შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი ნაწილი მეორე, სრულად


7-05-2018, 01:17
ავტორი katiusha
ნანახია 6 324

მანქანა დიდი სიჩქარით მიჰქროდა ტრასაზე და გაჩერებას არ ჩქარობდა.პირიქით უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს. მხოლოდ მესამე წრის ბოლოს უკლო სვლას და ფინიშის ბოლოს ისე მკვეთრად დააჭირა მუხრუჭის პედალს ფეხი რომ ნიშნულის გადაკვეთის შემდეგ საბურავების ხმა გაისმა და ბოლი აუშვა. მანქანა კი ადგილს მიელურსმა. მძღოლი გადმოსვლას არ ჩქარობდა.ხელები ისევ ძლიერად ეკიდა საჭეზე და ტრასას გაჰყურებდა იდუმალი,ამოუცნობი,დემონური მზერით. სევდაც გამორეოდა მწვანე თვალებში. ისევ ფიქრებში წავიდა და მოსწყდა სამყაროს. ბოლო დროს კიდევ უფრო მოაწვა სევდიანი მოგონებები და ისე შორს გაიტაცა რომ ვერ გაიგო როგორ მიუახლოვდა მამაკაცი და ფანჯარაზე მიუკაკუნა. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს კაკუნი რომ გაამეორა.ფანჯარას ჩაუწია და ჩაფხუტი მოიხსნა.
-მშვენიერია ჩემო დედოფალო. კიდევ რამდენიმე წამით გააუმჯობესე შედეგი. წამზომი აუფრიალა ცხვირწინ ბიჭმა, რომელსაც სახეზე კმაყოფილებისგან ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.
-ჩემი რეკორდი თუ მსოფლიო?ურეაქციოდ ჰკითხა გოგომ,ისე რომ მისკენ არც გაუხედავს.
-ნუუ შენი პირადი..ყოყმანით უთხრა მან
-ესეგი კიდევ მაკლია რამდენიმე წამი. მეტი ვარჯიში მინდა.... ღვედი ისევ გადაიჭირა და მანქანის დაქოქვას აპირებდა როცა ბიჭმა შეაჩერა, კარი გაუღო და ანიშნა გადმოსულიყო.
-ელეე ასე არ შეიძლება უნდა დაისვენო. გადაიღლები. ხერხემალისთვის ცუდია.თანაც დრო ჯერ კიდევ გვაქვს. რატომ ჩქარობ?ყველაფერს მოვასწრებთ და მოვაგვარებთ.
-მიშო შენ არ გესმის.ეს ჩემი შანსია,რომელიც სერგიმ გამომიგზავნა და არ მინდა იმედები გავუცრუო.
-არ გაუცრუებ. მან კარგად იცის შენი შესაძლებლობები. გადმოდი.ნუღარ მალოდინებ, წამოდი რამე დავლიოთ, ცოტა დაისვენე და მერე გავაგრძელოთ.
ელენეს სხვა გზა აღარ ჰქონდა,მანქანიდან გადავიდა. გვერდით ამოუდგა ბიჭს და შენობისკენ წავიდნენ
-კიდევ არაფერი ისმის მისგან?სადაა?როგორაა ნეტა?
-არა. ბოლო კვირებია საერთოდ არაფერი გამიგია, არც დაურეკავს და არც კონტაქტზე გამოსულა. ნეტავ მშვიდობა აქვს?მოიღრუბლა მიშოც
-მშვიდობა ექნება, ხო იცი რა ტიპია თავს არავის დააჩაგრინებს, ჩაეღიმა ელეს.-თან ამხელა დაწესებულება ჩვენ ჩაგვაბარა და გვანდო და არ უნდა გავუცრუოთ იმედები.
-შენ ყოველთვის სხვაზე რატომ ფიქრობ და ზრუნავ?საკუთარ თავსაც უნდა მიხედო ჩემო კარგო. მგონი დროა აქედან გახვიდე და პირად ცხოვრებაზეც იზრუნო
-ესაა ჩემი პირადი ცხოვრება მიშო და აი ის მანქანა, გაეცინა ელეს და თავის მანქანას გახედა. შენ რა ქენი შეურიგდი ცოლს?
-არა. არ მირიგდება, ეჭვიანობს თან ვისზე? შენზე?-ხმამაღლა გაეცინა მიშოს.-მე კიდევ დავიღალე მუდმივი ახსნებით და თავის მართლებით.რამეს მაინც ვაშავებდე ტოო...
-უნდა შეურიგდე მიშო,დაუთმო, ქალია და მოფრთხილება გვინდა ქალებს ხო იცი. ორი თითი ლოყაზე მოუჭირა ელემ და ლუდის ბოთლი მიაწოდა, რომელიც იმ წუთას გამოიღო მაცივრიდან, მეორე თავისთვის აიღო და სამზარეულოში ჩაშენებულ ბარს მიუსხდნენ.
-ვიცი რომ ქალია,უნდა დავუთმო და გავუფრთხილდე, მაგრამ მეც დავიღალე გესმის?ასე ყველანირ გრძნობას ანადგურებს. არ მენდობა და თუ არ მენდობა რა აზრი აქვს ერთად ყოფნას. შენ მართლა იმ დასავით გიყურებ, რომელიც არასოდეს მყოლია და სულ მინდოდა მყოლოდა. არ ესმის,ვერ გავაგებინე და რა ვქნა მეტი? გულდაწყვეტილმა თქვა ბიჭმა.
-ეჰ ჩემო მიშო. ნეტავ იცოდე როგორ მიხარია რომ ბედმა თქვენთან მომიყვანა და თქვენი თავი გამაცნო. ის ოჯახი მაჩუქა რომელიც დავკარგე. მიხარია რომ ახლა რუსას გარდა თქვენც მყავხართ. იქნებ ძმა რომ მყოლოდა ის უბედურება არ მომხდარიყო და ვიღაცას მეც დავეცავი,ჩემი სიმართლე ერწმუნა. ელენეს თვალებზე ცრემლი მოადგა და შეეცადა შეეჩერებინა, მაგრამ ვერ შეძლო და ერთი ორი ცალი მაინც გადმოუგორდა.
-აბა ეხლა ცრემლები არ დამანახო.გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამიერიდან შენს თავს არავის არ დავაჩაგვრინებთ...
ელენეს რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ მისმა მობილურმა დარეკა და შეაწყვეტინა.ნომერს დახედა და ეკრანს თითი გაუსვა,
-გისმენ თინანო...რააა?... ახლავე მოვდივართ..მისამართი მითხარი.კარგი მალე მოვალთ..
მობილური ჯიბეში ჩაიდო და მიშოს მიუბრუნდა.
-წავედით თინანოს მშობიარობა დაეწყო...ჩქარა მანქანაში.. ბედნიერმა შესძახა და გასაღებს დასწვდა. არანაკლებ გახარებული მიშო უკან აედევნა და სერგის დატოვებულ სპორტულ მანქანაში ჩასხდნენ.საჭეს თვითონ მიუჯდა და ისეთი სიწრაფით მოსწყვიტა ადგილს მიშომ ღვედის შეკვრა ძლივს მოასწრო
-სერგის დაურეკე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს დღეს უნდა დავუკავშირდეთ, უბრძანა, თუმცა ის ისედაც უკვე რეკავდა და თან იგინებოდა რომ არ პასუხობდა.
ელენე ისე ჩქარა მიდიოდა დარწმუნებული იყო რომ პოლიციიის ყურადღების ცენტრში მოექცეოდა,ახლა ეს სულ არ აინტერესებდა. ახლა მთავარი იყო თინანოსთან დროზე მისულიყვნენ,
-ცოტა ნელა ელე, პრობლემები არ გვინდა.
-ყურადღებას მიფანტავ მიშო, მოკლედ მოუჭრა და კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს და მოხერხებულად აუარა გვერდი სატვირთო მანქანების კოლონებს.
*******************
რუსამ მანქანის ნორმალურად გაჩერებაც არ აცადა ირაკლის. მაშინვე გადავიდა და გაბრაზებულმა გამეტებით მიუჯახუნა კარი.უკანაც არ მოუხედავს ისეთი სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა სადარბაზოსკენ.სულაც არ აპირებდა დალოდებოდა სიხარულიძეს, რომელიც უკან გაეკიდა.
-მოიცადე გთხოოვ.დამელაპარაკე, სადარბაზოსთან დაეწია და მკლავში მოჰკიდა ხელი, თავისკენ მიატრიალა. რუსამ ხელი გამოსტაცა და უყვირა
-ხელი გამიშვი იდიოტო, რატომ მომდევ?დამანებე თავი და წადი იმ ბოზ..ან.ის განუგეშებს და დაგამშვიდებს.
-გეფიცები მართლა არაფერი არ მომხდარა რუუს, ხელები გაშალა ირაკლიმ
-ესეგი მე ვერ ვიხედები თვალებიდან კარგად და მხედველობა დამაკლდა?საკუთარი თვალით დაგინახე რომ კისერზე გეხვეოდა.წარმოიდგინე ხუთი წუთით გავედი და დრო უქმად არ დაკარგე. თვალს მომდგარი ცრემლებს გასაქანი არ მისცა რუსამ და სწრაფად შეტრიალდა რომ ბიჭს არ დაენახა.
-დამიჯერე სიმართლეს გეუბნები და აქ ნუ მაყვირებ და მახსნევინებ რაღაცეებს შუა ქუჩაში სახლში მაინც შევიდეთ, მოთმინებიდან გამოვიდა ირაკლიც და ხმას აუწია მანაც
-ტყუილია ხო?ესეგი ტყუილია რომ კისერზე ვიღაც ქალი გეკიდებოდა როცა მე ტუალეტში გავედი.და ისიც ტყუილია რომ ის შენი საყვარელი იყო?
-არა ეგ არ იყო ტყუილი, ეგ სიმართლეა მაგრამ...
მეტი აღარ დააცადა გოგომ ადგილს მოსწყდა და სადარბაზოში გაუჩინარდა.არც ირაკლი დაბნეულა და უკან გაეკიდა ისევ სირბილით ისიც. ნამდვილად არ აპირებდა უაზრო სცენის გამო გოგოსთან ჩხუბს და დაშორებას.ახლა უნდა აეხსნა და გაერკვია სიმართლე თორემ მერე რუსა აღარ გაიკარებდა კარგად იცოდა. მაშინ დაეწია როცა კარის დაკეტვას აპირებდა. კარს ფეხი დაუხვედრა და თითქმის ძალით შეგლიჯა,უკან შეჰყვა და ამის შემდეგ მიხურა
-რას აკეთებ?წადი თქო ხო გითხარი? მკაცრად უთხრა რუსამ
-მომისმინე გთხოვ და მერე მართლა წავალ თუ მოინდომებ კიდევ რომ წავიდე.
რუსამ ჩანთა დივანზე მიაგდო,ფეხსაცმელები ოთახში უწესრიგოდ მიმოყარა და ფეხშველა ნერვულად მოჰყვა ოთახში წინ და უკან სიარულს.ირაკლი დაიღალა მისი ყურებით და სავარძელში ჩამოჯდა რომ მის დამშვიდებას დალოდებოდა.
-რას აკეთებ?ამაზე უფრო გადაირია გოგო
-გელოდები როდის დაწყნარდები რომ მშვიდად ვილაპარაკოთ,
-არ მჭირდება შენი ახსნა,მექალთანე ხარ, ნამდვილი მუსუსი,ყველა ქალს ეკიდები და ხელიდან არც ერთს არ უშვებ,-ბობოქრობდა რუსა .
-შენ კიდევ ეჭვიანი, ისტერიჩკა, ნერვული ქალი ხარ, მოთმინებადაკარგული წამოხტა ირაკლი და მანაც არ დააკლო ყვირილი, გოგო არ ელოდა მისგან ამას,შიშიგან ადგილზე შეხტა და უცებ მოიკუნტა, ხელები ერთმანეთზე შეაერთა და უკან-უკან დაიწყო სვლა, როცა დაინახა რომ ბიჭი გააფთებული სახით წავიდა მისკენ.
-ჰოო, მართალი ხარ,ის კისერზე მეკიდებოდა და წარსულში ჩემი საყვარელი იყო,მაგრამ წარსულში იყო ეგ გესმის წარსულში?იქამდე სანამ შენ გაგიცნობდი,შენ იმდენი მოახერხე რაც აქამდე არავის არ გაუკეთებია. შენ დამავიწყე ყველა ქალი და არავისკენ გახედვა არ მინდა როცა ხარ შენ. მართლია ის კისერზე მეკიდებოდა, მაგრამ ნასვამი იყო და თავს ვერ აკონტროლებდა.მის მოშორებას ვცდილობდი და მაშინ გამოხვედი შენც.. სულ უფრო უახლოვდებოდა ირაკლი გოგოს და ისიც სულ უფრო და უფრო იხევდა უკან. იქამდე სანამ კედელს არ აეკრო და მიხვდა რომ ვეღარსად გაიქცეოდა.დამნაშავესავით აცეცებდა აქეთ იქით როცა ბიჭის აღსარებას ისმენდა და სულ უფრო რწმუნდებოდა რომ შეცდა და არასწორი დასკვნა გამოიტანა. ირაკლიმ ორივე ხელი კედელზე მძიმედ დაუშვა და წასასვლელი ჩაუკეტა რუსას.სულ უფრო ახლოს მიიწია მისკენ, თითქმის სხეულზე აეკრო და თვალებში გამომწვევად ჩახედა.უკვე მის სუნთქვასაც გრძნობდა სახეზე გოგო.
-შენ.. ხო შენ ხარ ერთადერთი ქალი ვინც ისე მიმიზიდა და ისე მომაჯადოვა რომ სხვა ქალისკენ გახედვაც არ მინდა.მხოლოდ შენ მინდიხარ,მხოლოდ შენზე ვფიქრობ,მხოლოდ შენთან მინდა. შენს გამო ნომალურად აღარ მძინავს.. ხო შენ ხარ ერთადერთი ქალი, ჩემო ოცნების ქალი,რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა რუსუდან ვაშაკიძე გასაგებია ეს შენთვის?იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ. სიყვარულით ანთებული თვალები მიანათა დაბნულ გოგოს და მის ვნებიან ტუჩებს დაეწაფა...
რუსას მთელ სხეულში ცხელმა ტალღამ დაუარა და გულმა კიდევ უფრო გამალებით დაუწყო ძგერა.მთელ სხეულზე დააყარა ტაომ და მუცელში პეპლებმა დაუწყეს ფრენა. ჯერ დაიბნა, მერე კი ისიც აჰყვა კოცნაში, რომელიც უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა.თვითონაც შეუცურა ხელები თმაში და სხეულით მის სხეულს აეკრო.კვნესა კი აღმოხდა მის ბაგეებს, მითუმეტეს როცა ბიჭმა კისრისკენ გადაინაცვლა და სველი კოცნების კვალს უტვებდა. თვალები მინაბა და თავი უკან გადააგდო, ამ წუთებში ყველაფრისთვის მზად იყო.მზად იყო მისი გამხდარიყო.და ელოდა კიდეც ამას, მაგრამ მოულოდნელად ბიჭმა კოცნა შეწყვიტა, შუბლი შუბლზე მიადო და თვალები დახუჭა,მის გულისცემას უსმენდა.
-რა მოხდა?მხოლოდ ამის თქმა მოახერხა დაბნეულმა რუსამ
-ნუთუ მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?ან კითხვები არ გაქვს?ან პასუხი?ინტერესით მიაჩერდა ბიჭი.
-ნუუ მაქვს როგორ არ მაქვს, მაგრამ.. თვალები ეშმაკურად ააციმციმა, კისერზე შეკრული ხელები გახსნა და მის მკერდს ჩამოაყოლა.ასეთი სითამამე საიდან თვითონაც არ იცოდა.პერანგის ღილი შეუხსნა, ერთი.მეორე. მაგრამ ირაკლიმ შეაჩერა..
-ის არ მოხდება რასაც შენ ფიქრობ.-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
-მეც მიყვარხარ.. უთხრა გოგომ და გაუღიმა. ვიცი ამას ელოდი...
-და მაინც არაფერი არ მოხდება ჩემო ლამაზო. მანაც გაუღიმა. ხელები გაშალა და თავის მკლავებში მოაქცია გოგო.-
-აქ ამისთვის არ ვარ და არც ეგაა ჩემთვის მთავარი, როგორც შენ ფიქრობ.მთავარი შენ ხარ ჩემთვის,ჩვენი მომავალი და ჩვენი სიყვარული.
ბედნიერმა გოგომ წელზე შემოხვია ხელებთავი მის კისერში ჩარგო და ცხვრით ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი
*****************
ელენე და მიშო საავადმყოფოს მოსაცდელში ნერვიულობისგან ბოლთას სცემდნენ და თითქმის ყველა ექიმს და ექთანს ეკითხებოდნენ თინანოს მდგომარეობის შესახებ, პასუხი ჯერ არ იყო, დაელოდეთო ეუბნებოდა ყველა. ცალკე მიშო ნერვიულობდა სერგი რომ არ პასუხობდა, ზარი გადიოდა და ჯიუტად არ იღებდა ბიჭი ყურმილს.ის კი არ ნებდებოდა. ბოლოს ტელეფონი დაჯდა. მანქანიდან სატენი ამოიტანა და იქვე დერეფანშივე შეაერთა.
შუაღამე მოვიდა. ხალხისგან ნელ-ნელა დაცარიელდა საავადმყოფო და დერეფნები, კანტიკუნტად დაინახავდით რამდენიმე ადამიანს. თეთრხალათიანებიც უკვე ნაკლებად დადიოდნენ.
-კიდევ არ პასუხობს?-ჰკითხა განერვიულებულმა ელენემ
-არა, არ პასუხობს,თავი გააქნია ბიჭმა.-ნეტავ ხო მშვიდობაა? უკვე ვნერვიულობ.
-მეც უკვე ძალიან ავნერვიულდი.მშობიარობაც როგორ გაიწელა, ნეტავ ხო არაფერი გართულდა?
-იმედია ყველაფერი კარგადაა. ერთსაც ვცდი და მორჩა უკვე აღარ შემიძლია. როცა ამდენი ზარს ნახავს მიხვდება რომ რაღაც მოხდა და დარეკავს თვითონ. გამეორების ღილაკს დააჭირა ხელი და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ექიმი. არადა სერგიმაც სწორედ ამ დროს უპასუხა და ბუნდოვნად მოჰკრა ყური ექიმის სიტყვებს.
-გილოცავთ.ქალბატონ თინას ჯანმთელი ვაჟკაცი შეეძინა. ოთხი კილო და ასი გრამი, სიგრძე ორმოცდათორმეტი სანტიმეტრი. ჩაარაკრაკა ექიმმა.-დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, მალე პალატაში გადაიყვანენ და შეგიძლიათ ინახულოთ.
გახარებული ელენე და მიშო ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მერე ყვირილით ერთ ადგილზე ხტუნვა დაიწყეს და ამ ორმა ადამიანმა იქურობა ისეთი კივილით აიკლო,რამდენიმე ადამიანი რომ სეძლებდა ამას მისი მსგავსი. სიხარულის ცრემლებს ძლივს იკავებდნენ. ტელეფონის ზარმა კი სულ გადარია ორივე. ხმამაღალ რეჟიმზე ჩართეს და ორივემ ერთად ჩასძახა ტეეფონში.
-მამიკოო გილოცავთ.ახლახანს იმშობიარა თინანომ ბიჭის მამა გახდი.
ძლივს ამოიღო ხმა. რაღაც ამოუცნობი და აქამდე უცნობი გრძნობა გაღვივდა მასში.
-ვბრუნდები ყველა გააფრთხილეთ.ისევ ვიკრიბებით. მოკლედ მოჭრა სერგიმ და გათიშა.
-რაო რა თქმა?-დაბნეულმა იკითხა ელენემ
-ვბრუნდები ყველა შეკრიბეთო. არ მოგვესმა ხო?
-არააა. სიხარულისგან იკივლა ისევ ელენემ. გახარებულმა მიშომ ისევ ხელში აიტაცა და ჰაერში რამდენჯერმე დაატრიალა
-გხედავდეს ახლა შენი ცოლი. გაეხუმრო გოგო
-მართალი ხარ. დასერიოზულდა ბიჭი და უკან დააბრუნა იატაკზე.-წავალ ყველას შევატყობინებ და სასმელს ვიყიდი, ერთი-ორი ჭიქით ხომ უნდა დავილოცოთ. ღიმილით გააყოლა ელენემ დერეფანში მიმავალ მიშოს თვალი და თავის ტელეფონს დახედა.
-ღმერთო როგორ დამავიწყდა. მომკლავს. ჩაილაპარაკა და ეკრანს ხელი გაუსვა.-გისმენ რუსა...დღეს ვერ მოვალ, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. ხვალ ყველაფერს აგიხნი...

***************

თერთმეტი ხდებოდა რუსას რომ გაეღვიძა. არადა წუხანდელი ემოციებისგან გამთენიისას ძლივს ჩაეძინა.დღეს ისვენებდა და გადაწყვიტა საწოლში ენებივრა, ბალიში თავზე გადაიფარა და დაძინება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.ტელეფონმა დარეკა. უხალისოდ გაუსვა ეკრანს ხელი ისე რომ არც დაუხედავს ვინ იყო, მაგრამ საყვარელი ადამიანის ხმა რომ გაიგონა მაშინვე გამოფხიზლდა და საწოლში წამოჯდა.
-დილა მშვიდობის ჩემო საყვარელო. ხომ არ გაგაღვიძე?
-არა, მეღვიძა, მაგრამ ისევ ვიწექი.შენ ადრე გაიღვიძე?
-დილით ადრე გამომიძახეს სამსახურში, გამოძახებაზე მივდივარ ახლა და ვიფიქრე ორი წუთით დავურეკავ მის ხმას გავიგებ რომ დღემ კარგად ჩაიაროს-თქო,გაეცინა ირაკლის
-სწორად გიფიქრია..
-როგორ გეძინა?
-მეტი უკეთესი არ შეიძლებოდა, თან ისეთი წინაპირობა მქონდა...
-როგორ მინდა ახლა შენს გვერდით ვიყო და შენი ტუჩების გემო კიდევ ერთხელ გავიგო.
-შე ცუღლუტო. გუშინ რომ გითხარი არ დარჩი...
-არ შეიძლებოდა..
-კარგი რაა...
-ნუ ცდილობ შემაცდინო..
-ისე იცი რა მაინტერესებს კოცნა და გული რომ მომპარე ამ გამომძიებელმა კაცმა ამისთვის სასჯელი არ არსებობს?
ირაკლის გულიანად გაეცინა გოგოს გულუბრყვილო ნათქვამზე.
-საჯელი შენ მოიფიქრე ჩემო ლამაზო, მაგრამ ისევ ჩხუბით და ჩემგან წასვლით არ დამსაჯო კარგი?
-მაშინ მოვიფიქრებ რამეს..მმმ..ჩაფიქრდა გოგო.-კარგი მოვიფიქრე საქმეებს რომ მორჩები დღევანდელ საღამოს ჩემთან გაატარებ.
-საჯელი გამოტანილია?
-კი და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უპასუხა რუსამ.
-კარგი საღამოს გნახავ. ახლა რომ წავიდე ხომ არ გეწყინება?
-არა არ მეწყინება, მიხედე საქმეებს, მე კი რამეს მოვამზადებ საღამოსთვის.დროებით. მიყვარხარ. ჩასძახა გოგომ ყურმილში გაუცნობიერებლად და იგრძნო როგორ აუწითლდა ლოყები.
-მეც მიყვარხარ. უპასუხა ირაკლიმ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.გაჩერებული მანქანიდან გადავიდა და უფროსს მიესალმა.

****************
აეროპორტში გასავლელთან იდგა ელენე და მგზავრებს დაძაბული ათვალიერებდა. სერგი კი არადა არ ჩანდა, ერთ ხანს ისიც კი იფიქრა რომ არ ჩამოვიდაო და იმედიც კი გადაეწურა, ღამენათევს და ნანერვიულებს თვალები ისედაც უფრო მეტად ასტკივდა.უძილო ღამეს მის სახეზეც ემოქმედა მაგრამ არ ნებდებოდა. ის იყო გამობრუნება დააპირა რომ სერგის მოჰკრა თვალი, მისგან რამდენიმე მეტრში იდგა და უღიმოდა. მისკენ გაიქცა,ბიჭმაც ხელები გაშალა და გულში ჩაიხუტა.ჰაერში აიტაცა, რამდენჯერმე დაატრიალა
-სერგიი.. როგორც იქნა ჩამოხვედი.. როგორ მომენატრე მამიკო..გილოცავ.. უთხრა ელენემ და ლოყაზე აკოცა.
-მადლობა ჩემო გოგო, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და ჩავეხუტები ორივეს. ჩანთას დასწვდა და გასასვლელკისკებ წავიდნენ
-წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ მიჭირდა უთქვენოდ და როგორ მენატრებოდით.როგორ ვნანობდი რომ თინანოს გვერდით არ ვიყავი მაგრამ ასე იყო საჭირო.
-მოდი დღეს არ გვინდა ცუდზე ლაპარაკი სერგი.დღევანდელი დღე თქვენია. დანარჩენი მერე.სთხოვა გოგომ.-აბა მზად ხარ ჩემთან ერთად პირველად იმგზავრო?
-იმედია მშვიდად მიმიყვან ადგილამდე.გაეცინა მას
-გარისკავ მამიკო?-თვალი ეშმაკურად ჩაუკრა
-ეს ახალი ხუმრობაა?ახლა ასე უნდა მეხუმროთ?
-ცოტა ხანს კიი.უპასუხა ელენემ და მანქანა ავტოსადგომიდან ნელ-ნელა გამოიყვანა
-აბა შენ რას შვებოდი მანამდე?ხომ არ ცელქობდი?
-არა მხოლოდ კლუბში გამოვდიოდით. ისიც იშვიათად.
-გავიგე რეკორდები დაგიმყარებია.
-ჯერ ბოლომდე ვერა. მაგრამ სულ ცოტა მაკლია.
-ყოჩაღი გოგო ხარ. მაგასაც ადვილად გადავლახავთ. ახლა ქ ვარ და პირადად გავაგრძელებ შენს მომზადებას.უთხრა და გოგოს გახედა რომელიც დაძაბული მართავდა საჭეს და დარწმუნებული იყო რომ მისთვის ამ ტრასაზე ასეთი ნელი სიჩქარით მოძრაობა ტანჯვა იყო...
საავადმყოფომდე რამდენჯერმე გააჩერებინა ელენეს.ჯერ ყვავილების უზარმაზარი თაიგული იყიდა. მერე ასეთივე მოცულობის თეთრი დათუნია. პატარასთვის ტანსაცმელი და ბოლოს საჩუქრების მაღაზიასთან შეჩერდნენ.
-ამაზე რას იტყვი?-ჰკითხა ელეს ყელსაბამზე
-იცი მაგას აი ეს ჯობია..
-მართალი ხარ. რაღაც ველოდოთ, დროა უკვე, უფრო სწორად დავაგვიანეთ.გაეცინა სერგის და კონსულტანტს ბეჭდები კოლოფში ჩაადებინა...
ელენემ რომ პალატასთან მიიყვანა აღელდა და კანკალი დააწყებინა.თითქოს პატარა თინეიჯერი ბიჭი ყოფილიყო. პირველი გოგო შევიდა, თინანოს პატარა ხელში ეჭირა და აჭმევდა.ისიც გაყუჩებულიყო და დროდადრო უცნაურ ხმებს გამოსცემდა ჭამის დროს,
-შენთვის სიუპრიზი გვაქვს, აბა მოემზადე..ერთი..ორი და სამიი...
კარში სერგი გამოჩნდა ამდენი ყვავილებით და საჩუქრებით ხელში. თინანოს თვალები გაუფართოვდა მოულოდნლობისგან და ისე შეჰკივლა რომ ბავშვს შეეშინდა და წამოიტირა.
-ჩუუ პატარა ჩუუ..მშვიდად, სერგიმ ყველაფერი იქვე სავარძელში მიაწყო, ყვავილები ელენემ გამოართვა და საყვავილეში ჩადო. ცრემლიანი თვალებით უყურებდა მათ და მათი ბედნიერებით ტკბებოდა.
სერგი თინანოსთან მივიდა. საწოლზე მიუსკუპდა,ცალი ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა. მეორე ხელით კი პატარას მოეფერა. მანაც თითქოს იგრძნო მამის მოსვლა,თავის პატარა თითები მის საჩვენებელ თითს მოჰკიდა და აღარ უშვებდა. სერგის გულში აქამდე უცნობმა გრძნობამ გაიღვიძა და თვალზე ცრემლიც კი მოადგა.
-უკვე გიგრძნო ხედავ. ბედნიერმა ახედა გოგომ-
-ეს მომენტი რომ არ გადავიღო არ შეიძლება.- ელენემ მობილური მოიმარჯვა და რამდენიმე კადრი გადაიღო.-მეც ხომ მინდა მოიცადე აბა გაიღიმეთ სელფს ვიღებ. .. ესეც ასეეე...
-ძალიან მომენატე, ამოიჩურჩულა თინანომ
-მეც ძალიან მომენტრეთ. ხომ იცი გრძნობების და ემოციების გამოხატვა არ შემიძლია, შენ ყოველთვის იმიტომ იყავი განსაკუთრებული რომ ჩემი უთქმელად გესმოდა და იგებდი იმას რასაც ვგრძნობდი
-ვიცი.უპასუხა კმაყოფილმა თინანომ და თავი მკერდზე მიადო..
მეტი არ დასცალდათ. ბიჭებმა შემოგლიჯეს ხმაურით პალატის კარი. წინ მიშო მოუძღვოდათ შამპანურებით და ჭიქებით ხელში.
-აბა გუგულებოო როგორ გრძნობთ თავს?
-მიშო ჩემო ძმაო. წამოდგა სერგი და ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მერე ყველას ჩამოუარა და ერთმანეთის მიყოლებით ჩაეხუტა.მონატრებული მეგობრები მხიარულობდნენ და ხმაურით იკლებდნენ იქაურობას. იქამდე სანამ ექიმი არ შემოვიდა და არ სთხოვა დაეტოვებინათ პალატა და საავადმყოფო.
-ახლავე გავალთ ექიმო. მხოლოდ ორი წუთით მადროვეთ. სთხოვა სერგიმ და ჯიბეში ჩაიყო ხელი. ელენემ ზუსტად იცოდა რაც მოხდებოდა ახლა და ისევ მოიმარჯა ტელეფონი რომ ვიდეო გადაეღო სამახსოვრო.
სერგი თინანოს მიაუხლოვდა მის წინ დადგა და დაბნეულმა დაიწყო ლაპარაკი.
-არ ვიცი ახლა ასეთ დროს რას ამბობენ ან როგორ იქცევიან ხოლმე მამაკაცები, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი მხოლოდ რომ ცოტა დავაგვიანე.თიინ მაპატიე რომ აქამდე შენთან არ ვიყავი, მაგრამ გპირდები დღეიდან გვერდიდან არ მოგშორდები. მახსოვს მაშინ რომ წავედი გამომშვიდობებისას მითხარი ერთი სიტყვა, მე კი ისე წავედი ჩემი პასუხი არ გითხარი, ახლა გეტყვი, ამას მაშინაც ვგრძნობდი და ახლა უფრო მეტად როცა დაგინახე ჩვენს შვილთან ერთად, მოკლედ სანამ კიდევ ბევრი ვიბოდიალე მინდა გითხრა რომ მეც ძალიან მიყვარხარ, ცოლად გამოყვები?
-თვალცრემლიანმა გოგომ თავი მორიდებით დაუქნია.სერგის ღიმილმა გაუპო სახე, ბეჭედი თითზე მოარგო და ჩაეხუტა
-ასე არ შეიძლება კოცნა, კოცნაა, იყვირა ყველამ ერთად. სერგისაც დრო არ დაუკარგავს და საყვარელი ქალს მორიდებით აკოცა...
ბედნიერი წუთები კადრებზე აღბეჭდეს და მერე საავადმოფოდანაც ისევე გაუჩინარდნენ რანდენიმე წამში თითქოს სულ არ ყოფილიყვნენ იქ. მხოლოდ ბედნიერი წყვილი დატოვეს შვილთან ერთად... გაქრობაში და გაუჩინარებაში ხომ შეუდარებლები იყვნენ უჩინარები..მათმა მწვანეთვალება დემონმა კი სახლისკენ აიღო გეზი, ერთი სული ჰქონდა რომ სახლში მისულიყო და ბალიშს ჩახუტებოდა. ზამთრის სიცივეს გაქცეოდა და თბილ ლოგინში ჩამთბარიყო.თუმცა სახლში მისვლა არ უნდოდა, ახლა ნამდვილად არ ჰქონდა რუსასთან საუბრის თავი. მისთვის ახლა ყველაფრის ახსნა ტანჯვის ტოლფასი იყო.
მანქანა სახლთან გააჩერა და თვითონ იქვე მდებარე სკვერში ჩამოჯდა. დეკემბრის ბოლო იყო საკმაოდ ყინავდა. თავზე ქუდი წამოიფარა და სკამზე ჩამოჯდა, ტელეფონს ხმა ჩაუწია.
მოგონებები აეშალა. ისევ წარსული გაახსენდა.დედა მოენატრა, მასთან ჩახუტება ისე მოუნდა ახლა როგორც არასდროს. მის კალთაში ჩაედო თავი და ისე დაეძინა როგორც მაშინ ბავშვობაში როცა მოიწყენდა ხოლმე. ბავშვობიდანვე მარტოსული იყო, ძნელად პულობდა ადამიანებთან საერთო ენას. მხოლოდ რუსა მიიღო თავიდანვე. მხოლოდ მასთან იყო სხვანაირი, ლაღი,თავისუფალი და მხიარული.მერე მასთან გამოაჩინა თავის ნამდვილი სახე როცა პირველად შეუყვარდა, მას ენდო ბოლომდე თუმცა მანაც ასე მწარედ გაწირა...
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა..ბევრი რამე მოხდა.მას შემდეგ ისევ ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში...მერე ახალი ეპატი დაიწყო, უჩინარების ეტაპი... მაშინ იყო სრულიად სხვა ელენე როცა მათთან ერთად საჭეს მიუჯდებოდა და ქალაქში დააგელვებდა ავტომობილს. მათთან გაიხსნა ოღონდ ისინი ელენეს კი არა ელას იცნობდნენ, მეორე შინაგან ელენეს რომელსაც ზოგმა ანგელოზი შეარქვა. ზოგმა დემონი, ხოლო სერგისთვის და მიშოსთვის ის რბოლის დედოფალი იყო...
არ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი მანქანას ასე მართავდეს და სიკვდილს ასე უყურებდეს ხახაში და მაინც ცოცხალი გამოდიოდეს იქიდან როგორც ელაო, ამბობდნენ და აქედან შეერქვა მას "მწვანეთვალება დემონი".მიუხედავად იმისა რომ დაშლილები იყვნენ და ქალაქში აღარ გამოდიოდნენ კლუბში უკვე ასე იცნობდნენ მას. ქალაქშიც გავარდა ხმა მის შესახებ, თუმცა ვერავინ მოიხელთა, პოლიციამაც კი. რატომღაც ყველას კაცი ეგონა და ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ ქალი იყო..ამიტომ ვერ გავიდნენ მის კვალზე...
ეს რა თქმა უნდა მანაც იცოდა და ამაზე კარგად ხალისობდა. ახალაც როცა ეს გაახსენდა ისევ ჩაეღიმა. რატომღაც მოუნდა რომ პოლიციას მის შესახებ გაეგო.რატომღაც ისევ მოუნდა მათ გაჯიბრებოდა და ახალი განცდები შეეგრძნო. ისევ ეგრძნო ადრენალინის გემო. უნდოდა გაეგო როგორი იყო იყო როცა პოლიცია მოგდევს და შენ გარბიხარ. გეძებენ და დამნაშავედ მიაჩნიხარ. ისედაც მთელი ცხოვრება ყველას დამნაშავე ჰგონია და ახლა პოლიციასაც რომ ჰგონებოდა რა შეიცვლებოდა ამით. დიდად არ ინაღვლებდა მაინც ამაზე...
რა თქმა უნდა აუცილებლად მოხვდებოდა მათი ყურადღების ქვეშ, ოღონდ რიგით პოლიციელს კი არა ქალაქის საუკეთესო გამომძიებელს თვით გელოვანს უნდა ეძებნა ის, გელოვანი უნდა გამოეწვია ერთი-ერთში. საიდან მოუვიდა ეს აზრი თვითონაც არ იცოდა.
გელოვანი?ჰმ..ჩაეცინა. ისე რამდენი ხანია არაფერი გაუგია მის შესახებ, მართალია მისი მეგობარი რუსას ხვდებოდა მაგრამ მასთან შეხვედრას ყოველთვის გაურბოდა და არც რუსას წამოსცდენია რამე მის შესახებ. არა უნდა გაარკვიოს რა ხდება და სად წავიდა გელოვანი. მხოლოდ ის იქნებოდა ის მოწინააღმდეგე რომელიც ელენეს უნდოდა. ის იქნებოდა ღირსეული მეტოქე მისთვის.რატომ მოიცვა მისი გონება გელოვანმა არ იცოდა.ჯერ ახსნას ვერ უძებნიდა მაგრამ,მის შესახებ აუცილებლად უნდა გაეგო რამე.
წამოდგა და სახლისკენ წავიდა, იცოდა რუსასთან ირაკლი იყო სტუმრად და დრო იყო მეგობრის თაყვანისმცემელი ახლოდან გაეცნო.მაღაზიაში მარტინი, ნატურალური წვენი და ნამცხვარი იყიდა და კიბებს აუყვა. კარზე ზარი რომ დარეკა რუსას თვალები შუბლზე აუვიდა მის დანახვაზე.
-ხო მშვიდობაა?რა ხდება?რას ავღნიშნავთ?
-სასიძო უნდა გავიცნო კარგად. შესძახა მხიარულად და მისაღებში შეაბიჯა. დაბნეული წამოდგა ირაკლი სავარძელიდან და მისკენ წავიდა.თბილად მოიკითხა
-აბა მომავალო სიძევ რას ვშვებით დღეს ვსვავთ?ჰკითხა და მარტინი ხელში შეათამაშა
-როგორც თქვენ ინებებთ. ღიმილით აიჩეჩა მანაც მხრები და ცერა თითი მაღლა შემართა კმაყოფილების ნიშნად
-თქვენ რა მართლა დალევას აპირებთ?
-შენ ეს ნამცხვარი გამომართვი. სადმე დადე, შენ კი ბატონო ირაკლი სამზარეულოში მობრძანდი.დარწმუნებული ვარ ქალბატონს უკვე გაშლილი ექნება მაგიდა.
-სწორედ ახლა ვაპირებდით ვახშმობას.-უპასუხა ირაკლიმ
-ხოდა კარგ დროს მოვსულვარ.მოდი მოდი. თქვენ დასხედით, მეც ხელებს დავიბან და ახლავე მოვალ. უთხრა და სააბაზანოში გაუჩინარდა
-ნეტავ რა სჭირს?-ჩაილაპარაკა გაოცებულმა რუსამ და ნამცხვრის დაჭრას შეუდგა...

ელენემ დილით მძიმედ გაახილა თვალები. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს და საწოლში წამოჯდომა სცადა,თუმცა არ გამოუვიდა,თავბრუ დაეხვა და უკან დაეშვა ბალიშზე.რამდენიმე წამში ისევ სცადა ადგომა, მაგრამ ისევ ისეთი სიტუაცია განმეორდა,თავში თითქოს უროს ურახუნებდნენ შიგნიდან, თვალებში უბნელდებოდა და გაორება ეწყებოდა. როგორც კი წამოიწეოდა.გულმოსულმა და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მობილურისკენ წაიღო ხელი,რის ვაივაგლახით დახედა ეკრანს და ახალი დარტყმა მიიღო- ორი სრულდებოდა. თითქმის შუადღე იყო.
-რუსააა.-იყვირა ბოლო ხმაზე რომ მეგობრისთვის მიეწვდინა ხმა სამზარეულოში, პასუხი არ იყო, ისევ გაიმეორა იგივე,ისევ არ იყო პასუხი, საძინებლის ღია კარში მხოლოდ გემრიელი სუნი და რუსას ღიღინის ხმა აღწევდა.
-ეტყობა ეს თავის რომეოს ელაპარაკება და თავის სტიქიაშია. ჩაიბურტყუნა და ამჯერად მესამედ და ყველაზე ხმამაღლა დაუძახა.
-ჯანდაბა შენ.მოვდივარ. მოესმა შორიდან მისი საყვედურიანი ხმა და მალე თვითონ გოგო გამოჩნდა ლანგარით ხელში. სადაც ცხელი წვნიანი და ჭიქით მინერალური წყალი იდო
-დარწმუნებული ვარ გესიამოვნება, შენი ნაბახუსევის ამბავი რომ ვიცი, უთხრა და მუხლებზე დაუდო, მერე კი მის წინ ჩამოჯდა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო.
-მმმ,რა ოხშივარი ასდის,თქვა ელენემ კოვზს დასწვდა და მოურიდებლად გადაუშვა პირველივე ლუკმა პირში.-უგემრიელესია, შეუქო ნახელავი
-მართლა?
-კი, თავი დაუქნია ელემ
-მე კარგად ვარ ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული, აი რაც შეგეხება შენ ეტყობა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრე ბოლომდე რომ ორი ჭიქის მეტს ვერ სვავ და რატომ არ ეშვები?
-მეჩვენება თუ მსაყვედურობ რამეს?თუ გაბრაზებული ხარ?
-ოჰ დიდება უფალს რომ მიხვდი.აბა გისმენ ყურადღებით
-რას მისმენ?რა გაინტერესებს?
-შენი წუხანდელი საქციელის მიზეზი.
-ისეთი არაფერია, მხოლოდ შენი ბედნიერების აღნიშვნა მინდოდა.ეგ იყო მიზეზი.
-ვითომ?-ეჭვით სავსე მზერა სტყორცნა რუსამ
-კარგი რააა. მეტი რა უნდა იყოს?განა შენ თვითონ არ იცი რომ არაფერი არ ხდება ჩემ ცხოვრებაში?
-ეს შენ უნდა მითხრა.იქნებ ხდება და მიმალავ.კარგად გიცნობ და წუხელ სულ სხვანირი მეჩვენე, თითქოს შენში რაღაც შეიცვალა და რაღაც ხდება.
-არეაფერი არ ხდება.ძალიან გთხოვ მაცადე და შემარგე ეს უგემრიელესი საუზმე თუ სადილი უკვე აღარ ვიცი რა ვუწოდო, მერე კი მოემზადე და დღევანდელი კვირა დღე ერთად გავატაროთ,სადმე გავისეირნოთ, თუ რათქმა უნდა შენს რომეოსთან ერთად არაფერი არ გაქვს დაგეგმილი.
რუსას პასუხის გაცემა არ დასცალდა.მისმა მობილურმა დარეკა და სახის გამომეტყველებით ელე ეგრევე მიხვდა ვინც იყო.გაბადრულმა გაუსვა ეკრანს ხელი და უპასუხა.
-გისმენ ჩემო ცხოვრება, კარგად შენ როგორ ხარ?..-კარგად. ელე მოგიკითხა.მიუბრუნდა დაქალს.
-ჩემგანაც მოკითხვა გადაეცი,-უთხრა ელენემ
-მეც უკვე მომენატრე... ვერ გნახავ?რატომ?სად მიდიხარ?... ძალიან კარგია. დიდი ხანია რაც წავიდა და მასზე არაფერი გამიგია..იმედია დაბრუნდება.თან მგონი ჩემი მეგობარი მოსწონს და იქნებ რამე გამოუვიდეთ..
ელენემ ჯერ ვერ გაიზრა რაზე ან ვისზე იყო საუბარი და არ მიაქცია ყურადღება რუსას ნათქვამს,მაგრამ მალევე მიაღწია მის გონებამდე და გელოვანის შესაძლო დაბრუნებამ შინაგანად ისეთი სიხარული მიანიჭა თვითონაც გაუკვირდა. მერე ამ სიხარულმა მთელ სხეულში იწყო გავრცელება და რაღაც სიგიჟის ჩადენა მოუნდა, თვითონაც ვერ მიხვდა როგორ შეიკავა თავი და რუსას არ ჰკითხა მისი შესახებ კიდევ სხვა რამე. მერე თავი მოაჩვენა თითქოს ეწყინა. რუსა თბილი სიტყვებით დაემშვიდობა შეყვარებულს და ელეს მიუბრუნდა.
-მგონი გელოვანი ბრუნდება ჩაილაპარაკა. ისე რომ ელეს გაეგო
-და აქამდე სად იყო?-ისე იკითხა ვითომ არ აინტერესებდა.
-არ ვიცი.ირაკლიმ მითხრა წავიდაო.ყველაფერი მიუტოვებია და წასულა. მიკვირს ასეთი რა მოხდა რომ ასეთმა წარმატებულმა ადამიანმა ეს ნაბიჯი გადადგა.დავიჯერო ქალის გამოა ეს ყველაფერი?იქნებ ვინმე შეუყვარდა ჰაა?ელეე..
ელენეს უკვე აღარ აინტერსებდა დანარჩენი რას ამბობდა და რას ელაპარაკებოდა რუსა. ფიქრებით და გონებით გელოვანთან იყო. იმის გაფიქრებამ რომ შეიძლება ბექას ვინმე ჰყვარებოდა გულში რაღაც ეტკინა.და მგონი ამდენი ხნის შემდეგ ისევ ებმებოდა სიყვარულის მახეში.
-რუსააა, იცი რა ვქნათ ახალ მე და შენ, რადგან ირაკლის არ სცალია და არ იქნება მოდი ჩვენ გავიდეთ სადმე და გავისეირნოთ, კაფეში დავსხდეთ და ყავა დავლიოთ, ვიჭორაოთ და უბრალოდ დავტკბეთ იმით რაც გვაქვს.
-მშვენიერი იდეაა. აღფრთოვანებული წამოხტა რუსა და მაშინვე გაუჩინარდა ოთახიდან. მაგრამ რამდენიმე წამში თავი შემოყო და ბედნიერმა უთხრა
-იქნებ ირაკლის ვკითხო გამომიშვებს თუ არა?
-გამასწარი ეხლა აქედან, როდის იყო მამაკაცებს ასე ადვილად ემორჩილებოდი? აქედანვე უნდა მიაჩვიო. გაეცინა ელეს და ბალიში ესროლა მეგობარს, რომელმაც კარის მიხურვა მიასწრო და მხოლოდ ასე შეძლო მისი აცელა, პასუხად ხმამაღალი კისკისი მიაყოლა და სააბაზანოში შევარდა...
ორ საათიანი მომზადების და სარკესთან ტრიალის შემდეგ გოგოები ისხდნენ ძველი თბილისის ერთ-ერთ კაფესი და ყავას და უგემრილეს ნამცხვარს აგემოვნებდნენ, თან თბილისის ულამაზესი ხედით ტკბებოდნენ,საღამო იყო და ნელ-ნელა უფრო მეტად იკვეთებოდა თბილისის სილამაზე... რატომღაც დღეს ელენემ უარი თქვა კლუბში წასვლაზე და სერგის წვეულებაზე დასწრებაზე. რომელიც ბავშვის დაბადების აღსანიშნავად მოაწყო. გული ცუდს უგრძნობდა და ეს შეგრძნება გელოვანს დააბრალა, მოგვიანებით კი გაიგო ამის მიზეზიც რატომ იყო ასე.
საპირფარეშოში გავიდა სერგის ნომერი რომ დაფიქსირდა მის მობილურზე და უპასუხა.
-როგორ მიდის წვეულება მამიკო?-მხიარულად ჩასძახა ტელეფონსი
-ახლა ამის დრო არაა. სად ხარ?
-კაფეში.
-მანქანით ხარ?
-კი.
-საწრაფოდ გაეცალე მანდაურობას და სადმე ისეთ ადგილას წადი სადაც მიშოსთან შეხვედრას თავისუფლად შეძლებ.-
-რა მოხდა სერგი?იქნებ ამიხსნა.შეშინდა ელენეც
-ელე რაღაც ცუდი მოხდა,მეც არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება.რამდენიმე წუთი მაქვს სანამ პოლიცია დამაკავებს.უბრალოდ ყურადღებით მომისმინე. რაც არ უნდა მოხდეს არც აქ მოხვიდე და საერთოდ ჩვენს სიახლოვეს არ გამოჩნდე. არც დამირეკო, არც შეტყობინება გამოგზავნო, არავის, არავის შეეხმიანო, ისე გააგრძელე ცხოვრება როგორც აქამდე.ჩათვალე რომ არ გვიცნობ და არ ვარსებობთ.
-ძალიან მაშინებ. სერგი. გთხოვ მითხარი რა ხდება. ცრემლები მოდგა გოგოს თვალებზე
-მეც მეშინია ელე.პირველად ჩემს ცხოვრებაში მეშინია. ამ ყველაფრის დაკარგვის კი არა ჩემი ოჯახის,ჩემი შვილის ,თინანოს, შენს გამო მეშინია.მითხარი სად წახვალ?მიშოს უნდა შეხვდე სასწრაფოდ.
-მთაწმინდაზე ავალ ჩემს ადგილზე და იქ მოვიდეს. იქ არავინ იქნება ხომ იცი.
-კარგი, ათი წუთი გაქვს დაახლოებით.წადი და მიშოს დაელოდე.ნუ ტირიხარ გთხოვ, ყველაფერი კარგად იქნება და ამასაც გადავლახავთ,დამპირდი რომ არ იტირებ და რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერს გმირულად გაუძლებ.ამაზე მე შენ თავიდანვე გაგაფრთხილე რომ საფრთხე ჩვენი მუდმივი თანამგზავრი იქნებოდა
-მაგრამ ასეთი სერიოზული არასდროს ყოფილხარ და ასე არასოდეს შეგშინებია.
-დროს ნუ კარგად ელე, წადი.
-თავს გაუფრთხილდი სერგი.
მეტი აღარაფერი უთქვამს ბიჭს, ტელეფონი გათიშა და გაოგნებული ელენე ისე დატოვა გაურკვევლობაში. მერე მიშოს გადაურეკა, მისი ადგილსამყოფელი უთხრა
-კარგად შეამოწმე მანქანა ისე არ გაუშვა იცოდე
-მე შენთან მოვდიოდი
-აქ არ დაგინახო მოსული არც ერთი,ისედაც საკმარისი ხალხი დააკავეს და ამაღამ დანარჩენებსაც აიყვანენ.მეც უკვე ველოდები, ჩემს კაბინეტში ვარ.ექსპერტები,კრიმინალები ყველა აქაა.სანამ ჩემთან მოვლენ ამ ნომერს გავანადგურებ რომ თქვენ არსად დაფიქსირდეეთ,სანამ მე არ შეგეხმიანებით არც კი გაბედოთ ჩემთან მოსვლა და დაკავშირება.მკაცრად გააფრთხილა მიშოც.-არ დაგავიწყდეს გარეთ ხალხი მჭირდება, თან შენ დიდი მიისა გაკისრია ჩემი მემკვიდრე და ჩვენი დედოფალი უნდა დაიცვა.არავინ არ უნდა გაიგოს "დემონი" და "დედოფალი" ერთი და იგივე პიროვნება რომ არის.
-ეს ომარის ხალხია?მისი ნამოქმედარია?
-ზუსტად არ ვიცი მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასეა, ამიტომ შენ ელას აჩრდილად უნდა იქცე და არავინ მიაკარო.
-კარგი ბოოს...ნაძალადევად იხუმრა მიშომ და ზარიც გაითიშა. მანქანა სწრაფად მოაბრუნა და დანიშნულების ადგილისკენ წავიდა.
სერგიმ სიმ-ბარათი უნიტაზში ჩააგდო და წყალი მოუშვა, მეორე ახალი ბარათი ჩადო და კაბინეტის კარი პოლიციას გაუღო...
ელენე დაბნეული იდგა ცოტა ხანს, მერე შეძლო თავის ხელში აყვანა და რუსასთან დაბრუნდა რომელიც ისევ ირაკლისთან საუბარში იყო გართული.
- ახლავე დავბრუნდები.უთხრა და ჩანთა აიღო, მაკიაჟს შევისწორებ.
-ისევ გადიხარ?-უკმაყოფილოდ ჰკითხა რუსამ
-მალე მოვალ, ხელს არ შეგიშლი გააგრძელე მასთან საუბარი. უთხრა და გასასვლელ კარში გაუჩინარდა.
**************
შავი,ახალთახალი,ბოლო მოდელის ტოიოტა პრადო ჩამუქებული შუშებით სვანეთის გზას ადგა აგერ უკვე მთელი დღე იყო და თოვლიან გზას ნელა მიუყვებოდნენ, რაც უფრო ზემოთ მიიწევდნენ მით უფრო ჭირდა მოძრაობა. მანქანაში სიჩუმე გამეფებულიყო. საჭესთან ახალგაზრდა ყმაწვილი იჯდა, მუქ ჯინსსა და შავი ფერის დუტის ქურთუკში გამოწყობილი, გვერდით კი შუახსნის თმაში ჭაღარაშეპარული მკაცრი გამომეტყველების მამაკაცი ეჯდა, სოლიდურად ჩაცმული,შარვალ-კოსტუმზე კლასიკური შავი ფერის ლაბადა მოეცვა, მუხლებზე დოკუმენტებით სავსე საქაღალდე ედო და ნერვულად უჭერდა ხელს.
-მალე მივალთ?დაარღმია დუმილი
-თითქმის მივედით,უპასუხა ბიჭმა და აგურის ღობით გარშემორტყმულ ორსართულიან სახლთან გაჩერა მანქანა.გაბმული სიგნალით გააყრუა იქაურობა, სანამ რკინის კარში ასევე შუახნის მკაცრი გამომეტყველების მამაკაცი არ გამოჩნდა, სვანური ქუდით და სქელი ქურთუკით მხრებზე მოსხმული.აშკარად ვერ მიხვდა ვინ იყვნენ მოსულები, მაგრამ სტუმრები მანქანიდან რომ გადავიდნენ და ერთ-ერთი დაწინაურდა მასში მაშინვე ამოიცნო შვილის მეგობარი.ხელები გაშალა დ მეგობრულად მოეხვია, თბილი მოკითხვების შემდეგ მეორე სტუმარს მიაპყრო გამომეტყველება და ხელი გაუწოდა მისალმების ნიშნად. მანაც შეაგება თავის ძლიერი მარჯვენა და მოკლედ ჰკითხა
-სად არის?
-სახლის უკან, წამობრაძანდით, უთხრა და წინ გაუძღვა.
სახლს შემოუარეს და უკან ცოტა მოშორებით ისიც დაინახეს ვისაც ეძებდნენ, სიცივის მიუხედავად მასპინძელს მხოლოდ თხელი ქურთუკი მოეცვა სპორტულ ზედატანზე, ქვემოთ სამხედრო შარვალი და სამხედრო ჩექმები ეცვა და მარჯვედ იქნევდა ნაჯახს, შეშის უზარმაზარ მორებს შუაზე აპობდა და მერე უფრო აწვრილებდა. სახე ოფლს დაენამა.ისე იყო საქმიანობაში გართული სულ არ შეუჩნევია სტუმრები.
-შენთან არიან შვილო.-მოესმა მამის ხმა და საქმიანობაც შეწყვიტა,ცულის ტარს დაეყრდნო და მათკენ გამოიხედა.
-გამარჯობა, დაწინაურდა უფროსი და ხელი გაუწოდა. მათი მკაცრი მზერა ერთმანეთს შეხვდა და მცირე ყოყმანის შემდეგ ხელი მანაც გაუწოდა მისალმების ნიშნად
-აქ რა გინდათ?
-საქმე გვაქვს
-მე დაკავებული ვარ. თქვა მობრუნდა და ისევ მაჯვედ მოიქნია ცული.
-ისინი დაბრუნდნენ და ამჯერად უფრო რთულადაა საქმე. ახალი ნარკოტიკი შემოტანეს რომელმაც ორი ადამინის სიცოცხლე შეწირა. თურქი სამართალდამცავებიც არიან საქმეში ჩართულები, იქიდან შემოდის ეს სისაძაგლე
-მერე უჩემოდ ვერ აგვარებთ საქმეებს? რამდენი წარმატებული კადრი გყავთ. განყოფილების უფროსებიდან დაწყებული..
-გავანთავისუფლეთ, საეჭვო კავშირებში იყო შემჩნეული, ახალი კადრები მოვიყვანეთ. მოკლედ განყოფილებაც და ეს საქმეც შენ უნდა ჩაიბარო.
-მამა დედას უთხარი რომ სუფრა გაშალოს სანამ ჩვენ ვილაპარაკებთ და რაღაცეებს შევათანხმებთ,არ შეგვაწუხოთ,თვითონ გამოვალთ.-უთხრა და სტუმრებს სახლისკენ გაუძღვა
************
ელენე მიშოზე ადრე მივიდა დათქმულ ადგილზე და მანქანა გზიდან მოშორებით გააჩერა. გადავიდა,დეკემბრის სუსხმა შეაჟრჟოლა. ისედაც თხლად იყო ჩაცმული და ასეთი საღამოსთვის სულაცარ იყო მზად.მთლიანი, შვი კაბა ეცვა მუხლამდე, სხეულზე მოტკეცილი, ასევე თხელი მოსაცმელით და კლასიკური ფეხსაცმელით. პლედი აიღო, მანქანის ძარას მიეყრდნო და მაგრად მოიხვია, ცოტა გათბა. ცოტა ხანს ფიქრებთან მარტო დარჩა. ხედიც არაჩვეულებრივი იყო, უკვე კარგად დაღამებულიყო და ღამის თბილის ხელის გულივით მოჩანდა აქედან. საერთოდ ელენეს ყოველთვის უნდოდა თბილისში ცხოვრება მაგრამ ასეთი გზით არა..
პირველად რომ ჩამოიყვანეს მშობლებმა ისე მოეწონა აქაურობა წასვლა აღარ უნდოდა.მაშინდელი ზოოპარკი,სამოქალაქო ომ გამოვლილი თბილისი, ნახევრად ჩაბნელებული სადარბაზოები და საკონცერტო დარბაზები განა რა სანახავი და მოსაწონი იყო მაგრამ ბავშვს ამისთვის სულ არ მიუქცევია ყურადღება. უკან აგზაზე სულ ტიროდა არ მინდა წასვლაო. რამდენიმე თვის შემდეგ როცა სიტუაცია დაწყნარდა ისევ მოხვდა დედაქალაქში ამჯერად თბილისის ცირკში, არც ისე მრავალფეროვანი წარმოდგენა იყო როგორც დღევანდელ დროში მაგრამ ეს უფრო მეტად მოეწონა და უფრო დაარწმუნა რვა წლის ბავშვი რომ როცა გაიზრდებოდა აუცილებლად აქ იცხოვრებდა. გაიზრადა და ოცნება აისრულა მაგრამ ასეთი გზით ნამდვილად არ უნდოდა, ოჯახიდან გამოგდებულს და გვარიდან მოკვეთილი ობოლი გოგო თბილისმა შეიფარა და მანაც კიდევ უფრო მეტად შეიყვარა აქაურობა..
ფიქრებმა წარსულში ამოგზაურა,კადრებივით გაურბინა ამ მოგონებებმა, მერე ისევ გელოვანთან მივიდა მისი ფიქრები და აქ გაჩერდა,ყველაზე და ყველაფერზე გაცოფებულს მხოლოდ მაზე ფიქრი ამშვიდებდა და აწყნარებდა.თითქოს იმედსაც უსახავდა იმაზე რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.მართალია მას ხშირად არ შეხვედრია და კარგად არ იცნობდა, მაგრამ ხვდებოდა რომ მათ შორის არსებობდა რაღაც უხილავი კავშირი და ძალა რომელიც ერთმანეთისკენ მიაქანებდა ორივეს.და რაც მთავარია მათ შორის იყო ორი კოცნა რომელსაც ვერაფრით ივიწყებდა.ეს კოცნა კი სულაც არ ჰავდა იმ კოცნას თინეიჯერობის პერიოდში რომ იყო შეყვარებული და მაშინ რომ იგემა პირველად და არც იმ კოცნას როცა გაათხოვეს და ქმარმა იძულებით რომ აკოცა. რასაც ბოლოს გემრიელად დაჟეჟილი გვერდები და დალურჯებული სახე მოჰყვა. საერთოდ იმ ღამეს ძალადობა მოჰყვა,რომელზეც პასუხი არავინ არავის მოსთხოვა და ასე შერჩა იმ არაკაცს ეს ყველაფერი. ასე რომ გელოვანი ერთადერთი იყო ვინც მართალია ძალით აკოცა მაგრამ ამასთანავე ისე სათუთად და ისე ვნებიანად რომ მაში ჩაკლული გრძნობების გაღვიძება გამოიწვია...
ფიქრებიდან მანქანის ხმაურმა გამოიყანა, მერე კი ფარებმა მიანათეს და რამდნიმე წამში მიშოც გამოჩნდა,გვერდით ამოუგდა და ხმას ვერ იღებდა
-რა მოხდა მიშ?რა ხდება ჩვენ თავს?
-ცუდი ამბავია ელე, მოხვია ხელი ბიჭმა და გულზე მიიხუტა
-ხომ ყველაფერი კარგად იქნება?
-წარმოდგენა არ მაქვს. ახლა მე შენს მანქანას გავჩხრეკ და მერე გეტყვი ყველაფერს.
-რას ქვია გაჩხრეკ?ანერვიულდა გოგო და უკან ედევნა მიშოს. თან ათას კითხვას უსვამდა და ხელს უშლიდა საქმის გაკეთებაში
-ამიხსენით რა ხდება. ბოლოსდაბოლოს ეს ჩემი მანქანააა. ბიჭმა ისევ უყურადღებოდ დატოვა და მანქანის სალონის გაჩხრეკა დაამთავრა. საბარგულს რომ ახალა თვალები შუბლზე აუვიდა, კუთხეში თეთრად შეფუტული რაღაც იდო, ელე ვერ მიხვდა რა იყო და და უაზროდ მიაშტერდა გახნილ პაკეტს,
-ეს. ეს რა არის მისო?
-ნარკოტიკია და ახლა უკვე თამამად შემიძლია გითხრა რომ ამას ვეძებდი და ამის გამო დაგიბარე აქ, ამის გამო დააკავეს კლუბის ყველა წევრი და სერგიც,
-გავგიჟდები ნამდვილად გავგიჟდები, ჩაიკეცა ელე და ისტერიკული ტირილი აუვარდა, მისომ ხელი შეაშველა მანქანის კარი გამოაღო და ჩამოაჯინა.
-აი ეს ეგრედ წოდებული კოკაინია. მოწამლულია და ამის მოხმარებამ ორი ადამინის სიკვდილი გამოიწვია, არ ვიცი როგორ ან რანაირად მაგრამ ვიღაცამ მიზანმიმართულად შემოიტან ჩვენს კლუბში და უნდოდოათ შენ გაეხვიეთ შარში.
-ეს სიზმარია და მელანდება ხო?
-არა ელე, გონს მოდი და მოესვი ისტერიკას,მიშომ ცივი წყალი შეასხა სახეზე და ცოტა დაწყნარდა
-ვის შეეძლო ამის გაკეთება, არ მითხრა რომ სერგის...
-გაჩუმდი, ის ამას არასოდეს იკადრებს და არასოდეს გაიმეორო, არც კი იფიქრო.ჩვენი ვვარაუდობთ რომ ეს ომარის გაკეთებულია.
-და ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდება ხო?
მიშომ თავი დაუქნია და მის წინ ჩაიმუხლა
-დამშვიდდი კარგი?არავის მივცემთ უფლებას რომ რამე დაგიშავოს და არც მას. ჩვენ დედოფალს სიცოცხლის ბოლო წუთამდე დავიცავთ, მისი გამხნევება სცადა ბიჭმა.
მერე ადგა, შეკრული პაკეტი აიღო, დანით გაჭრა. იქვე მდებარე ტალახში ჩაყარა და გაანადგურა.ცოტა ხანს ელეს ელაპარაკებოდა და საქმის არსს და სიტუაციის სირთულს უხსნიდა, თან ამშვიდებდა. როცა მიხვდა რომ გოგო დამშვიდდა და საჭესთან დაჯდომას შეძლებდა მანქანაში ჩასვა და სახლში გაუშვა, თვითონაც უკან მიჰყვებოდა, რომ დარწმუნდა სახლში იყო უსაფრთხოდ თვითონაც სახლისკენ მოაბრუნა მანქანა და დიდი სიჩქარით გააქროლა ცარიელ ქუჩებში...

*************
დილით ადრიანად გაეღვიძა ელენეს. ისედაც გვიან ჩაეძინა მიმდინარე მოვლენებზე ფიქრებში და რუსას ქოთქოთმა გააღვიძა. მართალი ჯუჯღუნა იყო მისი მეგობარი მაგრამ სამაგიეროდ კეთილი და წყენა მალევე ავიწყდებოდა. ისევ და ისევ ირაკლისთან საუბარში იყო გართული და თან ყავას ადუღებდა. მეგობრს მიესალმა და მაგიდას მიუჯდა, მხოლოდ ერთი ნაჭერი ბუტერბროტი მიირთვა და ყავა დააყოლა, ყველანაირად ცდილობდა რუსას მისი ნევიულობა არ შეემჩნია და მხიარულად მიესალმა.
-რაო შენმა პრინცმა?
-სამსახურში რაღაც ახალი საქმე გამოუჩნდათ და არ სცალია, არადა ხვალ უკვე ახალი წელია და მინდოდა ერთად შევხვედრილიყავით. მოწყენილი ჩამოჯდა სკამზე
-ხომ იცი როგორი სამსახური აქვს და აქედანვე უნდა მიეჩვიო, ანუგეშა დაქალმა. გინდა სიუპრიზი მოვუწყოთ და სამსახურში დავადგეთ ხვალ?
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი. იქნებ მოიცალოს.
-მოდი ახლა ჩვენ სამსახურში წავიდეთ, ამ წელში ბოლო სამუშაო დღე მშვიდობიანად დავასრულოთ და მერე ხვალინდელი დღისთვის შევიდგეთ მზადებას.
-კარგი, უხალისოდ დაეთანხმა რუსა და მაგიდის ალაგებას შეუდგა...
მთელი დღე უხასიათოდ იყო ორივე სამსახურში, თუმცა ელენე ცდილობდა თავი ხელში აეყვანა რომ მას არაფერი შეემჩნია, მთელი დღე ტელეფონისკენ ჰქონდათ ორივეს გულისყური, არც ირაკლი რეკავდა და არც სერგისგან და მიშოსგან ისმოდა რამე. ძლივს გალიეს დღე, თანაშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, დაემშვიდობნენ და სამსახურიდან გამოვიდნენ. ელენემ საყიდლებზე წაიყვანა, პროდუქტები იყიდეს, საახალწლო მოსართავები, ახალი ნაძვის ხე და შინ ხელდამშვენებულებები დაბრუნდნენ. ჩუმად მოახერხეს ერთმანეთისთვის საჩუქრის ყიდვა. ელენემ რუსას გარდა ირაკლისაც უყიდა და მიშოსაც, ახლა მხოლოდ ისინი იყვნენ მისი ახალი ნაცნობები და მეგობრები რუსას გარდა.
მეორე დღეს დილით ცოტა გამოიძინეს, შუადღისთვის უკვე მზად იყვნენ და საღამოსთვის ემზადებოდნენ, ელენეს გული კარგს უგრძნობდა და რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში იყო მთელი დღე. თავიდან რუსა მოწყენილი იყო, მაგრამ რომ დაურეკა საღამოს თავისუფალი ვიქნები და შენთან მოვალი ისე გაუხარდა გაორმაგებული ენერგიით შეუდგა მზადებას. საჭმელებს ის ამზადებდა, ელენე კი სახლს რთავდა და საახალწლო დეკორციებით აფორმებდა, ნაძვის ხეც დადგა და მის ქვეს საჩუქრებსაც მიუჩინა ადგილი. ვინაიდან მისი საქმე სულაც არ იყო სამზარეულოში ტრიალი და საჭმელების მომზადება ამ სამუშაოს ის ასრულებდა..
-აუ ელეე, თაფლი დამავიწყდა გოზინაყისთვის, გთხოვ ჩადი მაღაზიაში და ამოიტანე.
-ახლავე მივფრინააავ. მხიარულად შესძახა ელენემ და წასასვლელად მოემზადა, საძინებელში შევიდა,მიშოს საჩუქარი აიღო და ბიჭთან შესახვედრი დროც გამოყო, დაურეკა ჩემს სახლთან მოდიო და იქვე მდებარე კაფეში შეხვდნენ დაახლოებით ოც წუთში.
-გილოცავ დამდეგ ახალ წელს, ყველაფერი კარგი მოეტანოს მას შენთვის ჩემო საყვარელო მეგობარო, მოეხვია ელემ ლოყაზე აკოცა და მისთვის განკუთვნილი საჩუქარი მიაწოდა.
-მადლობა ჩემო გოგო, უპასუხა მანაც ლოყაზე კოცნით და მანაც მიაწოდა საჩუქარი.
-არ გახსნი?
-შენ?
-კარგი გავხსნი, მანამდე კი თითო ჭიქა დვლიოთ და დავილოცოთ,გაეცინა ელენეს და ოფიციანტს დაუძახა.-ორი ჭიქა შავი ღვინო ნახევრად ტკბილი.
სანამ ოფიციანტმა მიუტანა შეკვეთა საჩუქრები გახსნეს და ერთამენთს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა.ორივე კმაყოფილი დარჩა
-ძალიან ლამაზი მედალიონია მიშო, მადლობა
-საათიც ლამაზია,ისეთია მე რომ მიყვარს. მადლობა.
-მაშ მოდი გაგვიმარჯოს და მრავალ ახალ წელს დავსწროთ, ყველაფერი კარგი მოეტანოს ამ წელს ჩვენთვის. მალე ყველა ერთად ვყოფილიყავით და ერთად გვეზეიმოს.
-ამინ. შენს ენას შაქარი ჩემო დედოფალო, მრავალს დავესწროთ. უპაუხა მიშომაც და ჭიქა ნახევრამდე გამოცალა.
მერე ბიჭმა იჯენტლმენა, ანგარიში გაასწორა და სახლში გააცილა ელენე, გზაში თაფლიც აყიდინა და ამჯერადაც დაელოდა სანამ სახლის კართან არ მივიდა.
ელენე საათს რომ დახედა ათი ხდებოდა და მაშინვე მოემზადა იმისთვის რომ რუსა საყვედურს ეტყოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და სულაც არ აუვსია საყვედურებით.პირიქით საეჭვოოდ დათაფლული ჩანდა.სუფრაც ნახევრად გაეშალა.
-მოდი მოდი მომეცი ეგ თაფლი, გამოსტაცა ხელიდან და სამზარეულოში გაიყოლა.
-ეს საჭმელები გაიტანე და მაგიდაზე ლამაზად დაალაგე.
ელენე რობოტივით ასრულებდა მის ბრძანებას. დაახლოებით ნახეარ საათში უკვე ყველაფერი მზად ჰქონდათ და ირაკლის მოსვლას ელოდნენ მისაღებში დივანზე მოკალათებულები.
-სად არის ამდენ ხანს?მშია.დაიწუწუნა ელენემ
-მალე მოვალო, ასე მითხრა ბოლოს რომ მელაპარაკა.-
-ეგ მალე ნახევარი საათის უკან იყო.
ელენეს წინადადებაარ ჰქონდა დამთავრებული რომ ზარიც გაისმა და რუსა კარის გასაღებად დაიძრა.
-წავალ მე ტოლმას მივხედავ, თქვა ელენემ და სამზარეულოში გაუჩინარდა.
-ჰმ.ისე გავარდა თითქოს გაიგებს მოიხარშა თუ არა, ჩაეღიმა რუსას და კარი გაუღო. საყვარელ მამაკაცს მოეხვია და ყვავილები და სამელი გამოართვა.
-შემოდით, პირდაპირ მიბრძანდით, მერე განზე გაიწია და ორივეს გზა დაუთმო. ეშმაკურად ჩაუკრა თვალი შეყვარებულს და საჩუქრებს ნაძვის ხესთან მიუჩინა ადგილი
-ვარდებს ლარნაკში ჩავაწობ და სუფრას მივუსხდეთ.ახლავე მოვალ
-რა იყო რა დღეში ხარ?რა დაბნეული იყურები?მიუბრუნდა ირაკლი მეგობარს
-ხო ნამდვილად არ არის სახლში?ჰკითხა მანაც
-არ თქო. წავალ რუსას მივეხმარები. წამოხტა ირაკლი და რუსას გზას გაუდგა.
ელენემ გაზი გამორთო და ცხელი ტოლმა ღრმა ტეფშზე ამოიღო, უკან გამობრუნდა და მოულოდნელად შებარბაცდა. ეგონა მეჩვენებაო და თვალებს არ დაუჯერა. მის წინ არც მეტი არც ნაკლები გელოვანი იდგა არანაკლებ დაბნეული, მაგრამ საოცრად მიზიდველად უღიმოდა გოგოს. ელე დაბარბაცდა და თეფში ხელიდან გაუვარდა.იატაკს ხმაურით დაენარცხა და ალბათ თვითონაც დაეცემოდა ბექას რომ არ ეყოჩაღა.მასთან წამებში აღმოჩნდა,ხელი შეაშველა, წელზე შემოხვია და ძლიერად მიიკრა მკერდზე.მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და ვნებისგან ორივეს სხეული ჯრუანტელმა მოიცვა.
-ახლ წელს გილოცავ, დაიჩურჩულა გელოვანმა,თავი ვეღარ შეიკავა და მის ტუჩებს ვნებამორეული და მონატრებული დაეწაფა...
ოდესმე ოცნება თუ აუხდებოდა თან ახალი წლის ღამეს ვერ წარმოიდგენდა.ალბათ ინტუიციით გრძნობდა რომ ამ დღეს რაღაც კარგი ელოდა და ამიტომ იყო მთელი დღე კარგ ხასიათზე.ისიც კი დაიჯერა რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია და ბავშვობაში ხშირად რომ უმეორებდნენ სურვილები ხდებაო ახლა ბოლომდე ირწმუნა ამ სიტყვების..
გელოვანის ტუჩებმა მის ბაგეებზე ისეთი ხანძარი გააჩინა, რომ მისი ჩაქრობა არ ისურვა და მეტიც ბოლომდე გადაწყვიტა მასთან ერთად ჩამწვარიყო ვნების ამ ცეცხლში. თავს უფლება მისცა და დროებით ყველა და ყველაფერი დაივიწყა და მამაკაცის კოცნას კოცნითვე უპასუხა.კისერზე შემოხვია ხელები და მჭიდროდ შეკრა.არც ბექა დარჩენილა ისე. ცალი ხელით მის თმაში ახლართა თითები და უფრო მეტად იზიდავდა თავისკენ.იმდენად შევიდნენ ეშხში და იმდენად მოწყდნენ სამყაროს რომ ელენემ ბექას კბენა ვერ იგრძნო ქვედა ტუჩზე და ვერც ბიჭი გამოერკვა უცებ ისე აღმოჩნდა ელენეს ხელები როგორ ჩამოცურდა მის გულ-მკერდზე მის მაისურზე და ღილებს უხსნიდნენ...
ისე იყო გოგო ალერსს და სითბოს მონატრებული მამაკაცისგან რომ გაველურებული თვითონაც მჭიდროდ ეკვროდა ბიჭს, ამდენი წლის თუ თვის ნაგროვებმა ვნებამ ერთად ამოხეთქა და მხოლოდ მაშინ გამოერკვა გელოვანის ცივი თითები რომ იგრძნო მაისურის ქვეშ-შიშველ წელზე..მაშინვე მოაშორა ტუჩები და ხელებით მსუბუქად უბიძგა რომ მისგან გაწეულიყო...მერე თავი დახარა და დამნაშავესავით იატაკს დაუწყო ყურება
-მეც გილოცავ ახალ წელს, ჩაიდუდღუნა და თითებს დაუწყო წვალება.
-მაპატიე,თავი ვერ შევიკავე,მეც არ ვიცი რა დამემართა.უკან დაიხია ბექამ.-დაიიწყე და ისე მოიქეცი როგორც აქამდე.მიხვდა რომ გოგო უხერხულ სიტუაციაში ჩაგდო და გამოსწორება სცადა ბოდიშით,თუმცა შინაგანად დუღდა და ერთი სული ჰქონდა იგივე კვლავ გაემეორებინა.
-და ისე მოვიქცე თითქოს არაფერი მომხდარა, ამის თქმა დაგავიწყდა.ელენეს ხმაში წყენა შენიშნა ბიჭმა, და უკან გადევნება სცადა,მაგრამ ელე ოთახიდან გაუჩინარდა და მალე ცოცხით და ასაღებით გამოჩნდა.ნამსხვრევები ერთად მოაგროვა და აწმინდა.
-წავალ ჩვენს გვრიტებს დავუძახებ და სუფრას მივუსხდეთ. მის გასაგონად ჩაილაპარაკა და გასვლისას ჩუმად გააპარა ისევ თვალი ბექასკენ,რომელიც დივანზე იჯდა და ყურადღების გადსატანად ტელევიზორს მიჩერებოდა.
-ვაა ვაა თეფში გატყდა?ბედნიერების ნიშანია. გაუხუმრა ირაკლიმ,რომელიც ელენეს სააბაზანოს კართან შეეჩეხა,რუსასთვის ხელი მოეხვია და ბედნიერები მოაბიჯებდნენ.
-სად გაქრით თქვენ ამდენ ხანს?მიდით სუფრასთან და მეც ორ წუთში შემოგიერთდებით
-ის ცოცხალია?ხომ არ დახოცეთ ერთმანეთი?-გაეცინა რუსას
-მიდით და ნახეთ,აჰყვა ელეც და სამზარეულოში გაუჩინარდა. რუსა რის რუსა იყო რომ ამ ღიმილის მიღმა არ შეემჩნია ის დაბნეულობა რასაც ელე ცდილობდა დაემალა.მიხმარება მოიმიზეზა და უკან მიჰყვა მას,ირაკლი კი ბექასთან გაუშვა
-ელე რამე მოხდა?
-რატომ არ მითხარი რომ ისიც მოვიდოდა?
-შენ წინააღმდეგი ხარ?
-არა..კიი.არ ვიცი.. დავიბენი..ხომ იცი რომ ეს შეცდომაა..
-დამშვიდდი და ბედს მიენდე.შენ ხომ არ იცი რა მოხდება მომავალში და რატომ იტანჯავ თავს ამაზე ნერვიულობით?
-მეშინია ის ღამე რომ ვერ დავივიწყო ან ვერ გამიგოს
-მორჩიიი.დაიჯერე და დაარწმუნე საკუთარი თავი რომ შენ გაქვს ბედნიერების უფლება.იქნებ ეს ის შანსია ცხოვრება რომ ერთხელ ყოველთვის გვაძლევს და მისი გამოყენება უნდა შევძლოთ?
-ვინ იცის...
-დღეს არ გვინდა ამაზე ლაპარაკი და ფიქრი,ცუდი დავტოვოთ წარსულში და ახალს და კარგს ველოდოთ ამ წლისგან.თან იმას ნამდვილად ვერ უარყოფ რომ თქვენს შორის არის რაღაც მუხტი,რაღაც ძალა რაც ისე გიზიდავთ ერთმანეთთან რომ უარს ვერ ამბობთ.
-ხოო, ვერ ვწყვეტ მასზე ფიქრს
-ხოდა წამო დღეს ყველაზე მაგარი ახალი წელი გავატაროთ, გაეცინა რუსას ხელი ჩაჰკიდა და მისაღებისკენ წაათრია ელე.....

-რა გჭირს ბიჭო რატომ ხარ ასე დაბნეული?უჩურჩულა ირაკლიმ ძმაკაცს.-მოგწონს?
-ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს.
აასეც ვიცოდი...
-როგორ მომატყუე, აკი სახლში არ იქნებაო?თუმცა როგორ დაგიჯერე, აბა სად წავიდოდა, ერთადერთი დაქალი ყავს და მასთან ერთად ცხოვრობს.
-დღეს ნუ გამოამჟღავნებ შენს უჟმურ ხასიათს კარგი?გაიღიმე ნახე მოდიან.
-ასე კარგია?ყურებამდე გაიკრიჭა ბექა და მოჩვენებითი ღიმილი აიკრო სახეზე.
-მასხარა ხარ ნამდვილი,გაეცინა ირაკლის და რუსას მიუბრუნდა.-ჰაა გახდა უკვე თორმეტი, არ დავსხდეთ?
-მობრძანდით ვაჟბატონებო.ყველაფერი მზადაა. სკამი გამოსწია რუსამ და ირაკლი გვერდით მოისვა. ელენეს და ბექას სხვა გზა არ დარჩენოდათ.ერთმანეთს გადახედეს და მერე სუფრას მიუსხდნენ,შინაგანად ორივე ისეთ სიხარულს გრძნობდა რომ ის რამდენიმე სანტიმეტრი რაც ერთმანეთისგან აშორებდათ არაფრად მიაჩნდათ. ვერც გამოხატავდნენ,თითქოს რაღაცას ან ვიღაცას უმალავდნენ რომ არ წაერთმიათ და არ დაენგრიათ ეს სასწაული რაც გულში ნელ-ნელა იბადებოდა და რასაც სიყვარული ერქვა...
თითქოს აკრძალული იყო ეს და ამისთვის ორივე დაისჯებოდა..თითქოს წაართმევდნენ და ამ უთქმელობით და დამალვით ცდილობდნენ გაფრთხილებოდნენ და დაეცვათ.
-ელენე, შენი ჭიქა..გამოარკვია ირაკლის ხმამ და დაბნეულმა მიაწოდა ჭიქა.მადლობა გადაუხადა და უხმოდ დააბრუნა უკან მაგიდაზე.
-ბოლოს ჩვენ რომ დავლიეთ მგონი ბევრი მოგვივიდა.გაეცინა ირაკლის
-მგონიი?მგონი კია არა იმდენი დალიეთ მეორე დღე სულ ამ ქალბატონის მოვლაში გავატარე. შეიცხადა რუსამ
-რუუს ნუ შემარცხენ ძალიან გთხოვ..
-არა ბატონო დალევა შენი საქმე,ორი ჭიქის მეტს ვერ სვავ და არც ეშვები...
ბექას ჩუმად ეღიმებოდა ელენეს გაწითლებულ ღაწვებზე თითქოს დანაშაულზე გამოიჭირესო.
-ასე არც ეს გახლავთ დალევის დიდი მოყვარული იშვიათად სვავს მაგრამ ყოველთის კარგად იტანს და სახლში ისე მიდის თითქოს სულ არ იყოს ნასვამი, ფეხიც კი არ ერევა. გასცა მეგობარი ირაკლიმ
-სამაგიეროდ შენსავით სულ ბარებში და რესტორნებში არ დავდივარ და ვმუშაობ..
-მოიცა რაა?თვალები დაქაჩა რუსამ.-შენ კიდევ დადიხარ კლუბებში?თან უჩემოდ?
-აუუ..ეხლა ამას აუხსენი..მოგკლავ გელოვანო...
ელენე და ბექა ხმამაღლა იცინოდნენ წყვილის კამათზე
-ბექას კი არა შენ მოგკლავ თუ გავიგე რომ უჩემოდ წახვედი იქ და ნაშებში იგულავე...გვერდებზე უჩქმიტა რუსამ
-ნელა რა მწარე ხელი გაქვს ენასავით.გაეხუმრა ბიჭი და მტკივანი ადგილი ხელით დაიზილა
-მოდი ნუ ვიკამათებთ და სადღეგრძელოზე გადავიდეთ,წინააღმდეგები თუ არ იქნებით ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი?სიტუაციის განმუხტვა სცადა ბექამ და გამოუვიდა კიდეც. თანხმობა მიიღო სამივესგან.
-მოდით დღევანდელი დღე დავლოცოთ და ჩვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს.არა აქამდე კი ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ აი ასეთ სიტუაციაში ყოფნას გაუმარჯოს და ჩვენს პირველ ერთობლივ ახალ წელს, რომელიც დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ბევრი გველოდება ამ ლამაზი წყვილი წყალობით.აქამდე თითქოს ერთფეროვანი იყო, სულ ამ ბედოვლათთან ერთად მიწევდა შეხვედრა და ხშირად სამსახურში.
-მოიცა რამეს მიწუნებდი?ცუდი პარტნიორი ვიყავი?
-არა რათქმა უნდა,ახალ წელს მასხარა ყოველთვის მყავდა..გაეცინა ბექას
-რაოო?_თვალები გაუფართოვდა ირაკლის
გოგოები უკვე გულიანად იცინოდნენ, ელენემ ისიც კი ვერ გაიაზრა როგორ მიეყრდნო მხარით ბექას და გადაბჟირდა..თან მისკენ აპარებდა თვალს და მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა, მის მომღიმარ სახეს უყურებდა და თამამად შეიძლება ახლა ეთქვა რომ ეს სულ სხვანაირი ბექა იყო და არა ისეთი უჟმური იქ რომ შეხვდა მაშინ განყოფილებაში.
-აბა გაგვიმარჯოს ქალბატონო ელენე...ჭიქა წაიღო მისკენ ბექამ
-კიდევ ერთხელ დამიძახებ ქალბატონოს და პირადად ვიზრუნებ იმაზე რომ მომავალ ახალ წელს აღარ შეხვდე,თვალები დაუბრიალა ელენემ.
-შენ ჩემს მეგობარს არ იცნობ, როცა ბრაზდება ისეთია მტრისას ვინმემ გააჩეროს ან დაიმორჩილოს.
-გამოჩნდება მისი დამმორჩილებელიც,-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ბექას
-ბოლოსდაბოლოს გვეყო ეს ფორმალობები და შინაურულად მივმართოთ ერთმანეთს.
-კარგი ირაკლი, ასე იყოს. დაეთანხმა ელენე და ჭიქა მიურტყა ჭიქაზე ბექას
ისედაც გვიან მიუსხდნენ სუფრას და მეტი სადღეგრძელო არ დასცალდათ.თორმეტი საათი გახდა და გარეთ უისეთი ფეიერვერკი დაიწყო რომ გააყრუა გარემო. რუსამ ირაკლის ჩაჰკიდა ხელი და აივანზე გაიყვანა. მიეხუტა და სულ არ ადარდებდა რომ მარტო დატოვა წყვილი.გაბადრული უყურებდა ცას
-ჩვენც გავიდეთ.ხელი მოჰკიდა ბექამ და სკამიდან წამოაყენა დაბნეული ელენე.
აივანი არც ისე დიდი იყო, მაგრამ ოთხივე დაიტია.ბექა და ელენე უბრალოდ ერთმანეთის გვერდი-გვერდ იდგნენ დადა მხრებით ეხებოდნენ ერთნმანეთს.ბიჭმა ვეღარ მოითმინა და ჩუმად გააპარა ხელი ელენესკენ.მისი თითები მოიქცია თავის დიდ ტორში და ცერა თითით ხელის ზურგზე მოეფერა.გოგოს ერთიანად დაუარა სხეულში ჭიანჭველებმა და გააკანკალა ვნებისგან თუ სიცივისგან უკვე ვეღარ იგებდა.
-ნუ კანკალებ,არაფერს დაგიშავებ,ტუჩები ყურთან მიუტანა და უჩურჩულა ბიჭმა
-ნუ მაბნევ,თითის წვერებზე აიწია რომ მის სახესთან ახლოს ყოფილიყო და მანაც უჩურჩულა
-ხელები გაგეყინა.
-გამითბე.გოგომ ისე შეხედა და ისე მიანათა ანთებული თვალები რომ გელოვანმა თავი ძლივს შეიკავა არ ეკოცნა.
-ნებას თუ მომცემ ისევ დაიხარა მისკენ ბიჭი
-ნუ ცუღლუტონ, ხელი მიჰკრა გვერდში ელენემ.
ასე ფლირტში გაატარეს ის წუთები და იმ სილამაზის ვერაფერი გაიგეს რომელზეც რუსა აღტაცებით საუბრობდა.მერე შიგნით შებრუნდნენ, ბიჭებმა ხმაურით გახსენს შამპანურის ბოთლები, ჭიქებში ჩამოასხეს და ახალი წლის სადღეგრძელოც შესვეს.რამდენიმე ტრადიციულიც მიაყოლეს და ცოტა შეზარხოშდნენ.თამადად ბექა დააყენეს და ისიც ნელ-ნელა გაიხსნა.ისეთი მხიარული იყო,ისეთ საგღეგრძელოებს ამბობდა და ისე გულიანად რომ ელენე სერიოზულად დაფიქრდა მგონი გელოვანს ორეული ყავს და არ ვიცოდიაო.
-აკადემიაში რომ ვსწავლობდით ეს მაშინაც ასეთი სერიოზული და უჟმური იყო როგორიც ახლაა და როგორიც გაიცანით.ჩვენ ბიჭები ყირაზე გადავდიოდით,ათას სისულელეს ვაკეთებდით გოგოების შესაბმელად, ეს კი ერთს გაუღიმებდა და მორჩა იქ დამთავრებული იყო,
-რა ჩემი ბრალია თუ გოგოებს თქვენნაირი ცანცარა და არასერიოზული მამაკაცები არ მოსწონდათ?მხრები აიჩეჩა ბექამ-თან მე ყოველთვის ვიცოდი ვისთვის უნდა გამეღიმა
-იცოდე ახლაც რომ იგივე გააკეთო და ვიმესთან დაგინახოო...
-აუუ ამას კიდევ გაგიჟება უნდა?სული ამომხადა ეჭვიანობით. თავი შეაცოდა ირაკლიმ
-სიყვარულის გამო უნდ აიტანო,გაეცინა ელენეს
-შენ თუ აიტან ან მოითმენ რამეს სიყვარულის გამო?
-მე თავის დროზე ბევრი რამე მოვითმინე და ავიტანე სიყვარულის გამო,მაგრამ როცა უკვე მოთმინების ძაფი წყდება იქ უკვე სხვანაირადა საქმე.არის რაღაცეები რასაც ვერც აიტან და არც მოითმენ
-რა თქმა უნდა ზღვარი ყველგან დ ყველაფერსი არსებობს.
-მოდი არ გვინდა ასეთ თემებზე საუბარი და ვიცეკვთ.მართალია ღამის ორის საათია მაგრამ დღეს ხომ ყველას ღვიძავს და მეზობლები არ გაგვიბრაზდებიან. წამოხტა რუსა, ლეპტოპსი მუსიკა ჩართო და ირაკლი საცეკვაოდ წაიკვანა მოკრძალებული მოედნისაკენ.
-თქვენც ადექით რაა,მიაძახა ელენეს და ნელი მოძრაობით ააყოლა ტანი ნაზ მელოდიას.
მეტი გზა არ დარჩენოდათ.ბექამ ხელი გაუწოდა და ვიცეკვოთო სთხოვა,ელენემ თავის აკანკალებული ხელი გაუწოდა და წამოდგა,ბიჭმა წელზე მჭიდროდ მოხვია ხელი,სხეულზე აიკრა და მუსიკას აჰყვნენ.
-ისევ კანკალებ. ჩემი გეშინია?
-არა საიდან მოიტანე?რატომ ფიქრობ ასე?ისე უპასუხა ელენემ მას არ უყურებდა,
-მე არ ვფიქრობ, ამას შენი სხეული ამბობს.
-კიდევ რას ამბობს ჩემი სხეული?
-ამბობს რომ სიგიჟემდე გინდა გაკოცო,-ჩაეღიმა ბიჭს
-ნუ სარგებლობ იმით რომ ვერაფერს გეტყვი.-გაავებული მიანათა თვალები გოგომ და მგობარს გახედა, რომელიც ირაკლის ისე იყო ჩახუტებული სულ არ აინტერესებდა იმ წუთში არც ელენე და არც ბექა.
-ისე საკმაოდ ბევრ რამეს მალავ და ბევრი საიდუმლო გაქვს,
-რას გულისხმობ?
-დაწმუნებული ვარ იცი რასაც ვგულისხმობ, ნუ ყოველსემთხვევაში ხვდები მაინც,თვაი ჩაუკრა ეშმაკურად ბექამ
-ვერ მივხვდი..
-ვიცი რომ მიხვდი და იცოდე რომ შენს ყოველ ნაბიჯს ვაკონტროლებ და ამჯერად ვეღარ გამაცურებთ.
-შენ რა ჩემს პირად მცველად აპირებ მუშაობას?
-რაც გინდა ის დაარქვი ამას
-ისე ნუ იზავ რომ ქალაქის ცნობილი გამომძიებელი დევნაში და შევიწროვებაში დავადანაშაულო
-თუ გინდა სცადე და ნახავ რა გამოვა.
-ეს გამოწვევაა.მაგრამ არაუშავს,ვნახავთ ვინ დარჩება გამარჯვებული. ამჯერად ელენმ ჩაუკრა თვალი ეშმაკურად და მაცდურად გაუღიმა.ცეკვა ისე დაამთავრეს აღარაფერი უთქმათ,ასე ერთმანეთის ყურებაში და უხმოდ გალიეს დარჩენილი რამდენიმე წუთი,ან რა იყო სათქმელი და რას იტყოდა იქ ენა როცა თვალები ამბობდა ყველაფერს,გული და სხეული კი გრძნობდა..
...ასეა მართლაც..ხანდახან თუ გულით ვირწმუნებთ და დავიჟერებთ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მართლაც აგვიხდება ოცნება თუ სურვილი და ბედნიერება ჩვენთანაც მოვა..ეს დაიჯერა ელენემაც,გაუფიქრა რომ მართალია მათ შორის ისეთი არაფერი მომხდარა მაგრამ ბედნიერად ვგრძნობ თავსო.და თუ მართლა ამას ისეთს არაფერს ეძახდა მისთვის სწორედ ეს ისეთი არაფერი იყო ბედნიერება და ახლა უკვე ნამდვილად დარწმუნდა იმაში რომ მის ბედნიერებას სახელად ბექა ერქვა და ყველაფერი უბრალოდ და მარტივად კარგად იყო...
ბიჭები გვიან წამოვიდნენ.შეყვარებულ წყვილს გაუჭირდა განშორება და თითქმის ნახევარი საათი ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს მისაღებში.ბექა და ელენე კი გასასვლელში იდგნენ და შორიდან შეჰყურებდნენ მათ
-კარგი დრო გავატარე.მადლობა რომ ასე შეწუხდით
-წარმოიდგინე რომ მე არაფერი გამიკეთებია,ყველლაფერი რუსას დამსახურებაა.
-ესეგი ჩემს მეგობარს მართლა კარგი არჩევანი გაუკეთებია,გაეღიმა ბექას
-დიდი ხანია ასეთი კარგი დრო არც მე გამიტარებია და არც ამდენი მიცინია.
-არც მე
-ნეტავ რატომ არ მიკვირს.ისეთი უჟმური ხარ შენი ერთი გამოხედვით აშინებ ხალხს.
-რაც მთავარია შენ არ გეშინია
-მე ცხოვრებაში იმდენი რამე გადავიტანე და გადავლახე რომ ყველანაირი გრძნობა დამავიწყდა და გამიქრა.
-იმედია შენს ნდობას დავიმსახურებ რომ მომიყვე რაღაცეები შენი ცხოვრებიდან
-არა, ეს პირადულია და მის განხილვას არავისთან ვაპირებ.
-იდუმალებით მოცული ადამიანი ხართ ელენე,მაგრამ მე არ მეშინია შენი იდუმალების და კიდევ,შემდეგში როცა მანქანის საჭეს მიუჯდებით ფრთხილად იყავი და დარწმუნებული იყავით იმაში რომ ბოლომდე ხართ შენიღბული....
-ვერ მიგიხვდით..
-ძალიან კარგად მიხვდი
-თორემ ...
-თორემ ის რომ ყოველთვის გახსოვდეს არსებობს ადამინი,ვისაც შეუძლია ყოველთვის დაგეწიოს და დაგიჭიროს..-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი
-და თუ ასეთი დარწმუნებული ხარ რატომ არ აკეთებ ამას?
-მიზეზი შენ იცი,თუ დაფიქრდები მიხვდები.
-არ ვიცი
-იქნებ იმიტომ რომ მომწონხარ და შანსს გაძლევ
-თუ იმიტომ რომ ეს შენს კარიერას დაღუპავს.
-არაუშავს მზად ვარ გავრისკო.ოღონდ უნდა ვიცოდე რომ აღარასოდეს გააკეთებ ამას
-ვერ შეგპირდები,მაგრამ ვიფიქრებ
ამასობაში შეყვარებულებიც გამოჩნდნენ,საუბარი და ერთმანეთის კბენა და ამავე დროს თვალებით და მზერით ჭამა შეწყვიტეს
-კარგად ბიჭებო.და ფრთხილად იმგავრეთ
-ნასვამები საჭესთან ნუ დაჯდებით,პატრულს უფრთხილდით. ხუმრობით მიაძახა კიბეზე ჩამავალთ ელენემ,რასაც საპასუხოთ ჯერ სიცილი მერე კი გელოვანის ხმა გაისმა
-როგორმე გამოვნახავთ საერთო ენას. კიდევ ერთხელ მიაპყრო ელენეს საოცრად მიმზიდველი თვალები და გაუღიმა.ელენეს საბოლოოდ შეუქანდა გული და კვლავ იგრძნო ის ქიმია რაც მამაკაცის მიმართ გააჩნდა.ბედნიერმა დახურა სახლის კარი და რუსას სუფრის ალაგებაში მიეხმარა. ქალბატონი ისეთი შეცვლილი და სიცოცხლით სავსე ჩანდა რუსასაც კი გაუკვირდა და ჰკითხა რა არის შენი ღიმილის მიზეზი ან როდის აქეთ მეხმარებიო,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო და გაჩუმდა.უხმოდ დაასრულეს საქმე და საძინებლებში გაუჩინარდნენ...
გელოვანმა ჯერ ირაკლი დატოვა სახლში და მერე თვითონ გაემართა სახისკენ. ძილი არ მიეკარა საწოლში ჩაწოლილს, სულ ელენეზე ფიქრობდა და მისი მომღიმარი სახე ედგა თვალწინ.გამთენიისას ჩაეძინა და ძილშიც ელენე ესიზმრა, საქორწინო კაბა ეცვა და მისკენ მიდიოდა,ულამაზესი იყო,მაგრამ უეცრად საიდანღაც მოსახვევიდან დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა გამოვარდა მათ გაუსწორდა და გასროლის ხმა გაისმა. ელენე სისხლით შეიღება და დაეცა.ის კი ადგილიდან ვერ იძვროდა და ვერ შველოდა.
-ელენეეე იყვირა და გაეღვიძა კიდეც. საწოლში წამოჯდა, ოფლში ცურავდა.ცხელი შხაპი საოცრად ესიამოვნა.მერე ყავა დალია.წაიხემსა,მოწესრიგდა და ათ საათზე განყოფილების კარი შეაღო.პირდაპირ კაბნეტისკენ წავიდა. დამხმარე გამომძიებლები იხმო და საქმესთან დაკავშირებით თათბირი გამართა.მერე საქმის მასალები დაიტოვა და ხელახალი გადაკითხვა დაიწყო. შესვენებაზე არ გასულა, ამიტომ ირაკლიმ ყავით და ჰამბურგერებით პირდაპირ კაბინეტსი მიაკითხა და მასთან ერთად წინ საქაღალდე დაუდო.
-ეს რა არის?
-ნახე ერთი ვინ გვესტუმრა და ვინაა ერთ-ერთი დაკავებული,უთხრა და ყავა მოსვა. ბექამ თვალებს არ დაუჯერა სახელი და გვარი რომ წაიკითხა
-არ არსებობს
-არსებობს და ბრძანება უკვე გავეცი აქ მოიყვანონ.
ორმა თანამშრომელმა შემოყვანა კაბინეტში ახალგაზრდა მამაკაცი ბორკილებ დადებული.
-მოხსენით და დაგვტოვეთ,ბრძანება გასცა ბექამ.მათაც შეასრულეს და კაბინეტიდან გაუჩინარდნენ.ირაკლი ისევ იჯდა,ბექა კი წამოდგა და მისკენ წავიდა.
-ესეგი თქვენ ხართ ამ კლუბის მეპატრნე და თავი და თავი?მკაცრად ჰკითხა მას
-გააჩნია თქვენ რას გულისხმობთ ამაში ბატონო გამომძიებელო-უდრეკად უპასუხა მამაკაცმაც
-გელოვანი უკვე მის წინ იდგა,მერე მოულოდნელად ხელები გაშალა და მოეხვია.
-როგორ ხარ შე გადარეულო.არ ეშვები ხო მაიმუნობებს?
-ყველაფერი გაუგებრობაა ჩემო ბექა და ამაზე თავს დავდებ რომ ჩემი ბიჭებიდან არც ერთი არ გაკარებია არასოდეს არც ნარკოტიკებს და არც რამე დაუშავებიათ
-მეც მაგას არ ვამბობ,არც მოკლულებს და არც დაკავებულებიდან არც ერთს სხეულში ნარკოტიკის კვალი არ აღმოაჩნდათ.ჩაერთო ირაკლი და ისიც მეგობრულად მიესალმა სერგის..
რამდენიმე წამში კი მაგიდასთან ისხდნენ და ძველი მეგობრები თბილად საუბრობდნენ
-ეს დაკითხვაა თუ..
-ეს მეგობრული საუბარია და თუ ყველაფერს მომიყვები უფრო ადვილად დაგეხმარები.უთხრა ბექამ
-არა იმას მართლა ვერ წარმოვიდგენდი რომ თქვენ იქნებოდით ამ საქმის გამომძიებლები
-ვითომ რატომ?განა თვითონ არ იყავი დრწუნებული ჩვენს შესაძლებლობებში მაშინ?
-მასში კი,შენში არა.
-რა პირდაპირობაა. ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ შენ ყოველთვის ხულიგანი და ზარმაცი იყავი.
-მეტის ღირსი ვარ რაა.ვითომ ეწყინა ირაკლის
-კარგი მოდი საქმეზე გადავიდეთ.ყველაფერი უნდა მოგვიყვე
-რა მოგიყვეთ რაც მეც არ ვიცი.რამდენიმე თვე წასული ვიყავი, წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა ჩვემ კლუბში ან ვინ არიან მოკლულები.ან საერთოდ იმ წვეულებაზე რა უნდოდათ რომელიც ჩემი შვილის დაბადების აღსანიშნავად გავმართე
-რაო?ოჯახიო?შენ ტვინი ხო არ გადაგინერგეს?გაუკვირად ირაკლის.
-გილოცავ.მიულოცა ბექამ.
-მადლობა.
-მეც გილოცავ ძმაო.ჯანმრთელი გაგიზარდოს უფალმა
-ჰო რავიცი ასე მოხდა რაა. მგონი ყველას ცხოვრებაში დგება ის მომენტი როცა ხვდები რომ იჯახი და სიყვარული მთავარია
-იცოდე ის გოგო უნდა გაგვაცნო ვინც ასე შეგაცვლევინა აზროვნება და ყურებით დაგიჭირა
-აქედან გავიდე ჯერ და ყველაფერი იქნება ჩემო ირაკლი
-მოკლედ იქნებ ვინმეზე გაქვს ეჭვი?იქნებ ვინმე გემტერება?
-წარმოდგენა არ მაქვს ბექა. არავისთან არ მქონია დაძაბული ურთიერთობა, რავიცი ახლა ვერ ვიხსენებ ყოველ შემთხვევაში.ერთადერთი ის ვიცი რომ ჩენმს კლუბში ნარკოტიკი სასტიკად აკრძალულია.ც კიი.
-გარდაცვლილებს ინობდი?
-არა.პირველად გავიგე მათზე.არ ირიცხებოდნენ ჩემს კლუბში.
-კამერები თუ გაქვს ?დაკითხვას განაგრძობდა ბექა
-კი მაგრამ რამდენად ინფორმაციულია არ ვიცი.მხოლოდ რამნდენიმე დღის ჩანაწერს ინახავს.
-მაინც უნდა ვნახო.მითუმეტეს იმ დღის ჩანაწერი მაინტერესებს როცა მკვლელობა მოხდა.
-ვნახავთ თუ გავედი აქედან.
-მოსამართლეს დაველაპარაკები და საღამოს გირაოს სანაცვლოდ გახვალ.დანარჩენებიც გავუშვით ვინც დავკითხეთ.ნელ-ნელა ყველა გამოვა.მაგრამნ სანამ საქმე ძიების პროცესშია ქალაქიდან ვერავინ გავა.
-მადლობა ბექა.
-ხვალ მოვალთ და კამერებს ვნახავთ,იცოდე არაფერი დამიმალო.კიდევ ერთხელ გაფრთხილებ.
კიდევ ისაუბრეს ცოტა ხანს ძველმა მეგობრებმა, მერე კი სერგის განთავისუფლების შესახებ ბრძანნება მოვიდა და ბიჭიც გაანთავისუფლეს
-აბა სერგი შარია შარს ერიდე. დაემშვიდობა გასასვლელთან ირაკლი და ხელი ჩამოართვა
-ცოლ-შვილს გაუფრთხილდი.და წკვიანად.დაარიგა ბექამ და მოეხვია... სერგიმ ტაქსი გააჩერა და სანამ ჩაჯდებოდა მიაძახა
-ხვალ საღამოს ცოლი საავადმყოფოდან გამომყავს და გამოარაეტ ცემთან ოჯახში ცოტა დავლიოთ ვაჟკაცი დამილოცეთ
-შენ როდის გადაგაკეთეს?გაეხუმრა ირაკლი
-როცა ჩემი შვილის შესახებ გავიგე,გაუღიმა სერგიმ.-მოხვალთ?
-მოვალთ,უპასუხეს ერთხმად და თბილი ღიმილით გააცილეს ბიჭი სახლში...

ბექა პირდაპირ სახლში წავიდა დავისვენებ,გადავიღალეო.ირაკლის კი რა დაღლიდა.წითელი ვარდების ლამაზი თაიგული იყიდა და რუსას სახლისკენ აიღო გეზი გაუფრთხილებლად,სიუპრიზის გაკეთება გადაწყვიტა და თან მისი ნომერი აკრიფა.
-საყვარელო როგორ ხარ?უკვე მომენატრე. დაითაფლა ნიჭი
-კარგად.მეც მომენატრე ჩემო მშრომელო ბიჭო
-მოკლედ ახლა შენთან მოვდივარ მალე მოვალ. უცებ მოემზადე და სადმე გავიდეთ საღამო ერთად გავატაროთ.
-რააა?მოგკლავ ირაკლი.აქამდე რატომ არ მითხარი.მუქარაზე გადავიდა გოგო,მაგრამ ჩხუბი არ დასცალდა.ნაჩქარევად დაემშვიდობა სატრფო და ტელეფონი გაუთიშა.
რუსა წინ და უკან სირბილს მოჰყვა ოთახში და თან გაჰკიოდა რა ვქნა რა გავაკეთო რა ჩავიცვაო..ელენე კი უკან დასდევდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
-რა ხდება ადამიანო ამიხსენი.გული ნუ გამიხეთქე.
-რამდენიმე წუთში ირაკლი მოვა გავისეირნოთო,მე კი მზად არ ვარ
-რა სულელი ხარ,გამისკდა გული.შვებით ამოისუნთქა ელენემ და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. ტელევიზორის ყურება განაგრძო
-შენ მშვიდად ხარ?-თვალები დაუბრიალა დოინჯშემორტყმულმა რუსამ და წინ დაუდგა.
-აბა რა ვქნა?
-მიშველე რამე..დამეხმარე..
-რა გიშველო?წადი ასე როგორც ხარ. ხელი აუქნია გოგომ
-ელენეეე.გამწარებულმა იკივლა რუსამ და ისეთი საცოდავი სახით შეხედა რომ ელენეს გული მოეწურა და ხელისკვრით გააგდო საძინებელში
საბოლოოდ ელენემ შავი კლასიკური შარვალი და ცისფერი ზედა შეურჩია.შავი,წელში გამოყვანილი,მუხლამდე მანტო და ამავე ფერის მაღარლქუსლიანი ფეხსაცმელი დაუდო წინ და ხმა არ ამოიღოო განუცხადა.სადა მაკიაჯი გაუკეთა, თმა გაუშალა და როცა უკვე სამკაულებს არჩევდნენ ირაკლის ზარიც გაისმა
-იყოს არ მინდა სამკაულები.ასე ჯობია.არკის წინ საბოლოოდ დატრიალდა რუსა და ელენეს შეხედა.-შენ ხომ არ მოიწყენ უჩემოდ?
-არაა, წადი ადამიანო წადი.რამე ფილმს ავარჩევ და გავერთობი მე.ან საერთოდაც დავიძინებ.კარი ფართოდ გააღო ელენემ და რუსას მსუბუქად უბიძგა ხელი წადი გელოდება შენი პრინციო.ისიც გაბადრული დაეშვა კიბეებზე.აღარც მოუხედავს უკან
-ნელა ფეხი არ მოიტეხო.დააწია გზაში მაგრამ მისი სიტყვები არავბის გაუგია.კარი დახურა.გადაკეტა და მისაღებში დაბრუნდა ტელევიზორთან...

რუსამ გაბადრულმა გამოაღო კარი არ დალოდებია ირაკლის და მაშინვე შეხტა მანქანაში,კისერზე მოეხვია და ლოყაზე აკოცა.ბიჭს გაეცინა
-მხოლოდ ლოყაზე კოცნა?
-აჰაამ.თავი დაუქნია გოგომ
-ახლა ?ყვავილების თაიგული აუფრიალა ცხვირწინ
-ახლა დამსახურებული კოცნა. გაეცინა გოგოს და ტუჩებში აკოცა
-აბა სად მივდივართ?ჰკითხა მერე და ყვავილები გულში ჩაიხუტა
-სადაც იტყვი.
-კლუბში?შეაპარა ნელ-ნელა
-კარგი იყოს კლუბი,ოღონდ ზედმეტად არ იცელქებ და ხალხს არ მაცემინებ
-გპირდები ჭკვიანად მოვიქცევი.გაუღიმა გოგომ და ღვედი შეიკრა
-შვებულება როდის გიმთავრდებათ?
-ერთი კვირა კიდევ გვაქვს
-სადმე რომ წავიდეთ ჩვენ ოთხნი?მგონი კარგი იდეაა.
-ყოჩაღ ჩემო ბიჭო.ტაში შემოჰკრა აღფრთოვანებულმა გოგომ.-თან იქნებ ბექა და ელენეც დავაახლოვოთ უფრო
-მაჭანკლობ?გაეცინა ირაკლის
-რატომაც არა. განა ცუდი წყვილია?
-არა,რატომ,მე ხომ არ მითქვამს ასე.პირიქით უხდებიან ერთმანეთს.მაგრამ რამდენად მოეწონებათ ჩვენი აზრი არ ვიცი.ჯერ ვუთხრათ და მერე თვითონ გადაწყვიტონ უნდათ თუ არა წამოსვლა
-კარგი.მაგრამ ვიცი რომ ელენე აუცილებლად წამოვა
-მასე მეც ვიცი რომ ბექაც წამოვა
-ნუ მეჯიბრები შენ
-შენ კიდევ ნუ მეკამათები
-კარგი გავჩუმდები. ჩემი იდეების მეფე ხარ შენ,- გაეცინა რუსას და მხარზე ჩამოადო ბიჭს თავი
-რას არ იტყვი ხოლმე რაა. ჩაეღიმა მასაც და მანქანა კლუბის ავტოადგომზე გააჩერა.
მარტოდ დარჩენილმა ელენემ ჯერ ფილმი აარჩია ლეპტოპში, საწოლზე წამოგორდა და ყურება დაიწყო,მაგრამ გული ვერ დაუდო ფილმს და სამზარეულოში გავიდა, ჩაი აადუღა,იქვე ჩამოჯდა და ტელეფონში ჩარგო თავი,სოციალური ქსელები მოიარა.საინტერესო არაფერი იყო... ისევ ფილმს დაუბრუნდა მაგრამ შვება არ იყო.დროდადრო ფილმის სიუჟეტს წყდებოდა და გელოვანთან გატარებულ წუთებს იხსენებდა.ცდილობდა ყველა წამი გაეხსენებინა.
-ჯანდაბა.ჯანდაბა ჯანდაბა. გაბრაზდა ბოლოს საკუთარ თავზე.ლეპტოპი დახურა.სინათლე ჩააქრო და საწოლსი შეძვრა.თბილი საბნის ქვეშ მოიკუნტა და თვალები დახუჭა..დაძინება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.ისევ ბექასთან მიიყვანა გონებამ...
ბექაც იგივე დღეში იყო, სახლში წაიყოლა სამუშაო უფრო კარგად გავეცნობი თითოეულ დეტალსო მაგრამ არ გამოსდიოდა ისიც ელენეზე ფიქრობდა.მერე ძველი საქმე ამოიღო უჩინარების და ისიც ხელახლა გადაიკითხა.ღრმად იყო დარწმუნებული რომ სერგი რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა და ამ ორივე საქმის დამაკავშირებელი რგოლი და გასაღები ელენე იყო..
-ელენე.ოჰ ელენე..როგორ ამეკვიატე.თავი გააქნია და აბეზარი ფიქრების მოშორება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.მერე უჯრიდან თხელი საქაღალდე ამოიღო,ელენეს დოსიე გადაშალა და მობილურის ნომერი მოიძია. აკრიფა კიდეც მაგრამ ვერ გაბედა დაერეკა.რამდენიმე წუთს უყურებდა ეკრანს.მერე წაშალა და დოსიე უკან დააბრუნაა
-არ შეიძლება ბექა არ შეიძლება.სანამ ყველაფერს არ გაარკვევ თავი შორს უნდა დაიჭირო მისგან.-შეუძახა თავის თავს და ისევ საბუთებში ჩარგო თავი...
***************
-აბა თუ გამოიცნობ სად მივდივართ?დილაადრიანად დაადგა საწოლში ელენეს რუსა და გვერდით მიუწვა.
-მეძინება,-გვერდი იცვალა გოგომ
-ადექი გაიღვიძე შე უჟმურო.გუდაურში მივდივართ ხვალ დილით ადრე და ბევრი საქმე გვაქვს. ხელი მიჰკრა გვერდებში რუსამ და საბანი გადახადა.სიცივემ ელენე უცებ შეაფხიზლა და გაცეცხლებულმა შეხედა მეგობარს.
-მოგკლავ რუსუდან.ვერ გადარჩები. ასე როცა მიმართავდა რუსამ იცოდა რომ სერიოზულად გააბრაზა და წამოხტა,გასაქცევად მოემზადა.ოთახიდან გავარდა, ელენე კი უკან მიჰყვა სირბილით და ყვირილით.
-რატომ გამაღვიძე რატოომ? არ შეიძლება შემარგო დასვენება?
-მოიცადე გთხოოვ.მომისმინე. მის დაწყნარებას ცდილობდა რუსა და თან მაგიდის გარშემო დარბოდნენ.
-იცოდე სერიოზული მიზეზი უნდა მითხრა რომ გავჩერდე
-კარგი ხოო გეტყვი დამაცადე ამომასუნთქე. სულს ძლივს ითქვამდა თან მუცელზე იკიდებდა ხელს.-ბექაც მოდის
ამის ხსენებაზე ელენე უცებ გაშეშდა ერთ ადგილზე და სკამს დაეყრდნო ხელებით.
-აქამდე არ უნდა გეთქვა რომ მარბენინე ამდენი?
-აქეთ მსაყვედურობ კიდევ?
-ეს შენ მოიფიქრე თუ ირაკლიმ?
-იმან.
-აბა მაშინ წამო მოვემზადოთ და წავიდეთ საყიდლებზე.
-მოიცა შენ მართლა დამთანხმდი?ეჭვით შეხედა რუსამ და უკან აედევნა ელენეს
-ნუ ხარ პარანოიკი.არაფერი არ ხდება.უბრალოდ დიდი ხანია არსად დაგვისვენია და კარგი იქნება თუ დავისვენებთ
-კარგი მიდი მაშინ მოემზადე და წავიდეთ. კარი გამოხურა რუსამ და თავისთვის ჩაუდუდღუნა
-მაინც გათქმევინებ რა ხდება და რატომ გაგიხარდა ეს ამბავი ასე.არადა როგორ არ მინდა
მოგკლა ელენე თუ რამეს ,მიმალავ....დაიმუქრა და თანსაცმელის არჩევას შეუდგა..
საუზმის შემდეგ სწრაფად მოემზადბენ და საყიდლებზე გავიდნენ.მთელი დღე აქეთ-იქით იარეს.უამრავი მაღაზია შემოიარეს.იყიდეს ყველა საჭირო ნივთი.უფრო სწორად ყველაფერს ელენე არჩევდა და ყიდულობდა რუსასთვისაც კი.ის კი ძირითადად ტელეფონზე იყო ჩამოკიდებილი და ირაკლისთან საუბარში ან მესიჯობაში ატარებდა დროს.ელენეს რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ელეოდა მოთმინება და ბოლის უკვე პიკს მიაღწია როცა რუსასთვის თოვლში ჩასაცმელ კომბინიზონს არჩევდა,ის კი ზედაც არ უყურებდა.
-რისთვის წამოხვედი?მაინც აქ არ ხარ
-აბა სად ვარ?
-ირაკლისთან. ტელეფონი გამოსტაცა და იქამდე აღარ მიუცია სანამ რუსამ ყველაფრის ყიდვა არ დაასრულა.მართალია ,მისი ბუზღუნის მოსმენა უწევდა ელენეს მაგრამ სამაგიეროდ შედეგი გამოიღო ამან და მალე ყველაფერი მოითავეს.კაფეში რომ შEვიდნენ ყავის დასალევად მაშინ დაუბრუნა ტელეფონი და ოფიციანტს შეკვეთა მისცა.
-რაღაც მოხდა.მოიცა რაო?აუუ ცუდიაა,ბექა ვეღარ მოდის მგონი,რაღაც პრობლემები შეიქმნაო.
ელენემ უცებ მოიწყინა და მოიღუშა,სწრაფად დალია ყავა,ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და სახლში დაბრუნდნენ.ნივთები შესასვლელსივე დაალაგა და საძინებელში განმარტოვდა. დავისვენებ იქნებ გადამიაროს თავის ტკივილმაო.რუსამაც აღარ შეაწუხა,ბარგის ჩალაგებას შეუდგა.
********
სერგიმ განყოფილება რომ დატოვა ჯერ სახლში შეიარა.შხაპი მიიღო,ტანსაცმელი გამოიცვალა და მაშინვე თინანოთან წავიდა საავადმყოფოში.სახლში დაიბარა მზად იყავით დგეს გამოწერენ და მათ დასახვედრად მოემზადეთო.
პალატის კარი რომ შეაღო გოგო მოწყენილი სახით იწვა და პატარას ეფერებოდა.
-აბა ჩემი ანგელოზები როგორ არიან?გაუღიმა გოგოს და მათკენ წავიდა.
-საყვარელოო. როგორ მომენატრე,სად იყავი?მეგონა..
-ჩუუ.ტყუილად გეგონა.მე შენ და ჩვენს შვილს აღარასოდეს მიგატოვებთ
ბავშვი ხელში აიყვანა.ლოყაზე აკოცა და ჩაიხუტა.
-არ გააღვიძო გთხოვ,ახლა დავაძინე.
სერგიმ საწოლში ჩააწვინა,თვითონ კი თინანოს ჩამოუჯდა საწოლზე და მისი ხელი თავის ტორებში მოიქცია.
-დღეს სახლში მივდივართ,მზად ხარ?
-შენთან მივდივართ?
-დიახ.ჩემთან მივდივართ,ყველა გელოდება.დაიმახსოვრე და შეეგუე იმას რომ უკვე ჩემი ცოლი ხარ.ისედაც დავაგვიანეთ.მოეხვია გოგოს და მძინარე პატარს ამაყად გადახედა...
თინანო შვილთან ერთად სახლში რომ მიიყვანა უკვე ყველა მზადყოფნაში იყო. რამდენიმე ოჯახსი ახლობელი დაეპატიჟათ და სუფრაც გაეშალა.ბექას და ირაკლისაც ელოდა,მაგრამ მოულოდნელად დაურეკა გელოვანმა რომ საქმე გართულდა და დღეს ვერ მოვალთ სხვა დროს შემოგივლითო.არ სწყენია კარგად იცოდა მათი სამსახურის ამბები...
მისმა მშობლებმა მაშინვე გულში ჩაიხუტეს ობოლი თინანო და ნათესავების წინაშე რძლად გამოაცხადეს.გოგო დარცხვენილი იდგა და პატარას უფრო იხუტებდა გულში.
სერგიმ გამოართვა და გვერდით ამოუდგა გოგოს.უჩურჩულა გაიღიმე ნუ ხარ ასე მორიდებულიო.
-შვილო ვიცი რომ მძიმე ცხოვრება გქონდა. ადვილი არაა მშობლების ტრაგიკულად დაღუპვით გამოწვეული ტკივილის გადატანა და დავიწყება.მითუმეტეს შენს ასაკში.ვიცი ვერც ვერავინ შეგიცვლის მათ,მაგრამ მაინც გთხოვთ რომ მიგვიღე ისე როორც საკუთარი მშობლები.შენს გვერდით გვიგულე სულ.მინდა რომ ეს საგვრეულო სამკაულები გადმოგცე.მშვიდობაში და ბედნიერებაში მოიხმარე. ქალი ისეთი საყვარელი და მზრუნველი იყო რომ გოგოს ცრემლი მოერია და გული აუჩუყდა
-და ეს ვაჟბატონი თუ გაგაბრაზებს ჩვენ გვითხარი და სათანადოდ დავსჯით, ჩაერთო სერგის მამა და გაიხუმრა.რასაც დამწრე საზოგადოების სიცილი მოჰყვა
-აჰაა ესეგი უკვე გაერთიანებას აყალიბებთ ხო ჩემს წინააღმდეგ?
-გაჩუმდი შენ.ისედაც ბევრი გითმინეთ ამდენი ხანი.დატუქსა დედამ შვილი და ბავშვი გამოართვა. წამოდი შენს ოთახს გაჩვენებო უთხრა რძალს და წინ გაუძღვა. სერგიმ
მსუბუქად უბიძგა გოგოს გაყევიო და თვითომ სტუმრები სუფრასთან მიიყვანა...
საძინებელში შეიყვანა ქალმა რძალი,ბავშვი მისთვის განკუთვნილ საწოლში ჩააწვინა და მერე მას მიუბრუნდა.
-ვეცადე ყველაფერი მომესწრო და მომეწესრიგებინა.თუმცა რამდენად გამომივიდა არ ვიცი.თუ რამე არ მოგწონს,შეგიძლია გადააადგილო და შენი გემოვნებით მოაწყო. კარადაში ნივთებია შენთვისაც და ბავშვისთვისაც რაც შეიძლება უცებ დაგჭირდეს.დანარჩენს მერე ერთად შევიძენთ.ოჰ სერგი კი არის მოსაკლავი აქამდე რომ არ მითხრა,მაგრამ არაუშავს ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ,ასე არაა ჩემო გოგო?
-დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის.დაიმორცხვა თინანომ და გული აუჩუყდა,ცრემლები მოერია.
-აბა აბა ეხლა,არ იტირო და ცრემლები არ დამანახო.გაუღიმა ქალმა.-დაისვენე შვილო თავს არ მოგაბეზრებ.ახალ ნამშობიარები ხარ მაინც და ეს დიდი დარტყმაა ქალის ორგანიზმისთვის.
ქალმა მარტო დატოვა.ჯერ დაბნეული იდგა თინანო.მერე კი ბავშვმა წამოტირა და მასთან მივიდა.ხელში აიყვანა და თავის საწოლზე დააწვინა,თვითონაც გვერდით მოუწვა და მოემზადა რომ ეჭმია საჭმელი..პატარა მადიანად დაეწაფა დედის რძეს...
მისაღები ოთახიდან მასთან ძნელად აღწევდა სტუმრების მხიარულების ხმა. მალე ძილი მოერია და პატარასთან ერთად.შუქი ჩააქრო და თველაბი დახუჭა...
სერგი ცოტა ხანს დაჰყო სტუმრებთან ერთად. რამდენიმე სადღეგრძელო შესვა და იძულებული ოყო მათ აჰყოლოდა დალევაში.არადა საძინებლისკენ ჰქონდა მთლიანად ყურადღება მიპყრობილი...მერე დრო იხელთა და როგორც იქნა დაუსხლტა სტუმრებს.ოთახში რომ შევიდა საოცარი სურათი დაეხატა თვალწინ.მისი საწოლი ცარიელი აღარ იყო და სრულად შევსებულიყო. ახლკა უკვე ცოლს და შვილს დაეკავებინა.ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს.ტანსაცმელი გაიხადა და ასეტივ სიფრთხილით მიუწვა თინანოს გვერდით.წელზე შეუცურა ხელი და ზურგიდან აეკრო. და მის თმაში ჩარგო ცხვირი,მისი სურველი შეისუნთქა. გოგო შეიშმუშნა და თვალები ნელა გაახილა.
-მოხვედი?დაიჩურჩულა მან
-ჩუუ,დაიძინე, მესენთან ვარ.უპასუხა ასევე ჩუმად სერგიმ და კისერშსი აკოცა.
-მიყვარხარ სერგი, ამ ყველაფრის გამო სიგიჟემდე მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემო გოგო. აი ამ პატარა სასწაულის გამო მიყვარხარ.მხოლო ახლა ვგრძმობ რა ყოფილა სრულყოფილი ბედნიერება. პატარას გადახედა და ერთად გადაეშვნენ მორფეოსის სამეფოში.....
**********
რუსამ ვერ გაოგო მიზეზი რატომ მოიწყინა ელენემ ან რატომ შეიკეტა თავის ოთახში.მიაკითხა კიდეც მაგრამ ვერაფერი გაარკვია და უკან გამობრუნდა.ისევ მარტო დატოვა. ბარგის ჩალაგებას გვიან მორჩა.მერე ცოტა ხანს ისევ ირაკლის ელაპარაკა და უკვე ღამის თორმეტი საათი ხდებოდა როცა დასაძინებლად წავიდა.გულმა არ მოუთმინა და კიდევ შეიჭყიტა ელენეს ოთახში. მართალია შუქი არ ენთო მაგრამ სიბნელეში მაინც შენიშნა საწოლზე მჯდარი ელენე
-ელეე,მიაუახლოვდა მის საწოლს და წინ ჩამოუჯდა
გოგომ არაფერი უპასუხა
-ელე რა გჭირს?შემომხედე.არ თქვა რომ ისევ გაწუხებს კოშმარები.ხომ აღარ გესიზმრებდა? პატარა ლამპა აანთო რუსამ და სახზე ააწევინა
-არ მესიზმრება
-აბა რა ხდება?რაშია საქმე .ნუ გამაგიჯე ადამიანო.დიდი ხანია ასეთი არ მინახიხარ.
-მიყვარს რუსა მიყვააარს.ამოისლუკუნა ელენემ და ცრემლებს საბოლოოდ მისცა გასაქანი.
-რა თქვი?თვალები გაუფართოვდა რუსას და მეგობარს მოეხვია
-გელოვანი...მგონი მიყვარს..ვერ ვივიწყებ იმ სამ მოპარულ კოცნას.ვერ ვივიწყებ მასთან გატარებულ წამებს...ახლა როცა ამდენი ხნის შემდეგ ვნახე მივხვდი რომ მგონი მიყვარს
-რაოო?სამი კოცნაო?თქენ რა დღეში ყოფილხართ.თვალები გაუფართოვდა ვაშაკიძეს და დამშვიდება დაუწყო. -ყველაფერი კარგად იქნება. აი ნახავ ყველაფერს მოაგვარებთ და გაარკვევთ და მალე თქვენს ერთად ყოფნას ავღნიშნავთ.
-არა რუსა არა.არ შიძლება ჩვენი ერთად ყოფნა. მე არ შემიძლია..
-შეგიძლია.ძალიან კარგად შეგიძლია, თავს უნდა მისცე უფლება ბედნიერი იყო,დაივიწყე ის არაკაცი საბოლოოდ.ბექასი კიდევ არ შეგეშინდეს.ყველაფერი წარსულში დატოვე და მიეცი მას შენთან მოახლოების უფლება
-რომ ვერ შევძლო?ან მან რომ ვერ გაიგოს?
-მოდი იცი რაა.ჯერ დამშვიდდი,არ ინერვიულ.გახსოვს რამდენიმე წლის უკან გეგონა ომ აღარავიმ შეიყვარებდი.ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. გთხოვ წამოდი ჩვენთან ერთად გუდაურში,დამშვიდდები და მერე ყველაფერს სხვანაირი თვალით შეხედავ
-არა რუსა,არ მინდა რომ თქვენც ჩაგაშხამოთ ჩემი უხასიათობის გამო დასვენება.უჩემოდ წადით.
-მაშინ დამპირდი რომ აღარ ინერვიულებ,ვიცი შენს მიმართ ბექაც არაა გულგრილი.არც შენ ხარ არავისზე ნაკლები გოგო და დარწმუნებული ვარ ერთად იქნებით.ახლა დაიძინე და ხვალიდან ვიწყებთ ოპერაციას- "როგორ შევუყვარდე გელოვანს".მისი გამხიარულება სცადა რუსამ.,რაც გამოუვიდა კიდეც.ელენეს გაეცინა მის ნათქვამზე და საწოლში გემრიელად მოეწყო.ბედნიერმა დახუჭა თვალები,რუსა მასთან დარცა სანამ ღრმად არ ჩაეძინა,გონებაში კი უკვე იმას გეგმავდა როგორ ჩაეყვანა ორივე გუდაურში და მათი დაახლოება როგორ მოეხერხებინა...

საავტომბლო კლუბში ადრიანად მივიდა გელოვანი.სერგი უკვე იქ დახვდა და კაბინეტში ელოდა .მდივანმა პირდაპირ მასთან შეიყვანა,წინ შეატარა,მერე კარი გამოიკეტა და მარტო დატოვა ორი მეგობარი ერთანეთთან.გელოვანმა მაშინვე იგრძნო რომ მკვლელობას გავლენა მოეხდინა აქაურობაზე და ხალხი თითქმის არ იყო,არასოდეს არ იყო აქ ასეთი სიწყნარე.ყოველთვის ხმაურიან აგილზე ამჯერად საოცარი სიმშვიდე გამეფებულიყო.
-დალევ რამეს?-შესთავაზა სერგიმ თბილი მოკითხვების შემდეგ
-მხოლოდ ერთი ჭიქა ძლიერი ყავა,უშაქრო.
-როგორც ყოველთვის ხო.-გაცინა სერგის და მდივანს დავალება მისცა.-იქნებ როდესმე გადაეჩვიო, გამოჩნდეს ადამიანი და დაგატკბოს,გაეხუმრა მერე
-როგორც ჩანს იმ გოგომ შენ მართლა გადაგიწყო ტვინი და შენგან სერგის კლონი შექმნა. რაო მოვეკიდეთ ოჯახს და სხვანაირად ავჭიკჭიკდითო?-არ ჩამორჩა ბექაც
-რას ვიზამთ ასეა ძმაო.მოდი შენ მანამდე აქ დაჯექი და აი ჩანაწერები აქაა.
პაროლი.კომპიუტერი ყველაფერი შენს ხელშია. სერგიმ თავის სავარძელზე მიუთითა და თვითონ წინ დაუჯდა.
ბექა კომპიუტერს მიუჯდა და ჩანაწერები გახსნა.ის დღე მოიძია რომელ დღესაც მკვლელობა მოხდა და მთელი ყურადღება ეკრანზე გადაიტანა. დაძაბული და გულისყურით ადევნებდა თვალს ყველაფერს,ყველა დეტალს. მდივანმა რომ ყავა შემოიტანა და სერგიმ წინ დაუდგა ესეც ძლივს შეამჩნია ისე გადაეშვა მთლიანად საქმეში.ყოველკთვის ასე იყო,იმიტომაც აფასებდნენ მას და იმიტომ ჰქონდა ასეთი შედეგები რომ საქმეში ყოველთვის სულს და გულს დებდა.
-მოდი აქ შენც ჩემთან ერთად უყურე და ყველაფერი მითხარი თუ რამე საინტერესო და უცნაური შეამჩნიე იცოდე. სერგი გვერდით მოისვა და თან თითქმის უკვე გაციებული ყავა მოსვა
-მოიცა მოიცა გააჩერე, დააპაუზებინა სერგიმ კადრი, -ეს ის ადგილია სადაც გვამები აღმოაჩინეს.
ეკრანზე ნათლად დაინახეს როგორ გაჩერდა შავი ფერის უნომრო ჯიპი და იქიდან ორი ნიღბიანი მამაკაცი გადმოვიდა. საბარგული გააღეს და რაღაც გადმოიტანეს.უფრო კარგად რომ დააკვირდნენ და ახლოს მოიტანეს გვამები აღმოჩნდა.
-წარმოუდგენელია არ მჯერა.
-ახლა ხომ მოხვდი რომ მე მართლი ვარ და ჩემი კლუბის წევრები არაფერს შუაში არ არიან?
ბექამ თავი დაუქნია და ყურება განაგრძეს. ნათლად ადაინახეს როგორ ჩასხდნენ მანქანში და ისევე ჩუმად დატოვეს იქაურობა როგორც გამოჩნდნენ. ბექამ გასასვლელში მდგარი კამერები ნახა და იქ უკვე კარგად დაინახა რომ ორივე ნიღბიანის სახე.
-გეცნობა?
-არა. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან.
-იქნებ ვინმე იცნობს მათ?არავინ გყავს ისეთი ვისაც აქაურობას ანდობ და ანდობდი როცა წასული იყავი?
-ეგ საიდუმლოა ვერაფერს გეტყვი.
-სერგი მომისმინე მე რაღაც ეჭვები მაქვს და ძიება რაც უფრო გაგრძელდება მით უფრო მეტად შეიძლება რომ რაღაც ისეთი დეტალები გამოიკვეთოს რაც არ გაწყობს რომ გაცხადდეს.ამიტომ უნდა მენდო და ყველაფერი მომიყვე რომ შენი დახმარება შევძლო და გამოსავალი ერთად ვიპოვოთ.
-კარგი მაგრამ დამპირდი რომ ამ ადამიანს პრობლემები არ შეექმნება.
-ესეგი რაღაცას მაინც მიმალავ და ბოლომდე არ მენდობი.
-გენდობი მაგრამ ხომ იცი ჩემი რეპუტაციის მქონე ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქნდეს გეგმა ბე.გაეცინა სერგის და ნომერი აკრიფა მობილურში
-რა თქმა უნდა ეს როგორ ვერ გავთვალე. შენ ხომ სერგი ხარ. თავი გააქნია და ეკრანს მიუბრუნდა. ახლა სხვა დღის ჩანაწრები გახსნა სანამ ბიჭი ლაპარაკობდა ყურება განაგრძო.უცებ ეკრანზე გაუშეშდა თვალები და გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა.ბართან არც მეტი არც ნაკლები ელენე იჯდა ბედნიერი სახით,რამდენიმე ბიჭი შეკრებილიყო მის ირგვლივ და საუბრობდნენ, თან გულიანად იცინოდნენ.მის გვერდით მდგარი ბიჭიც კი ეცნო,არ ცდებოდა ნამდვილად ის ხელოსანი იყო მაშინ რომ შეხვდა სახელოსნოში.სწრაფად გამორთო კამერა და სერგის მიჩერდა.
-მოდის მალე აქ იქნება. რამდენიმე წუთი დაველოდოთ.
მეორე შოკი მიიღო გელოვანმა როცა კაბინეტის კარი სწორედ მან შემოაღო ვინც წეღან ჩანაწერში ელენეს გვერდით ნახა.
-გამარჯობათ ბატონო მიხეილ.თქვენს აქ ყოფნას ნამდვილად არ ველოდი, წამოდგა და ირონიით გაუწოდა ხელი მისალმების ნიშნად.
-ეს რას ნიშნავს სერგი?როდის აქეთ ვთანამშროლობთ ძაღლებთან?-ბექას ზურგი აქცია და სერგისკენ შებრუნდა
-დაწყნარდი და მალე ყველაფერს მოგიყვები.გახსოვს ერთხელ მკითხე გელოვანს იცნობ თუ არაო?მაშინ არ გაგეცი პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ ახლა გიპასუხებ. ვიცნობ თან ძალიან კარგად.ჩვენ ძველი მეგობრები ვართ.ახლა კი ისეთი რაღაც მოხდა რაშიც აუცილებლად უნდა დაგვეხმარო.შენს გარეშე არაფერი არ გამოვა.
-შენ შეგიძლია ითანამშრომლო მათთან.მე კი ამას არ გავაკეთებ.გაბრაზებულმა შეხედა მიშომ ორივეს.ეს ბოლო წვეთი იყო. ბექას მოთმინება დაელია და კბილებში გამოსცრა
-ახლა კარგად მომისმინეთ ორივემ.ძალიან ჩაიხლართა ყვლაფერი და პირდაირ გეტყვით ყელამდე მზღ...ში ხართ.ისე დაიძაბა სიიტუაცია რომ შეიძლება შარში გაეხვიოთ სხვისი დანაშაულის გამო და თუ სიმართლეს არ მომიყვებით ამ საქმიდან მშრალად ვერ გამოხვალთ.ასე რომ სანამ ჯერ კიდევ მაქვს თქვენი მოსმენის და დახმარების სურვილი მაგიდასთან დასხედით და ყველაფერი თავიდან ბოლომდე მომიყევით.
მუქარამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე წუთში სამივე მაგიდას უსხდა და საუბრის დასაწყებად ემზადებოდნენ.
-სანამ კითხებს დავსვავ მინდა გთხოვოთ რომ ვლაპარაკობთ გულწრფელად და არაფერს მიმალავთ მე კი ყველანაირად გეხმარებით რომ ამ საქმიდან მშრალად გამოხვიდეთ
-იყოს ისე როგორც შენ იტყვი.თავი დაუქნია სერგიმ
-კარგი.აბა მეტყვი თუ არა რას მიმალავ?
-არაფერს. ერთხმად უპასუხეს
-სერგი._თვალები დააბრიალა ბექამ-დარწმუნებული ხარ? თან კომპიტერში რაღაცას ეძებდა ბექა. ეტყობოდა რომ იპოვა და კმაყოფილმა გადახედა ორივეს
-რა გინდა ჩვენგან?-ჰკითხა მიშომ
-სიმართლე...სიმართლე აი ამის შესახებ.უპასუხა, ეკრანი ორივეს მიუტრიალა.და ელენეს დაადო ხელი.ორივეს შუბლზე აუვიდათ თვალები.
-თქვენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ჯერ.ამ გოგოს ვიცნობ და ეჭვმიტანილი იყო უჩინარების საქმეში,. ასე რომ ახლა ვფიქრობ რომ თქვენც ხართ დაკავშირებული მასთან და ეს ორი საქმე ერთმანეთთანაა თავის მხრივ კავშირში.ვცდები თუ სიმართლეს ვამბობ?
სერგიმ და მიშომ ერთმანეთს გადახედეს. ამას ნამდვილად არ ელოდნენ რადგან ელენეს საგულდაგულოდ მალავდნენ და როცა ის კლუბში მოდიოდა კამერებს თიშავდნენ რომ ის არ აღბეჭდილიყო მასზე,როგორც ჩანს ბოლომდე ვერ გათვალეს და რაღაც მაინც გაეპარათ..
-კარგი.ყველაფერს მოვყვები.მაგრამ იცოდე რომ ნარკოტიკებთან კავშირი არ გვაქვს და არც არასოდეს გვქონია. სერგიმ სეიფიდან დისკი ამოიღო და ბექას მიაწოდა.
-და კიდევ ყველაფერი ჩვენს სამ შორის უნდა დარჩეს ჯერჯერობით სიმართლეს რომ მოისმენ შენც ამის მომხრე იქნები.
-არც მე არ მინდა რომ ხმა გავიდეს,საიდუმლოდ ვიმოქმედოთ
-მეჩვენება თუ ჩვენს მხარეს ხარ?-ირონიით ჰკითხა მიშომ
-გიხაროდეთ,ნამდვილად ასეა.მე სიმართლის მხარეს ვარ და გული მიგრძნობს რომ თქვენ მხარესაა ეს სიმართლე. კიდევ ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე უბრალოდ აკრძალული რბოლა.
-მოკლედ ყველაფერი დაახლოებით ერთი წლი უკან დაიწყო.ან უფრო ადრე.გააჩნია შენ საიდან გაინტერესებს..
-ამ გოგოდან...
-შენ მაგ გოგოს ცუდად უტრიალებ და იცოდე არ მოგცემ უფლებას ჩვენს დედოფალს ზიანი მიაყენო.უთხრა მიშომ.-
-რა იყო ხომ არ გიყვარს?-ირონია არ მოიშალა ბექამ და თავი გამოიჭირა რომ ეჭვიანოდა მასზე,მიშოს მეტი არ უნდოდა მაშინვე წამოიფოფრა და საყელოში სწვდა ბექას. ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო და თავის დაცვა ძლივს მოახერხა
-იცოდე გაფრთხილებ მასზე რომ ილაპარაკებ სიტყვები შეარჩიე სანამ რამეს იტყვი. ელენე ჩემი დაა, დაა რომელიც არასოდეს მყოლია და რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი. მასზე წმინდა და სუფთა გულის ადამიანი მეორე არ არსებობს და არ მივცემ არავის უფლებას ისევ ჩითრიონ სიბინძურეში და ისევ ზიანი მიაყენონ მას
-მიშო გაჩერდი, შეწყვიტე. არაფერი თქვა,-უღრიალა სერგიმ და ხელები გააშვებინა ბიჭს რომელსაც თვალები ისე უელავდა რომ ალბათ ბექას შუაზე გაგლეჯდა. გელოვანი ამის მოსმენამ დაამშვიდა და პერანგის საყელო შეისწორა.
-განვაგრძოთ თქვა მოჩვენებითი სიმშვიდით და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ყველაფერი ელენეს გამო დაიწყო...ამ დისკს უყურე და დასკვნები თავად გამოიტანე.. მერე მეც ნელ-ნელა ყველაფერს მოგიყვები. უთხრა სერგიმ და მანაც ეკრანს მიაპყრო ყურადღება სადაც ელენეს რბოლა იყო გადაღებული....
-ნამდვილი დემონია. აბა აქ,ასეთ რთულ ტრასაზე გზას ვერავინ გაიკვლევს,ჩვენც კიი. ასე როგორ რისკავს სიცოხლეს. ჩაილაპარაკა ბექამ და ყოველი მოსახვევის გავლისას გული უფრო მეტად უცემდა ვაიდა ვერ გაიაროო.თუმცა ელენემ გველიცით დაკლაკლინი გზა,რომელიც ხრამებს მიუყვებოდა ერთი ამოსუნთქვით გაიარა,თან ისეთისისწრაფით რომ არც ერთ რთულ მოსახვევს არ მორიდებია... გზის დასასრულს სვებით ამოისუნთქა და სერგის მიუბრუნდა განაგრძე თხრობაო...
****************
დიდი ხვეწნის მიუხედავად ელენე ვერაფრით დაითანხმეს მათთან ერთად წასვლაზე ამიტომ რუსა და ირაკლი მარტოები გაემგზავრნენ გუდაურში. შუადღეს უკვე ჩასულები და დაბინავებულები იყვნენ სასტუმროში. ცალ-ცალკე ნომრები აიღო ბიჭმა რომ ეგონა გოგოები ერთად იქნებიანო.მაგრამ ახლა ამხელა ოთახში მარტო რუსას უწევდა გაჩერება. ბარგი არ ამოულაგებიათ. გამოიცვალეს და სასტუმროს რესტორნშივე ჩავიდნენ საჭმელად. ის იყო ოფიციანტმა შეკვეთა მოიტანა და ჭამა უნდა დაეწყოთ რომ ბიჭის მობილური აწკრიალდა
-ახლა რომ სამსახურში გამოგიძახონ გავგიჟდები. დაიწუწუნა რუსამ
-ბექა რეკავს. ნეტავ რა უნდა თქვა და უპასუხა.
-როგორ ხართ?როგორ ისვენებთ?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.საქმეებს მოვაგვარებ და მეც ჩამოვალ,მანამდე კი მომიკითხე გოგოები.
-რუუს მოგიკითხა ბექამ,ჩამოვალო, ამცნო შეყვარებულს ირაკლიმ
-ჩემგანაც მოიკითხე.უთხრა რუსამ და უკვე გემრიელად ილუკმებოდა.
-რუსამაც მოკითხა შემოგითვალა.მალე ჩამოდი. იქნებ ჩემი მეგობარიც ჩამოვიტყუო და ერთად კარგი დრო გავატაროთო.
-ეგ არ მითქვამს შეუბღვირა რუსამ
-მოიცა ელენე თქვენთან ერთად არაა?-გაკვირდა ბექას და მანქანა გზიდან გადაიყვანა. გვერდით გააჩერა
-არა არ წამოვიდა.მოულოდნელად გადაიფიქრა
-ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა. საჭეს დაარტყა გამეტებით ხელი ბექამ და ანერვიულება დაეტყო.-მეგონა წამოვიდა თქვენთან. აქამდე რატომ არ მითხარი
-აქამდე ვერაფრით დაგიკავშირდი,რა ხდება მშვიდობაა?
-არაფერი შეიმჩნიო რუსასთან,მოკლედ გეტყვი.
ახლა ირაკლიც შეშინდა მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია და რუსას უღიმოდა.მეორე მხრიდან კი ბექას საყვედურებს ისმენდა და ამავე დროს საქმის მასალებს ეცნობოდა.
-რადაც არ უნდა დაგიჯდეს რუსა უნდა დარწმუნო რომ ელენე მანდ ჩამოიყვანოს.გაიგე?
უთხრა ბოლოს როცა მოყოლა დაასრულა/
-კარგი ბექა გასაგებია ყველაფერი. აბა გელოდებით.
დაემშვიდობა და მობილური ჯიბეში ჩაიდო.
-დაურეკე ელენეს და დაითანხმე აქ ჩამოსვლაზე როგორმე, ბექაც აქ იქნება საღამოს და ერთად კარგი დასვენება მოვიწყოთ.
-ვაუ მაგარია,ტაში შემოჰკრა რუსამ და მობილური მოიმარჯვა....
ელენემ რომ გააცილა მეგობარი და მისი საქმრო ისევ დაძინება გადაწყვიტა,ტელეფონს ხმა გაუთიშა და საწოლში დაბრუნდა. მალევე ჩაეძინა გელოვანზე ფიქრებში. რომ გაეღვიძა უკვე საღამო იყო. კუჭმა შეახსენა თავი, სამზარეულოში გავიდა და გაზქურა აანთო, რუსას დატოვებული საჭმელი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. სანამ გაცხელდა აივანზე გავიდა,სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და თან მობილურს დახედა. რუსასგან რამდენიმე გამოტოვებული ზარი იყო. ერთიც სერგისგან. პირველს სერგის გადაურეკა. გაბმული ზუმერის შემდეგ ბიჭის ხმაც გაისმა.
-როგორ ხარ სერგი?სად დაიკაგე ბიჭოო?
-ელე მომისმინე დედოფალო, საქმე გართულდა,ომარი ქალაქშია.შენ გეძებს. ცოტა ხნით აქედან უნდა წახვიდე.სანამ ყველაფერი მოგვარდება
-ისევ საფრთხე?ისევ ომარი?ისევ დამალვა და გაქცევა?-მოიღუშა გოგო
-ელე გთხოოვ კარგი?ამ ერთხელაც წადი და ამ ერთხელაც მენდე,ყველაფერი კარგად იქნება.ამასაც გადავიტანთ,ოღონდ უნდა ვიცოდე რომ შენ საფრთხე არ გემუქრება.
-კარგი ჩემი მეგობარი გუდაურში წავიდა და მასთან წავალ
-ოღონდ ისე უნდა წავიდე რომ კარგად შეამოწმო არავინ გამოგყვეს.
-თავი ის დამნაშავე მგონია, რომელიც პოლიციას გაურბის.
-დამნაშავე არ ხარ.წახვალ ხო?
-წავალ წავალ.ახლავე წავალ,შენ მშვიდად იყავი. ელენე სერგის დაემშვიდობა და სახლში შებრუნდა.არაც საჭმელი გახსენებია და აღარც შიმშილი,გაზი გადაკეტა. ჩემოდანში ჩალაგებულოი ნივთები კიდვ კარგი რომ არ ამოაწყო,დიდი დრო არ დაუკარგავს. თვითონაც ჩაიცვა,უკანასკნელად მოავლო სახლს თვალი და გავიდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს აქ დიდ ხანს აღარ მოუწევდა დაბრუნება და თითქოს სამუდამოდ ტოვებდა ამ ადგილს. რუსასთვის აღარ დაურეკავს, მანქანის საბარგულში ჩადო ჩემოდანი და გეზი გუდაურისკენ აიღო.
სერგი მის სახლთან იდგა და კარგად ხედავდა აივანზე მდგარ ელენეს რომელიც მასთან საუბარში იყო გართული. იქამდე იყო იქ სანამ გოგო მანქანაში არ ჩაჯდა და არ წავიდა.ქალაქის გასასვლელამდე გაჰყვა ჩუმად,ეს მისი და ბექას გეგმა იყო რომ გოგო ისე დაეცვათ და ეთვალთვალათ რომ მას არ შეემჩნია და არ შეშინებოდა,თან ელენს ხასიათი რომ იცოდნენ უარს იტყოდა ის და უფრო გაართულებდა ეს საქმეს.რომ მიხვდა არავინ უთვალთვალებდა უკან მობრუნდა და მიშოს დაურეკა.
-მოემზადე,ომართან მივდივართ. სულ დაავიწყდა გელოვანის გაფრთხილება ელენე სადაც გაუშვა. მობილური გამორთო და შეხვედრის აადგილისკენ წავიდა.როგორმე ისევ უნდა დაებრუნებინა ომარის ნდობა და ისევ მის მეგობრად უნდა ჩაეთვალა ის, რომ მერე ციხე შიგნიდან გაეტეხა.ისე ვერაფერს დააკლებდნენ მას,ისეთი მფარველები ჰყავდა.
რუსა ისე ნერვიულობდა ელენე რომ მის ზარს არ პასუხობდა კინაღამ ცოცხლად შეჭამა ირაკლი, თავის მხრივ ის აქეთ მას ამშვიდებდა,იქით ბექას, რომელიც გაგიჟებული დაეძებდა ელენეს.არც სერგი პასუხობდა მის ზარს. სახლში მიაკითხა.ჯერ ზარი დარეკა, მერე კარზე ბრახუნი ატეხა,მაგრამ სახიდან არავინ გამოდიოდა, არც სინათლე ენთო და საერთოდ მდუმარედ იდგა სახლი და არაფერს არ ამბობდა,თითქოს ელენეს გაუჩინარების ამბავს საიდუმლოდ ინახავსო და პირი შეკრესო
-გელოვანო რადაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა იპოვო ელენე თოემ ვერ გადამირჩები მას რომ რამე მოუვიდეს,ჩასძახა ყურმილში რუსამ.-შენს გამო არ წამოვიდა აქ,რომ გაიგო არ მოდიოდი.წამოსცდა რუსას ისე იყო განერვიულებული რომ სიტყვებს და ნათქვამს ვერ აკონტროლებდა,მერე ირაკლიმ წაართვა ყურმილი და მან განაგრძო ბექასთან საუბარი.
-ისევ არაფერია?
-არა არაფერი სახლში ვიყავი ახლა და არავინაა იქ, ახლა მოვდივარ იქიდან.საპატრულო ეკიპაჟებს მანქანის ადგილსამყოფელის დადგენა ვთხოვე,მონაცემები უკვე გადავეცი.
-კარგი თუ რამე ახალი იყო დაგვირეკე აუცლებლად. დაემშვიდობა ირაკლი.
ბექა მანქანაში ჩაჯდა და უმისამართოდ გააქროლა. უაზროდ დაბორიალობდა ქუჩებში და სასოწარკვეთილი დაეძებდა.მილიონიდან ერთი შანსი იყო რომ სადმე გადაყროდა მას.მაგრამ ესეც უნდა ეცადა,უმოქმედოდ ერთ ადგილზე ვერ იჯდებოდა.იმის გაფიქრებამ რომ ელენეს შეიძლება რამე მოსვლოდა ისედაც მოშხამული ხასიათი უარესად გაუფუჭა და ვერც კი მიხვდა ისე მოხვდა ისევ მის სახლთან.ისევ მდუმარედ იდგნენ ფანჯრები და ისევ საიდუმლოდ ინახადნენ გოგოს შესახებ ინფორმაციას...რამდენ ხანს იყო აქ არ ახსოვს.მხოლოდ ისევ ირაკლის ზარმა გამოაფხიზლა.
-ისევ არაფრია?
-არა,თქვენტან?
-არც ჩვენთან.რუსაც გაგიჟებულია,ვერ ვამშვიდებ,სულ ტირის.
-ამის დედაც..შეიგინა გელოვანმა და იფეთქა.-რატომ არ წაიყვანე წაგეყვანა,და ასე ხომ არ მოხდებოდა.
-როგორ წამყვანა ?ორი წლის ბავშვი იყო ხელში ამეყვანა და წამეყვანა?ახლა მას გამოელია მოთმინება
-გავგიჟდები,ნამდვილად გავგიჟდები.იღრიალა ბექამ ბოლო ხმაზე..
-დამშვიდდი რა გაყვირებს.ასე რას უშველიი?
-ირაკლიი,შეირხა ფანჯარასთან მდგარი რუსა და ანიშნა აქ მოდიო.- ნახე,ელენეა ხო ნამდვილად ის არის?შეჰყვირა სიხარულისგან
-ამის დედაც.აქ არის ბიჭო,ეს გადარეული გოგო აქაა.-იყვირა გახარებულმა და ბექამ იგრძნო როგორ მოუდუნდა ერთიანად დაძაბული სხეული და შვებით ამოისუნთქა.
-ერთი ნომერი ჩემთვისაც აიღე.სასწრაფოდ თქვენთან მოვდივარ.ჩასძახა ყურმილში და ტელეფონი სავარძელზე მიაგდო.მანქანა დაქოქა და სწრაფად დაძრა ადგლიდან.რა გააჩერებდა ახლა თბილისში?ნაჩქარევად მოჰკიდა საჭირო ნივთებს ხელი და მანაც გუდაურისკენ აიღო გეზი...
***************
-დედას ვფიცავარ მოვკლავ ამ გოგოს ნამდვილად მოვკლავ.იყვირა რუსამ და სიხარულისგან კიბებებზე დაეშვა. ფოიეშივე შეხვდა ელენეს,ჯერ მოეხვია მერე კი დაცოფა და ჩხუბი დაუწყო ასე როგორ მანერვიულო,თუ მოდიოდი რატომ არ მითხარიო.
-სიუპრიზის გაკეთება მინდოდა.-ღიმილით უპასუხა ქალბატონმა
-გაგასიუპრიზებ შენ.კინაღამ ჩამიშალე დასვენება.
-ასე აღარ მოიქცე,თორემ ამან ცოცხლად შემჭამა.
-ძალიან ხომ არ გაგაბრაზა ირაკლი?
-არა,მაგრამ მეც ვინერვიულე,ასე აღარ მოიქცე .
-კარგი რაა შეენც?არ გინდათ ახლა საყვედურები, წავიდეთ ახლა და დანაშაულის გამოსასყიდათ სადმე გემრიელად დავლიოთ. შუაში ჩაუდგა წყვილს და გასასვლელისკენ გაუძღვა
-ეს უკვე მომწონს.
-ხოდა მაშინ კლუბში წავიდეთ.
-ოო არაა.ისევ თუ შენ უნდა მოგიარო მთელი დღე ასეთი გართობა არ მინდა მოიღუშა რუსა.-მოგკალვ იცოდე და წვეთს არ დაგალევინებ.დაუბრიალა თვალები
-გპირდები სულ ცოტა და შენც დალიე. თითები შეატყუპა ერთმანეთს, მერე ოდნავ დააშორა და ანიშნა ამდენიო,რაზეც სამივეს სიცილი აუტყდა და სასტუმროდან გავიდნენ,

გელოვანი რომ გუდაურში ჩავიდა უკვე გვიანი იყო, თითქმის ღამის თერთმეტი საათი.სასტუმროს ნომერში დატოვა ნივთები,ირაკლის უკვე ყველაფრის მოგვარება და მოწერა მოესწრო მისთვის სად იყვნენ და სად უნდა დაბინავებულიყო.იმ დროს შეუერთდა მათ როცა სამივე საკმაოდ ნასვამი იყო და ელენე მორიგ სადღეგრძელოს ამბობდა. შესასვლელიდან ზურგით იჯდა და არ დაუნახავს როგორ შევიდა ბარში ბექა.
-ირაკლი მოდი იცი ახლა რას გაუმარჯოს?ჩვენს აუხდენელ და ახდენილ ოცნებებს.იმ ოცნებას რომელიც ვიცით რომ არასოდეს ახდება,მაგრამ ოცნება რის ოცნება იქნებოდა რომ არ არსებობდეს და ჩვენ არ ვოცნებობდეთ,ან არ ვიბძოდეთ მათ ასასრულებლად.
ელენე ისეთი ნასვამი იყო თავი ძლივს ეჭირა და ხმაურში ნახევრად არ ესმოდა ირაკლი რას ანიშნებდა,მაგრამ ის ნათლად გაიგო როგორ ჩაესმა ყურში ნანატრი ხმა და ჟრუანტლმა დაუარა მთლიანად სხეულში.
-ხოდა მეც აქ ვარ შენი ოცნებების ასასრულებლად.ადგილზევე გაშეშდა.იცნო გელოვანის ხმა.ათას ხმაში რომ გამოარჩევდა და მისმა სურნელმა ცხვირის ნესტოებში შეუღიტინა.მერე მის გვერდით იგრძნო როგორ მიუჯდა და საოცრად უღიმოდა,.ან ნასვამი რომ იყო მაგიტომ ეჩვენებოდა ასე.
-ნუთუ იმდენი დავლიე რომ მოჩვენებები დამეწყო. შეხედა ირაკლის და ხელი გაიშვირა მისი სახისკენ რომ გაერკვია მართალი იყო თუ არა.ისინიც ისეთი ნასვამები იყვნენ ბექას დანახვაზე უაზრო სიცილი აუტყდთ და ელენეს შეჰყურებდნენ,
-გეყოფა უკვე ბევრი გაქვს დალეული.-ჭიქა გამოსტაცა ბექამ ელენეს და თვითონ მოიყუდა.
-მოიცა ასე არა,სადღეგრძელო.
-მე გამიმარჯოს... შენს ოცნებას,. დააყოლა სიცილით და ბოლომდე დალია. ელენეს სახეზე სიწითლემ დ ათასმა ფერმა ერთად გადაურბინა და ვეღარაფერი თქვა.ისევ რუსამ უშველა
-კარგია რომ ჩემოხვედი,კარგ დროს გავატარებთ ერთად.
-მეც მიხარია და იმედი მაქვს რომ მე და შენი მეგობარი ზავს დავდებთ დროებით რომ დასამახსოვრებელი დასვენება გამოგვივიდეს.ხომ ააღარ ვიჩხუბებთ ქალბატონო ელენე?
-ვიფიქრებ ამაზე ბატონო გამომძიებელო.არ ჩამორჩა ელენე და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა
-ძალიან დიდხანს ნუ იფიქრებ თორემ გვერდით მაგიდიდან ერთი გოგო ისე მიყურებს ერთი სული აქვს მასთან გადავინაცვლო.
-აბა ვინ გოგო?მის მზერას გააყოლა თვალი და გოგო რომ შეაფასა მაშინვე მისკენ მობრუნდა.
-ეგ რომ შენი გემოვნების გოგო არ არის?
-შენ რა იცი ჩემი გემოვნების გოგო როგორია?
-დავიჯერო პლასტიკური ქირურგების მიერ აწყობილი ბარბის თოჯინები მოგწონს?მე როგორც ვიცი ბუნებრივად ლამაზები გირჩევნია..
-ხოდა ის ბუნებრივად ლამაზი გოგო უარს ამბობ და რა ვქნა?
-ოჰ გელოვანო,დიდი აფერისტი ვინმე ხარ შენ...ვინც არ გიცნობს..
-არაა საჭირო ყველა მიცნობდეს.ვინც საჭიროა ის მიცნობს..მოუჭრა მოკლედ და მერე წინ გაუხედა,რომ ვერავინ დაინახა მოცეკვავე წყვილებს გახედა
-ჩვენი შეყვარებულები საცეკვაოდ გაგვეპარნენ და მანამდე ჩვენ რომ ერთი ჭიქა დავლიოთ?
-კარგი მიდი გისმენ.ჭიქები შეავსო ბექამ
-მე მისმენ
-ხო შენ.
-არა შენ დაგითმობ.
-კარგი მაშIნ მოდი ჩევნ გაგვიმარჯოს.ჩვენს შორის გაჩენილ უცნაურ გრძნობას გაუმარჯოს.
-მიზიდულობის ძალაა ეგ.გაეცინა ელენეს და ჭიქა ისევ ბოლომდე გამოცალა.
-ასე თუ გააგრძელე ცუდად გახდები..ამიტომ წამო ჩვენც ვიცეკვოთ.თითქმის ძალით წამოაყენა ბექამ ელენე და მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ.დარბაზში სასიამოვნო მელოდია ჟღერდა.ბიჭმა წელზე მოხვია ხელი და სხეულზე მაგრად აიკრა ელენე.გოგომ ჯერ კანკალი დაიწყო მის შეხებაზე.მერე კი ნელ-ნელა დამშვიდდა და ბოლომდე მიენდო მას.კისერზე მოხვია ხელები.თავი მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა.ისეთი სასიამოვნო შეგრზნება დაეუფლა რომ მთელ სხეულში მოედო და მერე სიამოვნების მორევში საბოლოოდ გადაეშვა...ჩაეძინა გელოვანის მკლავებში.ბექას გაეცინა.მერე ხელში აიყვანა და რუსას ანიშნა წავედითო.
-დღეს შენ მიხედე, მხიარულად უპასუხა მან, ნომრის გასაღები მიაწოდა და თვითონ ცეკვა განაგრძო..,
ნელა დაიძრა სასტუმროსკენ.იქვე იყო და ფეხით წავიდა,ქარივით მსუბუქი იყო ელე,ისე საყვარლად ეძინა,ისეთი საოცარი სახე ჰქონდა და ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა რომ ბექას უფრო და უფო ატყვევებდა და თავბრუს ახვევდა,ბიჭმა საბოლოოდ გადაწყვიტა რომ სულ ასე ატარებდა და პირველად იგრძნო ის რომ ელენე მისი ცხოვრების დედოფალი იყო და ის საჩუქარი რომელიც უფალმა მისთვის გამოიმეტა...
*****************
დილით ელენეს რომ გაეღვიძა ჯერ გაოცებულმა მიმოიხედა,უცებ ვერ აღიდგინა სად იყო.მერე ნელ-ნელა გაახსენდა ყველაფერი იქამდე ბექას რომ გაჰყვა საცეკვაოდ,მას მერე კი არაფერი ახსოვდა,თითქოს მისი გონებიდას სხვა ყველა დანარჩენი ერთიანად ამოშალეს.
ნომერში მარტო იყო,საწოლზე წერილიც დახვდა რუსას დატოვებული.ირაკლისთან ერთად გასართობად მივდივარ და არ ვიცი როდის დავბრუნდები,ეცადე როგორმე უჩემოდ გაერთოო,სწერდა მეგობარი.
-ოჰ თქვე ეშმაკებო,როგორ ვერ ვიფიქრე რომ ასეც უქნებოდა.კარგით არ შეგიშლით ხელს,როგორმე თვითონ გავირთობ საკუთარ თავს,-ჩაეცინა და სააბაზანოში გაუჩინარდა,ცხლი შხაპი საოცრად ესიამოვნა და უცებ მოიყვანა გონებაზე,ერთხანს ჯაკუზში ინებივრა,მერე კუჭმა შეახსენა თავი და ინება გამოსვლა ქალბატონმა,თმა ფენით გაიშრო. მერე ტანსაცმლის არჩევას შეუდგა.გადაწყვიტა გარეთ ესადილა,თორემ ისე ნომერშიც მოართმევდნენ რომ შეეკვეთა.
ტანსაცმლის არჩევა გაუჭირდა.რატომღაც იმას ფიქრობდა რომ ბექას შეიძლება შეხვედროდა და მისთვის უნდოდა თავი განსაკუთრებულად მოეწონებინა,მაგრამ არც ის უნდოდა რომ ისე ჩაეცვა ბიჭს ეფიქრა ჩემთვის გაიპრანჭაო. ლურჯი,მოტკეცილი ჯინსი აიღო,მისი შესაფერისი თბილი ზედა გადაიცვა,თბილ უგებში წაყო ფეხი, დუტის თბილი ქურთუკი მოიცვა, მსუბუქი მაკიაჟიც არ დივიწყა. თმა გაიშალა, ქუდიც დაიფარა თავზე,პატარა ჩანთა გადაიკიდა და ნომრიდან გავიდა,გასვლისას კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი დიდ სარკეში და კმაყოფილი დარჩა,მისი საყვარელი სუნამო იპკურა და მზად იყო.
ფეხით გავლა გადაყწვიტა,ორგანიზნისთვის კარგია სეირნობაც და სუფთა ჰაერიო და ნელა გაუყვა გზას.აქეთ-იქით მიმოიხედა.ბექა ვერ შენიშნა ვერსად და უფრო თამამად შეუდგა გარემოს დათვალიერებას.ირგვლივ მხიარულება იყო.სიცოცხლე დუღდა იმდენი დამსვენებელი იყო ჩამოსული ზოგი ოჯახით,ზოგი მეგობრებთან ერთად.ზოგი შეყვარებულთან,ზოგიც მარტო,თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებდა დასვენების და გართობის სურვილი... მასაც გადაედო მათი მხიარულება და ეს სიცოცხლის წყურვილი. ულამაზესი გარემო, დათოვლილი და თეთრად შემოსილი მთები კი მის სიხარულს ხასიათს უფორ მეტად უკეთებდა...
იქვე ახლოს კაფე შეამჩნია.ერთი შეხედვით შეაფასა და დაასკვნა რომ მყუდრო და ლამაზი უნდა ყოფილიყო და იქ შეაჭრა პირდაპირ.ვერანდაც ჰქონდა კაფეს,თუმცა იმით ზამთარში ნაკლებად სარგებლობდა ხალხი,სიცივეს არ შეუშინდა და კიბეს აუყვა,არც შემცდარა,მარტო იყო.ყველაზე ნაპირა მაგიდისკენ წავიდა,საიდანაც ეზოც გამოჩნდებოდა და მიდამოც კარგად და დაჯდა,ზურგჩანთა გვერდით დაიდო სკამზე და მიმტანს დაელოდა.დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი,რამდენიმე წამში გამოჩნდა ახალგაზრდა გოგონა.ფორმა ეცვა,თუმცა ისეთი თბილი არ იყო და ეტყობოდა რომ სციოდა.მენიუ მიაწოდა და მორიდებით ჰკითხა
-აქ არ შეგცივდებათ?
-არა ცოტა ხანს დავრჩები და დავტკბები ამ შესანიშნავი ხედით,მანამდე კი ცხელი ჩაი რომ მომიტანოთ თუ შეიძლება და კიდევ ერთი პიცა,ხაჭაპური,ცეზარი და ფორთოხლის წვენი. დესერტს მოგვიანებით ავარჩევ,
გოგონა ისევე სწრაფად გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა და ასეთივე სისწრაფით დაბრუნდა,ელენეს გაუკვირდა,რადგან როგორც წესი მომსახურების ასეთი სისწრფით და ზრდილობიანობით ნაკლებად გამოირჩევიან მიმტანები.
-ვიფიქრე სანამ დანარჩენი რამეები მზად იქნება ცხელი ჩაი უფრო გესიაოვნებათ დიდი ჭიქით და თან ჟოლოს ჩაი შეგირჩიეთ,იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ,გაუღიმა გოგონამ
ელენენ ჭიქა თავისკენ მიაჩოჩა და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი,მერე სული შეუბერა და ოდნავ მოსვა.
-უგემრიელესია,დიდი მადლობა,გაუღიმა გოგოს და მჭიდროდ შემოაკრო თითები ჭიქას.სითბოს სხეულში დაუარა და თვალი გააყოლა მიმტანს,მერე კი ირგვლივ მიმოიხედა და დარწმუნდა რომ მარტო იყო,
-ძალიან კარგი,არავინ შემაწუხებს და ამ სილამაზით ტკბობაში არავინ შემეცილება,-გაიფიქრა და ჩაი მოსვა.გემოც ისეთივე კარგი ჰქონდა როგორც სუნი. მალე მიმტანმა შეკვეთა მოიტანა დ მის წინ დაალაგა ყველაფერი,გემრიელად მიირთვითო უთხრა და საბოლოოდ გაუჩინარდა. ისე შიოდა მაშინვე დასწვდა ჯერ ხაჭაპურს და მადიანად მოკბიჩა.უგემრიელესი იყო.ილუკმებოდა და სულ არ ადარდებდა რომ ზურგსუკან ნაბიჯებისხმა მოესმა დ ვიღაც მყუდროებას დაურღვევდა.ჩვეულებრივი კლიენტი ეგონა და არ მიაქცია ყურადღება.მაგრამ მხრებზე თბილი პლედი რომ მოახურა ვიღაცამ და ყურთან მისი სუნთქვა იგრძნო მაშინვე შეწყვიტა ჭამა და გაყუჩდა
-ეს მოიხურე,თორემ აქ სიცივეა და გაცივდები.მზრუნველად უთხრა ბექამ.ელენეს კი მის ხმაზე შეაჟრჟოლა და დაიბნა.არ შეიმჩნია,პლედის ბოლოებს ხელი მოხვია და მჭიდროდ შემოიკრა.
-შენ აქ რა გინდა?უკან დამდევ?
-შენ წინააღმდეგი ხარ?-სკამის საზურგეს დაეყრდნო ბექა ხელებით და ელენესკენ დაიხარა.ისეთი ხმით ჩასჩურჩულა გოგოს რომ ელენემ ვეღარ გაუძლო და ვნებისგან გააკანკალა,თუმცა ეს სიცივეს მიაწერა.
-მე რა მინდა და წინააღმდეგი ვარ თუ არა ეს შენი საქმე არაა.და ნამდვილად არ გეხება ჩემი სურვილები შენ
-მეხება როგორ არა და გამოვიცანი კიდეც ხო?
-ვერაფერიც ვერ გამოიცანი.მკაცრად უთხრა ელენემ და ჭამა განაგრძო.
--თუ გამოვიცანი?-ეშმაკურად ჰკითხა ბექამ,.წინიდან მოუარა,სკამი გამოსწია და გამომწვევად მიაჩერდა ელენეს
-რატომ მიწვევ გელოვანო?
-ასე მიმართვას აღარ უნდა მორჩე?რატომ არ შეგიძლია უბრალოდ ბექა დამიძახო?
-რა ვქნა ვერაფრით გადავლახე ის საზღვარი რაც შენ დააწესე ჩვენ შორის.
-საზღვრების დაწესება შენ უკთ გამოგდის და არც მათ დარღვევაზე იხევ უკან.
-შენ კიდევ შენი გავლენას იყენებ და ცდილობ ასე გაარღვიო ეს საზღვარი.
-ერთ რჩევას მოგჩემ ჩემო კარგი და ეცადე კარგად დაიმახსოვრო,ბექა მისკენ გადაიწია და ხელებით დაეყრდნო მაგიდას.-ყოველთვის არაა საჭირო ასე მოქცევა,საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და საზღვრების დაწესება.რადგან არსებობენ ადამიანები რომლებსაც შეიძლება სურვილი გაუჩნდეს თქვენი დახმარების ისე რომ სანაცვლოდ არაფერი მოითხოვონ და არაფერს ელოდონ
-ვითომ შენ ასეთი ხარ?და უანგაროდ ცდილობ ჩემს დახმარებას ან ამიტომ ხარ ჩემს გვერდით?
-ასეთი ირონია არ გინდა,ჩემთან ყოველშემთხვევაში რადგან ერთ დღეს შეიძლება უკეთ გამიცნო,ან სიტუაცია შეცვალოს და შეიძლება ინანო რომ არ მენდე და სხვანაირად ფიქრობდი,-ცხვირზე თითი დაჰკრა ხუმრობით და გაუცინა. გვერდით მიუჯდა საერთოდ მერე.
ელენემ ვეღარაფერი უთხრა რადგან ამ შემთხვევში ბექა მართალი იყო,არ შეიძლება ასე მოქცეულიყო ყველგან და ყველასთან უაზროდ უხეში და მკაცრი ყოფილიყო..ამიტომ მზერა ჰორიზონტს მიაპყრო და გაჩუმდა.დროდადრო მისკენ აპარებდა თავლს და ჩუმად ეღიმებოდა მის უდარდელ სახეზე.ისიც იქით იყურებოდა სადღაც შორს.ცალი ფეხი მოეხარა,მეორეზე შემოედო,ერთი ხელით ეჭირა და ფეხის ტერფს ათამაშებდა.მისი უდარდელობის შეშურდა კიდეც.და მზერას არ აშორებდა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა კარგად ბიჭი.
-ღმერთო რა ლამაზი პროფილი აქვს. როგორი სიმპატიურია,ჩაცმის სტილიც კი ისეთი აქვს მე რომ მომწონს.ფიქრობდა გულში
-რაზე ფიქრობ?-ჰკითხ ისე რომ არ შეუხედვს მისთვის.ელე შეხტა უცებ.
-შენ?კითხვა დაუბრუნა
-არაფერზე.ამ სილამაზეით ვტკბები უბრალოდ.ეს საოცარი სიმშვიდე ჩემშიც სიმშვიდეს იწვევს და ამ სილამაზესთან ერთად საოცარ ჰარმონიას ქმნის.
-მართლაც ძალიან ლამაზია აქაურობა,თან მგონი ისევ თოვას იწყებს.იცი პირველად ვარ აქ და დაერთოდ პირველად ვისვენებ ასეთ ადგილას
-შენ გინდა რომ დასასვენებლად არასდროს ყოფილხარ?გაოცებულმე შეხედა ბექამ
-არა როგორ არა,არასწორად გაიგე,ზამთრის კურორტებზე არ ვყოფილვარ არასოდეს.არ მიყვარდა,ყოველთვის ზღვას და მზეს ვამჯობინებდი სიცივეს.
-ესეგი გამიმართლა
-რატომ?
-ახლა აქ რომ ხარ,თან ჩემს გვერდით და თან პირველად.მე ყოველთვის მიყვარდა ზამთარი,თოვლი კი ჩემთვის საერთოდაც ქალურ სისპეტაკესთან და სიწმინდესთან ასოცირდება.ოღონდ იცი როგორი თოვლი?დილით ადრიანად რომ გაახელ თვალს,გარეთ გაიხედავ და ჯერ კიდევ გაუკვალავ,ფაფუკ თოვლს დაინახავ,სიხარულისგან ქუჩაში ისე გადიხარ ვერ გრძნობ რომ თბილადაც არ ჩაგიცვამს და არც აქცევ ყურადღთებას შეგცივდება თუ არა.მიდიხარ და თან ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე გენანება ამ ერთიანობის დარღვევა.მაგრამ მაინც აგრძელებ,მიდიხარ და თან შენს ნაკვალევს ტოვებ
ბექამ ისევ აღწერ ეს ყველაფერი,ისე ხატოვნად და ისე აღფრთოვანებით ლაპარაკობდა რომ ელენე სულ უფრო გამოდიოდა წყობიდან და სადრაც რომელიღაც პლანეტაზე გასულიყო.საოცარი იყო ეს ბიჭი.ახლა სულ სხვანაირ ბექას ხედავდა....
-ეგ გასაგებია,მაგრამ როგორც ხშირად ხდება გაკვალავენ,დააბინძურებენ,ტალახში აურევენ და საბოლოოდ ისეთი ჭუჭყიანი და ბინძური ხდება ძნელია გაარკვიო დასაწყისში როგორი იყო.
-ყოველთვის უნდა შეძლო სილამაზის დანახვა სიბინძურისს მიღმა.
-შენ თუ შეგიძლია?მზერა გაუსწორ ბექას
-მე ბევრი რამე შემიძლია.გაეცინა ბიჭს.მაგალითად შემიძლია დემონში დედოფალი ამოვიცნო
-ასე ქარაგმებით ნუ მელაპარაკები
-შენ კარგად ხვდები რაც ვიგულისხმე.ბექამ ღიმილით გამოხედა.
-ჯანდაბა ასე მომხიბლავად ნუ იცინი თორემ თავის გაკონტროლება მიჭირს.ფიქრობდა ელე და თვალი აარიდა ბიჭს.უეცრად ბექა წამოხტა,ხელები მოჰკიდა და წამოაყენა
-რას აკეთებ?დაიბნა გოგო
-გინდა ყველაზე დაუვიწყარი დღეები გაატარო გუდაურში?
-როგორ?
-უბრალოდ მენდე და წამომყევი
-ბევრს ხომ არ ითხოვ
-ნწწ თავი გააქნია ღიმილით ბექამ
-თოვლში როგორ უნდა გავერთო,აწუწუნდა ელენე
-გასართობი ბევრია.
-კარგი რააა
-შენ მე ვინ გგონივარ?თვალები მოჭუტა ბექამ
-გამომძიებელი რომელიც ყოველტვის სერიოზული,გაუცინარი,უხასიათო და საშინლად უჟმურია,გულწრფელად უპასუხა გოგომ
-მეტის ღირსი ვარ რააა.მოჩვენებითად ეწყინა გელოვანს
-რა ვქნა ასეთი ხარ და...თავი დამნაშავედ იგრძმო ელემ
-მთლად ასეთი პირდაპირობაც არ იყო საჭირო,მაგრამ არაუშავს გადავიტან როგორმე. ანგარიში გაასწორა ბექამ.არაფრით დაანება ელენეს,რომელმაც უსაყვედურა ასე არ შეიძლებაო.მაგრამ ბიჭმა ისე შეუბღვირა რომ დანებდა,ანიშნა წადიო და უხმოდ გადადგა პირველი ნაბიჯი გასასვლელისკენ.
ბექამ მანქანებს გვერდი აუარა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკისკენ აიყვანა.ნელა გაუყვნენ სეირნობით გზას. სასაუბრო თემის არჩევაზე დიდიად არ მოუკლავთ თავი და არც ერთი არ იხსნებოდა ჯერ,მაგრამ სხვა თუ არაფერი ერთი რამ მაინც აერთიანებდათ მათი მეგობრების სახით.ამასობაში სასრიალოს მოიადგნენ.
-მე რომ სრიალი არ ვიცი.
-არ გინდა სცადო?მე გასწავლი
-მეშინია,წავიქცევი.შეშინებულმა ააფახულა თვალები გოგომ
-მე შენ არაოდეს მოგცემ წაქცევის უფლებას,მხრებში მოჰკიდა ხელი,თავისკენ მიიზიდა გოგო და შუბლზე აკოცა
-გაჩერდი თორემ ხალხს შეყვარებლი წყვილი ვეგონებით,
-წინააღმდეგი არ ვარ
-მგონი მოჩვენებები დამეწყო ან სიზმარში ვარ.გამოგცვალეს ეტყობა, რადგან ამ ბექას იმ ბექასთან არაფერი აქვს საერთო განყოფილებაში რომ ვნახე.
-მართალი ხარ.უჟმური ბექა იქ არის აქ კი ნამდვილი ბექააა,შენს წინ და ცდილობს ერთი ქალბატონი გაამხიარულოს და კარგი დრო გაატარებინოს.
ტანსაცმელი იქირავეს,გამოიცვალეს და საბაგიროთი ზემოთ ავიდნენ.ელენე პირველად შედგა თხილამურებზე და ისეთი საცოდავი სანახავი იყო თავს ძლივს იკავებდა რომ არ წაქცეულიყო.ბექას ძლიერად ჰკიდებდა ხელებს
-მე კი არა ჯოხებს და საკუთარ ფეხებს დაეყრდენი დასცინოდა ისიც.-ნელა გაასრილე ჯერ ერთი ფეხი,მერე მეორე,ერთი..ორი..მარჯვენა მარცხენა,ამხნევებდა ბიჭი და უკან მიჰკვებოდა რჩევა დარიგებებით.თუმცა ელენს შიში უფრო ძლიერი აღმოჩნდა დ არაფერი გამოიუვიდა.ის კი არა თავი ვერ შეიკავა გოგომ,მისკენ გადაქანდადა მკავებში ჩაუვარდა.ორივემ ერთად კი თავი ვეღარ შეიკავეს და თოვლში გადაგორდნენ.ელენე ზემოდან დაეცა და კისკისი დაიწყო.უაზრო სიილი აუტყდა
-ხომ გითხარი არაფერი გამომივა თქო.იცინოდა
-ახლა თუ არ დგები იცოდე შთამომავლობის გარეშე დამტოვებ.უთხრა მხრებში მოჰკიდა ხელი და გვერდიტ გადასვა.ელენეს ისე შერცხვა რომ გაწითლლდა და თოვლში ჩაჯდა გაბუსხული
-კარგი რა სახე გაქვს,რა ვთქვი ახლა ისეთი რაც არ გაგიგია ან თითქოს არ იცი როგორ ჩნდებიან ბავშვები.
-უზრდელო..შეუბღვირა გოგომ
ბექას სიცილი აუტყდა და ხელს არ უსვებდა ისევ მიიხუტა-ვაიმე შენ მართლა არ იცი რომ ბავშვები წეროს არ მოყავს?სულს ვერ ითქვამდა გელოვანი და უფრო აწითლებდა გოგოს
-ბექააა..
-კარგი ხო ვჩუმდები...რადგან აქ არაფერი გამოგვივიდა მაშინ სხვაგან წავიდეთ..
თხილამურები და ტანსაცმელი უკან დააბრუნეს და ახლა სხვა მხარეს წაიყვანა ბიჭმა ელე.ბევრი არ უვლიათ,მალე მივიდნენ.ულამაზესი ცხენები დაინახესს.ელეს ფერი გადაუვიდა სახეზე ისევ.ბექას გაბრწყინებული სახე ჰქონდა მაგრამ მას რომ შეხედა მიხვდა რაღაც ისევ ვერ იყო რიგზე.
-სულ ისეთი რაღაცეები გიზიდავს რისიც მე მეშინია ან არ ვიცი.აიტუზა გოგო
-ხომ გითხარი მე დაგეხმარები ტქო,სულაც არა საშიში,მშვიდი ცხენია,როგორ ნაზადაც მოექცევი ისიც ისე მოიქცევა.
წუწუნის მიუხედავად საბოლოოდ ელენე მაინც ცხენზე აღმოჩნდა,უკან ბექა შემოუჯდა მარტო მაინც არ გაუშვა და სადავეები მოქაჩა.ცხენი ნელი ნაბიჯებით დინჯად დაიძრა ადგილიდან.
ელენეს ცეცხლი მოედო მთელ სხულზე როცა ბექას შეხება იგრძნო,აკანკალდა ისევ და ვნებამაც იფეთქა,თუმცა ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.მითუმეტეს რომ ბექამ ხელები მის წელს ქვემოთ გამოაძვრინა და მჭიდროდ შემოხვია.
-რა გჭირს ხომ არ გცივა?რატომ კანკალებ?
-არა.არაფერია გამივლის.უბრალოდ მიჩვეული არ ვარ ასეთ სიტუაციებს და მამაკაცთან ასე ახლოს ყოფნას.
-მოგწონს?
-რა?შენს გვერდით ყოფნა?თავის მობრუნება სცადა გოგომ და ბექას გაღიმებულ სახე რომ წააწყდა და მითუმეტეს მისი ტუჩების სიხლოვე იგრძნო მაშინვე წინ გააიხედა
-ცხენით გასეირნებაზე გეკითხები.განუმარტა ბიჭმა.არადა გოგომ სხვანირად გაიგო მისი ნათქვამი და გულის სიღრმეში აღიარა კიდეც რომ ეს სიტუაცია ძალიან მოსწონდა.
-სად ისწავლე ჯირითი?
-ჩენთან სოფელში,სვანეთში.ჩვენც გვყავს სახლში და მამამ მასწავლა.
ოჯახის და მშობლების ხსენებაზე ელენე მოიღუშა და დასევდიანდა.
-რა დაგემართა?რატომ გაჩუმდი?
-ოჯახი გამახსენდა
-გენატრებიან ისინი?
-ვინ?
-ოჯახსი წევრები.ვინც გყავს დედა..მამა და ან ძმა რავიცი,სიტყვა ჩაუგდო ვითომ არ იცოდა არაფერი მასზე და მისი დოსიე არ ჰქონოდა შესწავლილი
-ყველაზე ძალიან დედა მენატრება.მაგრამ მას ვეღარასოდეს ვნახავ.გარდაიცვალა.მამისთვის კი მე ვარ გარდაცვლილი.მიუხედავდ იმისა რომ ვიცი დედას ვეღარ ვნახავ მაინც ვერ ვპატიობ იმ გულგრილობას რაც ჩემს მიმართ გამოიჩინა.ამოხეთქა უცებ.
ბექა მიხვდა რომ გოგოს დიდი სადარდებელი და სატკივარი ჰქონდა
-თუ გინდა შეგიძლია ყველაფერი მომიყვე,მენდე, გპირდები საიდუმლოს შეგინახავ
-არ შემიძლია
-რატომ?ჩათვალე რომ რუსას გარდა სხვა მეგობარიც გყავს უკვე
-არა ბექა არ შემიძლია,ვაფასებ იმა რაც ჩემტვის გააკეთე.ვაფასებ რომ ჩემს გამხიარულებას ცდილობ.ამდენ რამეს აკეთებ,ჩემს გვერდით ხარ მაგრამ არსებობს ზღვარი რასაც ვერასოდეს გადავლახვთ და არც წაიშლება ჩვენს შორის.
-რას გულიხმობ?
-იმას რომ შენ გამომძიებელი ხარ.დაა..
მერე რაა?ნყთუ ჩვენ არ გვაქვს უფლება გვყავდეს მეგობრები?შეგვიყვარდეს ან ოჯახი შევქმნათ?
-კი როგორ არა,მაგრამ მეე...გოგოს უნდოდა ეთქვა..ხო ყველაფის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ გარისკა.აბა როგორი სათქმელია მე კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენელი ვარო
-რა შენ..
-არაფერი,დაბრუნება მინდა..
-კარგი რაა რა დროს დაბრუნებაა,ნახე რა ლამაზია აქაურობა?
ელენემ ახლა შეძლო ამ სილამაზის აღქმა.დათოვლილ ნაძვებს შორის მისეირნობდნენ, სოაცარი სიჩუმე იდგა.შინაგან სიმშვიდეს რომ დაეუფლებოდი ისეთი...ჯერ კიდევ გაუკვალავი იყო აქაური თოვლი..ბექა ძირს ჩამოხტა და ელენეს ანიშნა ჩამოდი შენცო.ისიც მის მხრებს დაეყრდნო ხელებით და ნელა გადმოვიდა.მიწაზე რომ დაუშვა ბიჭმა მის პირისპირ აღმოჩნდა..
-იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ?უთხრა და თვალებში ჩახედა.ელე დაიბნა,გაწითლდა და თავი დახარა.
-რანაირი გოგო ხარ შენ.კომპლიმენტებზე სულ იბნები და წითლდები.ნიკაპში მოჰკიდა ხელი და თავი ააწევინა.
-არ ვარ მიჩვეული და რა ვქნა
-ყველაფერზე ასე ნუ იძახი.ისე მოგიწევს რომ მიეჩვიო.იმიტომ რომ მე ხშირად ვაპირებ იგივე გითხრა და უფრო მეტიც...
-რატომ აკეტებ ამას?რატომ იქცევი ასე?
-ასე როგორ?
-ყოველთვის კითხაზე კითხვით რატომ მპასუხობ?
-ეს ჩემი პროფესიაა.გაცინა ბექას-ამაში რამე უჩვეულოს ხედავ?
ელენემ პასუხი ვერ ან არ გასცა.
-იცი რა არის ამ ყველაფერში კარგი?ის რომ მე და შენ ახლა აქ ვართ,მარტო ამ საოცარ გარემოში და ჩვენ ერთმანეთის მოხიბვლას ვცდილობთ.როგორც ორი ზრდასრული ადამიანი, ჩამოყალიბებული ქალი და კაცი.
-შენ უკვე მოხიბლული ხარ ჩემით,ეშმაკურად ისევ ცხვირზე ჩამოჰკრა საჩვენებელი თითი ბექამ და ოდნავ მოშორდა გოგოს.-თუმცა მინდა იცოდე რომ მეც მოხიბლული ვარ შენით და მომწონხარ.თან იმდენად და ისე რომ შენ ეს სპეციალურად სულაც არ გაგიკეტებია და მოგინდომებია.რაც სხვა აბეზარი გოგოებისგან გამოგარჩევს
დაბნეული იდგა ელენე.პირველად იყო ასეთ სიტუაციაში და სწორედ ეს უნდოდა და ალბათ ამაზე ოცნებობდა მთელი ცხოვრება.მითუმეტეს მასაც მოსწონდა მაგრამ რაღაც ძალა აიზულებდა რომ უკან დაეხია და სწორედ ამ ძალამ შეაწყვეტინათ საუბარი და სიმშვიდე დაარღვია
--გისმენ რუსა..ჩასძახა ტელეფონში...-სასეირნოდ...მალე მოვალ.კიი...მელოდებით?ვინ?გაუკვირდა ელეს.-ჩემი ბიჭი?
-რა გჭირს გოგო?შენი მანქანა,დილით ვითხოვე არ შეგიმჩნევია?
ბექამ ყურები ცქვიტა ბიჭის გაგონებაზე.ელენემაც შეამჩნია და იეჭვიანაო გაიფიქრა და ჩაეღიმა კმაყოფილებისგან.
-კარგი რუსს,გაუფრთხილდი ჩემ ბიჭს და ცივ ნიავს არ მიაკარო..მალე მოვალ დამელოდეთ.
-ჩემი ბიჭი,ცივ ნიავს არ მიაკარო,გაბრაზებულმა გამოაჯვრა ბექამ და ცხენს მიუბრუნდა.ელენემ საუბარი დაასრულა და მასთან მივიდა
-წავიდეთ?
-წავიდეთ,ეტყობა ძალიან გეჩქარება შენს ბიჭთან.ირონია გაურია ბექამ და ცხენზე ასვლაში დაეხმარა,თვითონაც შემოახტა და უკან დაბრუნდნენ.გზაში საოცრად ბრაზობდა როგორ გამომეპარა ვიღაც რომ ჰყავდა ან ეს როგორ ვერ დავუშვიო. ცხენი პატრონს ჩააბარა,ელენე სასტუმროსთან მიიყვანა.ორი სიტყვით დაემნშვიდობა ნაჩქარებად და მარტო დატოვა..
-ნეტავ რა ეტაკა?მხრები აიჩეჩა და კიბეებს აუყვა.-ნუთუ იეჭვიანა?კმაყოფილმა ჩაიღიმა და გაბადრულმა შეაღო ნომრის კარები....

გელოვანმა ნომრის კარი გაბრაზებულმა შეგლიჯა და მაშინვე იყვირა
-რატომ არ მითხარი ელენეს რომ ვიღაც ჰყავდა?წინ აესვეტა ირაკლის და თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა
-შენ ხომ არ გაგიჯდი?რა ხდება იქნებ მშვიდად ამიხსნა
-ელენეს ვიღაც ჰყავს,გაიმეორა ბექამ ამჯერად მშვიდად და გვერდით მიუჯდა ძმაკაცს.
ირაკლიმ სიცილი ატეხა ისე რომ სულს ვეღარ ითქვამდა.
-რა გაცინებს შეჩ..ა?ვერ გაიგე რა გითხარი?
-გავიგე თან ძალიან კარგად მაგრამ შენ რატომ გადარდებს ეგ?ახალგაზრდა გოგოა და რა გასაკვირია რომ ვიღაც მოსწონდეს?
-არააა.ვგიჟდები ამის გაფიქრებაზე.ამის წარმოდგენაზეც კი ჭკუიდან გადავდივარ.ხელები მომუშტა ბექამ და მუხლებზე დაირტყა
-დამშვიდდი.ეგ რომ ასე იყოს რუსა მეტყოდა
-რატომ მოგიყვებოდა რუსა თავისი მეგობრის პირადი ცხოვრების შესახებ?ის ვერ გაარკვიე მისი ქმარი სადაა და ამას გაიგებდი შენ?
-არა ეგ ნამდვილად არ ვიცი.იქნებ მის ქმარს გულისხმობდა ჰაა?
-გაარკვიე მერე რას მიყურებ დაურეკე და ჰკითხე
-თვითონ ჰკითხე.ამაღამ ისედაც ვახშამზე ვართ დაპატიჟებულები.საღამო უკვე დაგეგმა რუსამ.
-რა ვახშამი?
-დღეს შობის ღამეა და ერთად შევხვდეთო..არა მართლა ვერ გამიგია რა გაგიჟებს შენ.
-მომწონს ბიჭო მომწონს.სერიოზულად მომწონს. იყვირა გაცოფებულმა ბექამ წამოხტა. კედელს მოუქნია მუშტი და გამეტებით დასცხო,ტკივილმა სახე დაუმანჭა
-რას აკეთებ?შენ მგონი მართლა გაგიჟდი.წინ გადაუდგა ირაკლი და მეორედ მოქნეული მუშტი ჰაერში გაუშეშა.
-გავგიჟდი,ხოო გავგიჟდი.
-დაჯექი დამშვიდდი.და ახლავე გავარკვევ ყველაფერს.ირაკლიმ ჯერ ყინული მოუტანა და ხელზე დაადო,მერე კი რუსასთან დარეკა
არ პასუხობს.უთხა მაგრამ ბექამ ისეთი თვალებით შეხედა მიხვდა რომ მას უნდა ეკითხა ყველაფერი და კვლავ დაერეკა.მეგობარს რომ უყურებდა, თან ეცინებოდა და თან ცდილობდა სერიოზულობა შეენარჩუნებინა.
რამდენიმე წუთში ტელეფონი გათიშა და გვერდით მიუჯდა კმაყოფილი.
-იტყვი თუუ...
-არავინ არ ყავს ხო გითხარი,ასე თავის მანქანას ეძახის.გაეცინა და მეგობარს მხარზე დასცხო ხელი გასამხნევებლად.მერე კი ისევ იტერიკული სიცილი აუტყდა და გელოვანიც აიყოლია
-ასე მეც კი არ ვყოფილვარ მგონი შენ ჩემზე მეტად გაუბერე...
-არც მე არ მეგონა აქამდე რომ ის ჩემთვის ამდენს ნიშნავდა და იმის წარმოდგენამ რომ ეიძლკება მასში ვინმე შემეცილოს მაგიჟებს
-ვნახე უკვე შენი გაგიჟება მეტი აღარაა საჭირო თუ ძმა ხარ. წამოდგა და სასმელი ჩამოასხა ჭიქებში,.ერთი მას მიაწოდა მეორე თვითონ დაიტოვა.
-ეს ნამდვილად მჭირდებოდა ახლა,ერთი მოყუდებით გამოცალა ჭიქა და მეორე მოითხოვა მაგრამ ირაკლიმ უარი უთხრა
-ნუ გამოთვრები ამაღამ ეკლესიაში მივდივართ,ერთი იკმარე და მითხარი საქმესთან დაკავშირებით რას ვაპირებთ?
-თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი იმ თურქი მრბოლელის მოწყობილია სერგი რომ ახსენებდა და მოტივი შურისძიებაა, მაგრამ ვისზე ეს არ ვიცი
-როგორ თუ ვისზე?სერგიზეც და ელენეზეც,პირველზე იმიტომ რომ ელენესთან მიახლოების უფლება არ მისცა და მეორე იიმიტომ რომ მას შეჯიბრში აჯობა და ხელში ვერ ჩაიგდო.
-ეგრეა ვიცი და ამის შემდეგ კიდევ უფრო ვაფასებ სერგის.
-იმიტომ რომ ელენე შენთან მოყავდA?გაეცინა ირაკლის
-იმიტომ რომ ქალის პატივისცემა ყველაფრის მიუხედავად არასოდეს შეშლია და ყოველთვის აფასებდა ღირსეულ ქალს
-ჩვენებისგან რა ისმის?
-ამოღებული ჩანაწერები შეისწავლეს და მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ,მათ თუ ვიპოვით შემკვეთზეც გავალთ.სანამ მათ არ დავიჭერთ მანამდე არაფერი არ შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ ელენეს აუცილებლად მიაკითხავს,ის ხომ მისი სუსტი წერტილია.
-იქნებ ჯობია ელენეს სიმართლე ვუთხრათ?
-არა ხომ იცი რა ფიჩხი და გადარეულია? არ მინდა რამე სისულელე ჩაიდინოს
-აბა ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?როდემდე უნდა სდიო უკან ძიძასავით?
-იქამდე სადამდეც საჭირო იქნება
-რა თქმა უნდა შენ ხომ ეს სიამოვნებას განიჭებს.ჩაეღიმა ირაკლის.-აქედან როდის მივდივართ?
-რა იყო უკვე მოგბეზრდა საყვარელ ქალთან დასვენება?
-არა პირიქით,მინდა რომ რაც შეიძლება მეტი დასამახსოვრებელი და სასიამოვნო წუთი გავატარო მასთან ერთად
-ხოდა წამოდი მაშინ დრო არ დავკარგოთ და რამე სასიამოვნო დავგეგმოთ მათთან ერთად,მაგალითად ყინულის მოედანზე წავიდეთ სასრიალოდ
-რომელი მოციგურავე მე მნახე შეჩ..ა,თან ამხელა ღიპით... გაეცინა ირაკლის.-ისე ამ ბოლო დროს მართლა მოვიმატე ხო წონაში?
-ეგ არაფერი,რუსა უცებ დაგაკლებინებს გაეხუმრა ბექა
-ოღონდ მაგის ყბაში არ ჩამაგდო თუ კაცი ხარ იცინოდა ისიც,თან იცმევდნენ და თან გოგოების ნომრისკენ მიდიოდნენ.
კარზე მოურიდებლად დააკაკუნეს და თანხმობის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით შელაგდნენ შიგნით. გოგოები საწოლზე მოკუნტულიყვნენ და ტელევიზორში რაღაც კომედიას უყურებდნენ.სპორტულებში გამოწყობილები და სახლის ფორმაში მაინც საოცრად გამოიყურებოდნენ.ბექამ უცებ წარმოიდგინა როომ სახლში როგორ დაელოდებოდა სამსახურიდან დაბრუნებულს და მისი ერთი ჩახუტება დაღლილობას მაშინვე მოუხსნიდა და მაინვე ჩაეღიმა
-ჩემნი ბიჭი მოსულა,წამოხტა რუსა დ ირაკლის კისერზე ჩამოეკიდა.
-როგორ ხართ გოგოებო?
-კარგად ირაკლი თქვენ როგორ ხართ?სულ გაგიჟდა მგონი ეს ამ სიყვარულისგან.- წამოდგა ელეც და მათ მიუახლოვდა
-ჩვენც,მის მაგივრად უპასუხა ბექამ
-რა ვქნა ჩემო ეელენე,მარტო ეს არაა გაგიჟებული სიყვარულისგან.- თქვა ირაკლიმ და ბექას გახედა რომელიც უცებ მიხვდა ნათქვამის აზრს და თვალები დაუბრიალა
-აბა რას გეგმავდით დღეს? ჩაერთო უცებ რომ მის ნათქვამისთვის ყურადღება არ მიექციათ
--ისეთს არაფერს,ამაღამ ხომ შობაა და ეკლესიაში წავსულიყავით.
-მშვენიერი იდეაა რუსა,თქვენ მოემზადეთ და ჩვენ ქვემოთ დაგელოდებით. დიდხანს არ გვალოდინოთ ისედაც საღამოა უკვედროებით ძვირფასო,ლოყაზე აკოცა ირაკლიიმ და ბექაც გაიყოლა ოთახიდან
გოგოები სადად გამოეწყვნენ.თბილი,ნაქსოვი ზამთრის კაბები შეარჩიეს.ელენემ შავი როგორც ყოველთვის,რუსამ უფრო ნათელი და მხიარული თან ებუზღუნებოდა მეგობარს დღეს მაინც თქვი უარი მაგ უჟმურ ფერზეო მაგრამ ვერ დაითანხმა. ფეხზე ზამთრის თბილი ჩექმები ამოიცვეს,შესაფერისი ქურთუკები აარჩიეს და მზად იყვნენ. მაკიაჟზე და ყველანაირ გადაპრანჭვაზე უარი თქვეს. ეკლესიაში მიდიოდნენ და უნდოდათ სადად და მოკრძალებულად ყოფილიყვნენ, თუმცა ამ ტანსაცმელსიც ბრწყინავდნენ.
დედოფლები არიანო.შეაფასა ორივემ ერთად გულში როცა კიბეზე ჩამომავალი დაინახეს ბიჭებმა ისინი, მაშინვე წამოდგნენ ფოიეში არსებული სკამებიდან და მათკენ დაიძრნენ.კომპლიმენტები არ დაიშურეს მათ მიმართ და გასასვლელისკენ დაიძრნენ,როგორც ყოველთვის რუსა ირაკლიზე აკრული წინ მიდიოდა.
ავტოსადგომზე იმაზე მოუვიდათ კამათი ვისი მანქანით წავიდოდნენ. საბოლოოდ ირაკლის ჯიპით წასვლა გადაწყვიტეს და შეყვარებული წყვილი წინ მოთავსდა,ელენეს ამჯერად უკმაყოფილება არ გამოუთქვამს ამაზე.მეტიც გულის სიღრმესი კმაყოფილიც კი იყო ბექას სიახლოვით.ნელ-ნელა იმ შიშის გადალახვას ახერხებდა რაც წარსულში გაუჩნდა მამაკაცების მიმართ და ნდობაც თითქოს უბრუნდებოდა....
გზაში მხიარულობდნენ და ერთობოდნენ,რუსამ მუსიკა ჩართო და აჰყვა,ელენესაც გადმოსძახა ამყევიო მაგრამ მან თავი შეიკავა. პირი დაღო როცა მას ბექა აჰყვა და და კარგი დუეტი გამოუვიდათ.
-რააა?ჰკითხა ელენეს როცა დაასრულეს
-არაფერი სასიამოვნოდ გაოცებული ვარ შენით.,გაუღიმა გოგომ
-შენ არ იცი ეს როგორ ნიჭიერი გვყავს.
-ნუ მაქებ ირაკლი
-ბავშობაში სკოლაში უნდა გენახათ როგორ მღეროდა, აქტიური ბავშვი იყო რომ იტყვიან შკოლნიკი და წიგნების ჭია აი ეგეთი...
-ირაკლიიიი შეუღრინა ბექამ
-ნუ ეჩხუბები მოიცააა, მაინტერესებს როგორი ბავშვი იყავი
-ძალიან კარგი და საყვარელი..როგორც ახლა,-განაგრძო ირაკლიმ
-როგორ გაიცანით ერთმანეთი
-ჩვენ ერთმანეთი ჩემო რუსა იქ გავიცანით სოფელში.მე თავიდანვე ხულიგანი და ყალთაბანდი ბავშვი ვიყავი,სკოლაში ბევრ რამეს ვაშავებდი,გაწამებული მყავდა მასწავლებლებიც,მოსწავლეებიც და მშობლებიც,ბოლოს სამჯერ რომ გამრიცხეს სხვადახვა სკოლიდან და აღარსად მიღებდნენ მამაჩემს ამოუვიდა ყელსი,ვერ გამომასწორა და მამიდასთან გამისვა სვანეთში.იქ კი ამის კლასში მოვხვდი,მის გვერდით დამსვეს.კი გადავხედე ალმაცერად და მოვინდომე ყოყლოჩინობა მაგრამ მერე რო ვიგემე მისი მარჯვენა მივხვდი რომ მთლად ასეც არ უნდა ვყოფილიყავი და ისევ დაზავება ვარჩიე.მას მერე ერთად მოვდივართ,ჯერ იყო სკოლა,მერე საერთო ინტერესები აღმოვაჩნდა და ერთნაირი გატაცება გვქონდა.ასე მოვხვით ჯარში,ერთად წავედით და მოვიარეთ ავღანეთი,მერე ამან არ დაგვაკმაყოფილა და პოლიციის აკადემიაში ჩავაბარეთ.და ასე მოვედით დღემდე.
-ისე ეს იქაც ისეთივე მასხარა იყო როგორც ახლაა.
-სამაგიეროდ სენ იყავი ჭკვიანი და ისეთივე უჟმური როგორც ახლა ხარ.გაუცინარი ხელმწიფე.ბეჯითი მოსწავლე. ჩვენ რას არ ვაკეთებდით,ათAს რამეს ვიგონებდით რომ გოგოების ყურადღება მიგვექცია და მათი გულები დაგვეპყრო,ეს კი ერთს გაიღიმებდა და მორჩA იქ მთავრდებოდა ყველაფერი.
-რა ჩემი ბრალია მათ თუ თქვენნაირი ცანვარები არ მოსწონდათ,მხრები აიჩეჩა ბექამ
-მერე ვერავინ შეძლო თქვენი გულის დაპყრობა ბატონო ბექა?
-აქამდე ვერა.ახლა კი არის ერთი ვისაც ჩემი ღიმილი ეკუთვნის და ჭკვიანად თუ მოიქცევა გულსაც მიიღებს საჩუქრად.თქვა და ელენეს გადახედა გვერდულად
-შენ სულ ასეთი სერიოზული ხარ?
-კი,იქ მასწავლეს რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა და თავის კონტროლი არ უნდა დაკარგო. პრაქტიკები გვქონდა მანქანის პროფესიონალურად მართვას გვასწავლიდა. იმ დროისთვის ერთ-ერთი წარმატებული და პროფესიონა;ლი ავტომრბოლელი გამოგვიგზვნეს.საუკეთესო შედეგები მქონდა და თავიდანვე ვიცოდი რომ ვერავინ მაჯობებდა გამოცდაზე.-საუბარი აქეთ სპეციალურად წაიყვანა ბექამ ელენეს რეაქცია აინტერესებდა.
-მერე?
-ერთ ჩვენ კურრსელს თვალშI არ მოვდიოდი და ათAს რამეს იგონებდა რომ ჩავჭრილიყავი.ვითმინე.ვითმინე და ბოლოს ყელში რომ ამომივიდა გამოცდაზე ისეთი ჩავუტარე რომ კინაღამ ადგილზე დაიღუპა.მაშინ ამიხსნა და მითხრა ჩვენმა მასწავლებელმა რომ მოთმინება არასოდეს დამეკარგა და ჩემს შანსს დავლოდებოდი,დღემდე ვითვალისწინებ მის რჩევას და ბევრჯერ გამომადგა ცხოვრებაში. რა თქმა უნდა შეფასება მაინც უმაღლესი მივიღე და ცოტა ხნით სასჯელიც მივიღე მაგრამ ეს საქციელი არასოდეს მინანია.
-გაუცინარის რა გითხრა მაგრამ როცა საჭესთან ზის ისეთი გადარეულია ერთადერთი ვინც მეგულება რომ მას გაასწროს და მოუგოს ეს ჩვენი მასწავლებელია,არ დაიარება ამ ქვეყნად
მეორე ადამიანი ვინც ამას შეძლებს
ელენეს ჩაეცინა და ბექას შეხედადა თვალი თვალში გაუყარა,დარწმუნებული იყო რომ ეს ისტორია სპეციალურად მოყვა მისი რეაქცია აინტერესებდა
-მთლად ასეც ნუ იქნებით დარწმუნებული ირაკლი.
-მართალია,ელენეც არანაკლებად ატარებს ავტომობილს.
-შევეჯიბროთ?
-აკრძალულ რბოლაში მონაწილეობას არ ვაპირებ
-რატომ ფიქრობ რომ აკრძალულია?
-იმიტომ რომ ამხელა გამომძიებელი კაცი და თანაც განყოფილების უფროსი ქუჩის როლაში მონაწილეობას მიიღებს დავიჯერო?და წესებს დაარღვევს?
-ხანდახან გვიწევს ჩვენც წესების დარღვევა,თუმცა ვცდილობ ეს იშვიათად გავაკეთო,სხვაგვარად არ გამოდის ჩვენს პროფესიაში. თუმცა მამამ ისე გამზარდა რომ ბავშვობიდან მინერგავდნენ ერთგულებას,პატიოსნებას და წესიერებას და კაცობას.კაცს რომ ნამუსის ძარღვი გაუწყდება მერე მისგან ერთგულებას და გატანას ნუღარ ელიო და მეც სულ ვცდილობ გვერდით ისეთი ადამიანები არ მყავდეს ვისშიც ეჭვი მეპარება და დარწმუნებული არ ვარ..
-კაცი ყველაფერს დაიბრუნებს სინდის-ნამუსის გარდა,.ასე მასწავლა მეც ზურა ბიძიამ.ბექას მამამ.დაამატა ირაკლიმ
-ასეთ ოქროს ბიჭს თავისუფალს ვინ გტივებს ბიჭო, გაეცინა რუსას,-დაქალი მყავს გასათხოვარი და უნდა გიმაჭანკლო,ელენე ქვია..იხუმრა და მაშინე მიიღო ელენესგან მკვლელი მზერა
-ვხუმრობ კარგით.უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები..
-თქვენზეც მოგვიყევით რამე?-სთხოვა ირაკლიმ
-ჩვენზე მერე მოგიყვებით ეკლესიიდან რომ გამოვალთ,უკვე მოვედით....

პირველად გოგოები გადავიდნენ და იქაურობას თვალი მოავლეს,უკვე ბინდი იყო ჩამოწოლილი მაგრამ თოვლის ფონზე სხვანაირი ნათელი იდგა,ეკლესიის ეზოში ბევრი ხალხი არ იყო,მხოლოდ ორი თუ სამი მანქანა იყო გაჩერებულ.პატარა ეკლესია იყო.საოცარი სიმშვიდე სუფევდა და ელენესაც შინაგანი სიმშვიდე დაეუფლა..
ბექამ ჩუმად მიაწოდა ირაკლის იარაღი და შეინახეო უთხრა.
-იმედია ამაღამ არ დაგვჭირდება,გული ცუდს მიგრძნობს
-არაფერი არ მოხდება შობის ღამეა მშვიდად წავიდეთ,ნახე როგორი საყვარლები არიან და როგორი ბავშვურები,გაახედა გოგოებისკენ რომლებიც ეზოში იდგნენ და ფოტოებს იღებდნენ,თან მხიარულად იცინოდნენ და ერთმანეთს თოვლს ესროდნენ..მერე რუსამ დაუძახა მათ თქვენც მოდით ერთად გადავიღოთ ფოტოებიო და ისინიც ერთმანეთის მიყოლებით გადავიდნენ მანქანიდან,გვერდით ამოუდგნენ და პირველი ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
-აუ ბექა გაიღიმე რაა ნუ ხარ ასეთი სერიზული,დატუქსა რუსამ -აბა მოვემზადოთ...
ბექამ თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა.რუსა კმაყოფილი დარჩა
გოგოებმა თავსაბურავი მოიხვიეს და ეკლესიისკენ დაიძრნენ,მობილურებს ხმა გაუთიშეს და შიგნით შევიდნენ.სანთლები იყიდეს და საკურთხეველთან ახლოს დადგნენ,ხალხი ბევრი არ იყო და თავისუფკლად იდგნენ,მამაომ წირვა დაიწყო,ყურდაღებით უსმენდნენ მას და გულშიც ლოცულობდნენ,ყველას თავის გულისტკივილი,სათხოვარი და საფიქრალი ჰქონდათ.იმდენად იყვნენ ლოცვაში გართულები გელოვანმა ამიტოვ ვერ შენიშნა მისი ტელეფონი რომ გაუჩერებლად რეკავდა...
-ჯანდაბა ამის დედაც... შეიგინა სერგიმ დ სკამს ამოჰკრა ფეხი
-ისევ არ პასუხობს?
-არა მიშო.ნეტავ რა ეტაკათ და სად არიან.ხო მშვიდობა აქვთ.
-იმედია რომ ელენეს არაფერი უჭირს
-არა უნდა წავიდე,ვეღარ მოვიცდი,დროა რომ ვიმოქმედო ჩემებურად
-სულ არ გააფუწო ყველაფერი სერგი
-ჩემთან ხარ თუ რჩები?მკაცრად ჰკითხა სერგიმ
-სადაც შენ იქაც მე.მაგას რათ უნდა კითხვა.
-მასინ მივდივართ,თქვა სერგი,სეიფიდან იარაღი აიღო და კაბინეტიდან გავიდა.
-ის მაინც იცი სად არიან?
-ბოლოს რომ ველაპარაკე მითხრა სადაც მიდიოდნენ და ჩვენც იქ წავიდეთ,იმედია არ დავაგვიანებთ.სერგიმ მანქანა დაქოქა და უცებ მოსწყვიტა ადგილს....
წირვა გვიან დასრულდა,თითქმის შუაღამე იყო.გოგოებმა საბოლოოდ ილოცეს.პირჯვარი გადაისახეს და ბიჭებს შეხედეს
-წავიდეთ?ჰკითა ბექამ
-წავიდეთ.თავი დაუქნია ელენემ და წინ წავიდა.
-ხომ არ დაიღალეტ გოგოებო?
-არა ირაა,თავს საოცრად ვგრძნობ,მიეხუტა რუსა-სულიერად დავმშვიდდი.
-ესეგი ცოტა ხანს მეშველება.გეცინა ირაკლის
-ირაკლიიი დღეს ნუ მაჩხუბებ ძალიან გთხოვ,- გაებუტა რუსა,ელენეს ხელი ჩაჰკიდა და გვერდით გაიყვანა.-მოდი გოგო აქ ფოტოები გადავიღოთ.
ბექა მანქანისკენ წავიდა და ჯიბიდან მობილური ამოიღო,სერგისგან ამდენი გამოტოვებული ზარი რომ ნახა მიხვდა რაღაც ვერ იყო რიგზე და მაშინვე ირაკლის დაუძახა,თან რეკავდა ბიჭთან.
-რა ხდება?
-არ ვიცი,რაღაც ცუდი მოხდა ალბათ სერგის იმდენჯერ აქვს დარეკილი,მე კი ვერ გავიგე ხმა მქონდა გათიშული.
მერე ყველაფერი წამებში მოხდა..საიდანღაც შავი დაბურულმინებიანი ჯიპი გაჩნდა.ეზოში შემოვარდა და გოგოების პირდაპირ გაჩერდა.ბექას სახეზე შიში გამოესახა და სერგის სიტყვები ფრთხილად იყავითო და იარაღის გასროლის ხმა ერთდროულად გაისმა..ტელეფონი ძირს დაუვარდა და იყვირააა
-დაწექით გოგოებოოოოო.
-რა ხდებაა.?მათკენ მიბრუნდა რუსა და უნებურად ელენეს წინ აღმოჩნდა.ტყვიამ ჰაერი
გაკვეთა და რუსას სხეულში გაჩერდა,ინერციის ძალით უკან გადავარდა და ელენეს ჩაუბარდა ხელებში.მან თავი ვერ შეიმაგრა და ორივე ძირს დაეცნენ,თუმცა დაცემამდე მასაც მოხვდა ერთი ტყვია მხარში..
-არაა რუსააა,-იღრიალა ირაკლიმ და მისკენ გაიქცა.ბექა მანქანაში შეხტა და იარაღი ამოიღო თავდამსხელების მისამართით ცეცხლი გახსნა.მეორე იარაღი კი ირაკლის გადაუგდო.ორივემ გახსნა ცეცხლი.გელოვანის ნასროლმა მიზანს უწია,ერთ-ერთი ნიღბიანი დაიჭრა.,ამან შეაჩერა ისინი,მანქანში ჩასხდნენ და გაიქცნენ ისე როგორც გამოჩნდნენ...მათი წასვლა და მეორე მანქანიშ შემოვარდნა ერთი იყო.
-რუსა საყვარელო,არ გაინძრე,არ ადგე.ღრიალებდა ირაკლი.ელეს მისი თავი კალთაში ედო და ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა.
-გთხოვ თვალები გაახილე რუუუს,გთხოოვ.გონზე მოდი
ბიჭი გულში იკრავდა შეყვარებულს და საყვარელი ქალის დაკარგვით გამოწვეულ შიშს შეეპყრო.
ხალხი წიოკით თუ დარბოდა მანამდე და სად გაქცეულიყო არ იცოდა.ახლა გარს შემოეხვივნენ დაჭრილებს.ირაკლი მუხლებზე დამხობილიყო და გულში იხუტებდა რუსას.რომელიც სულ უფრო და უფრო ფითრდებოდა და მის სისხლში ისვრებოდა ორივე.ბექამ სასწრაფო გამოიძახა.ეკიპაჟები გააფრთხილა და მათთან გაჩნდა ისიც.
-ხმა გამეცი საყვარელო.გთხოოვ,ხმა გამეცი,.არ გამწირო,არ მიმატოვო. ღრიალებდა ბიჭი
-რუსაა არ დამტოვო,მეგობარო,მარტო არ დამტოვო,გთხოვ მითხარი რამე.უშენოდ რა მეშველება.ტიროდა ელეც.სულ ვერ გრძნობდა ტკივილს/ეს უფრო მეტად მტკივნეული იყო რუსას რაც ჭირდაგაჩერებული მანქანიდან სერგი და მიშო გადმოხტნენ და ისინიც მათთან მიიჭრენ.-ელეე როგორ ხარ?დაჭრილი ხარ.დახმარება გჭირდება
-ახლა არა სერგი,ეს სულ არ მადარდებს,მთავარია ის გადარჩეს
-სასწრაფო გამოიძახეთ.ღრიალბდა ირაკლი სასოწარკვეთილი
-მოდის ძმაო მოდის,ნუ გეშინია კარგად იქნება. დააწვინე და იქნებ ცოტა სისხლი შევუჩეროთ,
-არ გავუშვებ არ გავუშვებ ბექა არ მივცემ წასვლის უფლებას.თავს ვეღარ აკონტროლებდა ბიჭი.
-ირაკლი მანქანში გადავიყვანოთ და ვცადოთ სისხლის შეჩერება.-ახლა სერგიმ სთხოვა
-თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?თვალები დაჭყიტა გაოგნებულმა ელენემ
-ისინი იყვნენ.-დააიგნორა მისი კითხვა სერგიმ.გირეკავდით და ვერ მოვასწარი გაფრთხილება
-ახლა ამის დროაა?იყვირა წყობიდან გამოსულმა ირაკლიმ
-მართალი ხარ იკა. სერგი მომეცი გასაღები
-მმარტო არ წახვალ მეც მოვდივარ
-სერგიიი შენი მოსწავლე ვარ ხომ არ გავიწყდება,უყვირა ბექამ-ეწვი გეპარება?
მანქანის გასაღები ჩუდო ხელში და მიშოს ანიშნა გაყევიო.
-მარტო მაინც არ წახვალ. ბექა წამოხტა სერგის მანქანის საჭეს მიუჯდა და თვდამსხმელებს დაედევნა. სერგი ელენეს მიუბრუნდა და ჩაეხუტა. მისი ჭრილობის შეხვევა სცადა. ამასობაში სასწრაფოს გამაყრუებელი ხმა გაისმა და უგონო მდგომარეონაში მყოფი რუსა საავადმყოფოსკენ გააქანეს....
****************
საჭეს რომ მიუჯდა ჯერ კიდევ არ იცოდა საით უნდა წასულიყო ან რა უნდა მოემოქმედებინა.ერთადერთი ის მოახერხა რომ გარემოს თვალი მოავლოდა საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით მთავარ გზას დაადგა.წარმოდგენა არ ჰქონდა სწორად მიყვებოდა თუ არა თავდამსხმელების კვალს.მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ისინი უნდა ეპოვა,ხელიდან არ უნდა გაეშვა.მათი კვალი არ უნდა დაეკარგა.
ყურსასმენი მოირგო ყურზე და განყოფილებაში დარეკა.
-აფციკ სასწრაფოდ სპეცრაზმი მოამზადე გზა გადაკეტეთ მცხეთასთან დასავლეთისკენ მიმავალიც და თბილისისკენ მიმავალიც.შავი პრადო,მუქი შუშებით, უნომრო, ეკიპაჟები გააფრთხილეთ,მცხეთა-მთიანეთის განყოფილებას დაუკავშირდით გზებზე ყურადღებით იყვნენ,განგაშია.ყვიროდა ტელეფონში.,ხმას ვეღარ აკონტროლებდა და თან გზას არ აშორებდა თვალს.-საავადმყოფოები შეამოწმეთ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჭრილია..
მაშინვე შეუდგნენ მისი ბრძანების შესრულებას და მეტიც რამდენიმე წუთი დასჭირდათ იმისთვის რომ გუდაური-ანანური -თბილისის გებზე მოძრავ პოლიციის ეკიპაჟებს დამნაშავეების ძებნა დაეწყოთ..
დაძაბული ჩაფრენოდა საჭეს და და უფრო უმატებდა სიჩქარეს,გზაზე არც ერთი მანქანა რჩანდა.მხოლოდ ერთი ორი მაქანა შეხვდათ გზაზე..ბოლოს უკვე იმედი რომ გადაეწურა და იფიქრა შეცდომით წამოვედიო მაშინ მოჰკრა თვალი ანანურთან დამნაშავეების მანქანას. მიშო კიდევ უფრო მეტად მოეკიდა სახელურს რადგან ბექამ სიჩქარეს კიდევ მოუმატა და თვალის დახამხამებაში ამოუდგა უკან ჯიპს სიგნალებით და გაჩერებას ანიშნებდა. ისინი დანებებას არ აპირებდნენ და ორივემ კარგად დაინახა მათკენ მომართული იარაღის ლულა. რასაც ცეცხლის გახსნა მოჰყვა
-დაიხარეე,უყვირა მიშოს და მუხრუჭს დააჭირა ფეხი. ტყვიებმა მიზანს ვერ მიაღწია.უმისამართოდ ჩაუქროლეს,სამაგიეროდ რომ აიხედა მის მხარეს მომავალი ტრაილერი დაინახა,მათ შორის მანძილი სულ უფრო მცირდებოდა.შეჯახება გარდაუვალი იყო.მიშომ თვალებიც კი დახუჭა და ფიქრებში სიცოცხლეს უკვე გამოემშვიდობა..
-ამის დედაც.--- შეიგინა ბექამ
-ფრთხილად გელოვანო აქ ნუ მომკლავ.იყვირა მიშომაც
-მოითმინე, ნერვის აუტოკებლად უთხრა ბექამ და მოხერხებულად აუარა გვერდი.ცოტა გაუჭირდა საჭის დამორჩილება მაგრამ დროულად დაუბრუნდა ტრასას.
უკვე მცხეთას უახლოვდებოდნენ.ისევ გადარეკა განყოფილებაში,მიღებული ინფორმაციით კმაყოფილი დარჩა და ჯიპს ძალიან აღარ მიახლოებია.კვალში ედგა უბრალოდ.,უკვე იცოდა რომ მცხეთასთან მის ნაქებ სპეცრაზმს და პოლიციას გზა გადაკეტილი ჰქონდა და ვერსად წაუვიდოდა მათ...
საბოლოოდ დევნა მართლაც აღნიშნულ ადგილზე დასრულდა.დამნაშავეებმა რომ შეამჩნიეს გადაკეტილი გზა მათგან დაახლოებით ერთ კილომეტრში გაჩერდნენ თუმცა ძრავი არ გამოურთავთ,ალბათ ფიქრობდნენ რა ექნათ,იქვე გაჩერდა ბექაც.მოულოდნელად მანქანა მოაბრუნეს და უკან დაიხიეს..
-არ არსებობს ჩვენსკენ მოდიან თან ისვრიან
-ღვედი კარგად შეიკარი და თავი დახარე,ახლა გაჩვენებ როგორი გადარეულები ვართ პოლიციაში.ჩაეღიმა გელოვანს და მათკენ დაიძრა.არც კი უფიქრია თავის არიდება.პირდაპირ მათკენ მიდიოდა.ალბათ არც ისინი ელოდნენ მის ამ მოქმედებას და დაბნეულებმა სროლა შეწყვიტეს,რითაც ბექამ ისარგებლა და ორი მანქანა ერთმანეთს შეასკდა. იარაღი მოიმარჯვა და მანქანიდან გადავიდა.პირდაპირ მათკენ მიდიოდა,წარმოდგენა არ ჰქონდათ რა მდგომარეობაში იყვნენ თავდამსხმელები.უშიშრად მიიწევდა წინ
-არ გაბედო გესმის გელოვანო,უკან დაბრუნდი.გაისმა რაციაში უფროსის ხმა.თუმცა ამან ვერ შეაჩერა.რამდენიმე ნაბიჟიც და მანქანასთან იყო, კარი გამოხსნა და უგონო მდგომარეობაში მყოფი თავდამსხმელები დაინახა...
სპეცრაზმა ალყა შემოარტყ და მანქანას და იქაურობას გაარიდეს.სასწრაფოც ადგილზე იყო ამიტომ,დაკავებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება მერე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაცვა მიუჩინეს სანამ მათ დაკითხვას შეძლებდნენ.
-გონს რომ მოვლენ ყურებით მომითრიეთ განყოფილებში,პირდდ დავკითხავ.-გამოსცრა კბილებში
-დამშვიდდი გელოვანო,თავი აკონტროლე.რას აპირებდი რომ გადმოხტი და მათკენ გაიქეცი?შენ მართლა სუპერმენი ხომ არ გგონია შენი თAვი?რომ ესროლათ?მართლა გგონია რომ ტყვია არ მოგეკარება?უსაყვედურა უფროსმა.-საკუთარი თავი საფრთხეში როგორ ჩააგდე?
არაფერი მიჭირს კარგად ვარ.
-განყოფილებში წამოდი პატაკია დასაწერი მომხდარზე.ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომიყვე.
ბექას რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ უკან ის საწრაფო მოადგა გამაყრუებელი წივილით რომელსაც რუსა გადაჰყავდა საავადმყოფოში და ვეღარაფერი თქვა..
-ახლა არა გთხოვთ,ირაკლის საცაოლეა დაჭილი,მის გვერდით უნდა ვიყო.მობრუნდა და მანქანში ჩAჯდომა დააპირა როცა უფროსის ბრძანება მოესმა
-შესდექ გელოვანო.შენ ვერაფერს უშველი, საქმეს კი შუა გზაზე ვერ მიატოოვებ
-მართალი ხარ.მაგრამ ის ხომ...
-მისთვის ასე ჯობია დამიჯერე.
-კარგით.მოკლედ კრიმინალისტები გაგზავნეთ თავდასხმის ადგილზე.სამხილებს შეაგროვებენ,მასალებს შეისწავლიან.დანარჩენები ჯგუფებად დაიყოფით და დამნაშავეებს უყარაულეთ.გონს რომ მოვლენ სასწრაფოდ განყოფილებში გადმოიყვანეთ.აფციკ მომდეს შენი იმედი?
-რა თქმა უნდა როდის დამიღალატებიხართ?-გაიჯგიმა ბიჭი
-არასოდეს....
მართლაც არასოდეს მიუტოვებიათ და არაასოდეს უღალატიათ ერთმანეთისთვის ბექა გელოვანს,ირაკლი სიხარულიძეს და დემეტრე აფციაურს.მცირე გადახვევას გავაკეთებ და ამ სამეულზე მოგახსენებთ.. ერთმანეთი პირველად ჯარში ყოფნის დროს აღმოაჩინეს.ბექა და ირაკლი რამდენიმე წლით უფროსები იყვნენ დემეტრეზე.ავღანეთში საომრად მიდიოდნენ როცა ბაზაზე უცებ შეამჩნიეს ახალგაზრდა,სხვებში გამორჩეული და ასაკთან შედარებით ტანმაღალი და ძლიერი დემეტრე. ასაკის მიუხედავად უფრო ყოჩაღად და მამაკაცურად გამოიყურებოდა. პირველი წვრთნები რომ გაიარეს მაშინვე მიხვდნენ რომ იარაღს და საბრძოლო ილეთებს საკმაოდ კარგად ფლობდა ყმაწვილი. არც იუმორთან იყო მწყრალად და საკმაოდ განათლებული და კარგი მოსაუბრე გახლდათ. ერთი ორი დღე შორიდან უყურეს ბიჭებმა.მერე კი პირდაპირ მიადგნენ და მისი გაცნობა მოინდომეს.მთიელ ვაჟკაცს არ გაუჭირდა მათი ბუნების ამოცნობა და ხელი გაუწოდა ვაჟკაცობისა და დამეგობრების ნიშნად.დროთა განმავლობაში უფრო დაახლოვდნენ და ავღანეტშიც არაერთხელ ისახელეს თავი სამეულმა. ამ ყველაფერთან ერთად აფციაურს შესანიშნავად ესმოდა ნაღმების განაღმვის ტექნოლოგია და არაერთი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან,თანამებრძოლები მითუმეტეს. მას უშიშარი შეარქვეს და თვით იქაური სამხედროებიც ალაპარაკდნენ.რაც ბექად და ირაკლის ძალიან უხაროდათ.ის ხომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო ოცდაერთი წლის ყმაწვილი და მომავალი შესაშური ჰქონდა. ერთ-ერთი რეიდის დროს აფციაურის დანაყოფს მეამბოხეებთან მოუხდათ შეტაკება და მისი თანამებრძოლები დიდხანს იბრძოდნენ,დაახლოებით ოცდაათი კაცი დაითვალა თავდამსხმელი. უთანასწორო ბრძოლაში რამდენიემ წუტსი მარტო დარჩა.ყველა ადგილზე დაიღუპა. მაშინ აამოქმედა დემეტრემ გონება და ყყველაფერი გაიხსენა თუკი რამე ჰქონდა ნასწავლი, ჭკუა იხმარა,მთელი ღამე ალყაში გაატარა,მაგრამ არ ნებდებოდა, გარდაცვლილი მეომრების იარაღი მოიმარაგა, სასურველი სამალავი შეარჩია და ნელ-ნელა მოქმედება დაიწყო... ისე დაძვრებოდა სიბნელეში ერთი ადგილიდან მეორეზე და ისე ავლებდა მუსრს მტრის კარისკაცებს რომ დილით როცა დამხმარე ძალა მივიდა ადგილზე ყველა მკვდარი გახვდა, თვითონ აფციარი კი კედლის ძირში მიმჯარიყო შეასასვლელში და სახეზე კმაყოფილება ეწერა. მას მერე მას ეშმაკს ეძახდნენ და მისი სახელი ისე გავარდა მთელს ქვეყანაში რომ ავღAნეთში ყოფნის პერიოდში მტრის ჯარებში შიშის ზარს სცემდა მისი სახელის გაგონება...
იქიდან რომ დაბრუნდნენ სამხედრო აკადემიაში მოხვდნენ ერთად და იქ გ
ააგრძელეს სწავლა.. მაგრამ ერთი სუსტი წერტილი მას გამოუჩნდა ძლივს აითვისა მანქანის მართვის გაკვეეთილები და ორჯერ ჩაიჭრა გამოცდაში რამაც სერგი ისე გააღიზიანა კინაღამ საერთოდ გაარიცხინა იქიდან. ბოლოს ისევ ბექამ და ირაკლიმ ივაჟკაცეს და როგორც იქნა დაბალი ქულებით მაგრამ მაინც დაასრულა აფციაურმა სწავლა...
კიდევ ბევრი რამ გადაიტანეს ერთად,მაგრამ ახლა ამის დრო ნაკლებადაა, უბრალოდ იმას გეტყით რომ როცა გელოვანი განყოფილების უფროსად დანიშნეს და სანდო ხალხის მოყვანა სთხოვეს მასინვე ის გაახსენდა და მისი დანაყოფი დაქვემდებარებაში გადაიყვანა. მასზე სანდო ადამიანს ვერსად ნახავდ მას ხომ სიცოცხლეს ანდობდა...

**************
ამ დროის განმავლობაში მიშო სერგის მანქანასთან იდგა და შორიდან ადევნებდა თვალს ყველაფერს. უკვირდა გელოვანის ასეთი მოქმედება.სერგის ნათქვამში ბოლომდე დარწმუნდა რომ ის მართლაც სხვა იყო და მისნაირი ღირსეული ადამიანები ნამდვლად ცოტა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ საკმაოდ ცოტას შეხვედრია.
-სერგის გადაეცი რომ მანქანისთვის ბოდიშს ვუხდი,ნთლიანად სამინისტრო იღებს საკუთარ თავზე მის შეკეთებას და ხარჯებს აანაზღაურებს.მიუახლოვდა ბექა და მადლობის ნიშნად ხელი გაუწოდა.
-ამ მანქანას არ ჭირდება სამინისტრო და თქვენი ვითომ ვაი ხელოსნები.ცემზე უკეთ ვერავინ მიხედავს.ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ. გაეღიმა მიშოს და მის გამოსწვდილ ხელს თავისი შეაგება
-რა თქმა უნდა არ დამვიწყებია. გაეღიმა გელოვანსაც.-ახლა სერგისთან წადი და მას არ მოშორდე იცოდე სანამ მე არ მოვალ და გთხოვ ყველაფერი შემატყობინე,ვიცი ისინი ახლა ჩემთვის ვერ მოიცლიან, ერთადერთი ნორმალურად მოაზროვნე ამ სიტუაციაში ახლა შენ ხარ.ელენეს არ მოშორდე გთხოვ.მქონდეს შენი იმედი?
-რა თქმა უნდა.
-კარგი წადი არავინ გაგაჩერებს,უკვე გავეცი ბრძნება,დროებით
-მადლობა გელოვანო.არ ველოდი შენგან
-ელენეს გამო.ოდნავ გაუღიმა ბექამ, ნომერი ჩააწერინა,მერე კიდევ ერთხელ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და ასე თბილად დაშორდნენ
მანქანაში ჩაჯდა და უფროსთან ერთად განყოფილებაში დაბრუნდა.ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა
-ესეგი რა გამოდის რომ მისი ადგილსამყოფელი თუ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და ისიც მხოლოდ უახლოესმა ადმიანებმა, გამოდის რომ გამყიდველი აქ გვყავს პოლიციაში.
-ასე გამოდის და ყველაზე მეტად ჩემს თავზე ვბრაზობ რომ ეს დავუშვი და გამომეპარა
-შენი ბრალი არაა. უბრალოდ მათ აქვთ ძალიან გადგმული ფესვები და როგორც ჩანს აქაც შემოძვრა ვირთხა.
-ვიპოვი აუცილებლად ვიპოვი,მასაც ვიპოვი და დამნაშავეებსაც.გამოსცრა ბექამ
-გელოვანო რაღაცას გკითხავ და როგორც მამა-შვილმა ისე ვისაუბროთ კარგი?
-ამას რამე კავშირი აქვს საქმესთან?
-პირდაპირი, ჩათვალე რომ ახლა შენი უფროსი არ ვარ
-გისმენ უფროსო
-იმ გოგოსთან რა გაკავშირებს?გიყვარს?
-იცით მეეე... ბექამ თავი დახარა და ვეღარაფერი თქვა
-მესმის რომ ლამაზი ქალია და შენც ახალგაზრდა უცოლო კაცი ხარ და რა გასაკვირია, რომ მოგეწონა,მაგრამ არ მინდა რომ შეცდომა დაუშვა და გზას ასცდე.გრძნობებმა თვალები არ დაგიბრმაოს ბექა და იმ ქალს ბრმად არ ენდო.იქნებ მართლა დამნაშავეა?
-მესმის თქვენი და ვხვდები რატომ დარდობთ, ჩემზე ფიქრობთ როგორც ყოველთვის,მაგრამ ხომ მიცნობთ?ხომ იცით რომ პირადი და სამსახური ყოველთვის გამიჯნული მაქვს ერთმანეთისგან?აქამდე ხომ არასოდეს შევმცდარვარ და არც ახლა შევცდები. გპირდებით არ მივცემ გრძნობებს დაბრმავების უფლებას
-მე მჯერა შენი და გთხოვ იმედები არ გამიცრუო
-გპირდებით
-კარგი,ახლა მითხარი ვინმეზე გაქვს აქ ეჭვი?
-რამდენიმე ადამიანია,იმ ღამეს როცა ელენეს მანქანას ვეძებდი და მისი ადგილსამყოფელის დადგენას ვთხოვდი სმენაში ოთხი ადამიანი მუშაობდა,ისინი უკვე ჩვენი დაკვირვების ქვეშ არიან და მათი ტელეფონები ისმინება, მალე გავიგებთ იმედი მაქვს გამყიდველის ვინაობას.
-იმ თურქ მრბოლელზე რა გაარკვიე?
-ისევ ძებნაშია.მისი ფოტოები განყოფილებებში და ყველა საპატრულო ეკიპაჟს გადავუგზავნეთ.
-ერთი ეგ ჩამაგდებინა ხელში და ციხიდან ცხვირს არ გამოვაყოფინებ. ეს რა ამბები მოაწყო ჩვენს ტერიტორიაზე და როგორ ბოგინობს,
საუბარი გააწყვეტინეს და კარში აფციაური გამოჩნდა
-ერთ-ერთი თავდამსხმელი გონს მოვიდა და პირდაპირ აქ მოვიყვანეთ,ისეთი არაფერი სჭირს რომ დაკითხვა ვერ შევხლოთ
-კარგი აფციკ, მოვდივარ. შენ თავისუფალი ხარ, შეგიძლია ცოტა ხანს დაისვენო
-შენ მე მეხუმრები?-ჩაეღიმა მას
-არა რატომ?ძალიან დატვირთული დღე გქონდა დღეს
-უარესებიც მქონია ხომ არ გავიწყდება.
-კარგი მაშინ ცოტა ხანს დამელოდე დაგიძახებ, უთხრა ბექამ და დაკითხვის ოთახსიკენ წავიდა...დაკითხვის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია საქაღალდეში იდო, რომელიც აფციაურმა მიაწოდა და თვითონ გარეთ დაელოდა.
გელოვანი ოთახში შევიდა.დაკავებული შეათვალიერა,მერე მის წინ დაჯდა და საქაღალდე გადაშალა, უცებ გადაიკითხა ყველაფერი და ჩუმად მყოფ ბიჭს მიაჩერდა
-აბა იტყვი ვინ დაგავალა ეს და რატომ ესროლე იმ გოგოს?
-მე არ მისვრია
-მნიშვნელობა არ აქვს რომელმა ისროლა,უბრალოდ მაინტერესებს ვინ დაგავალა,?დაასახელე მისი ვინაობა და გპირდები რომ სასჯელის შემსუბუქებაში დაგეხმარები...
ბიჭის დაკითხვა დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გატყდა და რამდენიმე წუთში ბექას ყველანაირი ინფორმაცია ხელთ ჰქონდა.კმაყოფილმა დატოვა დაკითხვის ოთახი
-აჰაა ხო გინდოდა დასაქმება ხოდა წადი ჯგუფი მოამზადე გავდივართ სასწრაფოდ. განკარგულება გასცა ბექამ და აფციაურს უკან ამოუდგა
-შენ სად მოდიხარ? რას აკეთებ?
-ხომ არ გავიწყდება ვინ ვიყავი
-აჰ ესეგი სპეცრაზმის მონატრებას და ნოსტალგიას განიცდი?უკვე მოგბეზრდა სამოქალაქო ტანსაცმელი და პიჯაკ-ჰალსტუხი?-გაეხუმრა დემეტრე და ჯავშან ჟილეტი მიაწოდა
-ამის გარეშე არ წამოხვალ, ისიც გეყოს წეღან რა ამბავიც დაატრიალე არანორმალურო.
-რაა?რა გინდა? წარბები აწკიპა ბექამ
-რა და იმ მანქანისკენ რომ გარბოდი სად გარბოდი?რომელიმე გონს რომ ყოფილიყო და ესროლა?
-ვგრძნობდი რომ გადავრჩებოდი
-არ ხარ შენ ნორმალური,იცოდე დღეს დამაცდი ჩემი საქმის შესრულებას, არ ჩაერიო. მე ხომ არ ვერევი შენ საქმეში?ხოდა დამაცადე მეც, ჩემს ჯგუფში უწესრიგობას ვერ ავიტან და შენც კი არ მოგცემ ამის უფლებას
-კარგი, გპირდები რომ ყველაფერის დაგეგმის უფლებას გაძლევ. ბექამ უკვე მოირგო სპეცრაზმელის ტანსაცმელი, ჯავშანჟილეტი,იარაღი აიღო და უკან აედევნა აფციაურს. იგრძნო როგორ მონატრებოდა ეს ყველაფერი, ეს შეგრძნებები და იმის მოლოდინი რომ გამოიძახებდნენ დამნაშავის ან დამნაშავეების ასაყვანად,ან რამე საინტერესო და გიჯურ საქმეზე,იგრძნო როგორ მონატრებოდა ადრენალინის შეგრძნება და დამნაშავეზე ნადირობა...
ყველაფერი აფციაურს მიანდო და მისი გეგმით მოქნედებდნენ, სახლს ალყა შემოარტყეს,პირველი სართული იყო და რამე განსაკუთრებული არ დასჭირვებიათ, ფრთხილად და შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ შესასვლელ კარს და ერთი დარტყმით შეამტვრიეს. მიყოლებით შელაგდნენ ჩაბნელებულ ოთახში, შუქი აანთეს და არასასურველი სურათი გადაეშალათ თვალწინ- ორი გარდაცვლილი იატაკზე საკუთარ სისხლში ცურავდა.
-ამის დედაც გინების კორიანტელი დააყენა ბექამ. პირველად ხედავდა აფციაური ასეთ დღეში და წყობიდან გამოსულს.
-გეყოფააა. დაუღრიალა ბოლოს ისე რომ ვერ შეძლო მისი დაწყნარება.-იმედია ხვდები რომ მთავარი დამნაშავე ჯერ კიდევ დასაჭერია და არ გაქვს ამის უფლება. ჩაჯექი ახლა მანქანაში და ირაკლისთან წადი, ის გოგო ნახე. ცოტა დამშვიდდი, აქ მე მოვაგვარებ ყველაფერს შენი საქმე დღეს დასრულებულია. უბრძანა აფციაურმა თითქოს ის ყოფილიყოს უფროსი და არა ბექა.მართალიც იყო ბიჭი უკვე ვერარ აზროვნებდა ნორმალურად და შეცდომის დაშვებას ისევ მისი გაშვება ჯობდა...
ტანსაცმელი არ გამოუცვლია ისე ჩაჯდა მანქანში და დიდი სისწრაფით გააქროლა საავდმყოფოსკენ...
შორიდანვე შეამჩნია ისინი და უფრო აუჩქარა ნაბიჯს,თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ დამნაშავის დაჭერის სურვილს ისე ყავდა შეპყრობილი მეგობარი და მისი გასაჭირი სულ გადავიწყდა და ამდენი ხანი არ მოიკითხა, არც კი დაურეკა.მერე ელენე გაახსენდა და იმის გააძრება რომ შეეძლო დაეკარგა ჭკუიდან გადაიყვანა და ახალ უკეთ გაუგო ირაკლის.
რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო ნათლად ხედავდა მათ სასოწარკვეთილ სახეებს, ირაკლი სკამზე იჯდა,იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა და ხელები ერთმანეთში აეხლართა. გადატყავებული და სისხლიანი ჰქონდა და კედელზეც სისხლი შენიშნა.მიხვდა მისი ნამოქმედარი იყო..ტანსაცმელიც მთლად სისხლით ჰქონდა მოსვრილი.
გვერდით ელენე ეჯდა, ერთ წერტილს მიშტერებოდა და ჩუმად სლუკუნებდა. სახე გაფითრებოდა თვალის უპეები ჩაშავებოდა, მისთვის ჭრილობა უკვე დაემუშავებინათ და შეეხვიათ, მის გვერდით სერგი იჯდა ელენესთვის ხელი მოეხვია და იხუტებდა. მათ წინ მიშო კედელს მიყრდნობოდა და ნერვულად ათამაშებდა ფეხს ექიმის და ახალი ამბის მოლოდინში. პირველი სწორედ მან შენიშნა ბექა და მისკენ დაიძრა
-ახალი არაფერია?
-არა,ველოდებით ექიმებს. თავი გაუქნია მიშომ
წამში დაფარა მანძილი და ირაკლის წინ ჩაიმუხლა
-ყველაფერი კარგად იქნება,აი ნახავ.მოეხვია მეგობარს-მაპატიე ძმაო,ვერ დაგიცავით, ვერ დავიცავი ვერც ერთი. ირაკლიც მოეხვია,თითქოს შვებას იგრძნობდა ამით
-აქამდე ვერ მოვედი, დამნაშავეები დავაკავეთ, დაკითხვები და ამბები იყო იქ,
-გული გაუჩერდა ბექა გესმის გული გაუჩერდა. სასოწარკვეთილმა ძლივს მოაბა თავი სათქმელს,-ის გული როგორ უნდა გაუჩერდეს ბიჭო?ის პატარა, საყვარელი თბილი გული, ჩემთვის რომ ძგერს
-კარგად იქნება ირაკლი, რუსა კარგად იქნება. აი ნახავ.
-ექიმებმა აუმუშავეს, ერთი ტყვია პირდაპირ გულთანაა გავლილიო და ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს ოპერაცია, აცნობა სერგიმ
-ირაა შემომხედე ირა, მოიშორა ბექამ და თვალებში ჩახედა.-ხომ იცი როგორი ძლიერი გოგო გყავს რუსა?იბრძოლებს და აუცილებლად გამოძვრება.ჩვენთან იქნება, ბოლო-ბოლო თვქენს ქორწილში ხომ უნდა ვიქეიფოთ არა?მისი გამხიარულება სცადა ბექამ
-იმედი მაქვს რომ უფალი არ გაგვწირავს და ვნახავ სადედოფლო კაბაში.
-ნახავ აუცილებლად ნახავ
-დაიჭირეთ ის ნაბიჭ....ი?ჩემი ხელით მოვკლავ,არც ერთს არ ვაცოცხლებ.ოღონდ ახლა რუსა გადარჩეს და მაგათთვის მერე მოვიცლი..დაიმუქრა ირაკლი
-შენ ახლა თავს ვერ აკონტროლებ.ემოციები გალაპარაკებს. დამშვიდდი და მშვიდად დაველოდოთ ექიმის გამოსვლას,მჯერა რომ რუსა კარგად იქნება.
-ნუ მაწყნარებ.მითხარი ხომ დაიჭირე?
-კი დავიჭირეთ,მაგრამ უბრალოდ პაიკები აღმოჩნდნენ,შემკვეთი გაიქცა,ჯერ კიდევ ვერ დავადგინეთ მისი ვინაობა, განუმარტა ბექამ
-ესგი ისევ თავისუფალია ის არაკაცი?
-კი,მაგრამ მალე დავიჭერთ,საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა და ძიებამ სხვა მიმართულება მიიღო.ერთი ნაბიჯი გვაკლია მხოლოდ.
-ამ ფორმას კიდევ თუ ჩაიცმევდი აღარც მეგონა.ახლა შეამჩნია მისი ჩაცმულობა ირაკლიმ
-არც მე,მაგრამ თქვენს გამო ყველაფერს გავაკეთებ,ოღონდ თქვენ იყავით კარგად,თქვა და ელენეს გადახედა.რომელიც საერთოდ არ რეაგირებდა არაფერზე. ტელეფონის ზარის ხმაც ვერ გაიგო. სანამ ბექამ არ შეარხია ოდნავ.
-ელეე..ელენე..მსუბუქად შეეხო,თუმცა გოგო მაინც შეხტა და დაბნეულმა გააცეცა თვალები.-ტელეფონია,ანიშნა ბექამ.
ელენემ ძლივს ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და ჩამწყდარი ხმით უპასუხა
-ამ ჯერზე გადარჩი შენმა მეგობარმა გიშველა.-გაისმა ომარის ცინიკური და დამცინავი ხმა.-შემდეგში ვეღარავინ გიშველის, ვერც შენი გამომძიებელი.დამელოდე მე მალე მოვალ.მანამდე კი მაგას გადაეცი რომ შეწყვიტოს ჩემი ძებნა,ახლა კი დაგემშვიდობები და შეტყობინება ნახე რო დავამთავრებთ სათქმელს. მიაყარა და ზარიც გაითიშაა.
-არაკაცოო მოიცადეე. არ გამითიშო,- იკივლა ელენემ.-ვერ შეეხები,ჩემს საყვარელ ხალხს ვერ შეეხები,თუმცა მისი ხმა აღარ ესმოდა ომარს. შეტყობინება გახსნა და ფოტო დაინახა. იმ მომენტში გადაღებული სადაც ყველა ერთად იყო გადაღებული იმ მომენტში,
"-ნელ-ნელა მათაც მივხედავ"ასეთი სათაური ჰქონდა. ელენეს ისტერიკული შეტევა დაემართა და წამოხტა, ამდენ ემოციას და ნერვიულობას ვერ გაუძლო და პირდაპირ ბექას ჩაუვარდა ხელებში....
*****************

ამჯერად გელოვანის სახლში ისხდნენ მაგიდის გარშემო თვითონ გელოვანი, სერგი, აფციაური,მიშო და ირაკლი.ელენეს ბექას საძინებელში ეძინა, რუსა კი რეანიმაციასი იყო და მას სპეცრაზნის რამდნეიმე წევრი იცავდა. გაურკვეველი იყო როდის მოვიდოდა გონს...
-ყველა საფრთხეშია,რადგან ის ფოტო გამოგზავნეს ესეგი იმაზე ახლოს არიან ვიდრე წარმოვიდგენთ.-დაიწყო ბექამ
-დარწმუნებული ვარ ჩვენი ოჯახსი წევრებიც საფრთხეში არიან.
-რუსასთან მე დავრჩები და მის სიცოცხლეს მე დავიცავ.
-მე თინანოს და ჩემს ოჯახს მივხედავ.
-მე ისედაც მარტო ვარ დაამატა მიშომ
-ასე არ გამოვა.ყველა საფრთხეში ხართ და ერთAდ უნდა ვიყოთ,ცალცალკე უფრო მოგვერევიან.
-დემეტრე მართალია, უნდა დაიმალოთ,სადმე უნდა გადაგმალოთ.პოლიციას ვერ ვენდობი და ვერც მათ კონსპირაციულ ბინებს გამოვიყენებთ.მითუმეტეს ახლა როცა ვიცი რომ გამყიდველი შიგნით გვყავს.
-ამიტომ მითხარი საქმემ სხვა მიმართულება მიიღოო?
-დიახ ირაკლი ამიტომ,თავი დაუქნია ბექამ
-ამის დედაც..-შეიგინა სიხარულიძემ.
-რას წარმოვიდგენდი ის ნაბი...ი ასეთI ცივსისხლიანი მკვლელი თუ იქნებოდა.
-შენი ბრალი არაა სერგი.ადამიანის ამოცნობა საკმაოდ რთულია..
-მე არ უნდა შემშლოდა ბეექა და სწორედ ეს მიღებს ბოლოს,ჩემი უმოქმედობა მკლავს...
-მოკლედ ახლა ამის დრო არაა,ის მოვიფქროთ სად წავალთ ჩვენი სამალავები არ გამოდგება,ყველა იცის მან.თქვა მიშომ
-უკვე მოვიფიქრე,ჩემთAნ წახვალთ სვანეთსი,მამას უკვე დავურეკე და ყველაფერი მოგვარებულია,გელოდებიან.სერგი ახლა წახვალ ბარგს ჩაალაგებ და ორ საათში ცოლ-შვილთან ერთად აქ გელოდები.აფციკ ელენეს სახლში წახვალ.მის ნივთებს წამოიღებ და წახვალთ,
-გამორციხულია..
-შენი ხმა არ გავიგო სერგი.ერთხელ ,მეც დამიჯერეთ არ შეიძლება?მკაცრად უთხრა ბექამ.-ვთქვი და ასე იქნება.საკუთარ ტერიტორიაზე უკეთ გაგაკონტროლებთ.დაგიცავთ
-ისევ გავრბივარ.
-ასეა საჭირო,გთხოვ სერგი...აფციკა გაგაცილებს თავის ჯგუFტან ერთAდ და ბოლომდე გამოგყვებაათ ის დაგიცავთ.
-რდაგან სხვა გზა არაა, წავალ ბარგს ჩავალაგებ. წამოდგა სერგი.-კი გაგიჟდება თინანო.მაგრამ როგორმე დავიყოლიებ.მიშოც უკან მიყვებოდა როცა ბექამ დაუძAხა და შეაჩერა.
-მისო მოიცადე.შენც საფრთხეში ხარ.მოემზადე და გელოდები,შენც მიდიხარ და უარი არ გავიგო.
-მე არ მეძშინია მართლა,ვიცი ჩემზე არავინ იდარდებს..
--მიშო თქო..დაუბრიალა თვალები...-გთხოვ დამდო პატივი და ისარგებლო ჩემი მშობლების სტუმართმოყვარეობით,მეტი ზრდილობიანად აღAრ შემიძლია მე თხოვნა.
-კარგი, ერთი საათი მწირდება მხოლოდ.დროებით...
ყველა წავიდა და წამებში დარჩა მარტო გელოვანი, სახლში სიჩუმემ დაისადგურა.აუტანელი იყო ეს ყველაფერი.არავინ იცოდა რა იქნებოდა ხვალ,როგორ შეიცვლებოდა მათი ბედი და როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი,,,უბრალოდ ყველამ იცოდა რომ ეს გამოცდა იყო და უნდა გაეძლოთ,კიდევ ერთხელ უნდა გაეძლოთ.....
ანჯერად საფრთხის ქვეშ ბევრად უფრო მეტი იყო...ოჯახი,მეგობრობა,ძმაკაცობა სიყვარული... ამჯერად მათ დასაცავად კბლებით უნდა ებრძოლა თითოეულ მათგანს....
*******************
მძიმედ გაახილა თვალები და პირველი ჭერს შეხედა.აშკარად არ ეცნო და ნელ-ნელა მოავლო ოთახს თვალი.ბოლოს მძინერე ბექაზე შეაჩერა მზერა და ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა, ესიამოვნა რომ ბიჭი მის გვერდით იყო, საწოლში ფრთხილად უნდოდა წამოჯდომა მაგრამ ვერ შეძლო თავის შეკავება,ტკივილმა თავი შეახსენა და დაიკვნესა.რასაც ბექას გაღვიძება მოჰყვა
-ჩამძინებია წუხანდელ უძილოს
-ფხიზელი ძილი გაქვს.
-კი საკმაოდ.შენ რა გჭირს?რამე გტკივა?ხომ კარგად ხარ?გადაუჯდა საწოლზე ინსტიქტურად და მისი ხელები თავის ტორებში მოიქცია.
-დამშვიდდი ბექა კარგად ვარ,ამოისუნთქე.გაეღიმა.-სად ვარ?ან რომელი საათია?
-ჩემს სახლში ხარ.და უკვე საღამოა, დახედა საათს და მისი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა ბექამ.
-აქ რატომ ვარ?
-საფრთხე გემუქრება და ამიტომ
-აჰ ახლა გამახსენდა ომარის ზარი,,,, წამოსცდა ხმამაღლა და ენაზე იკბინა
-ყველაფერი ვიცი,შეგიძლია თამამად ილაპარაკო.
-ხო ახლა გამახსენდა ყველაფერი, სერგისაც იცნობ.საიდან?
-შენ მხოლოდ ეს გადარდებს?წარმოდგენა მაინც გაქვს რა საფრთხეში ხარ და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?-უსაყვედურა ბექამ
-მე სულ საფრთხეში ვარ მთელი ჩემი ცხოვრებაა.სიმართლე გითხრა არც მისი მეშინია და არც სიკვდილის,იქნებ შვებაც კი იყოს ჩემთვის.მე მხოლოდ საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია რომლებიც არც თუ ისე ბევრი მყავს.დარდიანად თქვა გოგომ
-იქნებ არსებობს ადამინეი ვისაც შენი დაკარგვის ეშინია?ჰკითხა ბექამ რასაც ელენეს ირონიული ჩაცინება მოჰყვა
-არა მგონია.ვიცი არავის ვადარდებ.არავის აწუხებს ჩემი ასებობა-არრსებობა.არც ჩემი ოჯახის წევრებს
-ასეთი პესიმისტი ნუ ხარ კარგი?ოჯახს თუ არ უნდა შენთან ურთიერთობა იმას არ ნიშნავს რომ მეგობრები არ იდარდებენ
-მეგობარი ხოოო, ახლა გამახსენდა რუსა?როგორაა?უნდა ვნახო.მისი ნახვა მინდა
-დამშვიდდი და საწოლში დაბუნდი.ახლა ვერსად წახვალ.ის რეანიმაცაშია და გონს ჯერ კიდევ არ მოსულა.
-ჩემი საწყალი მეგობარი,როგორ იტანჯება.მე უნდა ვიყო ახლა მის ადგილზე,-ცრემლი მოერია გოგოს
-ყველაფერი უფლის ნებაა.ალბათ ესეც უნდა გადაგეტანათ,ხომ იცი ისე არაფერი ხდება, აი ნახავ რუსა გამოჯანმრთელდებადა კარგად იქნება.
-იმედი მაქვს.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.სათქმელს ვეღარც ერთი ამბობდა,მერე ისევ ელენემ იკითხა
-აქ რატომ ვარ?
-იმიტომ რომ დაგიცვა
-რა თქმა უნდა შენ ხომ რაინდი ხარ.
-არა,არ ვარ,ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.არ გინდა გულწრფელად ვილაპარაკოთ?
-კი მინდა.მითხარი სერგის საიდან იცნობ?
-გახსოვს რომ გიყვებოდი აკადემიაში ერთი პროფესიონალი მრბოლელი გამოგვიგზავნეს თქო?მასზე გიყვებოდი.
-მართლა?საოცარია პირდაპირ,რა პატარაა სამყარო
-აპატარა კი არა საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრების ოცდათოთხმეტი წლის მანძილზე რომ არ შეგხვდი.სად იყავი აქამდე? სახეზე თითები ნაზად დაუსვა და მიეფაერე.მიხვდა როგორ შეკრთა ელენე და დაიძაბა,მაგრამ მალევე მოეშვა და თვალები მინაბა....
-არ გინდა კარგიი.. შეაჩერა მერე
-როგორც იტყვი, კარგი წავალ ჩაის მოვიტან ან ყავას და მოვალ მალე. შენ აქ იყავი
-ჩემი ნივთები მინდა ბექა,შეიძლება წავიდე და მოვიტანო?-სთხოვა გასვლისას
-მალე მოგიტანენ,გავაგზავნე უკვე ნაგაზე ერთი ჩემი თანამსრომელი.
გელოვანი კარში გაუჩინარდა.მაგრამ საკმაოდ მალე დაბრუნდა უკან.ლანგარზე ორი ჭიქა ჩAი და ნამცხვარი დაელაგებინდა და ფრთხილად მიდიდოდა ცდილობდა არ დაეღვარა
-ასე აპირებ ჩემს განებივრებას და დარჩენაზე დათAნხმებას?
მაგაზე მაშინ გიპასუხებ როცა სტუმრები მოვლენ.
-ვინ?
-ჩაი მიირთვი,მერე ვილაპარაკოთ,ანიშნა ბიჭმა და ხმა აღარ ამოუღია,ისე შეხედა ელენეს რომ სხვა გზა არ დარჩა და ჭიქას დასწვდა...
***********
ახალგაზრდა დაახლოებით ოცდა შვიდი წლის ბიჭმა სწრაფად აირბინა კიბეები ერთი ამოსუნთქვითო რომ იტყვიან და ერთ-ერთი სახლის წინ კიბის ბოლოშიშედგა გაკვირვებული.მუქი ქერა თმები,ჭაობისფერი თვალები,სწორი თხელი ცხვირი,ზომიერი სისქის ტუჩები და მრGვალი სახე ერთიან ჰარმონიას ქმნიდა და საბოოო ჯამში ამას დართული ნავარჯიშევი სხეული სამხედრო ფომრა რომ ოდნავ უფარავდა უფრო მამაკაცრუს და მიმზიდველს ხდიდა მას.
კიბის თავზე გოგონა შემაჩნია.გვერდით პატარა სპორტული ჩანთა ედო.იდაყვებით მიხლებს ეყრდნობოდა, ნიკაპით ხელებს ეყრდნობოდა და ფეხევს სასაცილოდ ატამაშებდა,თან რაღაც მელოდიას ღიღინებდა.წამით შეაავლო თვალი დიდად არც შეუფასებია,გვერდი აუარა და კართან შედგა.გოგოს ხმაური რომ მოესმა გამოერკვა და თვალი გააყოლა.
ბიჭმა საკეტს გასაღები მოარგო და ის იყო შესვლას აპირებდა ზურგსუკან მოესმა
-თქვენ აქ ცხოვრობთ?
სწრაფად მოტრიალდა და პირდაპირ სხეულით შეასკდა გოგოს, არ ეგონა ასე ახლოს თუ იდგებოდა, წამის სისწრაფით შეაშველა ხელი რომ არ დაცემულიყო და სხეულზე აიკრა ინსტიქტურად.მერე კი ასეთივე სისწრაფით დააბრუნა უკან. ხმა არ გასცა ისე შეაღო კარი და ცხვირწინ მიუხურა გოგოს. ოთახს მოავლო თვალი და სახლის სიღრმისკენ დაიძრა,მაგრამ ამჯერად კარის დაკეტვის ხმა გაიგონა და ისეს ის გოგონა დაინახა
-აქ რა გინდათ?
-თქვენ რა გინდათ?
-მეგობრის სახლიამრაღაცას ავიღებ და წავალ
-აქ ჩემი და ცხოვრობს როგორც ვიცი,მაგრამ ახლა ეჭვი მეპარება, ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და სახლის დათვალიერებას შეუდგა,არაფარად ჩაუგდია ბიჭი.უცებ სურათს წააწყდა აიღო გულში ჩაიხუტა და წამოიყვირა გაბდრულმა
-არ შევმცდარვარ.ნამდვილად აქ ცხოვრობს.თქვენ კი ბატონო მგონი სხვის საკუთრებაში შემოიჭერით და მოვითხოვ ახლავე დატოვოთ აქაურობა.
ბიჭს ყურადღება არ მიუქცევია,საძინებლის კარი შეაღო და კარადა გამოღო,სპორტულ ჩანთა გამოიღო და თბილი ტანსაცმლის ჩAლაგებას შეუდგა, სანამ ის საქმიანობდა გოგო უკან დასდევდა და ენას არ აჩერებდა.
-მისმინე არ ვიცი ვინ ხარ. თქვენი ჩAცმულობიდან თუ ვიმსჯებთ სამხედრო ან პოლიციელი უნდა იყოთ, დაუნდა გესმოდეთ რომ სხვის საკუთრებაში ასე შეჭრა არ შეიძლება,მითუმეტესმის პირად ნივთებში ქექვა
ბიჭს მოთმინება ამოეწურა,საქმიანობა შEწყვიტა,მკლავში სწვდა და გააფთრებულმა შეხედა
-მისნინე პატარა ქალბატონო შენთან დასაკარგი დრო ნამდვილად არ მაქვს,ძალიან მეჩქარება,ასე რომ ახლა გააჩერე ეგ შენი სალაპარაკო ღრუ ცოტა ხანს და წყნარად იყავი გასაგებია?
-მეტკინა ველურო,დაიიკვნესა და ხელი გამოსტაცა,მტკივნეული ადგილი დაიზილა და ზლივს შეიკავა ცრემლი. ბიჭმა საქმიანობა განაგრძო და კიდევ ერთი უჯრა რომ გამოაღო და იქ საცვლები დაინახა გაწითლდა და ხმამაღლა შეიგინა
-ოჰ გელოვანო შენი... მოგკლავ ამისთვის...საცვლები ხელში შეათამაშა და მერე ჩAნთაში ჩAუძახა
-სექსუალური მანიაკი ხარ და მხოლო ყურება გსიამოვნებს?გადაიხარხარა გოგომ
-თუ არ გაჩუმდები საქმეზე გადავალ იცოდე... ეშმაკურად ჩAუკრა თვალი ბიჭმა.მიხვდა რომ გოგო აშკარად გამოცდელი იიყო და გულუბრყვილო.კარგად იცნობდაა ადამიანებს.მაშინვე დაადუმა თვითომ კი ტელეფონი მოიმარჟვა და დარეკა..
-მოგკლავ გელოვანოო,ეს სად გამომიშვი ტოო?...ჯერ იყო და ვიღაც გოგო დამხვდა სახლში და თავი მომაბეძრა უკვე.აკი არავინ იქნებაო?..მერე...მე რა ვიცი ვინაა...ამბობს აქ ჩემი და ცხოვრობსო...არ ვიცი...ხოდა მეორე ეს საცვლები მე რომ ჩამალაგებინე მაგისთვის....ვიცი რომ არ იკბინება,მაგრამ მომავალ რძალს როგრო შევხედო თვალებში?როცა მტელლი მისი პირადი და ინტიმური ნივთები ნანახი მაქვს...ბექაააა...იღრილა .-ნუ მეღადავები.გაბრაზებულმა შეიგინდა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა.
გაბრაზებულმა შეხედა გოგოს რომელიც თვალს არ აშორებდა მთელი საუბრის განმავლობაში და წარბებაწეული აკვირდებოდა მის საქმიანობას.არც მისი საუბარი დაუტოვებია უყურადგებოდ. ბიჭი ჩანთას დასწვდადა ზურგზე მოიგდო.მერე გოგოსკენ წავიდა,მკალვში ჩაავლო ხელი და გასასველისკენ თითქმის ძალით გაათრია. იქ მისი ჩანთა აიღო მეორე ხელში,კარი ჩაკეტა და კიბეზე დაეშვნენ.მისი წინააღმდეგობისთვის და ყვირილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-იდიოტოო,მტკივა გამიშვი.სად მიგყავარ.იქნებ მითხრა.ასე ველურივით რომ დამავლე ხელი და წამომიყვანე,რა უფლება გაქვს?ტვინი არ გაქვს?ასეთი ბეტონის როგორ ხარ რომ არაფერი გესმის...ქალს ასე რომ არ უნდა მოექც არ იცი? უამრავი კითხვა დააყარა,მაგრამ მეწყვილე სულ არ აპირებდა გაჩერებას.მანქანის კარი გამოაღო,ძალით შესვა და ჩაკეტა.საბარგულში ჩანთები ჩააწყო,მეორე მხრიდან მოუარა და საჭეს მიუჯდა,გოგოსთვის გაურკვეველი მიმართულებით აიღო გეზი
-სად მიგყავარ მითხარი?ჩუმად ნუ ხარ თორემ ვიკივლებ.პოლიციააში გიჩივლებ. ემუქრებოდა გოგო,ბიჭმა მომღიმარი სახით გამოხედა.
-არ გესმის რას გეუბნები?რას გელაპარაკები?
-შეგიძლია სცადო,დარეკო პოლიციაში და მიჩივლო.მეტიც შემიძლია ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გამომძიებელთან მიგიყვანო
-მასხრად მიგდებ?თვალები დაქაჩა გოგო
-არა,არც მიფიქრია,გეხმარები უბრალოდ
-ოჰ ჯანდაბააა, მაინცადამაინც ამას უნდა გადავყროდი..ჯანდაბაა.-მომუშტული ხელები დაუშუნა ბიჭს და აყვირდა-გააჩერე მანქანა,მანაც ძლივს მოახერხა საჭის დამორჩილება, მანქანა გზიდან გადაყენა და გოგოს ხელები დაუჭირა,მისკენ მიიზიდა,სახეზე სუნთქა მიაფრქვია და უთხრა
-იმ სახლში საფრთხე გემუქრებოდა და ამიტომ წამოგიყვანე.კიდევ ცდილობდა მოთმინება არ დაეკარგა.გოგომ თავი გაინთავისუფლადა უყვირა
-იდიოტი ხარ.როგორ შეიძლება საფრთხე დამემუქროს იქ სადაც არავინ მიცნობს
-გოგოოოო,,,-უღრიალა ბოლოს რომ გეუბნები ესეგი ასეა,ცოტაც მოითმინე და მალე ყველაფერს გაიგებ,ახლა კი დაჯექი მანდ და მშვიდად იყავი სანამ ადგილზე მიგიყვან.გოგო შიშისგნა მოიკუნტა, მაშინვე ინანა მაგრამ მეტი ვერანაირად გააჩერა,მანქანა დაძრა და მშვიდად უთხრა
-ცნობისთვის მართლა გამომძიებელთან მიმყავხარ და და ჩემი ჩაცმულობიდან გამომდინარე უნდა მიმხვდარიყავი რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ ვარ
-ხო მივხვდი რომ არ ხარ..განსხვავებული იდიდოტი ხარ.ჩაიბურტყუნა გოგომ და ფანჯარაში დაიწყო ყურება,დროდადრო მაინც გააპარებდა თვალს ბიჭისკენ და მტკივნეულ ხელს იზილავდა
-მაპატიე თუ გატკინე,არ მინდოდა
-ერთხელ ავიტან..რა ვქნა პირველად ვარ ქალაქში და ქურდი მეგონე.
-პირველად?
-ხო სახლიდან გამოვიპარე..
-ვაახ ჩემი ესღა მაკლდა,ეს რა თავის ტკივილი ავიკიდე შუბლზე შემოირტყა ხელი და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა....
დაღამდა,თუმცა არც ისე გვიანი იყო,ზამთრის ყინვას ვერ გრძნობდნენ ელენე და ბექა,სახლში თბილოდა.ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ მისაღებ ოთახში და დანარჩენებს ელოდნენ.ისინი კი მოსვლას აგვიანებდნენ.ორივე დუმდა, თავის საფიქრალს მისცემოდა.
-არ იცი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენს სახლის?-დაარღვია სიჩუმე ბექამ
-არ ვიცი.უფრო სწორად ეჭვი მაქვს და ამას მალე გავიგებთ.მოუთმენლად ველი მათ მოსვლას.
-მეც..შენ მართლა კარგად ხარ?არაფერი გინდა?
-არა,კარგად ვარ და არც მშია,იმიტომ რომ ახლახნს ერთმა კარგმა ადამიანმა უგემრიელესი ჩაი და ნამცხვარი მომართვა პირდაპირ საწოლში გაეცინა ელენეს
-ეჭვი გეპარებოდა ჩემს შესაძლებლობებში?
-ახლა აღარ.-ელენეს კიდევ რაღარც უნდა ეთქვა მაგრამ ოთახში ზარის ხმა გაისმა და ბექა კარის გასაღებად წავიდა. კარი გააღო და სტუმრები შემოატარა.
-ეს ვინაა ტო?მომსპო,გამანადგურა,ბოლომდე შეიწირა ჩემი ნერვები,სტუმარმა გოგო პირდაპირ მისაღებში შეიყვანა და იქ გაუშვა ხელი.ჩემოდნებიც იქვე მიაწყო
-ნინა?შენ ნინა ხარ?თვალებგაფართოებული მიაჩერდა ელენე
-ელენე?არანაკლებად გაოცდა გოგო. -ჰო მე ვარ ადგილს მოსწყდა ორივე და ერთმანეთს ჩაეხუტნენ
-რამხელა გაზრდილხარ.არადა რა პატარა დაგტოვეთ,სულ რაღაც ცამეტი წლის იყავი.როგორ შეცვლილხარ, გალამაზებულხარ.ჩურჩულებდა ელე და გულში იხუტებდა
ბექა და დემეტრე კუთხეში იდგნენ და იქიდან უყურებდნენ გაკვირვებულები
-როგორ მომენატრეთ.სულ მინდოდა თქვენთან ამოსვლა მაგრამ არ მიშვებდნენ.
-გაიცანით ეს ნინაა,ნინა ვაშაკიძე,რუსას და.ესენი კი გამომძიებელი ბექა გელოვანი და დემეტრე აფციაური
-რა ხდება ელენე?აქ რატომ ხარ?ან მე რატომ ვარ?დაიბნა ნინა
-ყველაფერს აგიხსნით.
-სადაა რუსა?ხომ კარგადაა?მისი ნახვა მინდა
-აჰ როგორ იფიქრეთ რომ დამშვიდდებოდა ჩაილაპარაკა დემეტრემ,მაგრამ ნინამ მაინც გაიგო
-შენ გაჩუმდი ველურო,არავინ გელაპარაკება
-მოკლედ ნინა ჩამოჯექი მოდი და ყველაფერს აგიხსნით.ანიშნა ბექამ და მიუთითა რომ დამჯდარიყო,ელენე გვერდით მიუჯდა.
-მე მოვუყვები..
ბიჭები გვერდით იქვე ჩამოსხდნენ და გაისუსნენ.
ელენემ მოყოლა მძიმედ დაიწყო,თავიდან უჭირდა,მაგრმა მერე ნელ-ნელა გაიხსნა და უფრო ადვილად განაგრძო.დროდადრო ნინას სახე ეცვლებოდა და შეჰყვირებდა შიშისგან,ბოლოს როცა უთხრა რუსა საავადმყოფოშია მძიმედ დაჭრილი და უგონოდო აქ ნინამ ხმახმაღლა შეჰკივლადა თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა,ელენე მოეხვიადა მისი დამსვიდება სცადა
-შენ ხომ მაგარი გოგო ხარ?არ იტირო რააა.დამშვიდდი.ჩვენც ვნერვიულობთ მასზე მაგრამ ტირილით ვერაფერს ვუშველით
-ხომ კარგად იქნება?ხომ გადარჩება?სლუკუნებდა გოგო
-კარგად იქნება,გადარჩება და ძალიან გაუხარდება როცა დაგინახავს,იცი როგრო ენატრებოდი,მეც ძალიან მენატრებოდი,შენ ხომ ჩემი პატარა დაიკო ხარ.
-მეც მენატრებოდით.ისევ ჩაეხუტა გოგო
-აქ როგორ აღმოჩნდი?
-სახლიდან გამოვიპარე.ჩემი და მომენატრა რომელიც რვა წელია არ მინახავს.მის შესახებ არაფერი ვიცოდი,მშობლებიც არ მაძლევდნენ უფლებას,ახლა უკვე დიდი ვარ სრულწლოვანი და მის ნახვას ვეღარავინ დამიშლიდა,მათ წინააღმდეგ წავედი,ბარგი ჩავალაგე და წამოვედი.
-როგორ ვიფიქრე რომ შენ განსხვავებული იქნებოდი.შენს მასავით მეამბოხე და დაუმორჩილებელი ხარ. შენ ხომ მისი და ხარ.გაეცინა ელენეს.
-იმ ღამეს თქვენ რომ წამოხვედით ბევი რამე მოხდა,მართალია ბავშვი ვიყავი მაგრამ მაინც შემეძლო ცუდის და კარგის გარჩევა.
-შენ რა იცი იმ ღამეზე ნინა?-დაბნეულმა შეხედა ელენემ ჯერ მას მერე დანარჩენებს.
-ყველაფერი,კარგად დაგინახე რა დღეში იყავი,როგორ იყავი ნაცემი ფეხზე ძლივს იდექი.არავინ არ მოსულა რომ შენთვის დახმარების ხელი გამოეწოდებინა.
ელენე უხეხულად შეიშმუშნა და ნინას საუბარი შეაწყვეტინა.თითქოს ამით მის საიდუმლოს ფარდა აეხდებოდა და რაღაც დიდს დაკარგავდა.რასაც ამდენ ხანს ინახავდა საგულდაგულოდ.ბიჭებმაც თავი უხერხულად იგრძნეს და ბოდიში მოხდით იქაურობა დატოვეს სამზარეულოში გავიდნენ.როორც კი მარტო დარჩნენ ბექამ თავი ვერ შეიკავა და აფეთქდა.ძლივს შეძლო მისი დაწყნარება აფციაურმა რომ იქაურობა არ დაელეწა...
-კიდევ რა იცი ნინა?
-ყველაფერი ვიცი, ერთადერთი რუსა იყო ვინც ყველაფრის მიუხედავად მოვიდა და წაგიყვანა. მეც იქვე ვიყავი,შენ რომ გონება დაკარგე მე მივეხმარე.მანქანაში ჩაგსვით, ნივთები მოგიტანეთ,მამას მანქანის გასაღები და ფული მოვპარე და გაპარვაში დაგეხმარეთ.
-ჩემი ყოჩაღი,ჩემი მამაცი გოგო,მოეხვია ელენე....

დიდხანს არ უსაუბრიათ გოგოებს,რადგან დანარჩენებმა მოსვლა დაიწყეს.პირველი ირაკლი მოვიდა და რომ გაიგო ვინ იყო უცნობი გოგო სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო, ჩემი საყვარელი ქალის ნათესავი გავიცანი როგორც იქნაო.მერე სერგი მოჰყვა თინანოსთან და ბავშვთან ერთად.პატარა ანგელოზმა იქაურობა ცოტა გაამხიარულა,ელენემ გამოართვა დედას ბავშვი და ჩაეხუთა,გემრიელად ჩაკოცნა და მოეფერა.სანამ ტირილი არ დაიწყო, მერე ისევ თინანოს მოაწოდა რომ ვერ დააწყნარა. ბექამ მის ხელშირომ დაინახა საოცარი შეგრძნება გაუჩნდა და წარმოიდგინა როგორ დაიჭერდა ელენე მათ შვილს და ჩაეღიმა. ყველაზე ბოლოს მიშო მოვიდა,მორიდებით შევიდა და ელენე შეამჩნია რომ სულ არაფერი ჰქნდასაერთო იმ მხიარულ და ონავარ მიშოსთან იქ რომ გაიცნო მაშინ და ამდენი ხნოის განმავლობაში როგორიც იყო,ახლა ისიც კი შეცვლილიყო.....
-როდის გავდივართ?-იკითხა სერგიმ
-მალე.შემატყობინებენ ოცა სპეცრაზმი მოვა. პასუხი გასცა დემეტრემ
-ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ პოლიციის დახმარება დამჭირდებოდა და მეტიც დამომძიებელი საკუთარ სახლში გადამმალავდა.
-ასე მიშო,ცხოვრება უცნაური რამეა ხედავ.უპასუხა ბექამ
მალე აფციაურს დაურეკეს,საუბარი რამდეიმე წამიანი გამოდგა
-წასვლის დროა წამოდგა ისიც და დანარჩენებიც მიყვნენ.
-მე ვრჩები.არ მივდივარ.ელენს სიტყვებმა ყველა ადგილს მიაყინა.
-რა თქვის?არას ქვია რჩები?
-ხო ასეა სერგი.მე ვრჩები.
-არ დაგტოვებ,ყველაფერი შენს დასაცავად ხდება და ჩვენ წასვლას რა აზრი აქვს?შენ თუ რჩები ჩვენ რატომ მივდივართ?
-ხომ იცი რა ჯიუტი ვარ?ვერ გადამაფიქრებინბთ.ასე რომ წადით,დროს ნუ დაკარგავთ. მკაცრად თქვა ელენემ
ბევრი ეხვეწეს მაგრამ მაინც ვერ გადააფქირებინეს,ბოლოს ყველა დაემშვიდობა,მანქანებში გადანაწილდნენ და აფციაურის მეთAურობით სპეცრაზმის ერთმა ნაწილმა სვანეთისკენ გააცილეს ისინი.
გამთენიისას ჩავიდნენ. მასპინძლებს არ ეძინათ.ფეხზე იყვნენ და სტუმრების დასახვედრად ემზადებოდნენ,სუფრა გაეშალათ,როგორც კი ჩAვიდნენ ერთმანეის გაცნობისა და გაშინაურების შემდეგ სუფრას მიუსხდნენ,ნამგზავრებს ძალიან მოშიებოდათ..მერე სტუმრები საძინებლებში გადაანაწილეს და როცა მზე ამოვიდა სახლში უკვე ყველას გემრიელად ეძინა..სპეცრაზმი უკან დაბრუნდა,მხოლოდ აფციაური დარჩა მთელი აღჭურვილობით მათ დასაცავად. ...
არ ეძინა მხოლოდ ოჯახის უფროსს ზურა გელოვანს. ძველ სპეცრაზმელს და ძველ მეომარს, ყინვის მიუხედავად აივანზე იჯდა და გარემოს და ულამზეს ხედებს აკვირდებოდა. ყველაფერს ყურადღებას აქცევდა პატარა ხმაურსაც კი... მის შვილს მისი იმედი ჰქონდა და არ უნდა ეღალატა ამ ნდობისათვის...
დემეტრე აფციაური ნინას ოთAხსი პირდაპირ მოათავსეს რითაც კმაყოფილი დარჩა ბიჭი,თავს გამოუტყდა რომ გოგო დანახვისთანავე მოეწონა,მთელი გზა ცუმად აკვირდებოდა სარკეში უკანა სავარძელზე მჯდომს რომელიც არ ისვენებდა და ამხიარულებდა საზოგადოებას..მისი ჯერ კიდევ ბავშვური კისკისი ისევ ისე ჩაესმოდა,შემოხედვა კი ისე აბნებდა როგორც არასდროს..
-ეჰ ნინა ნინა.შენ ჯერ კიდევ არ იცი რა შარში ხარ,-ჩაილაპარაკა და ბალიში შეისწორა,საწოლზე კომფორტულად მოთავსდა და მასზე ფიქრებში ჩAეძინა...
ნინა რას გრძნობდ ამა დროს?არც არაფერს.საშინლად იყო მასზე გაბრაზებული იმ უხეშობის გამო და მთელი გზა მისთვის ნერვების მოშლას ცდილობდა მაგრამ არ გამოუვიდა და ამაზე უარესად დაიბოღმა. ჩასვლისას მას არც გაკარებია, მალ მორჩა ჭამას და დასაძინებლად წავიდა გადაღლილს მალევე ჩაეძინა.
რც ბექას და ელენეს სძინებიათ მთელი ღამე და არც ირაკლის. ეს უკანასკნელი რუსას პალატაში ათენებდა და აღამებდა და მოთმინებით ელოდა საყვარელი ქალის გონზე მოსვლას.
ელენე სავარძელში მოიკუნტა ემბრიონის ფორმაში.მოწყენილი იყო და აშკარად ეტირებოდა, მის თვალებში ბექამ ცრემლები შენიშნა, რომელსაც გოგო იძულებით იკავებდა და არ აძლევდა გადმოსვლის საშუალებას.
-გინდა ვილაპარაკოთ?-მიუახლოვდა გელოვანი და წინ დაუჯდა.
-არა,თავი გაუქნია ელენემ
-რატომ დარჩი?რატომ არ წახვედი?
-მეშინია ბექა..შენი დაკარგვის მეშინია..ამოხეთქა გოგომ,ფეხები იატაკზე დაუშვა,გაიშალა და ძლიერად ჩაეხუტა დაბნეულ ბიჭს.ისიც თითქოს ამას ელოდაო, ხელში აიყვანა, მუხლებზე დაისვა და მკერდზე მიიხუტა.
-არ დამკარგავ,გპირდები არ დამკარგავ.მე სულ შენს გვერდით ვიქნები.ეჩურჩულებოდა და თმაზე ეფერებოდა
-მეტი აღარ შემიძლია,ვგრძნობ რომ ვეღარ ვუძლებ,ვგრძნობ რომ საბოლოოდ დავყრი ფარ-ხმალს და დავნებდები.
-გაუძლებელე, ჩემს გამო გაუძლებ,რუსას გამო გაუძლებ,ყველას გამო გაუძლებ ვისაც უყვარხარ და შენთვის რამეს წარმოადგენს.
-რატომ ხარ ასეთი კარგი?-წამოიწია ელე და თვალებსი ჩახედა ბექას
-როგორი?ღიმილით ჰკითხა ბიჭმა
-ასეთი კეთილი,თბილი,ყურადღებიანი,ერთგული,ყველას გამო რომ საფრთხეში იგდებ თავს?
-შენ რამდენი რამე შეგიმჩნევია ჩემში?
-შეუძლებელია არ შემემჩნია, თავიდან კი მომიშალე ნერვები და გამაბრაზე.მაგრამ ახლა ხომ მენდობი და ყველაფრის მიუხედავად ჩემს დახმარებას ცდილობ ისე რომ არც იცი მე ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, ან როგორი ვიყავი?
-რაც ვიცი ისიც საკმარისია რომ შენზე წარმოდგენა შევიქმნა და სხვის ნალაპარაკებს არ ავყვე. გახსოვს გუდაურში გითხარი ყოველთვის უნდა შეძლო სიბინძურის უკან სილამაზის დანახვა თქო?ხოდა მე ეს დავინახე შენში,შენ წმინდა სული გაქვს.უბოროტო,ალალი და ადვილად მიმნდობი ხარ და იქნებ ამიტომაც გაწვალებს ის რაც შეგემთხვა და რის გამოც თვითგვემას ხარ მიცემული.რატომ არ გინდა მენდო და მომიყვე ყველაფერი?იმ ღამეზე მითუმეტეს?
რომელ ღამეზე?ელენეს სახეზე მაშინვე შეეტყო ცვლილება
-ნინამ რომ ახსენა, უკვე მივხვდი რომ იმ ღამეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა და არ გაბედო უარყოფა.
-რომ მოგიყვე და ჩემზე უარი თქვა ვერ გადავიტან.
-ეგ ჩემი გადასაწყვეტია და მგონი მაქვს უფლება სიმართლე ვიცოდე.
-კარგი,-მცირე ყოყმანის შემდეგ თქვა ელენე,-ოღონდ არ შემაწყვეტინო...
არა
ელენე კომფორტულად მოეწყო მის გვერდით სავარძელში,ღრმად ჩაისუნთქა და მოყოლა დაიწყო:- სკოლას ვამთავრებდი როცა ჩვენ კლასში ერთი თბილისელი ბიჭი გადმოვიდა, მაშინვე დაიპყრო გოგოების გულები და ბუზებივით ეხვეოდნენ თავს.მე და რუსა გამონაკლისები ვიყავით,არაფერი არ გვაინტერესებდა გამოცდების გარდა.ორივემ ვიცოდით რომ იმ წელს თავი უნდა მოგვეკლა და უფასოზე ჩაგვებარებინა,წინააღმდეგ შემთხევევაში არც ერთს მშობლები არ გვასწავლიდნენ,მართალია არ გვიჭირდა მაგრამ არც იმდენი გვქონდა რომ თბილისში სასწავლებლად ქირით გამოვეშვით და თან სწავლის ფულიც გადაეხადათ,ხომ იცი რამდენი რამ სჭირდება სტუდენტს? მოკლედ არ ვიცი როგორ ან რეტომ მაგრამ ის ბიჭი ჩემით დაინტერესდა და ათას რამეს აკეთებდა რომ ჩემი ყურადღება მიექცია, ნელ-ნელა მეც მომოწონა,იმ ასაკში მეტი რა უნდა გოგოს?ადვილად იჯერებს ყველაფერს და გულწრფელად ჰგონიათ რომ უყვართ?მოკლედ გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი და შემიყვარდა. გამოსაშვებ საღამოზე ერთად წავედით ჩემი მეწყვილე იყო.იმ საღამოს სიყვარულისგანაც ვბრწყინავდი და სილამაზითაც გამოვირჩეოდი, რუსას ეს ამბავი საშინლად არ მოსწონდა,იმდენჯერ გამაფრთხილა არ ენდოო მაგრამ არ დავუჯერე.
წვეულებაზე ბევრი არ დამილევია,თუმცა სასმელს კარგად ვიტანდი მაინც შევიკავე თავი,ორი სამი ჭიქის შემდეგ ვიგრძენი რომ სასმელი მომეკიდა და გარეთ გავედი სუფთა ჰაერზე. ისიც უკან გამომყვა,ჩემს გვერდით იყო, იმ ღამეს თავს ვეღარ ვიმორჩილებდი,მან სადღაც წამიყვანა,როგორც აღმოჩნდა სასტუმროში.მოკლედ იმ ღამეს მას ყველაზე წმინდა რამ ჩავაბარე.მართალია ძალა არ გამოუყენებია,მაგრამ არც ჩემი თანხმობა ყოფილა მთავარი,როგორც მერე გავიგე რაღაც წამალი გაურევია სასმელში.მერე გავითიშე, დილით გონს რომ მოვედი წერილი დამხვდა. "სასიამოვნო ღამე იყო,რაც მინდოდა მივიღე ახლა კი ჯანდაბაშიც წასულხარო" მწერდა. ისე მომექცა თითქოს ნივთი ვყოფილიყავი,სათამაშო რომელსაც მიიღებს,მაგრმ მალევე მობეზრდება და სანაგვეზე მოისვრის. სახლში როგორ წავედი არ მახსოვს, სააბაზანოში შევიკეტე და ცხელი წყლით დიდხანს ვცდილობდი იმ სიბინძურის და ჭუჭყის ჩამობანას რომელიც მან დამიტოვა, არ ვიცი როგორ მივიღე თავის მოკვლის გადაწყვეტილება,გონს რომ მოვედი რუსას ეჭირა ჩემი სისხლიანი ხელები და ბინტით ძლიერად მიკრავდა...
ელენემ შეისვენა,გამომშრალი ტუჩები წყლით ოდნავ დაისველა და მოყოლა განაგრძო.
-იმ დღეს სამჯერ მოვკვდი,ერთხელ როცა ფაქტის წინაშე დავდექი,მეორედ როცა დავურეკე და არ მიპასუხა და მესამედ როცა მისი წერილი წავიკითხე. მაშინ ელენე მართლა მოკვდა. სულზე მომისწრო გამოცდების პასუხებმა და სწავლის დაწყებამ.მართლაც ორივე უფასოზე მოვხვდით. ჩემში რაღაც უცნობი ძალა აღმოვაჩინე და სწავლას შევუდექი,არაფერი არსებობდა ჩემს გარდა სწავლის და სახლის გარდა. ორი კურსი რომ დავხურეთ ერთი ჩემი სოფლელი ბიჭი გადამეკიდა ყოველთვის მიყვარდი და მინდა რომ ჩემი ცოლი გახდეო. ახლოს არ გავიკარე. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. ჯერ ითმინა,ითმინა,მდია აქეთ-იქით და ბოლოს გამომიცხადა სახლში მოვალ შენს მშობლებს შენს ხელს ვთხოვო.ბევრი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა იქნებ ასე მომეშორებინა,მაგრამ არც ეს გამოვიდა, ისე მიყვარხარ მზად ვარ ყველაფერი წარსულში დავტოვოო,მეც ვიფიქრე იქნებ ეს ის შანსია ცხოვრება რომ ყველა ადამიანს აძლევს-თქო და მეორე დღეს ნიშნობაზე თანხმობა განვაცხადე. ქორწილი ერთ-თვეში აგვისტოში დაინიშნა.ამჯერად ისევ დაიჟინა რუსამ არც ეს ბიჭი მომწონს იარი თქვი სანამ დრო გაქვსო,მის თვალებში რაღარც ძალიან საშიშს ვხედავო,მაგრამ არ დავუჯერე გეჩვენება თქო,
ქორწილმა მართლაც კარგდ ჩაიარა.იძულებით არ ვიღიმოდი,მართლა მჯეროდა რომ ბედნიერი ვიქნებოდი. იქამდე სანამ ქორწილიდან არ გავიპარეთ, დავტოვეთ სტუმრები შუა ქეიფში და მის სახლში წავედით,ჩემს უკან რომ მისი საძინებლის კარი დაიხურა მაშინ ჩემი უბედურება კიდევ ერთხელ დაიწყო. ვნევიულობდი,გამოუცდელობისგან მაკანკალებდა,ნუ კარგად იცი რა ახლავს ამ ყველაფერს. მომიხლოვდა და მოფერება დამიწყო.მისი სუნთქვა სახეზე რომ შემომეფრქვა თავლები დავხუჭე,გადავწყვიტტე მივნდობოდი, როცა მის კოცნას ველოდი, სახე ძლიერად ამეწვა,გაშლილი ხელი მომხვდა და საწოლზე გადავვარდი წონასწორობა ვერ შევიკავე, უშვერ სიტყვებს ღრიალებდა,მლანძღავდა და მირტყავდა,ჩემი თეთრი ქათქათა კაბა სისხლით შეიღება
-არ შემიძლია, არ შემიძლია, ვერ მივიღებ შენნაირ უწმინდურ უნამუსო ქალს.კა..ა ხარ.ნამდვილი ბო..ი. ცემა რომ მობეზრდა სამზარეულოში გავიდა სასმელის მოსატანად.ამ დროს უკანასკნელი ძალა მოვირიბე და გამოვიქეცი.ჯერ კიდევ მხირულობდნენ სტუმრები როც შუაგულ ქორწილში შევიჭერი ასეთ მდგომარეობაში,მეგონა მიშველიდნენ,მეგონა მამა საკადრის პასუხს გასცემდა.შოკირებული მიყურებდა ყველა, დედა და რუსა დაიხარნენ,წამომაყენეს და მკითხეს რა მოხდაო, სწორედ ამ დროს უკან მოგვადგა და იყვირა:
-თქვენი გოგო ნამუსგარეცხილი ბოზ..ა.უნამუსო. შერცხვენილია, ქალიშვილი არაა. ღრიალებდა და თან მლანძღავდა. მამას მუდარით სავსე თვალებით შევხედე,მაგრამ არც მან შემიბრალა, ამჯერად მისი გაშლილი მარჯვენა მომხვდა და ისევ ძირს დავვარდი.
არც დედას უცდია ჩემი დაცვა,მისთვის წინააღნდეგობის გაწევა.
-მე დღეიდან შვილი აღარ მყავს,მობრუნდა და წავიდა, ყველამ გადამიარა გადამთელა. წამებში დაიცალა იქაურობა, რუსამ წამომაყენა და სახლში წამიყვანა.არც მისმა მშობლებმა გაგვიღეს კარი.მეტიც არჩევანის წინაშე დააყენეს, ის არც დაფიქრებულა,მაშინვე ჩამსვა მამამისის მანქანაში და იმ საღამოს უკან დავბრუნდით თბილისში..იმ დღეს საბოლოოდ მორჩა ყველაფერი, საბოლოდ მოკვდა ელენე. ის ელენე რომელიც არსებობდა და ეს ელენე დაიბადა შენ რომ გაიცანი. გაგვიჭირდა ფეხზე დადგომა,მაღაზიაში დავიწყეთ თავიდან მუშაობა ორივემ, ქირის და საჭმლის ფულს ვუყრიდით როგორღაც თავს. უნივერსიტეტი დავამთავრეთ,მერე იმავე კომპანიაში დავიწყეთ მუშაობა და ასე მოვედით დღემდე.მას მერე აღარ მიფიქრია ჩემს ბედნიერებაზე,ოჯახის შექმნაზე.ვინმეს შეყვარებაზე სანამ შენ არ გამოჩნდი.მას მერე კოშმარულად მეშინია მამაკაცების სიახლოვის და მათი, მხოლოდ შენთან ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და სხვანაირად....რუსამ მოყოლა დაამთავრა და მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ მთელი საუბრის განმავლობაში ტიროდა.მთელი საუბრის განმავლობაში ადგილზე გაშეშებული იჯდა ბექა. უამრავი ცუდი ამბავი მოუსმენია,უამრავი ცუდი და საშინელი რამ უნახავს,მაგრამ ასეთი რაღაცის საყვარელი ქალისგან მოსმენა მითუმეტეს მას რომ გადახდა აუტანელი აღმოჩნდა მისთვის.თითქოს თვითონაც სტკიოდა ყველა ის დარტყმა და ისიც განიცდიდა რასაც ელენე ახსენებდა.
-არაფერს იტყვი? -განაჩენის მოლოდინში დაძაბულმა ჰკითხა ელენემ.ბექა მის წინ ჩაიცუცქა, ხელები დაუჭირა და ახედა
-მაპატიე რომ აქამდე არ გიცნობდი.მაპატიე რომ ვერ დაგიცავი ამ ყველაფრისგან,მაპატიე რომ ეს ტკივილი და შეურაწყოფა ვერ აგაცილე.მაგრამ გპირდები რომ მომავალში ვერავინ ვეღარ შეგეხება, ვეღარავინ ვერაფერს დაგიშავებს,სიცოცხლის ბოლომდე ვერ მომიშორებ თავიდან და ყველანაირ ტკივილს დაგავიწყებ.უბედნიერეს ქალად გაქცევ,მიყვახარ ელენე, სიგიჯემდე მიყვარხარ.არაამქვეყნიურად. რაღაც სხვანირად და გამორჩეულად მიყვარხარ.შენ ჩემი ხარ,ჩემში ხარ, ჩემი ჰაერი ხარ, ჩემი სუნთქვა ხარ,ჩემი სამყარო ხარ.-ჩურჩულებდა ბექა და გულში რაც ჰქონდა ყველაფერი ამოხეთქა ბოლოსდაბოლოს როგორც იქნა.საყვარელ ქალს გაუცნობიერებლად აუხსნა სიყვარული და გოგოს გაღიმებულ სახეს, გაბრწყინებულ სახეს და თვალებში ანთებულ მოციმციმე ვარსკვლავებს რომ შეხედა მაშინ იგრზნო რომ მისი გრძნობა უპასუხო არ იყო.
-მეც მიყვარხარ გელოვანო. ძალიან მიყვარხარ,ჩემი პირადი სასწაული ხარ.. ხელები გაშალა და ძლიერად მოხვია კისერზე.ბიჭმა ხელში აიტაცა და ჰაერში რამდენჯერმე დააატრია, ელენემ სიარულისგან შეჰკივლა და მერე იგრძნო კიდეც მისი საოცრად გემრიელი ბაგეები...
სვანეთში დილა ადლიანად დაიწყო ბავშვის ტირილმა შეძრა იქაურობა და არაფრით არ ჩერდებოდა იმის მიუხედავად რომ თინანომ საჭმელი მალევე აჭამა,ამიტომ ყველას ადრიანად მოუხდათ გაღვიძება.ვერაფრით დააწყნარეს,ერთადერთი ანამ შეძლო ეს გელოვანის უმცროსმა დამ,პატარა ხელში აიყვანა და ცხვრიწინ ჩაუარა იმ წუთას საძინებლიდან გამოსულ მიშოს,რომელიც ერთ ადგილზე გაშეშდა და ვეღარაფერი მოეხერხებინა,მშველელად სერგი მოევლინა
-რა გჭირს მიხეილ?რა დაგემართა?ეშმაკური ღიმილით გადახვია ხელი და კიბეებისკენ წაიყვანა
-ის ვინ იყო?
-ვინ ის?
-ეხლა რომ ჩაიარა ჩემს წინ.
-გელოვანის უმცროსი დაა ანა გელოვანი.იცოდე არ გაბედო გესმის?არც კი გაიფიქრო.
-აი საოცრება ძმაო.ის ისეთი ლამაზია.ისეთი... ისეთი...
-ისეთი იქნება გელოვანის ტყვიაც.შუბლში რომ დაგაჭედებს.
-გუშინ რატომ ვერ ვნახეთ?
-გუშინ როგორც გავიგე სტუმრად ყოფილა წასული და გვიან დაბრუნებულა,ჩვენ უკვე გვეძინა.
-ჯანდაბა ეს მინდოდა ეხლაა.ვახ ჩემი ბედის რა ვთქვი...სეიკურთხა ჩუმად მიშო და ოჯახის უფროსს მიესალმა. მალე დემეტრეც გამოჩნდა და მამაკაცები საუბარში ჩAერთვნენ.. მალე ანამ ჩაუარა წინ,ჩაძინებული ბავსვი მიყავდა ოთახში დასაწვენად. მიშოს ისევ გაექცა მისკენ თვალი
-ანა შვილო მოვკვდით მშივრები.მალე იქნება?
-უკვე მზადაა მამა.პატარას დავაწვენ და დავსხდეთ,-უპასუხა გოგონმ და ნაზად აუყვა კიბეს ხმადაბალი ღიღინით.
-მიშოო,იდაყვი წაჰკრა სერგიმ ბიჭს და ზურას მიუბრუნდა.
-ზურა ბიძია ძნელია აქ ცხოვრება?
-სულაც არა ჩემო კარგებო,მიჩვევა იცის ყველაფერმა,განა რა არის ამაზე უკეთესი,ჯანსაღი გარემომსუფთა ჰაერი.ულამაზესი ბუნება.რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი?
-გეთანხმებით მართლა ძალიან ლამაზია აქაურობა,დაეთანხმა სერგი
-აი ეს ამბები რომ ჩაივლის და გამოზაფხულდება აუცილებლად გვეწვიეთ და უკეთ დაგათვალიერებინებთ ამ ყველაფერს,უკეთ შეიგრძნობთ სვანეთის სილამაზეს.
--აუცილებლად გეწვევით ზურა ბიძია და თან აქაურ გოგოებსაც დავუყენებთ თვალს.იხუმრა დემეტრემ და სწორედ ამ დროს იმ წუთას შემოსულ ნინას თვალებს წააწყდა და დაიბნა.
-აქაურ გოგოებს თვალს თუ დაადგავ და რამეს არასწორად გააკეთებ პირობას გაძლევ აქაური მამაკაცები სიცოცხლეს დაგათმობინებენ და არ შეგარჩენენ ქალის მანდილის შეურაწყოფას,გაეასუხა ანა
-თუ მანამდე თქვენმა მზერამ არ მოკლა ისინი,ჩაიდუდღუნა მიშომ
-ანა შვილო ნუ ხარ ასეთი მწარე თორემ დამრცები გასათხოვარი,გაცინა ზურას და წამოდგა,-აბა ჰეე წავედით ახლა ერთად გავუსინჯოთ ჩემს მეუღლეს ნახელავი.მოვიდა შუადღე,
სტუმრებს წინ გაუძღვა და სუფრის თAვში დაიკავა ადგილი.ნინა და ანა დემეტრეს და მიშოს წინ მოხვდნენ და მთელი ეს დრო ბიჭებს მათთვის თვალი არ მოუშორებიათ, ისინი კი უდარდელად და ღიმილით შეექცეოდნენ საუზმეს და სულ არ ადარდებდათ რომ ორი ვაჟკაცის გულში სიყვარულის ცეცხლი ააგიზგიზეს...
-ჩემს ქალბატონს დილის საუზმე საწოლში.ადექი გაიღვიძეე მძინარა,მხიარულად შეაღო საძინებლის კარი ბექამ და ლანგარზე ლამაზად დაწყობილი საუზმე იქვე გვერდით დადო.
-კარგად ხარ გელოვანო?-გაეცინა ელენეს და საწოლში წამოჯდა
-ამაზე უკეთესად არ შეიძლება ვიყო.გვერდით მიუჯდა,ლოყაზე აკოცა და ლანგარი მუხლებზე გადაუდო.-მოკლედ მე სამსახურში მივდივარ არადა ახლა ყველაზე ნაკლებად ეს მინდა,შენ კი აქ დარჩები და ისეთივე შეუმჩნეველი დარჩები როგორც აქამდე,არ დარეკავ არსად,არ გახვალ აივანზე,არ მიხვალ ფანჯარასთან და ასე სემდეგ.ეს კარგად იცი როგორ მოახერხო,აქამდეც შესანიშნავად ახერხებდი.ჩაარაკრაკა ბექამ.და კიდევ გააგრძელებდა ელენეს რომ მისთვის ტუჩებში არ ეკოცნა და არ გაეჩერებინა.
-მშვიდად წადი კარგი,
-არ მინდაა.საბოლოოდ გადაიფიქრებდა ბექა ელენეს რომ არ დაეძალებინა წასვლა. კიდევ ერთხელ აკოცა და საძინებლიდან გაუჩინარდა,ელენეს ჩაეღიმა მის საქციელზე,პატარა ბიჭივით რომ იქცეოდა და გემრიელად შეექცა საუზმეს...
კარი ისე სეარო რომ ირაკლი მაშინვე მიხვდა რაღაც ხდებოდა მის თავს.
-აბა რა ხდება?რა სულელივით იცინი?ჰკითხა მაშინვე
-ვუყვარვარ../
-ვერაფერი გავიგეეე/
-ელენეს ვუყვარვარ და მეც მიყვარს., წუხელ გამოვუტყდით ერთმანეთს
-პირველად გხედავ ასეთს.ისღა გაკლია გარეთ გახვიდე და იყვიროო ვუყვარვარო..რომელიღაც ქართულ ფილმში რომ არის, წვიმა კია გარეთ და მოუხდებით ერთმანეთს.. გაეხუმრა ირაკლი და მოკვლევის და ექსპერტიზის პასუხები მიაწოდა...სწრაფად გაეცნო ბექაც.
-სადაა ეს ვიღაც მამედოვი,დაადგინეთ მისი მისამართი?
-ახლა ამოწმებენ მონაცემთა ბაზაში.
-იმედია რომ ამჯერად მაინც მივალთ დროზე და მივუსწრებთ რომ ცოცხლები ავიყვანოთ,
-იმედია ბექა,თორემ უკვე გავგიჟდები.
-რუსა როგორაა?
-ისევ ისე,ველოდებით გონს როდის მოვა.
-მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება გამაგრდი მეგობარო.გაამხნევა ირაკლი და მუსაობა განაგრძო,ეჭვმიტანილების დაკითხვას მოანდომა მთელი დღე ვინც იმ ღამეს მორიგეობდა განყოფილებაში როცა თავდასხმა მოხდა...ისეთი მონდომებით მუშაობდა თვითონაც უკვირდა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა სახლში წასულიყო,იქ ხომ საყვარელი ქალი ელოდა.
საღამოს კმაყოფილი მიუჯდა სააჭეს და სახლისკენ წავიდა,გზად საკვები პროდუქტები და საწირო ნივთები იყიდა და კიდევ წითელი ვარდების თაიგული ელენესთვის.
მხიარულმა და ბედნიერმა შეაღო სახლის კარი.
-ელეე მოვედიიი დაიძახა შესასვლელიდანვე
-აქ ვარ სამზარეულოში.მოესმა და მალე წინსაფარაფარებული და ერთიანად გაფქვილიანებული ელენე დაინახა,რომელსაც ცომში ჰქონდა ხელები. საოცარი სანახავი იყო.ო როგორ უხდებოდა ეს ყველაფერი და როგორი მომხიბვლელი ეჩვენა ბექას ის,ეს იყო ყოველთვის მისი ოცნება სამნსახურიდან დაბრუნებულკს და დაღლილს შინ საყვარელი ქალი დახვედროდა და მისთვის ვახშამი მოემზადებინა,ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს უკე ოჯახი იყვნენ.
-ბოდიში ცოტა ავურიე,სულ ცოტაა გაიღიმა გოგომ
-სულ ცოტა?-ღიმილით ჰკითხა,მიუახლვდა მაგიდას და ტავისუფალ ადგილზე დააწყო პარკები.მერე კი ელენეს ყვავილები მიაწოდა და კისერში აკოცა.
-თინეიჯერი ბიჭივით იქცევი იცი?ყვავლები გამოართვ,დასუნა და გვერდით გადადო.
-ვიცი მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ. ბექა მის წინ ჩამოჯდა და მისი საქმიანობის ყურება დაიწყო.
????
1
-ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი,აქ კი თურმე როგორ სიუპრიზს მიმზადებდი.რომ მცოდნოდა უფრო ადრე წამოვიდოდი.
-მსინ სიუპრიზი აღარ იქნებოდა.
-ეს რამ მოგაფიქრა?
მთელი დღე უსაქმოდ ვიყავი და გადავწყვიტე ჩემი კულინარული შეასძლებლობებიოდნავ გამეუმჯობესებინა
-და მაშინვე ხაჭაპურით დაიწყე ხო?
-ნუ დამცინი.ხშირად მინახავს რუსა როგორ ამზადებდა.თეორიულად ვიცი,ახლა პრაქტიკასი განვახორციელე.
-იმედია არ მოვიწამლები..
-ბოროტოო...ცუდო ბიჭო...აი დარწმუნებული ვარ კარგი გამოვა
-იცი ყოველთვის ვოცნებობდი აი ამ სიტუაციაზე.სარამოს სამსახურიდან დაღლილი რომ დავბრუნდებოდი სამზარეულოსი მოფუსფუსე მზრუნველი ცოლი დამხვედროდა და სიყვარულით შემგებებოდა.ერთს მაკოცებდა,ერთად ვივახსმებდით და მერე ერთად ვუყურებდით რამე ფილმს..
-ეს ამბები რომ ჩაივლის პირობას გაძლევ აგისრულებ მაგ ოცნებას.
-ესეგი რა გამოდის რომ ჩემს სათქმელს შენ ამბობ?ეგ მე უნდა მეთქვა წესით.
-ჩვენი ურთიუერთობა დიდი ხანია ჩვეულებრივი არაა დ არც არასოდეს ყოფილა. გაეცინა ელენეს და ლოყაზე აკოცა.გელოვანმა წელზე მოხვია ხელი,ფეხებსშუა მოიქცია და მის ბაგებს დაეწაფა.
-ასე უკეთესია.
გოგომ პირველად იგრძნო რომ ეს კაცი მისთვის იყო შექმნილ და ყველანაირი წასრული დაავიწყდა მის გვერდით,მამაკაცის შეხებისას გამოწვეული კნკალი და შიშიც კი აღარ ახსოვდა და მზად იყო მასთან ერთად გადაშვებულიყო ვნების მორევში თავით.
-მართლა გემრიელია,შეუქო ნახელავიბექამ როცა სავახსმოდ დასხდნენ
-მადლოვბა,-უთხრა ელენემ და ლოყა მიუშვირა.-ჯილდო?
ბექა წამოიწია თავი მიატრიალებინა და ისევ ტუჩებში აკოცა
-ეგ დესერტი იყო.დესერტი კი ბოლოს მოდის ხოლმე
-მე სულსწრაფი ვარ,უთხრა და მობილურს დახედა რომელიც არადა არ ჩერდებოდა. -გისენ აფციკ?რა მოხდა?
-ეს სად გამიშვი ტოო?გადამრია ამ ბავშვმა.
-რა გჭირს შეჩ..ა?რა სასოწარკვეთილი ქალივით მოთქვამ?გაეცინა ბექას
-მთელი დღე არ ჩერდება ბიჭო,ანაც აიყოლია და ნეტავ განახა რა დღეში არიან.მთელი დღე არ ჩერდებიან,სახლში ვერ ვაჩერებ,არადა გარეთ მართო ხომ არ გავუშვებ?
-რატომ არ მიკვირს?შენ და ირაკლის მოგინელებენ ეს დები..
-უკვე მომინელა და გამანადგურა...იმედია საქმეზე სიახლეა რამე და მალე ჩამოვალტ აქედან.მალე ქენი თუ ძმა ხარ რაა.ამას ისევ ავღანეთში წავიდე იქ ვიომო ის მირჩევნია
-ცოტაც მოითმინე აფციკ,ცოტაც,უკვე გავედით ერთ-ერთ შემკვეთზე..
-კარგი ძმაო.უნდა წავიდე.გადამრევს ეს გოგო,ისევ სადღაც მიდის.... ნაცქარევად გაუთიშა ტელეფონი და ნინას აედევნა უკან რომელიც გასასვლელისკენ მიანიჟებდა...
-ნეტავ რომელი გადარჩება ?ჰკითხა ელენეს ბექამ და სიცილი ატეხეს
-მოიცადე გოგოო სად ჯანდაბაში მიდიხარ?მკლავში მოჰკიდა ხელი და თავისკენ მოატრიალა ნინა აფიცაურმა
-შენ ჩემი ძიძა ხარ?გამიშვი.გამოსტაცა ხელი
სამწუხაროა მაგრამ კი ვარ.შენ აქ შენს სოფელში ხომ არ გგონია თავი?რომ დასეირნობ ამ შუაღამისას?საფრთხე გემუქრება
-არაფერი მომივა და თან ჯერ ათი საათია.სეირნობა მინდა,მარტო ყოფნა მინდა
-რა დროს სეირნობა გოგო?წამოდი სახლსი დაიძინე პატარა ხარ ჯერ სეირნობისთვის თან გპირდები ხვალ მე გაგასეირნებ.იმ პატარა ეტლში ჩაგსვავ და წაგიყვან,გაეღიმა დემეტრეს
-მეხუმრები ხო?კარგად ხუმრობ,გამეცინა,,ჰა ჰა ჰა..
-წამოდი ეხლა, დაიზინა ბავშვმა და შენი ძილის დროცაა..
-მე ვარ ბავშვი?-გაცეცხლებულმა შეხედა ნინამ
-კი შენ.წინ გადაუდგა ბიჭი და გზა ჩაუკეტა,თავლებით ანიშნა სახლისკენ წადიო.
-შენ კიდევ...შენ კიდევ ..იდიოტიი..მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა ნინამ და ფეხების ბაკუნით წავიდა სახლისკენ,მერე უცებ შედგა,დაიხარა,თოვლი აიღო,დააგუნდავა და დემეტრეს შEხედა
-აც კი გაბედო,იცოდე არ გაბედო..მაგრამ გვინი იყო.ნინას ნასროლი გუნდა მისკენ გამფრინდა და პირდაპირ შუბლში მოხვდა.
-ვახ ჩემიი.. დაიკვნესა,ნინა კი კმაყოფილი აკისკისდაა.-
-სნაიპერი ხარ ტო?
-აასე მოგიხდება.წავედი ეხლა დასაძინებლად.
-დაიძინებ არა?მაცადე შენ,მისკენ დაიძრა აფციაური ,ფეხებში მოჰკიდა ხელი,მხარზე გადაიკიდა და სადაც დიდი თოვლი იყო იქით წავიდა
-დამსვიი,დამსვი იდიოტო..რას აკეთებ,,არაააა...ყვიროდა ნინა მაგრამ უკვე გვიანი იყო,აფციაურმა თოვლში ჩასვა და ზემოდან აყრიდა,განსაკუთრებით სახეზე..
-ველურო,ნადირო,ამდენს ვერ გავუძლებ,პატარა ვარ ..
-წეღან გეწყინა ეგ რომ გითხარი,კმაყოფილი ხარხარებდა დემეტრე
მათ ხმაურზე დანარჩენებიჩ გამოცვივდნენ შეშინებულები და რომ მიხვდნენ რასი იყო საქმე სიცილი აუტყდათ.ის იყო შებრუნებას აპირებდნენ რომ ანამ გუნდა შეკრა და მიშოსკენ გაისროლა. გამოშტერდა ბიჭი არ ელოდა მითიმეტეს რომ მასაც სახესი მოხვდა და თვალებიდან ნაპერწკლები გააყრევინა.უფროს გელოვანს გადახედა და ვერ მოეფიქრებინა რა ექნა
-ეს გოგოები სნაიპერებივით ისვრიან ძმაო,ხედავ?დაუძახა აფციაურმა
-არ მითხრა რომამას ასე ადვილად გადაყლაპავ?კითხა ოჯახის უფროსმა და გაეცინარითან მიშო მიახვედრა რომ გზა ხსნილი გაქვსო.
-დღეს დავარღვევ სტუმარ-მასპინძლის წესს,მომცემთ უფლებას?
-ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემმა ცხრამეტი წლის ქალიშვილმა შეგაშინა?
მიშოსაც მეტი რა უნდოდა უკვე გაქცეულ და მხიარულად მოკისკისე ანას დაედევნა.მალევე დაეწია,ფეხებსი მოჰკიდა ხელი და პირდაპირ თოვლში ჩაადგო ისიც.
-თქვენ რაღას უყურებთ?მიდით ახლა ჰეეე.ხელით ანიშნა ზურამ სერგის და თინანოს და ცოლთან ერთად ოთახში შევიდა.
-ჰა ცოლო გავიხსენოთ ახალგაზრდობა?სანამ სერგი დაასრულებდა უკვე გუნდა მიფრინავდა მისკენ და მეტიც მიზანსაც კი უწია.
-დამაცადე შენ..გამოეკიდა ცოლს და ერთAდ გაგორდნენ თოვლში.აქეთ დემეტრე და ნინა იყვნენ ერთ ამბავში იქით ანა და მიშო და ერთმანეთს არ აცდიდნენ,მერე შეჯიბი განართეს რომელიც ბიჭებმა მოიგეს,აბა ამხელა ვაჟკაცების წინაშე ეს სიფრიფანა გოგოები რას გახდებოდბნენ,უკვე ძალიან რომ შესცივდათ სახლში შევიდნენ,განმოიცვალეს და ბუხრის წინ სეიკრიბნენ,გვიანობამდე იხსენებდნენ ბავშვობის მხიარულ ისტორიებს და იცინოდნენ, იმ მომენტში სულ არ ახსოვდათ რა საფრთხის წინასე იყვნენ,ახლა მხოლოდ ერთმანეთით ტკებოდნენ
***************
დილით ელენემ დაასწრო ბექას გაღვიძება,ერთი გემრიელად გაიძმორა საწოლსი,მერე წამოდგა მოემზადა და ფრთხილად გავიდა სამზარეულოსი რომ მისაღებში დივანზე მწოლიარე არ გაეღვიძებინა.ცდილობდა არ ეხმაურა და ისე მოამზადა საუზმე,ტოსტები ტოსტერში ჩადო.ჩაი ჭიქებში ჩამოასხა,მაცივრიდან კიდევ რაღაცეები გამოალაგა და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა უკან,ჯეერ შეეცოდა საცოდავად მოკუნტული ბიჭის გაღვიძება,მაგრამ მერე საათს დახედა,ამსახურშიც დააგვიანებდა და საუძმეც გაცუვდებოდა,ამიტომ ფრთხიკლად ჩაიცუცქა მის წინ და ხელი ფრთხილად შეახო მხარზე
-ბექა გაიღვიძეე,უკვე გვიანია..ბიწი შეიშმუშნა,თუმცა თვალები არ გაუხელია
-ჯანდაბა გელოვანო სამსახურში დაგაგვიანდება.უფრო ძლიერად შეანჯღრია.თუმცა ისევ რეაქცია ნოლი.გაბრაზდა რომ მისი მონდომება ასე უგულუსყიროდ რჩებოდა,მერე უცებ ეშმაკურად ჩაეღიმა.,თბის თავისუფალი ბოლი აიღო და სახეზე დაუსვა ბიჭს.
-ამისთვის დაისჯები იცოდე,-თვალები დააჭყიტა ბექამ,ხელი სტაცა დივანზწე გადაიწვინა და სხეულზე ხემოდან მოიქცია,ძლიერად სემოხვიახელები წელზე და კისერში აკოცა. ელენემ საყვარლად გადაიკისკისა და ლოყაზე აკოცა
-დასჯა სხვა დრისთვის შემოინახეე,თორემ მართლა დგგვიანდება.თან საუზმეც ცივდება...ვაიმე ჩემი ტოსტებიი დაიწვა მგონი,წამოხტა უცებ და სამზარეულოსკენ გავარდა. ბექამ ბედნიერმა გააყოლა თვალი,ჩაეღიმა მის ბავშვურობაზე და წამოდგა,ოთახის ჩუსტებში გაუყარა ტერფები და სააბაზანოსკენ წავიდა
-მალე მოვალ,მიაზახა ელენეს და წყალი მოუშვა...
საუზმემ მხიარულად ჩაიარა,ეერთმანეთს უყურებდნენ რაღაცეებს უყვებოდნენ და სიმართლე გითხრათ ნაკლებად ადარდებდათ საჭმლის გემოც და ისიც რომნჩაი გაცივდა.. მერე ბექა მოემზადა,ელენე პერანგიც კი გაუუთოვა, ტუჩებში აკოცა და ასე გააცილა სამსახურში...
მათ ცხოვრებაში ეს ყველაფერი ისე გაუაზრებდლად და უცებ მოვიდა რომ სიტყვებიც არ იყო საჭირო..უკვე ხვდებოდნენ რომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები და სიტყვებზე დროს არც კარგავდნენ,საქციელი ყველაფერს მოწმობდა....

დილ მხიარულად დაიწყო სვანეთშიც.საუზმის შემდეგ გოგოებმა აიტეხეს გასეირმნება თოვლში და სოფლის დათვალიერება.თინანოც კი აიყოლიეს და ყურადღება არ მიუქცევიათ სერგის სიტყვებისთვის გამიგჟეს ცოლიო... პატარა ბექას მშობკებმა დაიტოვეს და გაისტუმრეს ახალგაზრდები გასართობად. აფციაური უკმაყოფილობას გამოთქმვმადა მათ გადაწვეტილებაზე,მაგრამ ხმათა უმრავლესობამ გაიმარჯვა,თბილად ჩაიცვეს და სახლიდან გავიდნენ,ყოველი სშემთხვევისთვის მაინც აიღო იარაღი,ქამარში გაირჭო და უკან აედევნა...
სოფლის დათოვლილ ორღობეს ფეხით გაუყვნენ.იიცნოდნენ,გუნდებს ესროდნენ ერთმანეთს,სასაცილო რაღაცეებს ყვებოდნენ.მთლიანად წაიშალა ზღვარი ასაკსა და დაძაბულობას შორის.აღაც ახსოვდათ რისთვის იყვნენ აქ.მიშო ანას თვალიერებით იყო დაკავებული,.ცდილობდა მასთან უფრო ახლოს ყოფილიყო და ასუბარშიც ხშირად აჰყვებოდა ხოლმე, აქეთ დემეტრემ დაიმარტოხელა ნინა და ინფორმაციის მოპოვებას შეუდგა მასზე,
-მართალია სპეცრაზმელი ხარ,მაგრამ არ გაქვს უფლება რომ დაკითხვა მომიწყო,სეუბღვირა გოგომ
-აი საიდან მოიტანე ეხლა ეგ?
-აბა ამდენ კითხვას რატომ მისვამ?ესაო,ისაო,შეყვარებული ხომ არ გყავსო?ვინმეს თუ უყვარხარო,ვინმე ხო არ მოგწონსო,,,რა შენი საქმეა ჩემი პირადი ცხოვრება?
-ისე გკითხე უბრალო დაიბნა ბიჭი
-გამეცალე ეეხლა აქედან,დღეს ძალიან გთხოვ ნერვები არ მომიშალო. უპასუხა ნინამ მაგრამ ისევ თვითონ გაეცალა და ანას ამოუდგა რომელიც აქეთ მიშOს უბღვერდა
-რაო არაა?-უჩურჩულა სერგიმ მიშოს მოღუშული რომ დაინახა ძმაკაცი
-აღარ ვიცი რა ვიდარდო მისი გულქვაობა თუ გემოვალის და რომ არის ის?
-მეორე... აბა სენ სად გინახავს მამაკაცს ქალის გული ვერ მოეგოს და ეს ყინული არ გაელღვიოს
-ასე არაა მარტივად საქმე.როგორ ვუთხრა ჩემზე რვა წლით პატარა გოგოს რომელიც ეხლა იწყებს ცხოვრებას რომ წარსულში ცოლი მყავდა?
-მთვარია არ მოატყუო,დანარცენს სიტუაცია თვითონ მოიტანს და მიხვდეი როდის უნდა უთხრა.ანუგეშა სერგიმ
-აი ისე ვარ გეფიცები თინეიჯერობის პერიოდში არ მქონია ასეთი შეგრძნება და მაშIნ არ ვყოლფივარ ასეთი გამოლენცებული
-ძალინაც ნუ გამოლენჩდები იმ გოგოს ხო უნდა გააგებინო რომ მოგწონს?
-შენც მიხეილ?-წამოიადგა თავზე დემეტრე
-ახლა არ თქვა რომ შენც. თვალები გაუფართოვდა სერგის.-
-ხო მეც..მეეეც, ნაღვლიანად გახედა ნინას,რომელიც გოგოებთან ერთAდ სელფების გადაღებიით იყო დაკავებული და ყველაზე მხიარულის შთაბეჭდილებას ის ტოვებდა.
-შარში ვართ, თქვა ორივემ ერთად და სერგის შრეკის კატის თვალებით მიაჩერდნენ..
-რას მიყურებთ,?მე ვერ გიშვბელით.
ამასობაში ეკლესიას მიადგნენ.გოგოებმა აიჩემეს შევიდეთო და განა ვინმე წავიდოდა მათ წინააღმდეგ?შიგნით შევიდნენ,სანთლები აათეს,ილოცეს და უცენ ერგის ხმამ გაიჟღერა.
-თინანო რას იტყვი ახლა ამ წუთას რომ დავიწეროთ აქ ჯვარი?ფგახდები ჩემი ცოლი?
-რაა?თვალები გაუფართოვდა გოგოს/
-ხო,გახდები ჩემი ცოლი?გაუეორა სერგიმ
-კიი..კიი წამოიყვირა გოგომ და კისერზე მოეხვია.
-ძალიან კარგი ჩვენც აქ ვართ მეჯვარეები, -თქვა მიშომ
-მოიცათ ერთი წუთით ჩვენ გოგოს ასე არ გაგატანთ?
-რა ,მოიფიქრე ეხლა ნინა?
-ნინა მართალია დემეტრე.პატარძალი თეთრი კაბის გარეშე ვის გაუგია?
-კარგით რაა გოგოებო,რა დროს ესაა?
-არა სერგი.არაა, სახლში დავბრუნდებით ახლა,თინანო მოემზადება და თქვენც გელოდებით.ხელი გამოსდო ანამ და გასასვლელისკენ წაიყვანა თინანო
-სიძეს მიმიხედეთ ბიჭებო სიზეს.მიაძახა ნინამ და უკან აედევნა
-რა მოიფიქრეს ეხლა.
-არ ვიცი სერგი,მაგრამ ერთი ორი საათით მოგიწევს ჯვრისწერის გადადება,გაეცინა მიშოს
-წამო მანამდე მოძღვარს დაველაპარაკოთ.თქვა აფციაურმა და ისიც გასასვლელისკენ წავიდა...
სახლში მნალევე მობუნდნენ რითსც ლელას და ზურას გაკვირვება განმოიწვიეს,მაგრამ მიზეზი რომ სეიტყვეს ისე გაუზარდთ რომ სიხარულისგან აღარ იცოდნენ რა ექნათ,ლელამ ბავშვი ზურას მიაჩეჩა
-წავალ მე სიძე-პატარძლის დასახვედრად მოვემზადები,თქვენ გოგოებო ზემოთ საქმეს მიხედეთ,ზურა ბავშVი რომ დაიძინებს მერე სასმელი მოიტანე,გასცა დიასახლისმა ბრძანება.
-არის უფროსო,შესძახა მანაც და მხიარულად მოღუღუნე ბავშვს მიუბრუნდა.-დედიკოს და მამიკოს ქორწილია ვაჟკაც...ისიც თითქოს მიხვდაო ღიმილით უპასუხა....
გოგოები ანას ოთახში განმარტოვდნენ და კაბის არჩევას შეუდგნენ, ცოტა ხანში ანა გამოჩნდა კრემისფერი კაბით ხელში.
-ეს კაბა ბექამ მიყიდა სკლოლის გამოსაშვებზე უნდა ჩამეცვა,მაგრამ როგორჩ ჩანს უს შენ უფრო მოგიხდება,მიაზომა თინანოს და სააბაზანოსკენ გაუშვა,მჩაიცვი და გამოდიო,
მართლაც ძალიან მოუხდა გოგოს კაბა,იტყოდი რომ მის ტანზე იყო გამოჭრილი...
ერთი საათი დასჭირდათ დაახლოებით მოსამზადებლად. თვითონაც გამოიპრანჭნენ,ერთი სელფიც გადაიღეს გასვლის წინ და ოთახიდან გავიდნენ.წინ ანა წავიდა,
-აბა სიძევ ბატონო მზად ხარ ნახოთ თქვენი დედოფალი?კიბეზე გადმოდგა ანა და ქვემოთ შეკრებილებს გაუღიმა
-ნუ დაგვტანჯეთ გოგოებო,ცოტა მალეე.
-რა მოუთმენლობაა სიძევ.გაეღიმა ანას და კიბეს ჩამოუყვა,თან ვიდეო ჩართო რომ დედოფლის გამოსვლა და სიძის გაიცებული სახე აღებეჭდა..არც შემცდარა,სერგი ისე დაიბნა თინანოს დანახვაზე რომ ვეღარაფერს ახერხებდა.მითვის დროც გაჩერდა,წამიც,ყველაფერმა არსებობა შეწყვიტა,მხოლოდ თინანოს ხედავდა..
-ამოიღე ხმა ბიჭო.მხარი მიჰკრა მიშომ,რომელიც არანაკლებად დაბნეული იყო,ანას ვერ აშორებდა თვალს,იმ ცისფერ კაბაში ანგელოზს ჰგავდა.
-აჰ რა თქმა უნდა.თქვა და კიბისკენ წავიდა,კიბის ბოლოში შეეგება თინანოს და თაიგული გაუწოდა.
-ეს შენ
ყველას გაეცინა საქორწინო თაიგულის დანახვაზე.
-ამ შუა ზამთარში აქ მწვანე და ცოცხალი ვერაფერი ვნახეთ,გაეცინა მასაც ნაძვის ტოტებისგან შეკრულ თაიგულს რომ დახედა,რომელსაც თეთრი ლენტი ჰქპნდა სემოხვეული
-არაუშავს,სამაგიეროდ ორიგინალურია და დარწმუნებული ვარ ასეთი არასოდეს არავისექნება,გაუღიმა გოგომ-თან მუდამ მწვანე იქნება და არასოდეს გაჭკნება
-ჩვენი სიყვარულივით მარადიული.
-მეეწვება ვინმემ მოინდომოს საქორწინო თაიგულის დაწერა.იხუმრა დემეტრემ
-როგორ გეკადრებათ,დავდგებით კიდეც და დავიჭერთ კიდეც.მართლაია ცოტა მტკივნეული იქნება მაგრამ სიყვარულის გზა ხომ ეკლებზე გადი არაა,უპასუხა ნინამ
-გეთანხმები შენნაირ ეკლიან ლამაზმანებზე,არ დაუთმო აფციკამ
-არ იჩხუბოთ ახლა,წავიდეთ თორემ მამაო გველოდება...გააშველა მიშომ და სერგის მიუბრუნდა.-სიძევ ხომ არ გადაიფიქრეთ?
-ახლა უფრო მეტად მინდა მასზე დაქორწინება უპასუხა და თინანოს ხელი ტავის ხელში მოიქცია.ძლიერად მჩაჰკიდა და წინ გაუძღვა მცირერიცხვან მაყრიონს.
ჯვრისწერამ საოცრად ჩაიარა,ისეთი აურა იდგა და ისეთი სიმშვიდე სუფევდა რომ ყველა გრძნობდა ამას.ზურა და ლელეაც წამოვიდნენ,მათ ბავშვი ეჭირათ,პატარას შუა ჯვრისწერის დროს ჩაეძინა.მეჯვარეები ნინა და მიშო იყვნენ,ანა ფოტოებს და ვიდეოებს ირებდა სამახსოვროდ,აფციაური თან მათ უყურებდა თან გარემოს ათვალიერებდა,რაღაც ცუდს უგრძნობდა გული თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა მათ მაგრამ ვერავინ დაინახა ისეთი ვისშიც ეჭვს სეიტანდა...
-შეგიძლიათ მიულოცოთ წყვილს ღვთის წინასე უკვე მეუღლეები არიან,გაისმა მამოაოს ხმა და პირველმა თვითონ დალოცა ახალდაქორწინებულები..მერე დანარჩენებმა გაიმნეორეს იგივე,გარეთ რომ გამოვიდნენ სამახსოვრო ფოტოებ კიდევ გადაიღეს,მანქანის საბარგულზე გაშალეს პატარა სუიფრა,შამპანურები გახსნეს იქვე დალოცეს პიველი ჭიქით წყვილი და ამ დროსი გაისმა დემეტრეს მობილური ხმაც..
-როგორ ხართ?მშვიდობაა?მთელი დღეა არაფერი ისმის თქვენგან.სეშფოთებულმა ჰკითხა ბექამ
-ქორწილში ვართ ძმაო. გაეცინა მას
-რა ქორწილში?თქვენ ხომ არ გაგიჟდით?არ გითხარით სახლიდან არ გახვიდეთ თქო
-კი გვითხარი მაგრამ ამათ ესმით>მოიცადე ერთი წუთით
-ვისი ქორწილია ?>რა ხდება დემეტრე/.-ჰკითხა ელენემ
-კამერა ჩართეთ..ელენე ნინა ვარმგამოსტაცა ტელეფონი აფციაურს,-სერგიმ და თინანომ ჯვარი დაიწერეს და მე მეჯვარე ვიყავი,, აღფრთოვანებული ლაპარაკობდა გოგო და კამერა მოატარა იქაურობას და ყველა დაანახა კადრში.
-ვაა,ვაა.რა მაგარია გილოცავთ.სიძეს გაუმარჯოს სიძეს,-რძალო რა ლამაზი ხარ.ამ მახინჯს როგორ გაყევი,მითხარი რით მოგთაფლა?-ახლა ირაკლი გამოჩნდა კადრში თავისი კომენტარით როგორც ყოველთვის
-მოკლავ სიხარულიზე.ჩამოვიდე ერთი მანდ,მუშტი მოურერა სერგიმ
-აი ამით,დაანახა პატარა თინანომ და გაუცინა-თან ყვლაზე სიმპატიური მახინჯია,
-ჩემი სკოლაა.-შეიფერა სერგიმ
0-უკვე გადაგიყვანა თავის ჭკუაზე?ზოგს რა ბედი აქვს ტოო..
-ირაკლი გეყოფა ხმრობა და მოყევბი მანდ რა ხდება?
-კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის..
-რა ხდება რატპმ ხარ ასე ბედნიერი და ყურებამდე გაკრეჭილი?კითხევის დასმას განაგრძობდა ისევ სერგი და სხვებს არ აცდიდა...
-რუსა გონზე მოვიდა,
-რა მაგარიაა,იყვირა ყველამ ერთად და თითქოს შევბით ამოისუნთქეს,ეს საოცარი დღე საიცრად კარგად გრძელდებოდა.
-დაგვაცადეთ ახლა ავღნიშნოთ...
-სერგიი მოგკლავ იცოდე შენს ქორწილს რომ გამომტოვე,დაემუქრა ელენე
-სენც მემუქრებიი?კარგით რაა.
-კარგი ნუ იბღვირები,გილოცავთ,მთელი სულით და გულით გისურვებთ ბედნიერებას.
-მადლობა ჩემო საყვარელო,შენც,-უპასუხა სერგიმ და დაემშვიდობნენ ერთანეთს..
ქორწილი სახლში გააგრძელეს,მართალია არ უნდოდათ მაგრამ ტრადიციული ქართული ქორწილი კი გამოუვიდათ. ლელამ სახლის შესასვლელიში თეფში დაუდო წყვილს და გაატეხინა,მერე ტკბილეული შეაჭამა ასე ტკბილად დამიბერდითო.მერე სუფრასთან გადაინაცვლეს და იქ გააგრძელს უკვე ორი ახალი ამბის აღნიშვნა.ტრადიციული სადღეგრძელოებით დაიწყო თამადობა ზურამ,რამდენიმე ჭიქის შემდეგ ანამ მუსიკა ჩართო და წყვის ანიშნა ადექი იცეკვეთო.
-აუ რა ტრადიციული ქორწილი გამიმართეთ არ ვიცი ცეკვა ტოო,დაიმანჭა სერგი.
-ადე სიძექართველი არ ხარ?არ სეგვარცხვინო ბიჭო.
-გაშალე ხელი და ეგაა, დაუმატა მიშომ
-შენ გაშალე აბა ,მეჯვარე არ ხარ.?
-აუ რა ხალხი ხართ რაა,ყველაფერ ჩემი გასაკეთებელი როოგორაა.ჩაუდუდღუნა დემეტრრემ და წამოდგაა, დაისის მელოდია გაისმა და თინანო საცეკვაოდ გაიყვანა.არც მან იცოდა დიდა ცეკვა.ერთი წრე გაჰყვა ბიჭს,მაგრანმ მერე სერგის მიეტუზა და მარტო დატოვა დემეტრე.სამაგიეროდ აქ ნინა გადმოხტა,ის ნამდვილი მოცელკვავე იყო და პროფესიონალურად გაჰყვა დემეტრეს.ორივე საოცრად ცეკვავდა დ კარგი წყვილი სედგა. ანას კამერა ჰქონდა ჩართული და თბილისიდან ან ქორწილს ვირტუალურად ესწრებოდნენ ელენე,ბექა და ირაკლი... ცოტა ხანში დაემშვიდობა რადგან ვალსი ჩართეს და ახალგაზრდები დაწყვილდნენ.. ერთმანეთშ ანაცვლებდნენ ცეკვას სადეგრძელოს და მხიარულ ამბებს.ბოლოს უკვე პატარას რომ ძილი მოერია თინანომ თაიგული ისროლა რომელიც ნინა აუვარდა ხელებში და გაოცებულმა გაიხუმრა კიდეც-რა დროს ჩემი გათხოვებააო. ჩუმად გააპარა დემეტრესკენ თვალი და იქიდანაც საპასუხო მზერა მიიღო.
წყვილი საძინებელში გაუშვეს,გოგოები ლელას მიეხმარნენ სუფრის ალაგებაში და უკვე თორმეტს რომ გადასცდა გელოვანების სახლში სიმშვიდემ დაისადგურა,ყველამ ძილს მისცა თავი.....
ცხოვრება სიუპრიზებითაა სავსე.სწორედ მაშინ როცა ფიქრობ რომ დასასრულია რაღაც ახალი იწყება და რაღაც კარგი ხდება. მაშინ როცა ელენეს ეგონა რომ რომ თავზე ემხობოდა ყველაფერი და ასეთი საფრთხის წინაშე იდგა, მაინც ხდებოდა კარგი ამბები მის ირგვლივ, სერგის და თინანოს ჯვრისწერა... რუსას გონზე მოსვლა... საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა...რწმენა იმის შესახებ რომ სიყვარული ყველაზე მაგარი გრძნობაა ამ ქვეყანაზე და მის გამო ყველაფრის გადალახვა შეუძლია ადამიანს...
-იცი ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რუსა ამ ყველაფერს.ესაუბრებოდა სკაიპში მეგობარს
-უნდა დაიჯერო,ხომ გეუბნებოდი მაგ ბიჭს მოსწონხარ-თქო,შენ კი არ მიჯერებდი.
-იმ ყველაფრის მერე რაც მე გადამხდა თავს როგორ შემეძლო ისევ დამეჯერებინა?
-ბექა თავიდანვე მომეწონა შენთვის.იმ დღეს ბარში რომ გაკოცა, მაშინვე მივხვდი რომ მხოლოდ მისნაირ ძლიერ,ფეხზე მყარად მდგომ,ჩამოყალიბებლ მამაკაცთან იქნებოდი ბედნიერი.
-მგონი ეს ერთადერთი შემთხვევა იყო როცა მოგეწონა ჩემი არჩეული მამაკაცი,გაეცინა ელენეს
-ნამდვილად .ისევე როგორც შენ მოგეწონა ირაკლი.
-რას შვებით ისე თქვენ?არ მოსულა ჯერ?
-არა,ველოდები,მალე მოვა ალბათ.უკვე ვეღარ ვძლებ მის გარეშე და ვერც ამ საავადმყოფოში. ერთი სული მაქვს როდის გავალ.
-რამდენიმე წუთი მოითმინე და მი გვერდით იქნები სულ.
-ხო რომ დაიჟინა ვეღარ გადავათქმევინე.წამოგიდგენია მის სახლში მივდივარ,ფაქტიურად ვთხოვდები.
-ფაქტიურადაც და ფიქტიურადაც...იცოდე ძალიან არ აწვალო პირველ ღამეს..
-ნუ ხარ შენ გარყვნილი გოგო
-კარგი რა გაწითლებს,ხომ იცი რომ არ აგცდება...
-ელენეე...-თვალები დაუქაჩა რუსამ
-კარგი ხოოოო.
-მე რომ მაბრაზებ დავიჯერო თქვენს შორის არაფერი ყოფილა?
-დაიჯერებ რომ გითხრა რაც აქ ვარ მთელი ეს დღეები მისაღებში დივანზე სძინავს..
-ზედმეტად პატიოსანია ეგ ბიჭი.. დავიჯერო მართლა ქორწინებამდე აპირებს მოთმენას?
-ცუდი არაფერი ამაში. ჯერ კიდევ ერთმანეთის გაცნობის და ერთმანეთთან დაახლოების ეპატზე ვართ.ყოველ საღამოს როცა სამსახურიდან დაღლილი და განერვიულებული ბრუნდება პირველ რიგში რასაც აკეთებს ესაა რომ მაგრად ჩამეხუტება,მერე თავს კალთაში ჩამიდებს და ჩუმად მიყურებს. თითქოს ჩემს სახის ყველა ნაკვთს იმახსოვრებს.თითქოს დამკარგავს ან დავკარგავ. ამ დროს ასეთი შეგრძნება მიჩნდება.
-სისულელეებს ნუ ამბობ,თქვენ სამუდამოდ ერთად იქნებით,მორჩა მე გადავწყვიტე ასე. საოცარი ადამიანია,ეტყობა ერთი შეხედვით...
-გეფიცები მინდა რომ სულ ჩავეხუტო და არსად გავუშვა,დილით სამსახურში როცა მიდის ჩემი გულიც მას მიყვება და წუთებს ვითვლი მის მოსვლამდე,სულ საათს ვუყურებ და წარამარა შეტყობინებებს ვუგზავნი,ხანდახან მგონია რომ თავს მოვაბეზრებ.მაგრამ საღამოს მის გაბრწყინებულ თვალებს რომ ვხედავ ყველაფერი მავიწყდება,ისიც რომ საფრთხეში ვარ.
-აი მაგაზე პასუხს მერე მოგთხოვ,ასე როგორ რისკავდი.?ნუთუ სიცოცხლე არაფრად გიღირდა?ან მე რატომ მატყუებდი?რომ გეთქვა თავის დროზე შეგაჩერებდიო და იმ დაწყევლილ ომარსაც არ გაიცნობდი.
-ეს ყველაფერი რომ არა არც ბექა იქნებოდა...ამ ამბავსაც აქვს დადებითი მხარე ხომ ხედავ?
-ისე გული მწყდება რომ იმ სახლს ვემშვიდობებით.რამდენი რამ გადავიტანეთ იქ?რამდენ ტკივილს სიხარულს.რამდენ მოგონებას იტევს?
-ძალიან ბევრს რუსა,მაგრამ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ ორივე და მჯერა რომ ბედნიერები ვიქნებით.ახლა მართლა მჯერა გეფიცები...
-მეც მჯერა,ირაკლი სიხარულისგან ჭკუაზე არაა,ჯერ იმიტომ რომ გონზე მოვედი და მერე იმიტომ რომ დავთანხმდი და მასთან გადავდივარ. ცივ ნიავს არ მიგაკარებ.ხელის გულზე უნდა გატაროო სულ მეხუმრება ...
-იცი როგორ განიცდიდა და ნერვიულობდა?ისეთი სასოწარკვეთილი იყო,რომ გენახა ალბათ თავიდან გადაეფარებოდი იმ ტყვიას ჩემთვის რომ იყო განკუთვნილი. მე მადლობაც კი არ გადამიხდია ამისთვის. მადლობა მეგობარო,კიდევ ერთხელ გადამარჩინე.კიდევ ერთხელ იხსენი ჩემი სიცოცხელე რუსა,ჩემი ერთადერთი ხარ.მეგობარიც,ოჯახის წევრიც, დაც,ძმაც.დედაც,მამაც და რავიცი ყველაფერი.-ხმაში სევდა გამოერია ელენეს
-აბა ეხლა ცრემლები არ დამანახო.ჩვენ სულ ერთად ვიქნებით,ჩვენ დები ვართ არ დაგავიწყდეს და სხვათა შორის იმ შენს ბექუნას მოუწევს შენი ხელის სათხოვნელად ჩემთან მოსვლა,გაეცინა რუსას
-დაზე გამახსენდა ახლა ნინაც გვყავს არ დაგავიწყდეს.
-ხო მაგას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი კუდრაჭა უკვე დიდი გოგოა და ჩემთან ჩამოვიდა.
-რატომ არ მითხარი იმ ღამეს ის რომ დაგეხმარა ჩემს წამოყვანაში?
-რამე შეიცვლებოდა ამით?არაფერი,თან მოდი წარსულს ნუღარ გავიხსენებთ კარგი?ყველაფერი ცუდი იქ დავტოვოთ და ამ ბედნიერებით დავტკბეთ.
-ძალიან მენატრები,შენი ნახვა მინდა მაგრამ ბექა არ მიშვებს.მე კი ერთი სული მაქვს მოგეხვიო და გულში ჩაგიკრა. აქ იცი როგორ ვარ თითქოს გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით,
-კარგი რაა ბექა მანდ არ გყავს?ხოდა დატკბი მასთან ყოფნით...მგონი ირაკლი მოვიდა რაღაც ხმაურია გარეთ.. რუსას მაშინვე სახე გაუნათდა და ელენე მიხვდა რომ ირაკლიმ მიაკითხა.
-როგორ ხარ მომავალო ცოლიდავ? გამოჩნდა კამერაში ყურებამდე გაკრეჭილი.რუსას გვერდით დაიკავა ადგილი და მოეხვია
-კარგად სიძევ ბატონო.შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად,ცუდად როგორ ვიქნები როცა ეს ქალბატონი სახლში მიმყვავს?დიდი ბრძოლის შემდეგ როგორც იქნა გავიმარჯვე.
-მაგარი ხარ..ცერა თითი ჰაერში შემართა ელენემ.-გვრიტებო მეც წავედი კარზე ზარია სავარაუდოდ ბექა მოვიდა..
-მიდი მიდი გაიქეცი,შეეგებე ჩემს მომავალ სიძეს და გაუფრთხილდი.არ ჩამორჩა რუსაც.-და ჩემგან მოკითხვა გადაეცი და დიდი მადლობა რომ შენ სახეზე ბედნიერ ღიმილს ვხედავ.
-ეგ შენ უთხარი პირადად როცა ნახავ. უთხრა ელენემ დაემშვიდოდა და კარი გააღო.
-ჩემი ბიჭი მოვიდა.შეეგება გაღიმებული და მოეხვია. ბექასაც ჩაეღიმა.
-ჯერ შემოსვლა მაცადე,კარი მიხურა,წელზე ხელი შემოხვია და მისაღებისკნ გაიყოლა.
-აბა როგორ გაატარე დღე?
-მოვიწყინე და მომენატრე.მიეტუზა და მკერდზე მიეხუტა გოგომ
-მეც,ერთი სული მქონდა რომ სახლში დავბრუნებულიყავი და შენი სურნელი შემეგრძნო.
-აუ ბექაა რაღაც მინდა გთხოვო...შრეკის თვალებით ახედა ელენემ
-ასე რომ მიყურებ ვხვდები რომ რაღაც ისეთი გინდა მთხოვო რომელიც ასრულებას ნაკლებად ექვემდებარება.მაგრამ მითხარი მაინც
-რუსას ნახვა მინდა და წავიდეთ რაა მათთან..შევინიღბები აი ისე როგორც მაშინ,ხომ ვერავინ მცნობდა..
-არა არ შეიძლება..საშიშია,,თან დავაცადოთ მათ მარტო ყოფნა.ირაკლის სიუპრიზს ნუ ჩავუშლით
-რა სიუპრიზს?
-რომანტიკულ ვახშამს ამზადებს და ხელი უნდა სთხოვოს,დღეს ნიშნობის ბეჭდები იყიდა.
-არ არსებობს.წამოხტა ელენე და ადგილზე ხტუნვას მოჰყვა..-რა მაგარია ჩემი გოგო თხოვდებაა
-დაიცადე დამშვიდდი.ჯერ ხომ არ ვიცით დათანხმდება თუ არა,ეგენი ისეთი გადარეულები არიან იმედია ამაღამ რამე საშინელებას არ ჩაიდენენ...
-ხო ეგეც მართალია,მაგრამ არაა დარწმნუნებული ვარ რომ მშვიდობა იქნება,ვიცი რუსას ხასიათი და ისიც ვიცი რომ ეგრევე დადნება და დაითაფლება პირველი.. სიტყვა შუაზე გაწყვიტა.ბექას გაეცინა მის ქცევაზე და ასეთ მორიდებაზე.ამ თემაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა ელენე..
-ნუ გცხვენია.მალე ჩვენც ერთად ვიქნებით და ასეთი მორიდებული თუ იქნები არაფერი გამოვა.თვალი ჩაუკრა ეშმაკურად და ტუჩებში აკოცა...-ახლა კი წავიდეთ ვივახშმოთ.დღეს რა მოამზადე?
-ტოლმა.
-რაა?მეხუმრები?
-ნწწ...ჩემს კულინარულ შესაძლებლობებს თანდათან ვაუმჯობესებ.
-ყოჩაღ ქალბატონო...ესეგი არ მომიწევს მშიერი დაძინება ხოლმე.
-არაა.ყოჩაღი გოგო ვარ ადვილად ვითვისებ ყველაფერს
-კარგი ცოლი იქნები. ხო მართლა შეაჩერა უცებ საზარეულოს კართან და თავისკენ მოატრიალა წინ წასული ელენე.-ცოლად გამომყვები?უფრო სწორად მზად ხარ ამ სახლში ცოლის სტატუსით დარჩე სამუდამოდ?შენ, მხოლოდ შენ და არავინ სხვა?
დაბნეული და თვალებ გაფართოებული იდგა ელენე და კოლოფიდან მომზირალ ულამაზეს ბეჭედს მისჩერებოდა.
-აბა პასუხს ველოდები?
-თანახმა ვარ.თანახმა ვარ ვიყო შენს გვერდით,ცხოვრების ბოლომდე გელოვანო.იქამდე სანამ ჩემი გული არ შეწყვეტს სამუდამო ფეთქვას.მზად ვარ ვიყო შენს გვერდით, ავიტანო და გავუძლო ყველა განსაცდელს და ვიბრძოლო ბედნიერებისთვის.მიყვარხარ,მიყვარხარ მიყვარხარ... მისკენ გაექანა. ძლიერად ჩაეხუტა. გელოვანმა თითზე წამოაცვა ბეჭედი და მის ბაგეებს დააცხრა...
გვიანი იყო.ბექას ელენე ჩახუტებული ჰყავდა საწოლზე წამოწოლილიყვნენ და რომელიღაც მელოდრამას უყურებდნენ,დროდადრო ელენე ხელს დახედავდა და ჯერ კიდევ ცდილობდა მომხდარის დაჯერებას.ბექა თმაზე ეფერებოდა და ეღიმებოდა მის საქციელზე...
-იცი რაღაც მინდა გითხრა და დამპირდი რომ არ გაბრაზდები...
-ანუ გავბრაზდები..მაგრამ მაინც უნდა მითხრა.-წამოჯდა ელენე და მიაჩერდა
- შენს შესახებ ინფორმაცია მოვიძიე,იქამდე სანამ ჩვენს შორის ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდებოდა.
-მერე?
-მერე ის რომ არასწორად მოვიქეცი და სინდისი მქეჯნიდა.ვიცოდი რომ გათხოვილი იყავი და არანორმალურად ვეჭვიანობდი რომ შეიძლებოდა ქმარი გყოლოდა.
-რატომ?რატომ გააკეთე ეს?
-ბრაზობ?
-არა.ახლა აღარ.აღარ მაქვს დასაკარგი დრო.მინდა რომ სულ ბედნიერი ვიყო,საკმარისი იყო რაც ვიტანჯე და რაც ვიდარდე
-ჩემი გოგო.-გაეღიმა ბექას
-ვაფასებ რომ მითხარი და მენდე.შეიძლებოდა ეს არასოდეს გამეგო მაგრამ რადგან მითხარი ამიტომ უფრო მიყვარხარ.
-კიდევაა რაღაც...
-ახლა ნამდვილად რაღაც ისეთს მეტყვი ხომ?
-ხო მაგრამ ესეც უნდა გითხრა.შენს სოფელში ვიყავი ჩასული.მამაშენი ვნახე..
-რააა?ეს...ეს... როგორ?რატომ?-ცრემლი მოერია ელენეს
-გთხოვ მომისმინე კარგი..ეს უნდა გამეკეთებინა.ეს საჭირო იყო,ვერ დავუშვებდი რომ შენ ასეთი ტკივილით გეცხოვრა.მეტიც ის არაკაცი ვნახე საკადრისი პასუხი მიიღო.ახლა შეგიძლია ჩახვიდე და მამა მოინახულო.შენი ერთადერთი ოჯახის წევრი...
-არა არასოდეს.ვერასოდეს დავივიწყებ იმას რაც მის გამო გადამხდა,აყვირდა ელენე და ცრემლები ღაპა-ღუპით წამოივიდა.-მეზიზღება.მისი დანახვაც არ მინდა.ან შენ რტომ ჩახვედი?რატომ ნახე?რატომ გააკეთე ეს ჩემს ზურგსუკან?
-ელენე საყვარელო მომისმინე.დამშვიდდი კარგი?იცოდე უნდა ნახო... ინანებ მერე.ვიცი მთელი ცხოვრება დაგტანჯავს სინანულის გრძნობა რომ არ ჩახვედი და სიკვდილის წინ არ ნახე.მას დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია.კიბო აქვს მეოთხე სტადიაში და რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი.დამპირდი ეს ყველაფერი რომ მოგვარდება ჩახვალ და ნახავ?თუნდაც ერთხელ ჩვენი ხათრით გთხოვ?ხომ ხედავ ისიც იტანჯება?ისიც განისცდის ამ ყველაფერს?აბა წარმოიდგინე მას როგორ სტკიოდა მაშინ საკუთარი სისხლის და ხორცის ტკივილი.არც მისთვის იყო ადვილი.არავინ იცის მომავალში ვის რა უწერია.ამ ცოდვით შენ ვერ იცხოვრებ დამიჯერე.ხომ მპირდები?
-კარგი.ვნახავ.მაგრამ ახლა ჩამეხუტე გთხოვ. ბექამ მკერდზე მიიკრა ასლუკუნებული გოგო
-მას რამე დაუშავე?
-კარგი არაფერი მოსვლია.რამდენიმე ძვალი აქვს დამტვრეული მაგრამ გადაიტანს.
-ბექააა.ასე აღარასოდეს მოიქცე კარგი?
-ასე მოვექცევი ყველას ვინც შენთვის რამის დაშავებას ეცდება.
-ირაკლიც შენთან ერთად იყო ხო?
-აბა მის გარეშე წავიდოდი?
-ანუ ის რუსას..
-ის რუსას მშობლებთან იყო და სიძედ უკვე მიიღეს.და იმ გადარეულის სახლში დაბრუნებასაც ელოდებიან. ისევე როგორც ნინას
-აუ ნინა.ეგ სულ დამავიწყდა.გაცინა ელენს როცა გაახსენდა როგორ გაუმხილა საიდუმლოდ გოგომ დემეტრე მომწონსო
-მგონი გადამირევს ეგ ძმაკაცს და იმას კიდე ეგ უნდა?
საუბარი ზარმა შეაწყვეტინათ.ელენემ ეკრანს რომ დახედა რუსა იყო,გაეღიმა და უპასუხა.
-მეგობაროო ირაკლიმ ცოლობა მთხოვა ვთხოვდებიი..იყვირა მან
-მეც.მშვიდად უპასუხა ელენემ და უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა მეორე მხარეს.-ამოიღე გოგო ხმა რა გჭირს?აკისკისდა ელენე
-არააა .ამათმა ერთად დაგეგმეს ხოოო ყველაფერი?ასეა ხო ასე...აბა სხვანაირად როგორ.
-რუსა წადი დატკბი ბედიერებით და მომავალ ქმართან ყოფნით და დამაცადე მეც. უთხრა ელენემ-ღამე მშვიდობის
-მოიცადე ელე.არ გათიშო...მოვკლავ.ძმაკაცს მოგიკლავ წამართვა მეგობარი.მოუბრუნდა ირაკლის
-ძალიან კარგი რომ დაგემშვიდობა.შეეშვი ახლა ყველას და მოდი ჩემთან.იმპოტენტი გახვდი მგონი შენს ლოდინში გახუმრა ირაკლი,ტელეფონი მოიფრიალა და რუსას ბაგეებს წაეტანა
-რას აკეთებ?ტუჩები აარიდა გოგომ
-ბავშვს.გაეცინა ბიჭს და სინათლე ჩააქრო....

დილის ოთხი საათი იყო როცა ბექას ტელეფონმა დარეკა.უცებ გაეღვიძა და ხმა გაუთიშა, ელენეს გადახედა.გოგოს ისევ მშვიდად ეძინა.სამზარეულოში გავიდა და მშვიდად უპასუხა,
-მამედოვის ადგილსამყოფელი დავადგინეთ.მოესმა ერთ-ერთი დანაყოფის უფროსის ხმა. -ახლა გავდივართ.
-მისამართი მომწერეთ მეც გამოვდივარ, პირდაპირ იქ მოვალ. სწრაფად გათიშა ტელეფონი.ტანსაცმელი გადაიცვა.მძინარე ელენეს შუბლზე ნაზად აკოცა და სახლიდან გავიდა. ირაკლის ნომერი აკრიფა თან საჭეს მართავდა.ბიჭი არ პასუხობდა. ჯანდაბას დავაცდი ამაღამო და საჭეს მიუჯდა...
ადგილზე რომ მივიდა მამედოვი უკვე აეყვანათ.წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო და როგორც ჩანს მისი დაკითხა ცოტა ხნით გადაიდებოდა.განყოფილებაში დაბრუნდნენ და მის გამოფხიზლებას ელოდა.მეთვალყურედ ორი პოლიციელი დაუტოვა და თვითონ სახლში წასვლა გადაწყვიტა.აზრი არ აქვს შენს აქ ყოფნას დილამდე მაინც არაფერი იქნებაო ამცნო ექიმმა. კაბინეტის კარი გამოიხურა და ავტოფარეხისკენ წავიდა.მოულოდნელად საუბარი შემოესმა.ვიღაც ჩუმად საუბრობდა სადღაც კუთხეში.ჩუმად მოუახლოვდა რომ საუბარი უფრო კარგად მოესმინა..
-ძალიან ჭკვიანია...ადრე თუ გვიან ჩემზე იეჭვებს...რა თმქა უნდა..მამედოვი საკანშია...გავარკვევ და დილით დაგირეკავთ.ოღონდ გთხოვთ მას არაფერი დაუშავოთ.. როგორც ჩანს ბოლო სიყყვები იქიდან აღარ მოუსმენით.მობილური ჯიბეში ჩაიდო და ჩუმად შეიგინა.ბექამ იარაღი შემართა,ჩუმად მიეპარა და სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა კეფაზე მიაბჯინა
-ხელები მაღლა ასწიე ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე..გამოსცრა კბილებში.-მოღალატე. იარაღი ამოაცალა.ქამარში გაირჭო,ხელებზე ბორკილები დაადო და ზემოთ წაიყვანა
-დროზე გამოადგი ფეხი,მისდაგასაკვირად წინააღმდეგობას არ უწევდა.
-არაფერი დამიშავებია ბექა. არასწორად გაიგე.
-ყველაფერი სწორად გავიგე ნიკა,და მოგიწევს ჩემს კითხვბს უპასუხო.აახლა კი მოკეტე, უღრიალა მოთმინებადაკარგულმა და განყოფილებაში შევიდნენ.
-სასწრაფოდ დასაკით ოთახში წაიყვანეთ.აი მისი მობილური სასწრაფოდ დაადგინეთ სად რეკავდა,ვისთან.განსაკუთრებით ბოლო ზარი.წინ დაუდო რომას მისი მობილური და თვითონ უკან შეჰყვა დასაკითხ ოთახში.განყოფილება ფეხზე იყო დამდგარი ცალკე მამედოვის ამბებით და აქეთი კიდევ ეს.შიგნით აღმოჩნდა მოღალატე..
-აბა იტყვი სიმართლეს?დაიწყებ მოყოლას?ჰკითხა ბექამ როცა მიხვდა რომ ის საუბრის დაწყებას არ აპირებდა,ისევ დუმდა.
-მომისმინე ნიკა,ხომ იცი რომ შენი საქმე წასულია,რატომ იმძიმებ მდგომარეობას?მაინც გათქმევინებთ,მე თუ არა სხვა,.ეს კი საშინლად არ მინდა.ამიტომ გთხოვ მომეცი აღიარებითი ჩვენება და საპროცესო გარიგებას გაგიფორმებ.მინიმალური სასჯელით
-მე არაფერი დამიშავებია.მაიძულეს...თქვა თავდახრილმა
-ვინ?
-არ ვიცი ვინაა.მხოლოდ ის ვიცი რომ მათ ჩემი და ჰყავთ მძევლად აყვანილი და მემუქრებიან. თუ ყველაფერს ისე არ გავაკეთებ როგორც მათ უნდათ მას მოკლავენ.
-მომისმინე ნიკა,მათ არ იციან რომ ჩვენ შენზე გავიგეთ,ამიტომ ერთი ნაბიჯით წინ ვართ,მოყევი ყველაფერი და პირობას გაძლევ რომ შენს დას უსაფრთხოდ დავაბრუნებ,
-მართლა დამეხმარები მის დაბრუნებაში?სახე გაუნათდა ბიჭს
-შენ ჩემს შესაძლებლობებს არ იცნობ?მომიტყუებია ოდესმე ვინმე?
-არა,თქვენ ყველაზე ღირსეული ადამიანი ხართ ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
-ჩემზე საუბარი არ გვინდა.სახელები და გვარები..ველოდები..ფურცელი მიუჩოჩა წინ ბექამ
-მთავარი ვინაა არ ვიცი,მე შუამავალთან მქონდა კავშირი.ის კი ვიღაც თურქს ახსენებდა ხშირად.
-ომარი..გაუელვა ბექას გონებაში.-კიდევ?
-კიდევ იმას მივხვდი რომ აქ ვიღაც დიდ თანამდებობის ადამიანთან აქვთ კავშირი და ის მგაფრველობს მათ.
რამდენიმე წუთი დასჭირდა ბექას ჩვენების ჩამოსართმევად და გასაფორმებლად.კმაყოფილი გამოვიდა დაკითხვის ოთახიდან მაგრამ დიდხანს არ დასცალდა.შეატყობინეს მამედოვი შენს ნახვას ითხოვსო. სპეეცრაზმი მითითებულ მისამართზე გაგზავნა გოგონას გამოსაყვანად,თვითონ კი მამედოვთან შევიდა.
ბიჭის ირონიულმა მზერამ ხასიათი მოუშხამა.იჯდა მის წინ და ჯიქურ მისჩერებოდა ბექას.
-რატომ დამიძახე?თუ ასე ჩუმად ყოფნას აპირებდი?
-შეტყობინების გადმოცემა მინდა ბატონო გამომძიებელო...
-რა შეტყობინების?
-მათ ყველაფერი იციან...ყველას სამალავი..თქვა და ისტერიკული სიცილი ატეხა.მერე უეცრად დაიკრუნჩხა.იატაკზე გადავარდა,პირიდან თეთრი ქაფი გადმოუვიდა და თვალები აატრიალა.ბექა დასახმარებლად მივარდა.
-ექიმიი იყვირა და წყალი სახეზე შეასხა....ყველაფერი წამებში მორჩა,მამედოვმა მის წინ დალია სული...
-ჯანდაბა ამის დედა,ილანძღებოდა და მობილურზე ირაკლისთან დაკავშირებას ცდილობდა. -მაპატიე მაგრამ პირველ ღამე უნდა შეგაწყევტინო.სასწრაფოდ განყოფილებაში,მათი ადგილსამყოფელი იციან.ორი სიტყვა მიაყარა და გათიშული არ ჰქონდა რომ ისევ დარეკა ტელეფონმა.
-გოგო ჩვენ გვყავს.
-აქ მოიყვანეთ და ყურადღება მიაქციეთ,ორივეს,მათ მერე მივხედავ..ისევ გათიშა ტელეფონი და კაბინეტში დაბრუნდა ელენესთან დასარეკად.მაგრმა მერე გადაიფიქრა,შევაშინებ და შეიძლება უფრო სისულელე ჩაიდინოსო.
ირაკლის შემოვარდნა და სპეცრაზმის მიერ გოგოს მოყვანა ერთ დროულად მოხდა.
-რა ხდება ბექა?რა ამბები ტრიალებს აქ?
-საშინელები ირაკლი,მათ ყველაფერი იციან,მათი ადგილსამყოფელი იციან.მამედოვის პირით შემომოთვალეს და მერე მოიშორეს,პირდაპირ აქ მოკვდა ჩემს ხელებში, სწორედ იმ მოწამლული ნაროტიკით.
-ჯანდაბა ეს ძაღლიშვილები.დაატრიალა გინების კორიანტელი ირაკლიმ.
-უნდა გავაფრთხილო.აფციკ აიღე ტელეფონი რა დაგემართა ბიჭო,
-დაწყნარდი ბექა მთელი განყოფილება კი არა მთელი სამინისტრო ლამის ფეხზე დააყენე ასე არ შეიძლება იქნებ ცრუ განგაშია.
-არ არ არის.ვიცი,დარწმუნებული ვარ.სწორედ ამ დროს უპასუხა აფციაურმაც,მისი ნამზინარევი ხმა გაისმა
-აფციკ საქმე გართულდა,მათ თქვენი ადგილსამყოფელი იციან.თავდასხმისთვის მზად იყავით,ჩვენც მოვდივართ,ვერტმფრენი უკვე გამოვიძახე.მიაყარა უცებ
ნორმალურად გათიშული არ ჰქონდა რომ ისევ ზარი გაისმა და ადგილზე შეხტა როცა ფარული ნომერი დაფიქსირდა.
-ხომ გითხარი მათ ვერ დაიცვ-თქო,-გაისმა მობილურში დამცინავი ხმა-ისინი უკვე მიემართებიან ჯოჯოხეთისკენ.შენი გოგო კი ჩემთან თავის ფეხით მოვა.
-გიპოვი ომარ.გიპოვი და ჩემი ხელით მოგკლავ.ჩაგაძაღლებ.გაუთიშა და ირაკლის გახედა სასოწარკვეთილმა. მან მხარზე ხელი დაადო და უთხრა.
-ელენესთან წადი.მას სჭირდები,დანარჩენს მე და აფციკა მივხედვთ,გპირდები უვნებლებს ჩამოვიყვან ყველას.მეგობრები ერთმანეთს მოეხვივნენ,მერე დაშორდნენ.ერთი მანქანის საჭეს მიუჯდა,მეორე კი ვერტმფრენში ჩაჯდა და პირჯვარი გადაიწერა,ბექამ იქამდე უყურა სანამ ჰაერში არ აფრინდა,მერე კი მანქანა ადგილს მოსწყვიტა და სახლისკენ წავიდა...
დემეტრე გინებით წამოხტა საწოლიდან.სინათლე არ აუნთია,ტანსაცმელი ისე გადაიცვა და კარადიდან ჩემოდანი გამოიღო.გახსნა.იქ სრული საბრძოლი აღჭურვილობა ჰქონდა,ისე ვერ მოისვენა და მაინც წაიღო.ჯავშანჟილეტი ჩაიცვა.პრი პისტოლეტი ქამარში გაირჭო.უცებ ააწყო სნაიპერის შაშხანა,საბრძოლველად შემართა.თავზე ღამის ხედვის კამერა დაიმაგრა და ოდნავ გადაწია ფარდა რომ გარეთ გაეხედა,ავისმომასწავლებელი სიჩუმე იყო გამეფებული გარეთ.ძაღლიც კი არ ყეფდა და ამან უფრო დაარწმუნა იმაში რომ თავამხმელები ადგილზე იყვნენ. კისერი გაატკაცუნა და კმაყოფილა ჩაიღიმა.
-რამდენი ხანია არ მივარჯიშია.მგონი დრო მოვიდა სერიოზულ მოწინააღმდეგეს ღირსეული დახვედრა მოვუწყო.-ფრთხილად გამოვიდა ოთახიდან და სერგის ოთახის კარზე დააკაკუნა. რამდნიმე წამში კარს იქით სერგის ნამძინარევი სახე გამოჩნა.
-ჩაიცვი და თინანოც გააღვიძე.ბექამ დარეკა.ჩვენი ადგილსამყოფელი იციან.არ იხმაუროთ და სინათლე არ აანთოთ. სანამ აფციაურმა ყველას ოთახი ჩამოიარა ქვემოდანა ამომავალი უფროსი გელოვანი შენიშნა
-ბექამ გამაფრთხილა უკვე.მზად ვარ თქვენს დასაცავად. კალაშნიკოვი ეჭირა ხელში ვეტერან სპეცრაზმელს. ხუთ წუთში ყველა ქვემოთ იყო მისაღებ ოთახში.ის იყო სარდაფისკენ დაიძრნენ ქალები რომ იარაღის გასროლა გაისმა და ფანჯრის მინების მსხვრევა მოჰყვა მას.დემეტრემ ერთი ნახტომით გააკრა მიწას ანა და ნინა.ბავშვი ატირდა,თინანო დაიბნა და ადგილიდან ვერ იძვროდა,უცებ გამეფდა ქაოსი სახლში,მაგრამ ისევ დემეტრემ იყოჩაღა.
-სასრაფოდ წაიყვანეთ სერგი სარდაფში ყველა.დაიკუზეთ და ისე წადით.ზურა ბიძია მე ზემოთ ავალ,თქვენ კი აქედან ისროლეთ,კედლებს ამოეფარეთ და თავს ნუ გაყოფთ, მთავარია ისროლოთ რომ ყურადღება გადაიტანოან,დანარჩენს მე მივხედავ ზემოდან.
სწრაფად აირბინა კიბეები და ხელსაყრელი ადგილი შეარჩია. თავდამსხმელების გადათვლას შეუდგა. და მაშინ როცა ქვემოდან გასროლის ხმა გაისმა მან ზემოდან ისროლა,მისმა გასროლილმა მიზანს უწია რასაც კვნესის ხმა მოყვა და მალე ჩაჩუმდა. ბევრნი იყვნენ და ბრძოლაც უთანასწორო იყო,უფრო და უფრო ახლოვდებოდა მათ შორის მანძილი,მაგრამ მათი რიცხვიც მცირდებოდა. უცებ მოშორებით მანქანა შეამჩნია,სადაც ხანში შესული მამაკაცი იდგა შავ პალტოში გამოწყობილი და სიგარეტს ნერვულად აბოლებდა. წამში მიიღო გადაწყვეტილება,ქვემოთ ჩავიდა,რამდენიმე სიტყვა უთხრა ბიჭებს და სახლის უკანა გასასვლელისკენ აიღი გეზი.
***************
ბექას კარი ღია რომ დახვდა მაშინვე გაუჩნდა ეჭვი რომ ელენე იქ არ იყო,თუმცა იმედს იტოვებდა რომ ცდებოდა, მოლოდინი არ გაუმართლდა,საძინებელი მართლაც ცარიელი იყო, ხმამაღლა იღრილა და ნომერი აკრიფა.ტელეფონის ხმა საწოლიდან მოესმა.ეკრანს რომ დახედა მიხვდა რაც ხდებოდა და სასოწარკვეთილი დაეშვა იატაკზე
-ჯაბადა ჯანდაბაააა.- იყვირა და იატაკს დაუშინა ხელები.-რაღა მაინცდამაინც ეს გზა.. უცებ გონს მოეგო,არ ჰქონდა უფლება აქ ასე დამჯდარიყო,ისიც იქით გაემარტა სადაც ელენე..

ელენემ თავის მანქანა გააჩერა და გადავიდა.ირგვლივ მიმოიხედა,რამდენიმე მეტრში შენიშნა ომარის მანქანა და მისკენ მომავალი ბიჭი.ღრმად ჩაისუნთქა და თამამად წარსდგა მის წინაშე.
-რა გინდა?რატომ დამიბარე?ბიჭმა გარშემო შემოუარა და მერე ისიც მის წინ გაჩერდა
-შენ..შენი სიცოცხლე.
-შეგიძლია წაიღო დაუფიქრებლად გავიღებ ოღონდ ჩემს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს არაფერი დაუშავო.
-შენ როგორ დამყოლი გამხდარხარ,სად გაქრა ის ამაყო და უშიშარი გოგო?
-ის აქაა სენს წინაშე,არსად გამქრალა.სამაგიეროდ შენ ხარ ლაჩარი და სხვის ზურგს ამოფარებული ნაბიჭ...ი.
-მოთმინება არ დამაკარგვინო იცოდე.იღრიალა ბიჭმა,თუმცა ელენეს ამაზე რეაქცია არ ჰქონია.
-ნუ ყვირი,რადგან აქ ვარ უნდა მიმხვდარიყავი რომ არ მეშინია შენი.სჯობს მითხრა აქ რისთვის დამიბარე?
-უნდა შემეჯიბრო.
-შენ ავადმყოფი ხარ მგონი,აქ იმისთვის დამიბარე და ეს ამხელა ამბავი იმიტომ მოაწყვე რომ თავმოყვარეობა შეგელახა როცა არ შეგეჯიბრე?ხომ იცი რომ შენზე ძლიერი ვარ და ვერ მოიგებ?მარცხისგან და დამცირებისგან მინდოდა მეხსენი და ამიტომ მსჯი ასე?
-არა,შენ ჩემი უნდა გამხდარიყავი.რაც შეეხება ამ ამბებს იმიტომ მოეწყო რომ ჩემს ბიზნესს საფრთხე შეუქმნა იმ შენმა გამომძიებელმა.
-ბინძური ნარკომანი ხარ...
-ვიცი..
-მითხარი რა გინდა?
-შენ-თქო,და რბოლა. ბოლომდე.ახედა გველივით დაკლაკნილ გზას ომარმა,რომელიც ხევს მიუყვებოდა ,ძალიან შაშიში მოსახვევები იყო,მითუმეტეს აღმართი.
-თანახმა ვარ...მაგრამ ერთი პირობით.
-პირობებს მე ვაყენებ
-მაშინ გირჩევნია მომკლა
-კარგი მითხარი,
-დარეკავ და იმ თავდასხმას შეაჩერებ
-უკვე გვიანია,ისინი აქ აღარ იქნებიან სავარაუდოდ,საათს დახედა ომარმა
-არაკაცო..ეს ..ეს როგორ..
-მშვენივრად ჩემო კარგო.ახლა კი ჩაჯექი მანქანაში,უბრძანა ომარმა.
სხვა გზა აღარ დარჩა,საჭეს მიუჯდა,ღვედი შეიკრა და ძრავის გახურებას შეუდგა,მერე სტარტზე დაიკავა ადგილი და მას გახედა.თავის დაკვრით ანიშნა დაწყება და საშიში და ბევრისთვის გადაულახავი გზის დაფარვას შეუდგნენ...ჯერ გვერდიგვერდ მიდიდოდნენ, მერე ომარმა გაასწრო.თუმცა არ დარდობდა.პირიქით გაქცევაზეც კი ფიქრობდა.რამდენჯერმე მოიყვანა აქ სერგიმ და აქედან ქვემოთ ჩასასვლელი საცალფეხო ბილიკი აჩვენა.მაგრამ ვერ გარისკავდა,მასაც ხომ შეიძლებოდა სცოდნოდა,ბოლო ბოლო ძველი მეგობრები იყვნენ....ბოლოს მაინც გარისკვა არჩია და სიჩქარეს მოუმატა,ფინიშის ხაზს გადავკვეთავ და გზას გავაგრძელებ მერე კი სანამ ის გონს მოვა ქვემოთ დავეშვებიო,მაგრამ არ დასცალდა,როგორც კი გაასწრო შორიდანვე შეამჩნია ის ჯებირები რაც მისთვის იყო განკუთვნილი,ეს ხაფანგი იყო და წესით მანქანის გაჩერებას ვერ მოასწრებდა,ახლა შენიშნა რომ ომარმაც სიჩქარეს უკლო,
-შენიი დედაც ,აქედან არ წახვალ ორივე დავიღუპებით.სვლას უკლო,ომარის მანქანას გაუსწორდა,მისკენ მიიწია და აიძულა გზის გვერდით გადასულიყო,უფრო და უფრო ნაპირისკენ მიყავდა, ყველაზე საშიშ წერტილს რომ მოუახლოვდანენ ღვედი შეიხსნა და ომარს გაუღიმა,
-ნახვამდის ომარ.ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა,სიჩქარე აკრიფა,კიდევ ერთხელ მისცხო გვერდი მანქანას წონასწორობა დააკარგვინა და მანქანიდან გადახტა.დაცემა მტკივნეული იყო,მაგრამ ნათლად გაარჩია როგორ გადაეშვა ხრამში ომარის მანქანა თავის მანქანასთან ერთად,თითქოს ამ მანქანას გაჰყვა ყველაფერი,მთელი წარსული, უბედურება,დარდი,მტკივნეული მოგონებები..მერე აღარაფერი ახსოვს, ყველაფერი ბურუსმა დაფარა. სწორედ ამ დროს მიადგა ბექაც დანიშნულების ადგილს და როცა ხრამისკენ მიმავალი ორი მანქანა დაინახა,მერე კი დაცემის და აფეთქების ხმა მოესმა ადგილს მიეყინა.მისთვის სამყარომ არსებობა შეწყვიტა...
*************
აფციაური კატასავით მიიპარებოდა ერთი სახლის ეზოდან მეორისკენ,ფეხზე დადგა სოფელიც და ეს უფრო უწყობდა ხელს იმაში რომ უსაფრთხოდ მისულიყო მანქანასთან.სროლების ხმა ნელ-ნელა იკლებდა და ხვდებოდა რომ მისიანებს ტყვიები უთავდებოდათ,უნდა ეჩქარა,თორემ შიგნით თუ შევიდოდნენ ყველაფერი დამთავრდებოდა,მისი ეს გარჯაც ამაო აღმოჩნდებოდა...
-არასწორად შეგვაფასე ნაგავო,გამოსცრა კბილებში,უკნიდან ამოუდგა კაცს და იარაღი კეფაზე მიაბჯინა.გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა როცა მიატრილა და მასში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ამოიცნო,რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო გაანთავისუფლეს,თუმცა ბრალი ბოლომდე ვერ დაუმტკიცეს და გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს
-შეენ?როგორც ჩანს მართლა ვერ შეგაფასეთ სწორად,თქვა და იარაღისკენ გააპარა ხელი,თუმცა დემეტრეს მახვილ მზერას ეს არ გამოპარვია ერთი დარტყვით გათიშა კაცი, მანქანის საბარგულში ჩატენა ბორკილებდადებული. -შენთვის მერე მოვიცლი საქმე მაქვსო მიაძახა, და უკნიდან შეუტია მტრს....
ადგილზე ჩასულ ირაკლის და სპეცრაზმს კი ყველაფერი დასრულებული დახვდათ,ყველა თავდმსხმელი განეიტრალებული და ზოგიც გარდაცვლილი...
-იმედია გელოვანი ძალიან არ გამიბრაზდება,-გაიკრიჭა კმაყოფილი.
-ისევ ისეთი ცხოველი ხარ,ჩვენთვისაც დაგეტოვებინა რამე.გაეცინა ირაკლისაც.
-დრო არ მქონდა ძმაო.ძალიან დააგვიანეთ.ბექა სადაა.?
-ბექა.ახლა გაახსენდა ირაკლის და მასთან გადარეკა მაგრამ არ უპასუხა.
-სანამ ეგ გიპასუხებს.წამოდი ვინ გაჩვენო..ყველაზე დიდი თევზი მანქანის საბარგულში მყავს
-შე ნაბიჭ,,,ო საყელოში სწვდა ეგრევე ირაკლი როცა დემეტრემ მთავარი აჩვენა და იქიდან ამოათრია.-ამიტომ ვერასოდეს გავდიოდით მათ კვალზე შენ მფარველობდი მათ.ვერასოდეს გამოხვალ ციხიდა და შენს თანამზრახველესაც გვერდით მოგისვავ,ჩემს საყვარელ ადამიანებს გეფიცები.წაათრიეთ აქედან.ბრძანება გასცა ირაკლიმ და ისევ ბექასთან დარეკა-ეს სადღა ჯანდაბაშია ნეტავი.გაიფიქრა და მისი სასოწარკვეთილი ხმაც გაისმა
-საავადმყოფოში ვარ ირაკლი.ელენეა მძიმედ,ოპერაციას უკეთებენ,ექიმები მისი გადარჩენის იმედს არ იძლევიან. იგრძნო სიხარულიძემ მეგობრის ტკივილი,ისიც ხომ იყო ამ მდგომარეობაში,მთელი არსებით იგრძნო როგორ ჩამოიქცა ზეცა და როგორ გავარდა მეხი ამ ამბის შეტყობინეტით,მაშინ როცა ყველაფერი მორჩა როგორ შეიზლებოდა ეს ელენეს არ გაეგო და მის გარეშე გაგრძელებული ცხოვრება...
არ შეიძლებოდა.....

*****************
-ესეც ასე მაა,დედიკო მალე დაასრულებს საქმეებს და სახლში წავალთ.ჩემო პრინცესა.მამას ერთადერთო.ახალგაზრდა მამაკაცმა მაყურებლებში წინა რიგში დაიკავა ადგილი და სტარტისკენ გაიხედა.სადაც მონაწილეები გამოსასვლელად ემზადებოდნენ.
-ჩვენც მოვედით,ხომ არ დავაგვიანეთ?გვერდით მიუჯდა მეგობარი და თავის ვაჟკაცი ჩაიჯინა კალთაში.
-არა ახლა იწყება.უფრო სწორად შეჯიბრი იწყება,თორემ ისე ყველაფერი სრულდება.ეს ბოლოა,თუ მოიგო ჩემპიონი გახდება.
-მე მჯერა ჩემი რძლის,ბექას გვერდით ანამ დაიკავა ადგილი და გამობერილ მუცელს მიეფერა.-დეე დღეს ძალიან ცელქობ.მამიკოს სიახლოვეს გრძნობ და მაგიტომ ალბათ ხო?
-არა დღემდე ვერ მომინელებია რომ იმ ხელოსანმა შენი თავი მომტაცა.გაუღიმა დას ბექამ
-ჯერ ერთი კი არ მოგტაცა საკუთარი ფეხით გავყევი,და მეორეც ის ხელოსანი შენო მომავალი დისშვილის მამაა და ყველაზე საუკეთესო მეუღლეა მსოფლიოში.-არ დაუთმო დამ
-კარგი ხო ვაღიარებ მაგას.თავიდან კი გავბრაზდი,მაგრამ მერე კი დამარწმუნა რომ ნამდვილად უყვარდი და ცივ ნიავს არ მიგაკარებდა.
-სხვათაშორის მეც ვერ მომინელებია რომ ქორწინების პირველ ღამეს საწოლიდან წამომაგდე და შენს გვერდით გამატარებინე,დღემდე ვერ ივიწყებს რუსა ამ ამბავს.
-უნდა დაავიწყო ძმაო.აბა ეგაა ვაჟკაცი ვარო.ბიჭის მამა ვარო,... ხო თქვენ ჯეერ არ გაგიგიათ სქესი?
-მე ვიცი მან არა.ბიჭია -უპასუხა კმაყოფილმა ანამ
-ვაა ყოჩაღ სიძეს უვაჟკაცია.
-მაგით რა გინდა თქვა რომ მე არ ვივაჟკაცე?ეწყინა ბექას
-ნუ უსმენ ამათ შენ ძმაო.მერე რა რომ ჩვენ გოგოები გვყავს.წამოადგათ თავზე აფციაური ექვსი თვის პატარა ქალბატონით ხელში.-ჩემი ნიაკო ყველა ბიჭს მირჩევნია.
უკან ნინა მოჰყვა რუსასთან ერთად.
-ცოლო ამდენ ხანს სად იყავი?
-ექიმთან.პირდაპირ გეტყვი ორწლიანი შესვენების შემდეგ მეორე შვილის მამა გახდები
-რაა?ვაიმე ეს რა მითხარი გოგო?ასე უცებ უნდა გეთქვა?ცოტა შემოგეპარებინა.წამოხტა ირაკლი,ბავშვი ნინას მიაჩეჩა და ცოლს მოეხვია.
-ნელა რა დღეში ხართ დაჯექი დაწყნარდი.პირველად ხო არ ხდები მამა.
-მაშინაც ასე იყო ბექა,რომ ვუთხარი ორსულად ვარ-თქო,მთელ სახლში დარბოდა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა მამა ვხდებიო
-ვინ ესს?და შენ მე დამცინოდი არა?გაეკრიჭა დემეტრე.-ქვისლო გაგიჟდები მალე შენ
-შენ ვის ეუბნები?შუა სპეცოპერაციაზე იყავი ნინას რომ მშობიარობა დაეწყო და ისე გადაირიე შევარდი იმ მკვლელების ბინაში მარტო.სანამ ჩვენ შემოგყევით უკვე გათიშულები გყავდა ყველა და მოგვაძახე წავედი მე სამშობიაროსი ჩემი ცოლი მშობიარობსო,გაახსენა ირაკლიმ
-აბა რა მექნა ჩემი გოგო არ იცდიდა.
-გეყოთ ახლა იწყება.გააჩერა რუსამ და ყველა ელენს გამოსვლაზე გადაერთო...
არ შემცდარა სერგი როცა ელენეში ნიჭი აღმოჩინა და მერე მის ნიჭს გასაქანი მისცა.სპონსორებს მოეწონათ მისი გამოსვლა და დააფინანსეს,ერთ-ერთმა წარმატებულმა საავტომობილო კომპანიამ აიყვანა და მათი სახელით იღებდა რბოლებში მონაწწილეობას.
ის ავბედითი დღე ყველკას დაავიწყდა. ოპერაციაც გმირულად გადაიტანა და არაერთი წარმატებაც ჰქონდა მომავალში..მოასწრო ბექაზე დაქორწინება და ბავშვის გაჩენაც.ახლა კი ისევ კარიერაზე გადაერთო და დღეს ბოლო გამოსვლა ჰქონდა სეზონის,რისი მოგების შემდეგაც ჩემპიონი გახდა....
საღამოს ყველამ სერგის ბარში აღნიშნა ეს გამარჯვება.აღარ ყოფილა იმ დღის მერრე არანაირი არაკანონიერი და აკრძალული რბოლა.
-მოდით ელენს გაუმარჯოს ჩვენს ჩემპიონს,გილოცავ ამ მორიგ წარმატებას და უფრო და უფრო მეტს გისურვებ,წარმოსთქვა სერგიმ.-მაგრამ რაც არ უნდა იყოს შენ მაინც ჩვენი "მწვანეთვალება დემონი "იქნები რომელმაც თვით სიკვდილიც კი დაამარცხა.
-გაუმარჯოს.თქვა ყველამ ერთად
-შენ კი ჩემი პირადი ბედნიერება ხარ და იქნები ყოველთვის სანამ ეს გული იფეთქებს.უჩურჩულა ბექამ,ხელი მოხვია და ძლიერად მიიხუტა ცოლ-შვილი...
...დიახ. ეს იყო ის რასაც ელენე მთელი ცხოვრება ელოდა და რომელიც გელოვანთან ჰპოვა...



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაუ რა იყო ეს ძალიან მომეწონა უმაგრესი ნაწარმოები საუკეთესო წყვილებით და მეგობრებით უამრავი ემოცია დამიგროვდა მადლობა წარმატებები ♥️

 


№2  offline წევრი TamoTi

ძალიან მიყვარს ეს ისტორია❤️❤️მიხარია ისევ რომ გადავაწყდი და გავიხსენე❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent