შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმები (თავი მეთერთმეტე)


10-05-2018, 17:15
ავტორი ბიბი
ნანახია 1 881

ლევანმა გადაწყვიტა ძველი სახლი გაეყიდა და ახალ სახლში ახალი ცხოვრება დაეწყო. ძველი სახლი სავსე იყო მოგონებებით გამწარებული ტკბილი მოგონებებით და აქვე სადღაც ლიზას აჩრდილიც დადიოდა. ის დროც დადგა როცა თამთასთვის ხელი უნდა ეთხოვა და ამას ტრადიციულად ოჯახისთვის თხოვნით გეგმავდა. შემოდგომის გრილი საღამო იყო როცა გაუფრთხილებლად მიადგა თამთას კარს და გაბედულად დააკაკუნა. კარი თამთამ გაუღო დაიბნა ეგონა რაღაც საშინელება მოხდა ადრე არასდროს მისულა თამთას სახლში. დამფრთხალი თვალებით უყურებდა თამთა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ვერც კი წარმოიდგენდა რას აპირებდა ლევანი.
-გამარჯობა, შეიძლება შემოვიდე?
-მოიცა, მოიცა აქ რას აკეთებ? რამე მოხდა?
-არ შემომიშვებ?
-თამთა ვინ არის?-დედის ხმა მოესმა ოთახიდან და მალევე გამოჩნდა.
-გააფრინე? აქ რა გინდა?-კბილებში გამოსცრა თამთამ დედის დანახვისას.
-გამარჯობა, ქალბატონი ნინო არა? მე ლევანი ვარ, ლევან აბულაძე, ახლოდან მოგესალმებოდით თუ თამთა ამის ნებას მომცემს და გზას დამითმობს.
-თამთა შემოუშვი ეს ბიჭი რას დააყუდე. შემოდი ლევან.-გოჩასაც წარუდგა ლევანი აუხსნა რომ ის და თამთა ერთად მუშაობდნენ და მაშინვე ზარზეიმით გაიშალა ვახშამი. თამთა დაბნეული და გაბრაზებული იყო. ისე მიირთვა საჭმელი ხმაც არ ამოუღია. თვალებით უღერებდა მუშტებს ლევანს და მკერდზე ურტყამდა. ბევრი ისაუბრეს ლევანმა და გოჩამ.
-ბატონო გოჩა, მინდა საქმეზე გადავიდე, აქ შემთხვევით არ მოვსულვარ და არც უბრალო საქმეზე ვარ მოსული. მინდა სერიოზულად მიიღოთ ჩემი სტუმრობა. მოკლედ მე და თქვენს შვილს ერთმანეთი შეგვიყვარდა-ღიმილით გადახედა გაწითლებულ თამთას- და მე როგორც წესი და რიგია მინდა მისი ხელი გთხოვოთ.
-ლევან შვილო, ჩემთვის თქვენი სიყვარული საიდუმლო არ არის, თამთას კი გონია მალავს რამეს მაგრამ ყველაფერი სახეზე აწერია. ვაფასებ შენს ასეთ ღირსეულ საქციელს, მაგრამ თამთა დიდი გოგოა და ვფიქრობ მან უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. მე სრულიად ვენდობი მის არჩევანს და გადაწყვეტილებას. და ისე საიდუმლოდ გეტყვი მე მხარს გიჭერ.-გოჩამ გაიღიმა და თვალი ჩაუკრა ლევანს.-აბა შვილო, რას იტყვი? მგონი კარგი ვარიანტია, წინას სჯობს-გაიცინა გოჩამ.
-მამა, კარგად ხუმრობ მაგრამ ახლა არ გინდა.-თამთა გაცეცხლებული თვალებით უყურებდა ლევანს.
-კარგი მე მაპატიეთ. საყვარელო მგონი სჯობს მარტო დავტოვოთ სანამ თამთას რისხვა თავს დაგვატყდება.-გაიციან გოჩამ და ცოლს გახედა.
-რას აკეთებ გააფრინე? არ შეგეძლო ჯერ ჩემთვის გეთქვა და მერე მომვარდნოდი სახლში?-მშობლების გასვლისთანავე ფეხზე წამოიჭრა თამთა.
-კარგი რა თამთა სულ ნუ ბუზღუნებ. ჰოარ მომიტაცებიხარ არა?!
-ჰო, ეგღა მაკლია მომიტაცო.
-შემიძლია, თუ გინდა დაგიმტკიცებ.-მხიარულებას ვერ მალავდა ლევანი.
-არანორმალური ხარ, მამაჩემს რომ მოეკალი რას ფიქრობდი აქ რომ მობრძანდი?
-კარგი რა, ძალიან მხიარული კაცია მამაშენი, თან ჩემი ქარიზმით ყველას ვხიბლავ ჰომ იცი არა?! შენ უნდა გადაწყვიტო, ახლა შენი ჯერია, ან კი ან არა
-და არა რომ გითხრა რას იზამ თავს შეირცხვენ?
-არა, დაგიმტკიცებ რომ შენი მხარზე გადაკიდება და ჩვენს სახლში წაყვანა შემიძლია.
-ჩვენს სახლში?
-ჰო, იცი რა ლამაზია?-ლევანი თამთას მიუახლოვდა და თმაზე ხელი ჩამოუსვა.
-შეწყვიტე-თამთა შეიშმუშნა
-და პასუხი?
-ამას არ ველოდი ლევან-საწყლად ამოხედა თამთამ-არ ვიცოდი თუ ოჯახი გინდოდა.
-შენთან რათქმაუნდა მინდა საყვარეო. თავი შემაყვარე, ცხოვრება თავდაყირა დამიყენე და ახლა გინდა ხელი მკრა არა?
-არა ხელს არ გკრავ. უბრალოდ დაბნეული ვარ, არ ვიცი ამისთვის ვარ თუ არა მზად.
-რისთვის? ჩემთან ყოფნისთვის თუ ოჯახისთვის?
-შენთან ყოფნა მინდა რათქმაუნდა. მინდა ყოველი წუთი შენს გვერდით გავატარო მაგრამ არ ვიცი როგორია ცოლ-ქმრობა და მეშინია.
-არავინ იცის, არავინ იცის როგორია ოჯახი სანამ არ შექმნის და თუ შენ თანახმა ხარ მინდა ჩემთან ისწავლო ცხოვრება.
-თანახმა ვარ, რათქმაუნდა თანახმა ვარ.- თავი ვეღარ შეიკავა და მკერდზე მიეკრა ლევანს.

ქორწილი ერთ თვეში შედგა თამთა საქორწინო კაბაში გამოწყობილი სარკის წინ იდგა და საკუთარ თავს ვერ ცნობდა სოფოს ქოთქოთი და ხუმრობები ნერვებს უშლიდა და მეტად ანერვიულებდა, უამრავი ხალხის წინაშე შემაღლებულ ადგილზე ჯდომის წარმოდგენისასაც კი ტანში ზარავდა უნდოდა ლევანთან გაქცეულიყო მისთვის დაერეკა მაგრამ ალბათ ახლა ლევანის მასსავით ნერვიულობდა და უფრო მეტად ვერ ააღელვებდა.
-თუ გინდა გავიქცეთ საჭესთან მე დავჯდები-სოფო ცდილობდა გაემხიარულებინა მეგობარი. მაგრამ თამთა უფრო და უფრო ღელავდა
-გეყოს სოფო, ისედაც ძალიან ვნერვიულობ, არ მინდა გაქცევა.
-რატო? ნუთუ ლევანი გიყვარს?! ვერ მალავდა სოფო მხიარულებას. თამთამ თვალები დაუბრიალა და მანაც მოკეტა.
ყველას აქვს ცხოვრებაში დღე რომელიც თითქმის არ ახსოვს ინსტიქტურად მოქმედებს და ვერავინ ამჩნევს მის არ არსებობას. თამთა სწორედ ასე გრძნობდა თავს დღის ბოლომდე იქ იყო მაგრამ თითქოს არ იყო. მის საყვარელ კაცს უყურებდა და ვერ ცნობდა. როპგორც იქნა დასრულდა ცერემონია სტუმრებიც ნელ-ნელა იშლებოდნენ. ტანზე შემოკრული კორსეტი თამთას ისე აწუხებდა ლამისაა თავისი ხელით შემოეხია. ერთადერთი რაც აკავებდა ლევანის მდუმარედ სექსუალური ხმა იყო რომელიც ყურში უჩურჩულებდა ცოტაც მოიცადე და ჩემი ხელით გაგხდიო. თამთას ამ დროს თვალებში ვარსკვლავები უთამაშებდა და ტუჩის კუთხეში იღიმოდა. ანასტასიას უკვე ისე ეძინებოდა ლამისაა ფეხზე ჩამოეძინა, ლევანს უკვე ორი ჯიუტი გოგო ყავდა გონს მოსაყვანი და წამიერი სიცილი აუტყდებოდა ხოლმე როცა ფიქრებში თამთას და ანასტასიას ადარებდა. ლევანმა დანაპირები შეასრულა და საკუთარი ხელით შემოაძარცვა ტანზე თამთას სამოსი. თან ცდილობდა არცერთი სხეულის ნაწილი არ გამორჩენოდა, რომ არ ეკოცნა.
დილით ახალგაღვიძებულ თამთას თავზე ლევანი ადგა და გაბადრული სახით უყურებდა პირველას ხედავდა პირდაუბანელსა და თმადაუვარცხნელს.ასეთიც კი ყოველწამს უყვარდებოდა. თამთა საბანში უფრო მეტად გაეხვა თვალები დახუჭა და ქმარს ზურგი აქცია.
-ასე არა?! ასე გინდა ჰო დავიწყოთ ცხოვრება-ლევანი ლამის თავზე დაახტა თამთას და საბნის გარედან დაუწყო ჩქმეტა, თამთა წამოდგომას არც ცდილობდა მოსწონდა ჭკუამხიარული ლევანი.
-კარგი ჰო გეყოს, გნებდები-სიცილით უთხრა თამთამ და ადგილზე გაშეშებულ ლევანს ხელები კისერზე მოხვია ტუჩებზე დაწვდა და ლოგინში ჩაიგორა.

ერთად ცხოვრება არ გაჭირვებია, მეტიც იდეალურად უგებდნენ ერთმანეთს თანაცხოვრებაში. ლევანი საუზმეს ამზადებდა თამთა ვახშამს. ტასოც ეგუებოდა რომ მამის სიყვარულისა და სითბოს გაყოფა უწევდა, მასაც მალევე შეაყვარა თავი თამთამ და დროთა განმავლობაში იდეალურ ოჯახად ყალიბდებოდნენ. მათ ხშირად სტუმრობდნენ მშობლები გოჩა და ლევანი კარგად უგებდნენ ერთმანეთს არც რძალ-დედამთილის ურთიერთობა იყო გამონაკლისი. მზიას სულ შვილიშვილი ენატრებოდა, რომელიც მის ხელში გაიზარდა და ხშირადაც სტაცებდა მშობელს.
უკვე გაზაფხული დგეობდა ჰაერში აყვავებული მცენარეებისა და ამომშრალი გუბეების სურნელი ტრიალებდა. ანერვიულებული გოჩა რომ დაადგა თავზე თამთას. პირველად აუწია ხმას შვილთან გოჩამ.
-რისთვის? ეს რატომ გააკეთე თამთა? ეს მე როგორ გამიკეთე? ან შესაშენს. როგორ შეგეძლო მე და ნინოს ასე მოგვქცეოდი?-გაოცებული იდგა თამთა პირველად ხედავდა მამას ასეთ მდგომარეობაში, არც კი იცოდა თუ ყვირლი შეეძლო და ვერც ფიქრობდა რა დააშავა რომ ეს გამოიწვია.
-მამა, რა მოხდა? დამშვიდდი, რა გავაკეთე მითხარი?-აზრზე მოვიდა თამთა და ხმამაღლა წამოიძახა რომ გოჩას ხმა დაეფარა.
-აი ეს, ეს როგორ დამიმალე?-კიბიდან პატარა ლურჯი დისკი ამოიღო და წინ დაუგდო.
-ეს რა არის?-თამთა პირველად ხედავდა ამ დისკს წარმოდგენა არ ჰქონდა რა ეწერა ზედ და ვერც იხსენებდა ვერაფერს რაც მამას ასე გაამწარევბდა.-პირველად ვხედავ-ამოილუღლუღა დაბნეულმა.
-უყურე და მერე ვილაპარაკოთ,-გოჩას უკვე სიბრაზის პირველი ტალღა გადავლილი ჰქონდა.-მე ამას მეორედ ვეღარ ვუყურებ.-თვალებაცრემლებული გოჩა ოთახიდან გავიდა. თამთამ ძლივს მოახერხა დისკის ლეპტოპში ჩადება აკანკალებული ხელებით. ფაილი გახსნა, ვიდეო იყო. წარბებშეკრული ელოდებოდა გახსნას, გაოცებისგან შეიკივლა და კიანაღამ სკამიდან გადავარდა როცა თორნიკე დაინახა.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ნეტა რა არის დისკზე ასეთი, ან საიდან გაჩნდა ეს დისკი? თან რა დროს გაწყვიტე, დამაინტრიგე სასწაულად.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Dges cavikitxe yvela ertad, zalian momecona, tavidan davicye, magram imxela shualedebi iyo davibeni, arada zaan magari istoriaaa, ardaagviano gtxovv, imedia tornikem tavi armoiklaa, mokled shaqars dammartebt amdeni nerviulobit raa, male mogvacie axali tavi gtxov, komentarebi chemze iyos,

 


№3  offline წევრი ბიბი

Chikochiko
ნეტა რა არის დისკზე ასეთი, ან საიდან გაჩნდა ეს დისკი? თან რა დროს გაწყვიტე, დამაინტრიგე სასწაულად.

Qeti qimucadze
Dges cavikitxe yvela ertad, zalian momecona, tavidan davicye, magram imxela shualedebi iyo davibeni, arada zaan magari istoriaaa, ardaagviano gtxovv, imedia tornikem tavi armoiklaa, mokled shaqars dammartebt amdeni nerviulobit raa, male mogvacie axali tavi gtxov, komentarebi chemze iyos,

დიდი მადლობა, დიდხანს არ გალოდინებთ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent