შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისი ცის ქვეშ... თავი 1


8-05-2018, 23:40
ავტორი katiusha
ნანახია 3 378

დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებსაც ერთხელ ნახავ და განსაკუთრებულად დაგამახსოვრდება,ან შეიძლება არ ნახო,სულ არ იყო იქ ნამყოფი, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად მიგიზიდოს და შეიყვარო,ისე რომ მოგანდომოს და ოცნებად გიქციოს იქ წასვლა.ყველა ადამიანს აქვს ასეთი ადგილი და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება მდებარეობდეს.შეიძლება ეს ადგილი ინტერნეტში ნახო,სხვათა მონაყოლიდან შეიყვარო ან საკუთარი თვალით ნახო,მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად იგრძნობ- რომ სწორედ ესაა ის ადგილი სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ..ის შენია..შენშია..
სხვისთვის არ ვიცი მაგრამ ჩემი საყვარელი ადგილი თბილისი იყო,ჩემი საყვარელი ქალაქების სიაში ის პირველ ადგილს იკავებდა...ეს ის ადგილი იყო სადაც თავს ყველაზე ლაღად.მხიარულად,თავისუფლად, ვგრძნობდი.
არ ვიცი რატომ შემიყვარდა ასე ან რა ჰქონდა ასეთი განსხვავებული,მაგრამ თავს ასე კომფორტულად მშობლების სახლშიც კი არ ვგრძნობდი. მახსოვს დაახლოებით ხუთი წლის ასაკში ჩამომიყვანეს პირველად აქ, ძალიან შორს არ ვცხოვრობდით მისგან.სამოქალაქო ომი ახალი გადავლილი იყო,ახალი გავლილი იყო სოხუმის და ცხინვალის მოვლენები,მაგრამ თავისი კვალი მაინც დაეტოვებინათ,ყველასთვის მძიმე გასახსენებელია იმ დროინდელი მოვლენები და ყველასთვის მძიმე დრო იდგა,მაგრამ მე ეს არ მადარდებდა.მხიარულად მივხტუნაობდი ქუჩებში და დროდადრო მშობლებს გავხედავდი რომ დავრწმუნებულიყავი ნამდვილად მომყვებოდნენ უკან.ისინი კი ხელი-ხელ ჩაკიდებულები გაღიმებულები მომყვებოდნენ.თამარ მეფის გამზირს ფეხით გადავედით და ზოოპარკთან ავუხვიეთ.მამის მიერ ჩემთვის მოცემული პირობის შესრულება მაშინ ყველაზე აუხდენელი ოცნების ასრულებად მიმაჩნდა რომ ცხოველები არა ტელევიზორში არამედ ახლოდან ვნახე.მაშინდელი ემოცია დღემდე ნათლად მახსოვს და ყოველ გახსენებაზე ისევ იმ დროში,ისევ იმ მომენტში ვბრუნდები.
არც მაშინ და არც ახლა რომ გეკითხათ რა ჰქონდაო ასეთი დასამახსოვრებელი ვერ გეტყოდით რადგან არ ვიცოდი.ულამაზესი სოფელი მქონდა,სუფთა ჰაერი,ჯანსაღი გარემო,ნატურალური პროდუქტები,ზაფხულობით ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,მშვიდი ღამეები,ჭრიჭინების ხმაური რომ არღვევდა სიჩუმეს და თბილი მოსიყვარულე ხალხი,მაგრამ ამ ყველაფერს მე მაინც თბილისი მერჩივნა,მე მაინც ის მიყვარდა,მისი ხმაურიანი და მტვრიანი ქუჩები,ის სილამაზეები და სიწმინდეები რასაც აღფრთოვანებაში მოყავდა ტურისტები და ბოლო პერიოდში არც თუ ისე ცოტანი იყვნენ...ყველაფრის მიუხედავად მეც ტურისტი ვიყავი საკუთარ ქვეყანაში და დედაქალაქში,სტუდენტობისას სოფლიდან ჩამოსული გოგო რომელიც აქ დარჩა და დარჩა...
განსაკუთრებით ღამის თბილისი მიყვარდა და არც საღამოობით მის ქუჩებში სეირნობაზე ვამბობდი უარს,არჰ ქონდა მნიშვნელობა წელიწადის რა დრო იყო,ყველანაირ ამინდში ერთნაირ სიამოვნებას ვღებულობდი...
საღამოოობით როცა სამსახურიდან ვბრუნდებოდი სახლში,დაღლილობის მიუხედავად ორი გაჩერებით ადრე ჩამოვდიოდი ავტობუსიდან და ფეხით ავივლიდი ხოლმე გზას სახლამდე.ეს ჩემი ერთ-ერთი უცნაური თვისება იყო.მერე პარკში დავჯდებოდი,ცოტა ხანს ვიჯექი ასე, ვფიქრობდი ათას რამეზე,წარსულზე და მომავალზე.ფიქრი რომ მომბეზრდებოდა მაღაზიაში საჭირო პროდუქტებს ვიყიდდი და შინ ვბრუნდებოდი..ქმარი მე არ მყავდა,შეყვარებული და საყვარელი მითუმეტეს,მეგობრებსაც საკუთარი ოჯახები ჰქონდათ და თან აბა რომელ მეგობარს ეცლებოდა ჩემთვის ყოველ საღამოს რომ ჩემთან ერთად უაზროდ ებოდიალა.?ვცხოვრობდი ასე ქალაქის ერთ-ერთ უბანში ჩემთვის მარტო ერთ ოთახიან ბინაში და ასე გადიოდა თვეები...
მომწონდა ჩემი ქალაქი და ასე ცხოვრება,არც იმის წინააღმდეგი ვიყავი რომ დროსთან ერთად ის იცვლებოდა და ვითარდებოდა,ახალ-ახალი შენობა-ნაგებობები შენდებოდა და იცვლებოდა,რატომაც არა ეს ხომ ცივილიზაციის განვითარებას ნიშნავდა?
პირადი ცხოვრება არ მქონია,უფრო სწორად ბოლო პერიოდი არ მყავდა არავინ.მხოლოდ ერთხელ მიყვარდა ცხოვრებაში.დაქორწინებამდეც კი იყო საქმე მისული,მაგრამ როგორც ხშირად ხდება მერე გამოჩნდა ჩვენს ურთიერთობაში მესამე და იქ დასრულდა ყველაფერი,დავშორდით...მას მერე მარტო ვარ,კი იყო რამდენიმე მცდელობა ახალი ურთიერთობის დაწყების და იყო ერთი-ორი კანდიდატიც, მაგრამ ისევ მე დავიხიე და ახლა ვარ ასე მარტო...
მეგობრები და ჩემი მშობლები კი ნატრობენ უკვე ჩემს დაოჯახება,მაგრამ სულაც არ მივიჩნევ მე ოცდაცხრა წლის ასაკში თავს ბებრად.შინაბერად და მითუმეტეს ოჯახის შექმნისთვის დაგვიანებულ პერიოდად...თუ არ გამოჩნდება ის პრინცი როგორც მეუბნებიან არც ეგაა პრობლემა გავიჩენ საყვარელს,ერთ ბავშვსაც გავაგორებ და ვიქნები ასე.ასე ვეხუმრები ხოლმე,ამას რომ იგებენ გიჟდებიან და სულ გიჟს და სულელს მეძახიან..მეც ვხალისობ მათი სახეების დანახვაზე ამ დროს..მხოლოდ ღამით როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები მაშინ ვგრძნობ თავს მარტოსულად,მიტოვებულად და მაშინ ვხვდები თუ რა ძნელია მარტოობა...
ძილი რომ გამიკრთება მაშინ ვაფასებ განსაკუთრებით თბილისს.ვზივარ აივანზე და ვტკბები მისი სილამაზის ცქერით..ისიც თითქოს ხვდებაო ჩემს გულისტკივილს ,არაფერს ამბობს დუმს და ამ დუმილით გამოხათავს თანაგრძნობას...
მოკლედ ასე შესავალს მოვრჩი და ახლა გადავალ იმაზე თუ საიდან დაიწყო ჩემი ისტორია...აქ თბილისში თბილისის ცის ქვეშ..
ეს ისტორია მაშინ დაიწყო როცა სამსახურიდან დაღლილი სახლში ვბრუნდებოდი,გზად კი შემთხვევით ერთ-ერთი ახალი აშენებული კორპუსი დავინახე,რომელიც ისე მომეწონა რომ მაშინვე გადავწყვიტე აქ აუცილებლად გადავიდოდი საცხოვრებლად..აი ასე უბრალოდ,მარტივად გავარკვიე ყველაფერი,მეპატრონე მოვიძიე,ყველაფერზე შევუთანხმდი და კვირის ბოლოს უკვე ახალ მოსახლეობა ავღნიშნე ჩემო ორ ბავშვობის მეგობართან და მათ მეუღლეებთან ერთად. კარგად გავერთეთ,დავლიეთ,ვიმხიარულეთ.რა თქმა უნდა თითქმის ყველა სადღეგრძელოს ბოლოში ჩაკვეხებული იყო რომ ამ ბინაში მეორე ნახევართან ერთად მეცხოვრა..
თორმეტს რომ გადასცდა მაშინ დავიშალეთ.სუფრის ალაგების თავი არ მქონდა და პირდაპირ ასევე დავტოვე,მხოლოდ საჭმელი შევინახე მაცივარში,პიჟამოები გადავიცვი და საწოლში კომფორტულად მოვეწყვე დასაძინებლად,რომ ჩემს სმენას უცნაური ბგერები მისწვდა.ჯერ ვერ მივხვდი რა იყო და მეგონა მომეჩვენა.გადავბრუნდი მეორე მხარეს დ თვალები დავხუჭე.რამდენიმე წამს ხმაური მიწყდა და ის იყო ამოვისუნთქე რომ ისევ გაგრძელდა და თან რა გაგრძელდა..ასეთ რამეს არ ველოდი და თავზე წავიფარე ბალიში მაგრამ ზაფხულის ამ ცხელ ღამეში კინაღამ გავიგუდე, საწოლში წამოვჯექი და უკვე თავბედს ვიწყევლიდი ამ ბინაში რომ გადმოვედი.
-ჯანდაბაა...ჯანდაბაა... მაინცადაიმც მე უნდა დამემართოს ასეთი რამე?სამი წელია მამაკაცის ალერსი არ მღირსებია და რაღა მაინცდამინც ახალ უნდა გადავყროდი ასეთი სიტუაციას,გავბრაზდი და სიმწრისგნან კინაღამ მე ავკივლდი აქედან..-ესეც შენი სიმშვიდე და კომფორტი,დატეულიყავი ნია იქ სადაც იყავი,დაემშვიდობე ყველაფერს,ვბრაზობდი საკუთარ თავზე,რადგან გვერდით ბინიდან ისეთი კვნესის და კივილის ხმა ისმოდა რომ ჭკუიდან გადავდიოდი,ვიღაცის სექსულაური თავგადასავლების უნებლიე მომსწრე გავხდი და როგორც ჩანს არც მომავალში მომაკლდებოდა მსგავსი ამბები...
ყურსასმენები მოვიძიე,მოვირგე და მშვიდი მელოდიის ფონზე ჩამეძინა..


ესეც ახალი ისტორია,.შეიძლება დასაწყისი არ იყო ისეთი საინტერესო მაგრამ დამიჯერეთ წინ საკმაოდ საინტერესო რამეები გველის :D



№1 სტუმარი სტუმარი keti

sasacilo iyo :D momwons nia, magram patara tavi iyo :| imedi makvs xshirad dadeb da did tavebsac :p

 


№2 სტუმარი sali

male da ra shemdegi

 


№3  offline წევრი katiusha

Dges vera da xval davdeb.

Tqveni azri maintereaebs dzalian da veli shefasebebs...

 


№4 სტუმარი სტუმარი keti

katiusha
Dges vera da xval davdeb.

Tqveni azri maintereaebs dzalian da veli shefasebebs...
Gelodebi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent