შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველი ოცდამეერთე (თავი მესამე)


7-05-2018, 00:01
ავტორი Tatia Vardzelashvili
ნანახია 1 154

გვერდით ერთი თმა გაწეწილი ფანქბოი დამიჯდა - გავიცნოთ?-უკაცრავად ბიჭი ვინ უნდა გავიცნოთ? - კი ვიცოდი ამაში რასაც გულისხმობდა, მაგრამ ვაგრძნობინე, რომ გოგოსთან ასე არ უნდა წამოიწყოს დიალოგი. ჩავიცინე და ვუთხარი -ცოტა მეცნობი, 47-დან ხომ არ ხარ? - სკოლაზე ვკითხე.-აჰ არა,მაგრამ მანდ ხშირად ვიჩითები ხოლმე. რა გქვია?-სესილი. სესილი ჯაში.გაკვირვებული სახით მიყურებს და მეუბნება - მოიცადე, შენ ლევან ჯაშის ვინმე ხარ?- ჰო, შვილი. - ვუთხარი და ბოდიშების მოხდა დამიწყო. - არაუშავს, არაფერია. - არადა ყველაფერია. ახლა ამის გახსენება ყველაზე ნაკლებად მინდოდა. - შენ რა გქვია? -დაჩი. - მიღიმის და სიგარეტს უკიდებს. სცენისკენ ვიხედები და ლიზა ბენდს წარადგენს.-იცნობ ვინმეს აქ? - მეკითხება დაჩი.- კი, წამყვანს და ბენდის თითოეულ წევრს.- ვაა მაგრად გაგიმართლა, ჩემი საყვარელი ბენდია. კიდევ კარგი მხოლოდ მათ იცნობ და არა ამ ხალხს - ბარში მსხდომებზე მიმანიშნა -ყველა ერთნაირი იდიოტია, და აი კიდევ მორიგი იდიოტები - ბარში ერთი სიმპათიური ბიჭი შემოვიდა ცოტა ღია ფერის, გრძელი თმით, დაბალ ქერა ბიჭთან ერთად. ორივე ვიცი ვინცაა, ჩემი სკოლიდან არიან.-ხომ არ იცნობ? 47ში სწავლიბენ. ერთი გაუნათლებელი როჟები არიან რა, პატარას ცოტა არაუშავს მაგრამ მაღალი ჩამოყალიბებული... - საუბარი გავაწყვეტინე, ავდექი და ლუდის ბოთლი ნაგავში მოვისროლე. გამოვიხედე თუ არა დაჩი ჩემსკენ გამოემართა ორი ჭიქით და ღვინის ბოთლით ხელში -ხომ დალევ? პრინციპში უარი არც მიიღება. - მე როგორც ყოვლთვს, ჭიქა ღვინოზეს უარს არასდროს ვამბობ და ერთი კი არა სამი ჭიქა დავლიე.გავიხედე, სანი მეორედ მღერის, ახლა უკვე დრამერის გარეშე, რადგან ნოე, ლიზასთან ფლირტაობითაა დაკავებული. ღვინის ჭიქებს ბარზე ვაწობ და ვტრიალდები თუ არა, დაჩი წელზე ხელს მხვევს და მკოცნის. იცით არ გავაწყვეტინე, თვალები დავხუჭე და ვისიამოვნე. თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაქრა, მხოლოდ გრძელი და სასიამოვნო კოცნა, მაგრამ ერთი საათის გაცნობილ ბიჭთან. უცებ ვიღაცის სიცილი და ამაზრზენი საუბარი გვაწყვეტინებს კოცნას - ვაა მეთერთმეტე კლასელი გოგო საბურთალოედ დაჩის კოცნის? - მოვიხედეთ და ილო მიქელაძე, ის 47 სკოლელი ბიჭი, დაბალ თანატოლთან, რომ მოვიდა. ლუდს იღებს და ამბობს -საღოლ დაჩი, მაგარი გოგო დაგითრევია, დღეს მეტროში ისეთი შუა თითი მიჩვენა, დამაჩმორა პირდაპირ - ჯანდაბა, ნუთუ ის ილო იყო, კინაღამ ესკალატორიდან რომ დავაგორე-დაიკიდე ვეშლები - ვეუბნები დაჩის. თვალებში ვუყურებ, ვაკვირდები და მეტირება, ყელში ბურთი მეჩხირება, აქეთ-იქით ვიყურები და სწრაფი ნაბიჯებით გავდივარ ბარიდან მეტროკენ მივდივარ და სინდისის ქენჯნა მკლავს. ვხვდები, რომ უკვე ძალიან ღრმად შევტოპე, ძალიან. ხვდებით? ვერთობი, როცა ოთხი თვის წინ, ამ წყეულ რიცხვში, მამა დავკარგე გესმით?! ჩავდივარ მეტროში, თვალები სისხლივით წითელი მაქვს. ადამიანს არ ჩაუვლია ისე, რომ ჩემთვის არ შემოეხედა. ზოგი მიყურებს და რა სიშორეზეც გასწვდებათ თვალი, იქამდე მაკვირდებიან. ამ ხალხაც ხომ სეირის მეტი არაფერი უნდა... ბრბო... ვაგონში შევდივარ და ერთ, ხანში შესულ, ქალს ვუჯდები გვერდით. ვხედავ როგორ მიმზერს. ღმერთო ჩემო ასეთი რა დავაშავე, ასე ძალიან რომ არ გამიმართლა... მოხუცმა უკვე მილიონჯერ გამომხედა. მას ჩემი ნუგეში კი არ სურს, მხოლოდ ჩემი ამბავი აინტერესებს:-შვილო, ხომ კარგად ხარ? დახმარება ხომ არ გჭირდება?-არა არა, კარგად ვარ - თავს მაღლა ვწევ და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო, თორემ, სადაცაა აქაურობას ცრემლებით ავავსებ. ქალი ისევ რაღაცებს ბოდიალობს და ცდილობს დამეხმაროს. თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ვეუბნები - ქალბატობო, ოთხი თვის წინ მამა გარდამეცვალა, სამი თვის წინ კი, დედა დავკარგე და ვფიქრობ რომ დახმარებას საერთოდ ვერ შეძლებთ. - უკვე სულ დავსველდი ცრემლებით, მთელი მეტრო მე მიყურებს, მხოლოდ მე -ხედავთ ხალხი როგორ მაკვირდება? ვერ გაურკვევიათ რა ხდება და საქმეც ამაშია ისინი რთულს ეძებენ და ამავდროულად მარტივსაც ვერ ხვდებიან. იმას, რომ ისინიც იმ დიდი უსამართლოების მსხვერპლნი არიან, რაც სამყაროში ხდება - ვამბობ და მეტროდან გავდივარ. ირგვლივ ყველაფერი დადუმდა, სახლში შევდივარ და ახლა უკვე ცხარე ცრემლით ვტირი. იმაზე ძლიერ ვიდრე ოთხი თვის წინ. ნება მომეცით ყველაფერი დაწვრილებით მოგიყვეთ.


სანამ სესილის ამბავს ბოლომდე წაიკითხავდეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში დატოვეთ და დანარჩენს ხვალ საღამოს გაეცანით



№1 სტუმარი ირენა

ყოჩაღ თათი კარგიი გოგო ხარრ????????????????

????????????????????????????????????????

 


№2 სტუმარი Adamiani arsaidan

Momewona tqveni namushevari qalbatono tatia warmatebebs gisurvebt tu gaavrcobt dzalian kargi iqneba

 


№3 სტუმარი დედიკო

ყოჩაღ , ჩემო გულო????♥️????❤️????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

თათი,გული სიამაყით ამევსო. მიხარიხარ და ვიცი რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent