შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო ჩემში (თავი 6)


15-05-2018, 10:44
ავტორი Vio Aziziani
ნანახია 2 220

დაძაბული სახით მოგვიახლოვდნენ,ავნერვიულდი..სანდრომ იცოდა ეჭვიანობის გამოხატვა,ვაჩეს არასოდეს შეეძლო,მაგის შემეშინდა ახლაც..ისე მომიახლოვდა ჩამავლო ხელი და გამიყვანა გარეთ..
-გამიშვი მეტკინა
-გუშინ ეტყობა ვერ აგიხსენი კარგად,რომ მასთან აღარ გაჩენილიყავი ხო? აუცილებელია,მართლა ავაორთქლო?
-ვაიმეეე რა გინდა შენ ვაჩე? რამდენს ბედავ? ვინ მოგცა იმის უფლება,რომ ჩემს ცხოვრებაში ჩაყო ცხვირი და ამდენს მიბედავდე,შენთვის რამე იმედი მომიცია?
-მელანო ძალიან გაღიზიანებულივარ და უფრო ნუ შეეცდები ნერვები მომიშალო,არ მინდა გაწყენინო და იმას ნუ გამაკეთებინებ,რაც ძალიან არ მინდა ჯერ..წამავლო ხელი
-გამიშვი,რას აკეთებ?
-სახლში მიდიხარ,ცივი წყლით იბანავე,რომ გაიაზრო ცოტა როგორ მელაპარაკები
-ეგ შენ უნდა გაიაზრო ვაჩე..ამ დროს რეზი გამოვიდა..
-მელანო რამე პრობლემაა? მკითხა რეზიმ
-არა რეზიი არანაირი..
ვაჩემ სარკაზმულად ჩაიცინა და მუშტი გაუქნია რეზის,მელანოს გვერდით თუ დაგინახავ,განანებინებ შენს დაბადებას,ახლა აორთქლდი შე ა*ვარო,ჩასჩურჩულა ყურში..რეზის ისეთი დარტყმა ჰქონდა,ცხვირიდან სისხლი სდიოდა..
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ?
-ეს ჯერ არაფერია,წავედით მალე
ჩამკიდა ხელი და წამიყვანა..
-არაფერი? ეს არანორმალურობაა ვაჩე,რა გინდა? რას ცდილობ? უარესს აკეთებ ასეთი ქცევებით,გგონია შენნაირ მხეცთან ვიქნები?
-სიტყვები გაიაზრე და ისე მელაპარაკე გოგო!!აგრესიული,წარბებაწეული შემომხედა
-შემეშვი ვაჩე
-ჩემი ხარ.მარტო ჩემი გასაგებია? არავის მივცემ უფლებას მოგეკაროს,გოგო ხარ და ვერ მიხვდები შენ მაგას,მიამიტი ხარ ყველასი გჯერა და გგონია მეგობრულად შემოგხედავს ყველა..საჭიროა ასე,რომ ვიქცევი და შენც ანალოგიურად მოიქეცი
-ყველასი არ მჯერა,როგორ გეტყობა,რომ არ მიცნობ ვაჩიკო,ირონიულად გავუღიმე
-შენნ გგონია,რომ არ გიცნობ..რა ვაჩიკო,ჩაეცინა
-ხო ვაჩიკო ხარ..მეც გამეცინა
-მოგაძრობ ენას მელანო,აღარ დამიძახო მასე,ისევ იცინის
ჩემს სახლთან გავჩნდით..
-ადი სახლში და დაიძინე,ძილინებისა,მაკოცა შუბლზე..ვიდექი არ ვინძრეოდი ადგილიდან,საშინლად არ მინდოდა სახლში წასვლა..
-ევა უნდა ვნახო ვაჩე,ვერ ავალ სახლში..ტელეფონი ამოვიღე და ევასთან დავრეკე,არ მპასუხობდა..
-წამოდი ჩემთან მელანო,ევა სანდრისკასთან ერთად იქნება,აცადე,ჩაიცინა
-არა სახლში წავალ მაშინ..
-არ გინდა ჩემთან ყოფნა?
-ვაჩე ნუ სულელობ
კედელს მიმაყუდა და სწვდა ჩემს ტუჩებს..
-მაგიჟებ მელანო!
-არ გაგიჟდე,გამეცინა
-უკვე ვგიჟდები
-ნუ ცანცარებ
ჩამეხუტა,ძლიერ მომხვია ხელები,ისე,რომ ვეღარ ვსუნთქავდი..ერთი ჩვეულებრივი ჩახუტება შესაძლოა ყველანაირი უსიამოვნების წამალი გახდეს. მას შეუძლია გვიხსნას, მოგვარჩინოს და გვაჩუქოს იმედი.
- სიყვარული ერთადერთია, რასაც მართლა აზრი აქვს..ჩამჩურჩულა ვაჩემ
ჩამეღიმა,არაფერი არ მითქვამს მისთვის..



*

-ახალ კურსელს რა მალე დაუახლოვდით,ამოიღო ხმა სანდრომ
-კი ძალიან კონტაქტურები ვართ და გვიყვარს ახალ-ახალი ურთიერთობების დაწყება,ახალი მეგობრების შეძენა..ირონიულად უპასუხა ევამ
-კი ნამდვილად შეგატყეთ
-რამე პრობლემაა სანდრო?
-არაა ევა რა პრობლემა უნდა იყოს,ირონიულად ჩაიცინა
-აუ სად დაიკარგნენ ესენიც რა,ჩაიბუზღუნა ევამ და ტელეფონი ამოიღო,ვაიმე მელანოს ჰქონდა დარეკილი,ვერ გავიგე
-არ დაურეკო,ნუ შეუშლი ხელს,ვაჩესთან ერთად იქნება
-ხო მართალიხარ
-წამოდი სახლამდე მიგაცილებ,უთხრა სანდრომ და გზას გაუყვნენ..

.
.




-ხო არ ჩაგეძინა? გაეცინა ვაჩეს
-თითქმის,ამოვილუღლუღე
-ადი სახლში გვიანია უკვე
-ასე ძაან გინდა,რომ წავიდე ვაჩე?
-ნუ ხარ სულელი,დედაშენმა არ ინერვიულოს
მისი თქმა და ლიზას დარეკვა ერთი იყო,შევხტი,არ ველოდებოდი მის ზარს
-მელანო სად ხარ? გამკაცრებული ტონით მკითხა
-მოვდივარ უკვე
-და საიდან მოდიხარ,საათი არ გაქვს მელანო?
შემრცხვა ვაჩესი,იმხელაზე მიყვიროდა ლიზა, გავწითლდი
-დედა მოვდივარ მეთქი
გამითიშა..ასეთი მკაცრი ლიზა არასდროს არ მინახავს,ავნერვიულდი,რაც ვაჩეს არ გამოპარვია
-არაუშავს,მიდი ადი სახლში,მაკოცა და მომეხვია
-კაი წავედი ვაჩე..
უცბად ავირბინე კიბეები და სახლში შევედი..
-რამდენიც თვალები დავხუჭე,იმდენჯერ განაგლდი მელანო
-რა მოხდა დედა მერე?
-რას ქვია რა მოხდა? საათს დახედე,ვაჩესთან იყავი ხო?
-კაფეში
-რა მნიშვნელობააქვს? ვაჩესთან ერთად ხო იყავი
-ლიზა ნუ მიყვირიხარ,2წლის ბავშვი აღარ ვარ
-ლიზა გავხდი? რაც ამ ბიჭთან დაიწყე სიარული,ვეღარ გცნობ მელანო,ვეღარ..ისე ნუ იზავ რაჭაში გაგაგზავნო,ბებიაშენთან,არ გაწყენდა მარტო დარჩენა
-მემუქრები დედა? ახლავე წავალ,არ გამიჭირდება,მძიმე ტვირთად გაზივარ რაც მამა გარდაიცვალა..ამის თქმა და ლიზას შემორტყმა ერთი იყო..თვალები ცრემლებით ამევსო,ავირბინე საძინებელში,ბარგი ჩავალაგე და სახლიდან წამოვედი..ტაქსი გამოვიძახე..
-სად მივდივართ?
-არვიცი განაგრძე გზა და გეტყვი
ისეთი არეული ვიყავი,ლიზა პირველად დავინახე ასეთი,ძალიან მეტკინა გული..არასდროს მაგრძნობინებდა ლიზა უმამობას,პირველად ვიგრძენი ახლა და ავქვითინდი..

.
.




ევას დავურეკე
-რამ გაგახსენა ამ დროს ჩემი თავი?
-ევა სახლიდან წამოვედი,ლიზას ვეჩხუბე
-რააააააააააააა?ისე დაიღრიალა,ყურის ბარაბანი გამიღიზიანდა
-რა მოხდა ევა,გავიგე ვაჩეს და სანდროს ხმა
-ევა მარტო არხარ? გთხოვ ვაჩესთან არ შეიმჩნიო
-სად ხარ მოვალ ახლავე
-დღეს შენთან დავრჩები ევა და ხვალე რაჭაში წავალ რამდენიმე დღით ბებიასთან..
-კაი მოვდივარ მეც,კაფეში ვიყავი..

*
-ევა რა მოხდა? დაიწყო კითხვა ვაჩემ
-არა არაფერი ისეთი
-ევა ამოღერღე რა დაემართა მელანოს,ვერ გამომაპარებ შენს რეაქციას
-ლიზასთან უჩხუბია და სახლიდან წამოსულა,დღეს ჩემთან დარჩება და ხვალე რაჭაში მიდის რამდენიმე დღით ბებიასთან..
-ფუ ბლ**ად!!წავედით მანქანით გაგიყვან და მელანოსაც ვნახავ..თქვა ვაჩემ


*
როგორც კი მანქანამ გამიჩერა,შევნიშნე ეგრევე ვაჩე..
-რა მოხდა მელანო? მომიახლოვდა შუბლზე მაკოცა და მომეხვია
-არაფერი ვაჩე..ხო გთხოვე ევა არა?
-ისე შევიმჩნიე ამათ რას გამოაპარაბდი მელანო?
-რაიყო უნდა დაგემალა ჩემთვის?
-არა ვაჩე უბრალოდ,ტირილი დავიწყე,თავი ვერ შევიკავე
-გთხოვ ნუ ტირი,ყველაფერი კარგად იქნება,ცრემლები არ დამანახო გთხოვ..მომწმინდა ცრემლები და სახლში ავედით
სანდრო და ევა სამზარეულოში გავიდნენ ყავის გასაკეთებლად..მე და ვაჩე დივანზე ვისხედით,მეხუტებოდა, თმებზე მეფერებოდა..
-მელანო არ მომიყვები რა მოხდა?
-გაბრაზდა,რომ ამ ბოლო დროს ვაგვიანებ სახლში,მეტი არაფერი
-და ვერ დამაჯერებ,რომ მარტო ამის გამო დატოვე სახლი,ეს რაარის? გაოცებული შემხედა
-არაფერი ვაჩე,ნუ მაქცევ ყურადღებას
-რაიყო ჩაგარტყა? შეამჩნია,ლოყაზე გაწითლებული თითის ადგილი
-არაფერია ვაჩე გითხარი უკვე,გთხოვ ნუღარ მეკითხები ნურაფერს
-მე დაველაპარაკები დედაშენს,არავის ვაპატიებ შენთან ასეთ მოქცევას,ადგა და კარისკენ გაიწია
-გთხოვ ვაჩე არ წახვიდე,შევაჩერე და მოვხვიე ხელები
-კაი დამშვიდდი მელანო,ნუღარ ნერვიულობ..მაკოცა შუბლზე და ღრმად ჩამიკრა გულში..

.
.




-ევა..
-ხო სანდრი
-რაღაც აზრი მაქვს
-გისმენ აბა
-ჩვენც გავყვეთ მელანოს რაჭაში,ყველას მოგვიხდება დასვენება ცოტა,ვაჩესაც ვეტყვი
-ეე კაი აზრია,ხოიციი შენ..სიხარულისგან ლოყაზე ვაკოცე სანდროს,გაოგნებული შემომხედა
აღარ შევიმჩნიე,გვიან გავიაზრე ჩემი საქციელი და გავწითლდი..
-წამო გავიდეთ მათთან..როცა გავედით ვაჩესთან და მელანოსთან,ისე ტკბილად ეძინათ ჩახუტებულებს აღარ გავაღვიძე..
-კაი ევა წავალ მე და ხვალე შევხმიანდეთ
-დარჩი..შევძახე სანდროს და ჩავეხუტე
-მაქვს ადგილი და დაგაძინებ სადმე ნუ ნერვიულობ,გამეცინა..სანდროსთან ჩაეცინა
-აი დაიძინე აქ დივანზე
-მეღადავები?
-რატო სანდრო?
-დივანზე წელი მომტყდება და ვერსად ვეღარ წამოვალ ხვალე,შენთან დამაძინე,დიდი საწოლი გაქვს და რა გინდა მეტი,კი არ შეგჭამ,გაიცინა
საწოლი ბალიშებით გავყავი ორად..ჩემს საქციელზე სანდროსაც გაეცინა
-რას აკეთებ ევა?
-აი მაინც ჩემს მხარეს,რომ არ მოხვდე,თავი დავიზღვიოთ,ჩამეცინა..ძილინებისა სანდრი
-ტკბილი ძილი ევა..

*

დილით ვაჩეს კოცნამ გამაღვიძა..
-დილამშვიდობისა
-დილამშვიდობისა ვაჩე..ნაზად გავუღიმე
-უკეთ ხარ?
-კი,შენ?
-შენით იწყება დღე და კარგად,როგორ არ ვიქნები? გამიღიმა და მაკოცა


*
თვალები,როგორც კი გავახილე,სანდროს ჩახუტებული ვყავდი,ისე წამოვხტი მასაც გაეღვიძა..
-რაიყო ევა,რა შეშინებული ხარ?
-არა არაფერი სანდრო,გამეცინა

*
სანდრო და ევა ჩვენთან გამოვიდნენ..
-ბავშვებო უნდა წავიდე,გავხედე ნაწყენი მათ
-მარტო არსად არ გაგიშვებთ,მითხრა ევამ და ვაჩეს გახედა.
-კი კი ნამდვილად,დაეთანხმა სანდრო..
-ვერ ვხვდები,იქნებ ამიხსნათ ნორმალურად?
-ჩვენც მოვდივართ რაჭაში შენთან ერთად..
გახარებული გავხედე მათ,მანქანისკენ მივეშურეთ და დავიწყეთ ჩაბარგება..რათქმაუნდა ვაჩეს გვერდით დავიკავე ადგილი წინ,ხელი ხელზე მივადე და გზა გავაგრძელეთ..


-------------------------
ბავშვებო დიდი მადლობა,რომ კითხულობთ!! ბოდიში დაგვიანებისთვის,ფოტოზე სანდროს და ევას ფოტოა :დდ <3 კომენტარებს ველოდები!! stuck_out_tongue_winking_eye



№1 სტუმარი სტუმარი ანი

კარგი თავია შემდეგი მალე დადე

 


№2  offline წევრი Vio Aziziani

სტუმარი ანი
კარგი თავია შემდეგი მალე დადე

ახლაც შემიძლია დავდო,მაგრამ არ იდება,24საათში ერთხელაა შესაძლებელი დადება,მასე მიწერს :/

 


№3  offline წევრი Vio Aziziani

დიდი მადლობა ბავშვებოო!!!! innocent

 


№4  offline წევრი Vio Aziziani

ლათინო
კარგი თავი იყო,დღეს წავიკითხე პირველად.
დასაწყისში არც თუ ისე კარგი იყო,მაგრამ დროთა განმავლობაში როგორც ჩანს რჩევები გაითვალისწინე და საბოლოო ჯამში კარგი გამოდის.
კარგია რომ დასაწყისშივე არ შევწყვიტე კითხვა...(კიდევ კარგი :დდ)
მსუბუქი და სასიამოვნო წასაკითხია.
ვაჩეს ასე ერთიანად შეცვლას არ ველოდებოდი მაგრამ ჰა შეცვალა ჩვენმა მელანომ
:დდდ

აჰჰაჰაჰაჰ ხოო :დდ პირველად დავიწყე წერა და სხვა ისტორიას,რომ დავიწყებ სულ სხვა გზით წავალ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent