შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდგომარეობის მსხვერპლი III


20-05-2018, 20:16
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 737

-მაქს გაიღვიძე..-დავადე მკერდძე ხელი,მაგრამ არ გაიღვიძა..-მაქსიმე..-როცა მეორედ გავიმეორე მისი სახელი თვალები გაახილა..
-რა მოხდა კეკე?-მკითხა ნახევრად მძინარემ
-მაინტერესებს როგორ დაგითანხმეს ცოლად მე მოგეყვანე?-ამ კითხვაზე თვალები გადაატრიალა და დახუჭა ისე გამცა პასუხი.
-კეკე დაიძინე!-მოკლედ მიბრძანა და ზურგი მაქცია.
მის სურვილს დავემორჩილე და დავიძინე,მაგრამ სიზმარშიც კი ეს კითხვა მაწუხებდა..
დილით უცნაურ ვითარებაში გავიღვიძე..
ჩვენს შორის ჩაწყობილი ბალიშები სადღაც მიმოფანტულაა,ჩვენ კი ერთმანეთზე ჩახუტებულებს გვეძინა.მე მის მკერდძე მედო თავი მას კი ხელები ჰქონდა შემოხვეული.. როცა თვალები გავახილე შევკრთი და მაშნვე მოვშორდი მაქსს,მან კი უბრალოდ შემომხედა.. აშკარა იყო ჩემზე ადრე გაიღვიძა.
-რატომ არ გამაღვიძე?-ვკითხე მე
-მშვიდად გეძინა.-თქვა თუ არა კარებზე ზარის ხმა გაისმა.-მშობლები მოვიდა,ამიტომ ადექი.
მაქსმა სწრაფად ჩაიცვა და სტუმრებთან შესახვედრად გავიდა,მეც ფეხდაფეხ გავყევი,თანაც ბედნიერი სახეები მივიღეთ..
მისი მშობლები და ძმა მოვიდა.. გადაგვკოცნეს და სასტუმრო ოთახში შევიდნენ,ჩვენც უკან შევყევით..
-ბავშვებო თავს როგორ გრძნობთ?-გვკითხა „დედამ“. მაქსი ჩემს გვერდით იჯდა და ხელი ჰქონდა გადახვეული.
-კარგად დედა,უბრალოდ კეკეს უჭირს ცოტა ადრე ადგომა.-გმომხედა მზრუნველი თვალებით,მე კი უბრალოდ გავიღიმე.
შევამჩნიე რომ მაქსიმეს ძმა ოჯახის ყველაზე ქარაფშუტა წევრი იყო,ამიტომ მინდოდა მარტო „დამეგულებინა“ და გამეგო რაც ასე ძალიან მაინტერესებდა..
სასადილო ოთახში გავედი,რომ სუფრა გამეშალა,ჩემდა საბედნიეროდ სანდროც(მაზლი) გამომყვა წყლის დასალევად და ცოტახნით შემორჩა.
-ჩემ ძმას გაუმართლა შენნაირი ცოლი რომ ჰყავს.-თქვა მან.. ეს ჩემი შანსი იყო.
-თუმცა მაქსიმე ასე არ თვლის,კვლავ წარსულს იხსენებს..-წარსულში რა ვიგულისხმე ისიც არ ვიცი,მაგრამ ეს უბრალოდ „ანკესი“ იყო,რომ სანდრო წამოგებოდა და ყველაფერი „დაემღერებინა“.
-ჰო?..-ძალიან გაკვრვებული ჩანდა.მე ტან სუფრას ვშლიდი თან მისკე მეჭირა ცალი თვალი.-არადა თითქოს ყველაფერი დაივიწყა,ბოლოს აღარც კი საუბრობდა ამ თემაზე.-სანდრო წამოეგო,მაგრამ ამ დროს მაქსიმე შევნიშნე კარებთან,რომელიც იღიმოდა.რომ დამინახა დასერიოზულდა.
-სანდრო მამა გეძახის.-უთხრა მაქსმა სანდროს და ამ უკანასკნელმა ოთახი დატოვა.მაქსი კი ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა და თითქმის ჩურჩულით მითხრა.-ძალიან ეშმაკი ხარ კეკე,გაოცებული ვარ შენი უნარით,როგორ შეგიძლია შენს ჭკუაზე ატრიალო ყველა,ათქმევინო ის რაც გსურს.-ისევ იღიმოდა და თვალები უბრწყინავდა.
-ძალიან ცდები თუ გგონია დამალავ რამეს,ოდესმე მაინც გავიგებ.. თანაც ჩვენ ერთმანეთის წინაშე არაფერში ვართ ვალდებულები,ამიტომ თამამად შეგიძლია ყველაფერი მითხრა.
-სამედიცინო შენი სპეციალობა არ უნდა იყოს,ჩემს სფეროში უდაოდ პროფესიონალი იქნებოდი,მიკვირს რატომ არ დაფიქრდი ამაზე.-მე შანსი არ მქონდა ამ სფეროში,რადგან გინდა სახელშიეცვლილი მაინც გაარკვევდნენ ჩემს ნამდვილ ვინაობას.როგორც შევძელი თავი ავარიდე მის კითხვებზე პასუხს,მაგრამ მაქსი კარაგდ თამაშობდა ბედნიერი ადამიანის როლს.
კარებზე ზარის ხმა გაისმა,ამჯერად დედა მოვიდა.. მადრად ჩავეხუტე და რამოდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექით.
შემდეგ სუფრას მივუსხედით..
-ბავშვებო,გვინდა დუბაიში წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად დასასვენებლად.-შემოთავაზება გაგვიკეთა „დედამ“.რა თქმა უნდა მისი არჩეული სარძლო ვიყავი და თვალები უბრწყინავდა როცა მისი შვილის გვერდით მხედავდა.
-ქალბატონო ლიზა ჩვენ გვრჩევნია ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ,დრო არის საჭირო რომ რეალურად განვიცადოთ გრძნობები.-ჩემს სიტყვებზე ყველამ დაკარგა ღიმილის უნარი,თუმცა მე არ ვიყავი მტყუანი.. თავს იმდენად ვერ გავისულელებდი რომ ორ კვირაში იდეალური ურთიუეთობა შეიძლებოდა მქონოდა ისეთ უჟმურ მამაკაცთან როგორიც მაქსია.
-ძვირფასო,სწორედ ამიტომ რომ უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი უნდა წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად.. და ძალიან გთხოვ,ოფიციალური მიმართვა არ გვინდა.. შენ ჩემი შვილი ხარ ამიერიდან, მე გოგო არ მყავს ამიტომ შენ ჩემი გოგონა ხარ,მინდა დედა დამიძახო.-ლუკმა კისერში გამეჩხირა,წვენი მოვსვი რომ ამომესუნთქა.
-მაპატიეთ,მაგრამ მე მხოლოდ ერთი დედა მყავს და ის მაკა არის,მის გარდა სხვას დედას ვერ ვუწოდებ,ვფიქრობ თუ ქალბატონოთი მომართვა არ გნებავთ ლიზას დაგიძახებთ და..
-დედა..-შემაწყვეტინა სიტყვა მაქსიმემ.- მე და კეკეს გვირჩევნია თბილისში ავრჩეთ,თანაც ახალი საქმე მივიღე და ბოლომდე უნდა გამოვიძიოთ.
-მართალი ხარ შვილო, „შევჩუკის საქმე“ პრიორიტეტია.-გვარის გაგონებაზე გავშრი.. მინდოდა მიწა გამხეთქოდა და შიგ ჩავეტანე,დედას გადავხედე,რომელიც გაფართოვებული თვალებით მანიშნებდა დავმშვიდებულიყავი..
-სანამ ციხეში არ ჩავსვამ ვერ მოვისვენებ,ამის შემდეგ წავალთ დასასვენებლად მე და კეკე.-გადმომხედა გაბრწყინებული თვალებით.
-საინტერესოა რას დაეძებს საქართველოში..-აღნიშნა მაქსიმეს მამამ.მაშინვე დედაჩემს ვანიშნე გამომყოლოდა.
-უკაცრავად მალე დავბრუნდებით.-საძინებელ ოთახში შევედით.-დედა შენ იცოდ რომ მამა საქართველოში იყო?-ვკითხე გაღიზიანებულმა.
-კი ვიცოდი.
-და რატომ არაფერი მითხარი? როდის ჩამოვიდა.
-შენი ქორწინების ამბავი გაიგო და ჩამოვიდა.. სახლშიც იყო ჩვენთან მოსული,მაგრამ ნება არ მივეცი..
-დედა რისი ნება არ მიეცი,საკუთარი შვილის ნახვის?რაც არუნდა საშინელი ადამიანი იყოს ის მამაჩემია და მე ის მიყვარს. მინდა კვლავ შევხვდე.. ვერ წარმოიდგენ რამდენად რთული არის ჩემთვის ამ სიტუაციასთან გამკლავება.. ჩემი ქმარი ცდილობს დაიჭიროს მამაჩემი და მე ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურო? ჩემი ჯერ არ დაწყებული ურთიერთობა რომ უკვე დასასრულს უახლოვდება კარგად ვიცი.-მივაყარე კითხვები მაკას,რომელიც ცდილობდა დავემშვიდებინე.
-საყვარელო ცრემლები შეიმშრალე და თავი ხელში აიყვანე.. ახლა ისეთი ძლიერი უნდა იყო როგორც არასოდეს.
-დავიღალე!-ცოტა ხმამაღლა მომიწია ყვირილი..-დავიღალე ვიყო ძლიერი,აღარ მინდა ყველა რთულ სიტუაციას მე ვუმკლავდებოდე,მინდა ვინმე შემენაცვლოს,ჩემს მაგივრად გადაწყვიტოს დედა ეს რატომ არ გესმის,საყრდენი მინდა,რადგან ისე დავმძიმდი რომ ცოტაც და წავიქცევი,მეშინია დედა გესმის? მეშინია რომ ამ ყველაფერს ვეღარ ავიტან და უბრალოდ ასე უბრალოდ დავეცემი.-ვყვიროდი და თან ვცდილობდი ცრემლების გავმკლავებოდი.მას აღარაფერი უთქვამს და მე გავვარდი საძინებლიდან.
სასტუმრო ოთახში აღარ დავბრუნებულვარ,სახლის უკან აუზზე გავედი და შეზლონგზე ჩამოვჯექი..
გული მეკუმშებოდა ამდენი აუტანელი მდგომარეობის ატანა რომ მიწევდა.. განა ჩემი დანაშაული რა იყო,რომ ასე უნდა მეტანჯა?
გავზრდილიყავი მამასაგან შორს,ჩემთვის უცნობ ქვეყანაში.სრულ სიღარიბეშ მეცხოვრა,როცა უსასრულოდ მდიდარი ვარ,მეშიმშილა მაშინ,როცა შემეძლო ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებში უგემრიელესი კერძები მიმერთვა. როცა შეიძლებოდა განათლება საზღვარგარეთ მიმეღო მე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მომიწია სწავლა.
სიყვარულითაც კი არ დამცალდა გათხოვება..
-კეკე კარგად ხარ?-მომესმა ზურგს უკნიდან მაქსიმეს ხმა.მაშინვე შევიმშრალე ცრემლები და ვეცადე გამეღიმა. ის წინ დამიდგა და თავი მაღლა ამაწევინა.-არ არის აუცილებელი გაიღიმო მაშინ თუ ცუდათ ხარ.-შუბლზე მაკოცაგვერდით დამიჯდა და თავისკენ მიმიზიდა.
-არ მინდა საუბარი.-ვუთხარი გაბზარული ხმით.
-ჰოდა ნუ ვისაუბრებთ,უბრალდო ასე ვიჯდეთ.-ძალიან გამიკვირდა რომ ასე კარგად მექცეოდა,მაგრამ არ მინდოდა აქცენტი გამეკეთებინა,მით უნეტეს რომ თავს მართლა საშინლად ვგრძნობდი.
ცოტა დავმშვიდდი და ერთი იდეა გამიჩნდა..
-მაქს.. ცოტა რომ დავმშვიდდე ყურადღების გადატანა მჭირდება,ამიტომ მომიყევი რამე შენზე.. ასე უკეთაც გავიცნობთ ერთმანეთს..
-მაინც რაზე ვისაუბრო?
-არ ვიცი.. ნებისმიერ რამეზე,თუნდაც შენს საქმიანობაზე.აი მაგალითად სუფრაზე რომ საუბრობდით რაღაც საქმეზე.
-გრიგოლ შევჩუკი?-მკითხა წარბაწეულმა.
-თუნდაც.-დავუქნიე თავი.-ვინაა და რას წარმოადგენს?
-რუსი ოლიგარქია,მაგრამ ცუდ საქმეებში გაერია. საქართველოში ჩამოსვლა აკრძალული ჰქონდა,მაგრამ დაზვერვამ შენიშნა თბილისში.-არჩევდა სიტყვებს და იმ დეტალებს რაც თითქმის ყველასათვის ცნობილი იყო.
-მართლა? და აკრძალული რატომ ჰქონდა?
-საქართველოდან ქალი გაიტაცა,ეს ქალი მისი ცოლი გახდა და როგორც ვცით ქალიშვილი ყავთ,მაგრამ ეს ამბავი დაუდასტურებელია,რადგან ახლა მარტოა,გვერდთ ოჯახი აღარ ჰყავს და მათი ასავალ-დასავალი არავინ იცის.. შეიძლება მოკლა კიდეც.
-რატომ უნდა მოეკლა თუკი ამხელა რისკზე წავიდა და ქალი გაიტაცა,ალბათ უყვარდა და შვილი? როგორმა ადამიანმა უნდა გაიმეტოს?-ვცდილობდი ჩემი თითქოს და უდანაშაულო კითხვებით მეტი იმფორმაცია გამომეტყუებინა და უნდა ავღნიშნო რომ ეს კარგადაც გამომდიოდა,ან უბრალოდ მაქსიმესაც სურდა საუბარი და რატომღაც ჩათვალა რომ სანდო ვიყავი.
-არ ვიცი,მაგრამ აუცილებლად გავარკვევთ..-აქ შეწყდა ჩვენი ამ თემაზე საუბარი,კიდევ რამე რომ მეკითხა უკვე საეჭვო გახდებოდა ჩემი ამდენი კითხვები.-მე უკეთესი აზრი მაქვს რომ ხასითზე მოხვიდე..-მითხრა ღიმილით და მეც გამეღიმა..-დღეს საღამოს შენთვის სიურპრიზი მაქვს,რესტორანში ვივახშმებთ.
-და ეგ იქნება სიურპრიზი?-ვიკითხე იმედგაცრუებულმა.
-არა.. სიურპრიზს იქ ნახავ..-მაკოცა კვლავ შუბლზე და შეზლონგიდან წამოდგა.-ახლა სამსახურში წავალ,შენ შოპინგზე წადი ყველაზე კარგი კაბა შეარჩიე და საღამოს მანქანას გამოგიგზავნი.
ნამდვილად არ მქონდა შოპინგზე წასვლის თავი,ახლა კიდევ უფრო დიდი ეჭვები გამიჩნდა..
ასე უცებ არამგონია ძლევამოსილი პროკურორი ჩემს ცრემლებს მოელბო.. აქ საქმე რაღაც უფრო სხვაში იყო.. იქნებ გაიგონა დედაჩემის და ჩემი საუბარი?.. იქნებ თავიდანვე იცოდა რომ მე ვიყავი მაშა შევჩუკი და არა კეკე თოლორდავა? ყველაფერი ერთმანეთში ამერია..
მთელი დღის მანძილზე თავი ამატკია ერთი-მეორეს მიყოლებით გაჩენილმა კითხვებმა..
თუკი ჩემი ეჭვები ყოველგვარს საფუძველს მოკლებული იყო,მაშინ რატომ იქორწინა მაქსიმემ ჩემზე,განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სასტუმროში მოხდა?
ამ კითხვებზე პასუხს სადროსაგან მივიღებდი ამიტომ დავურეკე,თანაც ლანაც დავპატიჟე რომ რაიმე ისე არ ეეჭვა.. ლანა ძალიან მოეწონა ამიტომ კითხვებზე დარწმუნებული ვიყავი დაყფიქრებლად მიპასუხებდა.
ყავა მოვამზადე და სასტუმრო ოთახში შევუერთდი ლანას და სანდროს.
ცოტა ვისაუბრეთ,ვიცინეთ და ნელ-ნელა დავიწყე საინტერესო კითხვების დასმა.
-სანი ვაპირებ მაქსიმეს სიურპრიზი გავუკეთო და მის შესახებ რაღაც-რაღაცეები მაინტერესებს თანაც შენზე კარგად ვინ იცნობს მას?-ძალიან გაუხარდა.
-თუკი რამეში დაგეხმარები გამიხარდება..-მითხრა ლანაზე თვალმოუშორებლად.. დაჰიპნოზებულს გავდა,ლანაც არ წყვეტდა მასთან კეკლუცს.
-მოდი აქედან დავიწყოთ,წინა ურთიერთობიდან რაც მაქსიმეს ჰქონდა რა იცი? მაინტერესებს რომ მეც იგივე შეცდომები არ დავუშვა.
-თეკუნაზე ამბობ?-ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა.. ანუ მართალი ვიყავი და ჩვენს ურთიერთობაში იყო მესამე პრი რომელსაც მე ვერ ვამჩნევდი.-ის ისეთი ამპარტავანი იყო,აჩვენებდა ყველას რომ სათნო და ნაზი გოგო იყო და ყველაფერს აკეთებდა მაქსიმეს ხელში ჩასაგდებად.
-ეგ ვის უკვირს,ყველა ასე ქცევა ვინც მაქსს ხედავს.-თითქოს არაფერი ამბავი უტქვამს ისე აიქნია ხელი ლანამ.
-არა ის სხვანაირი იყო.. სახეზე ეწერა რა დაბალი დონის იყო.ფულზე მონადირე ქალი,ბნელი წარსულით ასეც შეიძლება ვთქვათ.
-ეგ როგორ?-ვიკითხე მე
-დაწვრილებით არ ვიცი,მაგრამ გახრწნილი ქალი იყო.. ეს ძლაიანა დიდი ხნის წინ იყო,მაშინ მაქსი პროკურორიც კი არ იყო.უბრალოდ იურიდიულზე სწავლობდა,იქ გაიცნო ისიც.. მაქსი მის რეალურ სახეს ვერ უყურებდა.. ერთად ცხოვრობდნენ.. ერთ-ერთ საღამოს როცა მაქსი მივლინებიდან დაბრუნდა უნდა სიურპრიიზი მოეწყო და ცოლობა ეთხოვა, საძინებელში წაასწრო ვირაც ვიგინდარასათან ერთად.-ამ ამბავს ნამდვილად არ ველოდი.
-შემდეგ რა მოხდა?
-შემდეგ მაქსმა ის კაცი იმ დონემდე სცემა რომ სამი თვე აპარატზე იყო შეერთებული,თეკუნა კი გაიქცა..
-და ამ თაკუნას შემდეგ აიძულეს ჩემი ცოლად მოყვანა?
-თავიდან გაჩნდა იდეა რომ მაქს ახალი ურთიერთობა სჭირდებოდა.. კარგად იცი დედაჩემი და მამაჩემის დიქტატორული ხასიათი. (დედა მოსამართლეა მამა პოლიციის უფროსი,შვილი პროკურორი).. მაქსი დიდ წინააღმდეგობას უწევდა,ნიშნობაზეც არ გამოცხადდა და არც ქორწილში აპირებდა მოსვლას მიუხედავად მშობლების პატივისცემისა..-სანიიმ ცოტა ამოისუნთქა.-შემდეგ კლუბში წავედით რომ ცოტა მოვდუნებულიყავით და აღარაფერზე ეფიქრა,თუმცა იქ გოგონას შეხვდა..
-დიდი მწვანე თვალებით,უცნაურად თეთრი კანითის ფერითა და გრძელი ჟღალი თმებით.ტუჩთან პატარა ხალით... გოგოამ გაიღიმა და თითქოს სამყარო გაჩერდა და ჩვენ ორნი დავრჩით პლანეტაზე.. ქარიც აღარ ქროდა,მუსიკაც აღარ უკრავდა მხოლოდ მისი მწვანე თვალები საუბრობდა,რომელიც ისეთივე ნაღვლიანი იყო როგორიც ჩემი.-სანდროს გააწყვეტინა მაქსიმემ საუბარი და თავად განაგრძო.. ძალიან შემეშინდა რადგან მას არ ველოდებოდი სახლში,მაგრამ გამომიჭირა..-მის თვალებში ჩემი თავი დავინახე.. ტკივილის ამოცნობა კარგად მეხერხება და მასაც ჩემსავეთ ტკიოდა სულის ერთი ნაწილი,მაგრამ არ ვიცოდი რომ ზუსტად ერთი სატკივარი გვქონდა მე და ამ მწვანე თვალებს..-მაქსიმე მომიახლოვდა და ჩემს პირისპირ დაჯდა.-დილით შენი ჟღალი თმები ისე საოცრად ეკვროდა უჩვეულოდ ქათქათა კანს რომ მომინდა ყოველ დილთ ამ სილამაზისთვის მეყურებინა..კიდევ ერთი საოცრება ვიხილე როცა ახლადგაღვიძებულ ტკივილიან მწვანე თვალებს შევხედე,რომელიც დაიბნა შიშველი რომ იყო..-მელამაზა მისი სიტყვები,მომინდა ჩავხუტებოდი მაგრამ ვაცადე საუბარი.-საოცარი სურვილი გამიჩნდა ამ თვალებიდან ტკივილი გამექრო,მე ვყოოფილიყავი ადამიანი რომელიც მოუშუშებდა ამ ულამაზეს არსებას ტკივილს. ვნანობდი რომ ამ სილამაზეს ასე უბრალოდ შევეხე.იცი?.. მართლა ძალიან მწყდებოდა გული რომ პირველად და უკანასკნელად მომიწევდა შენი ნახვა.. ერთი ფიქრი ვიფიქრე,საყვარლად გავიხდითქო,მაგრამ ასე ხომ უფრო დიდ ტკივილს მოგაყენებდი?.. შენი სახელი რომ მითხარი გავშრი... ვერ გავიგე უნდა გამხარებოდა თუ შემძულებოდი,მაგრამ ასეთ სპეტაკ არსბას ვინ შეიძულებს თუ არა უგუნური? გავიქეცი ნომრდან რადგან არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. კეკე ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა?-მკითხა მოულოდნელად.
-ალბათ კი.
-რას ნიშნავს ალბათ ან კი ან არა,მარტივია არა?
-კი.
-რა „კი“ კეკე?
-კი მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის.
-ჰოდა მე არ მჯეროდა,მაგრამ სწორედ ასე მოხდა.. თითქოს უხილავი ძაფები ვიგრძენი ჩვენს შორის.. ვიცოდი რომ შენ იქეთ მეტი გზა აღარ მექნებოდა და ის ვიღაც „კეკე“ უნახავად უნდა შემძულებოდა,რადაგან შენს შემდეგ მას ვერ შევეხებოდი.-ლანასკენ გავაპარე თვალი რომელიც იცრემლებოდა,არც ის მოელოდა ასეთ მგრძნობიარე მაქსიმეს.-ვფიქრობ გამიმართლა,რომ ის ვიღაც კეკე დღეს ჩემი კეკეა.
-მაგრამ შენ შენი სიტყვების საპირისპიროდ იქცეოდი მაქსიმე.. ადექი და სადღაც გაქრი მთელი კვირების მანძილზე.სასაუბროდაც პირველად ორი კვირის შემდეგ გნახე სასმლის ბაკალთან ერთად.
-მინდოდა სასმელით დამევიწყებინა ის ერთი მომენტი კლუბიდან,როცა გოგონა ლამის სასმელით გაიგუდა.(მე მიგულისხმა) ვფიქრობდი ყურადღე რომა რ მომექცია,ახლა რა მოხდებოდა.. მინდოდა ჩემს გულში გაჩენილი სიმპათია საფუძვლიანად ამომეძირკვა.
-გამოგივიდა?-ვკითხე მე და სასტუმრო ოთახს თვალი მოვავლე,ვერც კი შევამჩნიე როგორ გავიდნენ სანი და ლანა.
-არ გამომივიდა,ან როგორ უნდა გამოსვლოდა კეკე? დღეს მაკას რომ უყვიროდი გავიგონე..-ცივმა ოფლმა დამიარა,როცა თქვა „გავიგონე“.-რომ ყველაფერმა დაგღალა,მივხვდი რომ ორივენი მდგომარეობის მსხვერპლნი ვართ.. არ ვიცი რამდენი ხანია გიცნობ მაგრამ იმის აღიარება არ მრცხვენია,რომ შემიყვარდი.. დანახვის თანავე და დღესც ამას ვფიქრობ რომ შენს გარდა მე სხვა გზა არ მაქვს. აღარ მინდა შენი ცრემლიანი თვალების დანახვა..-მისკენ გადავიხარე და ტუჩებში ვაკოცე..
საუბარი შეწყდა მხოლოდ ვნება გაბატონდა.. სავარძლიდან ამაყენა და ნელ-ნელა,ცონა-კოცნით,უკუ სვლითა და ტანსაცმლის შემოცლით მივიწევდით საძინებლისაკენ.მაქსიმემ მაისური გადაიძრო თუ არა მის გარდა ვეღარაფერს ვამჩნევდი.კისერში მკოცნიდა,კონცენტრაციას ვკარგავდი,მისი „მადააღძრული“ თვალები ისე მიყურებდნენ როგორც დამშეული მგელი.
დილით თვალები რომ გავახილე მაქსს ისევ ეძინა,ამიტომ საწოლიდან ნელა გადავედი და სააბაზანოში შევედი.ულამაზესი ღამე გავატარე ჩემს მეუღლესთან ერთად.
ზოგადად ეჭვიანი ადამიანი ვარ,თითოეულ სიტყვაში შემაქვს ეჭვი,იმაშიც კი რაც საზოგადო ჭეშმარიტებას წარმოადგენს,მაგრამ ამ შემთხვევაში მაქსის არცერთ სიტყვაში არ შემპარვია ეჭვი..
მიყვარდა?.. რა თქმა უნდა..
ამბობენ ადამიანს რომ დაინახავ ვიზუალურობამ არ უნდა მიიპყროს ყურადღებაო,მაგრამ თუ თვალმა არ შეაფასა ისე ყური ვერ მოუსმენს და გულიც ვერ გაუგებს ადამიანს..
მეც დანახვისთანავე მიყვარდა,ენით აუხსნელი კავშირი ვიგრძენი მის მიმართ,მაგრამ ახლა ჩემი გრძნობები უსაზღვროდ დიდია საკუთარი ქმრის მიმართ. შესაძლოა წლების მანძილზე ვერ იგრძნოს ადამიანმა ის რაც მე ამ მცირე დროში განვიცადე..
ოთახში დაბრუნებულს მაქსი იქ აღარ დამხვდა,ამიტომ სასტუმრო ოთახში გავედი..
-და სიურპრიზი?..-შევახსენე მე.
-რა დაუკმაყოფილებელი ხარ..-გამიცინა მან და განაგრძო..-რა თქმა უნდა სიურპრიზიც არის..
ჩემს წინ დადგა და ორივე ხელით ჩემი ხელები დაიჭირა..
-მინდა ისე დავიწყოთ,როგორც საჭიროა..
-რას გულისხმობ?
-შეყვარებული ვარ და თამამად ვიტყვი, რომ არ არსებობს გრძნობა ამაზე უკეთესი...
შეყვარებული ვარ და მინდა იმხელა ხმაზე ვიყვირო, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს არავინ მჭირდება მის გარდა...შეყვარებული ვარ და ძარღვებში სისხლი მიჩქეფს, გული გამალებით მიცემს...-დაიწყო მან საუბარი.-შეყვარებული ვარ და მინდა, რომ სიყვარულის ფერები შეიგრძნო შენც... მიყვარს ძალიან მიყვარს და იმდენადაც, რომ ემოციების გამოხატვა მიჭირს. კეკე ჩემო მეუღლევ.. რადგან ნიშნობაზე არცერთი არ ვიყავით,მინდა ახლა გთხოვო ხელი,ისე როგორც შეყვარებული ადამიანი თხოვს მისთვის ძვირფას გულისწორს ცოლობას.-გამეღიმა,ძალიან ბედნიერი ვიყავი თავი ზღაპარში მეგონა.
-მიყვარხარ და არ მინდა, ეს ლამაზი ზღაპარი ოდესმე დამთავრდეს... დიახ,გამოგყვები ცოლად.-ორივეს გაგვეცინა და ულამაზესი ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან.
-საღამოს წვეულებას გავმართავთ,ამიტომ მოემზადე.
მაქსიმე სამსახურში წავიდა,მალე კი სახლის კართან უამრავი ადამიანი იდგა.. წვეულების ორგანიზატორი შემოვიდა თუ არა მაშინვე დამხმარეებს განკარგულება გასცა.არცერთი წამით არ ჩავრეულვარ,რადგან მაქსიმეს უკვეჰქონდა დაგეგმილი რა და როგორ უნდა მომხდარიყო,ამიტომ არ მინდოდა მისი გეგმები ჩამეშალა,მე მხოლოდ ჩემი მეგობრების მოწვევა მევალებოდა.
საღამოს მზადების პროცესში ვიყავი,როცა ორგანიზატორმა უზარმაზარი ყუთი შემოიტანა ჩემს საძინებელში.
-ეს თქვენმა მეუღლემ გამოგიგზავნათ,უნდა რომ დღეს ჩაიცვათ.
-მადლობა.. საწოლზე დადე.
ყუთს თავი ავხადე... ძვირფას ოქროსფერი თვლებით მოჭედილი კაბა იყო.. ულამაზესი იყო.. უდაოდ გემოვნებიანი ადამიანის შერჩეული გახლდათ..
ფეხსაცმელიც შესაფერისი უყიდია..
კაბა ჩავიცვი.. იმდენად მეკვროდა ტანზე რომ სხეულის ფორმებს იდეალურად იმეორებდა.
სტუმრებთან შესახვედრად გავედი ბაღში.. თვალით მაქსი მოვძებნე და მასთან მივედი,რომელიც ჩემთვის უცნობ მამაკაცებს ესაუბრებოდა.
მაქსიმეთ თვალებზე ბინდი გადაეკრა და წამითაც არ მაშორებდა მზერას..
სტუმრებში გავერიეთ..
მე ჩემს მეგობრებს შევხვდი,რომლებით ჩემი ახალი სახლით აღფრთოვენებულები იყვნენ,ზოგიერთი (ქეთი და სალი) კი ჩემი ქმრით იყვნენ აღფრთოვანებულები.
-სექსუალურად გამოიყურები კეკე.-აღნიშნა ვაჩემ.
-ვაჩე ძალიან გთხოვ საკმარისია..-მარტონი ვიდექით, ოფიციანტს შამპანიური გამოართვა და მე მომაწოდა..
-შენ რომ ჩემი ცოლი იყო ამაზე ბევრად მეტს შემოგთავაზებდი ვიდრე ეს „ქოხია“.-ძალიან არ მესაიამოვნა მისი ეს სიტყვები.
-ვაჩე! მე მაქსიმეს ცოლი ვარ და წარმოიდგინე ამ „ქოხით“ უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.-ვცადე ზურგი მექცია მაგრამ მკლავში მწვდა და თავისკენ მიმიზიდა.-რას აკეთებ?!-ვკიტხე გაღიზიანებული და სწორედ ამ დროს მაქსმა გააშვებინა ხელი და სახეშიც უთავაზა..
ძალიან შემრცხვა..
ყველა ჩვენ გვიყურებდა,უამრავმა ჟურნალსტმა დააფიქსირა „კარგი კადრი“ და დარწმუნებული ვიყავი სიახლის სათაურსაც უდაოდ კარგს მოიფიქრებდნენ,მათ ფანტაზიას ხომ გასაქანი არ ჰქონდა.
გაღიზიანებული მოვშორდი ორ „ბუნტისთავს“(მაქსიმეს და ვაჩეს) და სახლში შევედი.. ცოტახანში ფეხის მძიმე ხმა შემომესმა და ვიგრძენი მაქსი მოამიახლოვდა.
-მაპატიე.-წარმოთქვა მან და ამ სიტყვამ უფრო გამაცოფა.
-გაპატიო?შენ მე შემარცხვინე!
-მე შეგარცხვინე? ერთი რამე გთხოვე და ისიც არ გაითვალისწინე კეკე.. გთხოვე შენი გართობით ჩემს სახელს ჩრდილს ნუ მიაყენებთქო,მაგრამ შენ ხომ არ შეგიძლია ყურადღების გარეშე!!-მიღრიალებდა თითქოს მე ვიყავი რამეში დამნაშავე.-ნუ კეკლუცობ კეკე!
-რა? ყველაზე უნამუსო და საზიზღარი ადამიანი ხარ მაქსიმე.როგორ გგონია რომ ყვველაფრის მერე რაც ჩვენს შორის მოხდა ვინმეს ფლირტს გავუბამ? მით უმეტეს რომ ვაჩეს? სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში წლებით ადრე იყო ვაჩე,როგორც მეგობარი და რამე რომ მდომოდა არ დაველოდებოდი შენ ცოლად გამოგყოლოდი.-ზურგი ვაქციე და სტუმრებთან დავბრუნდი.
რა საკვირველია ექსცესები მრავლად მოხდა ჩვენს წვეულებაზე..
არავინ ერიდებოდა რომ მაქსიმე ცოლიანი იყო,ლამის ზედ ახტებოდნენ..
ბართან ვიდექი და ბურბონს ვსვამდი,როცა ჩემს გვერდით სანი ჩამოჯდა.
-აქ რატომ ზიხარ მარტო?
-შენმა კრეტინმა ძმამ ნერვები მომიშალა და მისი დანახვა არ მინდა.
-კარგი რა კეკე.. იმ დღეს ისე გესაუბრა რომ ლამის მე შემიყვარდა ეგ იდიოტი.-გაიხუმრა მან .
ცოტა ვისაუბრეთ,რა საკვირველია მაქსისკენ როცა არ უნდა გამეხედა გოგონებს ესაუბრებოდა,ძალიან ვბრაზობდი მაგრამ გოიმკასავით ნამდვილად არ ავვარდებოდი.
-ეს.. -სიტყვა გაუწყდა სანის.მეც მის მზერას გავაყოლე თვალი.მაქსთან ვიღაც ძალიან ლამაზი ქალი იდგა. ლამის კისრიდან ეწყებოდა ფეხები..ყვითელი კაბა ეცვა,ასევე ძალიან გრძელი და ხვეული ყვითელი თმა ჰქონდა.. როგორც იტყვიან ფეხზე „ციდან სამმეტრები“ ეცვა. გამეცინა.
-ეს ვინ არის?
-გეტყვი მაგრამ ამჯერად შენ არ მოაწყო სცენები.-თქვა გაფართოებული თვალებით სანიმ.
-ვინ არის!
-თეკუნა,მისი ყოფილი.-ამაზე ირონიულად გამეცინა.
გადავწყიტე ჩემს ქმართან მივსულიყავი.. ნელი ნაბიჯით მივედი მითთან..
-საყვარელო..-გავუღიმე მაქსმეს და ხელკავი გამოვდე.ქალმა ჩვენს ხელს დახედა და გაეცინა.-სასაცილოს რას ხედავ?-ვკითხე მე.
-გამეცინა,რადგან მივხვდი მაქსიმეს თვითშეფასება ძალიან დაბლა დამიწევია რადგან ასეთ ვიზუალთან აქვს ურთიერთობა.-თვითკმაყოფილი იდიოტივით იხედევოდა ეს ქალი.
-თეკ საკმარისია!-მიმართა მაქსმა.
-ჩვენ უფრო კარგი წყვილი ვიქნებოდით.-უთხრა და პიჯაკის ღილზე დაუწყო მაქსიმეს თამაში,თითქოს იქ არც ვიყავი.ხელი გავაშვებინე და მაქსიმეს წინ დავუდექი.
-„თეკ“ შეგიძლია შორიდან ყურებით დატკბე ისე როგორც ამ წვეულების მანდილოსნების უმეტესობა,მაგრამ კიდევ ერთხელ შეეხები ჩემს ქმარს და..
-და რას იზამ კეკუშკა?-ცდილობდა გამოვეწვიე.-ხედავ მაქსიმე რა საშიში ცოლი გყოლია?-თქვა ირონიულად.. თითქოს დამცინა ამ სიტყვებით მისი ცალტვინა ტვინით.
-კაცისათვის პრობლემას და საშიშროებას მარტო მაშინ წარმოადგენ როცა ქალის ტრადიციული ორგანოების გარდა ტვინიც გაქვს,რაზეც შენზე ვერ ვიტყოდი „თეწ“ და ყველაფერთან ერთად ეგ „ქალური ორგანოებიც“ კი ხელოვნური გაქვს.ახლა კი მოგვიტევე საყვარელო სხვა სტუმრებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.-მაქსიმე ლამის ვაიძულე შემობრუნებულიყო და მე გამომყოლოდა.
-ახლა კიდევ უფრო ძლიერად მომინდა შენთან სექსი.-გადმომჩურჩულა ყურში.
-გირჩევ ჭკვიანად იყო მაქსიკო თორე ვეღარავისთან გექნება სექი და მაგ შენ „ღრმადსაპატივცემულო“ ორგანოსთან გამოთხოვება მოგიწევს.-ასევე ჩუმად გადავულაპარაკე და და სტუმრებს ღიმილიანი სახით მივესალმეთ.
-სწორედ ამიტომ მიყვარხარ.-მაკოცა და კვლავ დავშორდით ერთმანეთს,რადგან მასთან მისი საქმიან საქმეზე სასაუბროდ მივიდნენ.
მე და ლანა ვსაუბრობდით და მთხოვა მისთვის ის უძვირფასესი კოლიე მეჩვენებინა,რომელიც ქორწილში დედამთილმა მაჩუქა..
რა თქმა უნდა დავთანხმდი და სახლში შევედით,სასტუმრო ოთახში მაქსიმე დავინახე,გამეღიმა და მისკენ წავედი მინდოდა ჩავხუტებოდი.. რაღაც იმ მომენტში ძალიან მაკლდა.. კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადავდგი დავინახე თეკუნა,რომელიც დამშეული მგელივით დაეძგერა მის სქელ ტუჩებს..
ადგილზე გავშრი.. გავიყინე.. სიცივემ იმდენად ამიტანა რომ ამაკანკალა.. პირზე ხელი ავიფარე რომ ისტერიკული კივილი არ დამეწყო.უცებ ლანას გავხედე,მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ არ მეჩვენებოდა და „ლამაზი სიზმარიც“ დასრულდა,ლანასაც ისევე გაფართოებოდა თვალები როგორც მე.. წამის მიასედში გავიაზრე რა მირაჟში ვიცხოვრე რამოდენიმე კვირა..


პ.ს გადავწყვიტე დღეს დამედო მომდევნო თავი.. იმედია მოგეწონათ.. გამიზიარეთ შთაბეჭდილება,რჩევა.. ძალიან მახარებთ თქვენი აქტიურობით <3



№1 სტუმარი Ucnobi

ვერ გავიგე ეს მაქსიმე რა ადამიანია?! ორპირი კაცია, მისი ნდობა არ შეიძლება, კეკე შემეცოდა, თუმცა ძლიერი ჩანდ და მაქსიმეს თავს არ დააჩაგვრინებს

 


№2  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომწონს იმედია მაქსიმეს არ უნდადო ის რაც გააკეთა ხო და იმედია მალე გავიგებთ ეკეს მამის შესახებაც ინფორმაციას გააგძელე და შემდეგს ველი მაქსიკო ჯობია გამოსწორდეს თორე კეკე არ არის ისეთ გოგო მოუთმინოს heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი მია15

ძალიან კარგი და საინტერესოა.ველი შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი ani

Dzalian gamixarda axali tavi rom vnaxe warmatebebiii imedi maqvs gaagrdzeleb warmatebebi chvens gmirebsac

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

მე მჯერა კეკესი:))).
არ აჰყვება წუთიერ სისუსტეს, დადგება მყარად, მშვიდად მიუახლოვდება და ასევე მშვიდად მოაშორებს სხვის კაცებზე მონადირე თეკ.ს თავის ქმარს.
მაქსიმე ცუდი ბიჭი არ მგონია. არაფერი სჭირს გამოსასწორებელი. უბრალოდ, მგონია რომ ამ ეტაპზე სიყვარულობანას თამაშობს რაღაც გეგმისთვის.
რაც და როგორც გინდა ისე წერე შენა ისტორიაში, ოღონდ ტკბილად დაასრულე:*.

 


№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რაკარგად დაიწყეს და ეს თეკუნა რა საშინლად ჩაერჭო. არადა კინწისკვრით უნდა აგდებდეს მაქსიმე. მაინც მგონია მაქსიმე ასეთი უნამუსოც არ არის. კეკეს დიდი მოთმინება მართებს.

 


№7 სტუმარი ლია

დამაინტრიგებელი თავია.ჩქარა დადე ახალი.

 


№8  offline მოდერი The Dreamer

Moonlight Sonata
საკმაოდ გამართულად წერ, არც გრამატიკული შეცდომები მომხვედრია მაინდამაინც. მესამე თავიდან დავიწყე კითხვა და გადავწყვიტე დანარჩენებსაც მივუბრუნდე ახლის მოლოდინში ❤

მადლობა საყვარელო.. მიხარია თუ მოგწონს.. თუმცა მაინც უამრავი შეცდომაა რადგან გადასწორების გარეშე ვდებ თავებს <3

 


№9  offline წევრი naniko mindia

Kargia dzalian momwons, esmaqsime martla rames tamashob veli shemdegs tavs ❤️❤️❤️❤️dges dadeb xoo
--------------------
lomidze

 


№10  offline წევრი richirichi

ჩემი აზრით მაქსიმემ იცის ვისი შვილია კეკე.ძალიან მაინტერესებს გაგრძელება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent