შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმები (თავი მეცხრე)


5-05-2018, 13:55
ავტორი ბიბი
ნანახია 2 181

გადიოდა დღეები, კვირები ლუკა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა რისიც ეშინოდათ უკვე უკან მორჩა, რომ ზურგის ტვინი ჰქონდა დაზიანებული. სამ კვირაში უკვე ახერხებდა ფეხზე დგომას რათქმაუნდა ხელჯოხის დახმარებით, და რამდენიმე ნაბიჯსაც დგამდა. თამთა ყოველდღე დადიოდა მასთან და ამხნევებდა როგორც შეეძლო. გასამხნევებელი კი თითონ იყოლევანს მას შემდეგ აღარ შეხვედრია მარტოს რაც თითქმის აკოცა და ყოველთვის გაურბოდა. ლევანიც არ ცდილობდა თითქოს მასთან დაახლოებას თვლიდა რომ არ უნდა დაეფრთხო და შეეშინებინა "მახეში გაბმული ჩიტი" თამთა კი ამას თამაშად მიიჩნევდა და ყველასგან უჩუმრად ტანჯავდა გრძნობები რომელიც ლევანისადმი წამებში გაუჩნდა და დღითიდღე უღრმავდებოდა. ნანატრი ზაფხულიც დადგა ქალაქი მცხუნვარე ალში გაეხვა მუშაობა უფრო და უფრო ჭირდა. თამთა ლევანის ახლოს ყოფნის სიმხურვალეს ძლივს უძლებდა და ამას კიდე ტემპერატურის მკვეთრი მომატებაც დაერთო. როგორც იქნა შვებულება აიღო მაშინვე სოფოსთან გაიქცა, დასვენება ბათუმში დაგეგმეს ბარგი ჩაალაგეს და მოწყდნენ ქალაქის ბუღს. თამთას ეგონა ახლა მაინც შეამჩნევს ლევანი რომ არ ვჩანვარო და არც შემცდარა, გამგზავრებიდან მეორე დღესვე ზღვის თერაპიიდან დაბრუნებულ თამთას მონატრების ზარი მოესმა.
-გისმენთ.
-ასე ოფიციალურად? არადა მეგონა ეგ ეტაპი უკვე გავიარეთ. როგორ ხარ ?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. ახლახანს ჩამოვედი ბათუმში და ვიფიქრე რადგან შენც აქ ხარ ხომ არ შევხვედრილიყავითთქო-"საიდან იცის სად ვარ?!" გაიფიქრა თამთამ და სოფოს გახედა რომელიც ლამის უკვე მაცივარში შემძვრალიყო "არა ეს არ ეტყოდა."
-რა? შენ საიდან იცი სად ვარ?
-ეჰ წერეთელო ჯერ კიდევ როგორ არ მიცნობ.
-მგონი მართლა მანიაკი ხარ იცი ?
-არა, არ ვარ, ჰა რას იტყვი სად შევხვდეთ. ჩემთან მოგიწვევდი მაგრამ მეშინია არ მცემო, ამიტომ ხალხმრავალ ადგილას შევხვდებითქო ვიფიქრე.
-არა, არ მინდა აქაც შენი ნახვა, ვისვენებ.
-კარგი მაშინ მე გესტუმრები-ლევანმა ტელეფონი გათიშა და კვლავ სახტად დატოვა თამთა. მაცივართან მიირბინა და სოფოს თავზე წაადგა დაჟინებული მზერა მიაპყრო, თითქოს უნდა სცოდნოდა იქ რომ იდგა.
-იცი ჰო რომ აზრების კითხვა არ შემიძლია?
-ტლიკინი ჰო შეგიძლია-გაბრაზებული შეყვირა თამთამ და ეჭვის თვალი მიაპყრო სოფოს.
-ბატონო?
-შენ მოახსენე ხომ ლევანს ყველაფერი.
-გეფიცები შენი შავბნელი წარსული არ მიხსენებია.-სიცილით მიუგო დაქალმა.-კარგი რა, რატო ბრაზობ ასე ვერ ვხვდები. თუ ასე ძალიან გინდოდა მისი კოცნა ვერ ეძგერე?- კვლავ გაიცინა სოფომ.
-არა, ეს ვის ხელში მოვხვდი? მაინიაკი და მასხარა, ერთი დამსდევს მეორე მიმართულებას აძლევს.-გიჟივით დადიოდა ოთახში თამთა და მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე გააცნობიერა სოფოს სიტყვები.-მოიცა, მოიცა, რა თქვი? შენ ეგ საიდან იცი? ეს ბიჭი შეშლილთან ერთად ენაჭარტალაც ყოფილა. ღმერთო რა დავაშავე.
-თამთა! გაჩერდი თავბრუ დამეხვა! ვეუბნებოდი გაბრაზდებათქო მაგრამ მე მივხედავო და მოვა და მოგხედოს მე შენი ხილვა აღარ ძალმიძს.
-გააფრინე ჰო? სად მოვა? ვინ მოვა? რატო მოდის შეგიძლია ამიხსნა?
-მოვიდა და თავად კითხე მე გაგეცლებით.-კარზე კაკუნი იყო სოფომ გააღო ლევანს დაემშვიდობა და ბრძოლის ველს გაეცალა. თამთა კვლავ წინდაუკან დადიოდა და ვერც კი გაიგო როგორ შემოვიდა ლევანი ოთახში სანამ წინ არ აეტუზა უცებ სიარული შეწყვიტა.
-შე იდიოტო! ვინ გგონივარ? შენი თოჯინა?-კვლავ მუშტები მოიმარჯვა თამთამ.
-მოიცა, მოიცა დამშვიდდი.- ამჯერად არ მოერიდა ბიჭი თამთას ხელები ძლიერ მოხვია. თავს დაღწევას ცდილობდა მაგრამ როცა მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა დანებდა და დაჰყვა ლევანის სურვილს, მოდუნდა და მიენდო ძლიერ სხეულს- თუ კარგად მოიქცევი ამჯერად ჩემს კოცნასაც დაიმსახურებ.-ყურში ჩასჩურჩულა ლევანმა და გაიცინა, თამთას სოფოს სიტყვები გაახსენდა თავი აწია ბიჭს კეფაში მოკიდა ხელი და მისკენ მიიზიდა და აი აპოკალიფსიც დაიწყო თამთას სხეულში, ლევანი სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო გოგოს სითამამით. თმაში ხელი შეუცურა და მეტი ვნებით დაეწაფა მის ტუჩებს ისედაც მცირე ტანსაცმელი ნელ-ნელა ქრებოდა მათი სხეულებიდან იქვემდგარ მდივანზე მიაწვინა თამთა ლევანმა და ნატიფ, უმწეო სხეულს მხურვალედ ეხვეოდა, ეფერებოდა, კოცნიდა. უნდოდა ყველა კანის უჯრედს ტუჩებით შეხებოდა და ეგრძნო. სხეულის ტემპერატურა ლამის 40-ს აღწევდა თამთა თვალდახუჭულუ ტუჩებგამშრალი სიამოვნებისგან ცახცახებდა და ელოდებოდა საბოლოო აფეთქებას. ლევანმა კვლავ სახესთან გადაინაცვლა მათი მხურვალე სხეულები ერთმანეთს ეხებოდნენ და ახალი სამყაროს კარებს აღებდნენ. თამთას სუსტი ხელი თავის ხელში მოიქცია და ძლიერ ჩაეჭიდა. ბიჭი კვლავ დაეწაფა მის ტუჩებს მმიხვდა ეს მისთვის პირველი იყო და ჩუმად ძლივს გასაგონად ჩახლეჩილი ხმით ყურში ჩაჩურჩულა "მოდუნდი" და აი შედგა. აფეთქება განხორციელდა თამთამ ფეხი ახალ სამყაროში შედგა ის შეგრძნებები გააღვიძა რაც მასში დაბადებიდან იყო მაგრამ არასდროს განეცადა.

---
მჭირდება თქვენი აზრი. ნუ ხართ ზარმაცები :დ



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

რა გავაკეთო ვკითხულობ მომწონს გწერ მეტი რა ვქნა. ასე პაწაწინა თავი რა იყო ახლა ვითომ აა?

 


№2 სტუმარი Ana

Momwons ;) dzalian dzalian kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent