ჩემი ,,ტირანი" (თავი 7)
ნელა მივაბიჯებდი ოფისის ფოიეში,ხალხი მოდიოდა და მესალმებოდა ,მეკი გაღიმების და მისალმების თავი არ მქონდა ,ლიფტის ღილაკს მივაჭირე თითი და მოთმინებით დაველოდე როდის მოვიდოდა..წითელი მაღალწელიანი შარვალი,შავი ქუსლიანები და ამავე ფერის ოდნავ ამოღებული ზედა მეცვა,თმა მოხერხებულად ამეწია კოსად... -ადრე მოსულხარ-მომესმა უკნიდან ნაცნობი ხმა ,ნელა შევტრიალდი -დიახ,რაღაც საქმე მაქვს თქვენთან.. -საღამოს მითხარი,მანამდე ხომ იცი თათბირი და შეხვედრა მაქვს -მაგრამ, მართლა მნიშვნელოვანია ბატონო დემეტრე -მე ჩემი მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს ,საღამოს შემოდი და ვილაპარაკოთ!- მკაცრი მზერა მსტყორცნა და ლიფტში შევიდა,ზურგს უკან მდგარი დავეჭყანე ,შემდეგ მას შევყევი -რომ ავალთ ყავა შემომიტანე! -არც შემოუხედავს ისე მითხრა-ხო და კიდევ..- გადმომხედა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერე -თმა გაიშალე! გაკვირვებულმა გავხედე -რატომ? -ასე უკეთესია,გაიშალე -მე არ მინდა გაშლა!- მისი ბრძანებლური ტონი ისე მაღიზიანებდა დათმობას არ ვაპირებდი,ცალი წარბი აწია და კიდევ უფრო მკაცრად შემომხედა ,მეც ამაყად გავუსწორე მზერა -მე შენი უფროსი ვარ და სამსახურში შენიშვნას, რომ მოგცემ უნდა გაითვალისწინო! -დიახ ,ჩემი უფროსი ბრძანდებით,მაგრამ უფლება არ გაქვთ მიმითითოთ თმა როგორ მქონდეს,ჩემი თავის უფროსი მხოლოდ მე ვარ,თქვენ კი თანამდებობით ხართ მხოლოდ! -ენასაც თუ დაიმოკლებ კარგი იქნება.. -მომახალა და დამტოვა. -მაგ თავს ორად რომ გაგიპობ შე მახინჯო ტირანო,მერე ვნახავთ რა იქნება კარგი და რა არა-ჩავიბურდღუნე გაბრაზებულმა და ოთახში შევედი.. მთელი დღე ვცდილობდი დემეტრესთან საუბარს ,მაგრამ თითქოს ხვდება და სპეციალურად მარიდებს თავსო,ვერაფრით ვერ მოვახერხე,თუ შევიდოდი საქმე მაქვს და ვერ მიგიღებო მეუბნებოდა..უკვე სამსახურის საათებიც დასრულდა ,მეც ავდექი და ჯიუტად შევუვარდი კაბინეტში,მის წინ დავდექი და მოუთმენლად დაველოდე როდის ამომხედავდა,ბოლოს როგორც იქნა ინება მზერის საბუთებზე მოშორება ,თავისი მწვანე თვალები შემომანათა -გისმენ! -როგორც დილას და შემდეგ შუადღეს გითხარით ,საქმე მაქვს -ვეცადე რაც შეიძლება თამამად დამეწყო -სამსახურიდან წასვლა თუ გინდა ,არ გიშვებ! მომახალა უცებ -რა? ვკითხე გაკვირვებულმა -ხო,კონტრაქტი გაქვს ერთწლიანი გაფორმებული ,ამიტომ ვერსად ვერ წახვალ! -მსგავსი არაფერი მქონდა სათხოვნელი..სხვა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს -მაშინ გისმენ -წინ გადმოიხარა და ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო -მე..ფული მჭირდება ,ძალიან ბევრი და.. -და გინდა მე გასესხო ხო?- მაინც ჩააკვეხა სიტყვა -დიახ ,შეგიძლიათ ხელფასი მომცეთ წინასწარ,შემდეგ კი გამომიქვითოთ სამუშაო საათების მიხედვით..-ვუთხარი და თვალები შევანათე -რამდენი გინდა? -30000 -სიტყვა არ მქონდა დასრულებული სიცილი აუტყდა ,შემდეგ მალევე დასერიოზულდა -ეუფ,რაში გჭირდება? -თქვენ ის მითხარით მომცემთ თუ არა! -ხომ იცი ,რომ შენი ხელფასით,ამხელა თანხა ,რომ დაფარო მინიმუმ სამი წელი უნდა იმუშავო -ვიცი -მერე თანახმა ხარ?-გაკვირვებულმა შემომხედა -დიახ ,თანახმა ვარ -თამამი განაცხადია. -მოკლედ ,მასესხებთ თუ არა? -ცოტახანს სავარძელში გადაწვა და მათვალიერა, ამდენს რას ფიქრობდა ვერ მივხვდი,სანამ ვთხოვე ლამის მოვკვდი სირცხვილით და ნერვიულობით,ახლა კი მისი ლოდინი მიშლიდა ნერვებს -არა..-მისი სიტყვები და უკანასკნელი იმედის გადაწურვა ერთი იყო,მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი,რომელმაც თითქმის ყველაფერი ჩამწვა გულში,ნუ მე ასე მომეჩვენა ,თვალები მაგრად დავახამხამე ცრემლის უკუსაგდებად -კარგით.. -ამოვღერღე და წასასვლელად მოვემზადე -მოიცადე ! -დამიძახა უცებ,მეც ნელა მივბრუნდი მისკენ ,სავარძელში გადაწოლილიყო და ცივი,ავისმომასწავლებელი მზერით მიყურებდა -კარგი. მოგცემ ფულს ,ოღონდ სამსახურისას არა ,პირადი ბიუჯეტიდან -ვერ გავიგე ,რატომ ასე? -ფულს გაჩუქებ,არც დაბრუნება მოგიწევს და არც ხელფასიდან დაქვითვა..ოღონდ ერთი პირობით -რა პირობით? ოდნავ ჩაეღიმა ,მწვანე თვალები აუთამაშდა და ნიშნისმოგებით გადმომხედა -ჩემთან უნდა გაატარო ერთი ღამე ! ეს სიტყვები ექოსავით მოედო მთელს ოთახს ,ცოტახანი დამჭირდა გამეაზრებინა რა მითხრა ..როცა გავიაზრე ეგრევე ამასხა ტვინში სისხლმა ,საშინლად დამეჭიმა ნერვები,ძარღვები და კისერი,გაავებულმა შევხედე -როგორ ბედავთ,რა ნამუსით!! -დავიკივლე ბოლო ხმაზე,სახეზე აილეწა,გაოცებულმა შემომხედა - თავი ვინ გგონიათ,მეორედ მსგავსი რამ აღარ მითხრათ თორემ ,საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ,საზიზღარი,საცოდავი ადამიანი ხარ! დავიკივლე და ოთახიდან გამოვვარდი, ცრემლებმა თავისით დაიწყო წამოსვლა ,მთელ სხეულს მოედო ბრაზი,ყველაფრის დალეწვა მომინდა ,გამწარებული გავრბოდი დაცარიელებულ დერეფანში..ბოლოს ძალამიხდილი კიბეებზე ჩამოვჯექი,თავი მოაჯირს მივადე და უარესად ავტირდი,ასე ვიჯექი ცოტა ხანს ..არა როგორ გამიბედა ,საქონელი,საზიზღარი,ტირანი!..ვლანძღავდი და ამით ვიოხებდი გულს,საშინლად შეურაწყოფილი ვიყავი, რომ წარმოვიდგენდი იმ კაცის შეხებას გულის რევის შეგრძნება მეუფლებოდა ,მთელ ტანში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა ,კიდევ დიდხანს ვიჯდებოდი და გულს ტირილით მოვიკლავდი,რომ არა ტელეფონის ზარი,მარი მირეკავდა ,ხმა დავიწყნარე და ვუპასუხე -ალო ბარბი, ბარბი დემე ძაან ცუდადაა, სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია..ბარბი ძალიან ვნერვიულობ !! -თან ტიროდა ,თან მელაპარაკებოდა -რა,რა დაემართა! -არ ვიცი,მოულოდნელად ცუდად გახდა ,მოდი მალეე! ტელეფონი გავთიშე ,წამში დამიარა გონებაში ბავშვობამ,დემეს სახემ,ვერ დავუშვებდი ძმა აღარ მყოლოდა ,ჩემი უფროსი ძამიკო,რომელიც სულ გვერდში მედგა და მამხნევებდა ,რომელიც ჩემს გამო მამას დაუპირისპირდა .. ნერწყვი ძლიერად გადავყლაპე ,ცრემლები შევიმშრალე ,ნელა წამოვდექი ფეხზე და გეზი დემეტრესაკენ ავიღე,ფეხები ძირში მეკეცებოდა ,მაგრამ მაინც ამაყად მივაბიჯებდი,ჩემი ძმისთვის,ჩემი დემეტრესთვის,მხოლოდ მისთვის..კარები ნელა შევაღე ,დემეტრე ისევ იმ პოზაში იჯდა ,რომელშიც დავტოვე ,რომ დამინახა გაკვიურვებულმა შემომხედა ,შემდეგ ოდნავ ჩაეღიმა და ფეხზე წამოიმართა -ბარბარე მისმინე ,მე.. არ მიფიქრია შეურაწყო... -თანახმა ვარ! -გავაწყვეტინე და თვალები შევანათე ესეც მეშვიდე თავი,იმედი მაქვს მოგეწონებათ <33 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.