ყოველი ოცდამეერთე (თავი მეოთხე)[/center]21 ივლისი (16:30) 21 აგვისტოკარზე ბრახუნია. ოთახიდან შეშინებული გამოვარდი და დედას შევხედე რომელსაც, სადაცაა, შიშისგან გული ამოუვარდება. - სესი, ჯერ გაიხედე, ეგრევე ნუ გააღებ - მაფრთხილებს დედა. გავიხედე თუ არა, გავიცინე და დედას ვუთხარი - ეს ხომ მამაა, მაკდონალდსის მენიუებით ხელში, ნეტავ რა ხდება, რას ავღნიშნავთ? - კარს ვაღებ და მამას ვეხუტები. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ურთიერთობა გვაქვს მე და მამას-ოჰ, ისე შეგვაშინე ლევან, გვეგონა მოკვლას გვიპირებდნენ. აბა რით გაგვახარებ?-მოემზადეთ სესილი, ვიკა. ბიზნესის 100% დღეიდან ჩვენ გვეკუვნის!- ღმერთო ჩემო, რა ბედნიერებაა! - ვამბობ და მამას, უფრო ძლიერად ვეხუტები. დედა კი სიტუაციაში გარკვევას და ამ ყველაფრის დაჯერებას ცდილობს.-ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება გესმით? გესმით ეს რა ბედნიერებაა? ხვდებით მაინც როგორ გაგვიმართლა? -ასეთი გახარებული მამაჩემი, ჯერ, არასდროს მინახავს - აბა ვის უნდა ბიგ-მაკ მენიუ? - ცალ წარბს წევს და მაგიდისკენ გვიხმობს. კარგახანს ვილაპარაკეთ, მგონი სულ ყველაფერი გავიხსენეთ ჩვენი ცხოვრებიდან, სულ ყველაფერი. ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ. სხვათაშორის, ეს ამბავი ტელევიზორშიც იყო გაჟღერებული. მგონი სამჯერ მოვუსმინეთ ისე გვიხაროდა. მამა ამ საქმეზე, დაახლოებით, 2-3 წელი მუშაობდა და ამიტომ დაჯერება გვიჭირს. მენიუც გათავდა და მამას ვუთხარი -შენ, ჩემთან, ერთი სურვილი წააგე ხომ გახსოვს? ზუსტად ვიცი ასე იყო ,ჰოდა ახლა მიდი და კიდევ, სამიცალი ასეთი, მენიუ მოგვიტანე.-კარგი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენც გამომყვები. ჰო მართლა, ხვალ, ამ თვეში გამომუშავებული თანხის, რაღაც ნაწილი ჩამერიცხება, დაახლოებით 10000 ლარი უნდა იყოს და რაც მოგვესურვება, იმას გავაკეთებთ. - მორიგი დაუჯერებელი ფაქტი, მე და დედას თვალები გვიბრწყინავს რადგან, ამდენი ფული არც კი დაგვსიზმრებია. მე და მამა სახლიდან გავედით, მანქანაში ჩავსხედით და Bodak Yellow ჩართო მამამ. მივდივართ, ვმღერით და თან მამა მიყვება თუ როგორ, ილაპარაკა სასტუმროს მთავარ ოფისში, იმისთვის რომ, ბიზნესი მისი გამხდარიყო. ჰოდა ერთი გვერდით გახედვა, წამის ერთი მეასედი და ხეს შევასკდით. სულ ყველაფერი განადგურდა 21 ივლისს. სწორედ ამ მომენტს ერქვა „დასასრულის დასაწყისი“. მგონი რამოდენიმე წუთში, გონება დამიბრუნდა. თვალებიდან ძლივს ვიხედებოდი, სულ ვკანკალებდი შიშისგან, ერთი წუთი გაუნძრევლად შევყურებდი მამას, თვალები დაეხუჭა და კისერი მოედუნებინა. ტანში სულ ჟრუანტელი მივლის, არ მინდა მომხდარი გავიაზრო. წინ წამოვიწიე, ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ არ ვიცოდი კონკრეტულად ეს რა იყო. მას სახეზე ხელები მოვკიდე, ვაკვირდებოდი, და აი ესეც, ზუსტად საძილე არტერიაში აქვს, შუშის მოზრდილი, ნაჭერი შერჭობილი. გული ამიჩქარდა და ახლა უკვე, მხოლოდ შიშს ვგრძნობდი, მეტს არაფერს. შუშას კანიდან ვიღებ, ის იმდენად ღრმად იყო შესობილი, ვერც კი წარმოიდგენთ. სისხლდენა არ ჩერდებოდა. ტელეფონის ძებნა დავიწყე და 112-ში დავრეკე. სასწრაფო ზუსტად ორ წუთში მოვიდა მაგრამ, იმედი უკვე აღარსად მეგულებოდა. საავადმყოფოს მოსაცდელში კარგა ხანს ვიჯექი. გამსინჯეს კიდევაც, მაგრამ მამასთან შედარებით უვნებელი ვიყავი. ტელეფონს დავხედე, დედა რეკავდა -ჰო. -სესილი, სად ხართ ამდენი ხანი? -დედა... -რახდება? რა ხმა გაქვს? რამე მოხდა? - ყვირის დედა. -ავარია დედა, ავარია. - ამას ისე თავისუფლად ვიძახდი რომ, თითქოს რობოტი ვიყო, დედას საავადმყოფოს მისამართს ვეუბნები და ვთიშავ. *** არ მინდა ის საშინელი სცენები მოგიყვეთ, რაც დედას მოსვლის შემდეგ დატრიალდა. მე და დედა თითქოს ერთმანეთს დავშორდით. არაფერზე ვლაპარაკობდით. არც იმას მეკითხებოდა, თუ რა მოხდა იმ ღამეს, არც მამას ვიხსენებდით, არც კი მესალმებოდა, საუზმესაც არ მთავაზობდა. მხოლოდ სასტუმროდან ვიღებდით ფულს და ასე უაზროდ ვცხოვრობდით.მოკლედ მოგიყვებით... [center] ვიცვამ და სასტუმროში მივდივარ ფულის ასაღებად. სახლში დაახლოებით 1-2 საათში დავბრუნდი. სახლის კარს ვაღებ და ახლა უკვე, ცეცხლს ნავთი დაესხა, აბაზანაში შევდივარ და დედას ვენები სულ გადაუსერავს და ცხელ წყალში ჩაწოლილა... გათიშულია... წამით გავშეშდი, კონტროლი დავკარგე, აბაზანაში ჩაგდებული დანა ამოვიღე და მეც იგივეს გაკეთება ვცადე, მაგარმ არვიცი რამ შემაჩერა, დანას მივაშტერდი და ხელიდან გავაგდე. დედა აბაზანიდან ამოვათრიე. შემდეგ ისევ საავადმყოფოს მოსაცდელი, ისევ 21 რიცხვი, მაგრამ არანაირი ზარი ტელეფონზე, მე უვნებელი ვიჯექი, მაგრამ სული მქონდა ამიგლეჯილი, გული დაფლეთილი და ფერფლად ქცეული. სულ მთლიანად დეკარგა აზრი ჩემს სიცოცხლეს. დედამ დამიკიდა, ძალიან ვბრაზობ, ეს როგორ ჩაიდინა. გითხარით, ეს დასასრულია, მაგრამ არ მორჩენილა, მე მიცდის და მეც რაღა დამრჩენია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.