მომავალი ბედნიერება {8 თავი}
მასთან ერთად ჩახუტებული, იმდენი ხანი ვიყავი ვერც კი შევამჩნიე, როგორ გავიდა დრო. უეცრად მოვწყდი ალექსის მკლავებს, ლოყაზე ნაზად ვაკოცე და სახლისკენ წავედი. სახლში შვედი, კიბეებს ავუყევი და ოთახში შევიკეტე. ფანჯარასთან მივედი და ალექსი დავლანდე, უკვე მიდიოდა. საწოლთან ახლოს სავარძელში ჩავესვენე და ფიქრს შევუდექი. ნათიას და დათას სიკვდილის შემდეგ რამდენი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ ისიც მიკვირს რომ მშობლების მკვლელის შვილთან რაიმე უეთიერთობაც მაქვს. მაგრამ არა ალექსი ხო ივას ნამდვილი, შვილი არ არის, თანაც მისი ხელი არაფერში ურევია. " ანამარია ეცადე რომ შეიგნო, ალექსი არაფერ შუშია". თავს ვაგონებ ამ სიტყვებს და შემდეგ ჩემთვის მეცინება. ამ სიცილის მიზეზი ალექსია. მალევე ტელეფონს ხელი მოვკიდე, ჩვენი შეტყობინების ნახვა მინდოდა, როდესაც ახალი შეტყობინება დაემატა ჩატს. "ანამარია გძინავს?." მეკითხება ალექსი რაზეც მე არ დავაყოვნე და დროულად მივწერე. " ჯერ არა." შინაგანად კი რაღაც მაწუხებდა, ეს ალექსის მიმართ უნდობლობა იყო. ალბად მას გონია რომ ჯერაც არ ვენდობი. ამიტომ ვერ მოვისვენე და კიდევ გავუგზავნე შეტყობინება. " ალექს ბოდიშს გიხდი, დღეს ასე არ უნდა მელაპარაკა, ალბად ძალიან გაწყენინე." გავუგზავნე და მის პასუხს დაველოდე. "მაგისთვის დაისჯები პატარავ". მომწერა და ადგილზე გავქვავდი. მთლიანად გავწითლდი, კიდევ კარგი ახლა ალექსი არ მიყურებს. ამ შეტყობინების მერე აღარაფერი არ მიმიწერია. ტელეფონი გვერდზე გადავდე და დავიძინე. დილით ნენემ გამაღვიძა. -ანამარია 12 საათია, ადექი!! საჭმელი მიირთვი. მითხრა და კარები გაიხურა. მე კი თვალების სრესვა დავიწყე. ტანსაცმელი ავიღე, ჩავიცვი და ქვეთმით ჩავედი. ნელი, ნენე და ლიზი უკვე სუფრას იყვნენ მიმჯდარი. მეც მათთან მივედი და მადიანად შევუდექი ჭამას. -ბებო, იპოვეს ივა თუ ვიღაც ჯანდაბა?!. ამბობს ნელი, რაზეც მომენტალურად ყველას სახე გვებადრება. დაღუპულ მშობლებზე საუბარი ნამდვილად არ მინდოდა ახლა. -არა, ჯერ კიდევ ეძებენ. ეუბნება ლიზი და ჭამას განაგრძობს. მე კი დიდი ბურთი გამეჩხირა ყელში, ტირილი მომინდა, მაგრამ არა აქ. სუფრიდან ავდექი და გარეთ აივანზე გავედი. იქ ჩემთვის მარტო ვიყავი. აქ ყოფნა მიყვარდა, წინ ხომ ულამაზესი ბუნება იშლება. მალევე კი ცრემლებაც გაიკვლია გზა. უეცრად მობილურის ხმა გაისმა, რაზეც უცებ დავსწვდი ტელეფონს და ვუპასუხე. ალექსი იყო. მისი ხმის გაგონება ყველაზე მეტად მინდოდა ახლა. -პატარავ, რაშვები? -არაფერს, უბრალოდ გარეთ ვარ, ვისვენებ. -და ეგეთი ხმა რატომ გაქვს? ტირი? -არა ალექს, მემგონი გავცივდი. -კარგი ანამარია, თავს მიხედე. -კარგი! -ხო სულ დამავიწყდა რისთვის დავრეკე. -ჰო გისმენ! -როცა მოგწერ, გარეთ გამო, რაღაც თემაზე უნდა გესაუბრო. -კაი. გათიშა და უკნიდან ლიზი და ნენე მომეპარა. -აბა რაშვები, ესე შენთვის მარტო?. ამბობს ნენე და გვერდით მიჯდება. -ახლახანს ველაპარაკე ალექს. -ვა ალექსი, ეს უკვე სხვა თემაა.. ამატებს ლიზი. -მართლაც რომ! აბა ჯერ არ აპირებ თქმას რომ გიყვარს?. აჰყვა ნენეც. -რაა! საიდან მოიტანე! მსგავსი არაფერი!. ისე მოვიკატუნე თავი თითქოსდა საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა ალექსთან. მათგან თავის დაღწევა ერთ-ერთი საუკეთესო იდეა იყო. ამიტომ მეც აღარ დავაყოვნე და ისინი მარტო დავტოვე. ოთახში შევედი და წიგნის კითხვა დავიწყე. "წიგნი" ეს ისეთი რამაა, რაზეც ადამიანი უარს ვერ იტყვის ვერასდროს, მის წაკითხვაზე. სულ რაღაც ორისაათი ვკითხულობდი, იმდენად ჩამითრია წიგნმა, არც მიფიქრია რამდენი დრო იყო გასული. ტელეფონი ავიღე ხელში და მოსული შეტყობინება გავხსენი. -ანამარია შენს სახლთან ვარ გამოდი! ვანხე სულ რაღაც ორი წუთის უკან გამოგზავნილი შეტყობინება იყო. ფეხზე ჩავიცვი და გარეთ შეუმჩნევლად გავედი. ეზოდან გამოვედი და აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება, მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ალექს მივწერე. "ალექს სად ხარ?" . მივწერე და დაველოდე მის შეტყობინებას.. "ბაღში ვარ, აქ მოდი". "კარგი". მივწერე და ბაღისაკენ გავუყევი გზას, კიდევ კარგი გზა ვიცოდი, ეს ის ბაღია სადაც ჩვენ პიკნიკი მივაწყვეთ და კოცონი დავანთეთ. რათქმაუნდა აქ პირველად მაკოცა ალექსმა... ამ ფიქრებში გართულმა საცაა და მივედი. ახლოს ალექსი დავლანდე. მარტო იყო. -ალექს. დავიძახე და ჩემსკენ გამობრუნდა. მეც მეტი აღარ გავაჭიანურე და სირბილით მივვარდი და ჩავეხუტე. მისი ჩახუტება, ამ მომენტში ჰაერივით მჭირდებოდა. მისი სასიამოვნო სურნელი, ყველაფერი მონატრებული მქონდა. მანაც მომხვია ხელები, კისერში მაკოცა და თმებზე დამიწყო ფერება. -მომენატრე პატარავ. მეუბნება და ეს ბგერები ჩემს ყურში განმეორებას იწყებს. ჰმჰ უკვე მისი ხმაც მომნატრებია. -მეც მომენატრე ალექს. ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი. უეცრად კი თავს მაღლა მაწევინებს და თვალებში მაშტერდება. მისი ცხელი სუნთქვა კი სახეში მეფრქვევა, რაც მთლიანად მირევს გონებას. -ანამარია, შენთან სალაპარკო მაქვს! -ჰო გისმენ. ვეუბენი და ძალებს ვიკრებ. ვხვდები ან ძაან ცუდ რაიმეს მეტყვის ან კარგს, ამიტომ წინასწარ ვემზადები. -ანამარია ჩვენი ურთიერთობა.. შევაწყვეტინე რადგან მასთან ჩახუტება მომინდა. მაგრად მოვეხვიე და დახარბებული დავეძგერე მის სურნელს. " მიხვდი ანამარია მიხვდი, მას ალბად უყვარხარ.. მე კი არც დავაცადე თქმა" ვფიქრობ ჩემთვის და მკლავებიდან ვეხსნები. -ანამარია! ჩვენს შორის არაფერი გამოვა! ჯობია ჩვენ-ჩვენს გზაზე წავიდეთ!. უეცრად ადგილზე მივეყინე. ღიმილი სევდამ ჩაანაცვლა. გული საშინლად მეტკინა. მთელმა გრძნობებმა ერთად მოიყარა თავი, რაც ცრემლების სახით წამოვიდა. ალექსი კი წავიდა და მარტო დამტოვა. ველოდები თვენს შეფასებებს❤️❤️❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.