ექიმები (თავი მეათე)
თამთა თითქოს მართლა აპოკალიფსს ემსხვერპლაო ძალაგამოცლილი გაოფლილი იწვა და განძრევის საშვალებას არ აძლევდა საკუთარი სხეული. გონს რომ მოვიდა უკვე ლევანის ხელებში იყო მოქცეული. არაფერზე საუბრობდნენ ლეანის გაბადრული სახე თითქოს მთელს ოთახს ანათებდა და მხოლოდ თამთას გახშირებული სუნთქვა არღვევდა გამეფებულ სიჩუმეს. არცერთმა იცოდა რა დრო გავიდა სოფოს წასვლიდან მაგრამ ალბათ უკვე მისი დაბრუნების დრო იყო. ისინი კი არც აპირებდნენ განძრევას სანამ სოფო ხმაურით არ შემოვიდა სახლში. -იმედია სახლი მთელი დატოვეთ თორემ აქედან გაგვყრიან.-სოფოს ეგონა გაბრაზებული თამთა ლევანს ყველაფერს თავზე დაალეწავდა.- მოიცა მოიცა, ნამსხვრევები სად არის?-თვალი მოავლო სოფომ ოთახს ლევანმა თითქოს დანაშაულს სჩადისო სწრაფად გაუშვა თამთას ხელები და თამთაც მორცხვად შეიშმუშნა. -ამ გვრიტებს შეხედეთ ერთი რა?! მე მეგონა ცოცხლები აღარ დამხვდებოდით და თავი ავარიდე ნაადრევ სიკვდილს, კინაღამ მზის დარტყმა მივიღე და თქვენ აქ სიყვარულობთ? -შენი საქალი ცოტა ბრაზიანია მაგრამ მალე მშვიდდება, მე წავალ.-ოთახიდან გქაიძურწა ლევანი სოფო ჯერ დარწმუნდა რომ ლევანი მართლაც წავიდა და მხოლოდ შემდეგ გადავიდა შეტევაზე. -ჰე დროზე, დაყაჭე რა მოხდა? -არაფერი, რა უნდა მომხდარიყო უბრალოდ ვისაუბრეთ-თვალები დახარა თამთამ -ისაუბრეთ არა ? და საუბრის შემდეგ ლიფის ჩაცმა დაგვიწყებია ქალბატონო -ძირს დაგდებული ლიფი ფრთხილად აიღო სოფომ და წინ აუფრიალა.- მოყევი ყველაფერი, ანდა მოიცა, ჯერ არ მოყვე პოპრკონს მოვიტან. -სოფო ნუ სულელობ არაფრის მოყოლას ვაპირებ. -ასე არა ? შენ საუკეთესო დაქალს, შენს ტრუსიკის მეგობარს არაფერს უყვები?! მალადეც თამთა, მალადეც -გეყო სოფო ნუ მაიმუნობ. -კარგი ის მაინც მითხარი, მოსახდენი მოხდა?-თვალებანთებული მიაჩერდა სოფო. -ნეტა განახა რას გავხარ. -ანუ კი ხო?! და ქორწილი როდის არის? -ნუ ბოდავ ერთი რა! -კარგი, კარგი შეგეშვები. ლევანისა და თამთას ურთიერთობა ყოველდღიურად ღმრმავდებოდა და იმ ნიშნულს უახლოვდებოდა როცა უერთმანეთოთ წუთების გაძლებაც კი ძალიან უჭირდათ. თამთას არ უნდოდა შინ დაბრუნება იცოდა იქ ყველაფერი შეიცვლებოდა მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთად მუშაობდნენ ლევანს შვილი ყავდა რაც ძნელი იქნებოდა თამთასთვის. უნდა გაეცნოა და მისთვის დედინაცვლის ამპლუაში წარმდგარიყო. ვინ იცის მამაზე უზომოდ შეყვარებული ანასტასია ამას როგორ მიიღებდა გამუდმებით ეს ფიქრი უტრიალებდა თავში მაგრამ ლევანს არაფერში უტყდებოდა. თითქოს ეშინოდა რო არჩევნის წინაშე დადგებოდა და რათქმაუნდა მის სისხლსა და ხორცს, საკუთარ შვილს აირჩევდა მაილე გაირბინა ათმა დღემ თამთა იმდენად შეიპყრო შიშმა რომ ვერც აცნობიერებდა როგორ არ ელაპარაკებოდა მთელი გზა ლევანს.. ერთმანეთს მეორე დღის მოლოდინში დაშორდნენ და საკუთარ სახლებში წავიდნენ. ლევანს თვალებანთებული მიეგება ანასთასია დაკისერზე ისე ძლიერად ხვევდა ხელებს ლამის მოგუდა. -მამი ეგრო მომგუდავ. -ისე ენატრებოდი სულ მოწყენილი იყო-მზიაც გადაეხვია მონატრებულ შვილს-დაისვენე და შემდეგ სალაპარაკო მაქვს შენთან -მოხდა რამე დედა? -ისეთი არაფერი, იბანავე, მოწესრიგდი და ვისაუბროთ. -კარგი- ლევანი დიდხანს ესიუყვარულებოდა შვილს სანამ ბავშვს ძილი არ მოერია და თვალების ფშვნეტა არ დაიწყო. ლევანმაც ცოტა დაისვენა და დედასთან დაბრუნდა. -ხო არ გაბრაზებდა ტასო? -არა, უბრალოდ სულ მოწყენილი იყო ვერაფრით გავამხიარულე. -ჰო ვიცი, ვერ ძლებს უჩემოდ. -მოდი დედი დაჯექი -მოხდა რამე? -შენ რომ წასული იყავი შენმა მეზობელმა დარეკა, ლევანი არ მპასუხობსო, როგორც ჩანს შენს სახლში წყლის მილი გასკდა. წყალი ჩასვლია და მეც წავედი შევაკეთებინე. მერე სახლს თვალი მოვავლე ვიფიქრე ცოტას მივალაგებ ასე როდემდე უნდა იყოსთქო იქ ლიზას ნივთებიც ვნახე, ერთად მოგროვება გადავწყვიტე და რაღაცას წავაწყდი, არ ვიცი გინდა თუ არა ამის ნახვა მაგრამ ეს შენია -კონვერტი ნელა გაუცურა მზიამ რომელზეც ეწერა "მსოფლიოში საუკეთესო კაცს" ლევანმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, შავი თვალები აუწყლიანდა და კონვერტს დახედა.-არ ამიხსნია. თუ გინდა ძშენც ნუ გახსნი და მე ისე გავაქრობ ვეღარ ნახავ. შენი გადასაწყვეტია. -არა, ვნახავ რა არის.-კონვერტი აიღო და ოთახში გავიდა დიდხანს უყურებდა გაუხსნელ კონვერტს ალბათ წერილი იყო გრძელი და ბოდიშებით სავსე მაგრამ ახლა უკვე აღარც პატიებას და აღარც სიმართლეს ჰქონდა მნიშვნელობა, ის მკვდარი იყო და ლევანს უკვე სხვა უყვარდა. მაგრამ საკუთარი ეგოს დასაწყნარებლად მაინც გახსნა. "ძვირფას ლეოს, შენ კარგად იცი რომ ცხოვრების დეტალებს არ ვიმახსოვრებ, ვცხოვრობ დღევანდელი დღით და არ ვფიქრობ რა მელის მომავალში. თუ შენ ახლა ამას კითხულობ მე უკვე შორს ვარ. ვიცი არ მომძებნი, შენგან წასულს დაბრუნებას არავის სთხოვ და სწორიცაა. ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე დეტალი მახსოვს მკვეთრად, ეს ჩვენი შეხვედრა იყო, იმდღეს სახლიდან უმაკიაჟოდ გამოვედი, შენ თმაგაბრუძგნული წვეგაუპარსავეი მომადექი კარი ახალ სამყაროში გამიღე და მანახე როგორ შეიძლება უყვარდეს ერთ ადამიანს მეორე, სრულიად სხვა ადამიანი. მე და შენ ერთი ტემპერატურის წყალიც კი არ მოგვწონს. შენ მანახე როგორია როცა სხვას უყვარხარ. როცა შენზე ზრუნავენ და გიფრთხილდებიან. შემიყვარე ისეთო როგორიც ვარ და არცერთი დეტალის შეცვლა არ გიცდია ჩემში. მაგრამ მე? მე ვერ შევძელი. ყოველთვის მეგონა რომ ცალმხრივი სიყვარული არ არსებობდა და შენ თუ გიყვარდი მეც აუცილებლად უნდა მყვარებოდი მაგრამ ამას ვერასდროს ვგრძნობდი. ბედნიერი არ თუ არა ? ყოველთვის როცა ჩემს გვერდით ხარ მაგრამ როგორც კი თუნდაც რამდენიმე მეტრის დაშორებით ხარ სხვაზე ვფიქრობ... ცხოვრების მეორე დეტალი ჩემი ფეხმძიმობა იყო, როცა გავიგე რომ ბავშვს ველოდებოდი იმწუთასვე მოშორება გადავწყვიტე მაგრამ ასე უსმაართლოდ ვერ მოგექცეოდი, ვერ გატკენდი ასე შენს დიდ, კეთილ გულს. ამიტომ გადავწყვიტე მეთქვა. როცა ვნახე თუ როგორ აგინთო თვალები მოლოდინმა, ვეღარ გავბედე ჩემი სურვილი გამემხილა, ჩემი მტანჯველი ცხრა თვე იყო. ჩემს მუცელში ადამიანი საზრდოობდა რომელიც არ მიყვარდა. ვარ თუ არა მონსტრი? ალბათ ვარ, აბა რომელ დედას არ უყვარს საკუთარი შვილი. საკუთარი სისხლი და ხორცი , როგორც ჩანს მე. ის მხოლოდ შენი სიყვარულის ნაყოფია, რამდენიმე წუთის წინ გაჭირვებით დავაძინე რადგან არ ვიცი როგორ მოვექცე, არ ვიცი ის სითბო როგორ მივცე რომელიც თავად არ მაქვს. შენ სიყვარულით ბრმა ხარ მინდა მჯეროდეს რომ ოდესმე დამივიწყებ და შეხვდები ქალს ვინც შეგიყვარებს როგორც საუკეთესო კაცს მსოფლიოში, არ დაკარგო საკუთარი თავის რწმენა და არ შეიქმნა ილუზია რომ ოდესმე დავბრუნდები. დღესი შემდეგ თუ ერთმანეთს შევხვდით ანუ მე მკვდარი ვარ, და დიდად ამაზეც არ იდარდო, მე ბედნიერი წავალ. ვიცი რომ ცხოვრებაში ყველაფერი გავაკეთე რაც მინდოდა. შენ ვერ გაგაბედნიერე მარტო ესაა ჩემი დანაშაული, ანასტასია ჩემნაირ დედას არ იმსახურებს. მე არ ვარ მისი დედა. ვწუხვარ რომ იმ მრავალი ქალისგან ვინც შენს გვერდით ყოფნაზე ოცნებობდა, მე შემარჩიე. ვინც შეგაფასა მაგრამ ვერ დაგაფასა. ვცადე მყვარებოდი მაგრამ ხომ იცი, ეს ჩბვენს ნებაზე არ არის. შენ საუკეთესო ადამიანი ხარ ვისაც კი შევხვედრილვარ მაგრამ არა ჩემთვის. შენ არ იმსახურებ უგრძნობ ქალს. მჯერა დადგება დღე და მადლობელი იქნები რომ მიგატოვე პატიებას არ ვითხოვ. ვიცი ვერ და არ მაპატიებ. გაუფრთხილდი შენს შვილს. შენ მას კარგ ადამიანად აღზრდი." ლევანმა რამდენჯერმე გადაიკითხა წერილი, თვალები ამღვრეოდა და ლიზას გაკრული ხელით ნაწერს ძლივსღა არჩევდა. ფიქრობდა ალბათ მართლა დამაბრმავა სიყვარულმა და ამისტომ ვერ ვამჩნევდი რომ მას საერთოდ ფეხებზე ვეკიდეო. ახლა ერთადერთი რაც ადარდებდა ანასტასია იყო, ახსენდებოდა საკუთარი ბავშვობა, დედას და მამას სიყვარულში გატარებული. ახსნდებოდა დედა რომელიც ყოველთვის ზურგს უმაგრებდა და არც სიყვარულს აკლებდა, მამა რომელმაც ღირსეულ ადამიანად გაზარდა. მის შვილს რატომ არ უნდა ჰქონოდა მშობლის სიყვარულის ბედნიერება. რატომ არ უნდა ყოლოდა დედა რომელიც გაამხნევებდა. მერე უცებ თამთა გაახსენდა ის ლიზას არ გავდა. მეტიც სრულიად განსხვავებული იყო ლიზასგან. როგორ შეუყვარდა ასე რადიკალურად განსხვავებული ქალი არ იცოდა მაგრამ ნათელი იყო სხვაობა. ლიზას ღამის ცხოვრება, ძვირფასი სამკაულები და ბოლო მოდის ტანისამოსი უყვარდა თამთა კი არ აქცევდა ყველაფერ ამას ყურადღებას. თუ სხვა ქალებს საათობით სჭირდებათ რომ კარგად გამოიყურებოდნენ თამთას ეს ბუნებრივად აქვს. ხორბლისფერი დახორკლილი კანი, გამჭვირვალე წყლისფერი თვალები, თხელი მოყავისფრო თმა და ფაფკული სახის კანი აქვს თამთას. ლიზას კი უფრო მკაცრი გარეგნობა ჰქონდა. ლევანმა წერილი საგულდაგულოდ შეინახა და გადაწყვიტა სამუდამოდ დაეციწყებინა მის ცხოვრებაში ლიზას არსებობა და თუკი უნებლიერ გაახსენდებოდა და კვლავ თავს დაიდანაშაულებდა აუცილებლად თავიდან წაიკითხავდა იმ წერილს რომელმაც საუკეთესო მოგონებები გაუქრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.