ვიცოდე რა ხდება.
-გავიგე,რომ მისი გაუმაძღრობის გამო ძალიან ბევრი მტერი ჰყავს და ემუქრებიან შვილით და უნდა ნატა საიმედო ხელში ჰყავდეს.
-გამოდის,რომ სერიოზულად არის საქმე.
-კი და ძალიან სერიოზულად.
-არ ამბობ თომა ძია ბოლომდე სათქმელს.მაგრამ სიმართლე გითხრა ნატა ყოველთვის მომწონდა,მაგრამ მისი ცოლად მოყვანა არასოდეს მიფიქრია.
-გიორგი საქმე ძალიან ჩახლართულია.
-მოიცა,მე ასე ვიცი რომ ნატას საქმრო ჰყავს,ვიღაც სერგეი.
-მეც მასე ვიცი,მაგრამ მას მხოლოდ ქონება უნდა მაგათი და თვით ნატა არა.
-თუ ნატას სიცოცხლეს მიშას გამო პრობლემები უნდა შეექმნეს,მე თანახმა ვარ ძია თომა მის შემოთავაზებაზე.კარგად მიცნობ და იცი ისიც,რომ არ მიყვარს ადამიანის გრძნონებზე თამაში,იქნებ მოწონება მერე და მერე სიყვარულშიც კი გადაიზარდოს.თუმცა ვერ ავუვლი გვერდს იმას,რომ ძალიან მაღიზიანებს მისი ამპარტავნობა.
-მე ვერაფერს ვერ გეტყვი,მხოლოდ ერთის გარდა,კარგად დაფიქრდი და არ ინანო შენი გადადგმული ნაბიჯი.ეს საუბარი ჩვენში უნდა დარჩეს,მიშა თავად გეტყვის მაგრამ მე მინდოდა ზოგადად გცოდნოდა საქმის არსი.
-კარგი,ისე მოვიქცევი რომ მე თითქოს არაფერი არ ვიცი.დღეც დასრულდა და მთელი დღის დაღლილი გიორგი უკვე წასვლას აპირებდა,რომ ტელეფონმა დაურეკა და წარბაწეულმა უპასუხა.
-გისმენთ ბატონო მიშა.
-გიორგი სახლში წასვლისას,ჩემთან გამოიარე.
-თქვენს კაბინეტში ხართ?
-არა შვილო,ჩემთან მოდი სახლში.
-ხომ კარგად ხართ,რამე აუცილებელია?
-მინდა დაგელაპარაკოთ გიორგი და აქ უკეთესია.
-კარგი,რამდენიმე წუთში გამოვალ კომპანიიდან და თქვენთან წამოვალ.გიორგიმ თავისი აუჩქარებელი,მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით დატოვა თავისი კომპანია და მიშას სახლისაკენ წავიდა.გიორგი არ იყო მდიდარი ოჯახიდან,ის არც არასოდეს ყოფილა გამებივრებული როგორც ნატა მდიდარი მამიკოს ფულებით.ის ბავშვობიდან ოცნებობდა თავისი საქმე ჰქონოდა და სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო,პარალელურად კი ნელა-ნელა შეუდგა პატარა ოჯახურ ბიზნეს,რომელიც გააფართოვა და წლების შემდეგ წარმატებასაც მიაღწია.უხაროდა რომ წინ დიდ მომავალს ხედავდა,ჯერ ადგილი იყიდა ქალაქ გარეთ და ორი სათბური ჩადგა, მათ რამოდენიმე წელში კიდევ ორი მიუმატა,ახლა კი კიდევ ფიქრობს სამი სათბური ჩადგას.სასწავლებელიც დაასრულა და ცდილობს დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწიოს.
-მობრძანდით გიორგი.სტუმარს თავად ბატონი მიშა მიეგება,ქალბატონმა თამილამ მედიდურად შეხედა გიორგის და ნაძალადევად გაუღიმა.
-მობრძანდით,მიშასთვის თქვენ საპატიო და ძვირფასი ადამიანი ხართ.გიორგიმ თამილას ნაძალადეად გაუღიმა და ზიზღით შეხედა მის ხელებში მოქცეულ გატრუნულ ჩასუქებულ კატას.
-მადლობა,მაგრამ ეს კატა თუ შეიძლება ცოტა ხნით გაიყვანეთ აქედან.
-როგორ?
-როგორ და ასე.უთხრა მიშამ და ხელიდან აართვა კატა და იქვე ოთახში შეაგდო.არ მიაქცია გიორგიმ ყურადღება თამილას გაბრაზებულ სახეს და მიშას მიუბრუნდა.
-ბატონო მიშა ვერ გავიგე ჩემი აქ მოსვლის მიზეზი.
-გიორგი ვიცი რომ კომპანიის გაფართოვება გინდა,და მინდა დახმარების ხელი გამოგიწოდო.
-მაპატიეთ,მაგრამ მე არ მითხოვია დახმარება თქვენთვის.მე მარტომ დავიწყე ჩემი საქმე და ბოლოშიც მარტო გავალ.
-მაგრამ არ გაქვს საკმარისი ძალა,რომ ბოლომდე მიიყვანო შენი საქმე.გიორგიმ წინ წაიწია და მიშას პირდაპირ დაუსვა შეკითხვა.
-ბატონო მიშა მითხარით რისი თქმა გინდათ,თქვენ პრობლემები გაქვთ?გჭირდებათ ჩემი დახმარება?მიშამ შეშინებული თვალებით შეხედა გიორგის და ვერ შეძლო სიმართლე ეთქვა,ვერ გადააბიჯა სიამაყეს.
-არა,არანაირი პრობლემა არ მაქვს.გიყურებ,რომ მშრომელი ადამიანი ხარ,შენი საქმის ერთგული და თუ მეც დაგეხმარები ასე ახლოს დავდგები შენთან და ეს ჩვენი ნაცნობობა შესაძლებელია ქორწინებითაც დასრულდეს.
-ბატონო?გაუკვირდა გიორგის მიშას სითამამე.
-გიორგი მე ფული მაქვს,ბევრი ფული.მოდი პირდაპირ გეტყვი,რომ მინდა ჩემს ქალიშვილზე დაქორწინდე.გიორგიმ უცქირა მიშას და შემდეგ უთხრა.
-ეს თქვენი სურვილია,თქვენ გინდათ ასე რომ მოხდეს და კითხეთ მას რა უნდა?
-ნატა თანახმა იქნება ჩემს სიტყვაზე,იცის რომ მე მას ცუდს არ ვურჩევ.
-ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული,მას საქმრო ჰყავს.
-რა ხდება,აქ სტუმარი გვყავს?სახლში შემოვიდა მაღალი ქერა თმებით და ცისფერი თვალებით ლამაზი გოგონა.
-კი სტუმარი გვყავს ჩემო პრინცესა,გაიცანი გიორგი გურგენაშვილი,შენი საქმრო.
-ვიიინ?იყვირა გიორგიმ და ფეხზე წამოხტა.
-ვიიინ?იყვირა ასევე ნატამაც და გიორგის შეაჩერდა.
-ბატონო მიშა მე არ ვარ თანახმა.მიშა არ ელოდა უარს გიორგისგან და გაბრაზებულმა ფეხზე წამოიჭრა.
-გიორგი მე ფული მაქვს,ბევრი ფული.ოქრო მაქვს,ეს ყველაფერი თქვენი იქნება.თქვენ დაქორწინდებით,მე ასე მინდა და ეს ასეც იქნება.არანაკლებ ბრაზობდა გიორგი მაგრამ ის ხომ თავშეკავებულობის დიდი ოსტატი იყო და მტკიცე ხმით უთხრა მიშას.
-მომისმინეთ,თქვენ თუ პრობლემები გაქვთ და დახმარება გჭირდებათ,შეგეძლოთ ეს ნორმალურად და გასაგებად აგეხსნათ,მაგრამ ,,მე მინდა ასე და ეს ასეც იქნება''ეს სიტყვები მე უკვე აღარ მეხება.მე კატეგორიულად უარს ვამბობ თქვენს ქალიშვილზე.
-უარს ამბობ?
-უარს ვამბობ.მიშამ ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა კაბინეტი და დიდი სარკის უკან სეიფი გააღო,იქედან კი უამრავი ოქრო და ფულის დასტები გამოიტანა.
-არც ახლა დაქორწინდები?
-არა,არც ახლა არ დავქორწინდები.
-რატომ,რატომ გიორგი.
-ძალიან უბრალოდ ბატონო მიშა.ძალიან უბრალო ენით გეტყვით,მე თქვენს ქალიშვილზე სურვილიც არ მაქვს დავქორწინდე.
-რა?რატომ ვითომ?იკითხა აქამდე ჩუმად მყოფმა ნატამ.
-მაპატიე ნატა მაგრამ არ შემიძლია შენზე დავქორწინდე.
-შენ რა,მართლა უარს ამბობ და მართლა არ დაქორწინდები ჩემზე?
-შენ რა,მართლა არ გინდა ჩემს შვილზე დაქორწინდე?მამა-შვილი თვალებ გაფართოვებული იდგა და ისე უცქერდა გიორგის.
-არა,არა და არა.არ მინდა ბატონო მიშა და რატომ მაძალებთ.გაისმა სახლში გიორგის გაბრაზებული ხმა,ერთი კი შეეშინდა მიშას,მაგრამ მაინც მის სიტყვას გაიძახოდა.
-ხოდა რატომ,რატომ არ გინდა.ასევე იყვირა მიშამაც.
-იმიტომ,რომ არ მინდა თქვენნაირი ადამიანი იყოს ჩემი სიმამრი.ცივად შებრუნდა მიშა გიორგისკენ და გამშრალ ყელში წყალი სულმოუთქმელად ჩაუშვა,შემდეგ კი ირონიულად უთხრა.
-შე საცოდავო,მოვა დღე რომ კარზე მომიკაკუნებ,მაგრამ მე აღარ მიგიღებ.როგორ ბედავ ჩემთან ასეთი ტონით საუბარს.
-ძალიან ჩვეულებრივად.იდგა გიორგი და იქ მყოფთა ნერვებზე თამაშობდა.მიშას კი უმტყუნა ნერვებმა და ერთი ხელის მოსმით ძირს გადაყარა ფულები და გიორგის შეხედა.
-სიზმარშიდაც ვერ ნახავ ამდენ ფულს ვერასოდეს.
-შესაძლებელია ამაზე მეტიც მქონდეს,მაგრამ ხალხში არ ვტრაბახობ არასოდეს.თქვენ კი ბატონო მიშა,ადამიანები შეიძლება იყიდოთ ფულით და თვალთმაქცობით,მაგრამ მე ვერც ფულით მიყიდი და ვერც რაიმე ხერხით.თქვენ ასაკი მოგმატებიათ,თმები გაგთეთრებიათ,მაგრამ ვერ გისწავლიათ რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ფულზე და ქონებაზე წინ მათ სახელს და ადამიანობას აყენებენ.მე არ ვიყიდები ბატონო მიშა და ვერც შეძლებთ ჩემს ყიდვას.თქვენ ყიდით თქვენს შვილს ისე როგორც ბაზარში გატანილ ნივთს და მე ნაყიდი ქალი არაფერში არ მჭირდება.ის უნდა მიყვარდეს და მას უნდა ვგრძნობდე გულით და არა ის მახსოვდეს ყოველ მის გამოხედვაზე,რომ მე მასში ფული გადამიხადეს.ახლა კი მაპატიეთ,უნდა დაგტოვოთ.გიორგიმ უკან მოუხედავად დატოვა მიშას სახლი და გაბრაზებული გამოვარდა ქუჩაში.
-ფულით გინდათ მიყიდოთ?არა ბატონო მიშა ვერ მიყიდი,მე არ ვიყიდები და არც ჩემი კაცობა.მიშა კი სახლში ბობოქრობდა.
-ეს ლაწირაკი,ეს მაიმუნი გავანადგურებ.როგორ,როგორ გაბედა და მან უარი მითხრა ჩემს შვილზე,ჩემს ნატაზე.
-მამა კარგად იცი,რომ შენს გამო დამემართა რაც დამემართა,ახლა კი გიორგი ის ისეთი მამაკაცურია და ისეთი პრინციპული,მე მხოლოდ მასზე გავთხოვდები.
-წადი ნატა აქედან თორემ ახლა ისეთ ხასიათზე ვარ,ვიღაცა შემომაკვდება და არ მინდა ის ვიღაცა შენ იყო.გიორგი გაბრაზებული მივიდა მეგობართან და ორი ჭიქა ვისკი ზედიზედ დალია.გივიკო ჯერ უხმოდ უცქერდა და შემდეგ შეეკითხა.
-ყველაფერი კარგად გვაქვს თუ პრობლემები არ გვასვენებს.გიორგიმ ერთი შეხედა გივიკოს და ისევ ვისკის ბოთლისაკენ წაიღო ხელი,მაგრამ გივიკომ აართვა და მკაცრად უთხრა.
-კმარა,თქვი რამ გადაგრია.გიორგიმ ყველაფერი მოუყვა გივიკოს და შემდეგ გაბრაზებულმა თქვა.
-არა ვინ ვეგონე,მის ფულზე დახამებული ტიპი?ნატა მართლა მომწონს,მაგრამ მამამისი ფულს მაძლევს ნატა რომ შევირთო,გივიკო ქალში ფული როგორ უნდა ავიღო.
-მომისმინე,მე ვარ მიშას ადვოკატი და როგორც გავიგე დიდი პრობლემები აქვს მის გოგოს,ამიტომ გაძალებდა ალბად და ისიც გავიგე ვილას ყიდიან.შენ გაწყობს ის ადგილი გიორგი თავისუფლად ჩადგამ ერთ ადგილზე 5-6 სათბურს.მოდი შენ იყიდე ის ვილა თავისი ეზოებით.
-გაბრაზებული დავტოვე,გაიგებს და არ მომყიდის.
-ჩვენც ნუ ვიტყვით,რომ შენ ხარ მყიდველი.
-ეს როგორ,შეიძლება ასე?
-სულ ადვილად,გიორგი მიშას ან წასვლა ჭირდება აქედან და ან ის რომ მისი ქონება ნაკლებად მოხვდეს მტერს თვალში.რაც ჭამა აქამდე,ახლა ყიდის ყველაფერს.ამიტომ რა მნიშვნელობაა მისთვის,ვინ არის მყიდველი.გიორგიმ შეხედა გივიკოს და გაეცინა.
-ვიყიდი, მერე მიფრიალოს ფულები და დადგეს ჩემს წინ დიდ გულზე.
-მოდი ჯერ საიდუმლოდ დავტოვოთ მყიდველის ვინაობა,ეს დიდი სიურპრიზი იყოს მისთვის.გივიკომ ყველაფერი საჭირო საბუთები შეაგროვა და ჯერ მიშამ მოაწერა ხელი ყველა საჭირო ქაღალდს,ვილის ახალი პატრონი კი არსად არ ჩანდა,აი ისიც მოვიდა და სახლის კარი გიორგიმ შემოაღო.
-იმედია არ დავაგვიანე,ბოდიში თუ გალოდინეთ.
-გიორგი?შენ აქ რა საქმე გაქვს.იკითხა გაოცებულმა მიშამ და ხან გიორგის უცქერდა და ხან გივიკოს.
-ბატონო მიშა,გიორგი გურგენაშვილი არის თქვენი ვილის ახალი მფლობელი.
-მაპატიეთ,მაპატიეთ მაგრამ თქვენ აქ არ გელოდით.გიორგის წინ თამილა დარცხვენილი იდგა.
-ვიცი რომ არ მელოდით,მე ხომ თქვენსავით დიდგვაროვანი და მაღალი წრის შვილი არ ვარ.მე ვთხოვე ჩემს იურისტს არ გაემხილა მყიდველის ვინაობა.ვწუხვარ,რომ ამ წრტილამდე მივიდა საქმე,და მაინც მოგიწიათ ამ ვილის დათმობა.
-უნდა დამდგარიყო ეს დღე და აი დადგა კიდეც,გარდაუვალი იყო გიორგი ამ ვილის არ გაცემა.
-დარწმუნებული ხართ რასაც ამბობთ?
-დარწმუნებული ვარ,ასაკში ვარ თმები გამითეთრდდა და ახლა მივხვდი,რომ მე ვცხოვრობდი იქ სადაც მხოლოდ ამპარტავანი ხალხი ცხოვრობს.ჩვენ ვიფიქრეთ,რომ ყველაფერი ჩვენი იყო,ასევე ჩვენი ნება იყო ხალხის ყიდვაც და გაყიდვაც.ახლა,როცა ამ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი,ახლა გავიგე სიმართლე.ახლა გავიგე,რომ რაც არ უნდა ბევრი გქონდეს,ადამიანმა უბრალო ცხოვრებით უნდა იცხოვრო და არ გეტყობოდეს სიმდიდრის კვალი.გიორგი მინდა ბოდიში მოგიხადო,იმ დღეს ძალიან უხეშად მოგექეცი.
-თქვენ მიხდით მე ბოდიშს?გაუკვირდა გიორგის.
-კი მე ბოდიშს გიხდი და საერთოდ არ მრცხვენია ამ სიტყვის თქმის.მე ჩემი ქონების ნახევარზე მეტი დავკარგე,მაგრამ თუნდაც გვიან მე ჩემი თავი შევიცანი.მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს.
-გისმენთ.
-მომისმინე გიორგი რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა.
-მე მოგისმენთ,მაგრამ მეც მაქვს თქვენთან ერთი კითხვა.
-გისმენ,მკითხე რაც გინდა.
-მინდა ვიცოდე,რამ გაიძულათ თქვენი ქონების გაყიდვა.
-სწორედ მაგ თემაზე მინდა მეც დაგელაპარაკო.მიშამ სიგარეტი აანთო და გიორგის ნერვიულად,მაგრამ დაუფარავად მოუყვა ყველაფერი ნატას შესახებ.გიორგი გაოცებული უსმენდა მიშას და შემდეგ შეეკითხა.
-თქვენ მას გადაუხადეთ დიდი თანხა,რომ ნატას შეეშვას და ის თავისუფალი იყოს?
-სხვა გზა არ მქონდა,გიორგი მის ჭრილობებს რომ შევხედე სხეულზე,გეფიცები სიცოცხლე შემზარდა,მაგრამ ისევ ნატაზე ვიფიქრე.
-არ ვიცი რა გითხრათ,სიტყვებს ვერ ვპოულობ.
-სამი დღე,მხოლოდ სამი დღე მადროვე გიორგი და ამ სამ დღეში დავცლით სახლს.
-მე დაგტოვებთ,იმედია ყველაფერი მოგვარდება.გიორგი წავიდა და სულ ნატაზე ფიქრობდა.მას ხომ ერთ თამამ და ამპარტავან გოგოდ იცნობდა,მაგრამ რამდენი ტკივილი გადაუტანია,რამდენი სიმწარე,ღმერთო ასეთი მხეცი როგორ უნდა იყო ადამიანი.
-ინანებს,საშინელი წამი დაუდგება და ინანებს.მთელი სხეულით ვძრწი ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილი.არა,უნდა ვნახო,უნდა დაველაპარაკო და გავიგი რა უნდა,რას ითხოვს ნატასგან.გიორგიმ გაიგო სერგეის კოორდინატები და შეხვდა.შეხედა გიორგიმ და მიხვდა,რომ ზედმეტი იყო გარშემო შემოვლით საუბარი,ამიტომ პირდაპირ უთხრა.
-რამდენი გინდა,რომ ნატას შეეშვა და თავი დაანებო.
-აი მესმის,მიყვარს ხალხი როცა მიხვედრილი არიან და ბაზარს არ იწყებენ,პირდაპირ საქმეზე გადადიან.მოდი,მეც პირდაპირ გეტყვი,200 000$ და ხელებს ვწევ მაღლა,მე მას აღარ შევეხები,თუ თავად არ მომძებნა და არ მომაკითხა.
-თავად არ მოგაკითხავს,მე კი გაძლევ ამ თანხას და უნდა გაქრე მისი ცხოვრებიდან,მოსულა?
-მოსულა.გიორგიმ მეორე დღესვე მოაგვარა ფულის საკითხი და გადაურიცხა იურისტის ჩარევით სერგეის შეთანხმებული თანხა და მიშას ზარს უპასუხა.
-გისმენთ ბატონო მიშა.
-გიორგი გელოდებით.
-მოვდივარ,უკვე გზაში ვარ და უჩემოდ არ წახვიდეთ.
-ბატონო მიშა მეც მაქვს თქვენთან ერთი სათხოვარი.ღრმად სუნთქავდა ჩქარი სიარულისაგან და ერთი ჭიქა წყალიც სულმოუთქმელად დალია.
-გისმენთ გიორგი რა უნდა გვთხოვო,ან ასე რატომ ღელავ.
-მინდა ამ სახლში იცხოვროთ მანამ, სანამ თქვენს შესაფერის საცხოვრებელს არ იპოვნით.
-დარწმუნებული ხარ?
-და არა მარტო ეს,მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ.
-რააააააააა?შენ,შენ ნატას ხელს გვთხოვ?მოიცადე,მაშინ რატომ არ დამთანხმდი.
-მაშინ,რომ თქვენ ეს ყველაფერი მოგეყოლათ,გეთქვათ რომ თქვენ დახმარება გჭირდებოდათ,ამ სახლის გაყიდვა აღარ დაგჭირდებოდათ.მაგრამ მე გავბრაზდი,თქვენ ფული შემომაძლიეთ თქვენი შვილი რომ ცოლად მომეყვანა,თქვენ ყიდდით თქვენს შვილს და ეს ძალიან დიდი შეურაცყოფა იყო ჯერ ჩემთვის და მერე თქვენი შვილისთვის.
-არ ვიცი რა ვთქვა,მე ძალიან მოხარული ვარ,ამაყი ვარ დღეს გიორგი.
-მაგრამ უნდა იცოდეთ,თქვენ არასოდეს არ ჩაერევით ჩემს საქმეში,თქვენ თქვენი საქმით იქნებით დაკავებული,მე კიდევ ჩემი.იმედია გავუგებთ ერთმანეთს.გივიკო იდგა და გაოცებული უსმენდა გიორგის,მან ხომ არაფერი არ იცოდა ნატას საშინელი ისტორიის შესახებ და გაბრაზებულმა ჩუმად უთხრა.
-რას აკეთებ,ხვდები რომ შეცდომას უშვებ?ნატა არ არის შენი შესაფერისი გიორგი.გიორგიმ შეხედა გივიკოს და თვალებით ანიშნა,დაწყნარდიო.შეთანხმდნენ და უკვე სახლში მიდიოდნენ,რომ გივიკომ ისევ იგივე უთხრა.
-რატომ მოიქეცი ასე,გიორგი რა ჩაიფიქრე.
-არ დავუშვებ ნატამ იქორწინოს ისეთ ადამიანზე როგორიც სერგეი არის.
-როგორია,რა გაიგე ან როგორ გაიგე.
-ვიღაც სერგეი რომელმაც სულ რამოდენიმე წლის წინ მთელი მისი ცხოვრება კაზინოში წააგო და ნატას ცხოვრებით უნდა ხელი მოითბოს.თუმცა არც ნატამ იცის თუ მამამისი გაკორტდა და იმ ვილის და მისი ქონების მფლობელი მე ვარ.
-საიდან გაქვს ეს ინფორმაცია.გაუკვირდა გივიკოს.
-სოფი გუმბერიძე და მელანო მელქაძე ესენი ის ადამიანები არიან,უფრო სოფი რომლებიც სერგეის ერთ ახლო მეგობარს იცნობენ და იმათმა მითხრეს.სერგეის მეგობარმა იულიამ კი საიდან იცოდა,რომ ეს ორი ჩემი უახლოესი მეგიბრები არიან.
-სოფი და მელანო რომ არ გეთქვა,არ დაგიჯერებდი,მაგრამ ეს ორი ხომ პროკურატურაზე ადრე გებულობენ ყველაფერ სიმართლეს,თბილისის ორი ჭორიკანა,მაგრამ შენ მაინც ვერ დამაჯერებ,რომ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ,ნატა გიყვარს?
-არა,არ მიყვარს.როდის ვთქვი რომ მიყვარს?მაგრამ ვერც იმას გეტყვი რომ არ მომწონსთქო.მომწონს და ვინ იცის,იქნებ ეს მოწონება სიყვარულშიდაც კი გადაიზარდოს.
-იმედია ისე იქნება როგორც ფიქრობ.არსებობენ ადამიანები რომლებსაც ერთხელ უყვარდებათ და იმ ერთი სიყვარულით აგრძელებენ ცხოვრებას,რაც შენზე არ შემიძლია ვთქვა.
-დავიღალე გივიკო შენი ბუზღუნით.
-რაც არ უნდა მოხდეს,მაინც შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის,ჩვენ ძმები ვართ.მიუხედავად გივიკოს,ალექსანდრეს,სოფის და მელანოს წინააღმდეგობისა ქორწილი მაინც შედგა,გიორგი და ნატა დაქორწინდნენ.ვერ გეტყვით,რომ გიორგის ცხოვრება მშვიდი და წყნარი იყო პრობლემების გარეშე.ქორწილის პირველ ღამეს იყო პირველი კამათი,სახლიდან წასვლა და მთელი ღამის განმავობაში წვიმაში,ჭექა-ქუხილში სიარული და სახლში საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ნერვიულობისაგან გულ-შეწუხებული ნატა.



№1 სტუმარი salo

mgoni ido, am sataurit istoria aq saitze da vegaar vnaxe,bichsac giorgi erqva, tumca sheni gansxvavebulia

 


№2  offline მოდერი zia-maria

salo
mgoni ido, am sataurit istoria aq saitze da vegaar vnaxe,bichsac giorgi erqva, tumca sheni gansxvavebulia

flushed არ ვიცი,არ წამიკითხია და არც არავინის ისტორიაზე არ შემიდარებია. relieved ერთი თვე ვწერდი ამ ისტორიას,ასე რომ შესაძლებელია სათაური და მთავარი პერსონაჟი დამთხვევა იყოს.

 


№3 სტუმარი სტუმარი nina

veli shemdeg tavss ar daagviano momwons

 


№4 სტუმარი სტუმარი kira

მზიკო, წინა თავშიც დავწერე და ისევ გავიმეორებ აი მართლა ვერ ვხვდები რატომ ხდებიან ადამიანები ასეთი მხეცები. გააუბედურეს რასაც ჰქვია ეს საწყალი გოგო... გიორგი მომწონს და იმედია შეძლებს მისდახმარებას

 


№5  offline მოდერი zia-maria

სტუმარი nina
veli shemdeg tavss ar daagviano momwons

მადლობა,არ დააგვიანდება შემდეგ თავს. kissing_heart

სტუმარი kira
მზიკო, წინა თავშიც დავწერე და ისევ გავიმეორებ აი მართლა ვერ ვხვდები რატომ ხდებიან ადამიანები ასეთი მხეცები. გააუბედურეს რასაც ჰქვია ეს საწყალი გოგო... გიორგი მომწონს და იმედია შეძლებს მისდახმარებას

ზოგჯერ მხეცებიც კი ტირიან და მათმაც იციან შეცოდება,მაგრამ ადამიანი რომელიც მხეცს ჰგავს,მას არ აქვს არანაირი შეცოდების გრძნობა გარდა იმისა,იმ წუთში ის ფოქრობს მხოლოდ მის განძრახვაზე.სამწუხაროდ ასეთები არიან ადამიანის ფორმაში გადამცმული არა ადამიანები და მათ ტყეში გავარდნილი მხეცი სჯობს.მადლობა კირა გაიხარე საყვარელო. kissing_heart kissing_heart

 


№6  offline წევრი mia15

ძალიან კარგია.სუპერ გოგო ხარ.ვგიჟდები დენ ისტორიებზე.კარგად წერ და მომწონს.ველი დემდეგ თავს

 


№7  offline მოდერი zia-maria

mia15
ძალიან კარგია.სუპერ გოგო ხარ.ვგიჟდები დენ ისტორიებზე.კარგად წერ და მომწონს.ველი დემდეგ თავს

heart_eyes მე კი შენზე ვგიჯდები ფერიავ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№8 სტუმარი marina

momsons giorgis daxmarebit kargad satimarta movlenebi.imedia kargadas gagrzeldeba ❤❤

 


№9  offline მოდერი zia-maria

marina
momsons giorgis daxmarebit kargad satimarta movlenebi.imedia kargadas gagrzeldeba ❤❤

ჩემი ემოციური მარინა დეიდა სულ იქ არის სადაც უნდა იყოს,მიყვარხარ მე შენ. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent