შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...შენთან...თავი 1


18-05-2018, 14:04
ავტორი katiusha
ნანახია 4 404

ნინიკომ თვალი გაახილა თუ არა მაშინვე საათს დახედა.რვა ხდებოდა. ადგომა დაეზარა და ისევ თბილ საბანში გაეხვა.მაგრამ მერე სწრაფად წამოხტა. გაახსენდა დღეს რა ხდებოდა და რა მნიშვნელოვანი დღე იყო მის ცხოვრებაში. დღეს მისი ქორწილი იყო. მიუხედავად იმისა რომ ბედნიერი უნდა ყოფილიყო და თავი უბედნიერეს ადამიანად უნდა ეგრძნო მაინც ცუდს უგრძნობდა გული.მაინც ყოყმანობდა. გულის სიღრმეში არც უნდოდა გათხოვება და შიშმა შეიპყრო
-ასე არ შეიძლება უნდა დავმშვიდდე.ყველაფერი კარგად იქნება ,-გაამხნევა საკუთრი თავი და სააბაზანოში შევიდა. დიდხანს დაჰყო იქ,ჯაკუზში ყოფნა და ცხელი შხაპი ყოველთვის უყვარდა.ყოველთვის შველოდა დაძაბულობის მოსახსნელად.რომ მორჩა ტანი შეიმშრალა,თბილი ხალათი მოისხა და ოთხში დაბრუნდა. დედას ყველაფერი მოეგვარებინა. ულამაზესი საქორწილო კაბა საწოლზე იყო ლამაზად გადაფენილი და ნინის ელოდა.
-ნინი შვილო უნდა იჩქარო.თორემ დაგაგვიანდება,უთხრა დედამ.- სტილისტიც მოვიდა. მასაც ბევრი საქმე აქვს და ნუ ალოდინებ.
-არა უშავს დეე,პატარძლები ყოველთვის აგვიანებენ,ხომ იცი?-გაუცინა დედას და სარკის წინ ჩამოჯდა ლოსიონის წასმა დაიწყო ტანზე.
-კი ვიცი,მაგრამ მაინც აჯობებს რომ იჩქარო.ისეთი ბედნიერი ვარ დათოს რომ მიყვები ცოლად,დიდი ხანია ამააზე ვოცნებობდი რომ თქვენ დაქორწინებულიყავით და აი ამიხდა ოცნება.ბედნიერი იყო ქალი.-დიდი ხანია ერთმანეთი გიყვართ და დიდი ხნის უკან უნდა გადაგედგათ ეს ნაბიჯი,მაგრამ არაუშავს არც ახლაა გვიანი. მთვარია რომ დღეიდან თქვენ ერთად იქნებით. ძალიან კარგი ბიჭია დათო. არ ინანებ ჩემო კარგო და ნახავ მერე მადლობასაც გადამიხდი რომ ამ ბიჭზე გათხოვება მე გირჩიე.
-დედა კარგი რაა. რა გვიანი ჯერ მხოლო ოცდაორი წლის ვარ და ისევ ვთვლი რომ შეგვეძლო მოგვეცადა,მაგრამ თქვენ ისე შეკარით პირი ჩემს წინააღმდეგ რომ სხვა გზა არ დამიტოვეთ.
- არ მითხრა რომ ამას ჩემს გამო აკეთებ?მოიღუშა ქალი
-კარგი დედა,დამშვიდდი და ცრემლები არ დამანახო.რომ არ მინდოდეს არ დავთანხმდებოდი. ახლა კიწადი სტილისტს დაუძახე თავის საქმე დაიწყოს.
ქალი უხმოდ გავიდა ოთახიდან და რამდენიმე წუთში დაბრუნდა ორ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად.ერთს მაკიაჟი უნდა გაეკეთებინა,მეორეს ვარცხნილობა.
-რამე სადა და გემოვნებიანი მინდა.ხომ იცი როგორიც? თანხმობის ნიშნად მან თავი დაუქნია და თავის ხელჩანთა გახსნა საჭირო ნივთების ამოსაღებად. სანამ ის საქმიანობდა ნინი ისევ ფიქრობდა :-მინდა თუ არა გათხოვება? მიყვარს მაგრამ რატომ მიგრძნობს გული ასე ცუდს? ნეტა რა უნდა მოხდეს? სარკეში საკუთარ თავს უყურებდა და თითქოს იქიდან ნინი კი არა ვიღაც სხვა უყურებდა. მისი სახე ჰქონდა, მაგრამ ეს ნინი არ იყო.... ოთხში დედამისი შემოვიდა ისევ და გააფრთხილა კიდევ უფრო ეჩქარა, თან კონვერტი მიაწოდა: -ეს ახლა მოიტანეს შენს სახელზე, ახლა ამის ნახვის დრო არ არის, სხვა დროს ნახე და იჩქარე.
-კარგი დედა ეგ კონვერტი საწოლზე დადე, მე კი კაბას გადავიცმევ და მზად ვარ. მერე ვნახავ მაგას. ალბათ ჩემი საბუთები და დიპლომი გადმოგზავნეს ლონდონიდან....
**********************
სიძის სახლში დიდი არეულობა სუფევდა,დათო ნერვიუბისგან ბოლთს სცემდა ოთახში და ვერაფრით წყნარდებოდა,აგერ უკვე მერამდენედ ცდილობდა სარკის წინ ჰალსტუხის შეკვრას და არ გამოსდიოდა.გაბრაზებულმა შეიგინა,იატაკზე მოისროლა და დედას დაუძახა. დედის მაგივრად ოთახის ზღურბლზე ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა.ჯერ დაიბნა მის დანახვაზე და გონს ვერ მოვიდა,მერე კი სიხარულისგან შეჰყვირა.
--გიორგი,როგორ გამახარე ბიჭო,მაინც ჩამოხვედი.მისკენ წავიდა და ერთმანეთს გადაეხვივნენ მეგობრები. .-შენ ხომ გერმანიაში იყავი? გუშინ ასე მითხარი ყოველშემთხვევაში.
-რომ მითხარი ცოლი მომყავსო თავიდან არ დავიჯერე, მერე კი გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი,ჩემი საქმეები გადავდე და აეროპორტიდან პირდაპირ აქეთ წამოვედი. ჩემ დამაც არ იცის რომ ჩამოვედი. მინდოდა საკუთარი თვალით მენახა ის ვინც დიდ შარს შეიძლება გადაეყაროს შენი ცოლობით. - ორივეს გაეცინა
-მართლა კარგი სიუპრიზი გამოგივიდა,მოდი ძმურად ერთი ეს ჰალსტუხი შემიკარი თორემ ჩემი ნერვები ბოლომდე შეიწირა და ანერვიულებული სიძე ვის რაში სჭირდება.
რა იყო უკვე დაგავიწყდა თუ მართალა ასე ძალიან ნერვიულობ?მართლა ასეთუ რთულია თავისუფლებასთან გამომშვდობება?
-სულაც არა,ისეთი ბედნიერი ვარ ნინიკო რომ ჩემი ცოლი ხდება.იმდენი ხანი ვოცნებობდი ამ დღეზე და აი ამიხდა კიდეც..საცოლეზე საუბარი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. ნომერს რომ დახედა დაიბნა,მაგრამ მაინც უპასუხა.
-კარგად. შენ?..ვემზადები...შენ მოდიხარ?....ხომ გთხოვე არ მოსულიყავი?..სისულელე არ გააკეთო იცოდე.ის ღამეებიც და საერთოდ ჩვენი ერთად ყოფნა შეცდომა იყო,წარსულს ჩაბარდა,დაივიწყე ყველაფერი.კარგად.დათომ ტელეფონი საწოლზე მიაგდო და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სარკეში საკუთარი თავი
-დათო ეს ზარი არ მომეწონა და პირდაპირ გეტყვი იმედია მაიმუნობებს ახლა მაინც მოეშვი და იმ გოგოს არ გააუბედურებ,თორემ რამე რომ შგამჩნიო ჩემზე დიდი მტერი არავინ გეყოლება შენ.მკაცრად გააფრთილა გიორგიმ
-ყველაფერი მორჩა ახლა მხოლოდ ნინიკო არსებობს ჩემთვის,სხვა არავინ,შენ რომ გგონია ისე არაა საქმე,ყველაფერი უფრო რთულადაა,მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არაა.წავიდეთ,-ბიჭი დაბნეული ლაპარაკობდა ბოლოს და თავის დასაღწევად ნინიკოსთნ წასვლა მოიმიზეზა,ვაგვიანებთო და პასუხი აღარ გაუცია გიორგისთვის..-
*************************************
მზად იყო და უკვე საქმროს ელოდა,საკუთრი თვით კამყოფილი იყო,ყველაფერი ისე იყო როგორც უნდოდა.საწოლზე მიგდებულკონვერტს გადახედა და გასასვლელად მოემზადა,მაგრამ მაინც არ მოუთმინა გულმა და საეჭვო კონვერტი მაინც გახსნა. საბუთების ნაცვლა იქ ფოტოები იყო.ფოტოები,რომლებმაც გული მოუკლეს,წამში დასრულდა ყველაფერი მისთვის,საწოლზე ღონემიხდილი დაეშვა და თვალებზე ცრემლი მოადგა.გულში ტკივილი იგრძნო,სულიც კი ასტკივდა,ორი მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი მისთვის წამში გაქრა და არავინ აღარ დარჩა,იმედგაცრუების,სიძულვილის და ზიზღის მეტი.ყველაზე მეტად იქ სტკიოდა ღრმად სულის ყველაზე ღრმა წერტილში.სულიც კი არ დაუტოვეს,ყველაფერი წაართვეს,გაძარცვეს და გაანადგურეს,თან ვინ?მისმა ორმა ყველაზე საყვარელმა ადამიანმა.ვისთან ერთადაც გამოიარეს საბავშვო ბაღი,სკოლა.მთელი ცხოვრება,მთელი თითქმის ოცდაორი წელი.ერთად ამდენი რამე გადაიტანეს და თურმე ყველაფერი ტყუილი ყოფილა,ყველაფერი ყალბი იყო,მოჩვენებითი.. მათი პირველი შეხვედრა გაახსენდა რატომღაც.იმდღეს საბავშვო ბაღში პირველად მიდიოდა.დედა ავად გახდა, მამამ მიიყვანა და მარტო დატოვა მტირალი ნინიკო,სამსახურში აგვიანდებოდა. თავისთვის მიიყუჟა კუთხეში და ტირილს არ წყვეტდა.პატარა მისივე ასაკის მწვანეთვალება და ქერაკულულებიანი ბიჭი მიუახლოვდა,მის წინ დადგა და მანქანა მიაწოდა.
-აი აიღე ჩემი სათმაშო და არ იტირო კარგი?ენის მოჩლექით უთხრა მან.
-მე მანქანებით არ ვთამაშობ,ლამაზი თოჯინები მირჩევნია.
-მე ვიცი სადაც არის თოჯინები. წამოდი წავიდეთ და იქ ვითამაშოთ. ნინიკო პატარა ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და სათამაშოდ გაჰყვა.მას მერე სულ ერთად იყვნენ,არასოდეს გაუშვიათ ხელი,ერთად გაიარეს ბაღი,სკოლა. პირველი კლასიდან ერთ მერხზე იჯდნენ, პირველად სკოლაში იგრძნეს ერთმანეთის მიმართ გრძნობა. სიყვარულის ძლიერი ძალა.იყო საჩუქრები,სასიყვარულო წერილები,სიუპრიზები, პირველი კოცნა. აქეთ-იქით უაზრო სიარული,ექსკურსიები,რამდენი ღამე დაათენდათ ერთმანეთთან საუბარში,რამდენჯერ უთქვამს დათოს მიყვარხარო,ახლა კი თურე ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო და ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.ყველაფერმა კადრებივით გაურბინა თვალწინ და აღმოაჩინა რომ მათთან ერთად ამ ყველაფრის მომსწრეც იყო ანანო.-მათი კიდევ ერთი ბავშვობის მეგობარი.
ასე რამდენ ხანს იყო არ იცის.დროის შგრძნება დაკარგა.ოთახში თეკლა რომ შემოვიდა და გაქვავებული ნინიკო დაინახა თან ასეთი სახით დაიბნა.ფოტოები საბნის ქვეშ შეაცურა და მეგობარს გაუღიმა.
-ნინ რა გჭირს რა სახე გაქვს?ისე გამოიყურები თითქოს დათოს დაერეკოს და ქორწილი ჩაეშალოს.-ხმა გამეცი ნიი ძალიან გთხოვ,ნუ ხარ ასე ჩუმად.
-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია იქნება თუ არა ქორწილი და მაგასაც ვნახავთ ვინ ჩაშლის ქორწილს.გაიფიქრა გულში გოგომ.- ქვემოთ დამელოდე საქმე მაქვს მალე ჩამოვალ. თქვა და ცრემლი წამოუვიდა
-რა მოხდა ნინი?რატომ ტირიხარ?ადექი კაბა დაიჭმუჭნება.წამოაყენა თეკლამ და მეგობარს მოეხვია,-ვიცი რომ ამ დროს პატარძლები ყოველთვის ნერვიულობენ მაგრამ ასეც არ შეიძლება დამშვიდდი კარგი?ყველაფერი კარგად იქნება
-ჰმ,ყველაფერი კარგად იქნება,რა ადვილია შენთვის მაგის თქა თეკლა,გაიფიქრა ისევ გულში.-ანანო მოვიდა?ჰკითხა ხმამაღლა.
-რატომღაც ისიც აგვიანებს,გაუცინა გოგომ
-კარგი გადი დარეთ დამელოდე,სახეს მოვიწესრიგებ და გამოვალ
-აი დათოც მოვიდა,მალე მალეე...
-გარეთ დამელოდე მაგრამ ქვემოთ არ ჩახვიდე,მალე გამოვალ...გაუმეორა კიდევ ერთხელ და სარკის წინ გაჩერდა....
*****************************
დათომ პატარძალი რომ ვერ დაინახა გულში რაღაც უცნაურად გაჰკრა და უნებურად ნერვიულობამ აიტანა.მერე თავი ხელში აიყვანა და მომავალ სიდედრს-სიმამრს მიესალმა.კითვა არ დასცალდა სად არის ნინიკოო,მალე დაინახა კიბეზე ჩამომავალი თეკლასთან ერთად.იღიმოდა და ბედნიერებას ასხივებდა. კიბის ბოლოში დაელოდა და ხელი გაუწოდა,მისი თლილი და თხელი თითები ხელში მოქცია და ნაზად ეამბორა ხელის ზურგზე.მერე გვერდით ამოუდგა და მათთვის განკუთვნის ადგილას დაიკავეს ადგილი.
-ულამაზესი ხარ ჩემო პრინცესა,ჩემო სიცოცხელე,უჩურჩულა ყურში,ნინიკომ გაუღიმა და გულში გაიფიქრა.-"როგორ არა შენი სიცოცხლე,რა ფასდაკარგულია ახლა ეგ სიტყვები.ნახავ მეც ისეთ დარტყმას როგორც შენ,არა უფრო მეტად გაგანადგურებ ვიდრე ეს თქვენ გამიკეთეთ" გულში უკვე დაგეგმილი ჰქონდა შურისძიება.
მერე სტუმრებს თვალი მოავლო,ანანო არსად ჩანდა.მხოლოდ უახლოესი ნათესავები დათოს ახლობლები და კიდევ ერთი უცხო ყმაწვილი,რომელიც დათოს გვერდით იდგა.მათი მზერა წამით ერთმანეთს შეეჩეხა და სწრაფადვე მოარიდა თვალი.. მაგრამ დათომ მას დაუძახა და ერთმანეთს წარუდგინა.
-ნინიკო-ჩემი ბედნიერება და ქალი რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და გიორგი ჩემი მეგობარი. ბიჭმა მშვიდად გაუღიმა და თავის დაკვრით მიესალმა. გოგო ამ ღიმილმა რატომღაც დააბნია.
-მშვენიერი არჩევანია ჩემო დათო,იმედია ჩემს ყალთაბანდ მეგობარს თქვენ მაინც დააყენებთ სწორ გზაზე,თორემ ამის გამოსწორება ჩვენ ვერ შევძელით, -თქვა მან
-აუცილებლად და უფრო მეტსაც გავაკეთებ ,უპასუხა ნინიკომ-საინტერესოარატომ არ გიცნობით აქამდე ან სად მოასწარით ერთმანეთის გაცნობა და დამეგობრება როცა ჩვენ თითქმის ,მთელი ცხოვრებაა ერთად ვართ.
-ამას სხვა დროს მოგიყვებითახლა ამის დროა არაა, ნინიმ შეამჩნია რომ ბიჭის ხმაში რაღაც ტკივილი იგრძნობოდა,მაგრამ მეჩვენებაო და აღარ მიაქცია ყურადღება.
-გეყოთ ჭორაობა და საქმეზე გადავიდეთ ჩართო სანდრო-დათოს მეჯვარე და შამპანურები გახსნა,ჭიქებში ჩამოასხა,გიორგი მიეხმარა და მსურველებს მიაწოდა, დაილოცეს როგორც წესი და რიგია და როგორ ეკადრებოდა სიძე-პატარძალს,მერე მანქანებში განაწილდნენ და ეკლესიისკენ წავიდნენ.
სანამ სახლიდან გავიდოდნენ ნინიკომ თეკლას უჩურჩულა: -ჩემს ოთხში საწოლზე ჩანთა დევს და ჩემი მანქანის საბარგულში ჩადე ის ჩანთა,თუ რამე ფული გაქვს მასთან ერთად და ჩემი მანქანა ეკლესიის გამოსასვლელთან დამახვედრე,გასაღებიც იქ დატოვე.
თეკლამ დაბნეულმა შეხედა მეგობარს:-ნინი რას აპირებ?
-რასაც გეუბნები ის გააკეტე,მეტს არაფერს გთხოვ. შემისრულებ თხოვნას?
-კი ნინი.იმედია ამიხსნი მერე რა ხდება?
-წადი.უთხრა ნინიმ.თეკლა ეზოდან მობრუნდა და სახლში შევიდა. არავის შეუმჩნევია... მეგობრის ოთახში შევიდა და საწოლზე ყველაფერი დაინახა.სწრაფად დასწვდა ყველაფერს და მეგობრის თხოვნის შესრულებას შეუდგა,ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა და რატომ გაუჩნდა გოგოს ასეთი უცნაური მოთხოვნა,მაგრამ არ უკითხავს,ის ხომ ნინიკო იყო და უმიზეზოდა არაფერს გააკეთებდა,ჩანთა რომ აიღო იქიდან კონვერტი გადმოვარდა და მაშინვე მიხვდა ნინის უცნაური ქცევის მიზეზს,სავარაუდოდ ქორწილზე უარის თქმას და გაქცევას გეგმავდა.. ახლა მიხვდა ნინის უცნაურად მოქცევის მიზეზს.
-არა არ დავუშვებ რომ იმ არაკაცს გაჰყვეს ცოლად,მას ჩემი იმედი აქვს უნდა მივუსწრო,-თავის ოთახში შევარდა, მთელი დანაზოგი აიღო,ფოტოები უჯრაში შეინახა და სასწრაფოდ ნინიკოს მანქანა გამოიყვანა ეზოდან... ჯვრისწერა დაიწყო,თეკლა გვერდით ამოუდგა და უჩურჩულა ყველაფერი რიგზეაო. ღრმად ჩაისუნთქა და საკურთხეველთან დაიკავა ადგილი. ამდენი ფიქრისგან თავი ასტკივდა,აღიზიანებდა უკვე ყველაფერი,ამდენი თვალთმქაცობა.ეს საქორწინო კაბა,ეს ყველაფერი.მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდა.ჯვრისწერა ჯერ მობილურის ზარმა შეაწყვეტინათ,გიორგის მობილური არ ჩერდებოდა. მან ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა და გარეთ გამოვიდა.პრინციპში არც დაბრუნებულა.მანქანაში ჩაჯდა და სასწრაფოდ იქაურობა. ის იყო ისევ გაგრძელდა ცერემონია რომ ნინიმ მამაო შეაჩერა და სიტყვის თქმის უფლება ითხოვა
-რას აკეთებ?-გაკვირვებულმა ჰკითხა დათომ
ნინიმ გაუღიმა და ასეთივე ღიმილით მოუბრუნდა სტუმრებს.
-არ ვარ თანახმა რომ ეს ქორწინება შედგეს,არ ვარ თანახმა ამ მოღალატე და ორპირ ადამიანს გავყვე ცოლად.ეს ფარსია,უბრალოდ დადგმული სპექტაკლი და მე ამ სპექტაკლში როლი აღარ მაქვს უკვე დავასრულე.გყვადეს ანანო და იყავით ერთად იცხოვრეთ მუდამ ერთად ჭირსა და ლხინში როგორც ფილმების დასასრულშია, ჩემთან მოახლოება კი არც იფიქრო,არც გამოკიდება და ჩემი შეჩერება სცადო.გამოსცრა ნინიკომ კბლებში,საქორწინო ბეჭედი მოიხსნა და სახეში ესროლა დათოს,მერე ის თაიგულიც ზედ მიაყოლა და ეკლესიიდან გაიქცა. სტუმრებში ჩურჩული ატყდა,ყველა გაოგნებული და გაკვირვებულოი იყო,ასეთ რამეს დოლიძეების სანაქებო ქალიშვილისგან ნამდვილად არ ელოდნენ. ვერავის გაეგო რა ხდებოდა,ერთადერთი თეკლა იყო კმაყოფილი ნინის ამ საქციელით. დათო რომ გოენს მოეგო უკან გადევნება დააპირა,მაგრამ თეკლამ ვითომ შემთხვევით გზა გადაუღობა და დაეჯახა, ორივე შებორძიკდნენ და საჭირო დრო დააკარგვინა ბიჭს რომ ნინის დასწეოდა,როცა დათო გარეთ გავიდა ნინის მანქანას მოჰკრა თვალი შორიდან...
-
***************************

აეროპორტში მარტო იჯდა და ტიროდა.ყველა გაოცებული უყურებდა გოგონას რომელსაც საქორწინო კაბა ეცვა ნახევრად დახეული,მაჯიაჟი გათხაპნოდა, სახე შეშლოდა, არეოდა, სულ ვერ ამოიცნობით მასში იმ ლაღ,მხირულ და ლამაზ ნინი დოლიძეს რომლითაც მთელ ქუთაისში იყო განთქმული.ახლა ის უბრალოდ განადგურებული,ცარიელი,უსულო სხეული იყო, რომელიც უბრალოდ იმიტომ სუნთქავდა რომ ცოცხალი არსება იყო..
საათს დახედა.თვითმფრინავი ერთ საათში გაფრინდებოდა.მანქანიდან ბარგი ამოიღო,ტუალეტში გამოიცვალა,მაკიაჟი მოიშორა და უკან დაბრუნდა.რეგისრტაცია გიარა,ბარგი ჩააბარა და თვითმფრინავში ავიდა...
გიორგიმ სასტუმროში გაიარა,ჯერ კიდევ ამოულაგებელი ბარგი ისევ უკან ჩატენა მანქანაში და აეროპორტისკენ აიღო გეზი.სწრაფად გაიარა რეგისტრაცია მანაც.ბილეთი უკვე დაჯავშნილი ჰქონდა,მისთვის ეს ნამდვილად არ იყო პრობლემა,ის ხომ საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება იყო და უარს აბა ვინ ეტყოდა.
თვითმფრონავში ავიდა და თავისი ადგილისკენ დაიძრა,უეცრად ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი და ჯერ იფიქრა მეჩვენებაო,მაგრამ მერე კარგად დააკვირდა და დარწმუნდა რომ არ ეშლებოდა,ეს ნამდვილად ნინიკო იყო. გოგონა მობუზული იჯდა სკამზე და ფანჯარაში იყურებოდა,ვერ მიხვდა აქ რა უნდოდა ან ასეთმდგომარეობაში რატომ იყო,ახლა წესით შუა ქორწილი უნდა ყოფილიყო.ირგვლივ მიმოიხედა,არც დათო ჩანდა.რა უნდა მომხდარიყო ნეტავ?გაიფიქრა და ნინის მიუახლოვდა,მისი ცრემლიანი თვალები რომ დაინახა შეცბა და მიხვდა რომ რაღაც ცუდი მოხდა.
-თქვეენ?თქვენ აქ რა გინდათ? შეხტა გოგო ადგილზე და დამფრთხალმა მოავლო სალონს თვალი.-ნუთუ დათოც აქ არის?
-არა დამშვიდდით,მხოლოდ მე ვარ,სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და გერმანიაში მივფრინავ,საინტერესოა თქვენ რას აკეთებთ აქ?ახლა ხომ საკუთრ ქორწილში უნდა იყოთ?გვერდით მიუჯდა გიორგი და საუბარი გაუბა
-არ იცით?ქორწილი ჩაიშალა.ირონიულად ჩაეცინა ნინიკოს
-კი მაგრამ რატომ?თქვენ ხომ ერთმანეთი ასე გიყვარდათ?განა რა მოხდა ასეთი?
-ეგ თქვენს მეგობარს ჰკითხეთ
-და ახლა სად მიდიხართ?თქვენც გერმანიაში მოდიხართ?
-წარმოდგენა არ მაქვს,სადაც თავისუფალი ადგილი იყო და ბილეთი შემხვდა ის შევუკვეთე
-დარწმუნებული ხარ რომ გაქცევა და წასვლა გამოსავალია?
-თქვენ ვერ გაიგეთ,მე მეზიზღება ყველა ვინც აქ რჩება,ჩემი მშობლების და თეკლას გარდა, ყველა ვინც მარტყუებდა,ალბათ ყველამ ყველაფერი იცოდა და ზურგს უკან დამცინოდნენ.ნინიკოს ისევ ტირილი აუვარდა და ბიჭი კიდევ უფრო დაიბნა
-მოიცა მოიცა,ასე არ გამოვა.გიორგიმ მის ხელებში მოიქცია და დამშვიდება დაუწყო.-დამშვიდდი კარგი,თუ ვინმემ გაგაბრაზა და გაწყენინა სულაც არ ნიშნავს ეს იმას რომ ყველა ერთნაირია და სხვებიც გატყუებენ,ცხოვრება გრძელდება,აქ არ სრულდება და დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავი ბედნიერ დღეს გაჩუქებს ის,არ ვკითხულობ რა მოხდა და რატომ მოიქეცით ასე,მაგრამ იქნებ რამე არასწორად გაიგეთ?მას მოუსმინეთ?მიეცი შანსი რომ აეხსნა?
-ყველაფერი სწორად გავიგე და საკუთარი თვალით ვნახე, გააწყვეტინა მან. -ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან, ამაზე ააღარ ვილაპარაკოთ.
-კარგი აღარ ვილაპარაკოთ
- და კიდევ ჩემთან ერთად არ დალევთ?ძალიან მინდა ახლა დალევა რომ იქნებ ეს საშინელი გრძნობა გაქრეს და ცოტა ხნით მაინც დავივიწყო.
- დავლევ,მაგრამ ეს გამოსავალი არაა და ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა,ამით არც პრობლემა მოგვარდება. ყველაფერზე კარგად დაფიქრდით.
-ძალიან გთხოვთ,-შეეხვეწა ნინი,-დარჩით ჩემთან,ცხოვრებაში პირველად მაქვს ამის სურვილი,არასოდეს დამილევია და არ მაწყენინოთ.
-კარგით,მაშინ ცოტა ხნით გავალ,რაღაცას მოვაგვარებ და მალე დავბრუნდები,მერე კი ყველაფერს შეგისრულებ რასაც მოინდომებ
-გიორგი წამოდგა და გასასვლელად მოემზადა,როცა ისევ ნინის ხმა მოესმა
-გიორგი,დამპირდი რომ ახლა იმისთვის არ გახვალ რომ დათოს დაურეკო. საყვარელ ადამიანს გაფიცებ
-არა ამიტომ არ მივდივარ.ხომ უნდა მოვაგვარო სასმელის ამბავი,გაეცინა მას.
გიორგი დევდარიანი რის გიორგი დევდარიანი იქნებოდა რომ ეს საქმე არ მოეგვარებინა. ბიზნეს კლასში გადაიყვანა ნინი და სასმელიც შეუკვეთა,გოგო გაკვირვებული იყო რამდენი რამე შეძლებია ამ ბიჭსო,მაგრამ არაფერი უკითხავს,უსიტყვოდ გაჰყვა უკან.
მარტო იყვნენ. ნინიმ ჭიქის დადგმაც არ აცალა გიორგის,მაშინვე გამოსტაცა ჭიქა და ბოლომდე გამოცალა. საშინლად არ მოეწონა ისეთი ძლიერი იყო წამით სული შეუგუბდა და ძლივს ამოისუნთქა.ბიჭმა დალევისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ერთი ჭიქა ვისკით დაკამყოფილდა.
თვითმფრინავი უკვე აფრინდა.თუმცა ნინის ეს არც შეუმჩნევია,სვავდა და ნელ-ნელა ითიშებოდა ამ სამყარისგან,ლაპარაკობდა,ენას არ აჩერებდა და ვერ ხვდებოდა რატომ ეცინებოდა ბიჭს მის ლაპარაკზე.მერე ყველაფერი ნისლში ჩაიძირა და ჩაეძინა, თავი მის მხარზე ჰქონდა ჩმოდებული. ფრთხილად დააწვინა დინანზე და პლედი მიაფარა,
მთელი გზა ეძინა ნინის,მძიმედ სუნთავდა. დროდადრო ამოიკვნესებდა და შეიშმუშნებოდა,ბიჭი თავთან ეჯდა და მისი ხელი ეჭირა,თან ბრაზდებოდა საკუთარ თავზე ამდენის დალევის უფლება როგორ მივეციო.მაგრამ კარგად გრძნობდა რას განიცდიდა ახლა გოგო,რა მტკივნეული იყო ის რაც აწუხებდა და როგორ უჭერდა ყელში ხელებს,როგორ ახრჩობდა.მასაც ხომ ჰქონდა გამოცდილი.
თვითმფრინავი ბერლინის აეროპორტში რომ დაეშვა ნინის ისევ ეძინა.მორიდებით აიყვანა ხელში და ასე ჩამოვიდა ტრაპიდან.ასე წაიყვანა გასასვლელეისკენ სადაც მანქანა ელოდადა.ბარგი აიღო,საბარგულში მოათავსა და მძღოლს მისამართი უკარნახა.
-სად წაგიყვანო,როგორ მოვიქცე.იმედია ცუდი რექაცია არ გექნება და ყველაფერი გემახსოვრება როცა უცხო ბინაში გაიღვიძებ,ამ დროს ტელეფონმაც დაურეკა.
-სახლში მივალ,მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და მალე მოვალ,მანამდე დაიწყეთ პრობლემის მოგვარება.გერმანულად უთხრა და ტელეფონი გათიშა,ნინის გადახედა.მას ისევ მის მხარზე ედო თავი და ტკბილად ეძინა


ესეცკიდევ ერთი ახალი ისტორია.იმედია ესეც ისევე მოგეწონებათ როგორც დანარჩენები



№1  offline წევრი დარინა

ძალიან ძალიან მომეწონა დასაწყისიიი, გიორგი უკვე ჩემი სისუსტეააა ერთინახვით შეყვარების არ მჯეროდა მაგრამ ახლა მჯერააა ????????

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
ძალიან ძალიან მომეწონა დასაწყისიიი, გიორგი უკვე ჩემი სისუსტეააა ერთინახვით შეყვარების არ მჯეროდა მაგრამ ახლა მჯერააა ????????

მადლობა მადლობა მადლობა :* ეს არის ძალიან ძველი ჩემი პირველი ისტორია და ახლა ცდებ პირველად.ცოტა შეცდომები და უზუსტობებითუა ძალიან არ განმსაჯოთ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent