შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმები (თავი მეთორმეტე)


11-05-2018, 12:36
ავტორი ბიბი
ნანახია 1 981

რა შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე მტკივნეული, რამ შეიძლება ამაზე მეტად დაამწუხროს ადამიანი. თამთამ ჩანაწერს რამდენჯერმე უყურა მაგრამ ყურებში განუწყვეტელი წუილის გამო არაფერი ესმოდა, ხედავდა მხოლოდ თორნიკეს სახეს, ტუჩების მოძრაობას, სახე ოფლიანი ჰქონდა და სინათლეზე უპრიალებდა, ჩანაწერი ღია ცის ქვეშ იყო გადაღებული,თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. რამდენჯერმე უყურა თამთამ ბოლოს მოიკრიბა ძალღონე ღრმად ჩაისუნთქა და თავიდან ჩართო. ახლა უკვე ესმოდა მისი ხმა, ხმა რომელიც წლების მანძილზე ენატრებოდა მას მიმართავდა.
"თამთა ჩემო ძვირფასო დაიკო, ვიცი ამას რამდენიმე წლის შემდეგ ნახავ მაგრამ მინდა სიმართლე იცოდე რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ის. შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვისი დატოვებაც მიჭირს, ვისთვისაც ბრძოლა ღირს მაგრამ ჰო იცი არა?! ყველაზე ძნელი საკუთარ თავთან ჭიდილია. საკუთარი თავის დამარცხბა ყველაზე ძნელია. მინდა სიმართლე იცოდე რასაც ასე საგულდაგულოდ გიმალავენ. იმედია არ შეგეცვლება მათზე აზრი და არ დაადანაშაულებ რაიმეში. მე ნაშვილები ცარ ეს მე მითხრეს. მაგრამ იმიტომ არა რომ შენგან მანსხვავებდნენ ან სათანადადო არ ვუყვარდუ, უბრალოდ სიმართლე უნდა მცოდნოდა და გავიგე კიდეც . შენ კი იმ იმედით რომ არ აგეთვალწუნებინე ყველაფერი დაგიმალეს. მაგრამ ეს შეუძლებელია, ვიცი შენთვის არცერთი პროცენტით აქვს მნიშვნელობა ჩვენში ჩქეფს თუ არა ერთი სისხლი.
ჩემი წასვლის მიზეზი კი სულ სხვაა. რამდენიმე თვის წინ ნიამ განმიცხადა რომ აღარ ვუყვარვარ, ჰო იმ ნიამ ბავშვობიდან რომ ერთად მოვდივართ. ლუკა შემიყვარდაო, გესმეის? ჩვენი ძმა, შეუყვარდა და მიმატოვა. მაგრამ არ შემიძლია ლუკას ვერ დავადანაშაულებ, ალბბათ არც იცის არაფერი, მის გამო ძმას ვერ დავკარგავ. ერთადერთი მიზეზი თ შემიძლია დავრჩე მაგრამ ეს არ არის საკმარისი მე სუსტი ვარ, ვერ ვეგუები დამარცხებას და ამიტომ, ჩემივე ნებით თვითმკვლელობით ვასრულებ სიცოცხლეს."
თავზე იარაღი მიიდო თორნიკემ და ჩანაწერი შეწყდა. თამთას თითქოს ჭრილობები რომელიც ბოლომდე შეხორცებული არც ჰქონდა თავიდან გაეხსნა. თვიდან დაეჯახა ძმის დაკარგვის ტკივილის.~
- ეს ალბათ მუქარა იყო, ის ავარიაში მოყვა შემთხვევით, შეუძლებელია თავს არ მოიკლავდა-მუხლლებზე დაეცა თამთა და მწარედ აქვითინდა დიდხანს იჯდა იატაკზე საკუთარი ცრემლებით დასველებოდა სახე და კისერი. ლევანი დაბრუნდა და ცოლის ასეთმა მდგომარეობამ შეაშინა.
-სახვარელო, რა მოხდა?-მუხლებზე დაეცა ლევანიც და თამთას მოეხვია.
-არა, შეუძლებელია ის... უბრალოდ ავარია მოხდა, თავს ვერ მოიკლავდა, ასე ვერ მომექცეოდა, ეს შეუძლებელია.-განუწყვეტლივ გაუაზრებლად იმეორებდა თამთა.
-რა? რა მოხდა? ვისზე ლაპარაკობ?-თამთა ხმას აღარ იღებდა ერთწერტილს მიშტერებოდა და ძლიერად ეხვეოდა ლევანს.-კარგი მოდი წამოდექი, წამო.-ლევანმა ფეხზე წამოაყენა და აბაზანაში სახე თავისი ხელით მობანა. თამთაც ცოტა გამოფხიზლდა, დამშვიდდა. თითქოს გონება გაუნათდაო თავიდან მოიშორა ლევანი და კომპიუტერთან გაიქცა.ჩანაწერი სიკვდილამდე ორი თვით ადრე იყო გაკეთებული.
-ეს ბევრად ადრე ჩაწერა-ღრმად ამოისუნთქა თამთამ და სკამზე გადაწვა, თან ვინ დამიტოვებდა ამას თავი რომ მოეკლა.-ლევანი გაურკვევლად უყურებდა თამთას ვერ ხვდებოდა რა მოხდა. თამთამ უკეთ გასარკვევად ჩანაწერი აჩვენა-ასე არ შეიძლება მამას გონება დაებინდა.-ბოლო ძალები მოიკრიბა თამთამ და მამასთან წავიდა.
-მამა-ყვირილითა და კარზე ბრახუნით მიადგა სახლის კარებს რომელიც ჩაკეტილი დახვდაა.-მამა, კარი გამიღე-კარი ნინომ გაუღო მან არაფერი იცოდა მაგრამ ხვდებოდა რაღაც საშინელება ტრიალებდა მის ჭერ ქვეშ.-მამა სად არის?-შეშლილი სახით შევიდა თამთა სახლში მას ლევანიც მიჰყვა.
-რა მოხდა ვინმე ამიხსნის ბოლოს და ბოლოს?
-დედა ოღონდ ახლა არ გინდა.-ოთახებში სიარული დაიწყო. ბოლოს თორნიკეს ოთახი შეაღო. მისი კარი აღარ იყო ძველებურად ჩაკეტილი მაგრამ შიგნით არაფერი შეცვლილა. ახლა მხოლოდ გოჩა იჯდა მის ლოგინზე და სივრცეში გაურკვევლად იყურებოდა.
-მამა-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა თამთა და გვერდით მიუჯდა,- ვიცი ახლა ლაპარაკი არ გინდა. მაგრამ არის რაღაცები რაც უნდა იცოდე. და შენც უნდა გამცე პასუხები. ეს ჩანაწერი პირველად ვნახე, სად იყო?
-შენს ოთახში ძველი გათბობა ჩავხსენით და მის უკან პატარა ყუთში იდო სხვა ნივთებთან ერთად.
-მამა, ის ჰო ავარიაში მოყვა ამაზე არ გიფიქრია.
-ძნელია იფიქრო როცა შენი შვილი იარაღს თავისი ხელით იმიზნებს. მაგრამ მართალი ხარ.
-ამამ ის თავს არ მოიკლავდა, რაც არ უნდა მომხდარიყო ასე ვერ მოგვექცეოდა-ხელი გადახვია მამას გამხნევების ნიშნად.
მამა როგორც იქნა დაამშვიდა თამთამ თავისი არგუმენტებით, რომ ვიდეო უფრო ადრე იყო ჩაწერილი, რომ ის ავარიაში შემთხვევით მოხვდა, თუმცა თავად არ ჯეროდა რომ ავარია შეთხვევითობა იყო. პოლიციაში საქმის გადახედვა ითხოვა და დაუდასტურეს რომ ავარია განზრახ არ მომხდა,ა სატვირთო დაეჯახა თორნიკეს მანქანას და ისიც ცდილობდა თავიდან აეცილებინა, ეს კამერებმაც დაინახეს. მაგრამ იყო მეორე ფაქტიც. ნია რომელიც თორნიკეს ბავშვობიდან უყვარდა და ისიც არ იმავეთი პასუხობდა, ლუკას როგორ დაუკავშირდა, ძალიან გაბრაზდა ლუკაზე უნდოდა პასუხები მიეღო.
-შენ ხომ იცოდი როგორ უყვარდა თორნიკეს ის, როგორ შეძელი რომ შენ შეუყვარდი, ასეთი რა გააკეთე?
-მე? მე შევუყვარდი? საიდან მოიტანე.
-თორნიკემ ვიდოე ჩაწერა სიკვდილამდე სადაც ამბობს რომ ნიას უყვარხარ და გინდა თქვა რომ შენ ამაზე არაფერი იცი ?
-წარმოდგენაც არ მქონდა თამთა. ნიასთან მე არ მქონია უართიერთობა არასდროს მხოლოდ თორნიკესგან გამომდინარე. განა არ მიცნობ? ჩემი მეგობრის შეყვარებულს ჩემთან ახლოს მოვუშვებდი ?
-არ ვიცი ლუკა რა ვიფიქრო სხვა? ამ ვიდეომ ამრია და გამაგიჟა წარმოდგენაც არ მქონდა ლუკას თუ რამე უჭირდა და ასეთი აზრები უტრიალებდა თავში. დარწმუნებული ხარ რომ ნიას არცერთი ნაბიჯიგადმოუდგამ შენკენ ?
- კარგი, რაღაც იყო მაგრამ მე ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, შენთვის თუ ასეთი მნიშვნელოვანია გეტყვი, თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ ხშირად მირეკავდა ნია ვსაუბრობდით უბრალოდ თორნიკეზე მეტლაპარაკებოდა. ერთხელ მითხრა მასზე ადრე რომ გამეცანი მისკენ არც გავიხედავდიო. მეგონა თორნიკეს დაკარგვას განიცდისთქო და ამიტო ამბობსთქო, ვერ წარმოვიდგენდი რომ სერიოზულად შეიძლება ეთქვა, ერთი კი ვუთხარი სისულელეებს ნუ ლაპარაკობთქო და მის მერე დისტანციას ვიკავებდი მასთან ბოლოს უკვე მართლა დამღალა მისმა გაუთავებელმა გლოვამ , და აღარ ვპასუხობდი.
-შენ იცოდი რომ ერთმანეთს დაშორდნენ?
-კი მაგრამ იმ მიზეზით არა რომ მე შევუყვარდი. ეს აფსურდია, ასე რომ ყოფილიყო თორნიკე რამეს მოიმოქმედებდა.
-კარგი რა ჰო იცი რომ გოგოს გამო მეგობარს არ დაკარგავდა. და ახლა სად არის ნია?
-როგორც მე ვიცი გათხოვდა.
-ჰმ... ეგ ვინ ყოფილა. მაინც მე რატომ არ მითხრა თუ ცუდად იყო?
-არვიი თამთა, მაგრამ ახლა რამე მნიშვნელობა აქვს მაგას? ის აღარ არის ნუ იქექები და ნუ ეძებ მიზეზებს მთავაროა და ყველაზე მტკივენეული შედეგი რომელსაც ვერაფერი შეცვლის რამდენიც არ უნდა ეძებო მიზეზები. ისედაც მძიმე ტრამვაა და უფრო ნუ დაიმძიმებ.
ლუკასგან წამოსული თამთა ემოციებისგან დაცლილი და გამოფიტული იყო მხოლოდ შემდეგ გაახსენდა რომ ამ რამდენიმე დღის მანძილზე ლევანს საკმაოდ დაშორდა მაგრამ ახლა მასთან ვერ მივიდოდა, ტკივილზე ვერ ესაურებოდა. ლევანი კი ამაზე ცოფთებოდა უნდოდა ცოლს მის მხარზე ექვითინა და არა მარტოს. თამთას ახლა მხოლოდ განმარტოება და სასმელი უნდოდა და სოფოს მიაკითხა. მეგობარი რომელმაც მომხდარზე არაფერი იცოდა ჩვეული მხიარულებით შეეგება თამთას. თამთამაც ყველაფერი მოუყვარ, სოფო ყბაჩამოგდებული უსმენდა. მაგრამ გადაწყვიტა ამაზე არ ელაპარაკა და სასწრაფოდ შეცვალა თემა თან დაქალს სასმელი დაუსხა.
-იცი გუში ვინ შემოაღო ბარის კარი?
-ვინ?-უხალისოდ კითხა თამთამ
-შენი ქმრის ბიძაშვილმა
-ვინ? და შენ საიდან იცნობ?
-გააფრინე გოგო? შენ ქორწილში ჰო გავიდცანი, რამდენჯერმე ვიცეკვეთ კიდეც-თამთას საკუთარი ქორწილიც კი არ ახსოვდა.
-მერე?
-მერე მიცნო, მოვიდა გამომელაპარაკა, ბევრი ვილაპარაკეთ, ეტყობა ეს სიმპატიურობა და ქარიზმა ჯიშში აქვთ ჰო? -იდაყვზე დაყრდნობილი მიაშტერდა სოფო განათებას.
-ნუ იცი ხოლმე რა ეს ერთიანად გადარევა
-ჩემი ბრალი ჰო არა რომ სულ სიმპატიური ბიჭები მხვდებიან ?
-არც მახსოვს როგორია, არვიცი. მიდი დამისხი კიდევ.
-სხვათაშორის ნომრებიც გავცვალეთ და მთელიდღეა მწერს
-რა ქენით?-სასმელი გადასცდა თამთას
-ნომერბი გავცვალეთ, რაიყო მხოლოდ შენ კიარ გინდა სიმპატიური აბულაძე გყავდეს გვერდით. ჩვენ უბრალო ხალხსაც გვჭირდება სითბო და სიყვარული
-არანორმალური ხარ რა...-გაიცინა სოფომ-აზრი არ აქვს მაინც შენსას გააკეთებ.
-რათქმაუნდა-ტუჩები სასაცილოდ მოპრუწა სოფომ.
თამთა შეზარხოშებული გამოვიდა ბარიდან, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. ლევანიროგორც ყოველთვის დღესაც მისაღებში ელოდა. კარის ხმაზე ჩუმად გამოვიდა ჰოლში.
-მოხვედ-ჩურჩულით ლაპარაკობდა ანასტასიას რომ არ გაღვიძებოდა. თამთას მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა, როცა თამთას დაინახავდა სიბრაზე სადღაც ქრებოდა.-შენ რა დალიე?-გაიცინა ლევანმა
-ჰო ცოტა.-ხელით ანიშნა თამთამ და მისაღებში შევიდა.-რაღაც მინდა გითხრა
-რა საყვარელო, გისმენ
-ბოდიში რა, ეს დღეები თითქმის არ ვიყავი სახლში მაპატიე, არ იფიქრო რო დამავიწყდი უბრალოდ უბრალოდ სხვა რამეზე ვფიქრობდი სრულიად
-საპატიებელი არაფერი გაქვს თამთამ, ვიცი რასაც გრძნობ და რა ტრიალებს ახლა შენ თავში, უბრალოდ მინდა რომ მეც შენგვერდით ვიყო, დაგეხმარო, გვერდით დაგიდგე, გაგამხნევო, ან უბრალოდ ხელი ჩაგჭიდო, შენ კი ამის უფლებას არ მაძლევ.-ცოლი კალთაში ჩაისვა ლევანმა.
-ჰო ვიცი, ვიცი რომ შენ ყველაზე კარგი ხარ-ხელი ჩამოუსვა საბალ წვერზე და ნაზად აკოცა.-უბრალოს ახლა ყველაზე ვბრაზობ ხომ გესმის, მშობლებზე, რომ თორნიკეს ამბავი დამიმალეს. თორნიკეზე, რომ ასე გადაწყვიტა სიმართლის თქმა, სატვირთოს მძღოლზე, ლუკაზეც ვბრაზობ და ნიაზეც ჩემს ძმას რომ ესე ატკინა გული.
-ეს სიბრაზე გაივლის ჰომ იცი? და მხოლოდ ტკივილი დარჩება რომელსაც ვერ დაივიწყებ უბრალოდ შეეგუები.-ლევანი რეალისტი იყო რომელსაც ჯეროდა რომ თუკი ადამიანი ხშირად მოისმენდა სიმართლეს და არ შეიქმნიდა ილუზიას უფრო მალე გადალახავდა ტკივილს.
და შენ რას ფიქრობ? ჩემი ძმა როგორი იყო?
-ხვდები რას მთხოვ? მე როგორ ვილაპარაკებ მასზე არც ვიცნობდი.
-ჰო მართალია, მეძინება, უკვე ვბოდავ ჰო ხედავ.

ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა თამთას საკუთარი საყვარელი საქმე ქონდა ყოველდღე განიხილავდა თავის პაციენტებს ლევანთან რადგან მათი პაციენტები თითქმის არასდროს იკვეთებოდნენ ყოველთვის მრავალფეროვანი საუბრები ჰქონდათ. თამთას ტასო მართლა როგორც საკუთარი შვილი ისე შეუყვარდა ცდილობდა მისთვის დედობა გაეწია ლევანს ძალიან უხაროდა მისი ორი საყვარელი გოგოს დაახლოება ანთებული თვალებით უყურებდა, ტასოს ლოგინზე ჩამომჯდარ თამთას როცა ძილის წინ ზღაპარს უკითხავდა. ერთ დღესაც მოულოდნელად წამოხტა მაგიდიდან ტასო ფურცლს მოაფრიალებდა და ამთასკენ მორბოდა "დედა, დედას" ძახილში, ლევანს ძალიან ეუცხოა ტასოს ნათქვამი დედა და გაშეშდა, თამთამ გაუღიმა და ბავშვი კალთაში ჩაისვა ტასოს ლევანი თამთა და თავისი თავი დაეხატა, თამთამაც შეაქო მომავალი მხატვარი ხარო. ლევანს ვერ გაეგო რა გრძნობასთან ჰქონდა საქმე, ბედნიერი იყო რათქმაუნდა თამთას რომ საკუთარი შვილივით უყვარდა ტასო. მაგრამ ლიზა გაახსენდა მერე წერილს დაუწყო ძებნა კიდევ ერთხელ გადაიკითხა " მე მისი დედა არ ვარ." ეს წინადადება მილიონჯერ წაიკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო შეგუებოდა თამთას და ტასოს დედაშვილობას.
გაზაფხულის მიწურულს საკმაოდ დაცხა ქალაქში. ლევანი და თამთა რათქმაუნდა ყოველთვის კლინიკის სადარაჯოზე იდგნენ. სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა ბევრი დაშავებული და მსხვერპლი იყო, თამთასაც სულის მოსათქმელი დრო არ ქონდა მაგრამ ახალი ამბით აღფრთოვანებულმა მაინც მოახერხა ლევანისთვის ეთქვა საღამოს სერიოზული სალაპარაკო მაქვსო.

----
მიხარია თქვენი გააქტიურება
დიდი მადლობა ^^



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესო თავი იყო და მალეც დადე აი ყოჩაააღ

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Ratom mgonia rom tornike cocxalia? Vitom zaan minda da amitom? Kargi iyoooo

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

თორნიკეს რატომ დასჭირდა ამის გაკეთება ვერ ვხვდები. თან ავარიას ემსხვერპლა როგორც გამოდის. ძალიან დავიბენი, გაურკვევლობაა. თანაც როგორი მძიმეა ეს ყველაფერი ოჯახისთვის. რა მნიშვნელობა ჰქონდა ნაშვილები იყო თუ არა, თამთას ხომ მაინც ისევ ისე ეყვარებოდა. ძალიან შემეცოდა თორნიკე

 


№4  offline წევრი ბიბი

Chikochiko
თორნიკეს რატომ დასჭირდა ამის გაკეთება ვერ ვხვდები. თან ავარიას ემსხვერპლა როგორც გამოდის. ძალიან დავიბენი, გაურკვევლობაა. თანაც როგორი მძიმეა ეს ყველაფერი ოჯახისთვის. რა მნიშვნელობა ჰქონდა ნაშვილები იყო თუ არა, თამთას ხომ მაინც ისევ ისე ეყვარებოდა. ძალიან შემეცოდა თორნიკე

რადგან ამაზე შემდგომში აღარ ვისაუბრებ ახლა გეტყვი, თორნიკეს წამიერი სისუსტე იყო ჩანაწერში ნათქვამი და გაკეთებული. მას თავი არ მოუკლავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent