შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 12


6-05-2018, 20:45
ნანახია 2 322

-კატო!
-ბატონო
-მოდი აქ დაჯექი
-აქ ვარ რა ხდება.
- მისმინე , ბოდიში რაა ჩემს გამო სამი დღე ჯოჯოხეთში იყავი, გეფიცები ამის გამო მაგრად დავსჯი რაა, არ შერჩება რაც გაგიკეთა.
-ბაბუც , თუ გინდა რომ როდისმე დავივიწყო რაც ამ დღეებში მოხდა, უბრალოდ თავი დაანებე რააა. არაფერი დაუშავებია !
-ხო აი მაგას რაც შეეხება რას ნიშნავდა შენი საქციელი?
-რომელი საქციელი? კატოც ვითომ ვერ მიხვდა ,არადა ზუსტად იცოდა რაზეც ეუბნებოდა.
-რატო იცავდი იმ ს****** ?
-აბა ნება მომეცა მოგეკლათ?
-არ უნდა ჩარეულიყავი ეგრე არ გამიზრდიხარ. ჩვენს საქმეში არ უნდა ჩაერიო , მეოპრედ ეგრე აღარ მოიქცე !
-ნუ მიმითითებ ყოველთვის რა და როდის უნდა გავაკეთო. სწორად მოვიქეცი , აღარ მინდა ამდენი კამათი და ჩხუბი დავიღალე.
- კაი ამჯერად გავჩერდები. ეხლა მეორე საკითხი. მთელი ეს დრო მეგონა დანელიას უყვარდი და იმიტომ ტრიალებდნენ შენს გარშემო. თურმე ტყემალზე ვზივარ !
-რას გულისხმობ.
-კარგად გავიგე როსტოვსკის სიტყვები, დანელია კი არა პაპასკირი ყოფილა მთავარი გმირი.
-ისევ იგივე იწყება?
-გიყვარს? და აი ისიც კითხვა რომელსაც კატო ბაბუციძე ამ ბოლო დროს გაურბოდა. ზუსტად არ იცოდა რას გრძნობდა , ან უბრალოდ აღიარება არ უნდოდა . აღიარება შეცვლიდა ყველაფერს , მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა. თუ ხმამაღლა იტყოდა რომ უყვარდა მაშინ საკუთარ თავთან გამკლავებაც გაუჭირდებოდა და დუდუსთანაც, მერე მისი ცხოვრება იმ გეგმის მიხედთვით აღარ წავიდოდა რომელიც კატოს დაესახა და რომელშიც სერიოზული ურთიერთობა , გათხოვება , ოჯახი და ქმარი ძალიან შორ პერსპექტივაში იყო . მაგრამ როგორც მედალს , აქაც იყო მეორე მხარე რომელიც ფაქტი იყო უკვე და ვერც კატო და ვერც ბაბუცა ვერსად გაექცეოდნენ.
კატოს ნამდვილად ჰქონდა დუდუს მიმართ გრძნობები და ეს აშკარა იყო. მოსწონდა , დუდუ პაპასრიკი, მისი ქცევები, მისი გალანტურობა , მისის მამაკაცურობა ლამაზი თვალები და მამაკაცური მიხრა-მოხრა , უყურებდა ხოლმე და ვერ იჯერებდა რომ ასეთ კაცს უყვარდა, ხვდებოდა რომ ნამდვილად გაუმართლა და ვერ აპატიებდა საკუთარ თავს თუ დაკარგავდა. ამასთან ერთად შეეჩვია . იმ დღიდან როცა მანქანასთან დაგდებული იპოვა , ის მის ცხოვრებაში გაჩნდა , ყოველი დღე მისით იწყებოდა და მთავრდებოდა, მერე რა თუ სახელი არ ერქვა მათ ურთერთობას, კატოს ისიც ყოფნიდა რომ იცოდა დუდუსთვის რამდენსაც ნიშნავდა, რომ დუდუ მხოლოდ მისი და მისთვის იყო. მშვენივარდ ხვდებოდა რომ ეგოისტურად ექცეოდა მაგრამ , ვერ თმობდა და ვერც იმაზე უფრო ახლოს უშვებდა ვიდრე იყო. !
-პასუხს არ მიბრუნებ , ეგ იმას ნიშნავს რომ გიყვარს !
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი !
- არ მინდა რომ მასთან იყო.
-და რატომ ვითომ!?
-მშვენივარდ იცი, ყევალფერს რომ თავი დაანებო თითქმის ორი შენხელაა, დიდია კატო !
-სიყვარულმა ასაკი არ იცის გიო ! არც რასა ! არც წარმომავლობა საერთოდ არაფერი, თუ გიყვარს უპირობოდ უნდა გიყვარდეს! მაგრამ შენ საიდან გეცოდინება, არასდროს არავინ გყვარებია! შენიც მესმის , მაგრამ , თვითონ მე და დუდუ გავერკვევით ერთმანეთში!
-გინდა რომ არ ჩავერიო? სულ გაგიჟდი?
-მინდა რომ არ ჩაერიო? კი არ მინდა მოვითხოვ , პატარა ბავშვი აღარ ვარ , ჩემი გრძნობები მე მეკუთვნის ისევე როგორც ჩემი ცხოვრება! ნუ ღელავ ისეთს არაფერს გავაკეთებ რომ ბაბუცა შევარცხვინო , ან ჩემს თავს დავუშავო რამე ან შენ და დედას. უფელაბას არ მოგცემ ჩემი ცხოვრება მართო და შენ ეგ მშვენივარდ იცი , თუ ჩემთან ურთიერთობა გინდა და გინდა რომ მნიშვნელოვანი ადგილი გეკავოს ჩემს ცხოვრებაში და გადაწყვეტილებებში მაშინ მოგიწევს გაითვალისწინო .
-კატო !
-გიორგი ! აღარ მინდა , თოჯინა არ ვარ საითაც გინდა იქით მიმატრიალო და მეც მშვიდად გავაგრძელო იმ გზით სიარული.
-გიყვარს !
კატომ ხმა არ გასცა , სიტყვებს ეძებდა რომ რამენაირად თავი დაეძვრინა , ამ დროს დაბარებულივით ნინი შევარდა ოთახში, კატომაც ამოისუნთქა , როცა ბაბუცა ოთახიდან უხმოდ გავიდა.
-კატოო ,ჩემო ლამაზო როგორ მანერვიულე, როგორ ხარ აბა დატრიალდი დამენახე.
-კარგად ვარ ნინ დაწყნარდი, უვნებელი ვარ .
-ეხლავე მომიყევი ყველაფერი , იცოდე სანამ გული გამსკდომია .
-ამოისუნთქე დედაჩემი ძლივს მოვიშორე წეღან , ორი წლის ბავშვივით უკან
დამდევს რაც სახლში მოვედი, შეშ ინებულია.
-შეეშინდა კი არა იცი რა დღეში იყო? ! კაი მოყევი ეხლა.
ნინიმ ამომწურავად მიიღო პასუხი ყველა კითხვაზე და უღონოდ დაეშვა საწოლზე მომსენი გაოგნებული.
-აუუუ კატოოოოო, ფილმში მგონია თავი,
-მე ჯერ კიდე ვერ მოვედი აზრზე.
-რას მოხვიდოდი გოგო მაფიოზების ეპიცენტრში ხარ
-უიმეე ნინი ნუ აზვიადებ ხოლმე რაა, რა მაფიოზები, ამხელა კაცები არიან და ამდენი წელია უკვე სისულელის გამო ლამის ხოცავენ ერთმანეთს.
-როგორ გგონია დუდუმ და ბაბუცამ მართლა ჩაუშვეს?
-არა გოგო კაი რააა! ბაბუცას არ იცნობ ? მოკვდება და არავის ჩაუსვებს, საერთოდ პოლიციის შენობასთან ჩავლაც კი სეურაწყოფაა ამისთვის , რომელ ჩაშვებაზეა ლაპარაკი !
დუდუსაც კარგად ვიცნობ , ბაბუცასგან დიდად არ განსხვავდება , რომ გენახა როგორ ურტყამდა კინაღამ შემოაკვდა.
-აბა საიდან მოიტანა იმანაც რომ ამატი ბრალია?
-არ ვიცი მაგრამ შემეცოდა, დედა და ძმა რომ ახსენა , გული დამეწვა ! უუფ მოკლედ როგორც არის რაა იმედია გაარკვევენ.
-მოკლედ შარია რაა ბიჭობა კდიევ კაი გოგო ვარ !
-რა სასაცილო ხარ , აბა სკოლაში რა ხდება? მოყევი, ხვალ ხო პარასკევია? ორსაბათიდან ვივლი და აღარ გავაცდენ , ძაან ჩამოვრჩი პროგრამას?
-არაფერიც არ ხვდება , არს ცამორცი სამი დღეა არ ყოფილხარ მეტი ხო არა , არ იცოდე მაინც ჩვენი კლასის ამბავი, ბავშვებზე მეტად მასწავლებლები საჩკაობენ. თან სენი ამბავი რომ ვიცი მაინც წინ ხარ ყველაფერსი.
სკოლაში არა მაგრამ ...
-რა მაგრამ,?
-არის რაღაც ახალი
-ჰაააა რა ხდება , მოიცა მოიცა ისეთის ახე გაქვს კდიე ვინმე ამოიჩემე?
-ხო , არა , უფროსწორად დაახლოებით.
-ანუ ?
-ერთი მომწონს რააა,
-მოგწონს , ესიგი მოგწონს, და ვინ არის ?
-აუუ როგორ გითხხრა რააა
-როგორ და ჩვეუელბრივ როგორც მეუბნებოდი ხოლმე, _აიუ კაააააატუსიიი აი იცი რა მაგარი ვინემა? აი ზე სიმპატიური , ქალღმერთიო ხო გაგიგია? ხო და აი სი კაცღმერთია რაააა! გააჯავრა კატომ და სიცილი აუტყდა.
-ნუ დამცინი!
-მოიცა მოიცა , შენ წეღან ისე სერიოზულად მითხარი , არც ზესიმპატიურობა გიხსენებია და არც კაცღმერთობა , დავიჯერო , გოგო გიყვარს ვინმე?
-არა კი არ მიყვარს მომწონს.
-და ვინ არის? დედაშენი გვეძახის. მაშინვე დაიძვრინა ნინიმ თავი და მისაღებში ჩაირბინა , ვითომ ძალიან აინტერსებდა ლია რაზე ეძახდა.
-ოხ ნინი ნინი , ჩაგიგდებ შენ მე ხელში, მიაძახა კატომ და ტელეფონს უპასუხა.
-„როგორ ხარ“
-„დუდუ , კარგად ვარ .“
-„ძალიან შემაშინე “
-„მმივხვდი , შენ როგორ ხარ, “
-„მომენატრე“
-„ვიცი“. უნდოდა ეთქვა მეც მომენატრეო მაგრამ ვერ თქვა , ამის გამო კი იმაზე მეტად თვითონ სტკიოდა ვიდრე დუდუს , იმ წუთას .
-„შენი ნახვა მინდა“.
-„ხვალ გნახავ კაი ?“
-„კარგი ეხლა დაისვენე ხვალდ აგირეკავ.“
-„დუდუ “
-„ჰოოოო“
-„ტყუილად ბრაზობ შენ თავზე , კარგად ვარ არაფერი დაუშავებია “
-„რამე რომ მოგსვლოდა “
-„ვიცი , მაგრამ ხო ხედავ კარგად ვარ , ტყუილად ნერვიულობ , მართლა არ მიდნა რომ “
-„ჩემზე ნუ დარდობ , შენ დაისვენე ეხლა და ხვალ გამოგივლი“
-„კარგი კარგი ხვალამდე.“
იმ ღამემ შმვიდად ჩაიარა. მეორე დღეს თითქმის შუადღე იყო რომ გამოეღვიძა და საწოლთან ახალი ტელეფონი დახვდა თავისი ძველი ნომრით . რომელიც ჩართული იყო და ალბათ უკვე აფეთქდებოდა კდიეც.
„ალბატ გიომ მოიტანა.დაზავებას ცდილობს მშვენიერია, “, მოიფშვნიტა თვალები და ტელეფონს დახედა. დუდუს იმდენეჯრ დაერეკა ვერც დაიტვალა.
მაშინვე გადაურეკა.
-„მირეკავდი? მეძინა“
-„მე კიდე რა აღარ ვიფიქრე“
-„დამშვიდდი უბრალოდ მეძინა ეხლაღა გავიღვიძე“
-„კაი არაუსავს , რამდნე ხანში გაემზადები რომ გამოგიარო? არ ისაუზზმო, უბრალოდ მოწესრიგდი და ჩამოდი კორპუსთან დაგხვდები,“
-„ერთ საათში მზად ვიქნები“
-„კარგი ერთ საათში მანდ ვარ .“
ზუსტად ერთ საათში კატომ აივნიდან გადაიხედა და პაპასკირი თავისი მანქანით , როგორც ყოველთვის იდეალურ ფორმაში დახვდა. მანქანას მიყუდებოდა და ელოდებოდა . ხელი დაუქნია მოვდივარო ანიშნა და გაიქცა,.
-ლიაა წავედი ემ მეგობრები უნდა ვნახო, ამლე მოვალ არ ინერვიულო.
-გესაუზმა მაინც შვილო, ან დაგესვენა იმის მერე ნორმალურად არც გიჭამია.
-გარეთ შევჭამ გპირდები და არც დავიგვიანებ მალე მოვალ, მომნატრე დეე , აკოცა ლიას ლოყაზე მოეფერა ჩანთა აიღო და გაიქცა.
დუდუმ ხელები გაშალა და კატოც დაუფიქრებლად ჩაეხუტა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდათ როგორი შეყვარებულები და მონატრებულები იყვნენ, ისე ხვევდნენ ერთმანეთს ხელებს თითქოს გაშვების ეშინოდათ.
ადამიანები ყოველთვის გრძნობენ ხოლმე როცა რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, შეიძლება ვერ ხვდებიან მაგრამ , აუცილებლად გრძნობენ , უბრალოდ ვერ იაზრებენ.
15 წლის ვიყავი პაპა რომ დავკარგე. გიგო ერქვა და მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადამიანი და პაპა იყო. მთელი ჩემი ბავშვობა მასთან ერთად გავატარე და თამამად შემიძლია ვთქვა რომ უფრო ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ და ხანდახან მგონია რომ არც ვიქნები. იმ დღეს როცა დაიკარგა , დილიდან ვეხვეწებოდი რომ არ წასულიყო და შინ დარჩენილიყო, რა აღარ მოვიმიზეზე რა აღარ ვთხოვე , მაგრამ მაინც წავიდა, ან რატომ არ უნდა წასულიყო, სამსახურში ყოველდღე დადიოდა და შინ ტკბილეულით სავსე პარკებით ბრუნდებოდა, იმ დღესაც სამსახურში წავიდა მაგრამ უკან მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. გიგო გაუჩინარდა ბევრი ვეძებეთ რა აღარ გავაკეთეთ მაგრამ კვალსაც ვერ მივაგენით, იმის თქმა მინდა რომ ახლა ვხვდები ასე ისტერიულად რატომ ვთხოვდი იმ დილით არ წასულიყო, მაშინ ეს უბრალოდ ჩემი მორიგი კაპრიზი ეგონა ყველას და მათ შორის მეც , მაგრამ კაპრიზი კი არა ჩემი წინათგრძნობა ყოფილა ! ახლა ვხვდები რომ ბოლო პერიოდში ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისეთი ლამაზი დღეები გვქონდა ყველას რომ მსგავსი წარმოუდგენელი იყო, ზედმეტადაც კი კარგად იყო ყველაფერი , ახლა როცა ბევრი კარგი ხდება სულ მეშინია, მეშინია რომ აუცილებლად რაღაც საშინელება მოხდება და რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი, ზუსტად ისე როგორც პაპას გაუჩინარების შემდეგ , მას შემდეგ წლები გავიდა და თითქოს გადავაგორეთ კიდეც ყველაფერი , მაგრამ სინამდვილეში , არაფერიც არ გადაგვიგორებია, ისევ ისე განვიცდიდით ყველა როგორც პირველად, უბრალოდ ხმას არავინ ვიღებდით, ვიცოდით რომ ცოცხალი არ იყო , სინამდვილეში ყველა ვხვდებოდით და იმის იმედიც აღარ გქვონდა რომ ცოცხალს მივაგნებდით , უბრალდო გვინდოდა მისი საფლავი მაინც გვქოდოდა , თუმცა მაგასაც ვერ ვეღირსეთ.
ახლა ისეთი ბედნიერები იყვნენ კატო და დუდუ , მერე რა რომ მათ ურთიერთობას სახელი არ ერქვა , მერე რა რომ ბოლოს ერთმანეტი რომ ანხეს იჩხუბეს , მერე რა რომ წინააღმდეგობა ხვდებოდათ წინ გამუდმებით, ისინი ახლა ერთად იყვნენ , და ბედნიერობდნენ იმ წუთებით, საერთოდ არ ადარდებდათ არაფერი, მარტო ერთმანეთს სხვას ვერავის და ვერაფერს გრძნობდნენ.



№1 სტუმარი Araaaaa

Ra magariaa gelodi da sul es aris eses cota??

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

ar daashoro ,anar mokla dudu

 


დავდებ კიდე მალე <3 <3 მახარებს თქვენი კომენტარეები <3

 


№4  offline წევრი anns

როდის დადებ შემდეგს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent