შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუსიკის ჰანგებში ნაპოვნი გრძნობა (სრულად)


11-05-2018, 16:32
ავტორი N1penguin
ნანახია 3 765

ნემსის წვერი ფირფიტის უკვე გაცვეთილ ნაწილს შეეხო და ოთახში სასიამოვნო მუსიკის ჰანგები გაჟღერდა. ხალიჩაზე გაშოტილმა გოგონამ ჰარმონიულად ააყოლა ტუჩები ბოხ, მისთვის კარგად ნაცნობ ხმას.

Our life together is so precious together,
We have grown - we have grown,
Although our love is still special,
Let's take our chance and fly away somewhere alone...

გოგონა სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და გრამაფონთან მიირბინა. ნემსის წვერი ასწია და ყურებში შიშინიც გაქრა. ფირფიტა ხელში შეათამაშა და გამომცდელად დააკვირდა ფანჯრიდან შემოსული მზის სხივების საშუალებით. საჩვენებელი და შუა თითები ნაზად გადაუსვა კიდეებს.
-ახლის შოვნა მომიწევს, - ამოიოხრა და ფირფიტა ისევ ბუდეში დააბრუნა.
კარადის კარი გამოხსნა და ფირფიტა თავის ორ ტყუპისცალთან დააბინავა. მეორე ფირფიტა გადმოიღო და ცელოფანი დანანებით შემოაცალა.
ბუდეს ძალიან ფრთხილად გაუწია გვერდები და ფირფიტა პატარა თითებით გადმოაცურა. წამებში მისი ცხვირი ჯერ ფირფიტაზე, შემდეგ კი დაცარიელებული ბუდის ღია ნაწილზე აღმოჩნდა.
გრამაფონთან მიიწია და ფირფიტა საჭირო ადგილას მოარგო. ნემსის წვერი კიდესთან ახლოს დაადო და იმავე მუსიკის ფონზე მიაჩერდა ახალთახალ ფირფიტას, რომელზეც ნემსი გზის გაკვლევას ცდილობდა.
ოთახში ბოხი ხმა ქალის ხრინწიანმა ხმამ ჩაანაცვლა. ბაია ხალიჩის იმ ნაწილზე წამოწვა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა სითბო. ხელში ფირფიტის ჩასადები ეჭირა. ალბათ უკვე მემილიონედ კითხულობდა ერთი და იმავე ალბომის დაზეპირებული ჰიტების სახელებს.
ფეხზე მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა ფირფიტის გადაბრუნების დრო დადგა.
ისევ კარადა გამოაღო და ფირფიტებს სათითაოდ გადაუწმინდა არარსებული მტვერი. წამითაც არ შეუწყვეტია მუსიკისთვის ტუჩების აყოლება.
ნახევარი საათის წინ კარადაში დაბრუნებული ფირფიტა გადმოიღო და გულში ჩაიკრა. თან ხმამაღლა შეუდგა Dear Yoko-ს თითოეული სიტყვის გამეორებას.
მუსიკას უკვე თავისით მიჰყვებოდა გონება. ამ სიმღერის გაგონებისას ყოველთვის ეტირებოდა. ახლაც ვერ შეიკავა თავი და ცრემლებით დაასრულა ეს ტკბილი სიმღერა.
მისთვის რაღაც საოცრება იყო ჯონისა და იოკოს სიყვარული. არაამქვეყნიური.
ბევრი თვლიდა, რომ დიდი ვერაფერი იგრძნობოდა ამ ალბომში. რომ ბევრად უკეთესი სიყვარულიც არსებობს დედამიწაზე.
არა ბაიასთვის.
არა.
მისთვის თითოეული ჰანგი, თითოეული ნოტა გაჟღენთილი იყო მათი სიყვარულით. მათ სიყვარულს აღმერთებდა. იშვიათია კიდევ იხილო მისნაირი დედამიწაზე.
ბევრჯერაც უოცნებია მათნაირი სიყვარული ერგუნებინა ბედს. სურდა სიმღერის ტექსტის გაჟღერებისას მართლაც ეგრძნო ის სიტყვები. იქნებ მიახლოებით მაინც გაეგო რას გრძნობდა ჯონი ან იოკო.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ბაიამ ძალიან ფრთხილად და დიდი ყურადღებით შეინახა ფირფიტა.
თითოეული ფირფიტის ისტორიას იცნობდა. ამ სახლში აღმოჩენის შემდეგ. უმეტესობა ბებიის დანატოვარ სახლში აღმოაჩინა გრამაფონთან ერთად. სწორედ აქ აღმოაჩინა პირველად ჯონ ლენონისა და იოკო ონოს Double fantasy. ამ ფირფიტების საშუალებით ჩაებეჭდა მის გონებას Fleetwood Mac-ის Crystal.
ჯონისა და იოკოს მეორე ალბომი საჩუქრად პაპისგან მიიღო, რომელსაც შემთხვევით მიეგნო მისთვის სახლში. მესამე კი ძმამ გამოუგზავნა ფოსტით. იცოდა, რომ ორი უკვე ჰქონდა, მაგრამ ბაიასგან უამრავჯერ გაეგონა, რომ კარგი მუსიკა საკმარისი არასდროაა.
ჰოდა, დასჭირდა კიდეც. ახლა კიდევ ერთს გამოიწერს და უკვე ოთხი ექნება.
-კარგი მუსიკა საკმარისი არასდროსაა, ბაია, - შეახსენა საკუთარ თავს, როცა ამაზონიდან ახალი ფირფიტის გამოწერისას შეყოყმანდა.

It's been so long since we took the time,
No-one's to blame,
I know time flies so quickly,
But when I see you darling,
It's like we both are falling in love again,
It'll be just like starting over - starting over...

ყოველდღიური მყუდროება კარზე ზარმა დაარღვია. ბაიამ ძალაუნებურად მოაშორა ნემსი ფირფიტას.
ჯერ 14 რიცხვია. არც დენის, არც გაზის და არც წყლის ინკასატორები არ უნდა მოვიდნენ ჯერ. საარჩევნოდ ჯერ არ დაუწყიათ სიარული. ნათესავები წინასწარ შეათანხმებდნენ მასთან მისვლის დროს. მაშინ ვინღა უნდა იყოს?
ჭუჭრუტანაში გაიხედა და უცხო სილუეტი დალანდა ძალიან ნაცნობი ნივთით.
-ჩამომიტანეთ? - სიხარულისგან შეჰკივლა გოგონამ და ბიჭს მიაჩერდა.
-გამარჯობა, - ძლივს თქვა დაბნეულმა ბიჭმა. - მე თქვენი ქვედა მეზობელი ვარ.
-მოიცა, ვინ? - ბაიას სახე მოეღრიცა და ღიმილი გაკვირვებამ შეუცვალა.
-ქვედა მეზობელი. გუშინ ეს ჩემთან დატოვეს. არ ვიცოდი რა იყო. არც მისამართი ეწერა, ვისი იყო. გავხსენი და ლენონის ფირფიტა აღმოვაჩინე. თქვენია?
-გახსენი? - თვალები გაუფართოვდა ბაიას. სადაცაა ტირილს დაიწყებდა.
-ამაზონის შეფუთვა მოვაშორე, სხვა არაფერი გამიკეთებია.
-ჩემია, მადლობა, - ხელიდან წაგლიჯა და კარის დახურვა სცადა.
-მოიცადე, არაფერს მეტყვი? ან მადლობა, ან, უი, რა ყურადღებიანი ხართ. საერთოდაც, ამდენი ხანია მეზობლები ვართ და ერთადერთხელ მყავხარ დანახული მაღაზიაში.
-ჩემი ამანათი გახსენი. რა მადლობას ელი? მეზობლების გაცნობა კი დიდად არ მხიბლავს. მოვრჩით?
-შემეძლო არ ამომეტანა.
-ანუ სანამ არ დაგაჯილდოვებ, არ მომეშვები. მადლობა.
კარი სასწრაფოდ მიხურა, თუმცა მაინც შემოაღწია უცნობის სიტყვებმა.
-კარგი გემოვნება გქონია.
-ვიცი, - ჩაილაპარაკა ბაიამ და ფირფიტა თავისიანებთან დააბინავა.
უცებ შეეცვალა ხასიათი. კარადიდან მივიწყებული The Police-ის Zenyatta Mondatta-ს ალბომი გადმოიღო.
ჰაერი მალევე გაჰკვეთა დასარტყამი ინსტრუმენტების ხმამ. ბაიამაც ჯგუფთან ერთად დაიწყო სიმღერა. ხალიჩაზე ნაცნობ ადგილას მოკალათდა და ჰაერში ფეხების ქნევას შეუდგა.
არ ესიამოვნა, რომ ყოველდღიური რუტინა დაერღვა. ყველაფერი იდეალურად ჰქონდა აწყობილი. საერთოდაც, ფირფიტის გაცვეთა უკვე ნიშანი იყო. სწორედ მის შემდეგ აღარ იყო ყველაფერი ძველებურად.
სულ სხვა ფირფიტით უსმენდა ჯონისა და იოკოს ხმებს.
სულ სხვა თანმიმდევრობა ჰქონდა ფირფიტებს.
სულ სხვა რაოდენობის ფირფიტები იწონებდნენ თავს კარადაში.
მოუწია დალაპარაკებოდა არასაჭირო ადამიანს.
როცა ფიქრებიდან გამოერკვა ფირფიტის ერთი მხარე უკვე დამთავრებულიყო. ხელში ლაიონელ რიჩის ფირფიტა ეჭირა.
თითები თავისით წავიდნენ შესაფუთისკენ. გრამაფონიდან უკვე მისი Endless love-ის ჰანგები ისმოდა, The Police-ის ფირფიტა კი კარადაში ბრუნდებოდა.
თითქოს ეს ჟანრების და განწყობის არევა საკმარისი არ ყოფილიყოს, მეორე დღეს არეული აზრებით გაიღვიძა.
სცადა ყველაფერი ისევ ძველებურად დაებრუნებინა. ბაია ადამიანი იყო, რომელიც ვერ ეგუებოდა ცვლილებებს. ბედი კი სპეციალურად არ ანებებდა თავს.
სახლში უასქმურად დაიარებოდა, მის ყურებს არასასიამოვნო ხმა რომ მიწვდა. ყველანაირი ხმა აღიზიანებდა, რომელიც გრამაფონიდან არ მოდიოდა.
კარი გამოაღო. ისევ ის ბიჭი იდგა. ამჯერად სხვა ფირფიტა ეჭირა.
-მხოლოდ ერთი შევუკვეთე, - მოკლედ მოუჭრა ბაიამ და კარის სახელურს ჩაეჭიდა.
-ვიცი, ეს The Black Keys-ის Attack & Release-ია. ვიფიქრე, მოგეწონებოდა.
ასეთ სიტუაციაში არასდროს ყოფილა. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ამ დროს. დიდი ხანი უნდოდა ამ ალბომის ფირფიტის შოვნა. პატარაობაში მოჰკრა თვალი ვიტრინაზე და მას შემდეგ ჩაებეჭდა.
აკანკალებული ხელი გაუშვირა ბიჭს და ფირფიტის წონა შეიგრძნო. ალაგ-ალაგ შემოცლილი ჩასადები მის ინდივიდუალურობას უსვამდა ხაზს. ბაიას ეს კიდევ უფრო მოსწონდა.
-მადლობა? - ხმადაბლა იკითხა გოგომ.
-სახლში დიდი ხანია მიდევს. ვერაფერს ვერ ვუხერხებდი, - მხრები აიჩეჩა. - შეიძლება შენი ფირფიტების კოლექცია დავათვალიერო?
სანამ პასუხს მოასწრებდა, ბიჭი უკვე კარადასთან იდგა. გაფრთხილების მიცემას აპირებდა, მაგრამ ბიჭი უკვე Double Fantasy-ის ფირფიტას ათავსებდა გრამაფონში.
-მიყვარს ეს ალბომი, - დაიწყო ბიჭმა.
ბაია პირველად გრძნობდა თავს ასე არაკომფორტულად საყვარელი მუსიკის გაგონებისას. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.
სიმღერამ ისევ ჩაითრია. ბიჭს თავი ანება, ხალიჩას გაეკრო და იოკოს ხმას თავისი შეუერთა.
ვერ გაიაზრა რა უფრო ეუცხოვა, ის, რომ მათ მესამე ხმაც შეუერთდათ, თუ ის, რომ ეს ხმა იდეალურად შეეწყო მისსა და იოკოსას. თითქოს ერთი მთლინობა წარმოიშვა. თითქოს აქამდე რაღაც აკლდათ, რაღაცას ეძებდნენ და საბოლოოდ მიაგნეს.
ბიჭმა ფირფიტა ამოატრიალა.
-მოდი ეს ვცადოთ.

It's been very hard
But it's getting easier now
Hard times are over, over for a while.

ხმებმა თავისით მიაღწიეს ჰარმონიულ ჟღერადობას.
-გაზვიადებულია, - თქვა ბიჭმა ფირფიტის ბუდეში დაბრუნებისას.
-რას გულისხმობ?
-იოკოს ნიჭი. ჩემი აზრით, ეს ალბომი გააფუჭა. მისი Kiss kiss kiss საერთოდ უცნაური რაღაცაა. იაპონური ანიმეს ფონზე მღერის ორ სიტყვას. ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ პორნოს ვუსმენ. სიმღერა იმდენად საშინელია, რომ მთლიანი ალბომიც კი ვერ ასწორებს. ჩემი საყვარელი ალბომის სტატუსი ზუსტად იოკოს ჰიტების გამო დაკარგდა.
-შენი აზრი რომ ანაღვლებდეს, ასეთი ცნობილი არ იქნებოდა.
-ცდები, შავი პიარიც პიარია. ადამიანი, რომელიც რამფის შუქს დაეძებს, არ უნდა დარდობსდეს რას წერენ მასზე, მხოლოდ მაშინ უნდა შეშფოთდეს, როცა მასზე წერას შეწყვეტენ. ჰოდა, მეც გეტყვი, რომ იოკო სწორედ ასე იქცევა. ყველანაირად გაზვიადებულია. ჯონის გარეშე ვერანაირად ვერ გახდებოდა ასეთი ცნობილი.
-მაგრამ მისი ცოლი იყო და გაუმართლა. ყველას არ უმართლებს, მაგრამ მას გაუმართლა და მოვრჩეთ ამაზე საუბარს.
-ისედაც მხოლოდ მე ვლაპარაკობდი. ხმა ძლივს ამოგაღებინე.
-არ გიცნობ. სახლში შემომივარდი და ყველაფერს მიკრიტიკებ.
-მე მხოლოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე. მომიტევე, ძალიან უტაქტო ვარ, დაჩი.
-ბაია.
-აბა, ბაია, რატომ მგონია, რომ არც შენ ფიქრობ უკეთესად იოკოზე?
-ძალიანაც მომწონს. მისმა სიმღერებმა ორიგინალურობა შეჰმატეს ალბომს. კიდევ უფრო განსხვავებულია. უფრო გამორჩეული და დასამახსოვრებელი.
-მე კი ვფიქრობ, რომ შენზე მათმა სასიყვარულო ფონმა იქონია ძალიან დიდი გავლენა. ბევრია აღტაცებული მათი სიყვარულით. სავარაუდოდ, შენც მათ რიცხვს მიეკუთვნები. იმდენად გხიბლავს მათი გრძნობები, რომ ობიექტურად ვერ აფასებ მათ.
-გინდა ვაღიარო, რომ ჯონი ბევრად უკეთესი და გამორჩეული მომღერალი იყო? მაშინ იმასაც ვიტყვი, რომ The Police-ს ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ. მხოლოდ სტინგი მიაჩნიათ მის ამომავალ წერტილად, როცა ჯგუფი სამივეს წყალობით შეიქმნა. მხოლოდ სტინგიც ძლიერი და შესანიშნავი მომღერალია, მაგრამ სწორედ ეს განსხვავებაა მასსა და მთლიან ბენდს შორის. სამივე ერთნაირად ღირებულია, მაგრამ ჯგუფში რატომღაც მხოლოდ სტინგის დამსახურებას ხედავენ.
-აი, უკვე დიალოგი შედგა, - გაიღიმა ბიჭმა. - დახვეწილი გემოვნება გქონია. ხშირად მესმოდა ეს მუსიკები, თუმცა ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ჩემს თავში იყვნენ. შევმცდარვარ. კიდევ რამდენიმე ფირფიტა მაქვს. გინდა ამოგიტანო?
ბაიამ მხრები აიჩეჩა.
ამ დღიდან მოყოლებული ყველაფერი შეიცვალა. აღარაფერი იყო ძველებურად. დაჩი დროის უმეტეს ნაწილს ბაიასთან ატარებდა. ერთად უსმენდნენ სიმღერებს ხალიჩაზე გაწოლილები და ხმებს ერთმანეთს უწყობდნენ.

Everyday we used to make it love,
Why can't we be making love nice and easy,
It's time to spread our wings and fly,
Don't let another day go by my love,
It'll be just like starting over - starting over...

ბაია უკვე აღარც კი ცდილობდა ხმამაღლა აჰყოლოდა სიმღერას. გულში იმეორებდა სიტყვებს და დაჩის ხმას უსმენდა.
ვერ ხვდებოდა, მისი ტონალობით გაჟღერებული სიტყვები უფრო სიამოვნებდა, თუ ლენონის.
ოდნავადაც არ ეუცნაურებოდა სიტუაცია. რეალურად რა მოხდა? იპოვა ადამიანი, რომელსაც მისნაირი გემოვნება, თუმცა განსხვავებული შეხედულება ჰქონდა მომღერლებზე.

-არ ჩართო, - დაიძახა ბაიამ და ლეპტოპი დახურა. - შენი აზრით, ფირფიტებზე რატომ ვუსმენ? რადგან იქიდან სულ სხვა გრძნობით ისმის მუსიკა. ის სამჯერადი ზარის წკრიალიც კი სულ სხვანაირი მოსასმენია. კომპიუტერი გაცვეთილ მუსიკად მაგრძნობინებს. ერთხელ ვცადე და ვერ გავუძელი.
-იცი ყველაზე მეტად რომელი ნაწილი მომწონს ამ სიმღერაში? დასასრული. ჩუმდება და გგონია, რომ მორჩა. რეალურად რამდენიმეწამიანი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გელის.
-ეგ ნამდვილად დასამახსოვრებელია. ამ ალბომთან ემოციურად ვარ მიჯაჭვული. კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენს იმაზე ფიქრი, რომ ამ ალბომის გამოშვების წელს მოკლეს ჯონი. გაფიქრებს, რომ შეეძლო ბევრად უფრო მეტი მაგარი სიმღერა შეექმნა.
-არა, არა, ეს საჭირო იყო.
-ჯონის მოკვლა?
-ძალიან ცუდია, მაგრამ საჭირო იყო. არასდროს იცი ადამიანმა როდის რა მოხდება. შეიძლება შემდეგ ისეთი საშინელი რაღაც დაეწერა, რომ ხალხი არ აღფრთოვანებულიყო.
-ეგ შეუძლებელია.
-სრულიად შესაძლებელია. თუმცა მისი მკვლელობა გახდა სწრედაც მისი სამახსოვრო ნიშანი. უფრო მეტი ხალხი ალაპარაკდა მასზე. ბევრმა სწორედ ამ გახმაურებული მკვლელობის შემდეგ გაიცნო. თანაც, ხომ იცი, გარდაცვლილს უფრო აფასებენ, ვიდრე ცოცხალს. შესაძლოა საერთოდ არაფერი იყო, მაგრამ ტრაგიკული სიკვდილის გამო ხალხმა გაგაღმერთოს.
-შენი აზრით არ იმსახურებდა ასეთ გამოხმაურებას?
-მე ეგ არ მითქვამს. იმსახურებდა და კარგიცაა, რომ მასე მოხდა. მისი სიმღერები ისტორიას შემორჩა.
-ჯერ 38 წელი გავიდა.
-37. 38 რვა დეკემბერს გავა.
-ოჰო, ყველაფერი ზეპირად გცოდნია. ისიც გეცოდინება მათ შვილსა და ჯონს ერთ დღეს რომ ჰქონდათ დაბადების დღე.
-სხვანაირად როგორ? - მხრები აიჩეჩა.

ბაია სასწრაფოდ გრამაფონს მივარდა. ნემსი ასწია და რაღაც მონაკვეთის გამოტოვებით დადო.
-უამრავჯერ შეგამჩნიე, - გაიგონა უკნიდან დაჩის ხმა.
-რა? - შეკრთა ბაია.
-ყოველთვის, როცა ამ ფირფიტას ვრთავთ, Dear Yoko-ს ტოვებ. რატომ? ან ძალიან არ გიყვარს, რისიც არ მჯერა, ანდაც ზედმეტად გიყვარს.
-არ შემიძლია მას ვინმესთან ერთად ვუსმენდე. ზედმეტად ღრმა და ყველაფრისმომცველია ეს სიმღერა. ზედმეტად ძვირფასია, რომ დავთმო.
-და მაგიტომ არ უსმენ?
-მხოლოდ მაშინ, როცა მარტო ვარ. ემოციებს მაშინ გამოვხატავ, ვერსად გავურბივარ და მთლიანად მასში ვიკარგები.
-მაშინ ერთად მოვუსმინოთ.
-არა, ეს არ უნდა შეიცვალოს, ეს მაინც. ერთადერთი რაღაც მაინც დამიტოვე ჩემ ცხოვრებაში უცვლელად, გთხოვ.

ბაია ააანალიზებდა, რომ დაჩის აწყენინა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. ეს სიმღერა არა. მისთვის სხვა სამყაროს ტოლფასი იყო. ვერ გაუზიარებდა.
შემოსარიგებლად ღია ფერის, თითქმის გამჭვირვალე ლენონები იყიდა. კარზე დააზარა, სათვალე ხალიჩაზე დატოვა და თავისთან აირბინა. სანამ მომხდარს რეაგირება ექნებოდა, მანამდე დრო იხელთა.

Even if it's just an hour
I wilt just like a fading flower
Ain't nothing in the world like our love dear Yoko.

ლამის გული ამოიგდო ბაიამ. მთელი სამყარო დატრიალდა. მხოლოდ ის და ეს სიმღერაღა იყვნენ. თითქოს იმავეს განიცდიდა, რასაც ჯონი ამის წერისას. ახლა უფრო ახლებურად, სხვანაირად. რატომ გრძნობდა ამ სიმღერას სხვანაირად?

-კარგი მუსიკა ზედმეტი არასდროაა, - მომღიმარმა დაჩიმ კიდევ ერთი ვინილის ფირფიტა გაუწოდა ბაიას. ისევ Double Fantasy აღმოჩნდა.
-მეც მსგავსად ვამბობ, ოღონდ ზედმეტის მაგიერ საკმარისს.
-ნუ, ამაშინც დავემთხვიეთ, - მხრები აიჩეჩა.
-ვაკვირდები და უკვე მეათასედ მაინც გექნება აჩეჩილი მხრები.
-რას ვიზამთ, ჩვევაა, - ისევ აიჩეჩა მხრები. - მიკვირს, რომ შეამჩნიე.
-რატომ?
-სხვანაირი ხარ და იმიტომ. ძალიან უცნაური და შენებური. ამდენი ხანია გეკონტაქტები და ოდნავადაც ვერ გავიცანი შენი პიროვნება. ადამიანური გრძნობები დიდად არ გხიბლავს. გეზიზღება ცვლილებები. არ აკვირდები არაფერს, არ ცდილობ სხვები გააბედნიერო, თუ ეს ოდნავ სირთულეებთანაა კავშირში. ძალიან უცხო და შორეული ხარ. შენი პიროვნება დიდ საბურველშია გახვეული. შენზე არ ჭრის ხუმრობა, ვერ იაზრებ როდის რას ვცდილობ, რა ქვეტექსტი უნდა ამოიკითხო ჩემს ნათქვამში.
-ანუ შტერი ვარ?
-აი, ისევ. საერთოდ სხვანაირად იგებ. მუსიკის გარდა სხვა უამრავი რაღაც არსებობს სამყაროში.
-რას ამბობ? მუსიკის გარეშე სამყარო უფერულია.
-გეთანხმები, მაგრამ ხომ უნდა გაიცნო? ჯონისა და იოკოს სიყვარული სამაგალითოდ გაქვს გახდილი. შენც გინდა, ხომ ვინმეს ასეთი გრძნობით უყვარდე. ამისთვის სახლში ჯდომა არაფერს მოგიტანს.
-თუ ჩემი ბედია, მომაგნებს.
-იქნებ ცოტა შენც მიეშველო? თორემ ზედმეტად გვიან მოვა. ან შეიძლება დაიღალოს გზაში და სხვას შეხვდეს.
-უაზრობაზე რომ მაკარგვინებ დროს, ხვდები?
-შენ იმას ვერ ხვდები, რომ სწორედ ამაზე გელაპარაკები. სამყარო შენ არ დაგიცდის, ბაია. შენ გარდა უამრავი საზრუნავი აქვს.
-ჰოდა ჰქონდეს, არ მადარდებს. მე მხოლოდ მუსიკასთან მინდა განმარტოვება. სამყაროს ვერ ვუგებ, ხალხს ვერ ვუგებ. ისინი სასტიკები, ორპირები და გულქვები არიან.
-და პროტესტს თუ გამოუცხადებ, რამე შეიცვლება?
-მე უსაფრთხოდ ვიქნები.
-როდემდე? ოდესმე მაინც მოგიწევს მათთან კონტაქტი. მერე უფრო გაგიჭირდება. ინატრებ, თავის დროზე შეგეძინა გამოცდილება. ნუ ხარ ჩაკეტილი, ცოტა გაიხსენი, ხალხს გაენდე. ეს ფირფიტა რომ არ არეოდათ ჩამოტანისას, ისევ ის უცნაური გოგო იქნებოდი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მყავს ნანახი.
-და იქნებ ეგ უკეთესიცაა? უცნაური ვარ, მერე? დაშავდა რამე? ყველა ერთნაირი ვერ იქნება. უცნაური ვარ, რადგან ყველაფერი დაგეგმილი მქონდა. უცნაური ვარ, რადგან ხალხზე მეტად მუსიკის მესმის და საერთო ენას მხოლოდ მასთან ვნახულობ. ეს თუ სხვებისთვის უცნაურია, მაშინ ვიქნები უცნაური გოგო. ადრეც ვიყავი და ახლაც დავრჩები. რა შეიცვლება ამით? არც არაფერი მომემატება და არც დამაკლდება.
-დაგაკლდება, მაგრამ ზედმეტად გვიან მიხვდები. ადამიანი გჭირდება, რომელიც დაგეხმარება. არა, შენ შენი ჯონ ლენონი გჭირდება.
-ძლივს, ჩემს ენაზე ხსნი.
-ეს ირონია იყო? - გაიღიმა დაჩიმ. - არა, ნამდვლად მასე ჟღერდა. მგონი შენს ჯონ ლენონთან ახლოს ხარ უკვე. დღე-დღეზე ალბათ კარსაც შემოგიხსნის არა?
ბაიამ მართლა დაიჯერა დაჩის ეს ნათქვამი. წამდაუწუმ კარს უყურებდა. მოსვენება დაკარგა. ელოდა როდის შემოაღებდა კარს ჯონი. მისი ჯონი. თუმცა არავინ ახალი. მხოლოდ დაჩი.
კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა გრამაფონი მოიშალა. მთელი დღე მის გასაკეთებლად დარბოდა. უწევდა უამრავ უცნობ ადამიანს გამოლაპარაკებოდა. ერთმა ხელოსანმა მეორე მიასწავლა, მეორემ - მესამე. ასე უსაშველოდ გაიწელა და საბოლოოდ ვერავინაც ვერ შეაკეთა. უკვე დიდი ხნის გადასაგდებია ეგ პატეფონიო, გამოისტუმრეს უკან სახლში.
სანამ რაიმეს მოიფიქრებდა, თავად მღეროდა მუსიკის გარეშე.
ეს არ იყო საკმარისი.
Commodores-ის Three Times a Lady-ს ღიღინებდა დაჩი რომ დაინახა დიდი ყუთით ხელში.
-ეგ რა არის?
-მშრალ ხიდზე ჩავიარე და შემთხვევით გადავაწყდი.
ბაიამ ყუთს თავი ახადა და გრამაფონი დაინახა.
-მე მიყიდე? რა ღირდა?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
-არა, ვერ გამოგართმევ.
-მოგიწევს. უკან აღარ მიიღებენ. მე კი არ მჭირდება. შენ გაქვს ფირფიტები, მე ხომ არა.
-ეს რა დევს? - ხელი ყუთში მოაფათურა. – Styx-ის Babe?
-ა, ეგ? გამყიდველს ვკითხე რამე ფირფიტაც ხომ არ ჰქონდა და ეს აღმოვაჩინე.
-მადლობა, ძალიან მიყვარს, - ბიჭს სპონტანურად გადაეხვია და მალევე მოშორდა.
-როგორც საჩუქარი, პირველ სიმღერას ავარჩევ, კარგი?
Fleetwood Mac-ის Landslide მიწვდა ბაიას გონებას.

Well, I've been afraid of changin'
'Cause I've built my life around you
But time makes you bolder
Even children get older
And I'm getting older, too.

ბაიამ პირველად შეხედა ამ ტექსტს სხვანაირად. არასდროს, არასდროს დამთხვევია სიმღერა მის ცხოვრებას. არც ახლა იყო ზუსტად მასზე აგებული, თუმცა რამდენიმე ფრაზამ ჩააფიქრა. მართლა ეშინოდა შეცვლის. მისთვის ცვლილება კარგ არაფერთან ასოცირდებოდა.
სიმართლე არ არის? დაჩის გამოჩენამ ყველაფერი აურია. ახლა გრამაფონიც კი გაუფუჭდა. იქნებ დროა ყველაფერი ძველებურად დაბრუნდეს?
-ძველი რეჟიმი მენატრება, - უცებ დაიწყო საუბარი. - სანამ შენ შგხვდებოდი, სანამ გრამაფონი გამიფუჭდებოდა, სანამ პირველი ფირფიტა გაცვდებოდა. ყველაფერი მშვენივრად იყო. შემხვდი და ყველაფერი თავდაყირა დამიყენე. ასე მგონია, სადაცაა ჭკუიდან შევიშლები.
-ანუ გინდა, რომ ასე ყველაფერი დაამთავრო? გაგიჟებს იმის ცოდნა, რომ შენს ცხოვრებაში გამოვჩნდი?
-ის კი არ მაგიჟებს, რომ ამრიე, არამედ ის, რომ ეს ფაქტი ოდნავადაც არ მაწუხებს.

ბაიამ კარი გამოაღო. წინ გიტარიანი დაჩი ედგა. შემოვიდა და დაკვრა დაიწყო.
-რას აკეთებ? არა, დაჩი.
პირველივე ნოტიდან მიხვდა რასაც უკრავდა.
-ჩათვალე, რომ მარტო ხარ. რას გააკეთებდი?
ბაია ისევ ხალიჩაზე წამოწვა.

Even after all these years
I miss you when you're not here
I wish you were here my dear Yoko.

ხმადაბლა აყვა სიმღერას და მისამღერის შემდეგ ისევ ცრემლები წამოუვიდა. მთელი სხეულით ცახცახებდა და შეიგრძნობდა ამ სიმღერას. ეს არ იყო ჯონის ხმა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ფეხზე წამოდგა და ცრემლები შეიმშრალა.
-ახლა უკვე იცი რაც მემართება მისი გაგონებისას.
-შენ აღარ შემწინააღმდეგებიხარ.
ბაიამ უსუსურად აიჩეჩა მხრები.
დაჩიმ კარადიდან იგივე ალბომი გადმოიღო და გრამაფონთან მივიდა.
სულ სხვანაირი გრძნობა დაეუფლა. თითქოს ბაიას აქამდე არასდროს მოესმინა ეს ალბომი. ემოციები ერთდოულად დაატყდნენ და არსად გაუშვეს.
თითების წვალება დაიწყო. კიდევ ერთი სიახლე გაჩნდა მის ცხოვრებაში და ვერ ხვდებოდა, რა შეიძლება ყოფილიყო ეს.
-შენ ხარ ჩემი ჯონი? - იკითხა ბოლოს.
-არა, მე ჯონი არ ვარ. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, დაჩი მქვია და არც შენ ხარ იოკო, ბაია.
ჭკუიდან გადავიდა თუ რა მოხდა? დაჩის ბაგეებს მოწყვეტილი მისი სახელი როგორ ჰარმონიულად ჟღერდა. ლამის ჩაიკარგა ამ ერთ დაძახებაში.
-შენს ცხოვრებაში არ იქნება ჯონ ლენონი. მას სულ სხვა სახელი ერქმევა. შენ არც გჭირდება ჯონი. შენი სიყვარული კიდევ უფრო სხვანაირი იქნება. ბაიასეული და არა იოკოსი. შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ ილაპარაკოს მასზე, მაგრამ შენ გეცოდინება რაოდენ განსაკუთრებულია ის. იქნებ მართლაც მათ სიყვარულზე უფრო ძლიერიც იყოს? ვინ იცის?
-ეგ შეუძლებელია.
ბაიამ ნემსა ისევ დასაწყისში დადო და ხელახლა შეუდგა Just like starting over-ის მოსმენას. ხვდებოდა, რომ ეს გრამაფონი ოდნავ განსხვავებულად უკრავდა. ყურში რაღაც უცნაურად ხვდებოდა.
-ნუ იძაბები, - გაიგონა დაჩის ხმა.
დაჩიმ ხელები მხრებზე დააწყო და მისი გამხნევება სცადა.
-საუკეთესო, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, შენი გამოჩენაა, - ნელა წარმოთქვა სიტყვები ბიჭმა, ბაია მისკენ შეაბრუნა და თავისი მუსიკას აყოლებული ბაგეები ბაიასას შეაერთა.
ნემსა კი ისევ მიჰყვებოდა უამრავჯერ გავლილ გზას და ჩახუტებულ წყვილს მუსიკის ჰანგებით აჯილდოვებდა.

Our life together is so precious together,
We have grown - we have grown,
Although our love is still special,
Let's take a chance and fly away somewhere alone.

$$$

არც კი ვიცი, რა დავწერე. მუზამ რაღაცნაირად მიბიძგა, რომ ეს დამეწერა. თავისით შემომეწერა, ვერც გავიაზრე. იმედია ერთი ადამიანი მაინც დაინახავს იმას, რისი გადმოცემაც მსურდა.

ისტორიაში გამოყენებული სიმღერები:
John Lennon - Just like starting over
John Lennon - Hard times are over
John Lennon - Dear Yoko
Fleetwood Mac - Landslide



№1  offline მოდერი abezara98

რაღაც ძალიან განსხვავებული და საოცარი იყო heart_eyes მომეწონა და სულმოუთქმელად ველი შენს სხვა ისტორიებსაც kissing_heart ისე, გაგრძელებას თუ დაუწერ, არ მეწყინება joy

 


№2  offline წევრი Avrora-Gallagher

სასწაული ხარ ბრავოო❤️❤️❤️სხვა ისტორიას ველი შენსას ❤️❤️

 


№3  offline მოდერი N1penguin

abezara98
რაღაც ძალიან განსხვავებული და საოცარი იყო heart_eyes მომეწონა და სულმოუთქმელად ველი შენს სხვა ისტორიებსაც kissing_heart ისე, გაგრძელებას თუ დაუწერ, არ მეწყინება joy

დიდი მადლობა blush blush ❤️❤️ მე მეწყინება სამაგიეროდ laughing სპონტანურად მომაფიქრდა ეს სიუჟეტი და ვერანაირად ვერ ვხედავ გაგრძელების საბაბს grin შენთვის მომინდვია მისი გაგრძელება. თავად წარმოიდგინე რა მოხდებოდა შემდეგ kissing_heart kissing_heart ყოველთვის მახარებს შენ კომენტარის დანახვა ❤️ ხო მგონია, რომ ახალს ვერაფერს მეტყვი, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები relaxed
Avrora-Gallagher
სასწაული ხარ ბრავოო❤️❤️❤️სხვა ისტორიას ველი შენსას ❤️❤️
აი, უღრმესი მადლობა ❤️❤️ მართლა ძალიან მიხარია, რომ ამ ნაწერიდან რაღაც აზრი გამოიტანე და მოგეწონა heart_eyes ამ კომენტარმა გამახარა და სტიმული მომცა (რომ რაც სასწავლი მაქვს, ვისწავლო laughing ) შევეცდები სხვა ისტორიებიც შემოგაშველოთ ნელ-ნელა joy

 


№4 სტუმარი სტუმარი kiki

ძააალიან ძალიან კარგი იყო. ????????????

 


№5  offline მოდერი N1penguin

სტუმარი kiki
ძააალიან ძალიან კარგი იყო. ????????????

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№6  offline წევრი mariam m.k

am gogo mgoni chemi gagijeba unda am mis super muper istoriebit

 


№7  offline მოდერი N1penguin

mariam m.k
am gogo mgoni chemi gagijeba unda am mis super muper istoriebit

ვაიმეეეეე, როგორ მახარებ ხომ არ იციი blush blush

 


№8 სტუმარი Maarx

ძალიან კარგი იყო????????

 


№9  offline მოდერი N1penguin

Maarx
ძალიან კარგი იყო????????

დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent