მდუმარე სასტუმრო - მოულოდნელი სტუმარი (თავი 4)
იცი, შენ პირველი ხარ, ვინც ჩემს მანქანაში ზის! - უთხრა მეთიუმ ელის და მანქანა დაქოქა. - მართლა?.. მერე ანას ხომ არ ეწყინება? მორიდებული ხმით ჩაეკითხა ელი, ჟაკეტის ღილები ბოლომდე შეიკრა და მედალიონი შიგნით მოაქცია. - რა უნდა ეწყინოს?.. ბავშვი ხომ არ არის… - ჰო… რა ვიცი… მეთიუმ მანქანა დაძრა და ცოტა ხნის შემდეგ ისევ გააგრძელა ლაპარაკი. - მგონი, ჩემი ნაჩუქარი სამკაული გიკეთია… - ძალიან მომწონს… ლამაზია! დაბნეულად ჩაილაპარაკა ელიმ და სახეზე ოდნავ წამოწითლდა. - მაშინ ისე მოულოდნელად გაიქეცი, რომ ვერ მოვასწარი, მაგ მედალიონის შესახებ მომეყოლა ბოლომდე… - მახსოვს, რომ მითხარი, ავი თვალისაგან დაგიცავსო… - ნახაზს დააკვირდი! ელი იძულებული გახდა, ღილები ისევ შეეხსნა და მედალიონი გამოეჩინა. - ეს სიმბოლო რამდენიმე ათასი წლის წინ შექმნეს, როგორც ავი თვალისაგან დაცვისა და წარმატების ნიშანი… ქვემოთ სანსკრიტულ ენაზე აწერია სიტყვა, რომელიც "კარგ იღბალს" ნიშნავს! - რა ენაზე? - სანსკრიტული ენა, უძველესი ინდური ენაა… იგივე ნიშანი თუ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით იქნება გამოსახული, ის საპირისპირო ეფექტს მოიტანს… ანუ უბედურებას, ცუდ ბედს… - გასაგებია... მეთიუ ელის მედალიონს ორი თითით შეეხო და შემთხვევით ხელი ნიკაპზე მოუხვდა. ელი შეკრთა… - იცი, შენ მგონი, ჩემი გატაცებით შეგაშინე მაშინ… შევცდი, არ უნდა მეჩვენებინა შენთვის ჩემი კოლექცია… მეთიუს ხმაში რაღაცნაირი გულისწყვეტა იგრძნობოდა. - არა, უნდა გეჩვენებინა! - ეს მე მოვიქეცი უაზროდ! არც კი ვიცი, რა გითხრა… - არაფერი არ უნდა მითხრა, ელ… შენ არ ხარ ვალდებული, ახსნა-განმარტება მომცე… - ჰო, მაგრამ… - დავივიწყოთ, რაც მოხდა, კარგი? არ მინდა, დაძაბულობა იგრძნობოდეს, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით ხოლმე… - ეგ არც მე არ მინდა, მეთ… ელის სახლამდე უხმოდ იარეს. სანამ ელი მანქანიდან გადავიდოდა, როგორც იქნა, გაბედა იმის კითხვა, რაც მთელი გზა უტრიალებდა თავში… - იმ სასტუმროში მართლა მიდიხართ? - დღეს და ხვალ მანქანას მოვაწესრიგებ და ზეგ წავალთ! – გაეღიმა მეთიუს. - შეიძლება შეგეკითხო?.. - რა თქმა უნდა, ელი. ყოველთვის უნდა იკითხო ის, რაც გაინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხებს ვერასოდეს მიიღებ! - რატომ გადაწყვიტეთ იმ სასტუმროში წასვლა? - მე ყოველთვის მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ მარტო ხომ არ წავიდოდი? საბედნიეროდ, ანა არ აღმოჩნდა საშუალოსტატისტიკური გოგონა, რომლებიც ასეთი ადგილების ხსენებისას წივილ-კივილს ატეხენ ხოლმე. მასაც ძალიან აინტერესებს. ჰოდა, თავგადასავალს მოვიწყობთ… - გასაგებია… კარგი, მეთ… მადლობა, რომ მომიყვანე! ანას შეგიძლია გადასცე, რომ როცა მოესურვება, შეუძლია გვესტუმროს! შენთან ერთადაც, რა თქმა უნდა! - მადლობა, ელი… ელი მეთიუს მანქანიდან გადმოვიდა და სახლისაკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. ბოტები შესასვლელშივე გაიხადა და იქვე, კართან მდგარ დიდ სკივრზე ჩამოჯდა. ჯერ ისევ აჩქარებით უცემდა გული. მეთიუსთან სიახლოვემ მას ძველებური ლტოლვა გაუღვიძა. მანქანაში თავი ძლივს შეიკავა, რომ ხელით არ შეხებოდა მას. ამ წუთებში საშინლად სძულდა საკუთარი თავი იმის გამო, რომ თავისივე დაუდევრობით დაკარგა მეთიუ… ელიმ იცოდა თავისი ხასიათი… იცოდა, რომ ამ საქციელს ვერასოდეს აპატიებდა თავს… მაგრამ ისიც ძალიან კარგად იცოდა, რომ მეთიუზე ფიქრის უფლება არ ჰქონდა! იცოდა, რომ მეთი უნდა გაეშვა… რადგან მას უკვე სხვა ჰყავდა… და იმ სხვასაც ჰყავდა მეთი… *** - შენ ხარ, ელ? სამზარეულოდან მეგის ხმა მოისმა. - ჰო… - ხომ გითხარი, ტყუილად წახვალ-მეთქი… წვნიანი გავაკეთე! ჯერ კიდევ ცხელია. არ გასინჯავ? - მოგვიანებით… ცოტა ხნით წამოვწვები… ელი თავის ოთახში ავიდა და ფანჯრიდან გადაიხედა. მეთიუს მანქანა ეზოში იდგა. ანაც იქ იყო. მოძრაობებზე ეტყობოდა, რომ გახარებული იყო. ელიმ ფარდა დახურა და საწოლზე წამოწვა. საკუთარ თავს მეთიუზე ფიქრი აუკრძალა. აღარ უნდოდა უკიდურესობაში გადავარდნა, მისი ნაკლი ხომ სწორედ ეს თვისება იყო. თუ რაღაცაზე ჩაიციკლებოდა, სხვა აღარაფერი აინტერესებდა. - შენთან ვალში ვარ! – წვნიანი ამოგიტანე! კარი მეგიმ შემოაღო. ხელში ლანგარი ეჭირა. - მადლობა, მეგ… ელი საწოლში წამოჯდა და მეგის წვნიანი გამოართვა. - იცი, ბარში მეთიუ შემოვიდა დღეს… მანქანა უყიდია! მერე ჯონმა ფაქტობრივად აიძულა, სახლში წამოვეყვანე... - მართლა? მეგი ელის ფეხებთან ჩამოჯდა. - გითხრა რამე? - მაგის ცოლს ჩვენი გაცნობა უნდა! მოწყენილია, როდესაც მარტოა სახლში… - მერე? - ვუთხარი, მოვიდეს-მეთქი… აბა, რა უნდა მექნა? - ნეტა მართლა მოვა? ძალიან მაინტერესებს, როგორი გოგოა! სიამოვნებით მოვისმენდი მათი გაცნობის ისტორიას! - გემრიელი წვნიანია! ნელ-ნელა იხვეწები კულინარიაში! - ჰო… ხვალ მამა ჩამოვა და რამე გემრიელს გავაკეთებ! - მეგ… - ჰო… - რამე რო იყოს, შეგიძლია ერთი კვირით ჯონის ბარში შემცვალო? - "რამე რომ იყოს"?.. – რა უნდა იყოს, ელ?.. დასვენება გინდა? - რაღაც მინდა მოვსინჯო! გახსოვს, სასტუმროზე რომ გკითხე? ვაკანსიები მართლა ჰქონიათ… - ხუმრობ, არა? - სერიოზულად ვამბობ! ამ მდგომარეობის შეცვლა მინდა… ცოტა ხნით მაინც! იცი, რა კარგად იხდიან? რასაც მე აქ მთელი თვის განმავლობაში ვიღებ, იქ ერთ კვირაში ავიღებ… ერთადერთი, შენი დარდი მაქვს! მარტო არაფრის დიდებით არ დაგტოვებ! ხვალ მამას მინდა დაველაპარაკო… იქნებ ერთი კვირით დარჩეს… - არ მინდა მამა! ჯენის ვეტყვი… სიამოვნებით გადმოვა ჩვენთან ერთი კვირით! - ჰო, ეგეც შეიძლება… - ელ… სიმართლე მითხარი! იმ სასტუმროში მეთიუს გამო მიდიხარ? - რასაკვირველია, არა! უბრალოდ, დაემთხვა... მაგ სასტუმროს შესახებ ადრე რომ მცოდნოდა, ადრე წავიდოდი… უბრალოდ, ახლა გავიგე მისი არსებობის შესახებ... - შენ ვერ იტან მოჩვენებებს… - ჰო, მაგრამ ისინი ხომ არ არიან ნამდვილები? - არ არის ეგ რაღაც შენი, ელ… არა მგონია, იქ თავი კომფორტულად იგრძნო! - დროა, რაღაცები შევცვალო! თორემ სადაცაა დავმწნილდები… იქ მომსახურე პერსონალს გავიცნობ… თუ ძალიან შემეშინდება, დავბრუნდები, რა პრობლემაა? - კარგი, ელ… ხვალ მამას დაველაპარაკოთ. შენ ჯონისთან მოაგვარე ჩემი საკითხი… - ჯონმა თვითონ შემომთავაზა დღეს, ერთი კვირით შენი და გამოუშვი და დაისვენეო… - ჰოდა, ძალიან კარგი! ისე, მაინც ვერ წარმომიდგენიხარ შენ მაგ ამპლუაში, მაგრამ რადგან ასე გადაწყვიტე… - ყველაზე საყვარელი და ხარ მთელ მსოფლიოში! - შენ მერე! მეგი ელის ჩაეხუტა. საღამომდე ოთახიდან აღარც გამოსულან, საწოლზე წამოგორებულები ტელევიზორს უყურებდნენ. შვიდი საათი ხდებოდა, როდესაც კარებზე ვიღაცამ ზარი დარეკა. - ვინ უნდა იყოს? მეგი კარის გასაღებად კიბეზე დაეშვა. ცოტა ხანში საფეხურები სირბილით ამოირბინა და აქოშინებულმა თავი კარებში შემოყო. - ელი, ჩქარა ჩამოდი! – მეთიუს ცოლი გვესტუმრა… თეა ინასარიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.