ვინუჟდენში დაქორწინებულები 10
ალექსი ორივე ხელით ნიჟარის კიდეს ეყრდნობოდა. მის ზურგს უკნიდან წყლის ჩხრიალი მესმოდა. ბიჭს ცისფერ თვალებში ველური ნაპერწკლები უტრიალებდნენ. მოთმინებით ელოდა ჩემს პასუხს. -ანუ... გაკოცო...-უაზროდ ამოვიბლუყუნე. -ხო ანა! კოცნა, ეს ის პროცესია, როდესაც ორი ადამიანის ტუჩები ერთმანეთს ეხება. ხშირ შემთხვევაში არა მარტო ტუჩ... წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, რადგან სახეში მთელი ძალით გავუქანე გაშლილი ხელის გული. ძალიანაც კარგი! ღირსი იყო. უკვე საზღვრებს გადავიდა. აქამდე ვუთმენდი. მეყო. მისნაირ ბიჭს ალბათ ვერავინ ეუბნებოდა უარს. დარწმუნებული ვარ, ეგონა, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ალბათ ფიქრობდა, რომ მეც მთელი არსებით შემიყვარდებოდა. ვწუხვარ ალექს, იმედები უნდა გაგიცრუო! წესით ჯერ დარტყმის ხმა უნდა გამეგონა, შემდეგ კი ალექსის გაავებული სახე დამენახა, მაგრამ არაფერიც არ მოხდა. ბიჭმა თვალის დახამხამებაში მოასწრო ჩემი მოქნეული ხელის დაჭერა. ოჰო! აი რეფლექსები მესმის! -შენ ამ წამს ჩემთვის სილის გაწნა სცადე?-ოდნავ წინ გადმოიხარა ბიჭი და თვალებში ჩამხედა. მისმა ავისმომასწავებელმა გამომეტყველებამ ცოტა შემაშინა, მაგრამ ისეთი გაგულისებული ვიყავი, უკვე ვეღარაფერი შემაჩერებდა. მეორე ხელიც ავწიე და ალექსის სახის მიმართულებით მოვიქნიე. ამჯერადაც წამის მეასედში იმოქმედა და მეორე ხელიც მაჯაში დამიჭირა. -როგორი ავი ყოფილხარ პატარავ-ორივე ხელი დაბლა ჩამაწევინა-და როგორი გამომწვევი.-ჩემსკენ უფრო მეტად გადმოიხარა. -ხელი გამიშვი-შევუბღვირე და განთავისუფლება ვცადე, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. ალექსმა ეშმაკურად ჩაიღიმა და ყველაფერი იმდენად სწრაფად გააკეთა, რომ რეაგირებაც ვერ მოვასწარი. თვალის დახამხამებაში ამიტაცა ხელში, 180 გრადუსით დამატრიალა და ნიჟარის გვერდით, სამზარეულოზე შემომსვა. შემდეგ ჩემი ორივე ხელი, მის ერთ, დიდ მკლავში მოიქცია მჭიდროდ. მეორით ჩემს უკან გადაწვდა ონკანს და წყალი დაკეტა. თვალებგაფართოებული შევცქეროდი მის თითოეულ მოქმედებას და წარმოადგენაც არ შემეძლო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო შემდეგი. ერთხელ კიდევ ვცადე მისი მარწუხებიდან თავის დაღწევა, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მაისური მაღლა ამეწია და თითქმის საცვალიც გამომიჩნდა. ალექსმა თავისუფალი ხელი შიშველ ბარძაყზე ამიცურა. მაშინვე მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ცოტა მოვდუნდი (ნუთუ მართლა ამიტომ?!) ბიჭს ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. კიდევ უფრო გადმოიხარა ჩემკენ და ყელთან გაჩერდა. თან ჩემს ბარძაყზე მოფერებას არ წყვეტდა. კანზე მისი თბილი სუნთქვა ვიგრძენი, რასაც მისი ნაზი ტუჩების შეხებაც მოჰყვა. ნაკოცნი ადგილიდან მთელს სხეულში გავრცელდა ელექტრო ენერგია. ამ კოცნამ გონება მთლიანად გამითიშა. თავი უკან გადავაგდე და უფლება მივეცი საქმე გაეგრძელებინა. რაღაც შინაგანი ხმა მიყვიროდა, რომ გონზე მოვსულიყავი. ჩამჩიჩინებდა, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ ნელნელა საერთოდ გაქრა ეს მომაბეზრებელი ხმა ჩემი გონებიდან. ალექსი ნელა, ნაზი კოცნებით ჩაუყვა ჩემს კისერს, მისი მაისური ოდნავ გადამიწია და ამჯერად მხარზე მაკოცა ძლიერად. შემდეგ ისევ მაღლა ამოუყვა და ყელზე დამიწყო ძლიერი, გამომწვევი კოცნებით თამაში. ერთ წამს ტუჩები გახსნა და ნაზად მიკბინა. თავი ვერ შევიკავე და სიამოვნებისგან ამოვიკვნესე. გულის ცემა უფრო და უფრო მიჩქარდებოდა. -ხელები...-ამოვიკვნესე. ალექსს ანცად ჩაეღიმა და მაშინვე გამინთავისუფლა ორივე მაჯა. მეც აღარ დავაყოვნე, ხელები კისერზე მოვხვიე და უფრო ახლოს მოვიზიდე. ბიჭმა ფეხები ერთმანეთისგან დამაშორებინა და მათ შორის შემოცურდა. ისევ ყელზე განაგრძო ამბორი. ნელა, ძალიან ნელა ადიოდა მაღლა. -ჩემი სურნელი აგდის.-ამოიჩურჩულა მან ჩემს ყელში ვნებიანად. თავიდან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ მისი შხაპის გელი გამოვიყენე. კიდევ ერთხელ მიკბინა ყელზე. კვნესის შესაკავებლად ტუჩზე ვიკბინე. ჩემს შემდეგ მოქმედებაზე არ დავფიქრებულვარ, ისე შემოვაჭდე ორივე ფეხი წელზე. ბიჭი მთელი ტანით ამეკრა სხეულზე. ამჯერად ხელებს ჩემს წელზე დაატარებდა გამომწვევად. თითოეული მისი მოქმედება, უზომოდ ნაზი და ამასთანავე ძალიან უხეში იყო. ნიკაპთან კოცნით ავიდა. შემდეგ ყურის ბიბილოზე მიკბინა ნაზად. ამ ჟეშტმა გამომაფხიზლა. გამახსენდა ის გოგო მიმღებში, ალექსმა ყურის ბიბილოზე რომ უკბინა, ზუსტად ისე, როგორც მე ამ წამს. მიმღების გოგოს გამოსახულება, მიმტანისამ შეცვალა. გამახსენდა როგორ ეჩურჩულებოდა ყურში ვნებიანად. მიმტანი გოგონა კი დღეს ნანახმა ბიკინებიანმა ლამაზმა გოგონებმა ჩაანაცვლეს. და იქ, სადღაც მათ შორის, ვიყავი მეც! მე ალექსის დღის გასართობის შემადგენელი ნაწილი ვხდებოდი. იმ სულელ გოგოებს ვემსგავსებოდი, რომლებიც ბიჭთან გრძნობებს ყვებოდნენ. არ შემეძლო მათნაირი ვყოფილიყავი. არ შემეძლო ალექსისთვის ჩემი გამოყენების უფლება მიმეცა. ორივე ხელი მკერდზე მივაბჯინე და ძლიერად ვუბიძგე. ბიჭი მთელი სხეულით მომშორდა და დაახლოებით ნახევარ მეტრში გაჩერდა. დაბნეული, კითხვებით სავსე თვალებით მიცქერდა. დაბლა ჩავხტი და მაისური შევისწორე. ბიჭს თვალებში ვეღარ ვუყურებდი. -იქნებ ამიხსნა რა მოხდა?-გაკვირვებას ვერ მალავდა. დიდ გაურკვევლობაში იყო. -ეს შეცდომა იყო-ვუთხარი წყნარად-შენთან ასეთ რამეს აღარასდროს აღარ ვიზამ. ალექს, როგორც ბიჭი, საერთოდ არ მიზიდავ. ზუსტად მიზანში გავარტყი. ჩემმა სიტყვებმა სათანადო ეფექტი მოახდინა. ალექსს თვალები ჩაუქრა. წამით ბაგეები გაოცებისგან გაეპო. შემდეგ კი მაგრად მოკუმა და მტაცებლის მზერით შემომხედა, რომელსაც ცოტაოდენი ბრაზიც შერეოდა. ამ წამს პირველად ვიგრძენი ალექსის მიმართ შიში. არ ვიცი ეს რა სახის შიში იყო, თითქოს ვიცოდი, რომ არაფერს დანიშავებდა, მაგრამ მაინც მეშინოდა... კი მაგრამ რის?! იქნებ იმის, რომ შეიძლება ის... არა, არა! შეუძლებელია! ალექსი არა! მისნაირი ბიჭი არა! -,,ნუ ღელავ ანა, ეგ საბრთხე არ გემუქრება, ალექსი არაა ისეთი ბიჭი, როგორიც მიგიზიდავს.''-დავამშვიდე ჩემი თავი. -,,კი მაგრამ, როგორი ბიჭები გიზიდავს?''-ჩაეკითხა მეორე ხმა. სანამ მე ჩემს შინაგან ხმას პასუხს დავუბრუნებდი, ალექსმა ხმამაღლა მითხრა: -საშრობი მანქანა სარეცხი მანქანის გვერდით დგას. შენს ტანსაცმელს რამდენიმე წუთში გააშრობს. ზურგი მაქცია და უბრალოდ წავიდა, მე კი დამტოვა გაოცებული. საშრობი ჰქონდა და არ მითხრა? ამდენი ხანი მატყუებდა, მეთამაშებოდა? ბრაზისგან სულ გავწითლდი. -,,მოგკლავ ალექს!''-უკვე მერამდენედ დავემუქრე გულში. რამდენიმე წუთი დამჭირდა, აჩქარებული გულის დასაწყნარებლად. სააბაზანოში შევედი და ჩემი სველი ტანსაცმელი გამოვიტანე. ალექსს სიმართლე უთქვამს, შემოსასვლელში სარეცხი მანქანის გვერდით მართლაც იდგა საშრობი მანქანა. ტანსაცმელი შიგნით შევყარე და 15 წუთიან რეჟიმზე დავაყენე. სანამ ტანსაცმელი შეხებოდა, მე კედელთან ვიჯექი იატაკზე, თავი მუხლებზე მედო და ვფიქრობდი იმაზე, რაც მოხდა. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში, არასდროს მომხდარა. ცხოვრებაში პირველად მინდოდა ბიჭის კოცნა ასე ძალიან და ამ მოვლენასთან იმდენად ახლოს ვიყავი... სხეულში სასიამოვნოდ გამცრა, როცა მისი ტუჩების შეხება გამახსენდა ჩემს ყელს, მხარსა და ყურზე. -,,ყოჩაღ ანა! ხო, შენც აჰყევი ვნებებს, როგორც ყველა სულელი გოგონა! მშვენივრად იცი, რომ ალექსს ვერასდროს შეიყვარებ და არც ალექსი დაინტერესდება შენნაირი გოგოთი სერიოზულად. მისნაირ ბიჭებს სიყვარული არ შეუძლიათ. მისნაირი ბიჭები სამყაროსგან მოშორებით ცხოვრობენ!''-არ ვწყვეტდი საკუთარი თავის დატუქსვას. ბოლოს როგორც იქნა გარშრა ტანსაცმელი. საშრობი მანქანიდან გამოვიღე და სააბაზანო ჩავიცვი. ვიცოდი, რომ სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა! უკვე ჩაცმული გამოვედი სააბაზანოდან. მხოლოდ მანქანის გასაღები გამაჩნდა, ამიტომ მხოლოდ ის ავიღე და მალე წამოვედი იქიდან. ეზოში უკვე ბნელოდა. ღამითაც ულამაზესი იყო აქაურობა. ულამაზესი განათებე რიგში ჩაემწკივრებინათ და მათ სინათლეზე, ონავრად დათამაშობდნენ ჩრდილები ტყეში. -ეს ყველაფერი ასე მარტივად არ შეგრჩება პატარავ, ხომ იცი?-მომესმა ნაცნობი, ჰაეროვანი ხმა. თავი ოდნავ მივაბრუნე, მაგრამ ნაბიჯი არ შემინელებია. წამომეწია და გვერდით ამომიდგა. -მაინც რას მიზავ ალექს?-ვკითხე ინტერესით. აუზს მივუყვებოდით გვერდზე. -თავს შეგაყვარებ. -და მერე გულს მატკენ?-სიცილი ძლივს შევიკავე. -ალბათ-მიპასუხა გულწრფელად. ირონიით გადავხედე. -ამის მართლა გჯერა? -ანა...-შეყოყმანდა-შენ...? ინტერესით გადავხედე. -რა? -მაინტერესებს...-ღრმად ჩაისუნთქა და ჩქარა მკითხა-ლესბოსელი ხარ? მის სიტყვებზე თავი ვეღარ შევიკავე, თავი უკან გადავაგდე და ხმამაღლა გავიცინე. -ალექს-აღმოვთქვი სიცილით-საიდან დაასკვენი, რომ ლესბოსელი ვარ? ბიჭს თითქოს გულზე მოეშვა ჩემი რეაქცია. -უბრალოდ შენ მართლა ერთადერთი გოგო ხარ, რომელზეც ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ვახდენ.-მიპასუხა ჩაფიქრებულმა.-ეს ძალიან უცნაურია. -არ მითხრა ეს მაწუხებსო!-შევიცხადე. -არ მაწუხებს... კაი ხო, სულ ცოტათი... უბრალოდ არ მომწონს, როცა ვხვდები, რომ ყველაფრის მიღწევა არ შემიძლია რაც მინდა. ბიჭს წარბაწეულმა გადავხედე. მისგან ასეთ გულწრფელობას არ ველოდი. არ მეგონა თუ ასე სააშკარაოზე გამოიტანდა მის ფიქრებს. სახლს გვერდიდან შემოვუარეთ. -უნდა შეეგუო, რომ ხანდახან შენც კი შეიძლება დამარცხდე.-ვუთხარი წყნარად. -ეგ შეუძლებელია პატარავ!-ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა-ჯობია შენ შეეგუო, რომ ბოლოს მაინც მივაღწევ იმას, რაც მინდა. -შენი თოჯინა არ გავხდები!- შევუღრინე გაბრაზებულმა. ალექსს თვალები აუელვარდა. თვალი ავარიდე და ავტოსადგომისკენ გავემართე. -კარგად!-ხელი ავუქნიე უკან მიუხედავად. მალე ჩავჯექი ჩემს მანქანაში და ავტოფარეხიდან გამოვიყვანე. ბიჭი უკვე გამქრალიყო თვალთახედვიდან. სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. ყურადღება არ მივაქციე ამ უცნაურობას და გზა განვაგრძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.