ჩემი ,,ტირანი" (თავი 2 )
-არ მელოდი ? მკაცრ გამომეტყველებას ინარჩუნებს, მაგრამ მაინც ეღიმება ..რატომ იღიმის? ვეკითხები ჩემს თავს და ეხლაღა ვაცნობიერებ რომ პირი მაქვს ღია ,,რა იდიოტი ვარ " ,პირს ვკუმავ , ოდნავ ვახველებ და ისევ ვანათებ თვალებს -თქვენ..თქვენ ხართ... -ხო მე ვარ დემეტრე ჯაყელი,ის უსაქმური დილას რომ გალანძღე.. -დე..დემეტრე ჯაყელი? -ღმერთო, ფიცხთან ერთად გონებასუსტიც ყოფილხარ..მეუბნება და იცინის -ვინ არის გონება სუსტი? სიტყვებს დაუკვირდი!!! გამომეტყველება მაშინვე ეცვლება - ტონი აკონტროლე ,თუ აქ მუშაობა გინდა .იცოდე როგორ უნდა ელაპარაკო უფროსს! ვგიჟდები ისე მინდა საკადრისი პასუხი გავცე ,მაგრამ ეს სამსახურიც მჭირდება ამიტომ დათმობაზე მივდივარ - მაპატიეთ,გავითვალისწინებ..ვჩურჩულებ ჩემთვის -როგორ?ვერ გავიგე -ბოდიში!!! ვეუბნები ხმამაღლა და თავს ძირდს ვხრი -მიღებულია..მახლის უცებ და ადგილს იკავებს ,მოჭუტული თვალებით ვუყურებ ,სიამოვნებით ჩავცხებდი თავში რაღაცას.. -რას დგახარ? შენზე მომიყევი... -რა? -შენზე მომიყევი მეთქი.. - სივში ყველაფერი გარკვევით წერია... ქვევიდან ამათვალიერა - სულელურ სივებზე დროის დახარჯვას არ ვაპირებ , თვითონ მომიყევი,ვნახო ერთი ვინ აიყვანეს. არც ვეკითხები ისე ვუახლოვდები და მისი მაგიდის წინ მდგარ სავარძელში ვკალათდები, ჩემს მოქმედებას გულდასმით აკვირდება ,წარბებს მაღლა წევს -გისმენ!! -მოკლედ,ბარბარე დევდარიანი, 20 წლის ,თბილისიდან ,ვსწავლობ არქიტექტურის ფაკულტეტზე ... -გასაგებია..დევდარიანი ცნობილი გვარია ,შემთხვევით გურამ დევდარიანის ვინმე ხომარ ხარ? მამაჩემის სახელის ხსენებაზე ვკრთები - თქვენ მთხოვეთ ჩემზე მომეყოლა ,რაც საჭიროა უკვე გითხარით... კიდევ ერთხელ მაკვირდება და შემდეგ ოთხაიდან მიშვებს ...ცოტახანში ისევ მეძახის და ყავის მიტანას მთხოვს ,მეც სწრაფად მოვადუღე ყავა და ლანგრით შევუტანე ოთახში..წინ დავუდე ჭიქა,ის იყო გამოსვლა დავაპირე,რომ დარჩენა და დღის გეგმის განხილვა მთხოვა , მეც მონდომებით შევუდექი გრაფიკის განხილვას.კითხვა შევწყვიტე და ღრმად ამოვისუნთქე.. -რატომ გაჩერდი? მისმა ხმამ შემაკრთო -დავამთავრე ,მეტი არაფერი გაქვთ დაგეგმილი...რაც შეიძლება მშვიდად ვეუბნები --ებრაელ პარტნიორებზე რა გაარკვიე? ქაღალდებს ჩაშტერებია და ისე მეუბნება -ზეგ ჩამოვლენ და ნახაზებს დაათვალიერებენ -მეილზე არ გადაუგზავნე? თავს წევს და მკაცრ მზერას მტყორცნის,რაზეც უარესად ვიძაბები -არა -რას ელოდებოდი? -ნახაზები არ მაქვს კომპიუტერში,ანას ვთხოვ გადმომიგზავნოს და გავუგზავნი. -აღარ არის საჭირო, პირადად ვეტყვი ანას თვითონ გადაუგზავნოს -მეც გადავაგზავნიდი -აქამდე უნდა მოგეფიქრებინა ! მკაცრად მეუბნება და მწვანე თვალებს მაგებებს -სხვა დროს გავითვალისწინებ. მის შენიშვნაზე ნერვები მეშლება -კი ,უნდა გაითვალისწინო .კარები იღება ,ოთახში მაღალი ,თანამედროვედ ჩაცმული კაცი შემოდის ,ესე 24-25 წლის , სახეზე ღიმილი დასთამაშებს ,მწვანე თვალები კი ეშმაკურად უნათებს..შემოსვლისთანავე კარგად მათვალიერებს ,შემდეგ მოდის მოსალმების მიზნით ხელზე მკოცნის,თან თვალებში მიყურებს , საპასუხოდ მკრთალად ვუღიმი,შემდეგ თავს დემეტრესკენ ატრილებს(ილიას ფოტო ქვევითაა) -ეს ლამაზმანი ვინ არის დემუშ? ეკითხება და თან თვალს მიკრავს ..დემეტრე ჯერ მე მიყურებს შემდეგ მას -ჩემი მდივანია.. -ასეთი მდივანი მეც მინდა ...ისევ იცინის და კიდევ ერთხელ მათვალიერებს -რამ შეგაწუხა ილია?!!მისი მკაცრი გამომეტყველება მაშინებს -ტელეფონზე რომ გირეკავ რატომ არ პასუხობ? დემეტრე ჩემსკენ აპარებს თვალს,მეც შერცხვენილი ვხრი ძირს და ვწითლდები -ერთმა ქაჯმა გადამიგდო...ამბობს ბოლოს .. რაო? ქაჯიო? სიამოვმნებით მივუნაყავდი იმ ცხვირს და მერე ვნახოთ ვინ იქნება ქაჯი ,თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო მკაცრი მზერა მსტყორცნა -თუ ლამაზი ქაჯი იყო ეპატიება -იყო რა. ,,იყო რაო?" ჰაჰ ესეც არ მყავდეს რა ალენ დელონი,საზიზღარი ტირანია..ავდექი და გასვლა დავაპირე,ასეთი ხისთავიანი უფროსი რაღა მე შემხვდა.. -ერთი წუთით,გაცნობა ვერ მოვახერხე ..მაჩერებს ილიას ხმა -მე ილია ვარ ..მეუბნება და თან მიახლოვდება -ბარბარე დევდარიანი .. -ძალიან სასიამოვნოა ბარბარე ,მე აი ამ უჟმური კაცის მეწილე ვარ ...თავით დემეტრესკენ მანიშნებს რომელიც ცივი თვალებით გვიყურებს ,ილიას ნათქვამზე ვიცინი -ბარბარე თავისუფალი ხარ..შენ კი ილია დროზე თქვი რა საქმე გაქვს და დამტოვე !! მკაცრად გვეუბნება ,მეც მაშინვე ვტოვებ კაბინეტს ,ჩემს ოთახში შევდივარ და საქმეს ვუდგები, ჩვენი საერთო მინიდან კარგად ჩანს როგორ ლაპარაკობს ის ორი, ილია ღიმილით ლაპარაკობს ,ბატონი დემეტრე კი წარბშეკრული უყურებს, შემდეგ მაგიდაზე ხელებს ურტყამს ,ფეხზე დგება და ოთახს ტოვებს ,ილოს ისევ ეღიმება ოღონდ ამჯერად სიმწრით ,შემდეგ დეგბა და ისიც ტოვებს ოთახს ..წუთი არ არის გასული ,ჩემი კაბინეტის კარები იღება და დემეტრე შემოდის -მივდივართ!! გაკვირვებული ვუყურებ -რა,სად? -კითხვების დრო არ არის , ადექი წავედით!! -თქვენ რა ქაჯებთან ერთად ქუჩაში დადიხართ? ირონიით ვეკითხები,ისიც წამში მაგებებს მზერას ,წარბები მაინც კოპებად აქვს შეკრული ,ნელა მიახლოვდება ,ჩემს წინ დგება და უტეხად მიყურებს -კი ,თუ ეს ქაჯი ჩემი ასისტენტია....შემდეგ ტრიალდება -არ მალოდინო,ორ წუთში მანქანასთან იყავი !! მიმეორებს და ოთახს ტოვებს ...ათი წუთით ვალოდინე ,შემდეგ ჩანთას და ქურთუკს ხელი დავავლე და ოთახი დავტოვე.. მანქანაში იჯდა , მელოდებოდა , მის გვერდით დაჯდომა დავაპირე, მაგრამ ,,ასისტენტები წინ ჯდებიან " მომახალა და მეც აწითლებული გადავედი წინა მხარეს. -არაპუნქტუალური ყოფილხარ..ისე მეუბნება არც შემოუხედავს -საქმე დავასრულე და ჩამოვედი,შუა გზაში ხომ არ მივატოვებდი. -შეგეძლო ხვალ გაგეგრძელებინა ,მითუმეტეს იცოდი გელოდებოდი.. -შეგეძლოთ წასულიყავით ...ნიშნისმოგებით ვუყურებ ,ისიც მიყურებს შემდეგ წინ იხედება და ოდნავ იღიმის , მძღოლს მითითებას აძლევს და თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ ისე მივქრივართ,ცოტახანში უზარმაზარი ბინის წინ ვჩერდებით.. -აქ რა გვინდა? -ჩემი სახლია,აქ მოგვიწევს დღეს მუშაობა.. უზარმაზარ ეზოში შევდივართ,რომელსაც ულამაზესი ბაღი ამშვენებს , ეზოს შუა უზარმაზარი სახლი დგას , დიდი ფანჯრებითა და ტერასით. შიგნით სახლი სულ ღია ფერის გრანიტით იყო დაფარული,იატაკი მეტლახის, მხოლოდ კიბეები იყო ხის, ავეჯი სადა მაგრამ აშკარად ძვირადღირებული .. -შეგიძლია რამე მოამზადო? მეკითხება მას შემდეგ რაც გასაღებს იქვე აგდებს და ქურთუკს მართმევს.. -მოახლე ,არ გყავთ ბატონო დემეტრე? -უცხო ქალებს სახლში ვერ ავიტან ,ამიტომ არა. -აბა ვინ გიმზადებთ და გილაგებთ? -ზედმეტ კითხვებს ნუ სვავ..მე შხაპს გადავივლებ და ჩამოვალ. სწრაფად მეუბნება ,შემდეგ ოთახში ადის. სამზარეულო ჩემი სახლის ხელაა , ბოლო დონეზე გაკეთებული და მოვლილი, ყველაფერს ბზინვარება გადის , მაცივრიდან ვიღებ საჭირო პროდუქტებს ,ომლეტს და სალათს ვაკეთებ, სუფრას ერთ კაცზე ვშლი.შემდეგ იქაურობას ვასუფთავებ და ველოდები დემეტრეს გამოჩენას .. -ყველაფერი გაგიმზადებია...უკან ვტრიალდები , ხაკისფერ პერანგში გამოწყობილი ჩამოდის,რომელიც დაკუნთულ სხეულზე კარგად აზის ,ვცდილობ არ შევხედო,სწრაფად ვუდებ საბუთებს ,რაღაცეებს განვიხილავთ,შემდეგ კი მანთავისუფლებს , გარეთ გავდივარ. მანქანაში ველოდები როდის დაამთავრებს ჭამას , შემდეგ გამოდის და გვერდით მიჯდება.. -წავალ ავალაგებ ... გადასვლა დავაპირე -საჭიროა არაა ,მიხედავენ. -თქვენ ხო მოახლე არ გყავთ ,ვინ მიხედავს? -მგონი გითხარი ზედმეტ კითხვებს ნუ სვავთქო..მკაცრად გადმომხედა,მეც წინ გავატრიალე თავი,ჰმ უჟმური-ხანდახან შეიძლება ასე სახლში მუშაობაც მოგვიწიოს ხოლმე ,ზოგჯერ გვიანობამდეც. მისი მკაცრი ტონი ნერვებს მიშლის. -გასაგებია..უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე.. მანქანას ქოქავს და ოფისში მტოვებს ,თვითონ სადღაც ქრება.. იმდენად დაღლილი ვარ აღარ ვიცვლი და პირდაპირ ლოგინზე ვიფლაშები, ცოტახანში მარიამი მირეკავს : -აბა როგორი იყო სამსახურში პირველი დღე? -ნორმალური.. -მითხარი როგორია.. -ვინ? -დემეტრე ჯაყელი ...მართლა ისეთია როგორიც ეკრანზე? -რავი ,ალბათ კი. -მოგეწონა? -რა კითხვაა მარიამ,იმის შემდეგ რაც ადრე მოხდა არავის შევხედავ! -კარგი დამშვიდდი,ისე ვიკითხე უბრალოდ -ძალიან უხეშია.. -ხო ,ბევრი ამბობს ,რთული ხასიათი აქვსო... -რთული? რთული კიარა ნამდვილი რკინაა,მუდო,ნეტა განახა იმ ცივ მწვანე თვალებს რომ შემოგანათებს ხოლმე,ლამისაა ადგილზე მომკლას,ტირანია ნამდვილი.. -არმითხრა მეშინიაო -ეგღა მაკლია,კაი ხო ცოტა.ძაან დაღლილი ვარ ,მერე დაგირეკავ.. კოცნას ვუგზავნი და ტელეფონს ვთიშავ.. ორი კვირა ისე გავიდა ვერც მოვასწარი თვალის დახამხამება , უკვე მესამე კვირა დაიწყო რაც აქ ვმუშაობ, ჯერჯერობით ვუძლებ ,ვუძლებ რა ბატონი ილია მაძლებინებს ტირანის ახირებებს გავუძლო. ხან ეს უნდა ,ხან ის , ხან ეს არ მოსწონს ,ხან ის ..ვეღარ გავიგე რა უნდა გავაკეთო მისი შექება რომ დავიმსახურო, ეს კაცი ნამდვილად უჟმურობის პიკია.. სათათბირო დარბაზში ვზივარ არქიტექტორებთან ერთად და ,, დიდი" დემეტრეს შემობრძანებას ველოდებით,როგორციქნა დაგვდო პატივი, შემოვიდა ამაყი მკაცრი გამომეტყველებით, წამში მოავლო თვალი ოთახში მჯდომ საზოგადოებას და გვერდით მომიჯდა ..ერთ-ერთმა არქიტექტორმა რომელსაც დავითი ერქვა თავისი პროექტი წარდგინა ,მაგრამ ჯაყელების უფლისწილმა დაიწუნა , ჯერი მეორე არქიტექტორზე მიდგა ,მანაც წარადგინა დიდი მონდომაბით პროექტი ,მაგრამ ესეც დაუწუნეს..დემეტრე ნამდვილად გაცხარებული ჩანდა,კარგად დატუქსა არქიტექტორები ,ლამის გააწითლა,ისინი პატარა ბავშვებივით თავჩაღუნულები იჯდნენ და ხმას არ იღებდნენ .. მათი სახეების დანახვაზე ჩემდაუნებურად ჩამეცინე , წამში ვიგრძენი როგორ გამომხედა დემეტრემ -შენ რას ფიქრობ ბარბარე? მკითხა მოგუდული ხმით -ბატონო? გაკვირვებული მივაჩერდი -შენ ხომ არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლობ, ხოდა გვითხარი რას ფიქრობ ..მეუბნება და ალმაცერად მიყურებს , ალბათ ჩემი გაცინების გამო უნდა რომ შემარცხვინოს,კიდევ ერთხელ დავაკვირდი ნახაზებს და უფროსს შევანათე თვალები -ჩემი აზრით ორივე პროექტი კარგია,უბრალოდ ცოტა დახვეწა აკლია -მაგალითად? -ყველა კორპუსი ერთმანეთს ჰგავს , ყველა ბინა ძალიან პატარა და არაკომფორტულია, აი მაგალითად ამ სამზარეულოს და საძინებელს ადგილები რომ გავუცვალოთ უკეთესი გამოვა , საძინებელი უფრო ნათელი იქნება ,სამზარეულო კი ფართო, ამასთან სააბაზანო შემოსასვლელთან ჯობია ახლოს იყოს ვიდრე საძინებელთან ...თან ნახაზზე ვაჩვენე ყველაფერი.ცოტახანს ჩუმად მიყურებდა სკამზე გადაწოლილი , რომ დავამთავრე წამოიწია , არქიტექტორებს გადახედა და სიმწრით გაიღიმა: -ხედავთ,ჯერ მეორე თუ მესამე კურსზეა ,არც გამოცდილება აქვს და თქვენზე უკეთ გაართვა ამ საქმეს თავი... სიამაყისაგან გავიჯგიმე ,ეს პირველი შემთხვევა იყო როცა დემეტრე ჯაყელმა შემაქო, მადლკერი თვალებით ვუყურებდი, მანაც მომაგება თავისი მწვანე თვალები , წარბები შეხარა ,შემდეგ მზერა ისევ ქაღალდებზე გადაიტანა -ამ პროექტს დღეიდან ბარბარე დევდარიანი გაუძღვება... ოთახში ექოსავით გაისმა მისი მკაცრი ხმა , ღიმილიანი სახე წამში შემეცვალა ... -რაა? ყურებს არ ვუჯერებდი -რავერ გაიგეთ ბარბარე , დღეიდან ამ პროექტს თქვენ უხელმძღვანელებთ .. -კი,მაგრამ მე ხომ მდივანი ვარ..აღშფოთება ვერ დავმალე -ხო და იქნები კიდეც ,მაგრამ პარალელურად ამ საქმესაც გაუძღვები.. -არა-ისეთი სახით შემომხედა კინაღამ მომკლა-უფრო სწორად ვერა ,ვერ მოვასწრებ ....ვცდილობ რბილი ტონი შევინარჩუნო,წამში ვიგრძენი ყველას დაძაბული მზერა -ვერ გავიგე! წარბაწევით შემომხედა -ამ პროექტს ვერ გავუძღვები ...ცოტახანს გაკვირვებულმა მიყურა შემდეგ ფეხზე წამოდგა და მაგიდას დაეყრდნო -ეს მოთხოვნაა ბარბარე და არა თხოვნა,გადაწყვეტილება არ შეიცვლება!! მისი სიტყვები ექოსავით ჩამესმა ყურში,ქაღალდებს დაავლო ხელი და ოთახი დატოვა , ცოტახანს გაშტერებული ვიყავი, საშინლად გავბრაზდი ,პასტა იქვე დავაგდე და გამწარებული გავვარდი მისი კაბინეტისაკენ,კარი სწრაფად შევაღე , გაშტერებული მიყურებდა .. -ასე რატომ იქცევით ,მეხომ ვთქვი რომ ვერ მოვახერხებდი!! -ტონს დაუწიე!! -არ დავუწევ!! თავი ვინ გგონიათ?შეიძლება დამიანებს ასე ზევიდან უყუროთ? რადგან ამ კომპანიის ბოსის შვილი ხარ ყველაფრის უფლება გაქვთ გგონიათ? -ბარბარე ზედმეტი მოგდის,ცეცხლს ეთამაშები!!! საჩვენებელ თითს მიქნევს -თორემ რას იზამთ გამაგდებთ? მივხვდი ზედმეტი რომ მომდიოდა მაგრამ ყელში ამომივიდა მისი მკაცრი ტონი და ახირებები -ჩვენ არ გვჭირდება ტლიკინა და უსაქმური თანამშრომლები!! -მე ვარ უსაქმური?..მე?.. დადიხართ მთელი დღე წარბაწევით და ზევიდან უყურებთ სულ ყველას ,საშინელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ,თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნიათ?ერთი თვეა თავდაუზოგავად ვშრომობ,მეტი რაღა გინდათ? ცოტახანს მიყურებდა,შემდეგ თავი გააქნია და ამოიოხრა-მართალი ხარ,მართლა კარგად შრომობდი, მაგრამ შენი პროფესიითაც ხომუნდა დაკავდე ,სულ მდივანი ხომარ იქნები,ეს სწორედ ამიტომ ვთქვი.. -როგორმე მოვახერხებ მდივნობიდან არქიტექტორის პროფესიაზე გადასვლას -ჯიუტი ხარ,-ჩაეცინა კაცს -მაგრამ მაინც ვერ ხვდები ეს რატომ გითხარი? მინდა რომ შენს პროფესიაში უკეთესად გაერკვე და უნივერსიტეტს რომ დაამთავრებ ,გამოცდილებაც გექნება... -ჰმ..სიმწრით გამეცინა -ეხლა არ მითხრათ რომ ჩემზე ზრუნავთ ბატონო დემეტრე... -შენზე არა ჩვენს კომპანიაზე ,ბარბარე..თუ თავს გამოიჩენ ამ პროექტში, არქიტექტორად დაგნიშნავთ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. -მაგრამ მე ამდენ საქმეს ერთად ვერ გავუძღვები,თანაც მარტო..ჩავიბურდღუნე ჩემთვის -მდივნად ნახევარ განაკვეთზე დაგნიშნავ ,გაწყობს? -ხელფასი დამაკლდება? -არა.. -კარგი მაშინ თანახმა ვარ.. -ძალიან კარგი.-პროექტი ორ კვირაში მზად უნდა იყოს.. -რა,ორში?! -დიახ ორში ,რამე პრობლემაა? -არანარი.. სინამდვილეში იყო პრობლემა , არვიცოდი ამ დროში რას მოივასწრებდი,მაგრამ შემითავაზება იმდენად მაცდური იყო უარს ვერ ვიტყოდი.. -თავისუფალი ხარ....მითხრა ბოლოს..მეც უხმოდ ავდექი და წასვლა დავაპირე ,უკვე კარებთან ვიყავი მისი ბოხი ბარიტონი რომ დამეწია -ბარბარე.. -დიახ..მისკენ შევტრიალდი და თვალები შევანათე -სხვადროს სხვების წინაშე შეპასუხება არ გაბედო,აღარ გაპატიებ! თავს მორჩილად ვიქნევ და გავდივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.