ყოველი ოცდამეერთე (თავი მეორე)
მარკეტში შევედი, პელმენი ვიყიდე და ორი ქილა ენერგეტიკულიც მოვაყოლე. გამყიდველს ვიცნობ და ისეთი თვალებით მიყურებს, თითქოს ვეცოდები. ნუ შეიძლება ასეც იყოს. მაკვირდება და მეუბნება- სესილი, შვილო თუ რამე დაგჭირდეს ხომ იცი ნებისმიერ დროს დაგეხმარები- მიღიმის და თან სახეზე აწერია „საწყალი სესილი სულ მარტოა’’. ვიღიმი და გარეთ გამოვდივარ. სახლისკენ გავეშურე და ვფიქრობ: ახლა კიდევ უნდა შევაღო ის კარი, სადაც კაშკაშა სიბნელე დამხვდება და სიჩუმე დამაყრუებს. კარს ჩემით ვაღებ, ოთხი თვის წინ მამა მიღებდა, ვერც იმ სადილის სუნს ვგრძნობ, ადრე, სკოლიდან დაბრუნებულს რომ მხვდებოდა ხოლმე. არაფერი სრულიად არაფერი, სევდით ავსებული სიცარიელე. ტელეფონს ვიღებ და შეტყობინება მხვდება: სანი - ექვს საათზე Hard Rock Café-ში გელოდები. ძალიან გთხოვ არ გადამაგდო. მე - ღმერთო ჩემო, სანი ოდესმე გადამიგდიხარ? სანი - კარგი სესი ბოდიში. მოკლედ გელოდები. იმ სიმღერას მოვუსმინე, სანიმ რომ უნდა იმღეროს და მივხვდი იქ როგორი ხალხიც გაიჩითებოდა: პანკები, როკერები და ემოები, ჩოკერებით, საღეჭი რეზინებით, პირსინგებით, ფერადი თმით, ჩახატული თვალებით, შავი ზმანით, სიგარეტით და რავიცი ალბათ ხვდებით როგორ ხალხზეც მაქვს საუბარი, აი ზოგიერთს ეს ფრაზა დევიზად რომ ექცა: Everything is okay, but I wish I was dead. აი ასეთი ხალხი, რასაცქვია არ შემიძლია. მე, რომელიც, მხოლოდ ფულით ვარ უზრუნველყოფილი, და დანარჩენში მართლა ცუდადაა საქმე, მე არ ვიძახი მაგას და ფაქტია, რომ ეს ხალხი ვერც კი ხვდება როგორ გაუმართლათ. უკვე ოთხია და აჯობებს გავემზადო, ნახალოვკიდან ვაკეში გასვლასაც ხომ უნდა დრო. *** (სანდრო) -ნოე, მოდი, სალაპარაკო მაქვს, თან რედბული წამოაყოლე.- ცალ წარბს წევს და ორი ჩაციებული ენერგეტიკული მოაქვს.-აბა რა ხდება მოყევი.სასმელს ვხსნი და ვეუბნები -მგონი ლიზას მოსწონხარ, ძალიან მაგარი ამბავია, არაა?-მომესმა? - მგონი ახლა გული ამოუვარდება. - ლიზას მოვწონვარ? - და უაზროდ იღიმის. -მოიცადე, შენ საიდან იცი?-დღეს სესიმ მითხრა. ძმაო, მაგრად გაგიმართლა, რადგან ჩემი ქრაში, ვერც კი აცნობიერებს, რომ მომწონს.-ყველაზე მაგარი დღე მაქვს. - ხელებს შლის და დაცვას ეხუტება. - სანი მითხარი რომ მოვა დღეს. -ვიღაც კარს აღებს.-აი ის არის მიდი და დახვდი. - მაისური გაისწორა, ლიზასკენ გაემართა და გადაკოცნა.თუ იმით ვიმსჯელებთ ,რომ საყვარელი ადამიანის დანახვისას ,თვალის გუგები ფართოვდება, მაშინ ლიზას გუგები თვალებს გასცდა. -აბა როგორ ხარ? - ეკითხება ნოე და ფართოდ იღიმის. ლიზა ძაალიან დაიბნა და ხმა ძლივს ამოიღო.-ვაა ლიზა, გამიხარდა შენი დანახვა. - საუბარში ვეჩრები, თორემ სადაცაა გონებას დაკარგავს.-მე გავალ, გამოვიცვლი. - ამბობს ნოე და უკან-უკან მიდის. გაოცებული ლიზა მომვარდა და მეუბნება -სანი დაინახე? მან გადამკოცნა. - თან მაჯანჯღარებს. -ხედავ, თან მომიკითხა როგორ ხარო, გაიგონე? -კარგი ლიზა დამშვიდდი, დავინახე. - ვიცინი და ვეხუტები. -წამოდი, რამე დავლიოთ.-მმ, შემახსენე დღეს რა რიცხვია?- 21ნოემბერი. - ვეუბნები მე.-ჯანდაბა, ეს როგორ დამავიწყდა, დღეს 21-ია. ვაიმეე.-რა ხდება ლიზა, კრიტიკული დღეები?-სანდრო ენა ჩაიგდე თორემ მოგკლავ, რა შუაშია. შენ რომ ცხოვრება გკიდია და რასაც გინდა იმას ამბობ ,ამასობაში დაგვავიწყდა ,რომ სესილის ძალიან საშინელი დღე აქვს.-რამე მოხდა და არ ვიცი?-სანი იმ დღიდან, ოთხი თვე გავიდა, ხვდები? და ჩვენ ასე უდარდელად ვგულაობთ და სესილისაც იგივეს ვაიძულებთ.-ღმერთო ჩემო, ეს რამ დაგვავიწყა. ნეტავ თუ გვაპატიებს? იქნებ ბოდიში მოვუხადოთ. - რა გავაკეთო არ ვიცი, თავს საშინლად ვგრძნობ. ღრმად ამოვისუნთქე და გავაცნობიერე, რომ სესილი ძალიან ვაწყენინეთ.-კარგი, ცეცხლზე ნავთს ნუღა დავასხამთ, რადგან დაგვთანხმდა, ალბათ მოსვლა სურს. ისე შენი აზრით, ნოეს მოვწონვარ? - ნოე ოთახიდან გამოვიდა და პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი. -ძაღლი ახსენეო. - ვამბობ და ვიცინი.-ტყუპებმა დარეკეს, აქვე არიან, რომ მოვლენ რეპეტიცია გავიაროთ და დავიწყოთ.ვიღაც კარს აღებს და აი, ისინიც იკა და ეკე.ჩვენი ტყუპები, საუკეთესო გიტარისტები.-ხუჭუჭა ძმებიც აქ არიან. - ნოე ტაშს უკრავს და ცალი თვალით, ლიზას აკვირდება.-რაღას ვუცდით, რადგან ყველა აქ ვართ, რეპეტიცია გავიაროთ.-და წარდგენა? ვინმე არ წარგვადგენს? - იკითხა იკამ.-მგონი ეს საქმე ლიზას უნდა მივანდოთ. - მე და ლიზამ კარგა ხანია დავგეგმეთ და დამთანხმდა.-მაშინ დავიწყოთ, ლიზა სცენაზე ამოდი - ამბობს ერეკლე. *** (სესილი) უკვე სახლიდან გამოსვლას ვაპირებდი და მივხვდი, რომ ძალიან მშია. პელმენი მოვხარშე და სანამ ჭამას მოვრჩი 6 საათიც შესრულდა. დაუყონებლივ გავედი სახლიდან და Hard Rock Café-სკენ გავეშურე. ლიზას დავურეკე - ლიზ სანის ბოდიში მოუხადე ჩემგან, ცოტა შემაგვიანდება, ვეცდები შვიდის ნახევრამდე მანდ ვიყო.-კარგი სესი პრობლემა არაა. უბრალოდ ხომ კარგად ხარ?-კი ყველაფერი რიგზეა, მეტროში ჩავდივარ და მოვალ.-კარგი გელოდებით. ესკალატორზე ჩავრბივარ და ერთ ბიჭს ძლიერად გავკარი ხელი მხარზე-ეე გოგო ცოტა ფრთხილად წინ არ იყურები?! - დამიყვირა მან და პასუხად, მხოლოდ, შუა თითი მიიღო. ვერ ვიტყვი რომ, კეთილი და ზრდილობიანი გოგონა ვარ, ახლა არც ის მანიტერესებს, იმსახურებდა თუ არა, ის ბიჭი ჩემგან ასეთ პასუხს, იმიტომ რომ ცხოვრებაში მე ბევრი რამ დაუმსახურებლად მივიღე და აი შედეგიც, ნებისმიერ ადამიანს, შემიძლია ისეთი რამ ვუთხრა, რომ გული გავუტეხო, მაგრამ იმ წუთას , ჩემი გული ხომ მუდმივად დამსხვრეულია. დაახლოებით ორმოც წუთში, Hard Rock Café-ში ვიყავი ზუსტად ისეთი ხალხია, როგორიც წარმომედგინა და კიდევ კარგი, დაახლოებით, ისე გამოვეწყვე ამ სიტუაცის რომ შეეფერება. ბარის მაცივართან მივედი, ლუდი გამოვიღე და რომ მოვტრიალდი თუ არა სანი შემეფეთა, გაკვირვებული მიყურებს, ვიცინი და ვეუბნები -ასეთ ვიდზე ჯერ არასდროს გინახავვარ ხო? ჰოდა ახლა მიყურე, აბა როგორია?-OMG, so cool - ამბობს და ლუდის სახსნელს მაწვდის -ბევრი არ დალიო!-ვეცდები! - აქეთ-იქით ვიყურები - ლიზა სადაა?-ნოესთან ლაპარაკის შანსი მიეცა და ხელს ნუ შევუშლით. ახლა გამოვა, ის წარგვადგენს. დაჯექი სადმე, მე მეჩქარება, უნდა წავიდე - კოცნას მიგზავნის და სწრაფი ნაბიჯებით მიდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.