შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ შევქმენით ჩვენი ბედნიერი მომავალი (7)


21-05-2018, 18:15
ავტორი tikuna tika
ნანახია 1 461

გვანცას თითქოს არც აინტერესებდა ვისთან ერთად იყო ალექსანდრე და რას აკეთებდა ის.გამიკვირდა,მერომ ასეთ სიტუაციაში ვყოფილიყავი ალბათ იქაურობას მაშინვე დავტოვებდი.უბრალოდ სირცხვილის გრძნობა შემაწუხებდა სხვა არაფერი...არმინდოდა სიმღერა დამთავრებულიყო,მაგრამ არც ალექსანდრესთან ასეთ სიახლოვეზე ვიყავი თანახმა(ამ სიტუაციაში მითუმეტეს).სიმღერაც დასრულდა და როგორც იქნა მოვშორდი ალექსანდრეს და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.რაც არუნდა გასაკვირი იყოს ვერც გვანცას მკვლელ მზერას ვგრძნობდი.ალექსანდრეც დაუბრუნდი საკუთარ ადგილს და მის საცოლეს ხელი გადახვია.ბავშვებს გადავხედე,ერეკლე თეკლას გვერდით იჯდა და აშკარად აბრაზებდა.მარი და თოკაც ერთად ისხდნენ და ლაპარაკობდნენ.მოსაწესრიგებლად გასვლა გადავწყვვიტე და ბავშვები დავტოვე.სარკის წინ ვიდექი როცა საპირფარეშოში გვანცა შემოვიდა.მეგონა ბავშვებთან არაფერი შეიმჩნია და ახლა ჩემს მოკვლას აპირებს მეთქი.სარკესთან მივიდა და ლაპარაკი დაიწყო
-მისმინე,რაღაცის თქმა მინდა,მეტი აღარ შემიძლია მარა ვიცი რო ალექანდრეს ვერ გადავურჩები.
-რაა?რახდება?-მიკვირდა მისი ასეთი ლაპარაკი
-კარგი რაც არის არის უნდა გითხრა.მოკლედ მე ალექსანდრეს ბიძაშვილი ვარ.ოღონდ ძალიან გთხოვ რა არავის არუთხრა-სწრაფად მითხრა მეკი თვალები შუბლზე ამივიდა
-და აბა საცოლეო?იტყუება?რატო იტყუება?-გაოცებულმა კითხვები მივაყარე
-კაი რა როგორ ვერ ხვდები?რისთვის დასჭირდებოდა ალექსანდრეს ჩემი აქ მოყვანა და თან საცოლედ გამოცხადება.რათქმაუნდა ბიჭებმა იციან და ვერ შეამჩნიე სიცილს ძლივს იკავებდნენ-მეუბნებოდა გვანცა
-ანუ რაგამოდის რო ალექსანდრემ ჩემს გამო მოგიყ..
-ჰო ჰო სწორედ მიხვდი მოწონხარ რა ოღონდ არუთხრა მომკლავს გთხოვ-არდამასრულებინა ლაპრაკი გვანცამ ისე მომახალა-ეხლაც თვითონ გამომიშვა წადი ვითომ გაბრაზდი რო მეცეკვებოდა-იცინოდა გვანცა,მეკი ენა გადავყლაპე ვერაფერს ვამბობდი და ვცდილობდი ყველაფერი გამეანალიზებინა
-გავგიჟდები,მართლა გავგიჟდები-როგორც იქნა ვთქვი და თავზე ხელი გადავისვი
-მორჩი უნდა გავიდეთ.ეხლა შენ გადი ვითომ გაბრაზებულიხარ,იმის გამო რომ ვიჩხუბეთ,ხომ ხვდები?ცოტა იმსახიობე-გამიცინა გვანცამ და თვალი ჩამიკრა.მეც გამოვედი და მისი მითითებით გაბრაზებული სახე მივიღე.მაგიდასთან მისულმა კი დავინახე როგორ ირონიულად იღიმოდა სანდრო.იმ საღამოს სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.ალექსანდრეს ხშირად ვნახულობდი მის ,,საცოლესთან'' ერთად რომელთანაც უკვე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა(რათქმაუნდა ალექსანდრეს ზურგს უკან).ერთ საღმოს ბავშვები ერეკლეს სახლში ვიყავით შკრებილები,როცა ისევ დაურეკა ვიღაცამ ალექსანდრეს.ისევ იგივენაერად დაიძაბა ყველა და სანდროც დაუმშვიდობებლად წავიდა.მაშინ მივხვდი რომ ერთადერთი ვინც ყველაფერს მეტყოდა ალექსანდრეზე გვანცა იყო ამიტომ ვთხოვე გამოსულიყო და აივანზე გავედი.ისიც მალე გამოვიდა.
-რამოხდა?რატო დამიძახე?
-გვანცა უნდა მითხრა რახდება გთხოვ რა არ შევიმჩნევ რომ რამე ვიცი,უბბრალოდ მითხარი რა ჭირს სანდროს?რატომ გარბის ყოველი ზარის შემდეგ სადღაც?-ვეკითხებოდი გვანცას
-იცი ბარბარე,ყველაფერი არც ისე ადვილადაა,მე რომ ეს გითხრა ალბათ კიდევ უფრო დიდი შანსია იმის რომ ალექსანდრემ მართლა მომკლას,მას არუყვარს როცა ამ ამბის შესახებ ვინმეს ვუყვები-მითხრა გვანცამ და თვალები აუწყლიანდა
-დამიჯერე მე ის ადამიანი ვარ ვისაც შეგიძლია ბოლომდე ენდო,გთხოვ უბრალოდ მითხარი ვეღარ ვხვდები როგორ გავიგო რა ჭირს-ვთხოვდი გვანცას
-კარგი ოღონდ აქ არა.შენ ბავშვებს უთხარი რომ საქმე გაქვს და მიდიხარ და მეც მალე გამოგყვები-უცებ შეადგინა გეგმა.მეც ამ გეგმის მიხედვით მოვიქეცი და მალე მე და გვანცა ერთ-ერთ მყუდრო კაფეში ვისხედით.
-გისმენ,დაიწყე რა-ვთხოვე მას
-მოკლედ ეს ამბავი 3 წლის წინ დაიწყო.ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ალექსანდრეს ძმა კოტე ერთ საღამოს სახლიდან გავიდა და დაიკარგა.ის სანდროზე 2 წლით პატარა იყო.მთელი ოჯახი ეძებდა კოტეს და ბოლოს ტყეში იპოვეს მოკლული-ღრმად ამოისუნთქა გვანცამ და განაგრძო-გამოძიებას აშკარად არ აწყობდა ამ საქმის გახსნა და ამიტომ გაუხსნელი დატოვა,ამის გამო კი ალექსანდრემ თვითონ დაიწყო გამოძიება და დღემდე აგრძელებს.მასაც და მის მშობლებსაც დღემდე საფრთხე ემუქრებად დღემდე ჰყავთ მტერი.ერთხელ სანდროს ვიღაც უცნობმა მიწერა კიდეც რომ თუ ამ გამოძიებას თავს არ დაანებებდა მოკლავდნენ,მაგრამ ის მაინც არ ჩერდება და ისევ ყველანაერად ცდილობს გაარკვიოს ვინ მოკლა მისი ყველაზე საყვარელი ადამიანი.დამიჯერე ახლა რომ იცოდეს რას გიყვები ძალიან გაბრაზდება და ამიტომ უბრალოდ არსად წამოგცდეს ეს მართლა ძალიან მძიმე თემაა სანდროსთვის-დაასრულა მოყოლა გვანცამ და მეც მივხვდი რაიყო სანდროს ასეთი სევდიანი და ტკივილიანი თვალების მიზეზი.შემეცოდა მინდოდა დავხმარებოდი მაგრამ არაფრით არ შემეძლო ეს გამეკეთებინა.გვანცას შევპირდი რომ ალექსანდრეს არაფერს ვეტყოდი და სახლში დავბრუნდი.მთელი ღამე სანდროზე ვფიქრობდი.ძილი არ მომკარებია.გამთენიისას დამეძინა და შუადღეს გავიღვიძე.კვირა იყო და არვიყავი სამსახურში წასასვლელი.ამიტომ მთელი დღე სახლში ყოფნა გადავწყვიტე.სახლი დავალაგე.მერე მარი ჩამოვიდა ჩემთან ბევრი ვიჭორავეთ,სულ ცდილობდა ალექსანდრეზე ელაპარაკა მაგრამ ვაჩერებდი ისედაც სულ მასზე ვფიქრობდი და ძალიან ვიღლებოდი.მოსაღამოვდა და მარიც თორნიკეს სანახავად წავიდა.
ისევ მარტო დავრჩი.ისევდაისევ ფიქრებში ჩავიკარგე.ამ ფიქრებიდან კი ჩემმა აზუზუნებულმა მობილურმა გამომიყვანა.დაფრული ნომერი მირეკავდა
-გისმენთ
-ზუსტად 5 წუთში შენს სადარბაზოსთან იყავი,იმედია მიცანი-მითხრა და პასუხიც არ დამაცადა მაშინვე გათიშა.
რათქმაუნდა მივხვდი ვინც იყო,ალექსანდრეს ხმას ყველგან ვიცნობდი.ნეტა რამოხდა ვფიქრობდი და თან ვიცმევდი.მართლაც ზუსტად 5 წუთში ჩემი სადარბაზოს წინ ვიდექი ალექსანდრესთან ერთად
-რამოხდა?რატომ ჩამომიყვანე?
-რაღაცეების გარკვევა მინდა.არფიქრობ რომ არცთუ ისე ცოტა გვაქვს სალაპარაკო?-მეკითხებოდა ორაზროვნად
-რასგულისხმობ?-თავი მოვაჩვენე ვითომ არვიცოდი რაზე უნდოდა საუბარი
-ჩაჯექი და აგიხსნი რასაც ვგულისხმობ
-რასაჭიროა ღამის 11 სააათზე ჩავუჯდე მანქანაში ვიღაც ბიჭს-გავჯიუტდი
-მე ვიღაც ვარ?-მკაცრი ტონი ჰქონდა
-შეიძლება ვიღაც არხარ მაგრამ ვფიქრობ ესეც შეგვიძლია ლაპარაკი არარის აუცილებელი მანქ..-საუბარი არ დამასრულებინა და უფრო მაღალი ტონით მითხრა-ბოლოჯერ გეუბნები ჩაჯექი!მე ვიცი რაარის აუცილებელი და რა არა!
-და რომარ ჩავჯდე რასიზამ?!არმინდა და არჩავჯდები!-არც მე ვუთმობდი
-ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი!-წამში ჩემთან გაჩნდა და ისე აღმოვჩნდი მანქანაში,თავადაც კი ვერ მოვასწარი გააზრება.
-თავი რამეს ხოარ მიარტყი?!გააჩერე სასწრაფოდ მანქანა!-ვუყვიროდი
-კი როგორ არა როგორც შენ მეტყვი ისე მოვიქცევი-გამომხედა და ირონიულად ჩაილაპარაკა
-თავხედი ხარ და არიცი გოგოს როგორ მოექცე-შევუღრინე გაბრაზებულმა-და საერთოდ სადარის შენი საცოლე?სხვა გოგოსთან ერთად რომ დადიხარ იცის?!-უცებ გამახსენდა გვანცა
-ეჰჰ რა ბავშვი ხარ ვერაფერს რო ვერ ხვდები-თავიდ დანანებით გააქნია
-ბავშვი შენხარ
-აი კიდე,ხო გეუბნები ბავშვი ხართქო-ჩაიცინა
-სად მიგყავარ ბოლო-ბოლო იქნებ გამაგებინო-წარბაწეულმა გავხედე
-რა სულსწრაფი ხარ რატო დამღალე?გინდა ვინანო ის რისთქმასაც ვაპირებ?
-რის..რისთქმას აპირებ?-ენა დამება და სანდროს გაფართოებული თვალებით მივაჩერდი
-გაიგებ გაიგებ ბავშვო-მითხრა და ჩემი გაბრაზებული სახის დანახვაზე სიცილი დაიწყო.მალე მივედით დანიშნულების ადგილზე.შემაღლებული ადგილი იყო და მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა.იქამდე იმ ადგილის შესახებ არაფერი მქონდა გაგონილი.იქვე ორი სკამი იდგა.სანდრო გადავიდა მანქანიდან და ერთ-ერთ სკამზე დაჯდა.მეკი ჯიუტად არ გადვდიოდი მანქანიდან
-მგონი შეეჩვიე ხელით რომ გატარებ,და ეხლაც იმიტომ არ გადმოდიხარ-ჩეიცინა ალექსანდრემ
-ჰო როგოორ არა-გავძახე მანქანიდან და გადავედი
ისევ შორს დავჯექი მისგან.გაეცინა.
-აი ისევ შორს ზიხარ?მართლა გგონია რომ თუ ახლოს დაჯდები რამეს დაგიშავებ?რაღაც უაზროდ მეჩვენება ეგ ფაქტი
-რაშუაშია ეგ?უბრალოდ ესეც კარგად ვზივარ,რასაჭიროა ზედმეტად ახლოს დაჯდომა?-ვეუბნებოდი და ქალაქს ვუყურებდი.
-თუ მაინცდამაინც არგინდა თავად მოიწიო მაშინ მე დავჯდები უფრო ახლოს შენთან-თქვა და ეშმაკურად ჩაიცინა.გაბრაზებულმა გავხედე უკვე ჩემს გვერდით მჯდომს
-მართლა მინდა რაღაც სერიოზულად გითხრა მომისმენ?-ხელი გადამხვია მაგრამ არ შევიმჩნიე
-გისმენ-ვუთხარი ინტერესით
-მოკლედ...არვარ რომანტიკოსი ამიტომ ვერმოვიფიქრე ეს სხვანერად როგორ მეთქვა-დავიძაბე მეც და ვიგრძენი როგორ დაიძაბა ალექსანდრეც-მოკლედ გეტყვი მართლა მიყვარხარ.მე არ შემიძლია გამოვხატო ეს სიტყვებით.მე ამას საქციელებით გამოვხატავ.უბრალოდ ასეთი ვარ,არმიყვარს გაუფასურებული სიტყვები რომლებსაც ზალა საერთოდ აღარ აქვთ ადამიანების ურთიერთობებში.უბრალოდ მინდა რომ შანსი მომცე,სხვა არაფერი და მე მართლა დაგანახებ თუ რას ნიშნავს ჩემი ნათქვამი ,,მიყვარხარ".არავისვის არმითვამს.არავისთვის არ შემიხედავს სერიოზულად.მაგრამ შენ,სხვანაერი ხარ.და ის ყველაფერი თუნდაც გვანცა რომელიც ჩემი ბიძაშვილია შენს საეჭვიანოდ მოვიყვანე.მინდოდა გეფიქრა ჩემზე.შენ რასფიქრობ ამყველაფერზე?-მკითხა ინტერესით.ამდროის მაძილზე კი თვალს არ მაშორებდა.ჩუმად ვიყავი არვიცოდი რაპასუხი გამეცა,ან როგორ მოვქცეულიყავი
-არაფერს იტყვი?-ნაღვლიანი მიყურებდა და ელოდა როდის გავცემდი პასუხს
-კი... უბრალოდ ვერვხვდები რაპასუხი გაგცე,.. ვიცი რამდენად კარგი ადამიანი ხარ და ისიც ვიცი ამ სიტყვებს ასე უბრალოდ არ მეტყოდი.უბრალოდ სიმართლეს გეტყვი,სერიოზულ ურთიერთობებში მე მეშინია გულისტკენის ყველაზე და ყველაფერზე მეტად.ეს მანადგურებს.არმინდა ჩვენს ურთიერთობაშიც ასე მოხდეს უბრალოდ ვერ გავუძლებ..-ვუყურებდი და ისე ველაპარაკებოდი.ჩემს ამ პასუხზე კი ტუჩის კუთხე ჩატეხა და დაძაბულობა მოეხსნა
-მე არშემიძლია გული გატკინო,მე ესეთს ვერ გიყურებ.მე მინდა იყო ისეთივე ლაღი ყოველთვის როგორიც ეხლა ხარ გესმის?მართალია მე არვარ უპრობლემო და მარტივი ადამიანი.ჩემი გაძლება მართლა რთულია,მაგრამ შენ უნდა მენდო.ვერაფრის თქმა ვერშევძელი უბრალოდ მისკენ მივიწიე და მხარზე თავი დავადე.თანხმობის ნიშნად კი თავი დავუქნიე.
-იმედია სხვებივით არ მოიქცევი-ჩემთვის ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე
-არასდროს-ჩამჩურჩულა
-არასდროს...არასდროს-მეც ვიმეორებდი მის სიტყვებს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent