ერთი მემილიონედი (სრულად)
რა არის ალბათობა იმისა, რომ აგდებული მონეტა გერბზე დაჯდება? ერთი მეორედი. რა არის ალბათობა იმისა, რომ დაუფიქრებლად ვიტყვი ყველაფერს, რაც ენის წვერზე მომადგება? ერთი. ^^^ დილიდანვე მივუჯექი მაგიდას ლეპტოპითა და ჟასმინის ჩაით. კომპიუტერიდან ცხვირის ამორგვა მხოლოდ მაშინ ვინებე, როცა მობილურზე შეტყობინება მომივიდა. „სეს, საჯარო ფინანსების კონსპექტები გამომიგზავნე რაა...“ ბურტყუნით ავიღე რვეული და ფოტოების გადაღება დავიწყე. „მეილი მომწერე“ „[email protected]“ ფოტოები მეილზე ჩავუყარე და ქვიზისთვის მომზადება გავაგრძელე. საღამოს კატო დამადგა დიდი ყუთით ხელში. -დაბადების დღეს გილოცავ. -მადლობა, მაგრამ ხვალინდელი ქვიზის გადამკიდე არაფრის თავი არ მაქვს. -ისევ ჯიპიეიზე დარდობ? -შენ არ დარდობ? ყუთი გამოვართვი და გავხსენი. პირი გავაღე და მოკუმვა ვეღარ შევძელი. -ტაფა რად მინდა? -ეს უბრალო ტაფა არ გეგონოს, შემოსარტყმელი ტაფაა. -ჰაა? რისი? -შემოსარტყმელი. შემოგარტყამ ხოლმე, იქნებ რამე გეშველოს და ვინმე მოგეწონოს. -ძაან სასწაული აზრები გაწუხებს, ხო იცი. -ისევ არავინ მოგწონს? -არ დაიწყო. -რატომ? არ არის უკვე დრო, თუ? 21 წლის გახდი, ბერდები ქალიოო, - თითი მოკაკვა და თავში ჩამიკაკუნა. -ნამცხვარი გინდა? გაჭმევ. -საყინულეში გიდევს ხოო? - გამასწრო და თავად გამოიღო. -მეც დამიტოვე. -არა, - გაიცინა და ენა გამომიყო. -აინშტაინი ხარ? -... -აბა რას მეჯღანები? -საიდან მოგაფიქრდა? -კონსპექტები გადაიკითხე? თუ სულ ტყუილად გამომაგზავნინე? -ჩავთვალოთ, რომ გადავხედე. -მეილი არც კი გაგიხნია, არა? თავი საყვარლად დამიქნია და ნამცხვრის უზარმაზარი ნაჭერი გაიქანა პირში. -არ დაიხრჩო, კი არავინ მოგდევს. დამიჯერე, ჭამაში არ ლები. -გმადლობთ, დიდო სესილია თაქთაქიშვილო. -ძალიან გსიამოვნებს ჩემი გვარის ხაზგასმა, არა? -კი, - მხრები აიჩეჩა და შემდეგ ნაჭერს დასწვდა. -რამე მიაყოლე, შარში გამხვევ. პოლიცია იფიქრებს, რომ შენი მოკვლა მინდოდა. -ასეთი გემრიელი ნამცხვარი რომ ამოიტანე, აბა რა გეგონა? -ახლა გაიქცევი სახლში? თუ გინდა ხვალ დააგვიანო ლექციებზე? -რა საყვარლად მკბენ ხოლმე, - ხელოვნურად გამიცინა, ნამცხვარს ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა. -ჰეიი, რას აკეთებ? -ხომ თქვი არ მინდაო? ჰოდა სახლში მიმაქვს. აბა, ხომ არ გავაფუჭებ? -ღორმუცელა, - გამეღიმა. ^^^ რა არის ალბათობა იმისა, რომ კატოსნაირი შერეკილი მყავდეს საუკეთესო მეგობრად? თუ საქართველოს მასშტაბით განვიხილავთ, ერთი შანსი 3 მილიონთან; თუ მსოფლიოსაც გადავწვდებით, ერთი 7 მილიარდთან. ^^^ დიდი ხნის შემდეგ პირველად მივედი ასე ადრე უნივერსიტეტში. კურსელები არ იყვნენ მოსულები. მხოლოდ ემიმ მომწერა, რომ ამოდიოდა. უხასიათოდ ვიყავი და ბიბლიოთეკას მივაშურე. იქ ირინა დავინახე და მასთან ერთად დავიწყე გამეორება. ლექციის დაწყების ზუსტ დროზე ჩავედით აუდიტორიაში. -სად იყავი, გოგო? - მკითხა ემიმ. -ბიბლიოთეკაში. ნაცნობი არავინ იყო მოსული და იქ ავედი. ირინა ვნახე და შევყევით საუბარს. -ვიღაცა მოგწონს. ვისი გულისთვის ახვედი ბიბლიოთეკაში? ვიღაც ბიჭი გყავს ხოო? ვინ არის? დამანახე. -არავინ არ მომწონს, ემი. შენ შემთხვევით კატოს დარიგებული ხომ არ ხარ? ისე, გახსენებაზე, კატო სად არის? -არ მობრძანდება დღეს ქალბატონი. შენ კიდევ ვერ დამაჯერებ. ლექციაზე ძალიან უხალისოდ ვიჯექი. ეს ემიმ იმას დააბრალა, რომ ის ბიჭი ვერ ვნახე, რომელიც მომწონდა. აუდიტორიიდან ირინასა და ემისთან ერთად გამოვედი. საბჭოს ვუახლოვდებოდით, როცა ირინამ ავტობუსი დაინახა და გადმომხედა. -ვაი, სეს, გაგასწრო. -ის არაა, - დავამშვიდე. -ვინ არაა? ის ბიჭი? ვინც მოგწონს? - ჩერთო ემი. ჩემდა „ბედად“ მოდიოდა ვიღაც ბიჭი ჩვენი მიმართულებით და ემიმ მაშინვე იფიქრა, რომ მასზე ვსაუბრობდით. -არა, ავტობუსზე ვთქვი. არავინ არ მომწონს. -რატო? ლესბოსელი ხომ არ ხარ? -უბრალოდ არ გამოჩენილა ბიჭი, რომელიც მე მომეწონება. -მერე რატო? -ეგ რა კითხვაა? მაშნ გამაცანი ისეთი ბიჭი, რომ მომეწონოს. -მაგ შემთხვევაში თქვენს ქორწილში შალახოს მაინც ვიცეკვებ. -დამიჯერე, პირველს შენს სადღეგრძელოს ვიტყვი. -მაწყობს ეგ, - გაიცინა ემიმ. მეორე დღეს ჩანთაც არ მქონდა დადებული მაგიდაზე, რომ ემიმ კატოს აჯახა: -იცი, სესილიას ვიღაც მოსწონს. -ვაიმეეე, არ მომწონს არავინ, მერამდენედ გითხრა? -არ მჯერაა. -კატო, გთხოვ, უთხარი. -მე მჯერა. -ემი, გეფიცები, ვინმე თუ მომეწონება, მეორეს შენ გეტყვი. -მეორეს? პირველი კატოა? -არა, ჩემი თავი, - გავუღიმე და სკამზე დავჯექი. ის დღე იყო და ემიმ აღარ მომასვენა. ხან ვის მაცნობდა, ხან - ვის. ძალიან მეუხერხულებოდა იმ ბიჭებთან. ზედმეტად ცუდ სიტუაციაში მაგდებდა. მიმათრევდა ვიღაც ბიჭთან და ასე უბრალოდ მაცნობდა, მერე სადღაც უჩინარდებოდა და მარტოს გვტოვებდა. მეზიზღება ასეთი მომენტები. ბუნებით მორიდებულიც ვარ, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ძალიან ხშირად ადამიანთან სასაუბრო თემას ვერ ვპოულობ. ორივე მოკლე პასუხებით შემოვიფარგლებით და ვჩუმდებით. უხერხულ სიჩუმეზე საშინელი კი რა უნდა იყოს? არიან ადამიანებიც, რომლებთანაც პირველივე დანახვისას რაღაც კავშირს ვგრძნობ, რომლებთანაც ტვინი მაძალებს ვიმოქმედო და მეც ვერ ვეწინააღმდეგები. ასეთები არიან კატო, ირინა, ჩემი მეზობელი კოტე, რომელიც ამავდროულად კატოს შეყვარებულია, კიდევ რამდენიმე ძველი ნაცნობი. ემის გაცნობილი ბიჭებიდან ვერც ერთთან ვერ ვიგრძენი ასეთი უხილავი კავშირი. ვიდექი დაძაბული და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე გავცლოდი იქაურობას. -კიდევ ერთხელ გამიკეთებ მასე და მიგასიკვდილებ. ემის გაეცინა, ხელი ჩამავლო და კიდევ ერთ ბიჭთან მიმიყვანა. -გელა, როგორ ხარ? გაიცანი, ეს სესილიაა, სესილია, ეს გელაა, ჩემი კლასელი. -ხო, მხოლოდ კლასელები ვართ, თორემ ერთ უნივერსიტეტში, ერთ ფაკულტეტზე კი არ ვსწავლობთ, - გაეცინა ბიჭს და ხელი ჩამომართვა. -შენც ეკონომიკაზე ხარ? რატომ არ მახსოვხარ? - დავინტერესდი. -მესამე კურსზე ვარ. ერთი წლით გვიან ჩავაბარე და... - მხრები აიჩეჩა. -აა, გასაგებია, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ახლა წავალ. მოსაუბრე კლასელებს გამოვეცალე და კატოსთან მივირბინე. -კატოო, გთხოვ, მიშველე, არ მისცე უფლება ემის, რომ კიდევ გამაცნოს ვინმე ბიჭი. -უი, არც კი ვიცოდი ეგ ამბავი, ყოჩაღ ემი, მომწონხარ. ერთი-ორ ბიჭს მეც მივაშველებ. -შენც დაქალი ხარ ამის მერე რაა, - ამოვიბუზღუნე. -აბა, რა, ქალბატონო. დაქალი უნდა მოგეხმაროს ისევ საბედოს პოვნაში, თორემ... სექტემბრის ბოლოს პირველკურსელების ველქამზე შევიპარეთ. ჩემს ველქამზე არ ვყოფილვარ და ხომ უნდა მცოდნოდა რა ხდება. -ვაა, ამას ვის ვხედაავ, - დაიწყო ემიმ და ხელი ჩამკიდა, რომ მორიგ ბიჭთან მივეყვანე. -ემიი, - ამოვიოხრე, - გეყოს რაა. -ადამიანო, ხომ უნდა მოგეწონოს ვინმე? შენზე ვზრუნავ. -არ მჭირდება. -რატომ, უკვე მოგწონს ვიღაც ხომ? აღიარე, რომ მოგწონს. აღიარე და თავს დაგანებებ. არ ვიცი რამ მომიარა. იმ მომენტში მისი ნათქვამი ჭკუაში დამიჯდა და კარგ გადაწყვეტილებად მივიჩნიე დავთანხმებოდი. -კი, არის ერთი ბიჭი. -რაა? ვაიმეე, ვინ არის? რა ჰქვია? ვიცნობ? ჩვენი უნივერსიტეტელია? თვითონ მოსწონხარ? -აკი შეგეშვებიო? -ბიჭებს აღარ გაგაცნობ. რა ჰქვია? არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა. ტვინი გამეთიშა და ბიჭის ყველა სახელი დამავიწყდა. ცივმა ოფლმა დამასხა. ყურებში წუილი გავიგონე. ამას ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმაც დაერთო. ბაგეები ჩემთან შეუთანხმებლად გამეხსნა და ერთი სიტყვა ამოვილუღლუღე: -ნიკონი. -რაა? მეღადავები ხოო? -ვიცი, რომ ძალიან იშვიათი სახელია, - დავიწყე. „ოჰ, ახლა ამუშავდი ტვინო? დიდი მადლობა, რა შვებაა.“ - გავბრაზდი საკუთარ თავზე. -ეგ სახელიც კი არაა, ხომ არ მატყუებ, სესილია? -გეფიცები, მართლა არსებობს მასეთი სახელი, თუ გინდა, დაგუგლე. -იქნებ ნიკონის ფოტოაპარატი დაინახე? -ემი, მართალს გეუბნები. -მაშინ ის მითხარი, რა გვარია ეგ შენი გამოგონილი ნიკონი. -არაა, გამოგონილი და დაბუაშვილია გვარად, - იმდენად გაუაზრებლად წამოვაყრანტალე, რომ მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მივხვდი, უკვე ნათქვამი მქონდა გვარი. ^^^ რა არის ალბათობა იმისა, რომ მაინცდამაინც ეს სახელი ამოვირჩიე? ერთი მეათასედი. რა არის ალბათობა იმისა, რომ მაინცდამაინც ეს გვარი ამოვირჩიე? ასევე ერთი მეათასედი. ^^^ ჩემდა გასაოცრად, ემი ცოტა ხანში მართლაც შემეშვა. პირველი კვირა სულ მეკითხებოდა როგორი ბიჭი იყო, მიცნობდა თუ არა, სად ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ შემეშვა. ალბათ იმის ბრალიცაა, რომ კითხვებზე არ ვპასუხობდი. არ მსურდა ჩემი წარმოსახვისთვის ხორცი შემესხა. სულ მალე თავი სულ დამანება. საერთოდ გადამავიწყდა ველქამზე მომხდარი ინციდენტი. ფინალურების დამთავრებისას ჯგუფელებმა აღნიშვნა გადავწყვიტეთ. ერთი კვირით დავჯავშნეთ სასტუმრო გუდაურში. დანიშნულების ადგილამდე ავტოსტოპით მივედით. პირველ დღეს მხოლოდ დავბინავდით და საღამოს ვივახშმეთ. გოგოებმა ნომრის გასაღები მე მანდეს. მეც იმდენი ვიბოდიალე, თან მობილური ნომერში მქონდა დატოვებული, კართან მისულს გაბრაზებული ემი და კატო დამხვდნენ. -სად ხარ ამდენი ხანი? მობილური სადღა გაქვს? -მობილური ნომერშია. მე კიდევ სასტუმროს ვათვალიერებდი. -გააღე დროზე კარი. დაძინებამდე გვერდით ნომერში მყოფ მალოს და ირინას გავუარეთ. ყველას იქ მოეყარა თავი. ოთო და ბესი აშკარად თავიან სახლში გრძნობდნენ თავს, ისე შინაურულად შემოგვიპატიჟეს. ირაკლი, გოგა, მალო და სერგი ფანჯარასთან ისხდნენ და რაღაცაზე ჭორაობდნენ. ჭაბუკა კი გაცხარებით ეკამათებოდა ირინას. სულ მალე ალბათ ხელჩართულ ბრძოლას გამართავდნენ. -სეს, წადი, შენი თეთრი მანდილი შემოიტანე, - გადმომიჩურჩულა კატომ. -აბა, ჩვენც მოვედით, - დემოსტრაციულად განაცხადა ემიმ და ფანჯარასთან მყოფებს მიუახლოვდა. - მალო, ვის ჭორავთ? -რომ გითხრა, შენ-მეთქი, გეწყინება? - გაეცინა მალვინას. -არაა, მეც გჭორავ ხოლმე, - მხრები აიჩეჩა ემიმ და მოსაუბრეებს შეუერთდა. დიდი ხანი ვიყავით ასე. ძალიან გვიან დავბრუნდით ჩვენ ჩვენ ოთახებში. -წამო რაა სათხილამუროდ, - დამიწყო ბუზღუნი კატომ. -ხომ იცი, რომ თხილამურებზე არასდროს ვმდგარვარ? -ჰოდა, თუ არ დადგები, ყოველთვის მასე იქნება. -არ მინდა, მეშინია. -კაი რაა, აბა რისთვის წამოხვედი აქ? -საგუნდაოდ. როგორმე ჩემი სანუკვარი ოცნება უნდა ავიხდინო და თოვლი გაჭამო. -იცი რატომაა ეგ ოცნება? რადგან არასდროს ახდება. -მაგასაც ვნახავთ, - წარბები ავათამაშე და ნომრიდან გამოვედი. მაინც დამითანხმა კატომ და ბავშვებს გავყევი გარეთ. ყველამ სრიალი დაიწყო, მე კი უბრალოდ ვუყურებდი. როცა შემცივდებოდა, აქეთ-იქით დავდიოდი. -სეს, არ მოდიხარ? - დამიძახა კატომ. -ცოტა ხანში დაგეწევით, - მივაძახე და თოვლში ჩავარდნილი შარფის ასაღებად დავიხარე. უკვე მილიმეტრებიღა მაშორებდა მასთან, როცა ვიღაც ჭკვიანმა ლამის გამიტანა. წონასწორობის შენარჩუნება ვცადე, მაგრამ ამაოდ. სახით გავერთხე თოვლში. -ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში, - მომესმა ბოხი ხმა. - რამე ხომ არ იტკინე? ხელი გამომიწოდა და წამოდგომაში მომეხმარა. იმდენად შეფუთული იყო, რომ მხოლოდ ტუჩები უჩანდა. -უკეთესად ვიქნებოდი, ვიღაცას თოვლში რომ არ ჩავეგდე, - გააზრებამდე წამომცდა ეს სიტყვები. „ყოჩაღ, სესილია, შებღვერაც მოგისწრია.“ - გავუბრაზდი საკუთარ თავს. -მაპატიე, ზოგადად კარგად ვსრიალებ და ასეთი რაღაც არასდროს მემართება ხოლმე. „რა იყო, მახარბებ, რომ კარგად სრიალებ?“ - გავიფიქრე და ისევ შარფის ასაღებად დავიხარე. -იმედია ისევ არ დამეჯახები და მაცდი უკვე გალუმპული შარფის აღებას. -აღარ ვსრიალებ, - გამიღიმა. - დანაშაული რითი გამოვისყიდო? -გამაოცე, - უკმეხად ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე. შარფს უშედეგოდ დავუწყე ჯაჯგური. ცოტათი გავწურე, თუმცა მაინც საკმაოდ სველი იყო. ადგილზე გავშეშდი, როცა იმ ბიჭმა სათვალეები მოიხსნა. თითქოს არაფრით გამორჩეული ფერის თვალები ჰქონდა. მეც ხომ მუქი ყავისფერი თვალები მაქვს. არა, ჩემი მასთან რა მოსატანია? ვინ თქვა, თაფლისფერი თვალები ბევრს აქვს და არაა გამორჩეულიო? მისი თვალები არ გინახავთ. ყველანაირ ემოციას იგრძნობ რომ ჩახედავ. რაღაცნაირად დამამშვიდა მისმა გამოხედვამ და ჩხუბი გადამავიწყა. ისეთი თვალები ჰქონდა, რომ გეუბნება, ერთხელ თუ დაგიპყარი, სამუდამოდ ჩაშვებული ღუზით დაგტოვებ ჩემთანო, მიგაჯაჭვებ და აღარ გაგიშვებო. მე გავხდები შენი დასაყრდენი მთელ დედამიწაზეო. -ლამაზი თვალები გაქვს, - აი, ისევ გაუსწრო ჩემმა ენამ ტვინს. -მადლობა, - ჩაეღიმა. - წამოდი, სასმლით გაგიმასპინძლდები. ხომ იმ სასტუმროში ცხოვრობ? თავი დავუქნიე. -თუ დასაკარგი ორი საათი გაქვს, - მხრები ავიჩეჩე. -ორი საათი რად უნდა სასმლის დალევას? -აქედან ჩასვლას მინიმუმ საათ-ნახევარს მოვანდომებ. -საბაგიროზე რამე გსმენია? -და შენ გსმენია რამე ადამიანებზე, რომელთაც სიმაღლის შიში აქვთ? - ნიშნისმოგებით მივუგე და კმაყოფილმა გავიღიმე. -მე ისიც მსმენია, რომ ასეთ დროს სხვა ადამიანთან ყოფნა ამშვიდებთ, - თავადაც არ ჩამომრჩა. -ანუ თუ საბაგირო გაიჭედა ორი უბედურება ერთად უნდა დამატყდეს თავს? დიდ სიმაღლეზე ვიქნები გამოკიდებული და თან შენთან ერთად? არა, გმადლობთ. „სესილია, როგორი უტაქტო ხარ.“ - გავიფიქრე და ბიჭს გავუღიმე. -კარგი, არ გეწყინოს, ძალიან მწარე ხუმრობები მაქვს. თუ ენის წვერზე მომადგა, არ შემიძლია, რომ შევიკავო. უეჭველი უნდა ვთქვა. -არც მწყენია. წამოდი. საბაგიროზე ავედით. იმდენი ტანსაცმელი გვეცვა, რომ მთლიან სკამს ვიკავებდით. -თხილამური არ გაგეჭედოს, ფრთხილად იყავი. მაგით აპირებ სასტუმროში შემოსვლას? -გადავიფიქრე, სასტუმროში არ შევიდეთ. იქვე პატარა და მყუდრო რესტორანზე რა აზრის ხარ? -მალე ალბათ თბილისამდეც ჩამიყვან. -აჰა, ანუ თბილისში ცხოვრობ. -ნეტავ, როგორ დაასკვენი? -ძალიან გამიჭირდებოდა შენი საუბრიდან. -და იმ რესტორანში თხილამურებით შემოხვალ? -ცოტა იფიქრე, გავიხდი. -მთლად ნუ გაშიშვლდები, - ჩავიფხუკუნე. -ვერ მივხვდი. -ვერც მიხვედი, ზედმეტად უცნაური იუმორის გრძნობა მაქვს. -სცადე აბა... -ახსნისას მუღამი ეკარგება, მაგრამ მაინც დაგიღეჭავ. ხომ თქვი, გავიხდიო, ჰოდა სულ სხვა გახდაზე წავედი მე. -გასაგებია, გარყვნილიც ყოფილხარ. -უკაცრავად? - თვალები გამიფართოვდა და შევიცხადე. - რა მიწოდე? ვის უბედავ? აღარ მინდა შენი უფასო სასმელი. ეს საბაგიროც რით ვეღარ ჩავიდა. -რას აიფოფრე? დამშვიდდი, ფარშევანგო. მეც უცნაური იუმორის გრძნობა მაქვს. ხუმრობით ვთქვი. -ეს ფარშევანგი კომპლიმენტი იყო? ლამაზ ფრინველს მაინც შემადარე. -სიმართლე გითხრა, მდედრი ფარშევანგი თეთრი და უშნოა. ლამაზკუდიანი ფარშევანგები მამრები არიან, - ახარხარდა. -გამომივიდა აქ ყველაფრის მცოდნე, ხეპრე, ზოოლოგობას იჩემებ? - ლანძღვა დავიწყე და ბედნიერი გადავედი საბაგიროდან. თოვლში ვეფლობოდი და ყოველ წამს შეიძლება წავქცეულიყავი. ძალიან მარტივად მოახერხა იმ ბიჭმა დაწევა. -კაი რაა, არ მინდა, რომ ჩემზე გაბრაზებული იყო. -რა შემატყვე? -ხო, ყველას მასე ლანძღავ და ზურგს აქცევ არა? წამო, რამე დავლიოთ და მიხვდები, რომ სულაც არ ვარ ისეთი, როგორი სიტყვებითაც შემამკე. -შენ იხდი? -კი, მაგრამ მთელ რესტორანს ნუ დაპატიჟებ. -და ყველანაირი სასმელი რომ შევუკვეთო? -არც ეგ გამოვა. -ჯანდაბა, რა ძუნწი ყოფილხარ, - გავიღიმე და მასთან ერთად ავიღე გეზი რესტორნისკენ. ამ ადგილს რესტორანი ნაკლებად ეთქმოდა. ცოტ-ცოტა ყველაფერი ერთად იყო. სახლსაც ჰგავდა, სასტუმროს მისაღებსაც, ბარის მყუდრო ადგილს, რესტორანსაც და ავეჯის მაღაზიის ელფერიც დაჰკრავდა. ერთი სიტყვით, მაგიდასთან მოვთავსდით. თხილამურები კედელზე ააყუდა და თბილი შემოსაცმელის გახდაში მომეხმარა. ეს ერთი ქულა. ზოგჯერ ჯელტმენობაც შესძლებია. ცოტათი შემამცივნა. სვიტერის ყელი ცხვირამდე ავიწიე და სახელოებში დავმალე ხელები. -აბა, რას დალევ? -არ ვიცი, თავად მეპატიჟები. -გინდა, რომ გამოვიცნო? -სცადე. -აამ... ცხელი შოკოლადი? -არაა სამართლიანი. ზედმეტად მარტივია. ყველა გოგოს უყვარს ცხელი შოკოლადი. თანაც ასეთ ამინდში. -დალევ თუ არა? უარის ნიშნად თავი გავაქნიე და კმაყოფილმა დავუწყე ყურება მის შეჭმუხნულ სახეს. -უეჭველი ან ჩაი ან ყავა ხო? -კი. -ოო, ძალიან რთული ასარჩევია. -სულაც არა. პირიქით, მარტივიც კია. მხოლოდ ორში გაქვს არჩევანი გასაკეთებელი. შენი შეცდენის ალბათობა ერთი მეორედია. -შეცდენის? ჩემს შეცდენას ცდილობ? - გაეღიმა და თვალები გაუნათდა. -ჰო, სულ მე ვარ გარყვნილი, - გამეცინა. - იცი, რაც ვიგულისხმე. -ვითომ? კარგი, ვირჩევ ჩაის. -დაა... თქვენ მოიგეთ ჩემი ღიმილი. -შავი? -არა, ჟასმინის. -ფუუ, - სახე დაემანჭა. - მაგას რა გასმევს? ეგ არაა ჩაი. -ვიცი, რომ ძალიან ბევრს არ მოსწონს. ჩემი ცხოვრებაა და ცუდ რაღაცას ნუ ამბობ. -არაა ეგ ჩაი, - გაიმეორა ხელახლა. -საერთოდ ვერ ახერხებ თავის მოწონებას, - ტუჩები სწორ ხაზად მოვკუმე. -ორი ჟასმინის ჩაი, - შეუკვეთა და კმაყოფილმა შემომხედა. - არც ახლა? -ორივეს ჩემთვის უკვეთავ და მაგიტომ უნდა მომეწონო? -უბრალოდ შენზე შთაბეჭდილების მოსახდენად გავრისკავ და კიდევ ერთხელ დავლევ სასმელს, რომელიც არ არის ჩაი. -შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობ, გამოდის, რაღაც ბნელს მალავ. სერიული მკვლელი ხომ არ ხარ? -ასეთი საყვარელი ღიმილით? - გამიღიმა. -რატომაც არა? პირველ კურსზე ჩემმა ჯგუფელმა გააკეთა პრეზენტაცია სხეულის ენაზე. პირველივე სლაიდზე გვაჩვენა ფოტო, რომელზეც თბილად მომღიმარი თეთრკანიანი მამაკაცი იყო გამოსახული. ერთი შეხედვით სულაც ვერ შეატყობდი, რომ 20-ზე მეტი ბავშვი ჰყავდა მოკლული. იცი, ახლა რომ ვუკვირდები, მას ძალიან ჰგავხარ, - თვალები დავაწვრილე და სახე მივუახლოვე. - ზუსტად ისე იღიმი შენც, - თავი ვეღარ შევიკავე და გავიცინე. თვითონაც ამყვა. -სერიული მკვლელიც ვყოგილვარ. -სადაც მე უშნო ფარშევანგი ვარ, იქაც შენ რომ სერიული მკვლელი იყო არ გამოვა? -ვიფიქრებ. საუბრის განმავლობაში წამითაც არ მომშორებია ღიმილი სახიდან. მგონი იმ ადამიანების სიას, რომელთანაც საერთო ენას ადვილად ვპოულობ, კიდევ ერთი შეემატა. ანგარიში მოგვიტანეს. ჩავხედე და თვალები შუბლზე ამივიდა. -შენ იხდი ხოო? - სასწრაფოდ მისკენ მივაცურე ჩეკი. -მხოლოდ იმ შემთხვევაში, შენც თუ გაიხდი, - ეშმაკურად აათამაშა წარბები. -ოდნავადაც არაა ეს უცნაური, - თავი გადავაქნიე. -რატომაა უცნაური? - ფული ჩეკის ქვეშ ამოდო და წამოდგა. -უცხო ხარ და უკვე შიშველს წარმომიდგენ. -გამოდის, ამდენი ხანი უცხოსთან გაატარე. სიმართლე გითხრა, წარმოდგენით არაფერი არ წარმომიდგენია, უბრალოდ ცოტა ბილწი აზროვნება მაქვს. ისე, კარგი იდეა მომაწოდე, ახლა შევეცდები წარმოგიდგინო, - გამეკრიჭა. -რა ახლოს იყავი, აი სულ ამდენი გაკლდა, - ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთთან ახლოს მივიტანე. - უკვე ვფიქრობდი კიდეც, რა კარგი ბიჭია-მეთქი. მაგრამ რად გინდა? საუბრის ბოლოს ყველაფერი წყალში ჩაყარე. -ეს მხოლოდ მაფიქრებინებს, რომ შენ ჩემზე ბილწი აზროვნება გაქვს. -სერიოზულად, აჯობებს გაჩუმდე, თორემ ნელ-ნელა კიდევ უფრო ეცემი ჩემს თვალში. -კარგი, - მხრები აიჩეჩა, შემდეგ კარი გამოაღო და მომიტრიალდა. - დასაპყრობად მზად ვარ. -უზრდელო, - ხელში ჩავარტყი. -აი, ისიც, ახლა დაამტკიცე, რომ ჩემზე უარესი ხარ. თუ საიდუმლო არ არის, რა გაიფიქრე? -შენ თქვი დასაპყრობადო, - შევუბღვირე. -ვიცი, ბორცვები ვიგულისხმე. -მკერდის მეტაფორაა ეგ. -აი, ისევ, - გადაიხარხარა. - სპეციალურად ვთქვი, სინამდვილეში ეს ულამაზესი ადგილი ვიგულისხმე. სამაგიეროდ ახლა ვიცი, რომ გარყვნილზე გარყვნილი არ დაილევა ამ ქვეყნად. -გარყვნილზე გარყვნილი არ დაილევა ამ ქვეყნად, - პატარა ბავშვივით გამოვაჯავრე და სახე დავუმანჭე. -ხო, ახლა ენაც გამომიყავი და ჩემი პატარა დის ასლი იქნები. არა, ვცდები, ჩემი და შენზე უფრო წმინდა ფიქრებისაა. -ხოო? რა დარწმუნებული ხარ? - გვერდი ავუარე და სასტუმროსკენ დავიძარი. -ხომ კიდევ შევძლებ შენს ნახვას? - მომაძახა უკნიდან. -დიდი იმედი მაქვს, რომ არა, - მიუბრუნებლად გავეპასუხე და ნომერში ავედი. -ვა, სეს, მოხვედი? - შემომეგება კატო. -ნუ იტყვი, ძლივს ჩამოვაღწიე იქიდან. არა, ამ სიმაღლეზე რამ აგიყვანათ? -ხოო, კარგია ექსტრემი. რატომ დავმალე იმ ბიჭის ამბავი? მოდი დავფიქრდეთ. მართალია. კატო მთელ უნივერსიტეტს ააწიოკებდა და იტყოდა, ძლივს შენი საბედო იპოვეო. თანაც იმ ბიჭის სახელიც კი არ ვიცოდი. რა მეთქვა, უცხო ბიჭთან ერთად ჩაი დავლიე-მეთქი? -რატომ არ გამაღვიძე? - შევუბუზღუნე კატოს. ყველა სასტუმროს სასადილო ოთახში იჯდა. ერთ დიდ მაგიდას შემოსხდომოდნენ და მადიანად მიირთმევდნენ. გვიან ავდექი და ყველა უკვე აქ დამხვდა. -ჭამე რაა, - გადმომძახა ბესიმ და სტეიკს მორიგი ნაჭერი მოაჭრა. -ვაიმე, ხალხო, ცოტა ნელა, - გადავხედე სუფრას. - არ დაიხრჩოთ. რა სისწრაფით ჭამთ, სულ თქვენი არაა? ცოტა მაინც ჩაატანეთ გემო. სანამ მე ჭამას დავიწყებდი, ნაწილი უკვე მორჩა. ბოლოს, მარტო აღმოვჩნდი მაგიდასთან. -ოჰო, ვიღაცას მუსრი გაუვლია აქაურობისთვის, - უკნიდან მომესმა უკვე ნაცნობი ხმა. - მონღოლები თუ თურქ-სელჩუკები? -ჩემი კურსელები, - უხასიათოდ ამოვილაპარაკე და ჩაის ფინჯანს დავწვდი. -დილას ჩაით იწყებ? - გამიღიმა და რამდენიმე სკამის მოშორებით ჩამოჯდა. -რა იყო, კი არ შეგჭამ, - თვალებით ცარიელ სკამებზე ვანიშნე. -გუშინდელის მერე ცოტა მეშინია, რომ თავს ვერ შეიკავებ. -გაკლია ხოო? ერთმანეთის სახელებიც კი არ ვიცით და უკვე საწოლზე ფიქრობ? -მაგას უფრო აქვს მუღამი. -ჭამას აპირებ? - თემა შევცვალე და დარჩენილ სალათზე მივუთითე. -იყოს, ამ ქათამს შევჭამ. თავიდან უხმოდ ვჭამდით. ისევ თვითონ ალაპარაკდა. -სულ დამავიწყა... -გისმენ, - თბილი ფინჯანი ტუჩებზე მივიკარი და მას ავხედე. -სახელი არ მითქვამს. -ვიცი, წეღან ვთქვი, - დიდი ყლუპი მოვსვი. -ნიკონი. ვერ გადმოვცემ რა დამემართა იმ წუთში. უპირველეს ყოვლისა, ყველანაირად ვეცადე ჩაი პირიდან არ გადმომესხა. გავიფიქრე, ხომ არ დამცინის-მეთქი. მერე ველქამის ინციდენტი ამომიტივტივდა. ემის დარიგებული ხომ არაა? არ გამიკვირდება კედლის უკნიდან რომ გადმოხტეს და სურპრიზიო დაიძახოს. -მართლა? - ჩაი ძლივს გადავყლაპე და გაოცებულმა შევხედე. -ვიცი, რომ ძალიან უცნაური სახელია. ალბათ აქამდე არც გაგიგონია. -აჰამ, ნამდვილად არასდროს გამიგონია, - დავეთანხმე და ისევ ფიქრებში გადავეშვი. -და შენი სახელი? -აბა თუ გამოიცნობ, - გამეცინა. -ათასამდე გოგოს სახელი არსებობს. -ჰოდა, შანსი ერთი მეათასედი გაქვს. -ანუ არ მაქვს. რა გქვია? -მომწონდა ნაკლებად მომაბეზრებელი როცა იყავი, ანუ ჭამისას ხმას რომ არ იღებდი. სესილია მქვია. მთლად შენსავით იშვიათი სახელი არაა, მაგრამ... - გამეცინა. -შენ რა სახელზე დამცინი? -არა, ჩემს თავზე მეცინება. -მითხარი, იქნებ მეც გამეცინოს? „აბა, გაბედე ახლა სესილია და გვარიც ჰკითხე. შანსი არაა, რომ დაემთხვას. დაახლოებით ერთი მემილიონედია. ჰკითხე და დამშვიდდები.“ -თუ საიდუმლო არ არის, რა გვარის ხარ? -რა იყო, სოციალურ ქსელში უნდა მომძებნო? - გაეღიმა. -ჩემს მოთმინებას ცდი? -კარგი, ჯერ შენ მითხარი გვარი და მეც გეტყვი. -თაქთაქიშვილი. შენი ჯერია. -დაბუაშვილი. აი ახლა კი მართლა ვეღარ შევიკავე თავი, ჩაი გადამცდა და ხველა ამიტყდა. -ხომ კარგად ხარ? - უცებ გაჩნდა ჩემთან ნიკონი და ზურგზე ხელი დამარტყა. -ემის იდეა იყო ხოო? აღიარე. -რა? ვინაა ემი? -თავს ნუ ისულელებ. მეც დავიჯერე რომ მართლა ნიკონ დაბუაშვილი ხარ. იცი რა არის მაგის შანსი? ერთი მემილიონედი. ასეთი იღბლიანიც არ ვარ. -რას გულისხმობ? საერთოდ დავიბენი. საღად აზროვნებ? -რა გქვია რეალურად? -ნიკონ დაბუაშვილი. ხომ გითხარი უკვე? სესილია, რას სულელობ? -კაიი, შანსი არაა. არ ხარ შენ ეგ. ნუ მეღადავები რაა. წამოვდექი და ოთახი დავტოვე. უცებვე ჩამკიდა ხელი და გამაჩერა. -სესილია, არ გაქვს უფლება ასე წახვიდე და არაფერი ამიხსნა. რას გეღადავები? -როგორ მოგმართო? -უკვე მაშინებ. მესამედ გიმეორებ, რომ ნიკონი მქვია. ნელ-ნელა ვიკადრე და ტვინამდე მივუშვი ეს ინფორმაცია. გავიაზრე, რომ ის მართალს ამბობდა. -ანუ არანაირ ემის არ იცნობ? - შიშით ვიკითხე. - არც კატო მოსულიშვილს? -არა, - თავი გააქნია. შემრცხვა. ვინატრე ჰარი პოტერის უჩინმაჩინის მოსასხამი მქონოდა, რომ აქედან გავმქრალიყავი. ბრავო, სესილია თაქთაქიშვილო, ბრავო. -მაშინ ძალიან ვწუხვარ. მეგონა ჩემი მეგობრების გეგმა იყო, რომ გამეცანი. არ მასვენებენ. -მართლა? და მაგიტომ ამიწიოკდი სახელისა და გვარის გაგებისას? -ძალიან უცხო სახელი და გვარია. ყველას გამოგონილი ეგონება. „აი ზუსტად ისეთი, რამდენიმე თვის წინ თავად რომ გამოიგონე!“ - დავასრულე ჩემს თავთან საუბარი. -მხოლოდ ეგაა მიზეზი? - დაეჭვებით შემომხედა. თავი დავუქნიე. „რას მიყურებ სინდისო მასეთი თვალებით? აბა მეთქვა, იცი, ნიკონ, სექტემბერში ემი ჩამაცივდა და მეც ვუთხარი, რომ ერთი ბიჭი მომწონდა, რომელსაც შენი სახელი და გვარი ჰქონდა-მეთქი? ან დაფრთხებოდა, ან ცხოვრების ბოლომდე დამცინებდა.“ ახლა რა წამომცდა? ცხოვრების ბოლომდე? ეგღა მაკლია ამდენი ხანი ვუყურო ამას. -სესილია, - დამიძახა ემიმ. მეც გამოვერკვიე. ნიკონს მოვშორდი და ემისთან მივედი. -ის სიმპაწიური ბიჭი ვინ იყო? -შენი წ-ებით ხომ მომკალი. დამეჯახა და ბოდიშს მიხდიდა. „გეყოფა სინდისო, კიდევ ერთხელ შემომხედავ მასე და გაგაბუნძულებ აქედან. ხომ ვერ ვეტყოდი ეს ნიკონ დაბუაშვილია-მეთქი? მისი ყბიდან ვეღარც ამოვიდოდი.“ -მერე, როგორი ბიჭია? -მეგონა ეგ ეტაპი გადავლახეთ. -რაღაც ნიკონისგან აღარაფერი ისმის. -ეს ერთი კვირა შემარგე, გთხოვ. დასასვენებლად ამოვედი მე აქ. -კარგი, - მხრები აიჩეჩა. - ბავშვები საგუნდაოდ მივდივართ. ხომ წამოხვალ? -კატოც მოდის? წამოდი. ცოტა ვიარეთ და გაშლილ ადგილას გავედით, სადაც თითოოროლა ადამიანი და ბევრი თოვლი იყო. თავიდან რთული იყო ყოველ წამს დახრა და გუნდის გაკეთება, შემდეგ რაღაც ტექნიკები ვისწავლეთ და ორს ერთად ვისროდით. ვერავინ ვერ ხვდებოდა ვისი გუნდა ვის ხვდებოდა. ჩემი ნასროლი გუნდა გოგას საპირისპირო მიმართულებით წავიდა და ოთოს მოხვდა. მეც დავიმსახურე გუნდა ირაკლისგან, რომელიც ირინასკენ იყო მიმართული. -შენი აღსასრულის დღე დადგა, - გავექანე კატოსკენ და თოვლში წავაქციე. ბევრი ვეჯაჯგურე და ბოლოს მაინც ავისრულე საწადელი. -არის! - დავიყვირე მთელ ხმაზე. თოვლში მუხლებით დავდექი და ხელები ზემოთ აღვაპყრე. -მე ეს შევძელი. ეკატერინე მოსულიშვილს თოვლი ვაჭამე. მაღიარეთ! ამის თქმა იყო და ახლა კატო დამეტაკა. მეც გავსინჯე ცოტაოდენი თოვლი. გაფრთხილებთ, საზიზღარი გემო აქვს. ხველება რომ შემიწყდა, თოლში გავიშოტე და ხელ-ფეხის ქნევით ანგელოზი გამოვსახე. დანარჩენებმაც მომბაძეს. მაშინ მივხვდით, გაჩერების დრო რომ იყო, როცა ფეხზე წამოდგომა გაგვიჭირდა მტკივანი კუნთების გამო. ერთმანეთს მივეხმარეთ წამოდგომაში. თუმცა ემის წამოყენებისას სერგიმ თავი ვერ შეიკავა და ზემოდან დაეცა. დანარჩენებმა ერთობლივი ძალებით შევძელით მათი აყენება. -ჭაბუკა სადაა? - აქეთ-იქით მიმოვიხედე. -შენ უკან, - დამიძახა გოგამ. უკან მიტრიალება და სახეში თოვლის შეზელა ერთი იყო. ჭაბუკა იდგა და იცინოდა. -რაღაც ცოტა შეგხვდა დღეს, - თავი გაიმართლა და ბიჭებისკენ წავიდა. ბავშვებს გადავხედე. ყველანი თოვლიანები ვიყავით. თმაში ყველას თოვლი გვქონდა, ქურთუკები სულ თეთრი იყო. ფაქტობრივად აღარც ვჩანდით. კარგად შენიღბულები მივდიოდით. ალბათ ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებლები იამაყებდნენ ჩვენი შენიღბვის ტექნიკით. თეთრ დათვებს არაფრით ჩამოვუვარდებოდით. მომდევნო დღეს ჩემმა თავმა გამაოცა. დავიჟინე, თხილამურებით სრიალი უნდა ვისწავლო-მეთქი. ჯგუფში საუკეთესო მოსრიალე - ოთო მომიჩნეს მასწავლებლად. ვინ მექაჩებოდა, რა მინდოდა? უბრალოდ დადგომა და წონასწორობის შენარჩუნებაც კი გამიჭირდა, რა სრიალზეა საუბარი. ზუსტად 14-ჯერ ავსრიალდი და თოვლში ყველა მიმართულებით გავიშვირე ფეხი. მოკლედ, დიდი ხანი არ დაავიწყდება გუდაურს ჩემი საცოდაობა. -აუუ, სეს, იქით დიდი თოვლია, - საცოდავი სახით შემომხედა კატომ. -მერე? -აუ ერთიც აილეწე და დაიტკეპნება, - გადაბჟირდა და დანარჩენებიც აიყოლია. - შენ არი იცი, 15 და სამართალიო? -რომელი იყავით ჩემზე უკეთესი, როცა პირველად დადექით თხილამურებზე? -ალბათ ყველა, - მხრები აიჩეჩა მალვინამ. -მალო, მოიცა ახლა, რატომ იტყუები? - ჩაერია ჭაბუკაც. მეგონა ეს ერთი დამხმარე მაინც გამომიჩნდა. ჰოი, რა მწარედ შევცდი. - რატომ აკნინებ ამ ხალხს? მაგ წინადადებაში ალბათ ზედმეტია. ყველანი შენზე უკეთესები ვიყავით, სეს, ამას ალბათ არ სჭირდება. კიდევ ორი საათი გაგრძელდა ასე. ბოლოს, ამდენმა დაცინვამ მოაშიათ. არ გაგიგიათ, დაცინვამ მოშიება იცისო? ჰოდა სასადილოდ გაემართნენ. -ვინმე ცნობილი მოთხილამურე არ იცი, სესილიას რომ დავცინო? - მუჯლუგუნი გამკრა გოგამ. -სესილია ვარ, - თავში წამოვარტყი. -აუ, სორი რაა, ემი მეგონე. აი, რომ მცოდნოდა, მას შეგადარებდი. -არ მშია მე, წადით, ცოტას კიდევ ვივარჯიშებ. -აბა შენ იცი, შუმახერო. -შუმახერი ფორმულა ერთშია ცნობილი. -აბა მოთხილამურე არ ვიცი, - საწყლად აიწურა მხრები გოგამ. -თქვენი დასაცინი რომ გავხდები. -ისე, როგორც იქნა, რაღაც სუსტი წერტილი გიპოვე, - ახლა ემიმ წამოყო თავი. - ყველაფერში მაგარი აღარ ხარ. -გშიოდათ, წადით, ვაახ. 10 წუთი „მიდიოდნენ“ და ხუმრობას ხუმრობაზე უშვებდნენ. ძლივს მოვიშორე თავიდან. თხილამურიანი ფეხის აწევა კატასტროფულად გამიჭირდა. ასე მეგონა, ქვები მება და ისინიც უნდა დამეძრა. მერე იცით რა მოხდა? ფილმებში რომ არის, რაღაცას რომ სწავლობენ და უცხო თვალისთვის სასაცილო სანახავი რომაა, თან ფონად რაღაც მაგარი მუსიკა რომ გასდევს. აი, მეც მასე ვიყავი, ოღნდ ყველანაირი მუსიკის გარეშე და რაც შეიძლება ბევრი ჩაფლავებით. ძლივს რამდენიმე მეტრზე უვნებლად ჩავსრიალდი და ბედნიერებისგან წამოვიძახე. -ურა! ეს შევძ... არა რაა, უკეთ უნდა მესწავლა ქართული. ტყუილად კი არაა ნათქვამი, ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო. ქვას შევასკდი და იქვე მოსრიალე წყვილი წავაქციე. -დიდი ბოდიში, - შეწუხებული სახით შევხედე და მათ გავეცალე. უკნიდან აპლოდისმენტები მომესმა. ზლაზვნით მივტრიალდი. -რას მეკრიჭები? - შევუბღვირე ნიკონს. -ყოჩაღ. ასე მეც კი ვერ შევძლებდი, სპეციალურადაც რომ მომენდომებინა, მაინც. -აი, შენი დაცინვაღა მაკლდა. 10-მა კაცმა დაგასწრო, ცოტა დაგაგვიანდა. -მეთერთმეტე ვიქნები და ნაღდი, - თეთრი კბილები გადმომიყარა. -ორი წამით არ მოკუმო, დავითვლი რამდენი კბილი გაქვს, - მისკენ დავიძარი. -სრიალი არ იცი? -საიდან მოიტანე? უბრალოდ არ მინდა ხალხს გული დავწყვიტო. ყველა იფიქრებს, რომ ქალღმერთივით ვსრიალებ და შეშურდებათ. ცოტა იმედი ხომ უნდა ჰქონდეთ გულში, რომ სხვას სჯობიან? -ზუსტად ეგ მიზეზია. გინდა მოგეხმარო? -ოთოზე უკეთ ვერ ისრიალებ. -შენზე უკეთ ხომ ვისრიალებ? -კარგი, აბა, მომეხმარე. დაღამებამდე არ მომეშვა ნიკონი. ქანცის გაწყვეტა აღარ ჰქვია ამას. -ყველაფერი მტკივა, - სავარძელში ძლივს ჩავესვენე და ამოვიკვნესე. -რამდენჯერ აილეწე? -ორჯერ, - თავი ჩავხარე. -წინ რაღაც რიცხვი აკლია ხოო? -ოცდაორჯერ. არავის უთხრა. -კაი. ჭაბუკა, ოთო, გოგა, მალო, ირინა, ემი, ბესი, სერგი, ირაკლი, მოდით აქ. უჰ, რამდენნი არიან. სესილია კიდევ 22-ჯერ ალეწილა, - საწოლზე გადავარდა და სიცილი დაიწყო. -მოღალატე, - თვალები დავუწვრილე და მკვლელი მზერა შევანათე. - ხვალ ყველას გაჯობებთ. -თუ ადექი საწოლიდან, კიი, - გაიცინა ირაკლიმ. -კაი, შეენც იკა? ყველაზე სერიოზული შენ მეგონე ამათში. როგორ აგიყოლიეს? -აი ასე, - მხრები აიჩეჩა და სიცილი გააგრძელა. ამაზე უკეთესი დრო არასდროს გამიტარებია. ყოველთვის მაწუხებდა ფაქტი, რომ კლასი შეკრული არ იყო და ერთად არსად არ დავდიოდით. სამაგიეროდ კურსელები შემხვდნენ უსაყვარლესები და მათ ამინაზღაურეს დანაკლისი. მეორე დღეს მართლაც უამრავჯერ ავილეწე. აბა გეგონათ ასე უცებ ვისწავლიდი? ნურას უკაცრავად. -ეჰ, ტყუილად გამეცადინებდი? - თავი გადააქნია ნიკონმა. -ერთ დღეში ვერ ვისწავლე, მომიტევეთ. -საერთოდ არ ინდომებ! -რა თქმა უნდა, მსიამოვნებს 10 კაცი რომ დამცინის, სრიალი არ იციო. -ზუსტად. -მე ვიხუმრე. -მე არა. არც ამ დღეს მომასვენა. ამ ბიჭს მგონი ჩემი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ნეტავ ხალხის წამებაში ექსპერტი ხომ არაა? ძლივს ავლასლასდი სასტუმროს კიბეებზე და ბურტყუნით შევედი ოთახში. გამიკვირდა, არავინ იყო. დავიარე და მხოლოდ ოთო ვიპოვე. -ოთოო, - მივუჯექი გვერდით და მივეხუტე. -გისმენ, სესილია. -სად არიან ის ბატები? -აუზზე. ამ იანვარში რა ცურვა აუტყდათ არ ვიცი. -შენ დაგეზარა? -ცურვა არ ვიცი და არ მინდოდა დაეცინათ. -ცურვა არ იცი? - გამიბრწყინდა თვალები. - ჰაჰ, ახლა მე დაგცინებ. -და შენ იცი? -არა, გიჟი ხომ არ ხარ? - წამშივე უარვყავი და ისევ ოთოს ჩავეხუტე. ნახევარი საათი ვისხედით და უამრავ რაღაცაზე ვიცინოდით. -აჰ, აჰ, გეყო, გთხოვ, აღარ მოყვე აღარაფერი, თორემ ყველაფერი მტკივა და სიცილსაც ვერ ვიკავებ. -იდეა მაქვს, წამო, - ხელი ჩამკიდა და კიბეებზე ჩამიყვანა. - სანამ ის ჭკვიანები თავებს იყინავენ, ჩვენ ცოტა მოვდუნდეთ და მასაჟი გავიკეთოთ. -გენიოსი ხარ, ოთ, - ცხვირი დავქაჩე. -ნუ მიწელავ, შეეშვი. -ცხვირი მასე ადვილად არ იწელება. აბა, რამე მომატყუე, იქნებ გაგეზარდოს. -კაი, მე იქით შევდივარ, ხომ კარგად იქნები? -მასაჟისტი არ მომიტაცებს, დამშვიდდი, - გამეცინა. ტანსაცმელი მოვიშორე და პირსახოცით დავწექი მასაჟის მაგიდაზე. თვალები დავხუჭე და ყურადღება ხელების შეხებაზე გადავიტანე. კუნთები მომიდუნდა. ასეთი დამშვიდებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. მომინდა ამომეკვნესა კიდეც, მაგრამ დროულად მოვკუმე პირი. ხელები ხან ჩემს კისერთან იყვნენ, ხან წელთან, ფეხებზე. ბოლოს ისევ მხრებთან დაბრუნდნენ. ძალიან ნაზად მოძრაობდნენ და წამში მთიშავდნენ. პროცესი შენელდა. ალბათ უკვე ამთავრებდა. მომეჩვენა, თითქოს ვიღაცის სუნთქვა ვიგრძენი კისერში. წამში დამბურძგლა. მასაჟი დამთავრდა. წამოვდექი. არავინ იყო. ტანსაცმლით შემოსვისას უნებურად კისერზე წავივლე ხელი. პატარა მონაკვეთი უცნაურად მიხურდა. -აბა, როგორ მოგეწონა? - მკითხა ოთომ. -მაგარი იყო, - გამოლენჩებულივით ვუპასუხე და ისევ დავფიქრდი რა დამემართა კისერზე. - კისერზე რაიმე უცნაური შეგრძნება არ დაგრჩა? -არა, რატომ? -არაფერი, დაივიწყე. ოთომ კი არა, მეც დავივიწყე ეს ფაქტი. დარჩენილი დღეებიც საოცრად გავატარეთ. ნელ-ნელა სრიალს დავუმუღამე. ერთხელღა თუ ავყირავდებოდი ხოლმე. ბოლო ღამეს ვატარებდით აქ. ერთად შევიკრიბეთ და უამრავი რაღაც მოვყევით. ბოლოს ყველა გადავიქანცეთ და ნომრებში დაბრუნება გადავწყვიტეთ. როგორღაც გოგოებს ჩამოვრჩი. ნომერსაც გავცდი, ვერ ვხვდებოდი რა დამემართა. უკან გავბრუნდი და ჩემი სახელიც გავიგონე. -სესი. ტანში გამცრა და ადგილზე გავშეშდი. უცნაური თითქოს არაფერია, თუმცა ყველაფერია. რატომ ვგრძნობ თავს უცნაურად? რადგან ბიჭს იშვიათად თუ მოუმართავს ჩემთვის მოფერებითი სახელით. -ნიკონ, - ძლივს გამოვერკვიე და მისკენ შევბრუნდი. - ასე გვიან არ უნდა გეძინოს? -და შენ? -ხვალ მივდივართ და გადავწყვიტეთ მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად. -ოუ, მაშინ წამოდი, ჩაიზე დაგპატიჟებ. -ჟასმინის? -რა თქმა უნდა. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. უყოყმანოდ დავთანხმდი და სიბნელეში მასთან ერთად გავაბიჯე. იქამდე ვისხედით, სანამ არ გამოგვყარეს. ორივემ სიცილი დავიწყეთ. სიბნელეში დავიწყეთ ხეტიალი. მოულოდნელად გავიშოტეთ ორივენი თოვლში. ამაზე კიდევ უფრო ხმამაღალი ხარხარი ავტეხეთ. აღარც წამოვმდგარვართ ფეხზე. ცას ვუყურებდით და თან ვსაუბრობდით. -ღმერთო, რა კარგია დროის ასე გატარება, - ამოვილაპარაკე და შევამჩნიე როგორ შეერია ცას ნათელი. -რომელი საათია? - გაოცდა ნიკონი და საათს დახედა. - ჯანდაბა, 7 დაიწყო. სესი, წამოდი, დაგაგვიანდება. გამოძინებაც ვერ მოასწარი. -არაუშავს, ბევრად მერჩივნა დრო ასე გამეტარებინა, ვიდრე უბრალოდ დამეძინა. -მართლა? - გაეღიმა ნიკონს. -აბა რაა. სასტუმროში შევედით. ნომრამდე მიმაცილა. -კარგად, სესი. მიხარია, რომ გაგიცანი. -მეც, - მოვეხვიე და დავემშვიდობე. ოთახში შესვლა და კითხვების დაყრა ერთი იყო. თავი შუაგულ ბრძოლის ველზე მეგონა. -ჰაა, ამოღერღეე, - არ მომეშვა ემი. -კარგი, ხომ გახსოვს ის ბიჭი, მაშნ რომ დაინახე ჩემთან ერთად? - ემიმ ენერგიულად დააქნია თავი. - გაიგო, რომ დღეს მივდივართ და გარეთ ვიხეტიალეთ. -სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ადგილი, მისამართი, მოქალაქეობა... -ვოუ, ვოუ, ემი, ძაან ხომ არ გაუტიე? პირადობას ავსებ? -სასწრაფოდ. დამალვის ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავდი. მაინც 2 საათში თბილისისკენ წავიდოდით და ისინიც მომეშვებოდნენ. -ნიკონ... -ის ბიჭი? - არ დამამთავრებინა ემიმ. - შენ რომ მოგწონს. -რეალურად, არ მომწონს. უბრალოდ ვმეგობრობთ. -აბა, მაშინ რომ მითხარი? -იმიტომ, რომ მომაბეზრე. ჰოდა მისი სახელი და გვარი მომაფიქრდა პირველი. -უეჭველი მოგწონს და მასაც მოსწონხარ. მთელი 6 საათი გაატარეთ ერთად. -ახლა არ დაიწყო. კატო ორივეს გაოცებული გვიყურებდა. ხან ერთისკენ ატრიალებდა თავს, ხან-მეორისკენ. -ამიხსენით რა ხდება, - ბოლოს ამოიბუზღუნა და პასუხის მოლოდინში გაინაბა. მოვუყევი ველქამის ინციდენტი და შემდეგ ნიკონიც ვახსენე. -წამო, გავიცნოთ. -ახლა ეძინება, დაიღლებოდა. -რითი? - ეშმაკურად გამომხედა ემიმ. -მოსაკლავები ხართ. ჩემოდნების ჩალაგება დავამთავრეთ და უკანვე დავბრუნდით. პირდაპირი მნიშვნელობით, თავით გადავეშვით ბაკალავრიატის ბოლო სემესტრში. -სესილია, მოიცადე, - შუა გზაზე მომიტრიალდა ემი და გამაჩერა. -გისმენ, რა ხდება? ემი მოვიდა და თმის თვალიერება დამიწყო. -რა ხდება? რამე ჩამივარდა შიგნით? პატარა კბენასავით ვიგრძენი. ემი ჩემი თმის ღერით ხელში იდგა. -რა გააკეთე? -აჰა, შენი თმა უკვე მაქვს. ახლა ჯადოს გავუკეთებ და შენი ტვინიც მე მექნება. -ვაი, როგორ გაკლიაა, - გაეცინა ირინას. -მე კიდევ ვფიქრობდი, რამე სერიოზული უნდა-მეთქი, ისე გამაჩერა შუა ქუჩაში. გამოცდებზე მაინც ყველა ვნერვიულობდით. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ჩვენგანს არ ენერვიულა. ყველა 60 ქულისთვის ვიბრძოდით. შუალედურებში ჩაფლავება კი სავარაუდო ჩაჭრას მოასწავებდა. საღამოვდებოდა. უნივერსიტეტი თითქმის ცარიელი იყო, რაც თბილისიდან სააღდგომოდ დროზე ადრე წასვლას მოასწავებდა. ავტობუსიც არ იყო და ფეხით გავლა გადავწყვიტე. არც საბჭოზე სწერებია ცოტა და ფეხითვე გავაგრძელე გზა. ჩანთას მაგრად ჩავბღუჯე ხელი და სწრაფად დავიწყე სიარული. მეზიზღებოდა ასეთ დროს მარტო ყოფნა. ყურსასმენები ამოვიღე და მშვიდად ავუარე გვერდი ლონდონის სკვერს. მოსახვევში გადასვლას ვაპირებდი, ჩემი ყურადღება ჩაკეცილმა სილუეტმა რომ მიიქცია. ხელში დიდი სპორტული ჩანთა ეჭირა. ვიფიქრე, გვერდი ამევლო და სხვისთვის გადამებარებინა კარგი საქმის გაკეთება. ერთი ნაბიჯიც და სამშვიდობოს ვიქნებოდი. მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი და უკან მივიხედე. გავარჩიე ბიჭის შეწუხებული სახე. მანაც დამინახა და კაპიუშონი გადაიხადა. -ნიკონ? - გაოცებულმა ამოვილაპარაკე და მასთან მივედი. - რა ჯანდაბა გჭირს? ვინმემ გცემა? -არა. შეგიძლია ტაქსი გამოიძახო, რომ სახლში წავიდე? -კი, ახლავე. ტაქსიში ჩავსხედით. სანამ ნიკონი რამეს იტყოდა, ჩემი მისამართი ვთქვი და ნიკონს გავხედე. შეწუხებული მიყურებდა. -ვის ეჩხუბე? - ვკითხე ბინაში ასვლისას. -არავის, სესი. -ეგ მაისური აიწიე, დამანახე რა გჭირს. სხეულზე რამდენიმე ადგილას ჩალურჯება ეტყობოდა. -მაშინ რა მოხდა? ეს როგორ დაგემართა? -მოდი იმით დავიწყოთ, რომ ერთმანეთს ნორმალურად არც კი ვიცნობთ. მე კლდეზე მცოცავი ვარ. დღეს შეჯირი გვქონდა. ჰოდა, საუკეთესოდ გამოსაჩენად, სიმაღლიდან გადმომაგდეს. -რა თქვი? რას ჰქვია, გადმოგაგდეს? -თოკი არ იყო მყარი. ქვაზეც მისრიალებდა ხელი, როცა თავად ადვილად ადიოდნენ. ერთმა „შემთხვევით“ წიხლი ჩამაზილა სახეში. გადმოვვარდი და იატაკზე დავეცი. -იქ ის რბილი რაღაც არაა დაფენილი? -არ იყო. -ახლა შეიძლება რაიმე მოტეხილიც კი გაქვს. სად გტკივა? -არსად, სესი. -ხოო? მაშინ შენითაც შეძლებდი ტაქსის გამოძახებას. აქ დარჩი. ტილოს მოვიტან, რომ სახეზე შემხმარი სისხლი მოგბანო. ცხვირის კაპილარები გაგსკდომია. -რა იცი, რომ კაპილარი იყო? -ნუ მასწავლი, - თითი დავუქნიე და მეორე ოთახში გავედი. -კარგი ბინა გაქვს, - გამომძახა ნიკონმა. -რა შეატყვე, მხოლოდ მაგ ოთახში ხარ ნამყოფი. კარადის კარი მივხურე და ნიკონთან დავბრუნდი. რაც შეიძლება ფრთხილად მოვწმინდე სისხლი. -თვალი გილურჯდება, - ამოვილაპარაკე და თითები დახუჭულ თვალზე გადავუსვი. - რომელიმე ნეკნი ხომ არ გტკივა? იცოდე, არ დამიმალო, ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. -სესი, რა განერვიულებს? მე არ ვნერვიულობ ჩემ თავზე. -ჰოდა, ძალიანაც ცდები. არ ვიცი, მაინც უნდა გადაიღო რენტგენი. დაზღვეული არ ხარ. -სესი, პატარა არ ვარ, - დივანზე გადატრიალდა და ზურგი მაქცია. -კი, ხარ. მიჯიუტდები. არ მოგეშვები, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ რენტგენის სურათს. -მტრისას, ვისაც შენი გაძლება უწევს. სულ ასეთი მბრძანებლობა გიყვარს? -კი. წავალ, ჩაის გაგიკეთებ. -იმედია ჟასმინის გარდა სხვაც გაქვს. -არა, - მხრები ავიჩეჩე. - რაში მჭირდება? -მაშინ არ დავლევ. -ეგ მადარდე, მეტი შემხვდება. წამოდექი, აბა, მაინტერესებს გასწორება თუ შეგიძლია. და ეგ მაისურიც გაიხადე. -რატომ? - ეშმაკურად შემომხედა. -ისევ არ დაიწყო. უბრალოდ უნდა დაგაკვირდე. -ნავარჯიშები სხეული მაქვს თუ არა? -მაცდი? თუ შინაგანი სისხლჩაქცევა გაქვს ან სერიოზული რამე გჭირს, აუცილებლად შეგეტყობა. -კაი, ახლა, უკიდურესად ნუ ხატავ ამ სიტუაციას. კი არ ვკვდები. -დასანანია, რომ კვდებოდე საერთოდ სხვანაირად მოგექცეოდი, - შევეცადე სექსუალურად ჩამეჩურჩულებინა ყურში. -მაინც როგორ? -რაში გაინტერესებს? არ კვდები. -სესი, ნუ მიწვევ. -საიდან მოიტანე? - უცოდველი კრავის თვალები შევანათე. - ადექი, ჰა, ამდენი დრო არ მაქვს შენთვის. ხვალ უნივერსიტეტში მივდივარ. -არდადეგები არ გაქვს? -ხვალიდან დამეწყება. გელოდები. რამდენჯერმე შემოვუარე წრე და კარგად დავაკვირდი. საშიში არაფერი შემინიშნავს. -კარგი, ახლა შეგიძლია ჩაიცვა. ყველაფერი რიგზე ჩანს. -იყოს, ასე უფრო თავისუფლად ვარ. -გაცივდები და მე დამბრალდება. -არა, რატომ? კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, კარზე ზარი რომ გაისმა. გავიქეცი და გამოვაღე. -სეს, სად დამეკარგე, ნორმალურად ვეღარ გნახულობ. -უნივერსიტეტი, - მხრები ავიჩეჩე. - შემოდი, რა გინდოდა? -უნდა დამეხმარო კატოსთვის საჩუქრის არჩევაში. ვოუ... - უცებ გახტა უკან, როცა ჩემს დივანზე წამოგორებული, ნახევრადშიშველი ნიკონი დაინახა. - ცუდ დროს მოვედი? - მიჩურჩულა. -ნუ დებილობ, - მხარში ჩავარტყი. - ნიკონ, ჩაიცვი, ხალხს მიფრთხობ. შენ კიდე, კოტე, რით ვერ მორჩი ამ საჩუქრებს? გირჩევნია ახალი სახლი უყიდო, რომ შენი საჩუქრები დააწყოს იქ, თუ დაეტია. -კაი, სეს, რას მეხუმრები? ხვალ 3 წელი გადის, რაც ერთად ვართ და რაღაც ორიგინალური მინდა. -ხვალ? მაშინ საჩუქარზე ცოტა ადრე უნდა გეფიქრა, ჩემო ძმაო. -ნუ მექუჩისბიჭები, სესილია. დახმარება მჭირდება. -სავარაუდოდ სამკაულები ეყვარება. მე შენს ადგილას რაიმე ძვირფას ყელსაბამს ან სამაჯურს ვაჩუქებდი, - გავიგონეთ ნიკონის ხმა. -კიდევ ერთხელ, სესილია, ეს ბიჭი ვინაა? -კოტე-ნიკონი, ნიკონ-კოტე. -კარგი იდეაა, - ახლა კოტე ნიკონთან ჩამოჯდა და საუბარი გაუბა. იმდენი ილაპარაკეს, ჩემსავე ბინაში ვიგრძენი თავი ზედმეტად. -კარგი, კოტე, ახლა საძინებელში შევალ და როცა წახვალ, გამაგებინე. -ნიკონს გამოვაგზავნი. ოთახში შესვლისთანავე მობილურმა დამირეკა და კატოს ყვირილიც გავიგე. -ვინაა შენს ბინაში ნახევრად შიშველი ბიჭი? -ღმერთო ჩემო, კოტეს გოგოზე გრძელი ენა აქვს. როგორ მოასწრო? ახლა აქ ზის. მოგწერა ხოო? -მიპასუხე. -ნიკონია და დამაცადე ახსნა. დახმარება სჭირდებოდა და აქ ამოვიყვანე. -შიშველი რატოა? -ვუთხარი და არ ჩაიცვა მაისური. -დაკუნთულია? -კოტე აქ ზის, ვუთხრა რასაც მეკითხები? -შენთვის გეკითხები. განა რამე. -ძაან ნერვებს რომ მიშლი ზოგჯერ, ხვდები? -აუ კიიი, - გაიცინა და კიდევ უფრო მეტი კითხვა დამაყარა. როგორღაც თავი დავაღწიე ტირან კატოს და მობილური საწოლზე მივაგდე. -ყოჩაღ რა, ძმაო, შენს გაძლებას, - გავძახე კოტეს. - სამი წელი, სრული სამი წელი. ეხუმრები? -კატომ დაგირეკა? - გამეკრიჭა კოტე. -კი. ენა რომ გაქვს ამოსაძრობი, იმიტომ. -რა დავაშავე? - ისე შემომხედა, თითქოს სუფთა სინდისი ჰქონოდეს. -მის ყბაში როგორ ჩამაგდე? ძლივს მოვიშორე. ნიკონზე მეკითხებოდა. -ჩემზე? - გაუკვირდა ბიჭს. -თავს ნუ ისულელებ. კოტე, დაამთავრე საუბარი? მეძინება და ხომ არ წახვიდოდი? კოტეც გავაგდე ბინიდან და ნიკონს მივუბრუნდი, რომელსაც ენება და მაისური გადეცვა. -რაღაც უნდა ვაღიარო, - მის გვერდით ჩამოვჯექი. - სექტემბერში პირველკურსელების ველქამზე შევიპარეთ. მეგობარი არ მომეშვა და მოვიტყუე, რომ ვიღაც უკვე მომწონდა. სახელის და გვარი თქმა მაიძულა და მეც ნიკონ დაბუაშვილი ვუთხარი. იმ წამს მოვიფიქრე. არც კი მეგონა, რომ ვინმე მართლა არსებობდა. ერთი მემილიონედია ამის შანსი და იმდენად იღბლიანი ვარ, რომ ზუსტად ის მემილიონედი ამოვირჩიე. მერე იანვარში შენ მეცხადები და მეუბნები, რომ ნიკონ დაბუაშვილი ხარ. აი ჩემი საქციელის მიზეზიც იმ სასტუმროში. -ვაა, ამას არ ველოდი, - ორწუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს მითხრა და წვერზე ხელი გადაისვა. -შეწყვიტე, მოიშორე ეგ ხელი მაქედან. -რატომ? -იმიტომ, რომ მიყვარს, როცა ბიჭი მასე აკეთებს. -მერე რა, ხომ მოგწონვარ? -ნეტავ საერთოდ რატომ გითხარი? ადექი ახლა, დივანი უნდა გავშალო. სხვა თავისუფალი საწოლი არ მაქვს სახლში. ნიკონი იდგა და მიყურებდა როგორ გადავაკეთე დივანი საწოლად. მოხმარება უნდოდა, მაგრამ ვიუარე. ჰოდა, მეტის ღირსი ხარ, სესილია. ლამის ცხვირპირი წავიმტვრიე და წელიც გავიკავე. გაშლილ დივანზე პირველი მე წამოვწექი და კინაღამ იქვე ჩამეძინა. -კაი, მე შენს საწოლში დავიძინებ, - ხელი დამიქნია და საძინებლისკენ წავიდა. -მოდი, ხოო. არ გშია? -უკვე 12 ხდება. -მერე რა? მოშიებული იქნები. მაცივარში დილანდელი შემწვარი კვერცხი მაქვს. შეჭამ? -მერე შენ? -ანუ შეჭამ. ჩემს სახლში ვარ და არ მერიდება ჭამა, რომ მეკითხები, შეჭამო. მე როგორმე გავძლებ. ცოტა ტკბილეულობაც მაქვს. იმასაც მოგიტან. -და მერე მთელი ღამე არ დამეძინება. -მთავარია თავზე არ დამადგე და ძილში არ შემაშინო, თორემ რაში მადარდებს დაიძინებ თუ ვერა. -კარგი იდეაა. -ნიკონ, არ გაბედო. -როგორ შემაჩერებ? -აივნიდან გისვრი. ვითომ უბედური შემთხვევაა. -ხვდები, პირველ სართულზე რომ ცხოვრობ? -ჯანდაბა, ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ეს ფაქტი სადღაც ამოიქექებოდა და გეგმას ჩამიფლავებდა. -საყვარელი ხარ, როცა ხუმრობ. -საიდან მოიტანე, რომ ვხუმრობ? - წარბი ავწიე. - კარგი, შეჭამე ესენი. მე არ შემაწუხო. ხვალ 9-ზე მაქვს ლექცია და ადრე ვდგები. ჰოდა მაღვიძარას დარეკვისას შენც ადგები. ერთად გავალთ სახლიდან და შენთან დაბრუნდები. კართან მივედი და გასაღებით გადავკეტე. -ვოუ, აქ გამომამწყვდიე? საფასურს რამდენს ითხოვ? -შენგან სარგებელი არ იქნება, ვინმე გადაიხდის შენში ფულს? -ნუ, რატომაც არა? მივხვდი, შეეცდები, შემაცდინო, ხოო? -ცოტა მეტი ნახშირწყალი მიაწოდე ტვინს, აშკარად ვეღარ აზროვნებს. -მობილურს მათხოვებ? ჩემი დაჯდა. -აიღე. ნომერი აკრიფა და ყურზე მიიდო. მისი მობილური აინთო. -კარგი, ახლა ორივეს გვაქვს ერთმანეთის ნომერი. -მატყუარა. მობილური დატენილი გაქვს? -სხვანაირად შენს ნომერს ვერ გავიგებდი. -რა დარწმუნებული ხარ? უბრალოდ გეკითხა. საჭმელი ისევ მაცივარში დავაბრუნე. ჭურჭლის გარეცხვის თავი არ მქონდა. ნიჟარაში ჩავაწყვე და საძინებელში შევედი. ტრადიციულად, მაღვიძარას მოვასწარი და თვალები ვჭყიტე. დაველოდე როდის დარეკავდა, რომ გამეთიშა და ზლაზვნით წამოვმდგარიყავი საწოლიდან. სააბაზანოსკენ გავლასლასდი და ტრუსისამარა ნიკონს დავეტაკე. -მაპატიე, - ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ ამოვილაპარაკე და გზა გავაგრძელე. -გიხდება, - ამათვალიერა და გამიღიმა. -ხო, ვცდილობ კომფორტულად მეძინოს, - ვერც მივხვდი რაზე მითხრა, თვალები მოვისრისე და სააბაზანოში შევიკეტე. -გამოდი რაა, მეც მინდა შემოსვლა, - კარზე მიკაკუნებდა ნიკონი. -აი ამის გამო არ გავთხოვდები არასდროს, - კარი გავაღე და ნიკონი შევუშვი. - მარტო როცა ვარ, არავინ მატერორებს და სივრცეს არ მიზღუდავს. იქ ქმარი მოინდომებს შემოსვლას, იქ შვილი. სადაა მაგის ნერვი? -აუ, კბილის ჯაგრისი არ გაქვს? -დამაცადე, მოვძებნი. სადღაც სავარცხელიც უნდა მქონდეს, გინდა? -კი, კი. -ღმერთო, ჩემ კისერზე ცხოვრობს უკვე, - ჩუმად ამოვიბუზღუნე. -გავიგონე. -არაუშავს. ნივთები მივუტანე და ოთახში დავბრუნდი ჩასაცმელად. საწოლი გავასწორე და სამზარეულოში შევედი. ჩაი გავიმზადე და წიწიბურაც მოვიხარშე. თეფშებზე გადავანაწილე და ნიკონს წავუღე. -დაანებე თავი, მე მივალაგებ. უბრალოდ შეჭამე. -კაი, ახლა, სესილია. რას მეუბნები? ისედაც რამდენი იწვალე გუშინ ამ დივნის გაშლისას. თან როგორი მძიმეა. როგორ დაძარი? -როგორც ჩანს, არც თუ ისე სუსტი ვარ. -ჰო, მასე გამოდის. უხმოდ ვისაუზმეთ. არც მიკითხავს, უყვარდა თუ არა წიწიბურა. ჭურჭელი ისევ ნიჟარაში ჩავაწყე. -სააბაზანოში შევალ და რომ გამოვა, წავალთ. გაემზადე. გამოსვლისას დავინახე როგორ რცხავდა ჭურჭელს ნიკონი. -რას აკეთებ? შეეშვი. -წეღან ისე შეხედე ამათ, აშკარად გეზარებოდა გარეცხვა. ჰოდა, გეხმარები. -არაა მაგის დრო, წამოდი. -აი, ამ კოვზსაც გავრეცხავ და ვრჩები. ხელები შეიმშრალა, ჩანთა აიღო და კართან დადგა. -საით მიდიხარ? -უნივერსიტეტში. -მაგდენი ვიცი. სად სწავლობ? -კავკასიაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ გზა არ გვაქვს. -თუ ასე ძალიან გაგიხარდება, არ გვაქვს. -კარგია, - გავიღიმე და კარი გადავკეტე. - აქედან სახლის გზას გააგნებ? -თბილისში ჯერ არასდროს დავკარგულვარ. -ჰოდა დღეს აისრულებ მაგ ოცნებას, - გავიცინე. -ელოდე. -მერე არ დამირეკო ბღავილით, სესილია, დამეხმარეო. -გპირდები. კარგი ორიენტაცია მაქვს. აი იქითაა გაჩერება. -ორიენტაცია არ ვიცი, მაგრამ თვალთ ნამდვილად არ გაკლია. ემი რომ იყო აქ, გაჩერებას ვერ მიაგნო. -საინტერესო მეგობრები გყავს. უნირესიტეტის შესასვლელთან დამხვდნენ კატო და ემი. -გოგოებო, როგორ ხართ? მოსდეთ უკვე მთელ უნივერსიტეტს გუშინ ნიკონი რომ იყო ჩემს ბინაში ნახევრად შიშველი? -დროზე მოყევი ყველაფერი. რამდენი ხანია გელოდებით. მოგწონს ხოო? რამეს აკეთებდით? მთელმა უნივერსიტეტმა აქამდე თუ არ იცოდა, ახლა ნამდვილად ეცოდინებდოდა, იმხელაზე დამიყვირეს. -შეხედე, ემი, იმ ხეზე კიდევ ერთი ჩიტი დაგრჩა დასაფრთხობი, ცოტა უფრო ხმამაღლა უნდა გეთქვა. გოგოებს აღარაფერი დავუმალე და რეალურად ვაუმბე, რომ ველქამზე მისი სახელი და გვარი გამოვიგონე. ემი თავიდან გამინაწყენდა, მაგრამ შემდეგ რაღაც ბედსა და სასიყვარულო რომანზე დამიწყო საუბარი. საღამოსვე მივწერე ნიკონს. „აბა, მიაგენი სახლს?“ „აუჰ, რა კარგ დროს მეკითხები? რომ დავკარგულიყავი, მინიმუმ სამი ძაღლი მოასწრებდა ჩემს შეჭმას.“ „უი, ცუდია მერე ეგ?“ ნიკონთან ინტენსიური მიმოწერა გავაბი. ვწერდი გაღვიძებისას, ლექციის შესვენებაზე და ძილის წინაც. ვუბნებოდი როდის მივდიოდი სახლში და რას ვაკეთებდი. ჩემდა გასაოცრად, ოდნავადაც არ მეჩვენებოდა ეს უცნაურად. -სესილია, დღეს ბოლო ფინალურია და ხომ იცი, ჩვენ 11-ნი ჩემთან ვიკრიბებით 6-ზე, - გამაჩერა სერგიმ. -აბა რაა, ბარემ ბავშვებმა დაინაწილეს ყველაფერი და გამაგრილებელი სასმელებიღა დაგვრჩა. ხომ მიხედავ? -არაა, - დაიყვირა შორიდან ბესიმ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. -სიამოვნებით, სერგი. -ეგ რატომ გააკეთე? - დაუწყო ჩხუბი სერგის. - შენ არ იცი, ხომ ლიმონათის არჩევისას მაღაზიაში რომ აღამებს? სანამ შემადგენლობას ბოლომდე არ წაიკითხავს, იქამდე არ აიღებს. ორი საათი ლოდინი მოგვიწევს. -კაი, ნუ მეღადავები. -ხო, ხო, გეღადავები. ნახავ, 8 საათზეც რომ ვერ ამოაღწევს ეგ ჩვენთან. ბესის ვერ გავამტყუნებდი. მას შემდეგ ვაკვირდები ამ ყველაფერს, როცა ერთმა სასმელმა მაწყინა და საავადმყოფოში ამომაყოფინა თავი. ხელახალი მოწამვლის შანსი ალბათ ერთ მემილიონედზე უფრო მცირე იყო, მაგრამ ჩემი ბედი რომ ვიცი, გამიმართლებდა და ზუსტად იმ ბოთლს მივაგნებდი. სერგის კორპუსთან მდებარე მაღაზიაში შევედი. სამი ბოთლი ფანტა და 2-ც სპრაიტი ვიყიდე. რამდენიმე ბორჯომიც ავიღე და ოთოს დავურეკე, რომ ბიჭები ატანაში დამხმარებოდნენ. ჩემი ვაჟკაცები პუნქტუალურობით სულაც არ გამოირჩევიან. 10 წუთი მალოდინეს მეორე სართულიდან ჩამოსასვლელად. მაღაზიასთან ვიდექი და გულში ვილანძღებოდი. -ცოტაც და ბოთლები ცარიელები დაგხვდებოდათ. რას აკეთებდით ამდენი ხანი? -გადაგვავიწყდა, - მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. -უიი, მასხარებო, თქვენ. ალკოჰოლურები გაქვთ? -უჰ, ბლომად, - გაიჯგიმა სერგი. -შენ გირჩევნია ეგ პარკი კარგად დაიჭირო, თორემ სადაცაა ყური აწყდება. -ერთი ამას უყურეთ რაა, ხელცარიელი მოვდივარ და ბრძანებებს ვიძლევიო? ოთო, ორი ბოთლი ესროლე, ამანაც წამოიღოს რამე. -ჰმ, როგორი დარბაისლური საქციელია. -მაშშ, - გაიცინა ირაკლიმ და ხელი გადამხვია. -ბიჭო, მეორე ხელი მაინც გადამხვიე, აქ ბოთლები გიჭირავს და ჩამწყდა მხარი. -ზუსტად მაგიტომ. -უნამუსო, - ცხვირი ავიბზუე და წინ წავედი. ყველანი სერგისთან დავრჩით. გოგოებს საწოლი დაგვითმეს, თვითონ მცველებივით შემოგვეხვივნენ და იატაკზე გაიშოტნენ. ამაზე არაკომფორტულად ცხოვრებაში არ მიძინია, თუმცა მაინც სასიამოვნო იყო ამ ხალხში ყოფნა. მეორე დილამდე, როცა მალვინას წიხლმა გამომაფხიზლა. -ვაიმე, გოგო, კარატეზე დადიოდი? -კი. -მერე, ჩემზე უნდა გამოგეცადა? -მაპატიე, ცუდი სიზმარი ვნახე. -და ჯავრი ჩემზე იყარე? ამის მერე შენ გვერდით აღარ დავწვები. -არაა პრობლემა, სესილია, ჩემ გვერდით დაწვები? - თავი წამოყო გოგამ. -მასხარა. უკვე 22-ის ხარ. ვერ გაიზარდე? -შენ გაიზარდე? ჰოდა მეც ასეთი დავრჩი. ფრთხილად ავდექი ფეხზე და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. -ყველას დაგასწარით, ახლა მელოდეთ ერთი საათი, - დავიყვირე კართან მყოფმა და კარი შიგნიდან ჩავკეტე. მორიგეობით მოდიოდნენ კართან და მეწუწუნებოდნენ, რომ მალე გამოვსულიყავი. მართლა შემეცოდნენ და ზედმეტად აღარ გავჩერებულვარ. -აუ, ჩუმად, - ამოიკნავლა ირინამ. -ჰაჰ, თავი გისკდება? გუშინ ბევრი დალიე? - აქეთ-იქით კალიასავით დახტოდა ჭაბუკა და ყველას ამწარებდა. -აუუ, გაჩუმდი რაა. -რა უჟმურები ხართ. აი, მიბაძეთ კატოს. წამითაც კი არ დაუწუწუნია. -ეგ იმიტომ, რომ სძინავს. ჭაბუკას მაინც ვერავინ ვერ აჩერებდა. -წამო, გაგიყვან, სეს. -იყოს, ჯერ კიდევ მიყვარს სიცოცხლე. -კაი, მართლა. -ნაბახუსევზე აღარ ხარ? - ჰკითხა სერგიმ. - მაპატიე, სეს, მე გაგიყვანდი, მაგრამ ჯერ კიდევ მისკდება თავი. -კაი, არაუშავს. -დანარჩენი გოგოებიც გაიყვანე რაა, ჭაბუკა. ჭაბუკამ მთელი სისწრაფით დაძრა მანქანა და სიმღერებიც მთელ ხმაზე ჩართო. -ჭაბუკა, გაგწეწავ, - შევუღრინე და ხმას ჩავუწიე. - ცოტა ნელა ატარე. სერგის ხომ უთხარი, მშვიდობით მივიყვანო? -მერე მაგაში აუცილებელია მთლიანად იგულისხმებოდე? ერთი ორი ნაკაწრი და ერთით ნაკლები ხელი ვითომ არ გამოდგება? -ჭაბუკააა! -კარგი, ხო, არ აცდით ადამიანს სიამოვნებას. დიდი თხოვნის შემდეგ პირველი მე მიმიყვანეს. ბედნიერი გადავედი მანქანიდან. -აბა, კისერიც გიტეხიათ, ჭაბუკა, მიაჭირე გაზს, - ბოროტულად გავიცინე და სადარბაზოში შევედი. სანამ კარს გავაღებდი, მოპირდაპირე მეზობელი გამოვიდა. -გამარჯობა. -გამარჯობა, სესილია. უნივერსიტეტი დაამთავრე, ხომ? -დიახ. გუშინ მქონდა ბოლო გამოცდა. -გილოცავ, შვილო. აბა, წარმატებისთვის სულ მალე მიგეღწიოს. პირადში რა ხდება? -არაფერი. -აღარაა შვილო ადრე. შენს ასაკში უკვე შვილი მყავდა. -ნუ ყველას თქვენსავით ვერ უმართლებს. კარი უნდა მიმეხურა, რომ გამაჩერა. -სესილია, რაღაც მინდა გთხოვო. -გისმენთ. -ხვალ მთელი ოჯახი დასავლეთში მივდივართ, ცუდი ამბავია. პატარა ვერ მიგვყავს, ეშინია მასეთი ამბების. შეგიძლია, რომ ერთი დღით მიხედო? მაინც დაამთავრე უკვე უნივერსიტეტი. -ააამ... დიახ, რა თქმა უნდა. -10 საათზე მოგიყვან. დიდად არ შეგაწუხებს. განსაკუთრებული არაფერი უნდა. ცოტა ეთამაშე და მალევე ჩაეძინება. ჭამითაც ყველაფერს ჭამს. მეორე დღეს კიდევ უფრო დაწვრილებითი დანიშნულება მომცა. ყველაფერი ამიხსნა. -ძიძაც გავხდი, - ამოვიბუზღუნე და ლიკუნა ბინაში შევიყვანე. მხოლოდ ერთი საათი უაზროდ დამაბოდიალებდა და ყველა ოთახს, ყველა უჯრას ათვალიერებდა. უნახავი არაფერი დაუტოვებია. „ნიკონ, მიშველე, გთხოვ. ბავშვი ჩამაბარეს და ვერ ვუძლებ მარტო.“ - შეტყობინება გავაგზავნე და დავიცადე. -დიდი მადლობა, - კარი გავაღე და ნიკონს მოვეხვიე. - ჩემი გადამრჩენელი ხარ. -ბავშვს რა ჰქვია? -ლიკუნა. -მიმიშვი, - გამწია და ბავშვისკენ წავიდა. - ლიკუნა, ნახე რა მოგიტანე... ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ართობდა ნიკონი ლიკუნას. -სესი, რამეს ხომ არ მოგვიმზადებდი? მოშივდებოდა ლიკუნას. სამზარეულოში შევედი და ბოსტნეულის დაჭრას შევუდექი. სალათა თეფშებზე ამოვიღე და ლიკუნასა და ნიკონს შევუტანე. უხმოდ მიირთვეს და ლიკუნას დაამთქნარა. ვაშა, ამ პატარა ეშმაკს ეძინება. -წამო, ლიკუნა, ჩემს ოთახში დაგაწვენ, - ხელში ავიყვანე და საწოლში ჩავაწვინე. გადასაფარებელი ყველა მხრიდან შევუკეცე და ნიკონთან დავბრუნდი. - არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. -კაი, რას ამბობ, მიყვარს ბავშვები. -ზოგადად, მეც მიყვარს, მაგრამ ეს ნამდვილი განსხეულებული სატანაა. როგორ გაუძელი. -ეგ მარტივია, - გაეღიმა. - თითი როდის გაიჭერი? -რა? - ხელს დავხედე და დავინახე, რომ არათითი გამჭროდა. -დიდი ხანია, რაც გაიჭერი? სისხლი კვლავ მოგდის. უცებ ჩემი ხელი აიღო, არათითი ტუჩებში მოიქცია და სისხლი ამოწოვა. -რას აკეთებ? - გავოცდი. -არ ვიცი რამდენი ხანია, რაც გაიჭერი. ბაცილების მოკვლას ვცდილობ, სანამ დაგიმუშავებ. ნერწყვი ლიზოციმს შეიცავს, რომელიც ბაქტერიებს ხოცავს. ახლა შენ გააგრძელე. მე კი ბამბას და სპირტს მოვიტან. ნიკონი კარადასთან მივიდა. მე კი ნიკონის ნათქვამი შევასრულე. -მოიცა, მოიცა. გამოდის, რომ გაკოცე? -რა? -ჯერ კიდევ შენი ნერწყვი იყო ამ თითზე, მეც რომ ამოვწოვე სისხლი. -ნუ, მასე გამოდის. კარგი ვარ კოცნაში? -ნუ სულელობ. ლიკუნამ არ გაიგოს. მომივარდება დედამისი და გამლანძღავს. -მომეცი ხელი, გეყოფა ჩემი კოცნა, - გაიცინა და არათითზე სპირტიანი ბამბა გადამისვა. ამეწვა და ოდნავ შევკივლე. -ჩშშ, ლიკუნა არ გააღვიძო. ბამბა ხელახლა გაჟღინთა სპირტით. აღარ მინდოდა თითზე დაედო. ხელი ავუქნიე. სასწაული ჩავიდინე. ბამბიდან სპირტი ჩემს თვალში აღმოჩნდა. -აა, თვალი, - წამოვიკივლე და ხამხამი დავიწყე. -გაჩუმდი, ლიკუნას გააღვიძებ. -მეწვის, - ვერანაირად ვერ ვჩერდებოდი. -სხვანაირად ვაპირებდი ამას, მაგრამ... ნიკონმა ამ წამს მაკოცა, ტვინო, გადახარშე ეს ინფორმაცია, გამოშტერებული ნუ დგახარ. ვიღას ახსოვდა თვალი ან მასში მოხვედრილი სპირტი? გაოცებული ვუყურებდი ნიკონს. -სესი, გამოფხიზლდი. -ეს, ეს... - თითები ტუჩებზე გადავიტარე. -ხო, ვიცი, კარგი მკოცნელი ვარ, მაგრამ შენგანაც იგივე ვერ ვიგრძენი. -შეგემზადებინე მაინც. -იმხელაზე გაჰკიოდი, ლიკუნას გააღვიძებდი. -მოიცა, ბოლოს თქვი, რომ ამას სხვანაირად აპირებდი. რას გულისხმობდი? -ბევრჯერ მიფიქრია შენთვის კოცნაზე და არა მხოლოდ ტუჩებში. -აჰამ... - დაპროგრამებულივით დავუქნიე თავი. ჯერ კიდევ კოცნაზე ვფიქრობდი. -ხელი გაუშვი, თორემ ტუჩს მოიძრობ, - ხელი ჩამომაწევინა. - ხომ კარგად ხარ? -შენ მე მაკოცე, - ისევ ვერ გადამეხარშა მომხდარი. -ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი. სესი, რა გჭირს? -მაკოცე. -დიდი ამბავი, პირველი ვარ თუ, რა, ასეთ შოკში რომ ხარ. ტვინში „პირველი ვარ, თუ რა“ ტრიალებდა ისევ და ისევ, გაუჩერებლად. -ღმერთო, პირველი ვარ? პირველად აკოცე ბიჭს? მართლა? 22-ის ხდები მალე. ეს რომ მცოდნოდა... -რა, აღარ მაკოცებდი? - ხმაში ისტერიკის ნიშნები გამერია. -როგორ არა, სესი, როგორ არა. უბრლაოდ, სულ სხვა ვითარებაში მოხდებოდა ეს. დივანზე გადავწექი და ერთ ადგილს მივაშტერდი. -სესი, ხომ მართლა კარგად ხარ? მხრები ავიჩეჩე. -იცი, უამრავ რაღაცაში გამომიტყდი და დროა მეც გითხრა რაღაც. -რა? - ისევ გავსწორდი და მას მივაჩერდი. -გუდაურში ყოფნისას შიშველი დაგინახე. -რაა? - თვალები გამიფართოვდა და პირიც დავაღე. - როდის, როგორ. -მასაჟზე ვიყავი მისული, შენ და ვიღაც ბიჭი რომ დაგინახეთ. ნაცნობს ვთხოვე და მის მაგივრად მე გაგიკეთე მასაჟი. -კისერი მიხურდა... -ბოლოს ვეღარ მოვითმინე და გაკოცე. -ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, - აქეთ-იქით სიარულს მოვყევი. - ზედმეტად ბევრი ინფორმაციის გადახარშვა მიწევს. ცოტა ხნით დამაცადე. ბოლთას ვცემდი და მაინც ვერ ვმშვიდდებოდი. -კარგი, მოდი ყველაფერი გავარკვიოთ. მაშინ რატომ მაკოცე? -შენ შიშველი იწექი ჩემ წინ. მთელ სხეულზე დავატარებდი ხელებს. სიტუაციის შესაფერისად მომეჩვენა. რაღაც მიზიდულობა ვიგრძენი. -კარგი. ახლა იმიტომ მაკოცე, რომ ლიკუნას მშვიდად სძინებოდა. კითხვა სულ სხვაა. ლიკუნა რომ არა, ეს კივილი რომ არა, მოგინდებოდა ჩემთვის კოცნა? -რა თქმა უნდა. -გასაგებია, რატომ? -რთული მისახვედრია? -კი, დაღეჭვა მჭირდება, რომ გავიგო. ძალიან მიჭირს. -ერთმანეთისადმი მიზიდულობას ვერ გრძნობ? რატომ თქვი ველქამზე მაინცდამაინც ჩემი სახელი? ეგეც რომ არაფერი, შეიძლება ვერ შეგხვედროდი, მაგრამ შეგხვდი. მილიონიდან ერთი შანსი გქონდა და ის შანსი გამოვიყენე მე. -ჩემს ენაზე ამიხსენი. -ეკონომისტი ხარ, ხომ? ჰოდა წარმოიდგინე, რომ ჩემი შენდამი გრძნობის გრაფიკი სრულად არაელასტიურია. არ აქვს მნიშვნელობა მიწოდების რაოდენობას. მოთხოვნის ეს გრაფიკი არც ერთი მიმართულებით არ გადაინაცვლებს. -ეკონომიკა იცი? -ერთი სემესტრი ვსწავლობდი. ახლა ეკონომიკურად აგიხსენი სიყვარული და მხოლოდ ის გაინტერესებს, საიდან ვიცი ეკონომიკა? -კარგი, როგორც ჩანს, ჩემთვის კერძო საქონელი გამოდიხარ. -ანუ? -ესეც უნდა გესწავლა იმ ერთ სემესტრში. -ცუდი მეხსირება მაქვს. -გამორიცხვადი ხარ, შემიძლია სხვას ავუკრძალო შენი „გამოყენება“. მეტოქისუნარიანობაც აშკარად სახეზეა. ჩემი „გამოყენებით“ სხვას აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ „გამოგიყენოს“. -უბრალოდ შეგეძლო გეთქვა, რომ მესაკუთრე ხარ და მხოლოდ შენთვის გინდივარ. -კარგი, მხოლოდ ჩემთვის მინდიხარ, - გამეცინა და მისკენ დავიძარი. ხვდებით, ხომ რაც მოხდა შემდეგ? ლიკუნა გამოვარდა და ჩვენ შორის ჩადგა. რეალურად კარგი მომენტი ამ თხაქაჯანამ ჩაგვაშხამა. საღამომდე თავის ჭკუაზე გვატარებდა. -წავალ მე, გვიანია უკვე. ნიკონს მეგობრულად დავემშვიდობე. ლიკუნასთან ერთად მომიწია დაძინება. ჩემდა გასაოცრად, მშვიდად ეძინა და ერთხელაც კი არ გატოკებულა. დილით ბედნიერების ზარმა დარეკა. სხვანაირი ხმა ჰქონდა ამ დარეკილ ზარს. ლიკუნას დედა მოვიდა და მადლობების გადახდით მომაშორა ეს ბავშვი. რამდენიმე წუთში ლიკუნაზე უარესი ბავშვი მოადგა ჩემს კარებს. -ვახ, კატიუშა, ახლა გამოხვედი ნაბახუსევიდან? -კატიუშა არა? კარგი, აღარ გაგცემ ხმას. -შემოდი რაა. კოტესთან იყავი? ჰა? -ხო, აბა სხვანაირად როგორ გამახსენდებოდი? -რაო მერე, ჩვენმა კოტიკომ? -ჩვენმა? -კაი, შენია, არ გართმევ, - გამეცინა. -ნამეტანი აჟიტირებული და ბედნიერი ხარ. სესილია, აბა თვალებში შემომხედე. -ნუ სულელობ. -შემომხედე. თვალები გიბრწყინავს. რა მოხდა? -არც არაფერი. -ხო, ხო. დროზეე. -როცა დალაგდება სიტუაცია, მერე გაგაგებინებთ შენც და ემისაც. -ახლა ერთს კარგად რომ შემოგცხებ, მერე მითხარი ეგ. სადაა ჩემი ნაჩუქარი ტაფა? - წამოდგა და ძებნა დაიწყო. -კატო, მოდი აქ. გეყოფა რაა. წინ ჩამომიჯდა და მომაშტერდა. -ცოტა არეული ვარ. სიტუაციაც არეულია. მოკლედ, მე და ნიკონმა ერთმანეთს ვაკოცეთ. არა, მან მაკოცა. არა, მანამდე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თითქოს მე ვკოცნიდი მას. არა, ეს კოცნა არ იყო... - მეასედ შევუსწორე ჩემს თავს. კატომ ზუსტად ოცი წამი გაბრწყინებული თვალებით მიყურა. მერე თითქოს გაივსოო, პირი მოაღო და ბოლო ხმაზე დაიკივლა. ხელი ავაფარე და ავყირავდით კიდეც დივანზე. წიხლები მითავაზა. -ვირო, ტლინქებს ნუ მირტყამ. -არაა, არ მჯერა. წამო ნიკონთან. უნდა დავადასტურებინო. -ხელმოწერილი საბუთი გინდა თუ ფოტომასალა? - თვალები გადავატრიალე. -რომელი გაქვს? -აი ეს, - თავში წამოვარტყი. -ბავშვო. -ყვავმა ყვავს უთხრა, შე შავოო. -კაი ერთი, ვიცით ქართული ანდაზებიო? -ცოტ-ცოტა. -კაი, როგორ მოხდა? მოყევი რაა. -ეკონომიკურად ამიხსნა სიყვარული. კატომ პირი დააღო და თვალები გაუშტერდა. -არაა, ღადაობ. აუ, რა ბიჭი დაითრიეე. გავაფრენ ახლა. ასე ორიგინალურად? აბა რაღაა ჩახლართული? -ვერ გაიგებ, ტყუილად მეკითხები. შენთვის კოცნით ყველაფერი მოგვარებულად და გარკვეულად ითვლება, ჩემთვის არა. -აბა საწოლი ითვლება შენთვის მოგვარებად? -რა თქმა უნდა, არა, - შევიცხადე. - საიდან მოიტანე. -რავი აბაა. ცოტა ბინძური აზროვნება შეგატყვე. -როდის? - ისე ვიუარე, თითქოს მეფის მკვლელობას მწამებდა. -წავედი, ემის გავაგებინო. -ეგ არ ქნა. -მიყვარხარ, მაგრამ ის სიტუაცია უფრო მხიბლავს, ემის სახეს რომ დავინახავ ამ ამბის შეტყობინებისას. -მოღალატე ხარ. -ვიცი. ნიკონმა დამირეკა და რიყის პარკში შეხვედრა მთხოვა. ცას უკვე ფერი ეცვლებოდა. -წამო, ავისეირნოთ. -გ გამოგრჩა? -არა, საბაგიროთი ავიდეთ. -ხომ იცი, რომ სიმაღლის მეშინია? -კი. კაბინაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვისხედით. -ერთი წუთიც კი არ უნდა იქ ასვლას. არ იდარდო. უნებურად ვუყურებდი მტკვარს და ჩემი სიკვდილის წუთებს ვითვლიდი. ნიკონმა ხელი ჩამკიდა და ყელში მაკოცა. -არაფერია სანერვიულო. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ ყოფილა, როცა საბაგიროდან მიწაზე დავდგი ფეხი. ბოტანიკურ ბაღში ჩავედით. სამჯერ მაინც შემოვიარეთ თითოეული ადგილი. ბოლოს ტბორთან გამაჩერა, რომლის ზედაპირიც მთვარის შუქს ირეკლავდა. -გუშინ ლიკუნამ ცოტა არ იყოს და მნიშვნელოვან მომენტში გაგვაწყვეტინა. -ხო, გეთანხმები. -ჰოდა, ვიფიქრე, დაწყებულს დავასრულებდით. რის გაკეთებას აპირებდი? -აქ არა. -მაშინ სად? -სახლში. -აქ უფრო რომანტიკულია. -არა, სახლი ყოველთვის უფრო რომანტიკულია. არ აქვს მნიშვნელობა მორთული იქნება თუ არა. -ჩემთან ავიდეთ. აქვე ახლოს ვარ. რამდენიმე შესახვევი, გზის გადაჭრა, თაღში შესვლა და უკვე ნიკონის სახლში ვიყავით. -ვერც ახლა დაამთავრებ? -ცოტა გაიწიე, რომ შენი თვალები კარგად დავინახო. ნიკონმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან. მეც მის თვალებს მივაშტერდი და მივუახლოვდი. ხელები კისერზე მოვხვიე და თავი დავაწევინე. რამდენიმე წამით სუნთქვას ვუცვლიდით ერთმანეთს. თვალები მივნაბე და გონებაში დათვლა დავიწყე: 1... სანამ სამამდე ავიდოდი, ნიკონმა დამასწრო და მაკოცა. ამჯერად ვცადე მეც ავყოლოდი. გამემეორებინა ის, რასაც ნიკონი აკეთებდა. -ბევრად უკეთესი იყო. მაგრამ ამაზე უკეთესიც შეიძლება გახდეს. -მართლა? მაინც როგორ? - ვკითხე ხმადაბლა. -მგონი ორივეს ოდნავ ბინძური აზრები გვტრიალებს ამწუთას გონებაში. ჰოდა, რას იტყვი? -უარის საფუძველს ვერ ვხედავ. ^^ რა იყო ალბათობა იმისა, რომ იმ დღეს მაინცდამიანც ეს სახელი და გვარი ვთქვი? ერთი მემილიონედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.