ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( თავი 7 )
-კარგი მაშინ ისევ ჯობია ძილისწინ იოცნებო- გამომწვევი ხმით მითხრა და ემოციები რო ვეღარ მოვთოკე სილა გავაწანი და გარეთ გამოვვარდი. ცრემლები მახრჩობდა, მთელი სამეგობროს წინაშე დამამცირა და ყველაზე უარესი ის იყო, რომ ჩემი რეაქცია ასე გამოვხატე. არაფერი არ უნდა შემემჩნია, საერთოდ არაფერი მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ. უეცრად ძლიერმა სინათლემ მომჭრა თვალი. როცა გავიაზრე უკვე მივხვდი რო სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა და ბოლოს მთლიანად ჩამობნელდა. --------------- ნუცა: -პაციენტი კომაშია, არ ვიცით როდის გამოფხიზლდება და საერთოდ გამოფხიზლდება თუ არა -პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით ასეთი ფრაზები გვესმოდა ყოველი თვის ბოლოს. და მაინც რა მოხდა ორი თვის წინ საღამოს 9 საათზე? ამ დღის გახსენება არცერთი ჩვენგანისთვის არ არის სასიამოვნო მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: დღე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, არავის არასდროს დაავიწყდება. იმ დღეს ცუდი ამბები დატრიალდა დილიდანვე. ჯერ იყო და ჩვენი ძმაკაცის შეყვარებული გამოვლანძღეთ, რასაც დღემდე თითოეული ჩვენგანი ვნანობთ. რო ხედავდეთ როგორ ტირის ხოლმე ლიზა რეანიმაციის კართან , სადაც ანიტა წევს , ეგრევე გული მოგიბრუნდებოდათ ამ გოგოზე. ეს სტრესი იმითაა გამოწვეული, რომ მისი მიზეზით მოხდა ეს უბედურება, რომელსაც ჩვენი გოგო შეეწირა. არა მაპატიეთ, ცუდად გამომივიდა, ღვთის წყალობით დღემდე ცოცხალია, თუმცა უგონო მდგომარეობაში და ყველაფერს თავის თავს აბრალებს. არადა ჩვენი ბრალიც დიდი იყო. სიმართლე გითხრათ, მგონი ისევ შეურიგდა რატი, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, რადგან თვითონ არაფერს ამბობენ. ხო, რას ვყვებოდი?! გამახსენდა.. იმ დღეს ანიტა სახლიდან გავარდა და რამდენიმე წამში რო გავყევით გაბმულმა სიგნალმა დამიხშო ყურები. მერე იყო შეჯახების ხმა და წარმოვიდგინე ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო. ანიტას სხეულს ვერ ვეკარებოდი, მეგონა უკვე გვამი იყო და ერთი წუთითაც არ გისურვებთ იმ დროს ჩემს მდგომარეობაში აღმოჩენას კი არა, ჩემს შეხედვასაც. სასწრაფომ რომ წამოიყვანა და რამდენიმე საათიანი ოპერაციის მერე გვითხრა ჯერ ისევ ცოცხალიაო, მანდ ვერ მივხვდი რა რეაქცია უნდა გამომეხატა. მთლიანად გამოფიტული ვიყავი და ვერ ვუყურებდი ვერც ჩემს გოგოებს და ვერც ბიჭებს რომლებიც ცრემლებად იღვრებოდნენ. იქვე ლიზას, რომელსაც აკანკალებული ხელი პირზე ჰქონდა აფარებული და ქვითინებდა. თვეებია უკვე ესეთ მდგომარეობაშია ანიტა და დამაიმედებელსაც ვერაფერს გვეუბნებიან. ოჯახს, რა თქმა უნდა, დავუმალეთ. ყველას მივწერეთ მივფრინავთთქო და შესაბამისად არც არაფერი იციან და ვერც ვერაფერს ხვდებიან. აი ექიმი მოდის -არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ, მგონი აზრი აღარ აქვს -რას ნიშნავს აზრი აღარ აქვს- წამოხტა ნია -მდგომარეობა უცვლელია, ტყუილად არის აპარატზე შეერთებული და ტყუილად ხარჯავთ ფულს -ბატონო ირაკლი,- მიუახლოვდა ცოტნე - სულ რო სულის გაყიდვა დამჭირდეს, გავყიდი და ანიტას აპარატს არ გამოვურთავ. - გამოსცრა კბილებში და ხელი მაგრად მომუშტა. დედას გეფიცებით დაარტყამდა საბას რო არ მიერტყა იდაყვი. თან დღე-ღამის განმავლობაში ლოცვა დაიწყო თითოეულმა მათგანმა და ამ საქციელით მთლიანად წყალში ვერ ჩაყრიდა ამხნის შრომას. -ექიმო, შეგიძლიათ რეანიმაციაში შემიშვათ? - წამოდგა რატი -სამწუხაროდ.. -ძალიან გთხოვთ- გააწყვეტინა ტვილდიანმა და წინ დაუდგა -მხოლოდ 5 წუთით რატი: შევედი თუ არა იქვე უგონოდ მყოფი ანიტას დანახვაზე გული შემეკუმშა. ამ ორი თვის განმავლობაში რამდენჯერ მიტირია, რამდენჯერ მილოცია მაგრამ ამ სცენამ სხვანაირად იმოქმედა ჩემზე. ახლოს მივედი და მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე -ანიტ, ძალიან გთხოვ დაგვიბრუნდი რა- ხმა ამიკანკალდა და მის ხელს ტუჩებით შევეხე- გვჭირდები, ყველას ძალიან გვჭირდები. მე მჭირდები , შენი სიცილი მჭირდება, შენი ხმა და ლაპარაკი მენატრება, შენი რაღაცნაირი ხუმრობები მინდა, ოღონდ აქ ესე ნუ გიყურებ რა. დიდი სიამოვნებით გაგიცვლიდი ადგილს რო შემეძლოს ხო იცი არა? დაგვიბრუნდი გთხოვ. - ცრემლი წამომივიდა და მის მტევანზე დაეცა. შემიძლია ყველაფერი დავიფიცო, იმ წუთას აპარატზე ხაზები გახშირდა და უფრო სწრაფად დაიწყო წრიპინი. სანამ გონზე მოვიდოდი პატარა თითების შეხება ვიგრძენი -ექიმო, - გამოვვარდი ეგრევე და ექიმების მთელი ჯგუფი რეანიმაციაში შევარდა. არ მაინტერესებდა ის ფაქტი, რომ იქ ჩემი ყოფნა არ შეიძლებოდა. -ეს არაფერს ცვლის- თავი გაიქნია ირაკლი ექიმმა როცა აპარატი შეამოწმა -ხო მაგრამ თითებზე შემეხო -მოგეჩვენებოდა- სინანულით დამადო ხელი მხარზე- ხშირად ხდება ხოლმე იმდენად დიდია მაგისი სურვილი -შემიძლია დავიფიცო რო მართლა შემეხო -დრო ამოიწურა, რატი-თავი გაიქნია და ოთახიდან გამიშვა როგორც არასდროს ისე ვიყავი ჩემს სიმართლეში დარწმუნებული, თუმცა არაფრის გაკეთება შემეძლო, მხოლოდ მოვლენების განვითარებას უნდა დავლოდებოდი. სამაგიეროდ ახლა უფრო იმედი მომეცა და სადღაც შიგნით ბედნიერი ჟრუანტელი ვიგრძენი.. დღეები გადიოდა, არაფერი იცვლებოდა. ანიტას მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ყველანი ისევ ისე ველოდით მის გამოფხიზლებას. ანიტა: თვალები ძლივს გავახილე, თუმცა გარშემო არაფრის აღქმა არ შემეძლო. ვერ მივხვდი სად ვიყავი, მაგრამ თავის და სხეულის ტკივილის გათვალისწინებით წესით მაგარი „პახმელია“ უნდა მქონოდა. უშედეგოდ ვცადე წინა ღამის გახსენება, ბოლოს თვალები დავხუჭე და მოვდუნდი. „ღმერთო, ოღონდ ეხლა ნია მოვიდეს და მჟავე კიტრი მომიტანოს, მეტი არაფერი არ მინდა“ კუნთები ისეთი დასუსტებული მქონდა ზედმეტად ვერ ვმოძრაობდი, მარტო თვალების გახელა შემეძლო, მაგრამ ისე ბუნდოვნად ჩანდა ყველაფერი, საერთოდ ვერაფერს ვარჩევდი „ნეტა რა დავლიე ესეთი“ - დავიწუწუნე გონებაში და კიდევ უფრო მეტად მინდოდა ნიას გამოჩენა. „ხალხი არ ხართ? ვინმემ მჟავე კიტრი მომიტანეთ“- ვლუღლუღებდი ჩუმად და რო მივხვდი აზრი არ ჰქონდა არაფერს, ისევ დავხუჭე თვალები და დავიძინე. რო გავიღვიძე და თვალები გავახილე შიშისგან წამოკივლება ვცადე. მავთულხლართებში მეძინა და რაღაც აპარატი გულისგამაწვრილებლად წრიპინებდა. წამოდგომა ვცადე მაგრამ ისეთი დასუსტებული ვიყავი ადგილიდან ვერ დავიძარი. საწოლის ფეხებთან მდგარ აპარატურას მოვკარი თვალი და ვცადე ფეხით მივწვდომოდი. რამდენიმე წუთიანი მცდელობის მერე ფეხი ვკარი და გადავაყირავე, რასაც ექიმების შემოვარდნა მოჰყვა. -არ არსებობს- გაოცდა მაღალი, ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭი და ეგრევე მომვარდა- კარგად ხარ? რამე გტკივა? -კარგად როგორ ვიქნები ვერ ვმოძრაობ -ვუსაყვედურე და სახეზე შიში რო არ გაქრა გავუღიმე- უკაცრავად და აქ როგორ აღმოვჩნდი? -ამნეზიის მსუბუქი ფორმა- ჩაანიშნინა ექთანს და მერე განმიმარტა- დარტყმის შედეგად ბოლო რამდენიმე საათი ან დღე შენი მეხსიერებიდან წაიშალა -ჩემი მეგობრები აქ არიან? -კი თითქმის სამი თვეა უკვე. -იციან რო გონს მოვედი? -ჯერ არა, მაგრამ ახლავე გავალ და შევატყობინებ -არა ჯერ არ უთხრათ, მე თვითონ მინდა რო გავიდე -კი მაგრამ თქვენ მოძრაობაც არ შეგიძლიათ -თქვენობით ნუ მელაპარაკები ერთი შენი ჭირიმე რა- ავუქნიე ხელი და კიდე გავუღიმე- დამხმარე სავარძლები არ გაქვთ? -გვაქვს, მაგრამ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, წოლის გარდა სხვა რამე გეკრძალებათ ჯერჯერობით -ჰიპოკრატეს ფიცი დადებული გაქვს?- შევეკითხე ეჭვნარევად და ჩემს სადისტურ აზრებზე ბოროტულად ჩავიცინე -ბატონო? -რა ბატონო, გეკითხები დადებული გაქვს თუ არა ჰიპოკრატეს ფიცი -კი, მაგრამ რა შუაშია? -ამ საავადმყოფოში თუ გამიჩითავ ვინმეს ისეთს, ვისაც არ აქვს დადებული ეგ ფიცი , პირობას გაძლევ, აქედან რო გამწერ, შენთან ერთად ყავას დავლევ - თვალი ჩავუკარი და წარბები სასაცილოდ ავუთამაშე ნუცა: ახალგაზრდა გოგო მოგვიახლოვდა თავდახრილი და ყველა მას მივცვივდით -რამე არის ახალი? -სამწუხაროდ ყველაფერი დამთავრდა ყველაფერი დამთავრდა დამთავრდა ამ სიტყვებმა ექოსავით გაიჟღერა და ადგილზევე ჩავიკეცე. ვერ ვიჯერებ, აღარ არის. ჩემი ანიტა აღარ არის. დამთავრდაო. ყველაფერიო. ვგრძნობდი რო მართლა ყველაფერი დამთავრდა თითოეული ჩვენგანისთვის. თავი ზემოთ ავწიე და დავინახე როგორ ბოლო ხმაზე ღრიალებდა ცოტნე, როგორ გამეტებით ურტყამდა ვაკო კედელს ხელს. როგორ იჯდა საბა გაშტერებული და წაშლილი სახით იატაკზე. როგორ ანჯღრევდა რეზი ექთანს და უყვიროდა ეთქვა რო ეს ყველაფერი მოესმა და არასწრი ინფორმაცია იყო. ლიზი, რომელიც მთელი სხეულით კანკალებდა. რატი უკვე რეანიმაციის კარზე აბრახუნებდა მთელი ძალით და ყვიროდა რო შიგნით შეეშვათ. გულწასულ ნიას ექიმები ასულიერებდნენ, ანკა კუთხეში იჯდა და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა სახეზე.. ეს ყველაფერი 10 წუთს გაგრძელდა, ექიმი გამოვიდა და გვითხრა რომ შეგვეძლო მასთან შესვლა. ფეხები არ მემორჩილებოდა, არ შემეძლო ანიტას ასეთ მდგომარეობაში ნახვა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. აქ დარჩენა უფრო უარესი იქნებოდა. 9ვე ერთად შევედით მაგრამ მიახლოებას ვერ ვბედავდით. ბიჭები მისცვივდნენ და ვხედავდი როგორ სათითაოდ ტიროდა ყველა. ყველაზე ცუდი წუთები იყო თითოეულის ცხოვრებაში. და ზუსტად ვიცი, არცერთს აღარ შეეძლო ცხოვრების გაგრძელება. ანიტა: გარეთ ამტყდარი ღრიალის გაგონებისთანავე ვინანე ჩემი სადისტური გადაწყვეტილება, მაგრამ მინდოდა რო ესე გამოსულიყო. თუ გინდათ ყველაზე ეგოისტ ადამიანად ჩამთვალეთ ცხოვრებაში, თუმცა ამად ღირდა. ისედაც ეჭვი არ მეპარებოდა რომელიმე მათგანის სიყვარულში მაგრამ, დამიჯერეთ ეს საერთოდ სხვა გრძნობა იყო. როცა შემოვიდნენ და თვალები დავხუჭე, ვგრძნობდი როგორ მეხვეოდა ცოტნეს ხელები, როგორ მკოცნიდა თავზე ვაკო და როგორ მეცემოდა მისი ცრემლები სახეზე , როგორ ეჭირა ჩემი ხელი რატის თავის ტუჩებთან და როგორ მიკოცნიდა მტევანს. -კარგით ნუ დამტირით, ჯერ ადრეა მაგისთვის- გამოვედი სიტყვით და თვალები ნელა გავახილე ყველამ სათითაოდ შემომხედა და რაც მერე მოხდა , ვერ გეტყვით ეგ რა იყო. ლანძღვა, გაკრიტიკება, სითბო, სიყვარული, მღელვარება, ბედნიერება, წუწუნი, მერე ისევ ლანძღვა და ისევ ლანძღვა.. -დედას ვფიცავარ არ ხარ შენ ნორმალური- აღმოხდა მგელაძეს და მეასედ ჩამეხუტა -ვიცი საბა, ვიცი- გავუცინე და თმები ავუჩეჩე- როგორ გაზრდილა ეე -ხო რავი, სალონში სიარულისთვის ვერ მოვიცალე რატომღაც- ენა გამომიყო და თმები გაისწორა -მიხარია რო უკეთ ხარ- ხმა ამოიღო ლიზიმ -უი, გამარჯობა, ვერ დაგინახე, გმადლობ- გავუღიმე და ბავშებს მივუბრუნდი- რა მოხდა თქვენც არ მეტყვით? -რაზე ამბობ- გაიკვირვა რეზიმ -აქ რატო ვარ და რატო დამტირით უკვე სამი თვეა -შენ რა მართლა არაფერი გახსოვს?- გაუკვირდა ნიას და საწოლზე ჩამომიჯდა. -რო გავიღვიძე ვიხსენებდი როდის მოვასწარი იმდენის დალევა რო თავი ესე მტკიოდა- მხრები ავიჩეჩე და ბავშების შემხედვარეს მეც გამეცინა- ოო ნუ დამცინით -მანქანა გადაგიარა და ამან პახმელიაზე გაიღვიძა- აცანცარდა ცოტნე -ვაიმე, რადგან ცოტნე დაგვიბრუნდა აწი რაღა მომკლავს - ჩაეხუტა ნუცა და მე მომიბრუნდა- ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც რო არ უმაიმუნია გჯერა შენ მაგის? -მაგას ვერ დავიჯერებ- მოჭუტული თვალებით გავხედე და გავაცნობიერე რამხელა ტკივილი მივაყენე თითოეულ მათგანს. -ის რამ მოგაფიქრებინა- დასერიოზულდა ვაკო და მკაცრი მზერა მესროლა -რაზე ამბობ - თავი გავიშტერე მე და შემოსულ ექიმს შევხედე- მადლობას გიხდით ყველაფრისთვის- გავუღიმე და ინსტიქტურად თმები გავისწორე -დაპირებულ ყავაზე როდის მივდივართ?- შემახსენა პირობა და მანაც გამიღიმა -როგორც კი აქედან გამწერთ იმ საღამოსვე - თვალი ჩავუკარი და გაკვირვებულ ბავშვებს შევხედე როდესაც ექიმი პალატიდან გავიდა -ეს ზე სიმპატიურობა ვინ იყო?- თვალი გააყოლა ანკამ და მე გამომხედა -ჩემი ექიმი, რავიცი მე. აქამდე არ გინახავთ? -არა ყოველთვის სხვა გამოდიოდა ხოლმე ჩვენთან შესახვედრად- მხრები აიჩეჩა ნიამ და მოწონების ნიშნად ცერა თითი ამიწია -რაო რა ყავაო?- ჩაერთო რატი და ყველამ მას გავხედეთ -აბა ამხელა ცირკი რო დამადგმევინა, შენი აზრით არაფერს მომთხოვდა სანაცვლოდ? - ჰო კი ანიტ, სულ იმან მოგთხოვა ყავის დალევა და საერთოდ არ იყო შენი ინიციატივა, რას ამბოობბ -აჰა ანუ ეს დროს არ კარგავს - გაეცინა ცოტნეს და საწოლზე ჩამომიჯდა - გოგო, როგორ ხარ, სად იყავი ამდენი ხანი, რო არ ჩანდი?! - აცანცარდა ციბაძე მაგრამ უცბად შევატყობინე -ჩემებს დაურეკეთ? -არ იციან, საზღვარგარეთ ვგონივართ კანარის კუნძლებზე - გაეცინა საბას -მამენტ რამ გაყო- მხრები აიჩეჩა რეზიმ და სიგარეტს გაუკიდა -ეეე ჩემი ძმა- ხელი აუქნია ვაკომ - სად ეწევი რო ეწევი შენ შემთხვევით ჰო არ ჰა -რა ჰო არ ჰა -გოგოები არიან თორე გეტყოდი, აბა შენით მიხვდი -ვერ ვხვდები - დაიშტერა თავი ჯანჯღავამ -*იგ ხო არ გაქვსო- განუმარტა ნიამ და ყველას სიცილი აგვიტყდა. სახლში დავრეკეთ და ვუთხარით რო ჩამოვედით მაგრამ ცოტა ხნით ბათუმში ვაპირებდით გაჩერებას და დღეიდან ხშირად შევეხმიანებოდით. მაკას რო დავურეკე მისაყვედურა -კარგი ნომერი არ გქონდათ, არ გქონდათ. სოციალურ ქსელებში მაინც რატო არ შემოდიოდით არცერთი, მოვკვდი ნერვიულობით -კარგი რა მაკა, კანარის კუნძლებზე ვიყავი, რა მეფეისბუქებოდა? -დასვენება გამიგია მარა 3 თვე ძაან ჰო არ გაგიტკბათ? -გაგიკვირდება და კი -ჰო კარგი კარგი, ჭკვიანად და მალე ჩამოდით. გვენატრები აქ ხალხს -ჩამოვალ დე და მერე ვეღარ მომიშორებთ. თქვენ არ მიდიხართ არსად? -რავი ჯერჯერობით არა და მერე ვნახოთ. სხვათაშორის ნანა და გურამი არიან ბათუმში და დავურეკავ, ვეტყვი რო გნახონ -არააააა -რა გაყვირებს გოგო, რა არა -აუ მაკა, 4 კილო მაქვს დაკლებული და ნანამ რო მნახოს ხო იცი რო წნევა დაარტყამს და ამ ერთ კვირაში ავინაზღაურებ და ვნახავ მერე მე თვითონ -კარგი ხო კარგი, ჭკვიანად -უფფფ- ამოვისუნთქე შვებით და ბავშებს გავხედე -რა მოხდა -ნანა და გურამი ბათუმში ყოფილან -ისე შენ საღოლ. მაგარი რაღაც გააძრე- აუტყდა სიცილი საბას- 4 კილო მაქვს დაკლებულიო -გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო ხო გაგიგია?- შევიფერე კომპლიმენტი და თმები გავისწორე- დედაა-შევიცხადე და თვალები ამიცრემლიანდა -რა მოხდა- ანერვიულდნენ ბავშვები -სამი თვეა არ მიბანავია, წარმოიდგინე რა დასაბანი ვარ -აბა მანახე- დაიხარა ცოტნე ჩემს თმასთან და თავზე მაკოცა- ფუუ გიყარს თმა -აუ მართლა?- ამიკანკალდა ქვედა ტუჩი -ნუ ხარ შვილო დებილი- მეორეჯერ მაკოცა ციბაძემ თმაზე და ბავშვების სიცილზე თვითონაც გაეცინა -უკაცრავად, ამდენი ხნით აქ დარჩენა არ არის მიზანშეწონილი, ისედაც გამონაკლისი დავუშვით- შემოვიდა პალატაში ჩემი სიმპატიური ექიმი და ბავშვებს გარეთ უხმო -შეიძლება ერთ-ერთი მათგანი მაინც რომ დარჩეს? სალაპარაკო მაქვს - საბრალო თვალებით ავხედე ექიმს და მანაც უარი ვეღარ მითხრა- კი ბატონო, ოღონდ 10 წუთით -სრულიად საკმარისია, გმადლობთ- გავუღიმე და ბავშვებს გადავხედე -მე დავრჩები- წამოდგა ტვილდიანი და დანარჩენების გასვლას დაელოდა... ------------------------------ ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ესე დავაგვიანე ამ თავის დადება. ოპერაცია გავიკეთე და ვეღარ ვწერდი ვერაფერს, შესაბამისად ვერ ვახერხებდი თავების ატვირთვას. რო ვნახე წინა თავის კომენტარები, სიმართლე გითხრათ არ მინანია დაგვიანება. არ მეგონა თუ ამდენი ადამიანი კითხულობდა და ამდენ ადამიანს ექნებოდა ინტერესი ჩემი მოთხრობის მიმართ, ამიტომ ღირდა ეს გაცდენილი თვეები, სხვა შემთხვევაშ ამას ვერ გავიგებდი. მადლობას გიხდით რომ სტიმული მომეცით გამეგრძელებინა და არ შემეწყვიტა წერა. ვერ გეტყვით რო ყოველდღიურად დავდებ, მაგრამ ისე ძალიან აღარ დავაგვიანებ ხოლმე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.