შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველი ოცდამეერთე


3-05-2018, 23:02
ავტორი Tatia Vardzelashvili
ნანახია 1 748

...მიყრუებულში აღმოვჩნდი. მივიხედ-მოვიხედე, მხოლოდ მშრალ და ხრიოკ მიწას ვხედავდი. იმდენად უსიცოცხლო იყო იქაურობა, რომ თავი სხვა პლანეტაზე მეგონა. არც მცენარეები, არც ფრინველები, მხოლოდ ნოემბრის ცივ ქარს ვგრძნობდი და მას ვეძებდი... ვეძებდი, მაგრამ არვიცოდი რა ძალა მამოძრავებდა, არც ის სად ვიყავი ან სად მივდიოდი. თითქოს სამყარო ამოტრიალდა და ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ ხდებოდა. უძოლობისგან, ქუთუთოები სულ გამშავებოდა და თვალები გამწითლებოდა, თითქოს ყელში ბურთი გამეჩხირა და სუნთქვაში ხელს მიშლიდა, სისხლი ძარღვებში როგორც ელვა ისე მოძრაობდა და გარეთ სურდა გამოსვლა, გული გამალებით მიცემდა რაღაცას მანიშნებდა, რაღაცის მოლოდინში იყო, არაფერი მესმოდა. არ ვიცოდი რა მექნა, იქნებ სულაც უშედეგოდ ვმოქედებდი. უკვე აღარაფრის იმედი დამრჩენოდა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრიდი. მივდიოდი და ხელ-ფეხი მიშეშდებოდა და ძვლები მეშლებოდა...ჰოდა არ ვიცი ეს რა იყო მაგრამ გზად ახლად ამოსული ყლორტი შემომხვდა! ღმერთო ნუთუ ამ უსიცოცხლო მიწაზე?! დავიხარე და ნაზად შევეხე... თითქოს ქარს ვეღარ ვგრძნობდი, გულის ცემა შემინელდა, ღმერთო ნუთუ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. იმედი მომეცა და გზა გავაგრძელე. თითქოს ტვინი მიხურდებოდა ფიქრისგან და აზრები ერთმანეთში მერეოდა. მივრბოდი და გავყვიროდი -სესილი დაბრუნდიიი!- მაგრამ ხმის გამცემი არავინ იყო, საკუთარ ხმას ვერ ვცნობდი, თითქოს ჩემი თავი მე არ მეკუთვნისო. სულ ცივმა ოფლმა დამასხა. სრულიად განადგურებული ვიყავი, მაგრამ რაღაც მაინც მსიამოვნებდა ამ სიტუაციაში. უეცრად ხმა მომესმა, თვალები დავხუჭე და წყლის სუნი ვიგრძენი, წყლის სუნი, ხვდებით?! გავიხედე და ზუსტად ერთ წამში მდინარე ვიპოვე. ღმერთო ნუთუ ამ უსიცოცხლო მიწაზე?

გაუჩინარებიდან 24 საათით ადრე (სესილი)
ცუდ სიზმარს ვხედავდი და უეცრად შეშინებულმა გავიღვიძე. აუტანელმა კანკალმა შემიპყრო, აი ისეთმა შუა ზამთაში რომ იცის ხოლმე მაგრამ გარეთ ნოემბრის ნიავია. საბანში გავეხვიე და საათს რომ დავხედე, დილის ხუთი საათი სრულდებოდა. ვახელ თვალებს თითქოს წამით მიხარია მაგრამ მაშინვე კარგავს ცხოვრება აზრს. ვიღვიძებ და არც დედა მიღებს ოთახის კარს და არც მამა მეძახის საუზმეზე. მარტო ვარ. ზუსტად ასე სულ მარტო. აქ ერთი ფაქტი სახეზეა რომ დრო მკურნალი არაა ის გაიძულებს შეეგუო.
ჰოდა იმ წუთში ავდექი, ვიცოდი, რომ ძილს აზრი აღარ ჰქონდა. აბაზანაში შევდივარ სახეზე წყალს ვისხამ და იმ სარკის მშვენიერ არშიებს ვაკვირდები დედამ დიდი სიხარულით რომ შეიძინა. ამ სარკეს, ყოველ დღე ვუყურებ და მძიმე სევდა მაწვება გულზე. ზუსტად ოთხი თვის წინ აქ ჩახედვა უზომოდ მიხაროდა, იმ კარის გაღებას მოველოდი რომლის დანახვაც არ მინდა ახლა, იმ საწოლში მიყვარდა ძილი რომელთან შეხებაც მიჭირს ახლა, იმ კედლების დანახვა მიხაროდა რომელსაც ცალი თვალით ძლივს ვაკვირდები, ის სახლი მიყვარდა რომელიც ახლა სრულიად მძულს.
ოთხი თვის წინ ზუსტად ამდღეს ჩემზე ბედნიერს ვერ ნახავდით და ახლა რა დამმართნია? ოთხი თვის წინ დილას უკანასკნელად გავაკეთე სამი სენდვიჩი და დღეს მხოლოდ ერთს ვაკეთებ. უჰ რა დათვლის რა დათვლის უსამართლობას ამ სამყაროში მე დღეს ყველაზე საშინელი დღე მაქვს ვინმე ერთს კი საუკეთესო. მკვლელი ცუდ საქმეს ჩაიდენს და კმაყოფილია. აი აქ მორჩა მან გაიმარჯვა და თქვენ დაუყონებლივ მეტყვით - სიკდილის მერე მაინც ინანებს და წაგებული დაეჩება- და იფიქრებთ რომ სიმართლეს ამბობთ მაგრამ ნუთუ აქვს დაზარალებულისთვის მტრის სიკვდლის მერე ტანჯვას აზრი? და ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. რამდენი საუკუნეა რაც ეს სამყარო არსებობს? და ჯერ კიდევ ვერ იზეიმა სამართალმა. ამ ბოლო დროს სულ ასე უდროო დროს მეღვიძება. შინ სულ ყველაფერი მაქვს რასაც მინდა იმას ვაკეთებ, მგრამ ძირითადად ვწერ. ვწერ მხოლოდ იმას რაც მე მეხება და ვერავის ვეუბნები. თუ ოდესმე, ჩემს სიცოცხლეში, ყველაფერი გამოკეთდება, ერთ დიდ წიგნსაც დავწერ იმ სამყაროზე, სადაც, სამუდამო სამართალი დაიმკვიდრებს ადგილს. ვწერ და კარზე ბრახუნმა შემაჩერა, ცოტა შემეშინდა, იმტომ რომ, ყურსასმენები მეკეთა და ხმა მაინც გავიგონე. გავიხედე და სახლში სანდრო შემოვარდა - სესილი სერიოზულად ავნერვიულდი დაახლოებით ათჯერ დაგირეკე- ვიცოდი დამნაშავე ვიყავი და საუბრის თემა შევცვალე.-ასე ადრე რატომ მოხვედი?-რაღა ადრე სესი უკვე ცხრა საათი სრულდება.- სახე შემეცვალა, ჯანდაბა დრო როდისღა გავიდა. ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი. სანდრო ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. ჰო მეგობარი და არა შეყვარებული, ჩემს მეზობლად ცხოვრობს, დაახლოებბით ერთი წლის წინ გადმოვიდა და იმის მერე ვმეგობრობ. ერთი პერიოდი თითქოს მომწონდა მაგამ ახლა ნამდილად არა. -სესილი დღეს ღამით ბარში ვუკრავ ბენდთან ერთად და მოსვლას შეძლებ ხო?ცოტა შევყოყმანდი და ხეების უაზრო ქნევა დავიწყე - უბრალოდ ხომ იცი დღეს... ცოტა არ იყოს დღეს... მგონი არ...-სესილი! - საუბარი ლიზამ შეგვაწყვეტინა, შეიძლება ითქვას გადამარჩინა კიდეც.-სანდრომ გითხრა დღეს ბარში რომ უკრავს?- როგორც ჩანს სულაც არ გადავურჩენივარ -უეჭველი უნდა მოხვიდე, ეს არ უნდა გამოტოვო, ჩვენი სანდრო მღერის ხომ გესმის?- ეს კითხვა რიტორიკული რომ არ ყოფილიყო, არათქო ვუპასუხებდი. ასე ვთქვათ დილემის წინაშე ვარ: თუ ბარში არ წავალ, ლიზას და სანის ძალიან ვაწყენინებ, მაგრამ თუ წავალ, ჩემი დღევანდელი უხასიათობით, ორივეს გავუფუჭებ დღეს. არ ვიცი რატომ მაგრამ გდავწყვიტე ამ საშინელი დღითვის ყურადღება არ მიმექცია და ბარში წავსულიყავი. არ ვიცი რა დავარქვა ამას თავს ვიკაუნებ, რეალობას გავურბივარ თუ რა ხდება.
როგორც ყოველთვის, გაკვეთილებზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. სკოლის შემდეგ ორივე ჩემსკენ გამოექანა და მეკითხებიან თუ რა გადავწყვიტე, თან, ისეთი თვალებით მიყურებდნენ უარს ვერც ვეტყოდი. -რა პრობლემაა წამოვალ- ვამბობ და ორივეს ვეხუტები.- თანაც რას მღერი? A Day To Remember-ის რომელი სიმღერაა?- იკითხა ლიზამ- Bullfight. მთელი ორი თვე რომ ვემზადებოდი-ვაუ გაასწორებს!- არადა ამ დროს სახლში დარჩენაზე მეტად არაფერი მინდოდა. - კარგი სანი აუცილებლად მოვალ და რომელ საათზე მოვიდე?- 6 საათზე, Hard Rock Café-ში გელოდებით. 7საათზე ვმღერი მაგრამ ცოტა ადრე მოდი. მე ახლავე მივდივარ და ლიზა 4-ზე იქ იქნება. ასე ადრე რა უნდა არ ვიცი, მაგრამ მოვიდეს.-რაუნდა და ნოეს რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა უყუროს- სიცილით ვამბობ.-რაა? ლიზა შენ რა ბენდის დრამერი მოგწონს?- თან სიცილს ძლივს იკავებს- ნოე მოგწონს?- ლიზა მგონი გაიბუტა- კარგი პრობლემა არაა, ვიჩალიჩებ რამეს- და აი ლიზას თვალები უნდა ნახოთ როგორ უბრწყინავს და არ იმჩნევს.-კარგი ბავშვებო მე მარკეტში შევალ, რამეს ვიყიდი, სახლში არაფერი მაქვს, შეგიძლიათ წახვიდეთ.- კარგი სესი- ერთხმად მომაძახეს და წავიდნენ.



№1 სტუმარი Sopo

თათ ჩემი უმაგრესი და უჭკვიანესი გოგო ხარ შენ ❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

საუკეთესოა ????????????

საუკეთესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent