შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმები (დასასრული)


15-05-2018, 20:11
ავტორი ბიბი
ნანახია 2 662

როცა გგონია შენს ცაზე ღრუბელს ვერაფერი გაფანტავს, ჭექაქუხილს ვერ შეაჩერებ, მუდმივი წვიმა და ელვა არასდროს დასრულდება. სწორედ მაშინ იწყებს ღრუბელი გაფანტვას მზე პირს გახსნის და პირველ სხივს დაანარცხებს დედამიწაზე, ნელ-ნელა გაალღობს გაყინულ მიწას და გამოაშრობს, და სადღაც მიწის სიღრმიდან გათბება ჰაერი.
მუხლებზე დაჩოქილი ლევანი ეხვეოდა თამთას და მუცელზე კოცნიდა. თამთა აბურძგნულ თმებს ხელით უსწორებდა და მოურიდებლად აფრქვევდა ცრემლებს თავზე.
-გამარჯობა პატარავ მე მამაშენი ვარ-ჩასისხლიანებულუი სხველი თვალებით ამოხედა თამთას-შენ მე თავიდან დაბადების უნარი შემძინე-ფეხზე წამოდგა-თითქოს ვიხრჩობოდი და შენ გადამარჩინე, შენ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხარ ჩემს ცაზე-თამთას სახე ხელებში მოიქცია, თამთა ხმას ვერ იღებდა , მასაც აღაფრთოვანებდა შვილის ყოლის ფაქტი თუმცა ლევანის რეაქცია მისთვის ამოუხსნელ ფენომენად რჩებოდა.
ყველაზე სევდიან ოჯახშიც კი სიცოცხლის მოლოდინი ცხოვრებიდ აზრს უბრუნებს. ყველაზე შეუხედავ ქალსაც კი ამშვენებს წამოზრდილი მუცელი. პირველად გაგონილი შვილის გულისცემა სამყაროს თავდაყირა აყენებს, სწორედ მაშინ ხვდები რომ მშობელი ხარ, შენ სიცოცხლეს ბადებ, შემოქმედი ხარ ყველაზე მნიშვნელოვანის, გემატება პასუხისმგებლობის გრძნობა, ახლა უკვე მხოლოდ შენზე კიარა იმ ადამიანზეც ზრუნავ რომელიც შენ შექმენი, რომელიც სამყაროს შენგან შეიცნობს.
-გესმის რა ძლიერად უცემს გული?-თვალებში შესციცინებდა ლევანი თამთას და ხელს ისე ძლიერად უჭერდა ლამისტკივილიც კი იგრძნო თამთამ.
ლევანისთვის ეს არ იყო პირველი შვილი მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყოველი სიცოცხლე რომელიც შენით იქმნება განსაკუთრებულია. კედლებს აწყდებოდა სიხარულით, მოზღვავებული ენერგია აღარ იცოდა როგორ უნდა გამოეყო. სანამ ტასოს ეტყოდა ლიზასთან წავიდა, მის საფლავზე ქორწილის წინა დღის შემდეგ აღარ ყოფილა, მაშინაც უბრალოდ დაემშვიდობა.
-გამარჯობა ლიზა-საფლავის ქვასთან ჩამოჯდა-იცი? დღეს ჩემი შვილის გულისცემა მოვისმინე, ტასოსი არა, და მივხვდი ჩემს ცოლს რა აქვს ისეთი რაც შენ არ გქონდა, ის ძალიან მომთმენია, ამასთან წრფელი გული აქვს, მეეჭვება მა სიტყვის მნიშვნელობა საერთოდ იცოდე. აქ მხოლოდ ერთი მიზნით ვარ მინდა რომ მადლობა გითხრა, მადლობა რომ ტასო მაჩუქე, მას უკვე დედაც ყავს, მადლობა უკანმოუხედავად რომ მიმატოვე. ასე რომ არ მოქცეულიყავი ყველაზე უბედური ადამიანი ვიქნებოდი დღეს, მაგრამ ახლა ჩემს ცაზე დიდი მზე კაშკაშებს და მთელს დედამიწას ათბობს. შენ მართალი იყავი, არ შეგეძლო ჩემი გაბედნიერება, მაშინ როცა ერთად ვცხოვრობდით მეგონა ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი, მეგონა ბედნიერების მწვერვალზე ვიყავი მაგრამ შევცდი, ის ილუზია იყო, დღეს კი რეალური ბედნიერება მეწვია . მოკლედ სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა-საფლავის ქვას ხელი გადაუსვა და წამოვიდა.
თამთას ნელ-ნელა ეზრდებოდა მუცელი ანასტასია უბედნიერესი იყო პატარა სათამაშო მეყოლებაო, ლევანი კი ამაზე ძალიან ბრაზობდა და ბავშვს უხსნიდა რომ ის სათამაშო კიარა, მისი დედამამიშვილი იყო და საუკეთესო და უნდა ყოფილიყო.
ძალიან ცივი ზამთარი დადგა, სიცივე ძვალ რბილში ატანდა. შუაღამეს ატკივდა თამთას მუცელი ლევანი პირველ წამოკვნესებაზევე ფეხზე წამოხტა, მიჩვეული იყო უკვე ფხიზელ ძილს. გამთენიისას მშობიარობა დაეწყო, ლევანი არ დაესწრო მშობიარობას სამაგიეროდ სამშობიაროს დერეფანი გაცვითა სიარულით,ანასტასია დიდი ქალივით დაყვებოდა მამას და უამრავ კითხვას უსმევდა, ლევანი კი თამთას გარდა ვერაფერზე ფიქრობდა, წარმოდგენაც უჭირდა როგორ ტკიოდა მას.
დაძაბული ოთხ საათიანი მშობიარობის შემდეგ ლევანს ახარეს ბიჭის მამა გახდიო, და ლევანმაც შვებისგან ამოისუნთქა, თამთას გადაწყვეტილებით ბავშვს თორნიკე დაარქვეს. პალატარში შესულ ლევანს დაღლილი თვალებით ამოხედა თამთამ ლაპარაკის თავი არ ქონდა და უბრალოდ გაუღიმა თორნიკეც იქვე პატარა ლოგინზე იწვა. პირველად მტირალა მამასთან მოუწია შეხვედრა.
-ჩვენი სიყვარულის თილისმა-ხრინწიანი ხმით თქვა ლევანმა და ღიმილი დააყოლა- ლევან აბულაძე

---
ესეც დასასრული, იმედია მოლოდინი არ გაგიცრუეთ ^^



№1 სტუმარი სტუმარი Chikochiko

უთბილესი ისტორია გამოვიდა. დამენანა რომ დასრულდა. ძალიან ცხოვრებისეული და საინტერესო მომენტებით იყო გაჯერებული. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ახალ ისტორიებსაც. წარმატებებიი

 


№2  offline წევრი Inga maglaferidze

ძალიან ლამაზი და თბილი ისტორიაა.ბევრისათვის იმედისმიმცემი.საინტერესო დასასიამოვნო წასაკითხი.ცხოვრებაზე რომ დაგაფიქრებს.ველი შენს შემდეგ ისტორიებს.დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.გისურვებ წარმატებებს.????????????????????

 


№3  offline წევრი ბიბი

სტუმარი Chikochiko
უთბილესი ისტორია გამოვიდა. დამენანა რომ დასრულდა. ძალიან ცხოვრებისეული და საინტერესო მომენტებით იყო გაჯერებული. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ახალ ისტორიებსაც. წარმატებებიი

Inga maglaferidze
ძალიან ლამაზი და თბილი ისტორიაა.ბევრისათვის იმედისმიმცემი.საინტერესო დასასიამოვნო წასაკითხი.ცხოვრებაზე რომ დაგაფიქრებს.ველი შენს შემდეგ ისტორიებს.დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.გისურვებ წარმატებებს.????????????????????

mirandaa31
ძალიან კარგი იყო თბილი ტკბილი სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორია. წარმატებებს გისურვებ)))

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონათ და კმაყოფილები ხართ. ^^ ვეცდები შემდეგიც არანაკლებ საინტერესო იყოს

 


№4 სტუმარი სტუმარი მაიკო

ძალიან მომეწონა დიდი მადლობა❣❣

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent